მუხ.139-ე " სექსუალური იძულება''

 



პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება [მუხ.139-ე]

         მუხლი  139.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

 

1.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −

ისჯება  ჯარიმით  ანდა თავისუფლების აღკვეთით  ვადით  ხუთ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

·        ამ დანაშაულისგან სს-სამარტლებრივი დაცვის  ძირითადი ობიექტია: ან პირის „სექსუალური თავისუფლება’’ ,ან  „სექსუალური ხელშეუხებლობა’’

·        სს-სამარტლებრივი დაცვის დამატებითი  ობიექტია: „ადამიანის პატივი და ღირსება’’

·        ამსრულებელი : 14 წელს მიღწეული,ბრალუნარიანი[ანუ შერაცხად] პირი [ ქალი,ან მამაკაცი]

·        მსხვერპლი[დაზარალებული] : ქალი ან მამაკაცი,როგორც სრულწლოვანი ,ისე არასრულწლოვანი[იხ. ამ მუხლის მე-3 ნაწ.]

ობიექტური მხარე:

·        ქმედება:   ა)პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება  ან ბ) სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება

·        ამ დანაშაულის ჩადენის ხერხები:

 

a.    ქონებრივი დაზიანების მუქარა

b.    სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა

c.    პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის[ფოტო,ვიდეო მასალის] გახმაურების მუქარა

d.    ისეთი ცნობის გახმაურების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის „უფლება’’

e.    დაზარალებულის უმწეობის,ან მატერიალური,ან სამსახურებრივი ,ან სხვაგვარი [დამნაშავეზე]დამოკიდებულების გამოყენება [გაიხსენე: ჯაყო და მარგო]

·        ეს დანაშაული „დამთავრებულია’’ იძულების მომენტიდან,არ აქვს მნიშვნელობა მოახერხებს თუ არა დამნაშავე დაზარალებულთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას(!)

·        ამ დანაშაულის  ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით ,ისე უმოქმედობით;

 „სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით ’’ ან „ ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის „უფლება’’-  იძულება შეიძლება ჩადენილ იქნეს „მოქმედებით’’

        დაზარალებულის უმწეობის,ან მატერიალური,ან სამსახურებრივი ,ან სხვაგვარი

         [დამნაშავეზე]დამოკიდებულების გამოყენებით’’- იძულება  კი შეიძლება ჩადენილ

        იქნეს როგორც „მოქმედებით’’,ისე „უმოქმედობით’’

 

       

·        ამ დანაშაულის ამსრულებელი[სუბიექტი] სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად იყენებს იძულების შემდეგ  ხერხებს:

1.      ქონების დაზიანების მუქარა

 

·        თუკი „ქონების დაზიანების’’ მუქარას შეუზლია ფსიქიკური ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულზე,მისი „განადგურების’’ მუქარა მით უმეტეს დიდ ზეგავლწნას მოახდენს(!)

·        ეს ქონება უნდა იყოს „მნიშვნელოვანი’’ დაზარალებულისთვის

·        უმნიშვნელო ქონების დაზიანების მუქარა არ იძლევა 139-ე მუხლის შემადგენლობს

·        თუ დამნაშავე მუქარას რეალობად აქცევს ,მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით 139-ე და 187-ე მუხლებით

 

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის[გახმაურების მუქარა

 

·        „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია’’- აუცილებელი არაა მოიცავდეს „პირად საიდუმლოს’’,თუმცა აუცილებლად შეიცავს პირადი ცხოვრების დეტალებს,რომელთ გასაჯაროება პირს არ სურს[მაგ. რას აკეთებს იგი სახლში,როგორ ერთობა,როდის გადის სახლიდან,სად მიდის,ვის ხვდება,ვისთან აქვს რომანტიკული ურთიერთობა,სად სადილობს და ა.შ.]

·        არავის აქვს უფლება კანონიერი საფუძვლის გარეშე მოიპოვოს ეს ინფორმაცია ან გაავრცელოს იგი,

·        სწორედ ამ ინფორმაციის „გავრცელებით’’ ემუქრება დამნაშავე დაზარალებულს,თუ ის არ დათანხმდება მას ინტიმურ ურთიერთობაზე;

·        აქვე იგულისხმება „პირადი ინტიმური  ცხოვრების საიდუმლოს’’ გახმაურების მუქარაც[მაგ. ქალის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო მასალის გასაჯაროების მუქარა]

·        თუ დამნაშავეს ინტიმური ურთიერთობის ამსახველი მასალა მოპოვებული აქვს დაზარალებულის თანხმობის გარეშე ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით 139-ე და 1571 მუხლებით;

3.    „ისეთი ცნობის გახმაურების მუქარა,რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ

პირის უფლება“

 

·        „ისეთ ცნობაში’’ არ იგულისხმება „პირადი ცხოვრების ‘’ ამსახველი ინფორმაცია

·        მასში უნდა ვიგულისხმოთ „სხვა ისეთი ცნობა’’ ,რომლის გახმაურება მართალია პირს არ ჩააგდებსუხერხულ მდგომარეობაში საზოგადოების წინაშე,მაგრამ შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის კანონით დაცული რაიმე უფლება

მაგ. დააზიანოს ამ პირის კანონით დაცული უფლება,არ იქნეს გამჟღავნებული კომერციული საიდუმლოება.

 

ანდა მისი უფლება ,არ იქნეს გამჟღავნებული ინფორმაცია,რომ იგი არაა მისი შვილის ბიოლოგიური მშობელი[შვილად აყვანის საიდუმლო]

 

4.       დაზარალებულის უმწეობის გამოყენება’’

·        რა იგულისხმება“დაზარალებულის უმწეობის გამოყენებაში’’,ამ საკითხის გარკვევას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 139-ე მუხლის ამ ნორმის და 137-ე მუხლის უურთიერთგამიჯვნისათვის[რადგან იქაც არის ეს ცნება  ]

·        თუკი დამნაშავე სარგებლობს დაზარალებულის „ფიზიკური’’[მას არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის ფიზიკური შესაძლებლობა] ან „ფსიქიკური’’ [მას რ აქვს უნარი გააცნობიეროს,ტუ რა ხსდება მის ტავს] უმწეობით და ამყარებს მასთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობას სხეულში შეღწევით(!),ქმედება დაკვალიფიცირდება გაუპატიურებით’’[მუხ.137-ე 1 ნაწ. ან მე-4 ნაწ ] და არა 139-ე მუხლის 1 ნაწ-ილით.

·        განსახილველ ნორმასთან მიმართებაში კი [139-ე მუხლის 1 ნაწ-ილი] „უმწეო მდგომარეობის გამოყენება’’  შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: არის პირი რომელიც იმყოფება უმწეო მდგომარეობაში,საჭიროებს სხვა პირთა მხრიდან მზრუნველობას და მხარდაჭერას,თუმცა არ ჰყავს ასეთი მხარდამჭერი და მზრუნველი; დამნაშავე,რომელზეც იგი არაა დამოკიდებული მატერიალურად,სამსახურებრივად,ან სხვაგვარად,სთავაზობს უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირს მხარდაჭერას იმ პირობით,თუ იგი დათანხმდება სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე;ამდენად,დამნაშავე ამ გზით ცდილობს მიაღწიოს დაზარალებულის თანხმობას სქესობრივ კავშირზე.

                            მაგ.

                         პეტრეს მეზობლად ცხოვრობს მარტოხელა გოგონა,რომელიც მიღებული

                        ტრამვის გამო დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება; პეტრემ შესთავაზა

                        მას,რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას,თუკი

                        იგი მასთან სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებს; სახეზეა 139-ე მუხლით

                         გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

·        ამდენად,აქ დაზარალებული არ იმყოფება ისეთ უმწეო მდგომარეობაში,რაც მას ართმევს უნარს,გააცნობიეროს,თუ რა ხდება მის თავს.სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაზარალებული არ იმყოფება ისეთ მდგომარეობაში,რომელიც ართმევს მას უნარს,გააცნობიეროს სექსუალური კავშირის არსი და მოსალოდნელი შედეგები.[თუ დაზარალებული ვერ აცნობიერებს რა ხდება მის თავს ადგილი ექნება გაუპატიურებას ან მის მცდელობას]

 

4. სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა

·        გამოიხატება ისეთი ცნობის გადაცემის მუქარაში სხვა პირისათვის,რაც სახელს უტეხს დაზარალებულს[მაგ. პირი ქალს ემუქრება,რომ თუ ის არ დათანხმდება სქესობრივ კავშირზე,მის მეუღლეს შეატყობინებს,რომ მას [ამ ქალს] საყვარელი ჰყავს]

·        ამასთან,მნიშვნელობა არ აქვს ეს ცნობა ნამდვილია თუ გამოგონილი,დანაშაულში იმხილება პირი[ქალი] თუ ამორალურ ქმედებაში;

·        კვალიფიკაციისთვის  ასევე არ აქვს მნიშვნელობა „სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა“ იმწუთიერია თუ იგი მომავლისკენაა მიმართული

·        სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა“ დამნაშავემ თუ მართლაც განახორციელა,რაც გამოხატა „ცრუ დასმენაში’’ ,მაშინ დამნაშავის ქმედება დაკვალიფიცირდება ერთობლიობით 139-ე და 373-ე მუხლებით[თუ მუქარა არ განხორცილდება მაშინ მხოლოდ 139-ე მუხლით]

5.  „დამნაშავეზე მატერიალური დამოკიდებულება’’

 

·  „დამნაშავეზე მატერიალური დამოკიდებულებას’’  ადგილი აქვს მაშინ,როცა დაზარალებული არსებობისთვის აუცილებელ სახსრებს დამნაშავისგან იღებს [კვება,ჩაცმა,სწავლის ქირა,მკურნალობის ხარჯი და ა.შ.]

·        სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას იყენებს დამნაშავე იმისატვის,რომ აიძულოს პირი მასტან სექსუალურ კონტაქტზე

·        ამასტან,არ ექნება ადგილი ამ დანაშაულის შემასგენლობას,როცა დამნაშავე სექსუალური კონტაქტის სანაცვლოდ ჰპირდება მე-2 პირს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას[მეტ ფულს მისცემს,უკეტ ჩააცმევს,უფრო ძვირადღირებულ სასწავლებელში გადაიყვანს,უფრო ძვირადღირებულ კლინიკაში გადაიყვანს].

·        ამ დანაშაულის დროს პირის იძულება უნდა გამოიხატოს მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მუქარაში[რომ არ მისცემს ფულს,არ გადაუხდის სწავლის ქირას,არ ჩააცმევს და ა.შ] და არა  მის ცდუნებაში[ანუ სახეზე უნდა იყოს „იძულება’’ და არა „დაყოლიება’’,ანუ „ცდუნება’’]

·        ეს დანაშაული[„იძულება’’] შეიძლება განხორციელდეს „უმოქმედობიტაც’’

·        მაგ. მამინაცვალი გერს სტავაზობს სქესობრივ კავშირს მასთან.უარის მიღების შემდეგ კი წყვეტს ზრუნვას [არ აჭმევს,არ ყიდულობს ტანსაცმელს,არ უხდის სწავლის ხარჯებს და ა.შ.],რატა ამიტ აიძულოს ,დათანხმდეს მასტან სექსუალურ კონტაქტზე;

 

 

6. „დამნაშავეზე სამსახრეობრივი დამოკიდებულება’’

·       ასეთ დროს, დაზარალებული დამნაშავის ხელქვეითია,მნიშვნელობა არ აქვს საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში.

·       ამდენად დამნაშავეიყენებს თავის ფაქტობრივ შესაძლებლობას და პირდაპირ ან მინიშნებით აგრძნობინებს დაზარალებულს,რომ თუ იგი არ დათანხმდება სექსუალურ კონტაქტზე,მისი სამსახურებრივი მდგომარეობა გაუარესდება[არ გადაუხდის ხელფასს,ანდა გადაუხდის ნაკლებს,ჩამოაქვეითებს,გაატავისუფლებს სამუშაოდან და ა.შ.]

·       თუ ხელმძღვანელი პირი მართლაც ჩაიდენს ზემოტ ჩამოთვლილ უკანონო მოქმედებებს,მაშინ მისი ქმედება 139-ე მუხლტან ერთად უნდა დაკვალიფიცირდეს შესაბამისი ნორმით მაგ. 169-ე ან 220-ე ან 332-ე მუხლებით

·       სამსახურებრივი დამოკიდებულების’’ გამოყენება არ არსებობს იმ შემთხვევაში,როცა პირებს შორის ჯერ არაა დამყარებული სამსახურებრივი ურთიერტობა;

მაგ ხელმზღვანელი პირი მოქალაქეს,რომელსაც სურს ამ ორგანიზაციაში მუშაობის დაწყება,აგრძნობინებს,რომ სამსახურში მხოლოდ იმ პირობით მიიღებს ,ტუ იგი დატანხმდება სექსუალურ კონტაქტზე. ასეთი შემთხვევა არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს 139-ე მუხლით.ეს ქმედება ე.წ. „დისციპლინარული გადაცდომაა’’

·        ასევე არ გვექნება 139-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა,როდესაც ხელმძრვანელი პირი ცდილობს ხელქვეითის „დაყოლიებას’’ ,ანუ „ცდუნებას’’[მაგრამ არ „აიძულებს’’] იმით ,რომ სექსუალური კონტაქტის სანაცვლოდ ჰპირდება მას სხვადასხვა შეღავათებს,მაღალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანას,პრემიების მიღებას,მივლინებებს უცხო ქვეყნებში და ა.შ.

·        ამრიგად პირის „ცდუნება’’ არაა 139-ე მუხლის დანაშაულის ხერხი

 

7.“სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება’’

 

·        „სხვაგვარ დამოკიდებულებად’’ უნდა მივიჩნიოთ :

a.      მასწავლებლის და მოსწავლის

b.      ლექტორის და სტუდენტის

c.      პროკურორის და ბრალდებულის

d.     მწვრტნელის და სორტსმენის

e.      და ა.შ. დამოკიდებულება

·        ეს ისეთი დამოკიდებულებაა,როცა პირის[დაზარალებულის] მდგომარეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში,მისი ცხოვრების წესი და მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მე-2 პირზე[დამნაშავეზე] და თანაც ამ დამოკიდებულების გაწყვეტა გარკვეულ სირთულეებტანაა დაკავშირებული;

·        დამნაშავე იყენებს სწორედ ამ მომენტს,რატა აიძულოს პირი მასტან სექსუალურ კონტაქტზე.

·        ყურადღება: როდესაც დამნაშავე ძალადობის სამომავლო მუქარიტ აიძულებს პირს,დაამყაროს მასტან სექსუალური კავშირი,ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 150-ე მუხლით და არა 139-ე  მუხლით

·        სექსუალური „იძულების’’ საზოგადოებრივი საშიშროება აშკარად ნაკლებია,ვიდრე გაუპატიურებისა,რადგანაც“იძულების’’ დროს საფრტხე არ ემუქრება პირის სიცოცხლეს და ჯანმრტელობას; გარდა ამისა,პირს აქვს დრო,დაფიქრდეს დამნაშავის წინადადებაზე,აწონ -დაწონოს ვიტარება,სხვა პირებს მიმართოს საშველად და ა.შ.

·        139-ე მუხლის დანაშაულის[„იძულება’’] ამსრულებელია 14 წელ მიღწეული პირი,როგორც ქალი,ისე კაცი.

·        „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების დროს’’ კი სახეზეა სპეციალური სუბიექტი- „ხელმძღვანელი პრი’’

დანაშაულის სუბიექტური მხარე:

·        139-ე მუხლით გატვალისწინებული დანაშაულის მოტივი და მიზანი უმეტესად სექსუალური ხასიათისაა,ტუმცა არაა გამორიცხული პირადი მოტივები[მაგ. შურისძიება და სხვა]

·        „ბრალის ფორმის ‘’ მიხედვით ამ დანაშაულის ჩადენა  ხდება „პირდაპირი განზრახვით’’

·        139-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ქმედების დამამძიმებელი გარემოებები : ა) „ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“ და ბ)“სხვა მძიმე შედეგი“

მუხლი  139.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

 +

1.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −

ისჯება  ჯარიმით  ანდა თავისუფლების აღკვეთით  ვადით  ხუთ  წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −

ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   ხუთიდან   შვიდ   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

·        139-ე მუხლის მე-2 ნაწილში  სახეზეა „გაუფრტხილებლობით’’ გამოწვეული ე.წ. „თანმდევი შედეგი’’

·        „სხვა მძიმე შედეგში’’  შეიძლება ვიგულისხმოტ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება,დაზარალებულის ტთვითმკვლელობა,დაზარალებულის ოჯახის დანგრევა,კრახი ბიზნესში,სამსახურის დაკარგვა და სხვა

მაგ.

დავითი დაემუქრა ქალს,რომ თუ იგი არ დათანხმდებოდა ინტიმურ ურთიერთობაზე,მის ქმარს გადაუგზავნიდა ვიდეო-მასალას,სადაც აღბეჭდილი იყო ინტიმური სცენები მისი წარსული ცხოვრებიდან.ქალმა ეს მუქარა ისე განიცადა,რომ მასში ნერვული აშლილობა გამოიწვია[ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებაა]

139-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულია ქმედების[პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების] დამამძიმებელი გარემოებები

 

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

) არაერთგზის;

) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-,  138-, 140- და 141- მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

) ჯგუფურად;

) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, –

ისჯება   თავისუფლების   აღკვეთით   ვადით   შვიდიდან   ცხრა   წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

განვიხილოტ რამდენიმე მათგანი:

 

·        მაგ. განვიხილოთ „სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ“ [139-ე ნაწ.3 „დ’’ ქვპ]

·        ერთმანეთისგან უნდა გვმიჯნოთ „შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობა’’ და „უმწეო მდგომარეობა’’

·        ყველანაირი „უმწეო მდგომარეობა’’ არაა „შეზღუდული შესაძლებლობა ‘’[ მაგ. სიმთვრალე ან ძილის მდგომარეობა „უმწეო მდგომარეობაა’’ ,მაგრამ არაა „შეზღუდული შესაძლებლობა’’ ]

·        „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’ საქარტველოს კანონის მიხედვით[ მუხ.2]

 

  მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა  სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

 

გამომდინარე განმარტებიდან „შეზღუდულ შესაძლებლობას ახასიათებს  რამდენიმე ნიშანი :

1.      აუცილებელია,რომ დარღვევა ატარებდეს არა დროებით ხასიატს,არამედ იგი უნდა იყოს „მყარი’’. ე.ი. ეს დარღვევა შეიძლება იყოს უვადო; ასეთი რამ კი არაა აუცილებელი ე.წ. „უმწეო მდგომარეობისთვის’’. „უმწეო მდგომარეობად’’ ითვლება ისეთი დაავადება ან დაზიანება,რომელიც დროებით ართმევს პირს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ შესაძლებლობებს;[მაგ.  არსებობს ვირუსული ინფექციით გამოწვეული  დროებითი უმწეობა]

2.      „მყარი დარღვევა’’ შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

ა)ფიზიკური[მაგ. კუნთების თანდაყოლილი და მოურჩენელი ატროფია,რაც ზღუდავს მის ქმედუნარიანობას.

ბ) ფსიქიკური [მაგ.თანდაყოლილი ნერვული აშლილობა,რაც ზღუდავს მის ქმედუნარიანობას]

გ) ინტელექტუალური [მაგ.გონებრივი ჩამორჩენილობა,რაც ზღუდავს მის ქმედუნარიანობას]

დ)სენსორული[მაგალითად,სახის კუნთების[ანუ მიმიკური კუნთების] ,კიდურების ან მეტყველების სენსორის დარღვევა,რაც ასევე ზღუდავს პირის ქმედუნარიანობას]

 

სწორედ ამიტომ, განსხვავებით „დაზარალებულის უმწეობის გამოყენებისგან’’[რაც გვაძლევს 137-ე მუხლის 1 ნაწილის შემადგენლობას] ,კანონმდებელმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილი გაუპატიურება’’ დამამძიმებელ გარემოებებში გაითვალისწინა(!)

·        ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შემდეგი.139-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ’’ ქვეპუნქტიტ გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებას ადგილი აქვს მაშინაც ,როდესაც სექსუალური კონტაქტის იძულებისთვის გამოყენებულია პირის შეზღუდული შესაძლებლობა და მაშინაც,როცა დამნაშავე ნორმაში მითითებულ იძულების ხერხებს[მაგ. ‘“ქონების დაზიანების მუქარას“ ან „სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარას’’ და სხვა ] იყენებს წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის პირის მიმართ.

     მაგ.სანდრომ შესთავაზა მის მეზობლად მცხოვრებ შშმ[მაგ უსინატლო] გოგონას,რომ გაუწევდა ყოველგვარ მხარდაჭერას,ტუკი იგი დათანხმდებოდა მას სექსუალურ კავშირზე. ამ მაგალითში დამნაშავე იყენებს დაზარალებულის შეზღუდულ შესაძლებლობას მასთან სექსუალური ხასიათის კონტაქტის იძულებისათვის;

მაგ.

გივი დაემუქრა შშმ გოგონას,რომ თუ არ დათანხმდება მასთან სექსუალურ კონტაქტზე,მის მშობლებს მისწერს ,რომ იგი გარყვნილ ცხოვრებას ეწევა[ „სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარა]

·        ამ მაგალითში დამნაშავე ნორმაში მითითებულ იძულების ხერხს[მუქარას] იყენებს წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის პირის მიმართ,რათა იგი აიძულოს  დაამყაროს მასტან სექსუალური ხასიათის კონტაქტი;

·        ახლა განვიხილოთ „სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ’’ [139-ე ნაწ.3 „ე’’ ქვპ]

·        ქმედების ამ დამამძიმებელ გარემოებად კვალიფიკაციისტვის არ აქვს მნიშვნელობა დაზარალებული სრულწლოვანია თუ არასრულწლოვანი,რადგან მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაენიშნოს როგორც არასრულწლოვანს,ისესრულწლოვანსაც[მუხ. 1275-ე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი]

·        ასევე არ აქვს მნიშვნელობა იმყოფება თუ არა დაზარალებული პირი უმწეო მდგომარეობაში[რადგან ის დაავადება ,რის გამოც სრულწლოვან პირს ენიშნება მეურვე ან მზრუნველი ,შეიძლება არ იწვევდეს პირის უმწეობას] მთავარია დაზარალებული პირი იმყოფებოდეს დამნაშავის მზრუნველობის ან მეთვალყურეობის ქვეშ.

·        მაგ.

დემეტრემ რომელიც დანიშნული იყო სრულწლოვნის მზრუნველად,მოსთხოვა მას სექსუალური კონტაქტის დამყარება,წინააღმდეგ შემტხვევაში დაემუქრა,რომ არაკეთილსინდისიერად განკარგავდა მის ქონებას და ამ გზით დააზარალებდა მას;

ამ მაგალითში სახეზეა სექსუალური კონტაქტის იძულება,ჩადენილი ქონებრივი დაზიანების მუქარით მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიმართ.

 

ხხხ

·        139-ე მუხლის მე-4 ნაწილით  კი გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა,თუ იგივე ქმედებამ ქმედების[პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებამ]გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა[„ა’’ ქვპ] ან თუ  სექსუალური იძულება  ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ [„ბ’’ ქვპ]

მუხლი  139.  პირის  სხეულში  სექსუალური  ხასიათის  შეღწევის  ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

4. იგივე ქმედება:

) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;

) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –

ისჯება  თავისუფლების  აღკვეთით  ვადით  ცხრიდან  თხუთმეტ  წლამდე, იარაღთან  დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები