საქართველოს სახალხო დამცველი[კონს.35-ე მუხლი]

 



მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი

 

1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

3. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.[იგულისხმება:სახალხო დამცველის შესახებორგანული კანონი]

 

[წასაკითხად]

·        1713 წელს შვედეთის მეფე კარლ XII- შექმნა .. ხალხისწარმომადგენლის თანამდებობა, რომელსაც მოგვიანებით იუსტიციის კანცლერი ეწოდა.

·        დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ომბუდსმენის პირველი დამოუკიდებელი ინსტიტუცია იუსტიციის კანცლერის ინსტიტუტის იდეური გავლენით 1809 წელს3 კვლავ შვედეთში დაარსდა.

·        ძველ სკანდინავიურ ენაზე სიტყვა„umboð” („ომბუდ”) ნიშნავს მინდობილობას, წარმომადგენლობას.

·         ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში ახალი ზელანდია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1962 წელს ომბუდსმენის ინსტიტუცია შექმნა.

·         1955 წელს ომბუდსმენის ინსტიტუტის განახლებული ვერსია შემუშავებულ იქნა დანიაში,

·         რომელიც 1963 წელს ნორვეგიის, ხოლო 1967 წელს ომბუდსმენის ინსტიტუტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მიერ ნაციონალურ სამართლებრივ სივრცეში რეცეფცირდა.

·        მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ომბუდსმენის ინსტიტუტი, ეტაპობრივად, სახელმწიფოთა უმრავლეს ნაწილში ვრცელდება,

·        რაც ახსნადია მეორე მსოფლიო ომის შედეგებით განპირობებული პოლიტიკური ტენდენციებით, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვითი მექანიზმების განვითარებას განსაკუთრებულ პრიორიტეტად აღიქვამდა.

·         ევროპის საბჭოს 47 წევრ-სახელმწიფოდან 45- გააჩნია ეროვნულ ან მინიმუმ რეგიონალურ დონეზე მოქმედი ომბუდსმენის ინსტიტუცია (ომბუდსმენის ინსტიტუტი არ გააჩნია მონაკოსა და სან მარინოს).

·        ევროპული კავშირის 27 წევრსახელმწიფოდან 25 სახელმწიფო ფლობს ომბუდსმენის ინსტიტუციას ეროვნულ დონეზე. მხოლოდ ორირეგიონალურ დონეზე (გერმანია და იტალია).

·        მსოფლიოს მასშტაბით, ომბუდსმენის ინსტიტუცია წარმოდგენილია, ამ ეტაპზე, დაახლოებით 75 სახელმწიფოში.

·        ზოგადი ფუნქციის და სტრუქტურული მახასიათებლების მსგავსების მიუხედავად, ომბუდსმენს სხვადასხვა სახელმწიფოში ერთი და იგივე დასახელება არ გააჩნია.

·        სახელმწიფოთა გარკვეული ნაწილი იყენებს ტერმინს – „ომბუდსმენი ან მის თარგმნილ ვერსიას. მაგ., შვედეთი, ფინეთი, დანია. სხვა ქვეყნებში ომბუდსმენი მოიხსენიება ინგლისურენოვანი შესატყვისით ან შესაბამის სახელმწიფო ენაზე, როგორც სახალხო დამცველი (მაგ. ავსტრია: Volksanwalt, ესპანეთი: El Defensor del Pueblo, ალბანეთი, ხორვატია: Peoples Advocate, მაკედონია: Public Attorney, მოლდავეთი: Parliamentary Advocate, ჩეხეთი, სლოვაკეთი: Public Defender or Rights, იტალია: Difensore Civico), Médiateur (ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი), Provedor de Justiça (პორტუგალია), Raonador del Ciutadà (ანდორა), იუსტიციის კანცლერი (ესტონეთი, ფინეთი), პარლამენტის კომისარი (უნგრეთი, უკრაინა. მსგავსად, პოლონეთი: Commissioner for Civil Rights Protection, რუსეთი, ყაზახეთი: Commissioner for Human Rights) ან პარლამენტის მიერავტორიზირებული პერსონა” (უზბეკეთი: Authorized Person of the Oily Majlis for Human Rights). International Bar Association-ის ხშირად ციტირებული დეფინიციის (1974 .) შესაბამისად, ომბუდსმენის სტატუსი აღწერადია შემდეგი ფორმულირებით: „An office provided for by the constitution or by action of the legislature or parliament and headed by an independent, high-level public official who is responsible to the legislature or parliament, who receives complaints from aggrieved persons against government agancies, officials, and employees or who acts on his own motion, and who has the power to investigate, recommend corrective action and issue reports.”

 

საქართველოს კონსტიტუციის 35 - მუხლის ნორმატიული სტრუქტურა

 

3.1. ნორმის წარმოშობის ისტორია და ცვლილებები

 

·        ადამიანის უფლებების დამცავი ინსტრუმენტები გარკვეულწილად მოპოვებადია ჯერ კიდევ მონარქიის პერიოდის ქართულ სამართლებრივ ძეგლებშიც, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების რეაგირების შესაბამის მექანიზმებს ითვალისწინებდა, ძირითადად, მონარქის ან რომელიმე რეგიონალური მმართველის სადამსჯელო ან უფლებადარღვევის აღმკვეთი სხვა ღონისძიებების სახით.

·         შუასაუკუნეების საქართველოში არსებობდა მეფის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი სააჯო კარიც”, როგორც მოქალაქეთა საჩივრების განმხილველი ინსტიტუციური წარმონაქმნი.

·         მონარქიის პერიოდის საქართველოს რელიგიის სფერო, ძირითადად, მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას უკავშირდებოდა და შესაბამისად, საეკლესიო სფეროში არსებულ დავებს კანონიკური სამართლის ფარგლებში თავად სახელმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საამისოდ უფლებამოსილი პირები განიხილავდნენ.

·         ერთმანეთისგან განიყოფოდა სამეფო სასამართლოები, ცალკეულ ფეოდალთა სასამართლოები და საკათალიკოსო სასამართლო დაწესებულებები.

·        ცარისტული რუსეთის მიერ ბაგრატიონთა დინასტიის გაუქმებისა და ქართული სამეფო-სამთავროების ეტაპობრივი ანექსიის შედეგად საქართველოში ტიპური რუსული ცარისტული მმართველობა მკვიდრდება.

·        1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩამოყალიბებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი 1921 წლის კონსტიტუცია შეიცავდა ძირითადი უფლებების საკმაოდ ვრცელ კატალოგს, თუმცა ომბუდსმენის ტიპის ინსტიტუციური წარმონაქმნი ამ პერიოდის საქართველოს სამართლებრივ რეალობაში არ შეინიშნება.

·        საქართველოს გასაბჭოების შედეგად მთელი 70 წლის მანძილზე საბჭოთა სოციალისტური საქართველოს ტერიტორიაზე ამოქმედებული კონსტიტუციები ნაკლებად მოიცავდნენ ომბუდსმენის ტიპის დამოუკიდებელ ინსტიტუციებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის იდეას ემსახურებოდა.

·         თანამედროვე გაგებით, ომბუდსმენის ინსტიტუცია საქართველოში, უპირველესად, 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით დამკვიდრდა.

·        ტერმინომბუდსმენისშესატყვისად ქართველმა კანონმდებელმა საქართველოს სახალხო დამცველი შეარჩია.

·         საქართველოს კონსტიტუციის (შემდგომში, სკ) 35- მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტატუსს, რომელიც თავდაპირველი, 1995 წლის რედაქციით, დღემდე ძალაშია.

·        საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსს და უფლებამოსილებებს აკონკრეტებს საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”, რომელიც მიღებულია 1996 წლის 16 მაისს

·        ორგანულ კანონში 1996 წლიდან დღემდე რიგი  ცვლილებებია შესული.

 

[სასწავლად]

35- მუხლის პირველი პუნქტი

 

 

 

·        ომბუდსმენის ინსტიტუციის უმთავრესი მახასიათებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან მისი დამოუკიდებლობაა.

·        აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, არათუ საპარლამენტო დემოკრატიის, არამედ სხვა პოლიტიკურ სისტემებშიც ომბუდსმენის ინსტიტუციონალური რესურსები ხშირად პარლამენტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

·         საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან ომბუდსმენის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ამ უკანასკნელის თანამდებობრივი უფლებამოსილების პერიოდი პარლამენტის უფლებამოსილების ვადებს, როგორც წესი, არ ემთხვევა.

·        მიუხედავად საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ორგანიზაციული სიახლოვისა, ომბუდსმენის ინსტიტუცია, კლასიკური გაგებით, არ განეკუთვნება ხელისუფლების არცერთ შტოს.

·        სამთლებრივ ლიტერატურაში ხშირად აღინიშნება, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტის ეროვნულ სამართლებრივ სივრცეში დანერგვის მიზანია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა.

 

35- მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი

 

                  მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი

 

1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

 

 

·        მითითებული დებულების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის კონტროლის მასშტაბი მოიცავს, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანის ძირითადი უფლებების’’ სფეროს.

·        ძირითადი უფლებები, ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის შესახებორგანული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მოიაზრებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებებს და თავისუფლებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

·        ამასთან, 2009 წლის 16 ივლისსსახალხო დამცველის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის 31- მუხლის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებსრომელთა შესრულების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველთან იქმნება სპეციალური პრევენციული ჯგუფი.

·        სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ, საქართველოში მეორე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა, რომელიც ფლობს უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში ეროვნულ დონეზე.

·        მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი საქართველოში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ აირჩევა, ის საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია და პარლამენტის მიერ მიღებულ ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 21- მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე სასარჩელო უფლებამოსილებითაც სარგებლობს. [პარლამენტის წინააღმდეგ]

·        მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოსადმი კუთვნილების შესახებ სახალხო დამცველის სტატუსის მომწესრიგებელ ნორმატივებში კონკრეტულად არაფერია მითითებული, კომპეტენციური და ფუნქციათა თავისებურებების გათვალისწინებით, აღიარებული მოსაზრებით, საქართველოს სახალხო დამცველი არ განეკუთვნება ხელისუფლების არცერთ შტოს.

·        ამ მოსაზრებას ეხმიანება სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით”.

·         სკ-ის 35- მუხლის პირველი პუნქტის სტრუქტურას აკონკრეტებს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს კანონის მე-6-მე-11 მუხლები.

·        სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა შეადგენს 6 წელს და ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია .

·         ამასთან, ორგანული კანონი არ აკონკრეტებს კვალიფიკაციას, რომელსაც უნდა ფლობდეს სახალხო დამცველი.

·        თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავსსაქართველოს სახალხო დამცველის შესახებორგანული კანონის მე-8 მუხლი, რომლის შესაბამისად სახალხო დამცველის საქმიანობა შეუთავსებელია პოლიტიკურ აქტივობასთან, პოლიტიკური პარტიის წევრობასთან, რაიმე სახის თანამდებობასთან სახელმწიფო სახელისუფლებო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ან სხვა სახის ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა.

·        სახალხო დამცველის სტრუქტურა მოიცავს სახალხო დამცველის აპარატს.

·        სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე ხელმძღვანელობს, რამდენიმე სტრუქტურული ერთეულისგან შედგება.

·        მათ შორის, ამ ეტაპზე, განსაკუთრებულ ფუნქციებს ფლობს რამდენიმე სპეციალიზირებული ცენტრი: ა)ბავშვის და ქალის უფლებების დაცვის ცენტრი, ბ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ) უფლებების დაცვის ცენტრი და გ)ტოლერანტობის ცენტრი

 

35- მუხლის მეორე პუნქტი

 

   მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი

2. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

·        საქართველოს სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველი სარგებლობს იმუნიტეტით და ინდემნიტეტით, რაც მისი საქმიანობის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს.

·         სახალხო დამცველის უფლებამოსილებების განხორციელების სხვა სახის სამართლებრივ გარანტიებს აკონკრეტებს მითითებული კანონის მე-4 თავი, რომელიც მოიცავს:

a.    სახელმწიფო სახელისუფლებო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებებს, გაუწიონ დახმარება სახალხო დამცველს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში;

b.     განიხილონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და წინადადებები, აცნობონ სახალხო დამცველს განხილვის შედეგები კანონით დადგენილ ვადებში და ..

c.    სახელმწიფო სახელისუფლებო და თვითმმართველობის ორგანოების მიერ მითითებული კანონისმიერი ვალდებულებების აღუსრულებლობა იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

 

·        სახალხო დამცველის შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლი ამ საკითხთან დაკავშირებით აკონკრეტებს, რომ სახელმწიფო სახელისუფლებო და თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონით დადგენილ მოვალეობათა შეუსრულებლობა აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით და აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, რაც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იქნება.”

·        ზოგადად, სახალხო დამცველზე ზემოქმედება ნებისმიერი ფორმით, მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 352- მუხლის შესაბამისად.

·        352- მუხლის ადრესატი, ამ შემთხვევაში, არის ნებისმიერი პირი, რომელიც განეკუთვნება კერძო ან საჯარო სექტორს.

 

    მუხლი 352. საქართველოს სახალხო დამცველზე ზემოქმედება

 

1. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

35- მუხლის მე-3  პუნქტი

   მუხლი 35. საქართველოს სახალხო დამცველი

 +

3. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

 

35- მუხლის მე-4  პუნქტი

 

4. სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

·       საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსი წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით

·       სამართლებრივი ლიტერატურა საუბრობს  ომბუდსმენის სამ ზოგად მოდელზე: ა)ძირითადი ანუ კლასიკური მოდელი, ბ)სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოდელი და გ)ადამიანის ძირითად უფლებებზე ორიენტირებული მოდელი.

·       ომბუდსმენის კლასიკური მოდელი მოიცავს ომბუდსმენის კომპეტენციათა[უფლებამოსილებათა]  მინიმალურ ოდენობას:

a.    გამომძიებლობითი უფლებამოსილებების ვრცელი სპექტრი;

b.    რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება, რომელიც წარმოშობს სახელმწიფო ორგანოთა სათანადო სამართლებრივირეაქციისვალდებულებას;

c.    პარლამენტის წინაშე ანგარიშგების კომპეტენცია.

·       ომბუდსმენის სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირებული მოდელი ემსახურება მთლიანი მართლწესრიგის დაცვას. ის მოიცავს:

a.    ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის მექანიზმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის კომპეტენცია;

b.   ადმინისტრაციული ან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება;

c.    სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება;

d.    ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შესაბამისი ორგანოებისადმი რეკომენდაციით მიმართვის უფლებამოსილება; -

e.    სააღსრულებო წარმოების შეჩერების უფლებამოსილება;

f.      დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებისადმი გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართვის უფლებამოსილება;

g.     ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელობის დისციპლინარული დევნის დაწყების მიზნით, შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვის უფლებამოსილება და ..

 

·       ომბუდსმენის ადამიანის ძირითად უფლებებზე ორიენტირებული მოდელი, ომბუდსმენის კლასიკური მოდელისათვის იმანენტურ კომპეტენციებს გარდა მოიცავს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ემსახურება:

 

a.    ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის მექანიზმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ ადამიანის უფლებების მასშტაბით (კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის დადგენის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება),

b.    უშუალოდ კონსტიტუციური დებულებების და საკანონმდებლო ნორმატივების განმარტების შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება (ნორმათა კონკრეტული კონტროლი);

c.     საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ;

d.    საგანაცხადო (სასარჩელო) უფლებამოსილება სასამართლოებში ადამიანის უფლებების სფეროში;

e.    რეკომენდაციული უფლებამოსილებები სახელისუფლებო ორგანოების მისამართით ადამიანის უფლებების განმტკიცების სფეროში;

f.      აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და ინფორმაციული ვალდებულებები ადამიანის უფლებების სფეროში;

g.    ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშგების უფლებამოსილება;

h.   ანალიტიკა და კვლევა ადამიანის უფლებების სფეროში;

i.      არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების სფეროში;

j.      საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე;

k.    პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ძირითადი უფლების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე და ..

ხხხხხ

·       გარდა ზემოაღნიშნულისა,ომბუდსმენები და ომბუდსმენის მსგავსი დაწესებულებები კლასიფიცირდებიან, აბსოლუტურად განსხვავებულ სამ ტიპად:

1.     საპარლამენტო (.. ლეგისლატიური) ომბუდსმენი, რომლის ლეგიტიმაცია ხდება პარლამენტის მიერ და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ეს ტიპი მიესადაგება მსოფლიოში გავრცელებულ ომბუდსმენთა უმრავლესობას

2.     სამთავრობო ომბუდსმენები, კერძოდ, მთავრობის ან მთავრობის მეთაურის მიერ განსაზღვრული კომისრები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას განეკუთვნებიან.

3.     სპეციალიზირებული ომბუდსმენები, რომელთა სპეციალიზაცია ეხება მეტად კონკრეტულ სფეროს. მაგ., თავდაცვის ომბუდსმენი, ომბუდსმენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში და .. ამ სახის ომბუდსმენები შეიძლება განეკუთვნებოდნენ როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას ან საერთოდ კერძო სექტორს (.. ორგანიზაციული ომბუდსმენები).

·       საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციების მოცულობა და ხარისხი მეტყველებს, რომ ის ქმნის ადამიანის ძირითად უფლებებზე ორიენტირებულ მოდელს, რომელიც ფლობს, ასევე, ლეგისლატიური (საპარლამენტო) ომბუდსმენის თვისებებს, თუმცა არ განეკუთვნება ხელისუფლების არც ერთ შტოს.

