საქართველოს მოქალაქეობა[ კონსტ. 32-ე მუხლი ]

 



საკითხები:

1.     მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება;

2.       საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

3.       საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

4.       საქართველოს მოქალაქეობის  საგამონაკლისო წესით მინიჭება;

5.       მოქალაქეობის შენარჩუნება

6.       საქართველოს  მოქალაქეობის აღდგენ;

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კონსტიტუციის მუხლები[მუხ.32 ]

 

    მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობა

 

1. საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა.

2. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის ა)მოპოვების წესი და ბ)დაკარგვის წესი, გ)სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და დ)საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. [იგულისხმება ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ’’]

3. მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია.

4. საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.

5. საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაწყვეტილება მოქალაქის გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

 

 საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

 

·       კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება ა) დაბადებით  ,ან  ბ) ნატურალიზაციით

·       საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’

·       „საქართველოს მოქალაქეობა’’  არის-  პირის საქართველოს სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირი(!) [ ეს არისსაქართველოს მოქალაქეობის’’  ცნება-საზეპირო]

 

მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა

1. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

[საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ მუხ.3]

 

·       საქართველოში დადგენილია „ერთიანი მოქალაქეობა’’[პირი ერთიანად მთელი საქართველოს მოქალაქეა და არა რომელიმე ავტონომიური რესპუბლიკის,რომელიმე რეგიონი,მუნიციპალიტეტის,ქალაქის ან დასახლების მოქალაქე]

 

 

მუხლი 3. საქართველოს მოქალაქეობა

2. საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა.

 

 

„საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ‘’ [მუხ.9(1)  -ორგანული კანონი]

 

მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები

 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

 ) დაბადებით;

 ) ნატურალიზაციით.

 

 

 

 

„საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება’’ [მუხ.10 -ორგანული კანონი]

 

მუხლი 10. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება

 საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:

 ) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;

 ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;

 ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;

 ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

 

ასევე :

 

მუხლი 11. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა

 არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

 

 

საქართველოს მოქალაქეებად ასევე მიიჩნევიან :

 

·        სხვა პირები ,რომლებსაც მოქალაქობა უნდა დაუდგინდეთ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად სააგენტოს[?] მიერ

 

[იხ.“საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაბაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულება    მუხ.53 და მუხ.54][ვერ ვიხილე რადგან ფასიანია ,წიგში წასაკითხად ამ საკითხზე   გვ 7-8]

 

 

 

საქართველოს მოქალაქების მინიჭება ნატურალიზაციით [მუხ.9(2)-ორგანული კანონი]

 

  

 

 

მუხლი 9. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები

 1. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება:

 ) დაბადებით;

 ) ნატურალიზაციით.

 2. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით.

 3. ნატურალიზაციის სახეებია:

 ) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;

 ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;

 ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;

 ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

 

ანუ ნატურალიზაციის სულ 4 წესი არსებობს: ა)ჩვეულებრივი წესი ბ)გამარტივებული წესი გ)საგამონაკლისო წესი დ) აღდგენის წესი

 

ხხხხხხხხხხხხხხ

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება 

[ ანუ ნატურალიზაციის ჩვულებრივი წესი][მუხ.12-ორგანული კანონის]

 

 

·       ყურადღება:  „ჩვეულებრივი წესით’’ მოქალაქეობის მინიჭება  ა)სრულწლოვანი და ბ)არასრულწლოვანი[18 წლამდე] პირებისათვის  განსხვავებულად ხდება:

 

 

 

სრულწლოვანი პირებისთვის „ჩვეულებრივი წესით’’ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება[მუხ.12]

 

·       სრულწლოვან პირს  „ჩვეულებრივი წესით’’ მოქალაქეობა მიენიჭება თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 

მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

1. სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10  წლის განმავლობაში;

) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;

) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

 

·       საქართველოს სახელმწიფო ენის ,საქართველოს ისტორიის და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ვალდებულება[ანუ მე-12 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტების მოთხოვნები] არ ვრცელდება იმ პირებზე,რომლებსაც აქვთ ისეთი ფიზიკური ნაკლი ,რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს[მუხ.12(3)]

·       საქართველოში მუშაობის,უძრავი ქონების ფლობის,სამეწარმეო საქმიანობის,წილების და აქციების ფლობის ვალდებულება[ანუ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ’’ ქვეპუნქტის’’ მოთხოვნა]  არ ვრცელდება „ლტოლვილის სტატუსის’’ მქონე პირებზე;[მუხ.12(4)]

·       მე12 მუხლის პირველი პუნქტის“–„ქვეპუნქტების მოთხოვნები  არ ვრცელდება -„მხარდაჭერის მიმღებ ‘’ პირებზე[მუხ.12(21)]

 

 

ხხხხხხ

 

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის „ჩვეულებრივი წესით’’ მინიჭება [მუხ.13 - ორგანული კანონის]

 

 

მუხლი 13. არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის  ჩვეულებრივი წესით მინიჭება

 1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

 2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

 3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც  საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„გამარტივებული წესით’’ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება’’

[ ანუ -ნატურალიზაცია „გამარტივებული წესით]

[მუხ.14(1) -ორგანული კანონის]

 

·       საქართველოს მოქალაქეობა „გამარტივებული წესით’’ ენიჭება პირს,რომელიც:

ა)დაქორწინდება საქართველოს მოქალაქეზე[და დააკმაყოფილებს რიგ სხვა პირობებს][იხ. მუხ.14(1)]

ან

ბ) გააჩნია რეპატრიანტის სტატუსი[იხ. მუხ.14(2)]

 

 

მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

1.        საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო  5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტების მოთხოვნებს.

·       „რეპატრიანტის’’ სტატუსის მქონე პირისათვის  „გამარტივებული წესით’’ მოქალაქეობის მინიჭებაზე არ ვრცელდება მე-12 მუხლის მოთხოვნები [მიხ.14(2)]

 

მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე.

რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომკომისია) ნორმატიული აქტითკომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

 

·       პირს „რეპატიანტის’’ სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის განმავლობაში შეუძლია განცხადებით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს[‘’მოქალაქეობის საკითხთა კომისიას’’] „გამარტივებული წესით’’ მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით;

·       „გამარტივებული წესით’’ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან 5 წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

·       5 წლის ვადაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში ,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება[რეპატრიანტისტვის  მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ] ითვლება ძალადაკარგულად.ამ ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას „გამარტივებული წესით’’ ვეღარ მიიღებს(!)

 

 

 

 

ნატურალიზაციით  საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დაუშვებლობა

[მუხ.16-ორგანული კანონი]

 

 

 

მუხლი 16. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები

 1. პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ:

 ) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

 ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;

 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება;

) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც:

 ) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

 ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:

 .) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;

 .) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;

 .) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;

 .) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

 

·       მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს   [ მუხ.16(3)

 

·       საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.[მუხ.16(4)

 

 

 საქართველოს მოქალაქეობის  „საგამონაკლისო წესით’’ მინიჭება

[ მუხ.17-ორგანული კანონი]

 

·       საქართველოს პრეზიდენტმა საქარტველოს მოქალაქეობა „საგამონაკლისო წეით’’[ ე.წ. „ორმაგი მოქალაქეობა’’] შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს ;

 

მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ა)საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან ბ)რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

)  სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:

.) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

.) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; 

) სხვა ქვეყნის მოქალაქე  წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

 

 

·       მე-17  მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს:

) საქართველოს სახელმწიფო ენა;

) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.[ მუხ.17.(3)]

 

·       მე-17 მუხლის  მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტების მოთხოვნა[ანუ სახელმწიფო ენის,საქართველოს ისტორიის   და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ვალდებულება]  არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.[მუხ.17(4)]

·       მე-17 მუხლის  მე-2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული [მოქალაქეობის მსურველი პირის მიერ] ინვესტიციის განხორციელების ფაქტის დადასტურების მიზნით საქმის განმხილველი ორგანო გამოითხოვს ინფორმაციას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსგან.

 

·       საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაბაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულების    მუხ.32  -ში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი,რომელიც უნდა დაერთოს  საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელი  უცხოელი ინვესტორის განცხადებას(!)

·       „ორმაგი მოქალაქეობა’’ საგამონაკლისო წესით შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ინიციათივითაც,კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად(!),თუ პირს საქართველოს წინაშე აქვს დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან

.პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილება საჭიროებს მოქალაქეობის მინიჭების მიზეზების დასაბუთებას(!)

[საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულების მუხ.36]

 

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

[მუხ. 211-ორგანული კანონის]

 

 

მუხლი 21​1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

 

·       საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული [მუხ.211(2)]

 

·       არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

 

აღნიშნულ ვადაში[18 წლის მიღწევამდე]  არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა(!)

. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

 

ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.(!)   [მუხ 211 (3)]

 

 

მუხლი 21​1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

 

4. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

ხხხხხხხხხხხ

 

 

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება  „აღდგენის წესით’’

 

[ანუ  პირის ნატურალიზაცია „აღდგენის წესით’’]

 [მუხ.18 - ორგანული კანონი ]

 

·       „აღდგენის წესით’’ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება პირს,რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა;

 

მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

1. საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

) არამართლზომიერად;

) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;

) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

 

 

·       პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით’’ მიენიჭება თუ იგი აკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნებს:

 

მუხლი 18. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

) [მასთან დაკავშირებით] არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.[ანუ ნატურალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოებები თუ არ არსებობს]

 

შენიშვნა:

მე-16 მუხლით გათვალისწინებული ნატურალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ ვრცელდება პირზე,რომელსაც მოქალაქეობა „არამართლზომიერად ‘’ შეუწყდა;

მოქალაქეობა „არამართლზომიერად ‘’ შეწყვეტილად მიიჩნევა თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს 21-ე  მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე[იხ. ეს საფუძვლები მომდევნო ფაილში]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები