აუცილებელი მოგერიება მუხ.28- კაზუსის ამოხსნის სქემა და დეფინიციები
აუცილებელი მოგერიება (სსკ 28-ე მუხლი)
I ქმედების შემადგენლობა
ა) ობიექტური
შემადგენლობა
ქმედება
შედეგი
მიზეზობრივი კავშირი
ობიექტური შერაცხვა
ბ) სუბიექტური
შემადგენლობა
II მართლწინააღმდეგობა
აუცილებელი მოგერიება
ა) გამართლების
ობიექტური ნიშნები
-"აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობა''
მარტლსაწინააღმდეგო ხელყოფა
ხელყოფის იმწუთიერობა
-"აუცილებელი მოგერიების
მოქმედება"
აუცილებელი მოგერიება უშუალოდ თავდამსხმელის მიმართ
აუცილებელი მოგერიების საზღვრები
აუცილებელი მოგერიების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები
ბ) აუცილებელი
მოგერიების სუბიექტური მხარე
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის ცოდნა
თავდაცვის მიზნით მოქმედება
III
ბრალი
დეფინიცები (აუცილებელი
მოგერიებისას)
მუხლი 28. აუცილებელი მოგერიება
1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
2. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
3. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
4. "აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება'' ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
ა) მომგერიებლის გამართლების ობიექტური
ნიშნები
ა)„ მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფა„
აუცილებელი მოგერიებისას - სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა [ანუ თავდასხმა]უნდა იყოს
ა) მართლსაწინააღმდეგო და ბ) იმწუთიერი
მართლსაწინააღმდეგო
ხელყოფა
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა არის მებისმიერი ადამიანის
მიერ ჩადენილი ქმედება,რომელიც აზიანებს ან საფრთხეს უქმნის სამართლებრივად დაცულ სიკეთეს
ხელყოფა მართლსაწინააღმდეგოა,როდესაც ის არღვევს დადგენილ
სამართლებრივ წესრიგს
ხელყოფა უნდა იყოს რეალური(ობიექტური) და არა მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებული მოჩვენება;
(ამოწმებ კაზუსში ამ კრიტერიუმებით თავდამსხმელის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა თუ არა: ა) აზიანებს ან საფრთხეს უქმნის სმართლებრივად დაცულ სიკეთეს ? ბ)არღვევს დადგენილ მართლწესრიგს? გ) რეალურია თუ მომგერიებელს მოეჩვენა ?
ხელყოფის იმწუთიერობა
ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;
ეს ნიშნავს რომ ის არ უნდა იყოს ა)ადრე მომხდარ ფაქტზე შურისძიება არც ბ)მომავალში მოსალოდნელი თავდასხმის წინასწარი პრევენცია ;
იმწუთიერია
ხელყოფა[თავდასხმა] რომელიც ა)დაიწყო ან ბ)კვლავ უწყვეტად გრძელდება[არ დამთავრებულა]
(ამოწმებ კაზუსში ხელყოფა[თავდასხმა] "იმწუთიერია თუ არა)
ბ)“აუცილებელი მოგერიების
მოქმედება’’
"აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის" გარდა უნფა შემოწმდეს გვაქვს ტუ არა "აუცილებელი
მოგერიების მოქმედება" ;
თუ გვაქვს ასეთი მოქმედება - შემდეგ მოწმდება
დაცულია თუ არა "აუცილებელი მოგერიების ფარგლები" [!]
"აუცილებელი მოგერიება'' უშუალოდ[მხოლოდ] თავდამსხმელის მიმართ(!)
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფ პირს უფლება
აქვს განახორციელოს ქმედება რომელიც მიმარტულია მხოლოდ თავდამსხმელის მიმართ და არა მე-3 პირის სამართლებრივი
სიკეტის წინააღმდეგ
(ამოწმებ კაზუსში მომგერიებელი მხოლოდ თავდამსხმელს აზიანებს თუ არა)
აუცილებელი მოგერიების ფარგლები
თავდაცვითი ქმედება უნდა იყოს აუცილებელი ,რათა მან შეძლოს ა)თავდასხმის დამთავრება ან ბ)საფრთხის
შემცირება;
ეს ნიშნავს რომ თავდასხმის დროს პიროვნებას უფლება აქვს მოიგერიოს ხელყოფა,თუმცა თავდასხმასა და თავდაცვას შორის არ
უნდა იყოს აშკარა შეუსაბამობა;(!)
თუ თავდასმის მოგერიება სხვადასხვა ალტერნატიული გზით
არის შესაძლებელი,მაშინ მოგერიებელმა მისთვის
საიმედო და ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება
უნდა გამოიყენოს; წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება აუცილებელი მოგერიების
ფარგლების გადაცილება,რაც გამორიცხავს [მომგერიებელი] პირის გამართლებას
(ამოწმებ კაზუსში მომგერიებელმა ყველაზე ნაკლებ საშიში საშუალება გამოიყენა თუ არა)
აუცილებელი
მოგერიების სოციალურ -ეთიკური შეზღუდვები
:
ასევე უნდა ინახოს არსებობს თუ არა რაიმე ასეთი შეზღუდვები
და შემოწმდეს დაცულია თუ არა ისინი.
ბ)აუცილებელი მოგერიების სუბიექტური მხარე
ამ ეტაპზე უნდა დადგინდეს აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტების
არსებობა:
ა)აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დამფუძნებელი გარემოებების ცოდნა-
და
ბ)პირის მხრიდან თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი
(მოტივი)
ანუ შემოწმებული
უნდა იქნეს :
ა) იცოდა თუ არა მომგერიებელმა რომ იგერიებდა მართლსაწინააღმდეგო
,იმწუთიერ რეალურ თავდასხმას
და
ბ)ჰქონდა თუა არა თავდაცვის სურვილი
ხ
იგივე სქემა კიდევ ერთხელ
ქმედება შეიძლება
გამართლდეს „აუცილებელი მოგერიებით“ მუხ.28
ა) გამართლების
ობიექტური ნიშნები:
1.აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობა(ნიშანი 1)
სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა [თავდასხმა] უნდა იყოს ა)მართლსაწინააღმდეგო და ბ)იმწუთიერი
ა.ა.)მარტლსაწინააღმდეგო
ხელყოფა
ხელყოფა[თავდასხმა] მართლსაწინააღმდეგოა როდესაც ის არღვევს დადგენილ სამართლებრივ წესრიგს. ხელყოფა უნდა იყოს რეალური
და არა მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში არსებული მოჩვენება;
ბ.ბ) ხელყოფის იმწუთიერობა
იმწუთიერია ხელყოფა რომელიც დაიწყო[თავდასმელმა] ან
უწყვეტად გრძელდება
[მომგერიებლის მიერ] [თავდამსხმელის]მოგერიება არ უნდა იყოს ა)ადრე მომხდარ ფაქტზე შურისძიება ან ბ)მომავალში პირისგან მოსალოდნელი თავდასხმის პრევენცია
2.“აუცილებელი
მოგერიების მოქმედება ‘’(ნიშანი2)
ა.ა.ა) მოგერიება
უშულოდ თავდამსხმელის მიმართ
თავდაცვითი ქმედება მიმართული უნდა იყოს მხოლოდ თავდამსხმელის სამართლებრივი სიკეთის და არა სხვის მიმართ;
ბბბ) აუცილებელი
მოგერიების საზღვრები
თავდაცვითი
ქმედება უნდა იყოს აუცილებელი
,რათა მან ა შეძლოს თავდასხმის დამთავრება
ან სულ მცირე საფრთხის შემცირება.
‘’ აუცილებელი’’
ნიშნავს იმას რომ თავდასხმის დროს პირს უფლება აქვს მოიგერიოს თავდასხმა,თუმცა
თავდასხმას და თავდაცვას შორის არ უნდა იყოს აშკარა შეუსაბამობა ;
თუ თავდასხმის მოგერიება სხვადასხვა ალტერნატიული გზით
არის შესაძლებელი ,მაშინ მომგერიებელმა მისთვის საიმედო და ამასთან ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება უნდა გამოიყენოს ,წინააღმდეგ შემთხვევაში
გვექნება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება
,რაც გამორიცხავს მომგერიებლის
განართლებას მუხ. 28(4)
გგგ)აუცილებელი
მოგერიების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები
მაგ. არის თუ არა საკუტრების უფლების დასაცავად სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაშვებული ?
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით სიცოცხლის ხელყოფა მხოლოდ პირის არამართლზომიერი ძალადობისგან დასაცავად არის
დასაშვები ,რაც ლოგიკურად საკუთრების დასაცავად სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უგლებას
გამორიცხავს.
მიუხედავად ამისა,აღიარებულია,რომ კონვენცია სახელმწიფოსკენ
არის მიმართული და მას ავალდებულებს დაიცვას გარკვეული სტანდარტები,ხოლო კერძო პირების
ურთიერთობაში ის არ გამოიყენება;
ამრიგად,საკუტრების უფლების დასაცავად სიცოცხლის უფლების ხელყოფა ევროპაში დაშვებულია(!)
მაგრამ "აუცილებელი მოგერიების" უფლება გამოირიცხება ,როდესაც ადგილი აქვს საკუთრების უფლების
უმნიშვნელო ხელყოფას და
ამ დროს მომგერიებელი კი იყენებს ხელყოფასთან
შეუსაბამო თავდაცვის საშუალებას;
ჩვეულებრივ არ ხდება გადარჩენილი და დაზიანებული სამარტლებრივი სიკეთეების
აწონ დაწონვა აუცილებელი მოგერიების დროს,მაგრამ როდესაც დაცვის ინტერესი მეტად მცირეა და ამით უმნიშვნელო
საფრთხე ექმნება მომგერიებელს,მაშინ მას ეზღუდება მასიური[ჭარბი] თავდაცვის საშუალების
გამოყენების უფლება;
ეს
გამონაკლისი შემთხვევა მაშინ დგება,როდესაც ერთ მხარეს
მცირე ღირებულების ნივთის დაცვაზეა საუბარი,ხოლო მეორე მხარეს კი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ
ქმედებაზე
ბ)აუცილებელი მოგერიების სუბიექტური მხარე
ა) იცოდა თუ არა მომგერიებელმა რომ იგერიებდა მართლსაწინააღმდეგო
,იმწუთიერ რეალურ თავდასხმას
და
ბ)ჰქონდა თუა არა თავდაცვის სურვილი (მოტივი)
ყურადღება:
აუცილებელი მოგერიების უფლების შემზღუდავი ერთ-ერთი წინაპირობაა
უმნიშვნელო ხელყოფის მიმართ [განსაკუთრებით მცირედი ღირებულების დასაცავად]
ისეთი თავდაცვითი ქმედების განხორციელება ,რომელიც მნიშვნელოვან საფრტხეს უქმნის თავდასხმელის
სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; დიდი სხვაობის არსებობა დასაცავ და
„მოგერიებით’’ დაზიანებულ სამართლებრივ სიკეთეებს შორის გამორიცხავს „აუცილებელ მოგერიებას’’ და მომგერიებლის გამართლებას[ანუ სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას]
ხხხხხ
პროვოკაცია
("პროვოკაცია'' განიხილება "მართლწინააღმდეგობაში" ,უფრო ზუსტად
კი „აუცილებელი მოგერიების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვებში“ იხ. სქემა ზემოთ)
პროვოკაცია არის
ან
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება
ან
ბ)ნებისმიერი ქმედება,რომელიც მართალია,პირდაპირ რომელიმე სამართლის ნორმას არ
ეწინააღმდეგება ,თუმცა სოციალურ-ეთიკური თვალსაზრისით მაინც გასაკიცხია
რამდენჯერმე განმეორებული პროვოკაცია - შეურაცხყოფაა ;
როგორ წყდება „აუცილებელი მოგერიების“ საკითხი მომგერიებლის მხრიდან პროვოკაციის შემთხვეაში ?
ანუ რა შემთხვევაში გამართლდება „აუცილებელი მოგერიებით“ პროვოკატორი,რომელმაც თავდასხმა თავად გამოიწვია
?
პროვოკატორი გამართლდება თუ:
1.პროვოკატორი (შემდეგში მომგერიებელი] პროვოცირებული თავდასხმის შემდეგ გაეცლება და თავს აარიდებს კონფლიქტს
2.თუ ეს განრიდება
შესაძლებელი არ არის ,მაშინ მან უნდა განახორციელოს მხოლოდ დეფენზიური [ანუ თავდაცვითი] ქმედება
3.დეფენზიური თავდაცვის არაეფექტურობის შემთხვევაში კი შეუძლია აგრესიული თავდაცვის გამოყენებაც
რატომ იზღუდება ასე „აუცილებელი მოგერიების უფლება’’ პროვოკაციისას ?
მაშინ როდესაც მომგერიებელი ჩვეულებრივ არ არის ვალდებული ჯერ თავი აარიდოს [განერიდოს] თავდამსხმელს და მერე
იმოქმედოს?
სსკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი მსგავს შეზღუდვას პირდაპირ გამორიცხავს.
როგორც ვიცით "აუცილებელი მოგერიების" უფლება 2 მიზანს
ემსახურება :
ა) მომგერიებლის სამართლებრივი სიკეთის დაცვას და ბ)
მართლწესრიგის შენარჩუნებას
სწორედ ამიტომ „სამართალი არ არის ვალდებული "თავი აარიდოს'' უსამართლობას’’[ანუ პასუხი "არ გაცემა" თავდამსხმელისთვის ეს ვალდებულება არაა]
ამის გამოხატულებაა 28-ე მუხლის მე-2 ნაწილიც
მუხლი 28. აუცილებელი მოგერიება
2. აუცილებელი
მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
მაგრამ როცა მომგერიებელი პირი თვითონ არის პროვოკატორი
,მაშინ მისი „აუცილებელი მოგერიების უფლება’’ საფეხურებრივად
იზღუდება,რადგან მისი ქმედება მართლწესრიგის ინტერესებს სრულად არ ემსახურება[ანუ
მხოლოდ საკუთარი სამართლებრივი სიკეთის დაცვას ემსახურება]
დაიმახსოვრე:
თუ პირი სხვის პროვოცირებას
გამიზნულად მოახდენს[მაგ.
შეურაცხყოფით] ,რათა ის გამოიწვიოს ისარგებლოს
სიტუაციით და მერე თვითონ განახორციელოს „აუცილებელი მოგერიება’’ იმ გაღიზიანებული
პირის მიმართ ,მაშინ პროვოკატორის[შეურაცხმყოფელის] ქმედება მართლსაწინააღმდეგო იქნება ,ვინაიდან მას
არ აქვს უფლება“აუცილებელი მოგერიების ‘’ უფლება ბოროტად გამოიყენოს;[მაგ.კირილე შაფათაძის ქორწილში-"სამანიშვილის დედინაცვალი'']
ხოლო თუ პირის პროვოცირება
მოხდება მორალურ-ეთიკურად გასაკიცხი ქმედებით(მაგ. დაცინვით),მაგრამ არა გამიზნულად,მაშინ პროვოკატორს[ანუ დამცინავ პირს] არ ესპობა „აუცილებელი მოგერიების’’
უფლება ,თუმცა ეს უფლება მას ეზღუდება და მისი ქმედების შეფასებისას შემდეგი ეტაპები უნდა
გავითვალისწინოთ : ა)თავის არიდებს(განრიდება) ბ)დეფენზიური თავდაცვა გ)აგრესიული თავდაცვა(ანუ
საპასუხო თავდასხმა)
ანუ პირი რომელმაც სხვას დასცინა ,თუ მას ის სხვა თავს დაესხმება ა) ჯერ უნდა განერიდოს ბ)მერე მხოლოდ თავი უნდა დაიცვას და გ)თუ ვერ მოცილებს თავდამსხმელს ,მხოლოდ ამის შემდე ეძლევა უფლება დააზიანოს ან საფრთხე შეუქმნას დაცინვით გაწიწმატებულ თავდამსხმელს- სხვანაირად ვერ გამართლდება „აუცილებელი მოგერიებით“ პროვოკატორი,რომელმაც თავდასხმა "დაცინვით'' თავად გამოიწვია.
Комментарии
Отправить комментарий