·       ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის ძირითად უფლებებზე ორიენტირებული მოდელის კლასიკური სახე მოიცავს კომპეტენციათა უფრო ვრცელ სპექტრს, ვიდრე მისი ქართული ანალოგი (მაგ., მედიატორის ფუნქცია საერთო სასამართლოებში, იუსტიციის ადმინისტრაციის გაძლიერებული კონტროლი, ნორმათა პრევენციული კონტროლი საკონსტიტუციო სასამართლოში და ..).

·        ზოგადად, ომბუდსმენის უფლებამოსილებათა ძირითადი ნაწილის დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მათი განხორციელების ხარისხისა და შედეგის ეფექტურობა, გარკვეულწილად განპირობებულია უშუალოდ ომბუდსმენის აქტივობით და მისი პიროვნული კომპეტენტურობით.

·       ომბუდსმენის ქართული ვერსიაც ქმნის მონოკრატიულ კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის ომბუდსმენის პიროვნული თვისებები და კვალიფიკაციის ხარისხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

·        საუკეთესო პერსონალური რესურსების არსებობისას, საქართველოს სახალხო დამცველის სამართლებრივი სტატუსი ეროვნულ დონეზე ომბუდსმენის ინსტიტუტისათვის დადგენილ სავალდებულო მინიმუმს, ევროპული სტანდარტების და .. „პარიზის პრინციპებისშესაბამისად, სრულად აკმაყოფილებს.

·       რაც შეეხება ომბუდსმენის ქართული მოდელის განსაკუთრებულ წვლილს, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სფეროში, უკანასკნელი წლების მანძილზე, საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებულად ეფექტურ აქტივობად უნდა ჩაითვალოს მისი ურთიერთობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნორმათა აბსტრაქტული კონტროლის მექანიზმის გამოყენების ფორმატში.

·        და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, უკვე არსებობს სპეციალიზირებული ომბუდსმენი .. საგადასახადო ომბუდსმენის სახით, ჯერჯერობით, სხვა სფეროში, ასევე, რეგიონალურ და კომუნალურ დონეზე ომბუდსმენის ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს.

·       თუმცა, ხელისუფლების ვერტიკალური დანაწილების ხარისხის და საჯარო სექტორის ცალკეული სეგმენტის განვითარების პარალელურად, ქართულ სამართლებრივ სისტემაში მსგავსი სამართლებრივი ნოვაციების რეცეფცია უახლოეს მომავალში მოსალოდნელია.

·       ამ ტენდენციას ასახავს თუნდაც .. სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის დანერგვის საკითხის გარშემო არსებული აქტუალური დისკუსია პოლიტიკურ და სამართლებრივ წრეებშ

ხხხხხხხხხხ

ორგანული  კანონისახალხო დამცველის შესახებ

 (მუხლები 2, 3, 6, 7, 12, 18, 22).

 

                მუხლი 2

 

საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას.

 

  მუხლი 3

 

1. საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.

1​1დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სახალხო დამცველი ამ კანონითა დადისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი დისკრიმინაციისა და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.

12. საქართველოს სახალხო დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ზედამხედველობს ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას, უზრუნველყოფს მათ მიერშეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებების შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირებას.

2. საქართველოს სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას. 

3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.

 

 

    მუხლი 6

 

1. საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.

2. საქართველოს სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

  მუხლი 7

 

1. ახლად არჩეული საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო არჩევის მომდევნო დღიდან, თუ არჩეულ იქნა ამ ვადის გასვლის შემდეგ, ანდა თუ წინა საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება ვადამდე იქნა შეწყვეტილი.

2. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის თავზე ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

3. საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

 

  მუხლი 12

 

საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .

 

  მუხლი 18

 +

საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს , შემოწმების ჩატარებისას :

დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;

 

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო დაწესებულებას ან თანამდებობის პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებითაგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა;

) ნებისმიერ თანამდებობის პირს,

მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებითაგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე;

 ) სახელმწიფო ან /და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან /და მოამზადოს დასკვნები მოიწვიოს სპეციალისტები /ექსპერტები საექსპერტო ან /და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ;

გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს , რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული .

 

    მუხლი 22

 

1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ , კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებითაგრეთვე იმ ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ.

3.

საქართველოსსახა ლხო დამცველის ანგარიში უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს .

4. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით წარუდგენს მოხსენებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ .

5. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში . სპეციალური ანგარიში შეიძლება გამოქვეყნდეს საქართველოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით .

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები