გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება [კონსტ.მუხ.26-ე ნაწ მე-3]




 

            საკითხები:

·        გაფიცვისა და ლოკაუტის ჩატარების წესი, გადადება

·        უკანონო გაფიცვა

 

 

                 ა)  გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება [მუხ.26-ე ნაწ მე-3]

  მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება

3. გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების პირობები და წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.[იგულისხმება საქ. ორგანული კანონი „შრომის კოდექსი’’]

                    

           გაფიცვის უფლების მოკლე ისტორია

·        გაფიცვის უფლება უკვე დიდი ხანია შრომის სამართალში დამკვიდრდა, როგორც ინსტიტუტი.

·        იგი დაკავშირებულია ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური წყობილების აღმოცენებასთან, როცა, ანაზღაურების ოდენობითა და სამუშაო პირობებით უკმაყოფილო მუშები საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ დამსაქმებლების წინაშე გარკვეული მოთხოვნებით.

·         სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის ბრძოლის დღე 1 მაისი 1886 წლიდან აღინიშნება.

·        ამ დღეს აშშ-ში სავაჭრო ორგანიზაციებმა და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ მოითხოვეს 8 საათიანი სამუშაო დღე.

·        შემდეგ ევროპაში მუშათა გაფიცვებმა ფართო ხასიათი მიიღო.

·        მაგალითად, მნიშვნელოვანი იყო მუშათა გამოსვლა სტოკჰოლმში 1899 წელს.

·        მშრომელთა საერთაშორისო დღე პირველად საქართველოში 1899 წელს აღნიშნეს, ხოლო მეორედ – 1900 წელს.

·         1901 წლის აპრილში დაიგეგმა მუშათა დიდი დემონსტრაცია ჩატარებულიყო 1 მაისს. თუმცა იგი ჩაიშალა, ვინაიდან მაშინდელმა მთავრობამ დემონსტრაცია დაარბია.

·        საქართველოში საკანონმდებლო დონეზე მუშათა გაფიცვის თავისუფლება გარანტირებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის 38- მუხლით

 

 

26-ე  მუხლის მე-3 ნაეილით დაცული სფერო:

 

·        დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მუდმივი პრიორიტეტი არის:  ადამიანის უფლება-თავისუფლებების დაცვა, საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ნორმალური, სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

·         საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის მე-3 ნაწილი  აღიარებს გაფიცვას, როგორც ძირითად უფლებას.

·        გაფიცვის უფლება სამართლებრივად დაცული სფეროა.

·        საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის მე-3 ნაწილით  გათვალისწინებულ ურთიერთობებში შეიძლება გამოვიდნენ[ანუ გაიფიონ], როგორც მოქალაქეები, ისე უცხოელები და მოქალაქეობის არ მქონე პირები.

·        საქ. კონსტიტუცია იმ ადამიანებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ საქართველოში და დასაქმებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კერძო სტრუქტურებში[გასტერბაიტერებს], უფლებას აძლევს გამოიყენონ გაფიცვის უფლება. თუმცა ამის შესახებ მუხლში პირდაპირ არაა მითითებული.

·        გამომდინარე იქიდან, რომ გაფიცვა არც ფორმალურად და არც შინაარსობრივად არ წარმოადგენს პოლიტიკური ხასიათის გამოსვლას, შესაძლებელია ამ უფლებით ისარგებლონ უცხოელებმაც და გამოთქვან პროტესტი ისეთ სოციალურ თემებზე, როგორიცაა:უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნა და სამუშაოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლისას მიყენებული ზიანის მთლიანი ანაზღაურება, ან სამართლიანი ანაზღაურება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და სხვა

·        გაფიცვის უფლების’’ საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია საქართველოს შრომის კოდექსის 49- მუხლის პირველ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვით:

  გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.’’ [საზეპირო -„გაფიცვის’’ ცნება]

ლოკაუტი

 

·        ლოკაუტი შრომითი ურთიერთობების შეჩერების გაფიცვის მსგავსი მექანიზმია, ოღონდ იმართება დამსაქმებლის მიერ და არა დასაქმებულთა ინიციატივით.

·        ლოკაუტის ცნება განმარტებულია საქართველოს შრომის კოდექსის 49- მუხლით. რომლის მეორე ნაწილის თანახმად: ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე”.

·        ლოკაუტსა და გაფიცვას ბევრი საერთო არსებითი ნიშანი აქვს.

·        ამიტომ, ათი  მოწყობის წესი, გარანტიები და შრომითი ურთიერთობების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა  საკითხები ერთმანეთის მსგავსად რეგულირდება.

·        საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლების გამოყენების სამართლებრივ პროცედურებს.

         

                      დაცულ სფეროში ჩარევა

·        საქართველოს კონსტიტუციის 26- მუხლის მე-3 ნაწილი  მიუთითებს, რომ გაფიცვის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით.

·        შრომის კოდექსი დეტალურად აწესრიგებს ამ პროცედურებს.

·        ისევე, როგორც ბევრი ძირითადი კონსტიტუციური უფლება, გაფიცვა არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას.

·        მართალია, იგი დაცული სფეროა, მაგრამ, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შეიძლება ამ სფეროში სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი ჩარევა ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე.

·        გაფიცვა შეკრებებისა და მანიფესტაციებისაგან ფორმითა და მოთხოვნის შინაარსით განსხვავდება, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს მის მიმართ.

·        გაფიცვის ინსტიტუტი თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში ხშირად გამოიყენება. მაგალითად, აღსანიშნავია ექიმთა გაფიცვები მათი სამსახურიდან დათხოვნის გამო.

·        იშვიათად, მაგრამ გაფიცვები’’ უფრო რთული ფორმითაც მიმდინარეობს. მას თან ახლავს გაფიცულთა შიმშილობა.

·        შესაძლებელია გაფიცვა ფორმით გადაიზარდოს მანიფესტაციასა და დემონსტრაციაში და პოლიტიკური შინაარსი შეიძინოს.

სწორედ ამის გამო სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს მის მიმართ და კანონმდებლობით ამ უფლების შეზღუდვა (უფლებაში ჩარევა)  ზოგჯერ გამართლებულია.

·        საქართველოს შრომის კოდექსის 50- მუხლის მიხედვით:“ თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით.

·        გაფიცვის უფლებაში ჩარევას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ქვეპუნქტი. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის რიგ მუხლებში [მათ შორის 26-ე  მუხლში]  ჩამოთვლილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა.

·        გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლი საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლებას ანიჭებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განახორციელონ მთელი რიგი ღონისძიებანი, მათ შორის აკრძალონ გაფიცვების მოწყობა.

·        შრომის კოდექსის 51- მუხლის მიხედვით:“ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. ‘’

·        თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა ე.წ. „შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.

·        უკანონოდ’’ ჩაითვლება, აგრეთვე, იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავის წარმოშობამდე.

·        თუ გაფიცვის უფლება წარმოიშვა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დასრულებამდე, გაფიცვა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება.

·        სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს.

·        სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ. [ანუ თუ სასამართლომ გაფიცვა ან ლოკაუტი „უკანონოდ’’ ცნო  გაფიცვა  ან ლოკაუტი დაუყონებლივ უნდა შეწყდეს]

 

 

            შრომის კოდექსი (მუხლები 64-52).

 

 

მუხლი 64. გაფიცვა და ლოკაუტი

 

1. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

2. ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

3. კოლექტიური დავის დროს გაფიცვის უფლება ან ლოკაუტის უფლება წარმოიშობა ამ კანონის 63- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ან იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.

4. კოლექტიური დავის დროს მისმა მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი, ხასიათი და ინფორმაცია გაფიცვის მონაწილე პირთა რაოდენობის შესახებ.

5. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს მხარეები ვალდებული არიან განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები.

6. ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.

7. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, გადაუხადოს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.

8. გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

 

 

 

მუხლი 65. გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება და შეჩერება

 

თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას, აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს, ერთჯერადად გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არაუმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს იმავე ვადით

 

 

მუხლი 66. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურები

 

1. დაუშვებელია გაფიცვის უფლების სრულად გამოყენება იმ დასაქმებულის მიერ, რომელიც ასრულებს სამუშაოს ისეთი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლით გათვალისწინებული სამუშაო პროცესის სრულად შეწყვეტა აშკარა და გარდაუვალ საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის სიცოცხლეს, პირად უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას.[ასეთი დასაქმებულები არიან მაგ. პოლიციელები ,მათ შეზღუდული აქვტ გაფიცვის უფლება,ანუ არ აქვთ ამ უფლების „სრულად გამოყენების უფლება’’]

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების (ამ ტერმინის ვიწრო მნიშვნელობით) ჩამონათვალს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამსახურში მომუშავე დასაქმებულებს აქვთ გაფიცვის უფლება, თუ ისინი უზრუნველყოფენ მინიმალური მომსახურების მიწოდებას. მინიმალური მომსახურების ფარგლებს განსაზღვრავს მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ. მინისტრის მიერ მინიმალური მომსახურების ფარგლების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მხოლოდ ის სამუშაო პროცესი, რომელიც აუცილებელია მთელი საზოგადოების ან მისი გარკვეული ნაწილის სიცოცხლის, პირადი  უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დასაცავად.

3. იმ დასაქმებულებს, რომლებსაც არ აქვთ გაფიცვის უფლების სრულად გამოყენების შესაძლებლობა, უფლება აქვთ, მოითხოვონ, ამ კანონის 63- მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურის, მედიაციის ან/და არბიტრაჟის მეშვეობით კოლექტიური დავის გადაწყვეტა.

 

მუხლი 67. უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი

 +

1. საგანგებო მდგომარეობის ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის უფლება ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. დეკრეტი საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.

2. თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ იქნება ცნობილი.

3. სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ სრულდება.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები