„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და კონსტიტიციის 21-ე მუხლი
საკითხები ფინალურისთვის:
1. "შეკრების
თავისუფლების'' ცნება
2.
შეკრების და
მანიფესტაციის სუბიექტები;
3.
შეკრების ჩატარების პროცედურა;
4.
კანონით დადგენილი
აკრძალვები შეკრების თავისუფლების
განხორციელებისას;
5.
პასუხისმგებლობა შეკრების
თავისუფლების განხორციელებისას;
მუხლი 21. შეკრების თავისუფლება
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
1. შეკრებისა და მანიფესტაციის ცნება
·
„შეკრებებისა
და მანიფესტაციების
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3
მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების განმარტებით:
„შეკრება” არის : ა)მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, ბ)მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის
ადგილებში -სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით;
ხოლო
„მანიფესტაცია” არის- ა) მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან ბ)
მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით.
|“შეკრების’’ ცნება უფრო ფართოდ განიმარტება, ვიდრე მანიფესტაციისა.
„მანიფესტაცია’’
-„ შეკრების’’ ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.
კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული „შეკრებისათვის’’ საკმარისია მინიმუმ ორი შეკრებაში მონაწილე პირი.
კონსტიტუციით
დაცული ეს სიკეთე [„შეკრების თავისუფლება’’] შეიძლება შელახული იქნეს არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ასევე მესამე პირების მხრიდანაც.
სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო ვალდებული, უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის მშვიდობიანი ჩატარება. მაგალითად, დაიცვას შეკრებაში მონაწილე პირები სხვა, მოწინააღმდეგე დემონსტრაციაში მონაწილეთაგან.
ხ
·
კონსტიტუციის 21-ე მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ წინასწარგანზრახულ და დაგეგმილ შეკრებაზე, არამედ სპონტანურ[უცაბედ] შეკრებებზეც.
· სპონტანურ,ანუ უცაბედ დემონსტრაციებზე არ ვრცელდება ხელისუფლების
„წინასწარი გაფრთხილების’’ ვალდებულება. ამიტომ ამ დროს „წინასწარი
გაფრთხილების’’ არ არსებობა არ წარმოშობს „შეკრების’’ იძულებით დაშლის საფუძველს.
2. შეკრებისა და მანიფესტაციის სუბიექტები
[კონსტ. 21-ე მუხლის პირველი
ნაწილი]
·
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე[ანუ „შეკრების
თავისუფლება’’] საყოველთაოა და იგი მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეებით“ არ შემოიფარგლება.
·
თუმცა კონსტიტუციის აღნიშნული დებულება იქვე განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც არ შეუძლიათ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება(!):
ესენი არიან პირები, რომლებიც არიან „ა)თავდაცვის ძალების ან ბ)სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში“
აღნიშნული აკრძალვა უკავშირდება პირის სტატუსს, მის სამსახურებრივ საქმიანობას, ზემოთ დასახელებული სტრუქტურებისადმი მის კუთვნილებას. შესაბამისად, ამ უფლების მატარებელი ნებისმიერი პირი, მისი პროფესიული საქმიანობის არჩევის და ამ სტრუქტურების შემადგენლობაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ნებაყოფლობით ამბობს უარს ამ
კონსტიტუციური უფლებით [ანუ „შეკრების ტავისუფლებით’’], სარგებლობაზე
·
კანონი „შეკრებებისა
და მანიფესტაციების
შესახებ“ადგენს პირთა წრეს ,ვინც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს „შეკრებაში’’,რათა უზრუნველყოფილი იყოა ა) შეკრების ორგანიზაციული
საკითხები და ბ)საზოგადოებრივი წესრიგი
„შეკრებაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ შემდეგი
სუბიექტები:
a.
„მარწმუნებელი’’
b.
„რწმუნებული’’
c.
„ორგანიზატორი’’
d.
„პასუხისმგებელი პირები’’
e.
„უფლებამოსილი წარმომადგენელი’’
კანონის „შეკრებებისა
და მანიფესტაციების
შესახებ“ თანახმად:
+
ამ კანონის მიზნებისათვის :
გ) „მარწმუნებელი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი;
დ) „რწმუნებული“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი;
ე) „ორგანიზატორი“ არის შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორის მიერ აქციის ორგანიზების ხელმძღვანელობისთვის გამოყოფილი პირი;
ვ) „პასუხისმგებელი პირები“ არიან შეკრების ან მანიფესტაციის „რწმუნებული“(დ) და „ორგანიზატორი“(ე)
ზ) უფლებამოსილი წარმომადგენელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად გამოყოფილი პირი;
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი[კანონის“შეკრებებისა
და მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი]
3.
შეკრების ჩატარების პროცედურა[მუხ.21-ე ნაწ.მე-2]
·
კონსტიტუციის
21-ე მუხლის მე-2 ნაწილით:
მუხლი 21. შეკრების თავისუფლება
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების „წინასწარი გაფრთხილების“ აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
·
კანონის“შეკრებებისა
და მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-5 მუხლის მე-1 ნაწილით გათვალისწინებულია მერიის ან გამგეობის „წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა’’:
+
1. ამ კანონით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს [ანუ
მერიის ან გამგეობის ]“წინასწარი გაფრთხილების“ აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს,[ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო].
·
კანონის“შეკრებებისა
და მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია „წინასწარი
გაფრთხილების’’ წესი
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა რწმუნებულის/რწმუნებულების მიერ „სათანადო გაფრთხილების შეტანა“ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში[მერიასა ან
გამგეობაში] შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით. „გაფრთხილებას ხელს აწერენ“ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები.[იხ. პასუხიმგებელი პირები ზემოთ]
·
მერიას ან გამგეობას არ აქვს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებაზე უარის
თქმის უფლება
· ერთადერრთი გამონაკლისი,როდესაც მერიას/გამგეობას
უფლება აქვს არ დაუშვას შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება, ეს არის პოლიციის მიერ
შემოწმებული აშკარა მონაცემები,რომელთა შესაბამისად შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების
შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება : ა)„კონსტიტუციურ წყობილებას’’
ან ბ) მოქალაქეთა სიცოცხლეს ან გ) მოქალაქეთა ჯანმრთელობას
·
მერიის ან გამგეობის გადაწყვეტილება „შეკრების ან მანიფესტაციის
აკრძალვის შესახებ’’ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში,რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში
იღებს გადაწყვეტილებას [კანონი“შეკრებებისა
და მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-14 მუხლი]
+
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო[მერია/გამგეობა] უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება ა)კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა ბ)სიცოცხლესა და გ)ჯანმრთელობას.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც 2 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
·
შეკრება
და მანიფესტაცია ტარდება“ წინასწარ გაფრთხილებაში’’ აღნიშნულ დროსა და ადგილას,მასში[„გაფრთხილებაში’’] მითითებული „მიზნის’’
და „სვლაგეზის’’ შესაბამისად
·
შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი პირები და აქციაში მონაწილეები ვალდებულები არიან დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოტხოვნები
და შეასრულონ“ წინასწარი გაფრთხილებით’’ ნაკისრი ვალდებულებები.
ხ
·
მერია/გამგეობა ვალდებულია უზრუნველყოს
შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის მოძრაობის
ალტერნატიული მარშრუტები;
1.
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სათანადო პირობები და განსაზღვროს ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტი.
·
შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზატორები
და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებულები
არიან ხელი არ შეუშალონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში
მაიდინტიფიცირებელი ნიშნების
მქონე ჟურნალისტებს,რომლებიც აშუქებენ შეკრებას და მანიფესტაციას;
4. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას. პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
· ჟურნალისტებისთვის
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას[
იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი]
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
1. კანონით დადგენილი
აკრძალვები „შეკრების თავისუფლების“
განხორციელებისას
[კონსტ .21-ე მუხლის მე-3 ნაწილი]
· კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს
ხელისუფლების მიერ შეკრების/მანიფესტაციი შეწყვეტის შესაძლებლობას :
მუხლი 21. შეკრების თავისუფლება
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
ამასთან
ერთად ,“ სახელმწიფო დაწესებულებებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს უფლება არა აქვთ, ხელი შეუშალონ ამ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციასა და ჩატარებას, მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების საჯაროდ გამოხატვას.“[კანონი“შეკრებებისა და მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-12 მუხლის მე-2
ნაწილი]
კანონით დადგენილია შემდეგი აკრძალვები:
1.
დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება:
ა)საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ
ბ)ძალადობით შეცვლისაკენ
გ)ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ,
დ)ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა,
ე)აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და
ვ)ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
„მოწოდება’’ არის - განცხადება,რომლის
ავტორიც მიზნად ისახავსან აშკარად უშვებს გარკვეული ქმედების გამოწვევას[კანონი
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ მუხ.1 „დ’’ ქვპ-ტი]
„დამხობისკენ’’ ან „ძალადობრივი გზით
შეცვლისკენ’’ - მხოლოდ
„მოწოდება’’ ვერ გამოიწვევს შეკრებასა თუ მანიფესტაციაში ხელისუფლების ჩარევას;
კანონი“შეკრებებისა და
მამიფესტაციების შესახებ ‘’ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:შეკრების ან
მანიფესტაციის „შეწყვეტა’’[ხელისუფლების მიერ],მხოლოდ მე-11 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ქმდებების მასობრივი ხასიათის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს;
თავისთავად „მოწოდების’’ ფაქტი
არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის,რომდადგეს პირის ინდივიდუალური
პასუხისმგებლობის საკითხი.[ამისთვის საჭიროა ძალადობრივი ქმედების ჩადენის
ფაქტი,ან ასეთი
ქმედების განხორციელების რეალური საფრთხის შექმნა]
ზოგადად ხელისუფლების,მისი
კონკრეტული წევრის ან მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა შეკრებაზე ვერ გახდება
„გამოხატვის თავისუფლების’’ და „შეკრების და მანიფესტაციის უფლების’’ შეზღუდვის
საფუძველი
საპროტესტო აქციას რომელზეც
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ხალხი იყრის თავს,ხსირად ახასიატებს
ხელისუფლების შეცვლის ან მის გადადგომასთან დაკავშირებული მოწოდებები(!)
ამგვარი განცხადებები არ
წარმოადგენს კანონის“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ’’ მე-11 მუხლის
რეგულირების სფეროს
ხ
შეკრების და მანიფესტაციის
მონაწილეებს ეკრძალებათ:
+
2. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ:
ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;
გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერება;
დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;
ე )განზრახ შექმნან დაბრკოლებებიტრანსპორტის გადაადგილებისა თვის, მათ შორის, დაარღვიონ ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები
3. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობის, ძეგლის, მემორიალის ბლოკირება, ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და სხვაგვარი ხელყოფა.
· კანონი
ადგენს გარკვეულ ადგილებს, სადაც აკრძალულია მიტინგის ჩატარება:
+
1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე:
ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები;
ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები.
11. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების[ციხის] გარე აკრძალულ ზოლში და მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.
4 . ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.
5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.
Комментарии
Отправить комментарий