სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა[კონსტ. მე-8 მუხლი] და კონკორდატი
საკითხები:
1.
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა
2.
ეკლესიის საკუთრება, ქონება და სამეწარმეო საქმიანობა ["კონკორდატის" – კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით];
3.
ინფორმაციის გაუცემლობა, ჯვრისწერა, მოძღვრის ინსტიტუტი ["კონკორდატის" – კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით];
სახელმწიფოს ვალდებულებები
·
კონსტიტუციის მე-16 მუხლით გაცხადებული უფლებების[ანუ რწმენის,აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებების] დაცულობა
გულისხმობს,
რომ
სახელმწიფო უშვებს ამ
უფლებათა მშვიდობიან
განხორციელებას და
არ ერევა თვითნებურად.
·
სახელმწიფოს ჩარევა
რომ
თვითნებობად არ იქნეს
შეფასებული,
სულ
მცირე, შემდეგი 8 პირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
ა) ეკლესია დამოუკიდებელი
უნდა იყოს
სახელმწიფოსაგან.
რომელიმე რელიგიის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება შეუთავსებელია რესპუბლიკურ მმართველობასთან,
ხელისუფლების
განაწილების,თანასწორუფლებიანობისა
და
პლურალიზმის პრინციპებთან, ისევე როგორც,
საკუთრივ,
რელიგიურ
გაერთიანებათა
უფლებასთან,
სახელმწიფოსაგან
ჩარევის
გარეშე
განსაზღვრონ
თავიანთი
საქმიანობის
მიზნები.
სეკულარიზმის
(ანუ სახელმწიფოსაგან
ეკლესიის გამოყოფის)
გარეშე სახელმწიფო ვერ შეძლებს იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი ქვეყანაში განსხვავებულ რელიგიურ
ორგანიზაციებთან
მიმართებაში.
უფრო მეტიც: კლასიკური გაგებით, „რელიგიის თავისუფლება” იმ თავითვე
გულისხმობს
ორ
კომპონენტს
ერთდროულად:
არც საჯარო
ხელისუფლება ერევა
ეკლესიის საქმეებში
და არც
ეკლესია საჯარო
ხელისუფლებაში.
ყურადღება:
ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან,
საქართველოს
კონსტიტუციის
მე-8
მუხლით
არის
დადგენილი,
რაც საფუძვლად დაედო 2002 წლის ოქტომბერში
საქართველოს სახელმწიფოსა
და საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალურ
მართლმადიდებლურ ეკლესიას
შორის კონსტიტუციური შეთანხმების[ანუ კონკორდატის] დადებას.[იხ.ქვემოთ]
ბ) სახელმწიფომ უნდა
უზრუნველყოს რელიგიურ ორგანიზაციათა რეალური ავტონომიურობა, მათ შორის თავიანთი ლიდერის არჩევის საკითხში.
გ)
ქვეყანაში მოქმედ
რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს ოფიციალური აღიარება და
ამ სფეროში
ყველა მათგანის მიმართ დაიცვას ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა.
შენიშვნა:
მისასალმებელია, რომ 2011 წელს, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,
ყველა რელიგიურმა მიმდინარეობამ, რომელსაც გააჩნია
საქართველოსთან ისტორიული
კავშირი, ანდა
ევროპის საბჭოს
წევრ ქვეყნებში
მიჩნეულია რელიგიად,
მიიღო უფლება,
მოიპოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციას, გახდნენ სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების სუბიექტი და სრულყოფილად განახორციელონ თავიანთი რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე საქმიანობა (შეიძინონ ან
იჯარით აიღონ
უძრავი ქონება,
განახორციელონ რელიგიური
ლიტერატურის ექსპორტი
და სხვ.).
დ) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში
მოქმედ რელიგიურ
ორგანიზაციათა თანასწორუფლებიანობა და დაიცვას ნეიტრალიტეტი და
მიუკერძოებლობა.
შენიშვნა:
აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი
ჯერ კიდევ
ვერ ხორციელდება სრულად ევროპის
საბჭოს წევრ
ქვეყნებში, ტრადიციული და უმრავლესობის რელიგიები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ პრიორიტეტულ მდგომარეობას. შეინიშნება ტრადიციული, წამყვანი რელიგიის, ზოგჯერ კი ცალკეული ეკლესიების დომინანტური პოზიციის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. ამგვარი ინერცია შენარჩუნებულია საქართველოშიც.
ე) სახელმწიფომ უნდა
უზრუნველყოს, რომ რეგულაციები,
რომლებიც
უკავშირდება
ამ
ორგანიზაციებისათვის
რელიგიური თაყვანისცემის
ადგილების (შენობები,
საჯარო ადგილები
და სხვა)
გადაცემას ან
გამოყენებას, შეესაბამებოდეს
ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციის
მე-9 მუხლის
პრინციპებს, რომელთა მიხედვით,
მართალია,
რელიგიური
შენობების,
საჯარო
მოედნებისა
და
სხვა
ადგილების
გამოყენება
საჯარო
ინტერესებისათვის
გადასწონის
რელიგიისა
თუ
რწმენის
საჯარო
გაცხადების
თავისუფლებას,
მაგრამ
ეს
არ
უნდა
იქნეს
გამოყენებული
თვითნებურად
და
რელიგიურ
უმცირესობათა
ჯგუფების
საწინააღმდეგოდ.
მაგ.
სტრასბურგის
სასამართლომ
ევროპული
კონვენციის
მე-9
მუხლთან
შეუსაბამოდ
მიიჩნია
ბერძნული
კანონი,
რომელიც
პრაქტიკულად
კრძალავდა
ყოველგვარი
ეკლესიისა
თუ
ტაძრის
გახსნას,
თუ
ის
არ
მიეკუთვნებოდა
მართლმადიდებლურ
ეკლესიას.
ვ) სახელმწიფომ
არ უნდა
დაუშვას დისკრიმინაცია
რელიგიური უმცირესობების
წარმომადგენელთა მიმართ
მათი
სამოქალაქოსამართლებრივი
თუ
სხვა
ხასიათის
უფლებრივი
საკითხების
გადაწყვეტისას.
ზ) მოზარდი
თაობისათვის ღვთისმეტყველების
სწავლების დროს
სახელმწიფოს
ეკისრება
ვალდებულება,
აღნიშნული
განახორციელოს
ყველა
რელიგიასთან
მიმართებაში
ობიექტური,
კრიტიკული
და
პლურალისტული ფორმით
და
არ
დაუშვას
ამა
თუ
იმ
დოქტრინების
თავსმოხვევა,
რომელიც
შეიძლება
შეფასებულ
იქნეს,
როგორც
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
კონვენციის
პირველი
ოქმის
მე-2
მუხლით
დაცული
მშობლების
უფლებების
დარღვევა,
თავიანთი
შვილებისათვის
უზრუნველყონ
თავიანთი
რელიგიური
და
ფილოსოფიური
მრწამსის
შესაბამისი
განათლება
და
სწავლება
საჯარო სკოლებში ამა თუ იმ რელიგიის სავალდებულო სწავლების დროს, დადგენილი უნდა იყოს განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთა
უფლება,
გათავისუფლდნენ
გაკვეთილზე
დასწრების ვალდებულებისაგან.
სახელმწიფოს
არ ევალება
უზრუნველყოს საჯარო
სკოლებში უმცირესობის
რელიგიის სწავლება.
თ) სახელმწიფოს ეკისრება
პოზიტიური ვალდებულება,
დაიცვას რელიგიური ჯგუფები მათდამი
რელიგიური სიძულვილის
გამოვლენისა და
ფიზიკური თავდასხმებისაგან.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა მუხ.8(კონსტიტუციის მუხლი)
მუხლი 8. სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
Concordato-კონკორდატი
·
ხელშეკრულება წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის, რომლის მიზანია საერთო ინტერესების განსაზღვრა პიროვნებებთან, ინსტიტუციებთან და საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით.
·
როგორც წესი, კონკორდატი შეეხება „შერეულ საკითხს“, ანუ საკითხს, რომელიც ერთდროულად როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის ინტერესთა სფეროს განეკუთვნება.
·
ამგვარი შეთანხმებები უმთავრესად XV საუკუნიდან გახშირდა.
·
მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1516 წლის კონკორდატი ლეონ X-სა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს შორის და 1801 წლის შეთანხმება ნაპოლეონსა და პიუს VII-ს შორის. ამ უკანასკნელის მეშვეობით საფრანგეთის სახელმწიფომ ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში ჩარევისა და ეკლესიის ქონების ნაციონალიზაციის უფლება მიიღო.
·
იტალიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლატერანის კონკორდატს, რომელსაც 1929 წლის 11 თებერვალს ხელი მოაწერეს იტალიის მხრიდან ბენიტო მუსოლინიმ და წმიდა საყდრის მხრიდან – კარდინალმა გასპარიმ. კერძოდ, კონკორდატში ნათქვამია, რომ კათოლიკეობა იტალიის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა და აღნიშნულია, რომ კათოლიკური რელიგიის სწავლება საშუალო განათლების სასწავლებლებსაც მოიცავს.
·
[რომის]წმიდა საყდარსა და იტალიას შორის ახალი კონკორდატი 1984 წლის 18 თებერვალს დაიდო, მას ბეტინო კრაქსიმ და კარდინალმა კაზაროლიმ მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი მრავალ სიახლეს შეიცავს, მათ შორის აღინიშნება, რომ კათოლიკობა აღარ წარმოადგენს იტალიის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიას
ხ
კონსტიტუციური შეთანხმება
საქართველოს სახელმწიფოსა და
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის
მუხლი 1
1.
სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ
ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
2.
სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი
ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ
მიიღება შესაბამისი აქტები.
3.
ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო
სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს
მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს
საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ
შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.
ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების
გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით),
ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.
5.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.
6.
როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.
მუხლი 2
სახელმწიფო
მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ
გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან
მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.
მუხლი 3
სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ
შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით
დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების
სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.
მუხლი 4
1.
სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო
ვალდებულებისაგან.
2.
სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში,
საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის
ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი
სამართლებრივი აქტების მიღებას.
3.
სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.
მუხლი 5
1.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი
სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო
პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.
2.
სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და
გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი
სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს,
სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.
3.
სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების
სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს
ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.
მუხლი 6
1. ეკლესიის საკუთრება და სხვა
ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით. ეკლესიის საკუთრებაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რომელიც არ არის აკრძალული
საქართველოს კანონმდებლობით.
2.
ეკლესია თავის არასაღვთისმსახურო ქონების ფლობას,
სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს საეკლესიო სამართლებრივი ნორმებითა და
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3.
ეკლესია უშუალოდ არ ახორციელებს სამეწარმეო
საქმიანობას.
4.
ეკლესიის დაფინანსების
წყაროს წარმოადგენს: ნებაყოფილობითი
შემოწირულობანი, სამეწარმეო შემოსავლები, ინვესტიციები, გრანტები, დახმარებები,
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა შემოსავლები.
5.
ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო
პროდუქცია - მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და
შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია
გადასახადებისაგან.
6.
სახელმწიფო ეკლესიასთან
შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან
ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური
ტერმინოლოგიისა
და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის
დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.
მუხლი 7
1.
სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს
(მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც
ისინია განლაგებული.
2.
ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზონები,
მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან
შეთანხმებით.
მუხლი 8
1.
სახელმწიფო ეკლესიის
საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში,
საცავებში) მყოფ საეკლესიო
საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).
2.
ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ
მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა
რელიკვიების გარდა).
მუხლი 9
1.
სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად
ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების
მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო
საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.
2.
სახელმწიფო ეკლესიასთან
შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო
საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე
ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს.
მუხლი 10
სახელმწიფო
იღებს ვალდებულებას, აწარმოოს
მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ
ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი
ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე, საეკლესიო ნივთების დაცვის,
მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე.
მუხლი 11
1.
სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში),
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს.
როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური ფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე
(საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).
2.
აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების,
ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია
(ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი
ნორმატიული აქტების პროექტებს.
მუხლი 12
1.
შეთანხმება შედგება წინამდებარე ტექსტისა და ტერმინთა განმარტებისაგან.
2.
შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ორივე მხარის ხელმოწერითა და პარლამენტისა და
წმიდა სინოდის დამტკიცებით.
3.
შეთანხმებას ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი.
4.
შეთანხმება ძალაში შედის პარლამენტისა და წმიდა სინოდის მიერ დამტკიცებისთანავე.
საგამოცდო საკითხები:
1. ეკლესიის საკუთრება,
ქონება და სამეწარმეო
საქმიანობა
[ ისწავლე : კონკორდატის მე-6-დან - 11-ე-ს ჩათვლით მუხლები]
2. „ინფორმაციის გაუცემლობა“
[ ისწავლე:კონკორდატის მე-2 მუხლი]
3. „ჯვრისწერა’’
[ ისწავლე : კონკორდატის მე-3 მუხლი]
4. მოძღვრის ინსტიტუტი
[ ისწავლე : კონკორდატის მე-4 და მე-5 მუხლი]
Комментарии
Отправить комментарий