კაზუსი- კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელი

 



კავკასიური ნაგაზის ლეკვები (. ზარნაძე)

დავითმა 2010 წელს მეზობელ გიორგის მოპარა კავკასიური ნაგაზის სამი ლეკვი და მეზობელ სოფელში მცხოვრებ თამარს მიჰყიდა. ლეკვების მშობლებს ჩემპიონის ტიტული ჰქონდათ  მოპოვებული ძაღლების სხვადასხვა გამოფენასა თუ შეჯიბრზე. მეორე წელს მოპარულ კავკასიურ ნაგაზებს შეეძინათ ლეკვები, რომელთაგან ორი გადაურჩა ვირუსისაგან სიკვდილს. ერთი ლეკვი თამარმა გაყიდა რამდენიმე თვეში (იმავე 2011 წელს) 300 ლარად, ხოლო მეორე დაიტოვა. დავითი, აღნიშნული მართლსაწინაარღმდეგო ქმდებისათვის, სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განაჩენით დამნაშავედ ცნეს. ამავე განაჩენით დადგინდა, რომ თამარმა არ იცოდა იმის შესახებ, რომ მან მოპარული ძაღლები შეიძინა. გიორგიმ მოსთხოვა თამარს მოპარული სამივე ნაგაზის დაბრუნება. გიორგიმ მოითხოვა ასევე ლეკვის გადაცემაც და გაყიდული ნაგაზის ღირებულების ანაზღაურებაც თამარისაგან, რაზედაც თამარისაგან უარი მიიღო. თამარმა ნაგაზების გადაცემასა და გაყიდული ლეკვის ღირებულების ანაზღაურებაზე უარი თქვა მასზედ მითითებით, რომ იგი ისედაც დაზარალებული იყო (გადახდილი ჰქონდა თანხა გიორგისათვის, როგორც ნასყიდობის ფასი), ამასთან მან არ იცოდა, რომ ყიდულობდა მოპარულ ლეკვებს.

 კითხვა:

აქვს თუ არა გიორგის თამარისაგან კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლების გადაცემისა და გაყიდული ლეკვის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

 

ვინ?-  დავითი

 ვისგან ? თამარი -კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელი– ისეთი მფლობელირომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მას კეთილსინდისიერად ჰგონიარომ მას ასეთი საფუძველი აქვს.

რას ითხოვს ?- კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლების გადაცემსა და გაყიდული ლეკვის ღირებულების ანაზღაურებ

რა საფუძვლით?   -      მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა

 

შესაძლოა  გიორგის ჰქონდეს თამარისგან კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლების გადაცემისა და გაყიდული ლეკვის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება  163-ე მუხლის საფუძველზე;

 

    მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა

 +

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

 

 არის  თუ არა თამარი „კეთილსინდისიერი მფლობელი ‘’?

ჰქონდა თუ არა თავიდანვე ნივთის ფლობის უფლება  და თუ ჰქონდა შემდეგ ხომ არ დაკარგა ეს უფლება ?

 

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე

კეთილსინდისიერი მართლზომიერი ფლობა -კეთილსინდისიერი მართლზომიერი ფლობა  არის  -სამართლებრივი საფუძვლით ფლობა

158(1)-ის თანახმად    ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.’’ .

 თამარმა ივარაუდა ,რომ  დავითი იყო  მესაკუთრე

ნაგაზის სამი ლეკვი თამართან ნაყიდობის ხელშეკრულების [მუხ.477 ] საფუძველზე აღმოჩნდა,რომელიც მან დავითთან [ვითომმესაკუტრესთან]  დადო;

თამარმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა,რომ  ნაგაზები მოპარული იყო .

თამარი  არის კეთილსინდისიერი  შემძენი მუხ.187

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

 +

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაცროცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრემაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

 

მაგრამ რადგან მან  არამესკუთრისგან [ქურდისგან]შეიძინა „უფლებრივად ნაკლიანი’’ [მუხ.489]  ნივთი[მოპარული ნაგაზები] ,თამარი არის კეთილსინდისიერი არამართლზომიერი მფლობელი ,რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია მოპარული  ნაგაზების ფლობის უფლება მუხ. 187(2)

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე გასხვისებული ნივთების მიმართ.

მას ჰქონდა ნაგაზების და მათი ლეკვების ფლობის უფლება სანამ გიორგი[უფლებამოსილი პირი] გამოიყენებდა თავის უფლებას და მოთხოვდა ტავისი საკუთრების დაბრუნებას.

გიორგის მიერ მთხოვნის ხანდაზმულობის ვადა [3 წელი ] დაცულია.

 

დასკვნა:

გიორგის აქვს  თამარისგან კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლების გადაცემისა და გაყიდული ლეკვის [ნაყოფის]ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება  163-ე მუხლის საფუძველზე;

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები