კულტურის განვითარების უფლება[ კონსტ.მუხ. მე-5 .ნაწ.მე-6]

 



მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო

6. სახელმწიფო ზრუნავს ა)ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, ბ)კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, გ)განათლების, დ)მეცნიერებისა და ე)კულტურის განვითარებაზე.

 

კულტურისგანსაზღვრება

·        კულტურა ადამიანთა ცხოვრების სულიერი და მატერიალური მოღვაწეობის შედეგია.

·        დღემდე კულტურის ცნების შვიდი განსაზღვრება არსებობს.

·        კულტურაცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებს ეწოდება. მაგალითად, არსებობს სამართლებრივი კულტურის ცნება, რომელიც ამ სფეროში შექმნილ სამართლებრივ ცოდნასა და პრინციპებს გამოხატავს.

·        კულტურა’’ მოიცავს:  ხელოვნებას, მეცნიერებას, განათლებას და ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფეროებს.

·        სრულყოფილი ხდება კაცობრიობა, რომელიც ხელს უწყობს სიკეთის დამკვიდრებას რელიგიური, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური კულტურების  ფორმებში. ესენი სულ უფრო და უფრო აახლოებენ კაცობრიობას ზნეობრივ წესრიგთან.

·         ტერმინიკულტურა ლათინური წარმოშობისაა და მიწის დამუშავებასთანაა დაკავშირებული.

·        კულტურას ორი მთავარი მიმართულება აქვს: ა)მატერიალური (ტექნიკა, მატერიალური ღირებულებანი) და ბ)სულიერი (მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია, სამართალი, მორალი, განათლება).

·        ზოგჯერ კულტურას  ცივილიზაციასთან აიგივებენ, რაც არ არის მართებული, ვინაიდან ცივილიზაცია მატერიალურ ნივთთა ფლობასთანაა დაკავშირებული, კულტურა კი ამ ნივთებზე მოთხოვნილებაა .

·        კულტურის ცნებათა მრავალფეროვნებას განაპირობებს ის, რომ მას მრავალი მეცნიერება იკვლევს, მათ შორის კულტურის ფილოსოფია, ისტორიის ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია, ისტორია, ფილოლოგია, კულტურის სოციოლოგია, კულტუროლოგია, პოლიტოლოგია, სამართალი.

 

           თანასწორობის პრინციპი, უფლებები და მოვალეობები

·        კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:   საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.’’

·     ქართული  სახელმწიფო ქმნის სამართლებრივ გარანტიებს, რომ მისმა მოქალაქეებმა, თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მონაწილეობა მიიღონ კულტურულ ცხოვრებაში და განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა კულტურის სხვადასხვა სფეროში.

·      კანონი განსაზღვრავს ადამიანის ძირითად უფლებებს, თავისუფლებებსა და აქვე, ვალდებულებებს კულტურის სფეროში.

·       საქართველოში თითოეულ ადამიანს  კულტურის სფეროში აქვს შემდეგი ძირითადი უფლებები:

 

a.      კულტურული მოღვაწეობის უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული;

b.      შემოქმედებითი მუშაკის კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებული უფლებები პრიორიტეტულია კულტურული მოღვაწეობის სხვა სუბიექტებისსახელმწიფოსა და იურიდიული პირის უფლებებთან მიმართებაში;

c.       ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მოღვაწეობის უფლება თავისი ინტერესებისა და უნარის შესაბამისად;

d.      შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას;

e.       ყოველ ადამიანს აქვს კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციის თავისუფლად არჩევის უფლება;

f.       კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით ან მათი სარგებლობის განსაკუთრებული რეჟიმის გამო;

g.       სახელოვნებო განათლების უფლება;

h.      საკუთრების უფლება, რომელიც კულტურის სფეროში აღიარებულია კანონით და, ასევე, მისი დაცვის უფლება;

i.        კულტურის სფეროში ორგანიზაციის, დაწესებულების, ასოციაციის, შემოქმედებითი კავშირის, სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებისა და საწარმოს შექმნის უფლება;საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების უცხო ქვეყანაში გატანის უფლება;

j.        უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების კულტურის სფეროში მოღვაწეობის უფლება;

k.      ყოველი მოქალაქის ვალდებულებაა პატივი სცეს და დაიცვას კულტურის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

„კულტურული მემკვიდრეობა’’

 

·        მე-5 მუხლის მე-6 ნაწილით დაცულია „კულტურული მემკვიდრეობა’’

·        საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა ერის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მონაპოვარი:

ა)მატერიალური  და ბ) არამატერიალური ფასეულობები, რომლებსაც განსაკუთრებულად იცავს სახელმწიფო.

·        მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის: ადამიანის მიერ (ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად) შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე: ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან.

·        არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა: ზეპირსიტყვიერება, მისი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა’’

 

·        საქართველოს კონსტიტუციის 5- მუხლის მე-6 ქვეპუნქტი იყენებს ტერმინს – „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა”,

·         კულტურული მემკვიდრეობის დაცვა გულისხმობს: სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნებ და მისი[კულტურული მემკვიდრეობის ] მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

·         საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ვალდებულება ეკისრება მოქალაქეებს, სახელმწიფოს, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

·         საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი რეგლამენტაცია განისაზღვრება:

a.      კულტურული მემკვიდრეობის”,

b.      კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის”,

c.      ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის

 

შესახებ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით

 

               კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა

·        საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონმდებლობა უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ღონისძიებების გატარებას.

·        ამ მიზნებიდან გამომდინარე, იქმნება სპეციალური ფონდები (მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი).

·        კანონმდებლობით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის ვალდებულება.

·        კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების ვალდებულებას ერთობლივად კისრულობენ სახელმწიფო და ეკლესია.

·        კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულება განმტკიცებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით.

·        სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

·        სახელმწიფო, ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს;

·        კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას ახორციელებენ:  ა)»საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო,ბ)“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო’’, გ)“ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე, დ)სხვა სახელმწიფო ორგანოები, ე)საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზეაფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.

·         კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ‘’ექვემდებარება დაფინანსებას.

·        კანონი განსაზღვრავს ასეთი დაფინანსების წყაროებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ფინანსდება: ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ) მესაკუთრის (მფლობელის) სახსრებით; ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტებით; ) შემოწირულობებით; ) კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლით; ) იმ სახსრებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

·        სახელმწიფო, თავის მხრივ, კისრულობს ვალდებულებას, დააფინანსოს კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო თანხები.

ბიუჯეტში, ტრანსფერის სახით, არსებობს ცალკეული რეგიონებისათვის გამოყოფილი თანხები, რომლებიც შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებისათვის იქნეს გამოყენებული.

·        სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია კულტურული მემკვიდრეობის ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.

·         ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

·         არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების საქართველოდან მათი უკანონო გატანისა და უნებართვო არქეოლოგიური გათხრებისაგან დაცვა.

·         ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია საქართველოს არც თუ ისე ისტორიული წარსულის გამოცდილება. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 28 მაისს მიიღო სპეციალური დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა”. კანონის პირველი მუხლის მიხედვით, საქართველოს განათლების მინისტრის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო კულტურული ნივთების გატანა.

·        კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანა ექვემდებარება სახელმწიფო ნებართვებს

·        . საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მნიშვნელობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, არამედ იმ საეკლესიო-სამონასტრო და სხვა კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაზე, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობენ.

·        ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე თურქული მხარის მიერ წარმოებული .. გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც ქართულ სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა.

·        კულტურის სფეროში არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ავალდებულებს მხარეებს, პატივი სცენ ერთმანეთის კულტურულ მონაპოვრებს. სამწუხაროდ, სახელმწიფოებს ეს შეთანხმებები ავიწყდებათ.

·        კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია კერძო მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული ძეგლების მესაკუთრეთა უფლებები და ვალდებულებები.

·         მესაკუთრეები ვალდებული არიან გააფორმონ სამინისტროსთან ძეგლის მოვლაპატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

    მუხლი 20. კულტურული მემკვიდრეობა[კონსტიტუციის მე-2ო მუხლის მე-4 ნაწ.]

 

4. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კულტურული მემკვიდრეობა დაცულია კანონით.

 

·        საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია იმ პირთა მიმართ სასჯელები, რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებიან განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთ ან დოკუმენტს.

·         სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე სასჯელს ექვემდებარება:

a.      უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები,

b.     არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება,

c.       კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება,

d.      კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა,

e.       ძეგლებისა და სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა.

·        კულტურის სფეროში სახელმწიფომ საზოგადოებაში უნდა შექმნას ისეთი წინაპირობები, რომლებიც კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

·         მართალია, სახელმწიფო თავად არაა ვალდებული განსაზღვროს კულტურის შინაარსი და ფორმა, მაგრამ იგი მოვალეა მინიმალური საფუძველი მაინც შექმნას კულტურის სფეროში ადამიანის განვითარებისათვის

 

          კანონიკულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (მუხლები 10, 15, 19);

 

    მუხლი 10. გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვის რეჟიმი

 

1. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი გამოავლენს ან აღმოაჩენს კულტურულ მემკვიდრეობას, ან ამის შესახებ გაუჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ისეთი საქმიანობის პერიოდში, რომლის გაგრძელებამაც შეიძლება დააზიანოს, გაანადგუროს ან ამის საფრთხე შეუქმნას მას, საქმიანობის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა და კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის ან აღმოჩენის ან ამის შესახებ საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისა და საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობოს სამინისტროს არა უგვიანეს 7 დღისა.

2. სამინისტრო ვალდებულია ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა გადაამოწმოს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის (აღმოჩენის) ფაქტი და შედეგის შესახებ წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს. სამინისტროს მიერ აღნიშნული ვადის გაშვების შემთხვევაში პირი უფლებამოსილია განაგრძოს შეწყვეტილი საქმიანობა.

 

    მუხლი 15. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება

 

1. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.

 

  მუხლი 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია

 +

1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით ქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი.

 

    მუხლი 19. ძეგლის კლასიფიკაცია

 

1. [კულტურის]ძეგლის კლასიფიკაცია სახეობებად ხდება მისი ტიპოლოგიის, ისტორიული, კულტურული, მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, სულიერი, მეცნიერული და სხვა ღირებულებების მიხედვით.

2. ძეგლის სახეობებია:

) არქეოლოგიური;

) არქიტექტურის;

) საინჟინრო;

) ქალაქთმშენებლობის (ურბანული);

) საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის;

) პალეოგრაფიული;

) მონუმენტური სახვითი ხელოვნების;

) მემორიალური;

) ეთნოგრაფიული;

) სახვითი ხელოვნების;

) დოკუმენტური;

) მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული.

3. ძეგლის სახეობა განისაზღვრება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმებით

 

 

კანონი „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ (მუხლები 4, 22, 24]

 მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება მისი უკან შემოტანის ვალდებულების გარეშე.

2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობის გადაადგილება დადგენილ ვადებში მისი უკან შემოტანის ვალდებულებით.

3. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა მისი უკან გატანის ვალდებულების გარეშე.

4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანა _ ნებისმიერი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთით კულტურული ფასეულობის შემოტანა დადგენილ ვადებში მისი უკან გატანის ვალდებულებით.

5. კულტურული ფასეულობაარქეოლოგიის, წინაისტორიული პერიოდის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა მნიშვნელოვანი სასულიერო თუ საერო ხასიათის ფასეულობა, რომელიც:

) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი ერის ან სხვა ერების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

) შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხოელი მოქალაქეების მიერ, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე;

) აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე;

) წარმოადგენს საჩუქარს, ან შეძენილია იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა;

) შეძენილია საქართველოს არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და საბუნებისმეტყველო ექსპედიციების მიერ იმ უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების თანხმობით, სადაც შექმნილია ეს კულტურული ფასეულობა.

6. კულტურულ ფასეულობათა კოლექციაერთგვარ ან გარკვეული ნიშნით შეკრებილ სხვადასხვაგვარ კულტურულ ფასეულობათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა კულტურული მნიშვნელობა

 

 მუხლი 4. კულტურულ ფასეულობებად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი

 +

1. ეს კანონი ვრცელდება:

) ფლორისა და ფაუნის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიისათვის საინტერესო იშვიათ კოლექციებსა და ნიმუშებზე;

) ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიასთან, მათ შორის, მეცნიერებისა და ტექნიკის, ომებისა და საზოგადოების ისტორიასთან, აგრეთვე ეროვნულ მოღვაწეთა, მოაზროვნეთა, მეცნიერთა, ხელოვანთა და სპორტსმენთა ცხოვრებასთან და დიდმნიშვნელოვან ეროვნულ ფაქტებთან;

) არქეოლოგიურ აღმოჩენაზე;

) მხატვრული, ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების ფრაგმენტებზე;

) 100 წელზე მეტი ხნის წარწერაზე, მონეტასა და ბეჭედზე;

) ეთნოგრაფიულ მასალაზე;

) ნებისმიერი მასალით ხელით შესრულებულ ტილოზე, სურათზე, ნახატზე (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშზე;

) ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალურ ნაწარმოებზე;

) ორიგინალურ გრავიურაზე, ესტამპსა და ლითოგრაფიაზე;

) ნებისმიერი მასალისაგან დამზადებულ ორიგინალურ მხატვრულ შენარჩევსა და მონტაჟზე;

) იშვიათ ხელნაწერზე და ინკუნაბულზე, ძველ წიგნზე, გუჯარსა და გამოცემაზე, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს (ისტორიულ, მხატვრულ, სამეცნიერო, ლიტერატურულ და სხვა) იწვევენ ცალ-ცალკე და კოლექციად;

) მიმოქცევიდან ამოღებულ საფოსტო მარკაზე, საგადასახადო და ანალოგიურ მარკაზე ცალ-ცალკე ან კოლექციად;

) არქივზე, მათ შორის ფონო-, ფოტო- და კინოარქივზე;

) 100 წელზე მეტი ხნის ავეჯსა და ძველებურ მუსიკალურ საკრავზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობაზე, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთზე.

 

  მუხლი 22. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანა

 +

1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის:

) გამოფენის ორგანიზება;

) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება;

) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა;

) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობა

 

  მუხლი 24. უარი კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე

 +

განმცხადებელს კულტურის მოძრავ ძეგლს ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე ნებართვის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

) არ შეუძლია ამ კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები;

) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით;

) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს;

) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას;

) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები