ადამიანის ბუნება [კანონები] -რობერტ გრინი
„არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ წამატებას მიაღწიეთ თქვენს
საქმეში,თუ თქვენ არ გაქვთ ელემენტარული ადამიანური მიხვედრილობა,მთელი ეს მიღწევები
არაფრად არ ღირს’’
რობერტ
გრინი
რობერტ გრინის მიხედვით არსებობს 18 ადამიანის ბუნების
კანონი :
1.
შური
ქვეცნობიერის
დონეზე ჩვენ ყოველთვის ვადარებთ საკუთარ თავს სხვებს.
ზოგიერთებისთვის
შედარება მოტივაციის ფაქტორია,ზოგიერთებისთვის
კი შურის და აღშფოთების წყარო.
ვიღაცას ჩუმად
შეშურდება,ვიღაც კი შეთქმულებების მოწყობას დაიწყებს და შეეცდება თქვენს რეპუტაციას
ძირი გამოუთხაროს.
შურის ამოცნობა
ძნელი არ არის .გაუზიარეთ თანამოსაუბრეს კარგი
ახალი ამბავი თქვენზე და დააკვირდით მის რეაქციას,განსაკუთრებით მის მზერას.საპასუხოდ
თუნდაც შექება და მოწონება მოისმინოთ,თვალები შეიძლება გამოხატავდეს მტრულ დამოკიდებულებას.
ეს მუშაობს პირიქითაც,
გაუზიარეთ თანამოსაუბრეს ცუდი ახალი ამბავი თქვენზე და დააკვირდით მის რეაქციას,შესაძლოა ეს იყოს ოდნავ
შესამჩნევი ბოროტი სიხარულის გამოვლინება.
გახოვდეთ,თქვენზე
ხმების გავრცელებაც,შურის ნიშანია.
თავი რაც შეიძლება
შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან,მათგან რაიმე კარგს ნუ მოელით.
მაგრამ თუ არჩევანი
არ გაქვთ და იძულებული ხართ კონტაქტში შეხვიდეთ ასეთ ადამიანთან ,შეეცადეთ მისი ყურადღება
თქვენი პერსონიდან სხვა რამეზე გადაიტანოთ,ნუ იამაყებთ მასთან თქვენი მიღწევებით,რაც
შეიძლება ნაკლები ისაუბრეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე,შეეცადეთ გარს შემოიხვიოთ ისინი,ვინც
გაიზიარებს თქვენი მიღწევების სიხარულს და შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში მეტ პოზიტივს.
როცა სხვა დროს,შურის
ჩხვლეტას იგრძნობთ ვინმეს მიმართ,შეახსენეთ საკუთარ თავს,რომ თქვენ ხედავთ მედლის მხოლოდ
ერთ მხარეს,ამ ადამიანის ცხოვრებაც ისევე რთულია ,როგორც თქვენი,აღმასვლებით და დაცემებით
გაჯერებული
შეეცადეთ გაიზიაროთ
მისი სიხარული,გადააქციეთ შური შთაგონების და აღტაცების წყაროდ.
2.
მსახიობობა
ზოგჯერ თითოეულ
ჩვენთაგანს ჭირდება უკეთესი გამოჩნდეს ვიდრე ვართ სინამდვილეში,იქნება ეს საქმიანი
შეხვედრა,გასაუბრება,თუ ოჯახური წვეულება.
ჩვენ არ გვსურს
ნამდვილი სახის ჩვენება,ამიტომ იძულლებული ვართ ყოველდღე ახალი ნიღაბი მოვირგოთ.
ნიღაბი სამსახურისთვის,ნიღაბი
ოჯახისთვის,ნიღაბი მეგობრებისთვის.ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ,რომ არ გვინდა გაგვიფუჭდეს
ურთიერთობა გარშემო მყოფ ხალხთან.ჩვენ გვგონია,რომ თუ ისინი დაინახავენ ჩვენ ნამდვილ
სახეს ,შეწყვეტენ ჩვენთან ურთიერთობას. მართლაც,თუ გარშემომყოფებს იმას ვეტყვით,რასაც
სინამდვილეში მათზე ვფიქრობთ , მაშინ
სავარაუდოდ ,ჩვენი ნაცნობთა წრე საგრძნობლად
შემცირდება.თუ ახლობლების წრეში ,ზოგჯერ კიდევაც შესაძლებელია საკუთარ თავად დარჩენა,
სოციალური სიტუაციების უმრავლესობაში ნიღბის გარეშე არაფერი გამოვა,განსაკუთრებით სამსახურში.ამას
გვერდს ვერ ავუვლით,თუმცა,ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მსახიობობის კანონი ჩვენს სასარგებლოდ.
პირველ რიგში მიიღეთ
ის ფაქტი,რომ ნიღბები აუცილებელია თქვენი სოციუმში ფუნქციონირებისათვის.
ამაში ცუდი არაფერია,უბრალოდ
თქვენ ისე იქცევით ,როგორც ამას თქვენგან მოელიან
გარშემო მყოფები.
მეორე : ნიღბებში
ყოველთვის არი პატარა ბზარები,რომელთა საშუალებით პიროვნების ბუნება გარეთ ჟონავს,ამისათვის
საჭიროა ადამიანს ყურადღებით დააკვირდეთ. მაგ. ბავშვები შესანიშნავი დამკვირვებლები
არიან.აი ,რატომაა ,რომ მატყუარებს ბავშვები ეჯავრებათ.შეეცადეთ შეხედოთ ადამიანს ბავშვური
მიუკერძოებლობით(ობიექტურობით).დააკვირდით ადამიანის მიმიკას,არის დაძაბულობა სახეზე ? გულწრფელია მისი ღიმილი თუ
ყალბი ? რას ამბობენ მისი თვალები ? ყურადღება გაამახვილეთ ასევე მის ხმაზე.როგორ ჟღერს თანამოსაუბრის მეტყველება
? მეტყველება აუჩქარებელია და ნათელი თუ ქაოტური და ბუნდოვანი(გაუგებარი) ?
ყურადღება: ოღონდ
არაფერი შეგეტყოთ თუ ადამიანი იგრძნობს ,რომ
აკვირდებით და ცდილობთ მისი ნიღბის მიღმა შეღწევას ,მაშინ თქვენ წინააღმდეგობას შეხვდებით.
(მოკლედ იმოქმედე
ისე,როგორც ჭკვიანი გამომძიებელი მოქმედებს ეჭვმიტანილთან- წაიკითხე კარგი დეტექტივები
ისწავლე ნიღბებს მიღმა ადამიანის ნამდვილი სახის დანახვა.)
3.
კომპულსიური
ქცევა
კომპულსია - განმეორებადი აკვიატებული ქცევები, რიტუალები
ან გონებრივი აქტები. მოქმედებები, რომლებიც იძულებულია პაციენტმა შეასრულოს. ამ მოქმედებების
შეუსრულებლობა ზრდის შფოთვას .
·
ზოგიერთი ადამინი მაგნიტივით იზიდავს ტოქსიკურ პარტნიორებს
·
მორიგი მტკივნეული განშორების შემდეგ მათი გული „ნამსხვრევებად
არის ქცეული“.
·
იფიცებენ,რომ ასეთი რამ არ განმეორდება და რამდენიმე
თვეში კონტაქტს ამყარებენ მორიგ მოძალადესთან.
·
ადამიანის ქცევის მოდელი პიროვნების ხასიათის სიღრმიდან აღმოცენდება ხოლმე.
·
ხასიათი ჩვენთან მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება.
·
ადამიანის ხასიათის გამოვლინების არ შემჩნევა თითქმის
შეუძლებელია,განსაკუთრებით თუ ადამიანთან დიდ დროს ატარებ.
·
ადამიანის მიერ ჩადენილი საქციელი კარგიც და ცუდიც,სავარაუდოდ, ისევ განმეორდება.
მე-2-დ,მე-3-დ,
მე-100-დ.
·
ადამიანის ქცევა
შეიძლება იყოს გაუცნობიერებელი,მისი შედეგები გამოჩნდება მაშინ,როცა უკვე ძალიან გვიან იქნება.
·
რას უნდა მივაქციოთ აყურადღება ადამიანის ხასიათში
?
·
ჯერ დააკვირდით მისი ქცევის ჩამოყალიბებულ მოდელებს
როგორ ართმევს თავს პრობლემებს და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს
ა)როგორ იქცევა
სტრესულ სიტუაციაში
ბ)როგორ იქცევა
მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტისას
გ) როგორ იქცევა
ძალაუფლების მიღების შემთხვევაში
სტრესის ზემოქმედების ქვეშ ადამიანები,უფრო მოწყვლადები ხდებიან,ამ
დროს ისინი თავის
ნამდვილ სახეს აჩვენებენ.
დაიმახსოვრე:
ადამიანთა ურთიერთობაში მთავარ როლს ასრულებს მათი ხასიათები.
პარტნიორის არჩევისას გადამწყვეტი იქნება ხასიათის ფაქტორი და არა მომხიბვლელობა
და
მიმზიდველობა.
თქვენ შეიძლება თავდავიწყებით შეგიყვარდეთ ადამიანი
ღიმილის გამო და რამოდენიმე
წელიწადში მიხვდეთ,რომ ამ ღიმილის უკან მახინჯი სული იმალება.
პარტნიორად ეძებეთ ადამიანი ხასიათის ღირსეული
თვისებებით.
მოერიდეთ
და გვერდი აუარეთ ტოქსიკურ ადამიანებს .
აი,ვის უნდა მოერიდოთ პირველ რიგში ,ვისგან
უნდა განთავისუფლდეთ:
ტოქსიკური
ადამიანების ტიპები :
1.
ჰიპერპერფექციონისტები-
არ მისცეთ მათ მოჩვენებით მიზანდასახულობას
თქვენი მოტყუების საშუალება.მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული წვრილმანის
კონტროლი,ვიდრე კარგი საბოლოო შედეგისკენ სწრაფვა.
2.
მარადი მეამბოხეები
- ისინი მუდმივად რაღაცით არიან უკმაყოფილო,მათ არ მოსწონთ ხელმძღვანელობა, ფირმის
პოლიტიკა,კოლექტივი... ამათთან იყავით ფრთხილად, ადრე თუ გვიან მათი უკმაყოფილება თქვენსკენაც
იქნება მომართული
3.
ბუტიები-
ისინი ყველაფერს საკუთარი თავისკენ მიმართულად აღიქვამენ,მაშინაც ნაწყენები გრჩებიან,როდესაც
არც კი გიფიქრიათ მათი წყენინება,საბოლოოდ ასეთ ტიპთან ურთიერთობა დაიყვანება იმაზე,რომ
თქვენ გვერდს უვლით საუბრის თემების უმრავლესობას და მუდმივად განიცდით დანაშაულის
გრძნობას ნათქვამისთვის.
4.
მეზღაპრეები-თავიდან
ამ ტიპის ადამიანები დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ,გეჩვენებათ,რომ მათ ბევრს მიაღწიეს,მაგრამ
როცა ახლოს გაიცნობთ ირკვევა,რომ ყველა მიღწევა არსებობდა მხოლოდ მათ წარმოსახვაში.(„თეიმურაზი’’)
5.
კაპრიზებიანი
პრინცესები(ან პრინცები)-ისინი მიჩვეულები არიან ყველაფის ერთბაშად მიღებას.ეცდებიან
გამოიწვიონ თქვენში დანაშაულის გრძნობა თუ თქვენ მათ სურვილებს წითელ კოჭებს არ უგორებთ.
6.
„მაშველები’’
- ისინი ყოველთვის თქვენს გვერდზე არიან და მზად არიან მოაგვარონ თქვენი ნებისმიერი
პრობლემა ოღონდ... იქამდე სანამ თქვენ დამოუკიდებლობის მოპოვებას არ გადაწყვეტთ.სინამდვილეში
მათი „დახმარების’’ უკან დგას მათი სურვილი გაგაკონტროლოს და მორჩილებაში გიყოლიოს.(„ჯაყო’’)
4.
ფლობის სურვილი
·
ნივთების ფლობის სურვილი ადამიანს მთელი სიცოცხლე თან ახლავს
·
მას შემდეგ რაც მიზანი მიღწეულია ჩვენ ვკარგავთ ინტერესს
და ვიწყებთ ახალი ობიექტების ძებნას( დონ ჟუანი)
·
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია რომ „ის რაღაც“ იყოს ახალი და არაპროგნოზირებადი
·
ადამიანის ხასიათის ეს მომხმარებლური თვისებაც შეიძლება
ჩვენს ძალად ვაქციოთ:
1.
გააცნობიერთ რა გინდათ უშუალოდ თქვენ
(თუ ვიღაცეები
რაღაცას ესწრაფვიან ეს იმას არ ნიშნავს ,რომ თქვენც იგივე გჭირდებათ.ნუ მისცემთ საშუალებას
მოდას,რეკლამა,მარკეტინგს ჩაგაგონოთ ცრუ სურვილები.
2.
ისწავლეთ იმით სიამოვნების მიღება,რაც უკვე გაქვთ.
მხოლოდ არასჭირო
ნივთების ფლობის სურვილის მოცილების შემდეგ შეძლებთ ცხოვრება გაიუმჯობესოთ( განდეგილი).იყავით
მადლიერი იმის გამო რაც უკვე გაქვთ.
3.
იყავით იდუმალი და არაპროგნოზირებადი.
ადამიანების საზოგადოება
ინტერსს მალე კარგავს თუნდაც ყველაზე ორიგინალური და პატიოსანი ადამიანის მიმართ.(მაგ.ილია)
იყავით არაპროგნოზირებადი
და გააოცეთ ხოლმე სხვები.შეეცადეთ ხელი შეუწყოთ ინტერესის გაღვივებას თქვენი საქმის(ბიზნესის)
მიმართ.შეიქმენით გარკვეული იმიჯი და დაუმატეთ რაღაც საიდუმლო.(უცნობი) და ადამიანები აუცილებლად დაინტერესდებიან იმით თუ
რას საქმიანობთ,რადგან ადამიანს უცნობი იზიდავს ,ის ცნობისმოყვარე არსებაა.
შეიქმენით მოთხოვნადი
სპეციალისტის(მაგ. ადვოკატის ან ექიმის) იმიჯი. და ყველას მოუნდება თქვენთან თანამშრომლობა.(კლიენტები
არ მოგაკლდება)!!!!
5.
ჩახშობა
·
მოგსვლიათ აზრები ,რომლებისგანაც თმები ყალყზე დაგდგომიათ ?
·
არა ? მაშინ თქვენ მათი ჩახშობა მოგიხერხებიათ.
·
თქვენ ახშობთ თქვენს „ჩრდილს’’
·
„ჩრდილი“ პიროვნების ის მხარეა ,რომელსაც ჩვენ საკუთარ
თავსაც ვუმალავთ(განდეგილი)
·
ჩვენ არ გვსურს ვაღიაროთ ,თუ რა შეუძლია ჩვენს ბნელ
მხარეს.
·
აქ ,ამ სიბნელეში(„ჩრდილში’’) თავს აფარებენ ყველაზე
ინტიმური,ყველაზე ეგოისტური და აგრესიული მიდრეკილებები
·
ზოგჯერ პიროვნების ეს ნაწილები გარეთ გამოღწევას ახერხებენ(
მაგ. ომის დროს ან ისეთ ხელსაყრელ გარემოში
,როცა სასჯელის შიში არ არსებობს. მაგ. „მოხერხებული
არაბი’’)
·
ყურადღება:
პიროვნების ბნელი მხარიდან რაღაცეები მჟღავნდება როცა: ადამიანი დაძაბულია,გაღიზიანებულია
და სუსტად გრძნობს თავს,ან აღელვებულია(ანუ სტრესის მდგომარეობაშია)
·
ასეთ ვითარებაში ადამიანებს შეუძლიათ ჩაიდინონ რაღაც დაუფიქრებელი
,იმპულსური საქციელი(აფექტი),მერე კი გაუკვირდეთ საერთოდ როგორ შეეძლოთ ამ საქციელის
ჩადენა.
·
საკუთარი „ჩრდილის“ დამალვა შეუძლებელია.
·
რაც უფრო ვცდილობთ მის ჩახშობას მით უფრო ძლიერი ხდება
იგი.
·
ადამიანებს ყოველთვის აინტერესებდათ პიროვნების ბნელი
მხარე.
·
ამიტომაა სერიული
მკვლელების და მოძალადეების ისტორიები ასეთი
პოპულარული.(კრიმინალური ახალი ამბები,ჰორორ ფილმები,კრიმინალური ფილმები და ა.შ.)
·
თუ ადამიანი საკუთარ თავს წარმოგვიდგენს,როგორც წმინდანს
,უნაკლოს,იდეალურს ,ასეთი ადამიანის ნდობა ნამდვილად არ შეიძლება.(ნახე ფილმები როგორ ინიღბებიან მანიაკები).
·
‘’წმინდა’’ ადამიანი უბრალოდ თავის ნაწილს უარყოფს.
·
უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს ის ადამიანი,ვინც
თვალი გაუსწორა თავის „ჩრდილს’’ და მოათვინიერა იგი.(ანუ არ აძლევს ბნელ ინსტიქტებს
რეალიზაციის საშუალებას).
·
მაგრამ როგორ
ავლაგმოთ ჩვენი ბნელი „ალტერ ეგო’’ ?
·
დასაწყისისთვის საჭიროა მისი გაცნობა.
·
ამისათვის დააკვირდით თქვენს იმ ნაწილს რასაც თქვენ
გარშემომყოფებს უჩვენებთ.(ხილულ ნაწილს)
·
ცდილობთ იყოთ მხნე და მხიარული თუ პირიქით მშვიდი და გონიერი ?
·
მაშინ თქვენს ჩრდილს შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო
თვისებები.
·
შეისწავლეთ ტრიგერები. რას შეუძლია თქვენი ნორმალური მდგომარეობიდან
ადვილად გამოყვანა ან გაიძულოთ იტიროთ (თუ ქალი ხართ).
·
შემდეგ ჩრდილს უნდა შეეგუოთ (აღიაროთ მისი არსებობა
და მიიღოთ),არაა საჭირო მისი იგნორირება ან მის გამო უხერხულობაში ჩავარდნა.
·
საკუთარი ნაკლის ცნობა თქვენ უფრო მიმზიდველად გაქცევთ
გარშემომყოფთა თვალში.
·
გამოიკვლიეთ თქვენი „ჩრდილი“,გაანალიზეთ თქვენი ფარული
აზრები და ემოციები,რომლებიც გეუფლებათ. მიმართეთ ეს უარყოფითი ენერგია საქმისკენ(გვეგვე) ან ჰობისკენ,ან სპორტისკენ.ამას
ეწოდება სუბლიმაცია.
·
ნუ დამალავთ თქვენს ჩრდილს,მიეცით საკუთარ თავს იყოთ
ის ვინც ხართ.
·
შეიძლება შედეგად სხვების თვალში გამოჩნდეთ უფრო
მიმწოლი ,ან უფრო გულგრილი ,ან უცნაური,ან
ეგოისტური,მაგრამ გაიხსენეთ,მრავალი
წარმატებული ადამიანი სწორედ რომ თავისებურია.
·
ადამიანს მეტი შანსი აქვს წარმატებას მიაღწიოს თუ ის
არ ცდილობს საკუთარი თავის იმად წარმოჩენას,რაც სინამდვილეში არ არის.
6.
ნარცისიზმი
·
თუ ყურადღება და ქება წყდება თუნდაც წუთით ადამიანი
-ნარცისი თავს მიტოვებულად გრძნობს
·
ისინი მზად არიან ყველაფერი იღონონ რათა შეიტყუონ მსხვერპლი
თავის ბადეში ,ამას ისინი ძალზე ოსტატურად აკეთებენ. მსხვერპლი ვერც კი ხვდება ,რომ
მანიპულაციის მსხვერპლია და დამთრგუნველი დანაშაულის გრძნობა უჩნდება.
·
თითოეული ჩვენგანი ცოტათი ნარცისია,ძირითადად ჩვენ ფოკუსირებას
ვახდენთ საკუტარ მიზნებზე და ემოციებზე და გვსურს ,რომ შეგვაფასონ ღირსებების მიხედვით,მაგრამ
სინამდვილეში ჩვენთვის აუცილებელი არაა გარეშე მხარდაჭერა ,ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს
და პატივს ვცემდეთ საკუთარ თავს და არ ვიყოთ დამოკიდებული გარშემომყოფთა აზრზე
·
ნარცისიზმის საპირისპიროა - ემპატის(თანაგრძნობა)
·
ემპატია არის უნარი უგულშემატკივრო და თანაუგრძნო სხვა
ადამიანს.
·
მის ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა.
·
რაც უფრო განვითარებული აქვს ადამიანს ეს თვისება მით
უფრო ფსიქიკურად ჯანმრთელია.
·
ემპატებს ადვილად გადააქვთ ავადმყოფობები
·
გულთან ახლოს არ მიაქვთ ყველაფერი და საკუთარ თავს იუმორით
უდგებიან.
·
მათ შეუძლიათ ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება გარშემომყოფებთან.
7 .ირაციონალობა
·
უსიამოვნო სიტუაციის გამო ადამიანს შეუძლია განწოყობა
გაუფუჭოს საკუთარ თავსაც და ყველა გარშემომყოფსაც.
·
ზოგჯერ ჩვენ ვემორჩილებით ჩვენს ემოციებს და ვღებულობთ
არა საუკეთესო გადაწყვეტილებებს
·
მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ჩვენს მიერ განცდილი ემოციები „ცუდია’’.
·
თავისთავად ემოციები ნეგატივს არ შეიცავენ,ჩვენ ვაქცევთ მათ ნეგატიურად.
·
ადამიანის ბუნებას ამოძრავებს ორი მარტივი პრინციპი:
ა)
სირთულეების თავიდან აცილება
ბ)
სიამოვნების ძებნა
·
თუ კარგი მიზნისკენ მოძრაობისას ჩვენ გვიწევს დისკომფორტის
ატანა,არსებობს იმის რისკი რომ ადამიანი საერთოდ უარს იტყვის ამ მიზნზე და დაიწყებს ნებისმიერი გამართლების მოგონებას, უბრალოდ
ტკივილის და ტანჯვის თავიდან ასაცილებლად.
·
აი ასეთ ირაციონალობასთან გვავს საქმე,რსაც შეიძლება
მოჰყვეს დამანგრეველი შედეგები.
·
როგორ გავხდეთ რაციონალურები ?
ა) აღიარეთ თქვენი
ირაციონალური მხარე. ადამიანი არ შეიძლება
ყველაფერში და ყოველთვის მართალი იყოს.
ბ) თვალყური ადევნეთ
თქვენს რეაქციებს.რაც მეტ სიტუაციას გაანალიზებთ
სადაც თქვენ ირაციონალურად(არაგონივრულად)[არაადეკვატურად] მოახდინეთ რეაგირება ,მით
უფრო უკეთესად შეიცნობთ საკუთარ თავს.და შემდეგი შემთხვევის დროს თქვენს რაციონალურ
მხარეს უფრო მეტი შანსი ექნება თავი გამოავლინოს.
გ) არასოდეს მოახდინოთ რეაგირება მყისიერად . საუკეთესო გადაწყვეტილება
თავში ოდნავ გვიან მოდის ხოლმე.არასოდეს უპასუხოთ ცხელ გულზე. აიღეთ
პაუზა.ეს დაგეხმარებატ იპოვოთ რაციონალური(გონივრული) პასუხი.გახსოვდეს
ვინც კარგავს თვითკონტროლს ამჟღავნებს საკუთარ ნამდვილ სახეს.
დ) შეურიგდი ტკივილს.
მიიღეთ იგი. აიმაღლეთ თქვენი ამტანობა დისკომფორტული
ემოციების მიმართ.შეცდომები და წყენები ყველას მოსდის. მათი მიუღებლობა გწამლავთ მორალურად
და ფიზიკურად.ესენი არ არიან უარყოფითი ემოციები,ამიტომ მიიღეთ ისინი და მიეცით არსებობის
საშუალება.
8.არაშორსმჭვრეტელობა
·
ეს არის ის რაც გიშლით ხელს დიეტის დაცვაში,კარგი ჩვევების
გამომუშავებაში,ცუდი ჩვევებისგან განთავისუფლებაში.
·
არაშორსმჭვრეტელობა საშუალებას გვაძლევს დავივიწყოთ
მოსალოდნელი შედეგები.
·
გვინდა სიმოვნების მიღება“ აქ და ახლა“ და მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ხვალ.
ხ
·
არადა ,ზოგჯერ ქმედება იწვევს არასასურველ შედეგებს
1.შეეცადეთ განჭვრიტოთ
ყველა შესაძლო შედეგი თქვენი გადაწვეტილების
გაიაზრეთ უკან დახევის გზები და რა ქმედებები შეიძლება განახორციელოთ
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართება.(მაგ. ომი-გენერალი ,მატჩი-მწვრთნელი)
2.ზოგჯერ კონფლიქტი
მთელ ჩვენს ენერგიას შთანთქავს,მაგრამ მაშინაც კი როცა მორალურად დაცარიელებულები ვართ
მაინც არ შიძლება სიტუაციის მიტოვება.ასეთ დროს შეეცადეთ შეხედოთ თქვენს სიტუაციას
გვერდიდან:
„რა მიზნის მიღწევას
ვცდილობ ამ კამათში ?’’
„ ეს ნამდვილად
ასე მნიშვნელოვანია ?’’
„იქნებ ჩემთვის
ჩემი დრო და ნერვები უფრო ძვირფასია ?’’
3.რაც არუნდა ძლიერად გვინდოდეს სწრაფი შედეგის მიღება,ზოგჯერ
უკეთესი რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეს არის - მოთმინებით დაველოდოთ.
4. ისწავლეთ ინფორმაციული ნაკადის გაფილტვრა და მხოლოდ იმ ინფორმაციის მიღება ,რაც შეესაბამება თქვენს პრიორიტეტებს.
9.ყრუ
თავდაცვის კანონი
ამ კანონის სადემონსტრაციოდ გრინი ყვება ისტორიას მოზარდზე
,რომელიც დაიჭირეს სკოლის ტერიტორიაზე ნარკოტიკების
გასაღებისთვის;
ის მაშინვე ჩამოაშორეს მეცადინეობებს,მაგრამ დავალებების
მომზადება მაინც ევალებოდა;
მოზარდს სახლში მეცადინეობები არ სურდა;
დედამის გაუჩნდა იდეა და უთხრა: „დირექტორმა ჩამოგაშორა
მეცადინეობებს იმიტომ რომ მას უნდა შენ გახდე ლუზერი;დირექტორი დარწმუნებულია,რომ
მოსწავლეებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სწავლა სახლის პირობებში და შენ თუ მას საწინააღმდეგოს
დაუმტკიცებ ის უბრალოდ სიბრაზისგან გასკდება’’
ამან იმუშავა,იმისათვის რომ დირექტორზე შური ეძია .მოზარდის
ენერგია შადრევანივით ჩქეფდა და ის ჩაუჯდა სახელმძღვანელოებს;
ნებისმიერ ჩვენთაგანს სურს ჰქონდეს 3 თვისება :
1.
ავტონომია
[ანუ დამოუკიდებლობა][ჩვენ გვინდა გვჯეროდეს ,რომ გადაწყვეტილებებს
დამოუკიდებლად ვიღებთ ,რათა შემდეგ
არ ავჯანყდეთ როდესაც ვიგრძნობთ გარედან ზეწოლას ან მცდელობას გადაგვათქმევინონ ჩვენი
გადაწყვეტილება]
2.
ინტელექტი[შეიძლება
ახალი ეინშტეინი არ ვიყოთ,მაგრამ ჩვენი გონებრივი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენების
უფლებას არავის ვაძლევთ]
3.
სიმართლე
[ჩვენ წმინდად გვჯერა რომ ჩვენი ქცევები მორალურია ]
„ დარწმუნების
ოსტატის’’ პირველი
წესი მდგომარეობს იმაში,რომ მან თანამოსაუბრის ეს 3 ფუნდამენტალური რწმენა[ავტონომიურობის,ინტელექტის,სიმართლის]
არასოდეს დააყენოს ეჭვქვეშ;[ამ 3 რამეს არ უნდა შეეხო ვინმეს დარწმუნებისას]
თუ ვინმეს რაიმეში დარწმუნებას აპირებ, აღიარე თანამოსაუბრის
„ეგო’’ და შეეცადე ისე მოეპყრა მას ,როგორც მას სურს რომ ექცეოდე;გამოავლინე მგრძნობელობა და გამოამჟღავნე მისი განზრახვები
ვიდრე შეუდგები მის რაიმეში დარწმუნებას;
ისე აგრძნობინე თავი ,თითქოს ის გარწმუნებს შენ.ეს მისცემს
მას გარკვეული უპირატესობის გძნობას.ეს კი ზუსტად ის არის რაც გჭირდება.ასეთ მდგომარეობაში
ადამიანი უფრო დამყოლია და ღიაა ახალი იდეების მისაღებად.
„დარწმუნების ოსტატის’’ მე-2 წესი - იყავი „კარგი მსმენელი’’
ილაპარაკე ცოტა. ისმინე
ბევრი.აკომენტირე მისი ნათქვამი.ეს უბიძგებს თანამოსაუბრეს
განავრცოს თხრობა;მაგრამ არ გადააჭარბო შეკითხვების დასმისას,თორემ ეს ინტერვიუს
დაემსგავსება და არა საუბარს,ამასთან შეიძლება თანამოსაუბრემ საფრთხე იგრძნოს
„დარწმუნების ოსტატის’’ მე-3 წესი - „უსაფრთხო გარემო’’
თუ ისეთებს გვღებულობენ ,როგორებიც ვართ ,მაშინ არ გვჭირდება
თავდაცვითი პოზიციის
დაკავება;[მაგ. ასეა მეგობრების წრეში]
შენი მიზანია ისწავლო თანამოსაუბრისთვის იგივე „უსაფრთხოების გრძნობის’’ ჩაგონება,თითქოს ის ახლობელ ადამიანს ესაუბრება;
„დარწმუნების ოსტატის’’ მე-4 წესი- „გაუფანტე თავდაუჯერებლობა’’
ჩვენ მოგვწონს იმ ადამიანებთან ურთიერთობა,რომლებიც
გვაფასებენ ღირსებების მიხედვით და არ მოგვწონს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა რომლებიც გამუდმებით მიგვითითებენ
სხვადასხვა ნაკლზე;
ამიტომ გამოავლინე თანამოსაუბრის სუსტი მხარეები და ყოველნაირად
ეცადე გვერდი აუარო მათთან დაკავშირებულ თემებს[არ შეეხო მის სისტ მხარეებს][არის ასეთი
ანდაზა: „ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ’’ ]
ყურადღება:
როცა ვინმე „აზრს გეკითხება’’ სინამდვილეში მას „სიმართლის’’
ცოდნა კი არ სურს ,მას მხოლოდ სურს მიიღოს „თავისი შეხედულების“
ანუ „თავისი აზრის ‘’
დადასტურება(!)
„დარწმუნების ოსტატის’’ მე-5 წესი - გამოიყენე ადამიანში არსებული ’’წინააღმდეგობა’’ და „სიჯიუტე’’
ზოგიერთ ადამიანს ჰგონია,რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგა
არის მომართული, ამიტომ იკავებენ პასიურად აგრესიულ პოზიციას;
შეეცადე გადააქციო „წინააღმდეგობა’’ „პასუხისმგებლობად’’
,როგორც ეს გააკეთა მოზარდის დედამ ზემოთ მოყვანილ მაგალითში;
10. თვითსაბოტაჟის შესახებ
მაგ. მარკუსი და ლიდია პარიზს მიემგზავრებიან. მარკუსს
არ მოსწონს საფრანგეთის დედაქალაქი: ა)ბევრი ტურისტები,ბ)ღირსშესანიშნაობებს ვერ მიუახლოვდები,გ)ფრანგული
არ იცის,ვერ ეკითხება ვერავის ვერაფერს [დაცინვის ეშინია]; როცა მარკუსი სახლში ბრუნდება
ყველას ეუბნება,რომ პარიზი -„ისე რა ქალაქია’’
რაც შეეხება ლიდიას,პირიქით,ყველაფრით კმაყოფილია ,მისი
ფრანგულიც მოიკოჭლებს,მაგრამ მას არ ეუხერხულება ახალი ადამიანების გაცნობა. ვიღაცამ
შეიძლება მართლაც იხუროს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე,მაგრამ ლიდია აგრძელებს მცდელობებს.
მან შეიძინა ბევრი ნაცნობი,რომლებმაც ურჩიეს როდის იყო უკეთესი პარიზის ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის
მონახულება.ლიდიამ ბევრი ლამაზი ფოტო გადაიღო და მოუთმენლად ელის იმ დროს როდესაც შეძლებს
საფრანგეთში დაბრუნებას;
ამრიგად,ორი ადამიანი აღმოჩნდა ერთი და იგივე სტუაციაში,მაგრამ
თითოეული მათგანი მოქმედებდა საკუთარი რწმენებიდან[წინასწარ განწყობებიდან] გამომდინარე და შედეგები დადგა აბსოლუტურად განსხვავებული;
ამრიგად, დაიმახსოვრე:
რაიმე სიტუაციას ვიღაცეები უყურებენ ნეგატიურად და მიკერძოებულად,ასეთი ადამიანები
ხედავენ მხოლოდ ცუდს,ცდილობენ მაქსიმალურად აკონტროლონ სიტუაცია და ეშინიათ სულელურად
გამოიყურებოდნენ;
სხვები პირიქით,ყოველთვის ღია არიან ახალი
იდეების და შეგრძნებებისთვის,მათი გამოცდილება უფრო ხშირად იქნება- პოზიტიური.
როგორ შევცვალოთ სიტუაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულება
პოზიტიურით ?
1.
როცა აღმოჩნდები „ახალ სიტუაციაში’’ ყველფერს მიუდექი „კეთილგანწყობილად’’ და „ცნობისმოყვარეობით’’[ინტერესით]
2.
თავი
არასოდეს აარიდო დაბრკოლებებს[ჩვენ
არ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი,მაგრამ შეგვიძლია მასთან დამოკიდებულების შეცვლა,
შეხედე სირთულეებს[პრობლემებს] ,როგორც „გამოწვევებს’’ და შენი „პიროვნული ზრდის’’ შესაძლებლობებს]
3.
ბევრს გონია რომ „გულგრილ სკეპტიკოსად’’ ყოფნა ,მაგარი რამეა,ხოლო ყველა პოზიტიური ადამიანი გულუბრყვილო სულელია;
სინამდვილეში „გულგრილი სკეპტიკოსის’’ ნიღაბქვეშ
შიშები და კომპლექსები
იმალება;
4.
„ყველაფერს
საკუთარ თავზე ნუ ღებულობ’’ - ხშირად ვიღაცის ნათქვამს[ან გამოქვეყნებულ „პოსტს’’] შენთან არავითარი კავშირი არ აქვს. გახსოვდეს,
თუნდაც შენი თანამოსაუბრე საწყენ რამეს ამბობდეს ის მხოლოდ საკუთარი მდგომარეობის პროეცირებას ახდენს;
5.
„არ არის საჭირო
საკუთარი თავის დაუფასებლობა’’- ადამიანის[მათ შორის შენს] სხეულსა და გონებას ბევრი
რამ შეუძლია. ნუ გააკეთებ საბოლოო დასკვნებს ერთი წარუმატებელი სიტუაციის [შედეგის]
მიხედვით.
როცა უნვერსიტეტში
ვსწავლობდი,გამოცდების და შუალედურების წინ ყოველთვის ავად ვხდებოდი; საქმე მდგომარეობდა ზედმეტ
ნერვიულობასა და წუხილში,რომლებიც აქვეითებენ იმუნურ სისატემას
თუ
შეიცვლი შეხედულებებს[აზრებს] უფრო პოზიტიურით,ეს დადებითად იმოქმედებს შენს ფიზიკურ
და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
11. გადაჭარბებული
თვითშეფასების შესახებ
თვითშეფასება კონტროლიდან როცა გადის და რეალობას ამახინჯებს,წარმოიშობა
საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებით შეფასების
რისკი.გამოგონილ სამყაროში ცხოვრების რისკი.
დაე ეს ძალისხმევა მიმართული იყოს რეალური მიზნების
მიღწევაზე,საკუთარ უნარებზე ყოველდღიურ მუშაობაზე . ნაბიჯ-ნაბიჯ;
როგორ გამოვიყენოთ ოცნების ძალა ჩვენს სასარგებლოდ ?
1.
თითოეული რაღაცაზე ოცნებობს და სურს დასახული მიზნების
მიღწევა; საკითხავია რომელია მათგან რეალურად
მიღწევადი და მართლა ის არის რისი მიღწევაც გსურთ ?
2.
იმის ნაცვლად რომ სხვადასხვა მიზნებზე აიღო ორიენტაცია ,კონცენტრირება მოახდინე
ერთი მიზნის მიღწევაზე : ყველაზე მნიშვნელოვანზე და ყველაზე გონივრულზე;
3.
იცოდე,მიზნის მიღწევა არ იქნება 100%-ით იდეალური
4.
ხელი მოკიდე ისეთ პროექტებს ,რომლებიც ოდნავ აღემატება შენს მიმდინარე
კვალიფიკაციას;[ ძალზე იოლი ამოცანები ხელს არ უწყობს განვითარებას,დაუძლეველ
ამოცანებსაც არ უნდა მოკიდო ხელი, მხოლოდ ისეთი პროექტებით დაკავდი რომელშიც შელებ
რაღაც ახალი ისწავლო
როცა ოცნების
ენერგიის მოთვინიერებას შეძლებ,მაშინ შეძლებ მის გამოყენებას შენს სასარგებლოდ
13. უმიზნობის
შესახებ
ფულს და დიდებას
ფასი არ აქვს თუ ისინი მიბმული არაა რაიმე უმაღლეს მიზანთან;
ამის გარეშე,
ერთი უაზრო მიზანი შეცვლის მეორეს;
„მე მივაღწიე
მიზანს მაგრამ თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ,რას ვაკეთებ არსწორად ?“
ხ
აი რამდენიმე
სტრატეგია,რომელიც დაგეხმარებათ დაისახოთ მიზანი:
1.
იპოვე საკუთარი
მოწოდება [რა გიზიდავდა ბავშვობიდან?,რა საქმიანობებიგეჩვენებოდა
განსაკუთრებით საინტერესოდ ? გასართობად და სასიამოვნოდ ?იქნებ იმდენად მოგწონს ეს
საქმიანობა,რომ ანაზღაურების გარეშეც კი თანახმა იქნებოდი გემუშავა? შენი მოწოდება
შეიძლება იყოს სფეროების გადაკვეთის ადგილას მაგ. ტექნოლოგიის და დიზაინის,ლიტერატურის
და ფილოსოფიის]
2.
მიიღე
გარშემომყოფთა ნეგატიური
აზრი[როგორც წესი,ადამინები თავს არიდებენ უსიამოვნო სიტუაციებს
ან ისეთ სიტუაციებს სადაც შეიძლება კრიტიკის
ობიექტად იქცნენ ; მაგრამ ნეგატიური გამოცდილება
შესაძლებელია გონიერი ადამიანის მიერ გამოყენებულ იქნეს დასახული მიზნის მისაღწევად]
3.
შეისრუტეთ
მიზნის ენერგია [ჩვენ ხშირად სხვის ემოციებს გადმოვიღებთ ხოლმე,როგორც
უარყოფით ემოციას ისე დადებით ემოციას;ამიტომ ეცადე უფრო მეტად ურთიერთობა გქონდეს
მიზანდასახულ ადამიანებთან ,მათი მიზანდასახულობა შთაგაგონებს შენც]
4.
ნუ
ახტები საკუთარ თავზე მაღლა[გეგმების და მიზნების
ქონა კარგია ,ეს მოტივაციას ახდენს და ცხოვრებას აზრს ანიჭებს ,ამასთან ეს ცხოვრებას
შფოთვითაც ავსებს ,ამიტომ გაცილებით ეფექტურია შეასრულო რეალური და მცირე ამოცანები
,რომლებიც საბოლოო ჯამში დასახულ მიზანთან მიგიყვანენ; დაუსახე საკუთარ თავს რეალური მიზნები რომელთა მიღწევა შესაძლებელია შედარებით
მოკლე პერიოდში,მათი მიღწევა ბედნიერებას გაგრძნობინებს და ავსებენ შენს ყოველდღიურ ცხოვრებას
აზრით]
14. კონფორმიზმის კანონი
·
სტუდენტებს თხოვეს მონაწილეობა მიეღოთ მხედველობის შემოწმებაში
·
ორ ბარათს აჩვენებდნენ : ა) ერთი ვერტიკალური ხაზით
და ბ) სამი ვერტიკალური ხაზით, ერთი ხაზი ამ
სამიდან იმავე სიგრძის იყო რაც ერთხაზიან ბარათზე
·
სტუდენტებს უნდა ეპასუხათ ამ 3 -დან რომელი ხაზი იყო იმ ერთი ხაზის ტოლი
·
როცა სტუდენტები ცალ-ცალე პასუხობდნენ,ძირითადად სწორად
პასუხობდნენ.
·
მაგრამ როცა გამოკითხვა ტარდებოდა ე.წ. „ჩასმული იხვების’’
თანდასწრებით,რომლებიც წინასწარ არასწორ პასუხს უჭერდნენ მხარს,დაახლოებით
75% მონაწილეების ასევე პასუხობდა
·
თუ საცდელი პირი სწორად პასუხობდა ანუ არ ეთანხმებოდა უმრავლესობის აზრს,ამ
დროს განიცდიდა განსაკუთრებულ დისკომფორტს.
·
ჩვენს ცხოვრებაში უთვალავი მაგალითია კონფორმიზმის:
მოდა,კვების პროდუქტები,ბრენდული ნივთები .ამ
ყველაფრის თავზემოხვევა ხდება გარშემომყოფთა მიერ ;ეს იმიტომ
კი არ ხდება რომ გულუბრყვილოები ვართ და ადვილია
ჩვენით მანიპულირება ,არამედ იმიტომ
რომ ჩვენთვის[ადამიანებისთვის] აუცილებელია თავი ვიგრძნოთ ჯგუფის წევრებად;
·
ჩვენ გვჭირდება ვგრძნობდეთ ჩვენს კუთვნილებას ოჯახის,მეგობართა
წრის,ქვეყნის რომელშიც ვცხოვრობთ
·
პრობლემა იმაშია,რომ როდესაც ჩვენ ვგრძნობთ ამ კუთვნილებას
,ვკარგავთ კავშირს რაციონალურთან და შდეგად მიდრეკილი ვხდებით არასაჭირო რისკების
მიღებისკენ ;
·
იყო სოციუმში და ეცადო თავი დააღწიო კონფორმიზმს შეუძლებელია.
·
მაგრამ შესაძლებელია ტრიგერების
და ირაციონალური რეაქციების შემჩნევა და საკუთარი დამოუკიდებლობის და კეთილგონიერების გამოვლენა ისე რომ იმავდროულად
ჯგუფის წევრად დარჩე.
·
ამისათვის გრინი გვთავაზობს შექვქმნათ „მიზნობრივი ჯგუფი’’; იდეა
მდგომარეობს იმაში ,რომ გავაერთიანოთ „ადამიანები პოზიტიური მიზნით’’ „დიადი მიზნის მისაღწევად’’; როგორ გავაკეთოთ
ეს ?
1.
დაე ,ჯგუფის თითოეული წევრი ფოკუსირებული იყოს განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე
2.
მიზანი და მისია თითოეულისთვის გასაგები უნდა
იყოს[თითოეულმა უნდა იცოდეს რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს]
3.
არ შეგეშინდეს ამოცანების სხვა ადამიანებზე
დელეგირება[გადაცემა][ეს უმნიშვნელოვანესია შეთანხმებული მუშაობისათვის]
4.
უზრუნველყავი უსაფრთხო გარემო ურთირთობისთვის სადაც ყველა თავისუფლად
შეძლებს თავისი აზრის გამოხატვას[რაც მეტია ინფორმაცია ,მით უფრო
უკეთესი ბგადაწვეტილება მიიღება]
5.
გადაეცი სწორი განწყობა
[ადამიანები გრძნობენ ემოციებს და გადააქვთ საკუთარ თვზე. დაე , ესენი იყოს თავდაჯერებულობის,სიმშვიდის,სიმტკიცის
ემოციები
15. მერყეობაზე
·
ადამიანებს არ აქვთ ერთგვაროვანი დამოკიდებულება ლიდერობისადმი
·
ადამიანს სურს ერთდროლად ა) მიუძღოდეს სხვებს და ბ) სხვა მიუძღოდეს
·
ადამიანს სურთ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ[ვასალი],მაგრამ
არჩევანის თავისუფლებაც სურთ[ ლიდერი]
·
თუ ლიდერის პოზიცია გიკავია მზად იყავი ,რომ ადამიანები ზურგს გაქცევენ ნებისმიერ მომენტში,როგორც
კი დაუშვებ შეცდომას;
·
აი 6 სტრატეგია
რომელიც დაგეხმარება შეინარჩუნო ლიდერის პოზიცია და ავტორიტეტი:
1.
ორიგინალურობა[არ მიითვისო
სხვა წარმატებულ ლიდერთა თვისებები;შექმენი შენი ინდივიდუალური სტილი მმართველობის]
2.
ურთიერთობები[ იყავი კარგი
მსმენელი,,დაეხმარე სხვებს და გახსოვდეს ლიდერობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და არა
პრივილეგია]
3.
ხედვა[ რთულ პერიოდებში
თქვენ უნდა შეგწევდეთ უნარი ახლიდან დარაზმოთ
ჯგუფი საჭირო კალაპოტში]
4.
ტონი [ ხელმძღვანელი
ისევე ბეჯითად უნდა შრომობდეს,აუ უფრო მეტადაც ვიდრე მისი გუნდი. მიეცით მაგალით და
ადამიანებს მოუნდებათ მას მიბაძონ ]
5.
ტაბუ[აიღე ცოტა და
მიეცი სხვებს მეტი. თუ საკუთარ თავზე ძალზე ბევრ სამუშაოს აიღებ,რომლის დელეგირებაც
შეგეძლო სხვებსთვის ,მაშინ ადამიანებს ეჭვი შეეპარებათ თქვენს ავტორიტეტში]
6.
ადაპტირების უნარი[შენი
ავტორიტეტი იზრდება იმის კვალობაზე,რამდენად უნეგავ ადამიანებს შენდამი ნდობას და რწმენას,მაგრამ რაღაც დროის შემდეგ
ადამიანებმა შენი მეთოდები შეიძლება ძველმოდურად და მოძველებულად ჩათვალონ ; ამიტომ
ყოველტვის მონახე საშუალება შენი ხელმძღვანელობის სტილის ადაპტირებისთვის ახალ რეალიებთან;
16. აგრესიის კანონი
·
ადამინები აგრესიას ყოველთვის იყენებდნენ საფრთხისაგან
თავდასაცავად ან ბრძოლისთვის [მაგ. საკვების ან
საცხოვრებელი ადგილისათვის]
·
აგრესიული იმპულსები დღემდე დიდ როლს თამაშობს ჩვენს
ცხოვრებაში,თუმცა დღეს უფრო შენიღბულია აგრესია,ვიდრე ადრე ;
·
ჩვენ არ გვინდა თავს ვგრძნობდეთ მოწყვლადად ,ამიტომ ხშირად თავდაცვისათვის ვიყენებთ
-აგრესიულ ქცევას.
·
ასეთ დროს ვამბობთ ისეთ რამეს ან ვიქცევით ისე ,რომ
შემდეგ მოგვიანებით შეიძლება ვინანოთ ;
·
აი რამდენიმე
რჩევა როგორ გავუმკლავდეთ [ჩვენს] აგრესიას:
1.
ამოიცანი შენი ქცევის მოდელები[თვალი მიადევნე შენი აგრესიის მიმართულებას
და შემდეგ ჯერზე შეეცადე იმოქმედო უფრო გაცნობიერებულად]
2.
ყოველთვის არ შეიკავო აგრესია[თუ
დრო და დრო არ „გამოუშვებ ორთქლს’’ დაგროვილი წნევა ზიანს მოგაყენებს შიგნიდან]
3.
გამოიყენე აგრესიული ენერგია
ზრდისა და სრულყოფისათვის
4.
იყავი მტკიცე შენს მცდელობებში მიმართო ეს
ენერგია რაიმე სასარგებლოსკენ.
5.
მიმართე აგრესია პრობლემის მიმართ[პრობლემის
გადასაჭრელად] და არა ადამიანებისკენ[თუნდაც თვლიდე რომ ისინი ამას იმსახურებენ]
17. თაობათა
არაშორსმჭვრეტელობის კანონი
·
თითოეულ თაობის შეხედულებები ეს არის საკუთარი და მშობლების შეხედულებების ნარევი
·
ახალ თაობისთვის აუცილებელია ძველი თაობისგან დამოუკიდებლობა
·
შეიგრძენი შენი თაობის სული მისი ღირსებებით და ნაკლოვანებებით
·
თუ იგრძნობ რა უნდა შენს თაობას ეს გაგიზრდის შანსებს ნებისმიერ წამოწყებაში;
·
ამისათვის[თაობის
სულის შესაგრძნობად] არსებობს 5 სტრატეგია :
1.
ესროლე გამოწვევა საკუთარ წარსულს[
იქნებ გაქვს რაიმე იდეა მაგრამ გეშინიათ მისი რეალიზაციის იმ ფასეულობების გამო რასაც
გინერგავდნენ ბავშვობაში; დაამსხვიე აკრძალვის ბორკილები და
წადი მშობლების ტაბუს საპირისპიროდ;
2.
შეუსაბამე წარსული
თანამედროვეობის სულს;გაანალიზე
ვინ იყო თითოეული თაობის ლიდერი და ვინ შეძლო ხალხს გაძღოლოდა,რატომ მიყვებოდა
ხალხი ამ ადამიანს; შეეცადე გამოიყენო ეს მოტივაცია შენი თაობის მიმართ ]
3.
გააცოცხლე ახალგაზრდობის
სული [ასე შეძლებ თანამოაზრეების პოვნას ,ვინც გამოგყვება]
4.
აუჯანყდი სტერეოტიპებს
[შეიძლება არ იზიარებ შენი ტაობის შეხედულებებს და გსურს მისი შეცვლა; ეს მხოლოდ შემოქმედებითი
და არაძალადობრივი გზით უნდა სცადო]
5.
ადაპტაცია.
შემოიკრიბე სხვადასხვა ასაკის ადამიანები [უფრო მოქნილი
გახდები,გაგიფართოვდება შეხედულებები]
18. სიკვდილის უარყოფის კანონი
·
ოდესმე გადაგიდია ამოცანა ბოლო მომენტამდე ?
·
მოტივაცია მხოლოდ
მაშინ იღვიძებს,როცა საფრთხე უკვე აშკარაა
·
ეს გავს ჩვენს დამოკიდებულებას სიკვდილთან
·
ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით
·
სიკვდილზე ფიქრი იმდენად გვაშინებს,რომ ჩვენ ვუარყოფთ
მას [სიკვდილს]
·
და რადგან სიკვდილს ჰორიზონტზე ვერ ვხედავთ
·
ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ გადავდოთ ჩვენი ოცნებები
და მიზნები „შემდეგისთვის’’
·
ნაცვლად იმისა რომ ვისიამოვნოთ ყოველი წამით,საკუთარ
თავს ჩავაგონებთ,რომ დავიწყებთ სიცოხლის დაფასებას „ოდესმე’’ „შემდეგ’’
·
30 წლის თუ ხარ ,ეს ნიშნავს რომ დაგრჩა დაახლოებით
30 ნაყოფიერი წელი
·
60 წლის შემდეგ ადამიანები როგორც წესი აღარ ცდილობენ
რაიმეს კეთებას და ჯანმრთელობაც უარესდება.
·
ამიტომ რაიმეს შესაცვლელად დარჩენილია დაახლოებით
30 წელი
·
ამ 30 წლიდან 8 წელს გაატარებ ძილში
·
2 წლს დახარჯავ გზაში
·
დაახლოებით 3 წელი დასჭირდება თავის მოვლას
·
დაახლოებით 2 წელი გართობაზე დაიხარჯება
·
თუ გამოაკლებ და რჩება მხოლოდ 15 წელიწადი
·
ცხოვრება ხანმოკლეა; სიკვდილის არ დავიწყება საშუალებას
მოგცემს ფოკუსირება მოახდინო იმაზე,რისი გაკეთებაც ნამდვილად გსურს
·
ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო სავსე ცხოვრებით თუ შევეგუებით
სიკვდილის გარდუვალობას
·
იფიქრე დარჩენილ წლებზე როგორც დედლაინზე
·
დაე,ამ აზრმა მოახდინოს ყველაზე თამამი ფანტაზიების
რეალიზაციისთვის შენი მოტივაცია
·
შეავსე შენი დარჩენილი ცხოვრება ინტერესით,შთაგონებით
და სიყვარულით.
Комментарии
Отправить комментарий