დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა(სსკ. მუხ.32) -კაზუსის სქემა და დეფინიციები

 



I ქმედების შემადგენლობა

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება

შედეგი

მიზეზობრივი კავშირი

ობიექტური შერაცხვა

ბ) სუბიექტური შემადგენლობა

II მართლწინააღმდეგობა

დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა

ა) გამართლების ობიექტური ნიშნები

-სამართლებრივი სიკეთის განკარგვის უფლება

-გადაწყვეტილების მიღების უნარი

-კონკრეტულ მომენტში დაზარალებულისგან თანხმობის მიღების შეუძლებლობა

- დაზარალებულის სავარაუდო სურვილსა და  დამდგარი შედეგის თანხვედრა

 ბ) გამართლების სუბიექტური მხარე

-        სავარაუდო თანხმობის ცოდნა და მის შესაბამისად მოქმედება

 

         III  ბრალი

 

 

II მართლწინააღმდეგობა

„დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა“

 [როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონიერი გარემოება მუხ.32]

  მუხლი 32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს

 

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს.

 

ქმედების [დაზარალებულის სავარაუდო თანხმობის საფუძველზე ]გამარტლების ობიექტური ნიშნები:

 

a.      სამართლებრივი სიკეთის განკარგვის უფლება

 

პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ჰქონდა თუ არა დაზარალებულს იმ სამართლებრივი სიკეთის განკარგვის უფლება  რომელზეც საუბარია კაზუსში,

ანუ შეეძლო თუ არა[უფლება ჰქონდა თუ არა] მიეცა მას თანხმობა თავისი ინდივიდუალური  სამართლებრივი სიკეთის განკარგვაზე[ უნდა შეეძლოს,უფლება უნდა ჰქონდეს]

[შენიშვნა : საყოველთაო სამართლებრივ სიკეთესთან მიმართებით თანხმობის მიცემა  ცალსახად  და ყოველტვის დაუშვებელია]

 

b.      გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

თავისი ფიზიკური და გონებრივი  მდგომარეობიდან გამომდინარე პირს უნდა გააჩნდეს  გადაწყვეტილების მიღების უნარი მის ინდივიდუალურ სამარტლებრივ სიკეთესთან დაკავშირებით;[უნდა ჰქონდეს ეს უნარი]

 

c.      კონკრეტულ მომენტში დაზარალებულისგან თანხმობის მიღების შეუძლებლობა

 

დაზარალებულისგან თანხმობის მიღება შეუძლებელი უნდა იყოს

 

d.      დაზარალებულის სავარაუდო სურვილის და  დამდგარი შედეგის თანხვედრა

 როდესაც   ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე  დაზარალებულისგან თანხმობის მიღება შეუძლებელია .მისი სავარაუდო  სურვილის/თანხმობის დადგენა ხდება პირველ რიგში  :

ა) ინდივიდუალური ინტერესების  ბ)სურვილების და გ)ღირებულებებიდან გამომდინარე

ხოლო   ობიექტურ კრიტერიუმებს თუ როგორ მოიქცეოდა  ამ პირის ადგილას სხვა,ნებისმიერი ნორმალური ადამიანი,მხოლოდ მაშინ ექცევა ყურადღება,როდესაც  საერთოდ არ გვაქვს მონაცემები საკითხისადმი დაზარალებულის დამოკიდებულების შესახებ.

მაგრამ თუ ცნობილია პირის დამოკიდებულება საკითხისადმი,პირის ნების საწინააღმდეგოდ  თუნდაც „კეთილი მოსაზრებებით’’ წასვლა არღვევს მისი პირადი ავტონომიის პრინციპს;

 

დაიმახსოვრე:

დაზარალებულის სავარაუდო თანხმობის საკითხის გარკვევისას ,უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიტვალისწინოთ  ის, თუ რას ისურვებდა თვითონ დაზარალებულია არა სხვა ნორმალური ადამიანი მის ადგილას.

ანუ გადამწყვეტია  არა ობიექტური,არამედ სუბიექტური კრიტერიუმები.

თუ საერთოდ არ გვაქვს ინფორმაცია  პირის სუბიექტური დამოკიდებულების შესახებ საკითხისადმი,მაშინ შესაძლებელია უკვე  ობიექტურ შეფასებას მივმართოთ;

ამრიგად,  დაზარალებულის სავარაუდო თანხმობის’’ საფუძველზე ამსრულებლის  ქმედების გამარტლებისათვის კაზუსში ამოწმებ შემდეგ  ობიექტურ ნიშნებს:

 

ა)ჰქონდა თუ არა დაზარალებულს იმ სამართლებრივი სიკეთის განკარგვის უფლება  რომელის განკარვაზეც  საუბარია კაზუსში[ანუ ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე იყო?]

ბ)ჰქონდა თუ არა დაზარალებულს  გადაწყვეტილების მიღების უნარი მის ინდივიდუალურ სამარტლებრივ სიკეთის  განკარგვასთან  დაკავშირებით ?

გ) იყო თუ არა დაზარალებულისგან თანხმობის მიღება შეუძლებელი ?

დ)უპირველეს ყოვლისა   დაზარალებულის სავარაუდო  სურვილის/თანხმობის დადგენა   მოხდა მისი ა) ინდივიდუალური ინტერესების  ბ)სურვილების და გ)ღირებულებებიდან გამომდინარე  ? და მხოლოდ ამის შემდეგ იმის მიხედვით  თუ როგორ მოიქცეოდა   პირის ადგილას სხვა,ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ?


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები