ძირითადი უფლებების შეზღუდვა საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს[კონსტ.71-ე მუხლი]
საქართველოს კონსტიტუციის
71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს მთელ ქვეყანაში ან ქვეყნის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული
რიგი
უფლებანი
და
თავისუფლებანი.
·
წინამდებარე მუხლში შევეცდებით შედარებით დეტალურად ვისაუბროთ მოცემული უფლებების შეზღუდვის საფუძვლებზე.
·
რაც შეეხება თავად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურებს,
მათ
აქ
ზოგადად
შევეხებით.
ხ
·
„ომის’’ ცნება, [ვიდრე
ის
გახდებოდა
პოზიტიური
სამართლით
რეგულირებული
ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელსაც
ჰქონდა
თავისი
ა)იურიდიული სტატუტი, ბ)ფორმა,
გ)ფარგლები, დ)საერთაშორისო, სუბნაციონალური და კონსტიტუციური
გარანტიები], საუკუნეების განმავლობაში დავის საგანი იყო.
·
ბუნებრივია, ამ ეტაპზე შეუძლებელია მოცემული დებატების დეტალური ანალიზი და ცნების განსაზღვრისას შემოვიფარგლებით
მხოლოდ იმ
დეფინიციით, რომელსაც
საქართველოს კანონი „საომარი მდგომარეობის შესახებ” გვთავაზობს.
ხ
·
კანონის „საომარი მდგომარეობის შესახებ” პირველი მუხლის თანახმად:
„საომარი მდგომარეობა“[„ომი’’] გულისხმობს, საქართველოზე შეიარაღებული
თავდასხმის
შემთხვევაში,
ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე „განსაკუთრებული წესების“ გამოცხადებას.
საომარი მდგომარეობა გულისხმობს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში განსაკუთრებული წესების(!) გამოცხადებას, რაც შეესაბამება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებს. საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მიხედვით და მიზნად ისახავს ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას.
·
„საომარი მდგომარეობა“ ცხადდება საქართველოს კონსტიტუციისა
და
კანონის „საომარი მდგომარეობის შესახებ” მიხედვით
და
მიზნად ისახავს ა)ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ბ)სახელმწიფო
უშიშროებისა
და
გ)საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
უზრუნველყოფას.
ხ
·
ხოლო რაც შეეხება „საგანგებო მდგომარეობას“, ის წარმოადგენს დროებით ღონისძიებას,
რომელიც,
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
ცხადდება საქართველოს
მოქალაქეთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფისთვის[მიზნით]
a.
ომიანობის თუ მასობრივი
არეულობის დროს
b.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის
ხელყოფის დროს
c.
სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული
ამბოხების დროს
d.
ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიის
დროს,
e.
სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების,
ეპიზოოტიების
ან
სხვა
შემთხვევების დროს
მაშინ როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულია კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. (!!)
·
ხოლო „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადების მიზანია ა)ვითარების
უსწრაფესი
ნორმალიზაცია,
ბ)კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.
მუხლი 71. საგანგებო და
საომარი მდგომარეობა[ მე-2 პუნტი .კონსტიტუცია]
2. მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
ხ
კონსტიტუციის 71-ე მუხლში განსაზღვრული კომპეტენტური პირები და ორგანოები
·
საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
მიხედვით პრეზიდენტი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინების შემდეგ არის უფლებამოსილი ბრძანებულებით
გამოაცხადოს
ქვეყანაში
„საგანგებო“ ან „საომარი“ მდგომარეობა
და
ეს
გადაწყვეტილება
დაუყონებლივ
წარუდგინოს
პარლამენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა[პირველი
პუნქტი]
1. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ძალაში შედის საომარი მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან.
პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე.
თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს,
იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
·
„ საომარი მდგომარეობის“ არსებობის
შემთხვევაში
საქართველოს
პრეზიდენტი აღჭურვილია უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილება
და
შეზღუდოს საქართველოს
კონსტიტუციაში განსაზღვრული
რიგი უფლებები და თავისუფლებანი.
·
ძირითადი უფლებების შეზღუდვის
გადაწყვეტილება
ფორმდება
არა
ზემოხსენებული
ბრძანებულებით(!)[ავტომატურად] , არამედ
კანონის
ძალის
მქონე ცალკე აქტით – დეკრეტით(!), რომელიც
გამოცემიდან ასევე დაუყონებლივ
უნდა წარედგინოს
პარლამენტს
დასამტკიცებლად.
·
თუ საქართველოს პარლამენტი არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს[ძირითადი უფლებების შეზღუდვის
შესახებ], საგანგებო ან საომარი
მდგომარეობა უქმდება.
ხ
·
ყურადღება
: პარლამენტის
მიერ
„ბრძანებულების“ თუ „დეკრეტის“ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აღნიშნული
„მდგომარეობები“ უქმდება,
თუმცა გაუქმებამდე მათ ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ექნებოდათ მაშინ, თუ პარლამენტი მათ დაამტკიცებდა.(!)[რადგან „ბრძანებულებაც’’ და „დეკრეტიც’’
ძალაში შედის გამოცემისთანავე]
მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა[მე-3
პუნქტი]
3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
ხ
კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძვლები
4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14,
მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6
პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15
მუხლის მე-2 პუნქტის,
მე-17 მუხლის მე-3, მე-5
და მე-6 პუნქტების,
მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი ამ პუნქტით გათვალისწინებულ დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. დეკრეტი უფლების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ −
პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტი უფლების შეზღუდვის შესახებ მტკიცდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
·
„ძირითადი
უფლებების’’ შეზღუდვა
არის ა)მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ბ)ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად აუცილებელი საშუალება, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც გ) შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოიწურება ლიგიტიმური მიზნის მისაღწევი ყველა სხვა გონივრული საშუალება.
·
სწორედ აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, პრეზიდენტი კონსტიტუციის
შესაბამისად,
საგანგებო
ან
საომარი
მდგომარეობის
დროს
უფლებამოსილია
შეზღუდოს
კონსტიტუციით
გარანტირებული
„ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“.
ხ
[საზეპირო]
·
კონსტიტუციის 71-მუხლის
მე-4 ნაწილის თანახმად,საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტი აღჭურვილია უფლებით, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის შემდეგი მუხლებით დაცული ძირითადი უფლებები:
a.
მე-13 [ადამიანის თავისუფლება]
b.
14-ე [მიმოსვლის თავისუფლება]
c.
მე-15 [პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები]
d.
17 -ე [აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები]
e.
18-ე[სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები]
f.
19-ე [საკუთრების უფლება]
g.
25-ე[ შეკრების თავისუფლება
]
h.
26-ე [შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება
]
ხ
მაგ.
·
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც
პრეზიდენტმა[სააკაშვილმა], ერთი მხრივ,
ბრძანებულებით გამოაცხადა
საგანგებო მდგომარეობა
და,
მეორე
მხრივ,
გამოსცა
დეკრეტი,
რომლითაც
შეზღუდა საქართველოს
კონსტიტუციის
17-ე, 25-ე და 26-ე მუხლების მოქმედება. მოცემული დეკრეტით შეაჩერა
აგრეთვე
ყველა ტელერადიო
მაუწყებლობის მიერ
ინფორმაციის მიღება
და თავისუფლად
გავრცელება ზეპირად,
წერილობით ან
სხვაგვარი საშუალებით;
ინფორმაციის მიღება და გავრცელება დაევალა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
ხ
· ამრიგად, 71-ე მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებები არ განეკუთვნება „აბსოლუტურ უფლებებს“ , რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია.
·
პრაქტიკულად, ყოველი ზემოაღნიშნული
მუხლი
თავადვე
შეიცავს დათქმას შეზღუდვის ფორმასა და საფუძვლებზე.
·
მაგალითად, კონსტიტუციის მე-15 მუხლში
[პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები]„აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება
სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც,
კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას”.
·
იმავე 19-ე მუხლის[საკუთრების უფლება] მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ
უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს
საკუთრების უფლების არსი’’.
·
კონსტიტუციის 14-ე მუხლის[[მიმოსვლის თავისუფლება] მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლში ჩამოთვლილი უფლებების „შეზღუდვა შეიძლება
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით”.
ხ
ყურადღება:
·
გარდა
ზემოაღნიშნული
ზოგადი ხასიათის შეზღუდვებისა „საომარი მდგომარეობის შესახებ”
და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ”,
საქართველოს კანონებში ჩამოთვლილია
მთელი
რიგი
გარემოებები და პირობები,
თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით არის დასაშვები კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა.
·
ორივე ზემოაღნიშნული კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს
ორგანოებს,
თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში,
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
დაცვით
შეუძლიათ
განახორციელონ
არაერთი
ღონისძიება,
რომელთა
შორის
შეიძლება
გამოიყოს
შემდეგი უფლებამოსილებები :
„დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებელად საშიში რაიონებიდან. ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონალური ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები”;
„...შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული
რეჟიმი”;
„აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი
ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე...”;
„...აკრძალონ კრებების, მიტინგების,
ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი,
სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა”;
„აკრძალონ გაფიცვების მოწყობა”;
„ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ
მათი შრომის უსაფრთხოება”
„შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის
განსაკუთრებული წესები”
„შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი”.
„შემოიღონ კომენდანტის საათი“
„საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს საომარი მდგომარეობის პერიოდში საერთო სასამართლოების სისტემაში შემოიღოს სამხედრო სასამართლოები.“
გარდა
აღნიშნულისა,
კანონი
ითვალისწინებს
„სხვა შემთხვევებს“,
როდესაც
დასაშვებია
კონსტიტუციით
განსაზღვრული
არაერთი უფლების
შეზღუდვა.
ხ
ვფიქრობთ,
შეზღუდვის
შემთხვევის
ყოველ
ვითარებასა
და
პირობებში
უნდა
ვიხელმძღვანელოთ
თანაზომიერების პრინციპით,
რაც
იმას
ნიშნავს,
რომ
1) მიზანი,
რომელსაც ესწრაფვის
ძირითადი უფლებების
შეზღუდვა, უნდა
იყოს კონსტიტუციური;
2) კანონით
გათვალისწინებული ღონისძიება
უნდა იყოს
მისაღები და
სათანადო საშუალება
მიზნის მისაღწევად;
3) გამოყენებული
საშუალება უნდა
იყოს აუცილებელი,
რომ მიღწეულ
იქნეს კანონით
დასახული მიზანი;
4) კანონის
მიზანი არ
უნდა იყოს
ჩარევის ინტენსივობის
შეუსაბამო (შესაბამისობა ანუ ზომიერება
ვიწრო
გაგებით).
ანუ
უნდა
მოხდეს
სიკეთეთა
შედარება
(აწონ–
დაწონა).[ ასეთ აწონ-დაწონას, ანუ ინტერესების შედარებას და მათ შეფასებას „პრაქტიკული კონკორდანსი” ეწოდება. სწორედ ამ პუნქტს აქვს ჩარევის შემოწმების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა]
ხ
·
უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში
საქართველოს
პრეზიდენტი უფლებამოსილია შეზღუდოს მხოლოდ და მხოლოდ ის უფლებები, რომელიც ჩამოთვლილია კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილში
და არ გააჩნია კომპეტენცია გასცდეს ან ისარგებლოს განმარტებით და შეზღუდოს სხვა, ჩამოთვლილი უფლებების მომიჯნავე უფლებები(!!!)
ხ
კონსტიტუციის 71
-ე მუხლის მე-5 პუნქტი
მუხლი
71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა
5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.
·
საგანგებო და საომარი მდგომარეობის არსებობა გულისხმობს
ქვეყანაში
ან
მის
რომელიმე
ნაწილში
ისეთი
მდგომარეობის
არსებობას,
რა
დროსაც,
ფაქტობრივად,
რთულდება და შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ჩვეული სახელმწიფოებრივი საქმიანობის წარმართვა.
·
ბუნებრივია, აღნიშნული მდგომარეობის დროს არც პრეზიდენტი,
არც
პარლამენტი,
არც სხვა
სტრუქტურები თუ
თანამდებობის პირები
არ წყვეტენ[არ აჩერებენ] საკუთარი მოვალეობების აღსრულებას, მეტიც,
კიდევ უფრო
დიდი ინტერესით
და გულისყურით
უნდა შეასრულონ
დაკისრებული მოვალეობები.
·
ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ბუნებრივია,
ვერ
იძლევა
იმის
საშუალებას,
რომ
კანდიდატებმა
წარმართოს
სრულფასოვანი
წინასაარჩევნო
კამპანია
და
განახორციელონ
წინასაარჩევნო
პოლიტიკური
დებატები.
·
მოცემულ ვითარებაში მთელი ქვეყანის და ყოველი მოქალაქის ინტერესი, პრაქტიკულად, მიმართულია აღნიშნული
არაორდინალური ვითარების სტაბილიზაციისაკენ.
·
შესაბამისად, ლოგიკურია კონსტიტუციის
71-ე მუხლის მე-5 ნაწილში განსაზღვრული
მოთხოვნა
[იხ. ზემოთ]
ყურადღება : საქართველოს კონსტიტუციისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობა შემოღებულ იქნეს როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე რომელიმე ნაწილში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს პარლამენტი.
Комментарии
Отправить комментарий