უკიდურესი აუცილებლობა მუხ.30 - კაზუსის სქემა და დეფინიციები

 



I ქმედების შემადგენლობა

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება

შედეგი

მიზეზობრივი კავშირი

ობიექტური შერაცხვა

ბ) სუბიექტური შემადგენლობა

II მართლწინააღმდეგობა

უკიდურესი აუცილებლობა

ა) გამართლების ობიექტური ნიშნები

-        -უკიდურესი მდგომარეობა["იმწუთიერი საფრთხე'']

-        -უკიდურესი მდგომარეობით გამოწვეული მოქმედება["საჭირო მოქმედება"]

სამართლებრივი სიკეთეების შედარება

უკიდურესი მდგომარეობის სოციალურ -ეთიკური შეზღუდვები

 

ბ) უკიდურესი აუცილებლობის სუბიექტური მხარე

  

  უკიდურესი მდგომარეობის ცოდნა

  საფრთხის თავიდან აცილების მიზნიტ მოქმედება

 

III  ბრალი

 

 დეფინიციები


უკიდურესი აუცილებლობა   მუხ.30

  მუხლი 30. უკიდურესი აუცილებლობა

 

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, ა)თუ "ამ[იმწუთიერი] საფრთხის" თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და ბ)თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

 

1.ქმედების გამარტლების ობიექტური ნიშნები

ა) "უკიდურესი აუცილებლობის  მდგომარეობა" მდგომარეობა

„უკიდურესი მდგომარეობა ‘’ გულისხმობს  ე.წ.  „იმწუთიერი საფრთხის“ არსებობას;

30-ე მუხლის შემთხვევაში „იმწუთიერი საფრთხე’’ გულისხმობს ისეთ საფრთხეს,როდესაც საქმის გარემოებების დაუბრკოლებლად განვითარების შემთხვევაში ზიანის დადგომა[შედეგი] არ დააყოვნებს

ანუ „იმწუთიერი საფრთხის ‘’ დროს შესაძლებელია  პრევენციული ქმედების ჩატარება,რაც  „აუცილებელი მოგერიების’’ დროს   გამორიცხულია [!]

ბ) "უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით" გამოწვეული მოქმედება-

"საჭირო მოქმედება"

უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობიტ გამოწვეული მოქმედება უნდა იყოს „საჭირო მოქმედება’’,რათა  ტავიდან იქნეს აცილებული  იმწუთიერი საფრთხე’’

საჭირო მოქმედება უნდა იყოს  ყველაზე ნაკლებ ინტენსიური,ყველაზე რბილი საშუალება(ყველაზე რბილი ძალა)

 

 

გ) სამართლებრივი სიკეთეების შედარება

30-ე მუხლი მოითხოვს ,რომ „საჭირო მოქმედებით’’ დაზიანებული [თავდამსხმელის ან სხვისი] სიკეთე "ნაკლებად მნიშვნრლოვანი" უნდა იყოს,ვიდრე [საკუტარი ან თავისიანების ან მე-3 პირთა] "გადარჩენილი სიკეთე"

 

 

დ) უკიდურესი მდგომარეობის სოციალურ-ეთიკური  ჩარჩოები

სისხლის სამართალი ითვალისწინებს ადამიანური სოლიდარობის გარკვეულ მოთხოვნებს

[ მაგ.„დაუხმარებლობა’’ მუხ.129] და აწესებს ვალდებულებას ადამიანებმა ერთმანეთს გაუწიონ დახმარება,მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს  ადამინის სხეულის ინსტრუმენტად ქცევის ვალდებულებას ,რომლის  გამოყენებაც ნებიმიერს შეუძლია[მაგ სისხლის გაცემის ვალდებულებას]

სხვა სიტუაცია გვექნება როდესაც დაზარალებული და გადარჩენილი პირები  ერთმანეთის „სამართლებრივი გარანტები’’ იქნებოდნენ [მაგ. მშობელი-შვილი,ან მეუღლეები, ან და- ძმა ან ძმები ],ვინაიდან „სამართლებრივი გარანტის’’ ფუნქცია სწორედ იმაში მდგომარეობს,რომ  საჭიროების შემთხვევაში[უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში] თუ მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას  მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება დაეხმაროს იმას ვისი გარანტიც ის არის ;

ამრიგად გარანტს ევალება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში დაეხმაროს იმას ვისი გარანტიც არის.

ხხხხხხ

ამრიგად,კაზუსში ამოწმებ ამ საკითხებს[საფრთხის ამრიდებლის გამართლების ობიექტურ ნიშნებს]:

ა) არის თუ არა სახეზე "უკიდურესი აუცილებლობის მდგომარება'' ანუ არის თუ არა სახეზე  "იმწუთიერი საფრთხე''[ უნდა იყოს]

ბ)არის თუ არა სახეზე "საჭირო მოქმედება'' ანუ არის თუ არა სახეზე ყველაზე ნაკლებ ინტენსიური ,ყველაზე რბილი საშუალების გამოყენება "იმწუთიერი საფრთხის''  ასარიდებლად[უნდა იყოს]

გ)"იმწუთიერი საფრთხის '' "საჭირო  მოქმედებით''  არიდებისას "დაზიანებულისამართლებრივი სიკეთე'' ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ არა ვიდრე "გადარჩენილი  სამართლებრივი სიკეთე''[ დაზიანებული ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე გადარჩენილი ]


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები