პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება [ კონსტ მუხ.12-ე]
მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება
ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
მე-12 მუხლის „ დაცვის სფერო’’
· კონსტიტუციის მე-12 მუხლით უზრუნველყოფილი “პიროვნების თავისუფალი განვითარების” უფლება, ორ ძირითად უფლებას აერთიანებს. ესენია:
1) „ზოგადი პიროვნული უფლება’’ (პირადი და ინტიმური ცხოვრების სფეროს მოიცავს)
და
2) „ საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება ‘’[ არსებობისა და საქმიანობის ყველა დანარჩენ სფეროზე ვრცელდება). იგი გულისხმობს ყველაფრის კეთების უფლებას, რაც კი კანონოთ აკრძალული არ არის.
ხ
· ორივე ეს უფლება გულისხმობს რომ: “ ადამიანს უფლება აქვს, განახორციელოს ესა თუ ის ქცევა, ან თავი შეიკავოს მისგან.“
ხ
· „პიროვნების თავისუფალი განვითარების“ უფლება აქვს ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, არასრულწლოვანებს, ქმედუუნარო პირებს.
ხ
·
„თავისუფალი
განვითარების” უფლების
მატარებელი,
ცალკეულ
შემთხვევებში,
[იმისდა მიხედვით,
თუ
რა
სფეროსთან
გვაქვს
საქმე], შეიძლება იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირიც.
1)„ზოგადი პიროვნული უფლება ‘’[განმარტება]
· „ზოგადი პიროვნული უფლება’’ უზრუნველყოფს პიროვნების უფლებას, საკუთარი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და იქონიოს თავისი პირადი ცხოვრება.
· „ზოგადი პიროვნული უფლება’’ იცავს ადამიანის პირად და ინტიმურ სფეროს.
· „ზოგადი პიროვნული უფლება’’ მოიცავს შემდეგ უფლებებს:
a. პიროვნული თვითგამორკვევის
უფლება,
b. პირადი ცხოვრების
დაცულობა,
c. თვითგამოსახვის უფლება
d. ფიზიკური ხელშეუხებლობის
უფლება
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
a) „პიროვნული
თვითგამორკვევის უფლება“
· იგი თავის თავში მოიცავს სამ ძირითად უფლებას:
ა) „საკუთარი წარმოშობის გარკვევის“ უფლებას; ყველას აქვს უფლება,
იცოდეს
თავისი
წარმოშობა,
თავისი
წინაპრების
ვინაობა.
შესაბამისად,
ადამიანს
უფლება
აქვს,
მოიძიოს
ეს
ცნობები
„პერსონალური ინფორმაციის“ ბიუროებში,
სააგენტოებსა თუ
არქივებში. სახელმწიფოს არა აქვს უფლება,
კანონით
ან
სხვა
გზით
დაბრკოლება
შეუქმნას
მას
ამ
ინფორმაციისადმი
ხელმისაწვდომობაში.
„საკუთარი წარმოშობის გარკვევის’’
უფლებაში ჩარევა
დასაშვებია ღირებულებათა კონფლიქტების დროს და მხოლოდ განსაზღვრული ვადით[ანუ დროებით].
მაგალითად,
არასრულწლოვანს,
მისივე
ინტერესების
საფუძველზე
(მაგალითად,
სტრესის
ან
სხვაგვარი
საფრთხის
აცილების
მოტივით),
შეიძლება
შეეზღუდოს
მისი
ბიოლოგიური
მამის
ვინაობის
გარკვევის
უფლება
სრულწლოვანების
ასაკის
მიღწევამდე.
ბ) „პიროვნული თვითიდენტიფიკაციის“ უფლებას; ეს არის უფლება
საკუთარი
იდენტურობის,
ინდივიდუალიზმის
განსაზღვრისა;
ეს არის უფლება, სხვათა ჩარევისაგან
დამოუკიდებლად
შეიგრძნოს
და
განსაზღვროს
საკუთარი
თავი
ფიზიკურად
თუ
ფსიქოლოგიურად;
უფლება,
განსაზღვროს
საკუთარი
სახელი,
შვილების
რაოდენობა,
მათი
დაბადების
დრო;
იგი,
ასევე
მოიცავს
საკუთარი
სქესისა
და
სექსუალური
ორიენტაციის
განსაზღვრას,
აგრეთვე,
სქესის
შეცვლის
უფლებას
ბიოლოგიური
ჩარევის
გზით,
ხოლო
სქესის
შეცვლის
კვალობაზე
კი
– სახელის
შეცვლის
უფლებას
ახალი
სქესის
შესაბამისად
და
პირადი
მონაცემების
დოკუმენტებში
ამ
ცვლილების
დაფიქსირების
უფლებას.
აგრეთვე,
ახალი
სქესის
შესაბამისად
ყველა
უფლებით
სარგებლობას
საპენსიო
ასაკთან
და
სხვა
საკითხებთან
დაკავშირებით.
პიროვნული
(მათ
შორის,
სქესობრივი)
თვითიდენტიფიკაციის უფლების მატარებელია მოზარდიც. სახელმწიფოს ეკისრება
ვალდებულება, ხელი შეუწყოს
მოზარდების
სწორ
სექსუალურ
აღზრდას,
მათ
შორის
განათლების
სისტემის
მეშვეობით
(მაგალითად,
შემოიღოს
სექსუალური
აღზრდის
გაკვეთილები)
და
დააბრკოლოს
ისეთ
ინფორმაციულ
თუ
სხვა
მასალაზე
მათი
იოლი
ხელმისაწვდომობა,
რამაც
შესაძლოა
უარყოფითი
გავლენა
მოახდინოს
მათ
ბუნებრივ
ფიზიკურ
და
სულიერ
განვითარებაზე.
გ)“ ინფორმაციული თვითგამორკვევის“ უფლებას; იგი გულისხმობს ინდივიდის უფლებას,
თავად
გადაწყვიტოს,
გახდეს
თუ
არა
ცნობილი
გარეშე
პირთათვის
(და
თუ
ჰო,
რა
ფარგლებში)
მისი
პერსონალური
მონაცემები,
პირადი
ცხოვრების
შინაარსი
და
მისი
დეტალები;
მაგალითად,
მისი
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
ექიმის
მიერ
დასმული
დიაგნოზი,
გადატანილი
ავადმყოფობა,
მისი
ფინანსური
მდგომარეობა,
წარსულში
მომხდარი
ესა
თუ
ის
ფაქტი
და
სხვ.;
ინფორმაციული
თვითგამორკვევის
უფლება
იცავს
ადამიანს
სახელმწიფოს
(ან
საზოგადოების)
მხრიდან
ინფორმაციული
კონტროლისაგან.
ადამიანს
უფლება
აქვს
იცოდეს,
მის
შესახებ
რა
მონაცემები
არის
ან
განსაზღვრულ
გარემოებებში
შეიძლება
გახდეს
ცნობილი
სახელმწიფოს,
ფართო
საზოგადოებისა
თუ
ცალკეული
პირებისათვის,
რათა
მას
თავისი
ქმედებები
თუ
გადაწყვეტილებები
მიუსადაგოს.
სახელმწიფო ვალდებულია, იქონიოს პერსონალური მონაცემების
დამუშავების,
შენახვისა
თუ
გამოყენების
ისეთი
სისტემა,
რომელიც
ადამიანს
დაიცავს
ამ
ინფორმაციის
მისი
ნების
გარეშე
შეუზღუდავი
მოპოვების,
შენახვის,
გამოყენებისა
და
სხვებისათვის
გადაცემისაგან.
პერსონალური
მონაცემების
დაცვის
შესახებ
ევროპის
საბჭოს
კონვენციის
თანახმად,
პერსონალური მონაცემების მოპოვება
და მათზე ნებისმიერი ოპერაცია უნდა განხორციელდეს
კანონიერად,
სამართლიანად
და
მხოლოდ
იმ
ლეგიტიმური
მიზნებით,
რისთვისაც
ის
არის
მოპოვებული.
პერსონალური
მონაცემები,
არ
უნდა
შეიცავდეს
მონაცემებს
ადამიანის
რასობრივი
კუთვნილების,
პოლიტიკური,
რელიგიური
შეხედულებებისა
თუ
სხვა
რწმენის
თაობაზე;
აგრეთვე,
ჯანმრთელობის,
სექსუალური
ცხოვრებისა
და
სისხლისსამართლებრივი
მსჯავრდების
შესახებ,
გარდა
იმ
შემთხვევისა,
როცა
შიდაკანონმდებლობა
სრულად
უზრუნველყოფს
მათ
შესატყვის
დაცულობას.ცალკეულ
ღონისძიებათა
გატარებისას
(როგორიცაა,
მაგალითად,
მოსახლეობის
აღწერა,
პოლიტიკურ
თუ
სხვა
საკითხებზე
გამოკითხვების
ჩატარება,
სტატისტიკის
წარმოება),
აგრეთვე,
მოპოვებული
ინფორმაციის
დამუშავებისას
სახელმწიფო
უნდა
მოერიდოს
ადამიანთა
სრულ
კატალოგიზაციას
მათი
პერსონალური
და
ინდივიდუალური
ნიშნებით
ან
გამოიყენოს
ისეთი
კლიშეები,
როგორიცაა:
„ფსიქიკურად
დაავადებული”,
„ასოციალური”
და
სხვ.;
სახელმწიფო
ვალდებულია,
უზრუნველყოს
ინფორმაციის
ანონიმურობის
დაცვა,
მათ
შორის,
პიროვნების
ნება-სურვილის
შესაბამისად.
პირადი მონაცემების სხვისათვის
(მათ შორის, ჟურნალისტისათვის) გადაცემა და გამომზეურება დასაშვებია მხოლოდ პიროვნების თანხმობით.
ხოლო პიროვნების თანხმობის გარეშე კი – მხოლოდ კანონით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ეს აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის ან სხვა პირთა უფლებების დასაცავად. თუმცა, ამ შემთხვევებშიც საკითხი უნდა გადაწყდეს უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
შეჯამება:
b)”პირადი
ცხოვრების დაცულობა”
ეს უფლებაც რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება:
1. „მარტო დარჩენის’’ (ან სხვაგვარად – განმარტოებით ყოფნის) უფლება (the right to be let alone);
2. ადამიანის უფლება, „იყოს მისი მხრიდან ნებადაურთველი საჯაროობისაგან თავისუფალი, განცალკევებული“;
3. ადამიანის უფლება,“ იცხოვროს მის მხრიდან ნებადაურთველი საზოგადოებრივი ჩარევის გარეშე ისეთ საკითხებში, რომელიც აუცილებლობით არ შეეხება საზოგადოებას.“
ეს უფლებები[სამივე
ეს უფლება] ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლები, დრო, ინტენსივობა და ფორმები. დროდადრო მას ესაჭიროება სრული განმარტოება (ცალკე თუ ახლობელ ადამიანთან ერთად) დასვენების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შემოქმედებითი ან სხვა საქმიანობისათვის მისი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტების განსაჯაროება მხოლოდ მისი ნებითა და თანხმობით უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში, რომელიც არ ეხება, ან ნაკლებად ეხება საზოგადოებას.
ხ
·
”პირადი ცხოვრების
დაცულობის” უფლება განიხილება ხელშეუვალად.
·
„პირადი ცხოვრების
დაცულობა“,
ინდივიდუალიზმის კულტურის განვითარების კვალობაზე, სულ უფრო დიდ მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს თანამედროვე ეპოქაში.
·
სახელმწიფოს ეკისრება
ძლიერი პოზიტიური
ვალდებულებები მის
უზრუნველსაყოფად.
·
როგორც ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის No1165 რეზოლუციაში „Right to Privacy” (1998) არის განმარტებული, „ევროპული კონვენციის მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო ა)საჯარო ხელისუფლების, არამედ ბ)კერძო პირების, მათ შორის, მედიის მხრიდან”.
ხ
·
თუმცა, იმისდა მიხედვით,
თუ „პირადი ცხოვრების“, კერძოდ, რომელ სფეროს შეეხება საქმე, „დაცულობის“ სტანდარტი განსხვავებულია:
მაგ.
ა)პირადი ცხოვრების „ინტიმური სფერო“ აბსოლუტური დაცვით სარგებლობს. მასში
იგულისხმება:ა) სექსუალური ცხოვრება, ბ)ადამიანის ფარული
ფიზიკური ან
სხვაგვარი ნაკლი,
გ)ჩვევა, ან რაიმე თავისებურება, დ)პირადი დღიურები
ან სხვაგვარი
ჩანაწერები, ე)ფოტოსურათები, ვ)აღსარების დროს
განდობილი ფაქტები
თუ განწყობილებები, ზ)ადვოკატისათვის მიცემული
ინფორმაცია და
განმარტებები, თ)ნოტარიუსისათვის გამჟღავნებული ნება-სურვილი,ი) სამედიცინო გამოკვლევის შედეგები
და სხვ.;
მათი საჯაროდ გავრცელება მხოლოდ პიროვნების ნება-სურვილის ან
თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.
ბ)პირადი ცხოვრების „კერძო სფერო“ ძირითადად
უკავშირდება ოჯახურ ცხოვრებას და
მოიცავს: ა)ოჯახის წევრებთან,
ბ)ნათესავებთან,გ) გარეშე
პირებთან ურთიერთობას, დ)პიროვნების კავშირებს
უცხოეთთან, ე)საცხოვრებელ ადგილს,
ვ)შემოსავლებისა და ქონების საკითხებს, ზ)ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თ)წარსულის ფაქტებს, ი)პიროვნების ნასამართლობას, კ)პიროვნების რელიგიურ
განცდებსა და
მსოფლმხედველობრივ საკითხებს.
ზოგიერთ
შემთხვევებში პროფესიიდან გამომდინარე ურთიერთობებიც „პირადი ცხოვრების“ კერძო სფეროს შეიძლება მიეკუთვნოს, მაგალითად,
ადვოკატისა და მისი კლიენტის, ოჯახის ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა.
პირადი ცხოვრების „კერძო სფერო“ არ
სარგებლობს აბსოლუტური დაცვით(!),
განსაკუთრებით კი
– საჯარო პირებთან ან მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში
ხ
·
გ)პირადი ცხოვრების
„სოციალურ“ და დ)„საჯარო“ სფეროებში ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება, როგორც
წესი, არ არის შეზღუდული.
·
კოლეგებთან ურთიერთობა, სამსახურეობრივი თუ
საზოგადოებრივი საქმიანობა და კავშირები
თავისთავად სრული
ან ნაწილობრივი საჯაროობის სფეროშია
მოქცეული, რაც
პიროვნების ნების
შესაბამისად ხდება.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
c. „თვითგამოსახვის” უფლება [„ზოგადი პიროვნული
უფლების მე-3 კომპონენტი]
·
იგი გულისხმობს ადამიანის უფლებას,
თავად
გადაწყვიტოს,
სურს თუ არა საკუთარი
პიროვნების,
ა)გარეგნული იერსახისა თუ ბ)ხასიათის
ჩვენება
საზოგადოებისათვის.
[მაგ. მოურინიო „რომას’’ მწვრთნელი მურტალი ხასიათების ადამიანია და არ
ერიდება ამ მურტალი ხასიათების საზოგადოებისთვის
ჩვენებას]
·
იგი მოიცავს არჩევანის უფლებასაც, თუ როდის, რა გარემოებებში ან რა ფორმით
უნდა
წარსდგეს
პიროვნება
საზოგადოების
წინაშე.
·
“თვითგამოსახვის უფლება’’
მოიცავს
შემდეგ
კონკრეტულ
უფლებებს:
ა)“უფლებას საკუთარ სიტყვაზე“, ბ)“უფლებას საკუთარ გამოსახულებაზე’’ და გ)“უფლებას საკუთარი პიროვნების წარმოსახვაზე“.
·
ა) „უფლება საკუთარ სიტყვაზე“ იმას გულისხმობს,
რომ
„კერძო საუბარში“ წარმოთქმული სიტყვა არ შეიძლება
პიროვნების ნების საწინააღმდეგოდ იქნეს „ჩაწერილი“ და „გამოყენებული“. ეს უფლება პირდაპირაა მიმართული მოქალაქეთა
საუბრების ფარული
მოსმენისა და
ჩაწერების წინააღმდეგ,
რომელიც,
ხშირად,
კანონის
გვერდის
ავლით
ხორციელდება.
ამასთან,
მნიშვნელობა
არა
აქვს,
თუ
ვინ
ახდენს
ამ
უკანონობას,
კერძო
პირი
თუ
ხელისუფლების
წარმომადგენელი.
ფარული
ჩანაწერების
განხორციელება
დასაშვებია
მხოლოდ
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
მნიშვნელოვანი
საჯარო
ინტერესის
დასაცავად
და
მხოლოდ
თანაზომიერების
პრინციპის
დაცვით,
რომელიც
გულისხმობს
ადამიანზე
ფარული
დაკვირვების
ინტენსიურობის,
ხანგრძლივობისა
და
საფუძვლიანობის
შეფასებას.
ასეთი წესით[ანუ
სასამართლოს ნებართვის გარეშე] მოპოვებული ინფორმაცია
არ შეიძლება დაშვებულ
იქნას „მტკიცებულებად” სისხლის სამართლის საქმეზე
·
„უფლება
საკუთარ
სიტყვაზე’’ იმასაც
მოიცავს,
რომ
ადამიანის
ნათქვამი
(მაგალითად, ინტერვიუს დროს)
ადეკვატურად იქნეს
გადაცემული ჟურნალისტის მიერ და ნატქვამის
შინაარსი
არ
დამახინჯდეს
[რედაქციის მიერ]განზრახ თუ შემთხვევით.
ხ
·
ბ) „უფლება საკუთარ გამოსახულებაზე“. იგი გულისხმობს
ადამიანის
უფლებას,
თვითონ
გადაწყვიტოს,
გახადოს
თუ
არა
საკუთარი
ფოტოსურათები
ან
ვიდეოჩანაწერები
მისი
გამოსახულებით
სხვებისათვის
ხელმისაწვდომი.
·
ეს უფლება ავალდებულებს ყველას, და განსაკუთრებით ჟურნალისტებს, ნებართვის გარეშე არ გადაუღონ სურათი ვინმეს და არ გაავრცელონ რაიმე საშუალებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი პიროვნების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
·
ეს აკრძალვა არ ვრცელდება „უგზო-უკვლოდ დაკარგულ“, ან „ძებნილ პირებზე“. იგი არ შეეხება არც „საჯარო პირებს’’.[ამათი ფოტოების და ვიდეობის გავრჩელება არ ითვლება ამ უფლების დარრვევად.]
·
ამ უფლების დარღვევის მსხვერპლს უნდა გააჩნდეს უფლება, რომ მასმედიის საშუალებას, რომელმაც უკანონოდმოპოვებული ფოტოსურათი ან ვიდეომასალა
გაავრცელა,
სასამართლოში უჩივლოს და მოსთხოვოს მორალური
ზიანის ანაზღაურება.
ხ
·
გ) „უფლება საკუთარი პიროვნების წარმოსახვაზე“. იგი გულისხმობს
არა
მარტო
ა)გარეგნულ, არამედ ბ)შინაარსობრივ
მხარესაც.
·
ადამიანს უფლება აქვს, ისე წარსდგეს საზოგადოების წინაშე,
როგორც
თავად
სურს,
მაგალითად,
წარმოაჩინოს
თავისი
დადებითი
მხარეები,
ინდივიდუალურობა,
შექმნას
ისეთი
შთაბეჭდილება
და
პიროვნული
პორტრეტი[ანუ იმიჯი], როგორიც სურს; ეს უფლება ცხოვრებაში ხშირად უპირისპირდება
სხვა
დემოკრატიულ
ღირებულებებს,
ყველაზე
ხშირად
კი
– მასმედიის
თავისუფლებას.
·
ჟურნალისტური რეპორტაჟების მომზადებისას
ყოველთვის
შესაძლებელი
არ
არის
ამ
უფლების
სრული
დაცვა.
·
მაგალითად, ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციების გადაცემისას ძალზე ხშირია
ეჭვმიტანილების ფოტოების
ან მათი გამოსახულებით ვიდეოჩანაწერების ჩვენება მათი
ვინაობის ზუსტი
დასახელებით, რაც
ზემოაღნიშნული უფლების
(ხოლო ზოგჯერ
უდანაშაულობის პრეზუმფციის) დარღვევასაც წარმოადგენს.
·
ამიტომ რეპორტაჟების დროს ეთერში გასული მასალა „პიროვნების გარეგნული იდენტიფიკაციის შესაძლებლობას“ არ უნდა იძლეოდეს.
განსაკუთრებით
დაუშვებელია
ეს
არასრულწლოვანებისა
და
მოზარდების
მიმართ,
ვინაიდან
ეს
არ
ემსახურება
მათი
რესოციალიზაციის
ინტერესებს.
ასევე,
·
დაუშვებელია
ბავშვების ფოტოების ჩვენება, რომლებიც გახდნენ ფიზიკური ან სხვაგვარი ძალადობის ან სხვაგვარი უკანონო მოპყრობის მსხვერპლი.
ხ
·
ცალკე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რელიგიური კუთვნილების დამადასტურებელი სამოსის ან აქსესუარების ტარების უფლება (მაგალითად, ჯვრების, მუსლიმანური თავსაბურავების და ა.შ.)
·
ერთი მხრივ, ადამიანის პიროვნული უფლებაა, ატაროს ის სამოსი ან აქსესუარი, რომელიც სურს. ამასთანავე, ეს უფლება წარმოდგება რელიგიის თავისუფლებიდანაც. მაგრამ,
მეორე მხრივ,
სახელმწიფოს უფლება აქვს, ასეთი თავისუფლება შეზღუდოს
სახელმწიფო დაწესებულებებში
(მაგალითად,
ქალაქის
მერიაში
ან
სახელმწიფო
უნივერსიტეტში).
ხ
·
დ) სოციალური იდენტურობის დაცვის უფლება. [ანუ „რეპუტაციის დაცვის“
უფლება]
იგი იცავს
ადამიანს
სახელის გამტეხი ცნობების
გავრცელებისაგან, რაც საზოგადოების თვალში პიროვნების რეპუტაციას
აყენებს
ზიანს.
ასეთ დროს,
საქმე
გვაქვს
ღირებულებათა
კონფლიქტთან
„გამოხატვის
თავისუფლებასა“ და „რეპუტაციის დაცვის
უფლებას“ შორის.
უმეტესად,
უპირატესობა
„გამოხატვის თავისუფლებას“ ენიჭება და რეპუტაციის დაცვის უფლება
ძალზე ხშირად ეწირება მას. თუმცა, ბოლო დროს ასეთ პოზიციებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა ევროპასა თუ აშშ-ში.
მათი აზრით,
მედია,
როგორც
კომერციული
საწარმო,
მოგებით
უფროა
დაინტერესებული,
ვიდრე
საზოგადოებისათვის
სწორი
ინფორმაციის
გადაცემის
იდეალისტური
მიზნებით.
ამიტომ
სულ
უფრო
და
უფრო
გაისმის
მოწოდებები
მედიისადმი
თვითშეზღუდვისაკენ.
„სოციალური იდენტურობის
დაცვის უფლება“ [ანუ „რეპუტაციის დაცვის უფლება ]მოიცავს სახელის გამტეხი ცნობების
უარყოფისა და მასზე პასუხის გაცემის უფლებებსაც.
ეს
გულისხმობს
ადამიანის
უფლებას,
მოითხოვოს
მისი
რეპუტაციისა
და
სხვა
უფლებების
დამრღვევი
ცნობების
უარყოფა
ან
საპასუხო
განცხადებებისა
თუ
ინფორმაციის
გავრცელება
იმავე მედიასაშუალებით, რომელმაც ისინი გაავრცელა.
მედიასაშუალებას მოეთხოვება დააკმაყოფილოს ეს თხოვნა და გამოაქვეყნოს საპასუხო
წერილი ან მოახდინოს რეტრაქცია (გამოსწორება), მოიხადოს
ბოდიში ან გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება დიფამაციის[ცილისწამების] საქმეზე.
აღიარებულია ე. წ. ადეკვატური პასუხის უფლებაც.
სახელმწიფომ
უნდა
უზრუნველყოს,
რომ
პასუხის გამოქვეყნებაზე
მედიის თვითნებური
უარის გასაჩივრება შესაძლებელი იყოს სასამართლოში.
d.“ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება’’
·
ფიზიკური ხელშეუხებლობაში
იგულისხმება
არა
მარტო
ფიზიკური ძალადობისაგან
თავისუფლება,
არამედ
თავისუფლება ყოველგვარი
ფიზიკური ძალდატანებისაგან
–ანუ თავისუფლება იმისაგან, რომ
განიცადო რაიმე ფიზიკური
ზემოქმედება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
ხ
·
„ფიზიკური ხელშეუხებლობა’’ თავის მხრივ სრულიად
განსხვავებულ უფლებებს
მოიცავს.
ა)მაგალითად,
ადამიანის უფლებას, არ გახდეს ამა თუ იმ სამედიცინო ან სხვა მეცნიერული კვლევის ან ექსპერიმენტის ობიექტი
მისი ნების საწინააღმდეგოდ.
ადამიანის ჯანმრთელობაში ყოველგვარი ჩარევა
შეიძლება მხოლოდ მისი თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობით, ხოლო განსაკუთრებულ
და გადაუდებელ
შემთხვევებში, როდესაც
ასეთი თანხმობის
მიღება შეუძლებელია – მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესის შესაბამისად (მაგალითად,
უგონო
მდგომარეობაში
მყოფის
სასწრაფოო
ოპერაცია).
სხეულის
ორგანოს ან ქსოვილის ამოღება
ტრანსპლანტაციის მიზნით, ასევე, მხოლოდ პიროვნების თანხმობითა და მხოლოდ თერაპიული მიზნითაა დასაშვები. ადამიანის სხეული ან მისი ნაწილი არ
შეიძლება ფინანსური
მოგების წყაროდ
იქნეს გამოყენებული
ხ
·
ფიზიკური ხელშეუხებლობის ისეთი უხეში
ხელყოფა,
როგორიცაა
ფიზიკური ძალადობა, ვერცერთ
შემთხვევაში ვერ
იქნება გამართლებული
რაიმე მნიშვნელოვანი
ინტერესის მომიზეზებით,
·
ბ)მაგალითად,
ეჭვმიტანილის ცემა პოლიციის
განყოფილებაში, დანაშაულის
გახსნის
კანონიერი
ინტერესით
საბაბით,
ვერ
იქნება
გამართლებული.
ხ
·
გ)სკოლებში მოწაფეთა
ფიზიკური დასჯა, ასევე, არ შეიძლება
გამართლებული
იქნეს
ბავშვის
ინტერესებით.
სახელმწიფოს
არა
აქვს
უფლება
ასეთი
წესი
შემოიღოს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში.
იგი,
იმავდროულად,
არღვევს
მშობლის
უფლებებს,
სახელმწიფო
პატივისცემით
ეკიდებოდეს
მათ
შეხედულებებსა
და
წარმოდგენებს
შვილების
აღზრდის
საქმეში
·
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის მიმართ ზოგიერთი იძულებითი მოქმედება შეიძლება გამართლებული იქნეს კანონიერი მიზნით. მაგალითად, შიდსზე სავალდებულო გამოკვლევა, ანდა სავალდებულო ნარკოტიკული შემოწმება, აგრეთვე, სისხლის იძულებით გადასხმა (იმის მიუხედავად, რომ პიროვნება ამის წინააღმდეგია რელიგიური ან სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე) მართლზომიერია, რამდენადაც ინდივიდის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ზოგჯერ კი, დამატებით
– საერთოდ
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
დაცვის
(მაგალითად,
შიდსის
კვლევების
დროს)
რეალურ
ინტერესებს
ემსახურება.
ხ
·
სადავოა სავალდებულო ვაქცინაციის
(მათ
შორის,
ბავშვებთან
დაკავშირებით)
საკითხი,
რომელიც
პაციენტის უფლებებისა და მშობლის უფლებების ჭრილში უნდა შეფასდეს.
·
მათგან განსხვავებით, სახელმწიფოს
ესა თუ
ის საქმიანობა,
რომელიც, პირდაპირ
თუ ირიბად,
ზიანს აყენებს
მოსახლეობის ჯანმრთელობას
(მაგალითად,
მოსახლეობის
სიახლოვეში
მყოფ
ნაგავსაყრელებზე
მწვავე
ანტისანიტარიული
ვითარების
შექმნა),
ასევე,
მოსახლეობის
ჯანმრთელობის დაცვასთან
დაკავშირებული პოზიტიური
ვალდებულებების შეუსრულებლობა
(მაგალითად,
გარემოს
დაბინძურების
წინააღმდეგ
ღონისძიებების
გაუტარებლობა)
„პირად ცხოვრებაში“ გაუმართლებელ დარღვევად განიხილება.
ხ
·
კიდევ უფრო პრობლემატურია
კანონმდებლობით
აბორტის შეზღუდვის საკითხი.
·
ერთი მხრივ, „ფიზიკური
თვითგამორკვევის“ უფლება გულისხმობს უფლებას, ქალმა თავად გადაწყვიტოს, იყოლიოს თუ არა შვილი
·
ორსულობის შეწყვეტის
სურვილი
შეიძლება
უკავშირდებოდეს
სამედიცინო (როცა ორსულობა
საშიშია
დედისათვის),
სოციალურ (მაგ., მძიმე
ეკონომიკური
მდგომარეობა),
ეთიკურ (მაგ., როდესაც ორსულობა გაუპატიურების შედეგია) და სხვა
საფუძვლებს. მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთრივ
აბორტიც შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
·
გარდა ამისა, დღის წესრიგში დგება ფეტუსის სიცოცხლის უფლების საკითხიც, რომელიც,
სავარაუდოდ, გადასწონოს ქალის ფიზიკური თვითგამორკვევის უფლებას.
·
ფეტუსის სიცოცხლის უფლების აღიარება აბორტის სრულ აკრძალვას მოითხოვს და უპირისპირდება დედის უფლებებს.
·
ეს ერთობ რთული თემაა და უკავშირდება იმის განსაზღვრას, არის თუ არა ფეტუსი
„ადამიანი”,
რა
არის
მისი
მორალური
და
სამართლებრივი
სტატუსი
და,
საერთოდ,
როდის
იწყება
სიცოცხლე.
ამ
საკითხში
საერთო
ევროპული
კონსენსუსი
არ
არსებობს
და
არც
საქართველოს
სასამართლოებს
მოუხდენიათ
კონსტიტუციის
მე-10 მუხლის ისეთი ინტერპრეტაცია, რომ სიცოცხლის უფლება დაუბადებელ
ბავშვებზეც ვრცელდება.
·
საქართველოს კანონმდებლობით აბორტი
ნებადართულია, თუკი
ნაყოფის ასაკი
არ აღემატება
12 კვირას; გადაწყვეტილების მიღება დედის პრეროგატივაა, ხოლო ორსულობის 12 კვირის შემდეგ კი აბორტი მხოლოდ სამედიცინო ან სოციალური ჩვენებების საფუძველზე არის დაშვებული.
ხ
·
დ)ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად მიიჩნევა ადამიანის იძულებითი კვებაც, მაგალითად, მისი
შიმშილობის დროს,
როდესაც ეს
მისი პროტესტის გამოხატულებაა.
·
ასეთი საკითხი პრაქტიკაში არაერთხელ წამოიჭრა მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით, როდესაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ხორციელდებოდა მათი იძულებითი კვება.
·
მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი კვება მიმართულია ჯანმრთელობისათვის საფრთხის თავიდან
აცილებისაკენ,
ამასთანავე,
იგი
ფიზიკური ხელშეუხებლობის
უფლების დარღვევაა.
·
იძულებითი კვების ვალდებულება მაშინ წარმოიშობა, როდესაც პატიმარი
კომატოზურ მდგომარეობაშია
და
მის
სიცოცხლეს
აშკარა
საფრთხე
ემუქრება.
·
ასეთ დროს სიცოცხლე, როგორც
უმაღლესი
ღირებულება,
გადასწონის
ფიზიკური ხელშეუხებლობის
უფლებას
ხ
„პიროვნების თავისუფალი განვითარების“ უფლება
და
„ევთანაზია ‘’
·
ადამიანის ზოგად პიროვნულ უფლებასთან დაკავშირებით არაერთხელ დასმულა
აქტიური
ევთანაზიის უფლების საკითხიც,
რასაც
ლოგიკური
საფუძველი
გააჩნია.
·
აქტიური
ევთანაზიის აკრძალვა
ეწინააღმდეგება
ადამიანის
„ზოგად პიროვნულ
უფლებას“, რომელიც, მათ შორის,
იმასაც
გულისხმობს,
რომ
ადამიანმა
საკუთარი ნება-სურვილის
მიხედვით მოაწყოს თავისი პირადი ცხოვრების ყველა სფერო, მიიღოს გადაწყვეტილებები,
მათ
შორის,
სამედიცინო
მომსახურეობის
შერჩევის
სფეროში,
ხოლო
ამ
გადაწყვეტილებათა
მიღებისას
არჩევანი
გააკეთოს
თავისი
ღირებულებითი
პრეფერენციების
შესაბამისად.
·
ამ ლოგიკის მიუხედავად, ევთანაზიის
(როგორც საკუთარი ნება-სურვილის შესაბამისად და ტანჯვისგან გათავისუფლების მიზნით სიკვდილის დაჩქარების) უფლება
აღიარებული არ არის.
·
ევთანაზიის აქტიური ფორმა, მცირე გამონაკლისის გარდა, აკრძალულია მსოფლიოს
უმეტეს ქვეყანებში.
ამის
მიზეზი
ის
არის,
რომ,
აბორტისა
არ
იყოს,
ევთანაზიის
უფლებაც
სიცოცხლის უფლებასთან დაპირისპირებას
გულისხმობს,
რა
დროსაც
უპირატესობა
სწორედ
ამ
უკანასკნელს
ენიჭება,
მიუხედავად
იმისა,
რომ
საქმე
ავადმყოფის დარჩენილ
არასრულფასოვან, ხანმოკლე
და გაუსაძლის
სიცოცხლეს შეეხება;
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
2)“საქმიანობის საყოველთაო თავისუფლება’’
·
ადამიანის ნებისმიერი ქმედება (პასიური თუ აქტიური ხასიათისა) და საქმიანობა, რომელიც არ თავსდება
პირადი
ცხოვრების
დაცულ
სფეროში,
დაცულია „საქმიანობის
თავისუფლებით”.
·
მისი შინაარსი და ფარგლები ძნელად თუ განსხვავდება, ზოგადად, „თავისუფლების” გაგებისაგან, რომელიც ნიშნავს „ყველაფრის უფლებას, რაც
არ ვნებს
სხვას” (ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია, მუხლი 4)
·
„ საქმიანობის
თავისუფლების“ შინაარსობრივი
ფარგლებიც
იგივეა:
ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის, ხოლო აკრძალულია ის, რაც ზიანის მომტანია სხვათათვის.
·
ერთადერთი
მიზანი, რისთვისაც
სახელმწიფოს ან
საზოგადოებას უფლება
აქვს, ჩაერიოს
თავისი წევრის
თავისუფლებაში, არის თვითდაცვა და სხვა პირისათვის ზიანის მიყენების აცდენა;
·
მეორე მხრივ, თავისუფლების გაგება წარმოუდგენელია
არა
მარტო
ინდივიდებთან
მიმართებაში
სახელმწიფოს,
არამედ
საზოგადოების წინაშე
ინდივიდის პასუხისმგებლობის
გარეშეც.
„პიროვნება პასუხისმგებელია საზოგადოების
წინაშე
იმდენად,
რამდენადაც
მისი
მოქმედება
ეხება
სხვა
პირსაც.
მაგრამ თუ მისი მოქმედება შეეხება მხოლოდ
მას, მისი თავისუფლება შეუზღუდველი
უნდა იყოს”.
·
ინდივიდი
უნდა ითვალისწინებდეს
პასუხისმგებლობას თავისი
ყოველი საქციელისათვის
და ცდილობდეს
თავისი ინტერესების
შეხამებას სხვა
ადამიანებისა თუ
მთელი საზოგადოების
ინტერესებთან. „მოიქეცი ისე, რომ თითოეული შენი საქციელი რაც შეიძლება მეტად შეესაბამებოდეს საერთო და სხვა პირთა ინტერესებს” (იმანუილ კანტი, გეორგ ელინეკი)
ხ
·
„ქცევის საყოველთაო თავისუფლება“ შემადგენელი
ნაწილია
კონსტიტუციური
მართლწესრიგისა,
რომელიც
სამართლის
უზენაესობას,
ადამიანის
უფლებებსა
და
სოციალური
თანაცხოვრების
წესებს
ეფუძნება.
·
„ საქმიანობის
საყოველთაო თავისუფლება“ მოიცავს ყველაფერს, რაც კი ადამიანის ქცევად, ქმედებად თუ საქმიანობად
შეიძლება
იწოდებოდეს.
„ საქმიანობის
საყოველთაო თავისუფლება“ ძალზე ფართო სფეროა და უამრავ განსხვავებული
ფორმისა თუ შინაარსის აქტივობას
მოიცავს.
მაგალითად:
საერთო
სარგებლობის
ობიექტების
(ქუჩა,
პარკი,
დასასვენებელი
ზონა)
გამოყენება,
ქვეყნის
ტერიტორიაზე
გადაადგილება,
ქვეყნიდან
გასვლა
და
უკან
დაბრუნება,
საზოგადოებრივ
ორგანიზაციებში
გაერთიანება
და
საქმიანობა,
ნებისმიერი
ქმედება
საკუთარი
თუ
სხვათა
ინიციატივების
განსახორციელებლად,
მეცნიერების,
კულტურისა
და
ხელოვნების
მიღწევებით
სარგებლობა,
კულტურულ
და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
ეფექტური
მონაწილეობა,
პროფესიული
ან
სპორტთან
დაკავშირებული
საქმიანობა,
ნადირობა,
ხელშეკრულებებისა
და
კონტრაქტების
დადება
ეკონომიკისა
თუ
სხვა
სფეროებში,
დემონსტრაციებში
მონაწილეობა,
პირადი
თუ
ოჯახური
ცხოვრების
საჭიროებების,
სულიერი
თუ
მატერიალური
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად
ნებისმიერი
საქმიანობა,
განათლების
მიღება,
გარემოთი
სარგებლობა,
სექსუალური
ან
სხვა
პირადი
ურთიერთობებიდან
გამომდინარე
საქმიანობა
და
სხვა.
·
„საქმიანობის საყოველთაო
თავისუფლება“ ადამიანს
აღჭურავს
უფლებით,
თავად შეარჩიოს
ამგვარ საქმიანობათა
განხორციელების ფორმები,
საშუალებები, დრო
თუ ვითარება.
·
ადამიანის ესა თუ ის ქმედება,
რომელიც
ნეგატიურად
შეიძლება
შეფასდეს,
ზოგიერთ
შემთხვევაში,
შეიძლება მაინც დაცული იქნეს
„საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებით“, თუკი მას არ გადაულახავს მართლზომიერების ფარგლები.
მაგალითად,
სახელმწიფო ვერ
აუკრძალავს ვინმეს
ქუჩაში მათხოვრობას,
თუნდაც მას[მათხოვარს] ამის მწვავე საჭიროება
არ გააჩნდეს.
·
ამასთან, „საქმიანობის
საყოველთაო
თავისუფლება“ მოიცავს
ნეგატიურ
ასპექტებს,
კერძოდ, ადამიანის უფლებას არ განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება.
ხ
·
სახელმწიფოს უფლება აქვს ჩაერიოს ამ უფლებებში და
მოახდინოს რეგლამენტაცია
საზოგადოებრივი წესრიგის,
მოსახლეობის ჯანმრთელობის,
გარემოს სისუფთავის,
სხვა საჯარო
ინტერესებისა და
მოსახლეობის ინტერესების
დასაცავად (მაგალითად, აკრძალოს პარკში ძაღლის შეყვანა ან ღამის საათებში იქ დარჩენა, სახლის ფასადის თვითნებური გადაკეთება,
სკოლის მახლობელ ტერიტორიაზე
სექსმაღაზიის გახსნა, ღამის საათებში მოტოციკლეტით
ჯირითი დასახლებულ პუნქტებში, ტროტუარზე ველოსიპედით გადაადგილება,
მდინარეში ბანაობა განსაზღვრულ
დროსა თუ ადგილას, და სხვ.)
·
„საქმიანობის
საყოველთაო თავისუფლება“ ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, არ გამოიყენოს ბოროტად ეს უფლება და თავისი ინტერესები საზოგადოებრივ ინტერესებთან ჰარმონიულად განახორციელოს.(!)
ხ
·
სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებანი, შექმნას
პირობები პიროვნების
თავისუფალი განვითარებისათვის.
მაგალითად:
უზრუნველყოს
სახელშეკრულებო
თუ
კონკურენციის
თავისუფლება,
ინფორმაციის,
განათლების,
ჯანმრთელობის
დაცვის
ხელმისაწვდომობა,
კულტურული
და
ბუნებრივი
გარემოთი
სარგებლობის,
პოლიტიკური
თუ
სამოქალაქო
აქტიურობის
შესაძლებლობა,
გარემოსა
და
ინდუსტრიული
ჰიგიენის
დაცვა,
გადამდებ
დაავადებათა
კონტროლი
და
თავიდან
აცილება,
მოქალაქეთა
სოციალური
დაცვა
და
დაზღვევა,
საცხოვრებლის,
კვებისა
და
ცხოვრების
პირობების
ადეკვატური
სტანდარტები,
ხელი
შეუწყოს
ხალხის
აქტიურ
მონაწილეობას
ყველა
სფეროში.
იგი
ვალდებულია
„უზრუნველყოს
ადამიანის
შესაძლებლობა,
იცხოვროს
ჯანმრთელი
და
პროდუქტიული
ცხოვრებით
ბუნებასთან
სრულ
ჰარმონიაში”.
·
სახელმწიფოს ასეთი ვალდებულებანი განსაკუთრებით ძლიერია
მოზარდი თაობის,
აგრეთვე, უნარშეზღუდული
ადამიანების მიმართ,
რათა ისინი არ აღმოჩნდნენ გარიყული საზოგადოებრივი
ცხოვრებისაგან.
·
მაგალითად, სახელმწიფოს უმოქმედობა, სახელმწიფო დაწესებულებები (მაგალითად,
ქალაქის
მერიის
ან
პოლიციის
შენობა)
ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები (კინოთეატრი,
ბიბლიოთეკა
ან
სხვ.)
ხელმისაწვდომი გახადოს ინვალიდებისათვის, მათი პირადი
განვითარების უფლების
დარღვევაა, რამდენადაც,
ის აბრკოლებს
მათი პრობლემების
მოგვარების შესაძლებლობას,
ისევე, როგორც
სხვა ადამიანებთან
და გარესამყაროსთან
ურთიერთობას.
·
პიროვნების განვითარების სფეროში სახელმწიფოს
პოზიტიური
ვალდებულებანი
მოიცავს
როგორც
ეროვნულ,
ისე
საერთაშორისო
დონეზე
შესაბამისი
პოლიტიკის,
საკანონმდებლო
და
სხვა
ღონისძიებების
ჩამოყალიბებას,
მათ
მიღებასა
და
განხორციელებას
Комментарии
Отправить комментарий