თანამონაწილეობა(დახმარება) 24(3)- კაზუსის სქემა და დეფინიციები
I ძირითადი დანაშაული
[ცალკე განიხილება-
განზრახი დამთავრებული დანაშაულის სქემით]
II დახმარება
1. ქმედების შემადგენლობა
ა)ობიექტური შემადგენლობა
-სხვა განზრახი დანაშაული
-ხელის შეწყობა
ბ) სუბიექტური
შემადგენლობა
-განზრახვა ძირითად დანაშაულთან მიმართებაში
- განზრახვა ხელის შეწყობასთან
მიმართებაში
-პერსონალური ნიშანი
2. მართლწინააღმდეგობა
3. ბრალი
სხვა განზრახი დანაშაული
იმისათვის რომ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა მოხდეს
„დახმარებისთვის’’ 24(3)-იდან გამომდინარე
აუცილებელია სხვა პირის მიერ[ამსრულებლის მიერ
მუხ.22] ჩადენილი იყოს განზრახი დანაშაული
კაზუსის ფაბულის მიხედვით ამოწმებ ამ წინაპირობას
1. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.
2. წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
3. დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
ხელის შეწყობა
„დახმარება’’
- სისხლისამართლებრივად ნიშნავს დანაშაულის ჩადენაში „ხელის შეწყობას’’
„ხელის შეწყობა’’ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა
ფორმით: ა)ფიზიკური დახმარება ბ) ფსიქიკური დახმარება გ) ინტელექტუალური დახმარება
კაზუსის ფაბულის მიხედვით ამოწმებ რა სახის დახმარებაა
სუბიექტური შემადგენლობა
[დახმარებისას]
დახმარების დროს ქმედების
სუბიექტური მხარე მოითხოვს „ორმაგი განზრახვის ‘’ არსებობას ;
პირველი:
-განზრახვა
ძირითად დანაშაულთან მიმართებაში
პირს უნდა ჰქონდეს იმის განზრახვა
რომ ამსრულებელმა განახორციელოს დანაშაული
ამოწმებ ამას ფაბულის მიხედვით
მეორე:
-განზრახვა
ხელის შეწყობასთან მიმართებაში
ანუ პირი უნდა მოქმედებდეს დახმარების
/ხელის შეწყობის განზრახვით
ამოწმებ ამასაც ფაბულის მიხედვით
-პერსონალური ნიშანი
პერსონალური ნიშანი ბრალისთვის,ამსრულებლისტვის ან ერთ-ერთი თანამონაწილისთვის
არის დამახასიათებელი;
პერსონალური ნიშანი შეერაცხება იმ
ამსრულებელს ან ტანამონაწილეს,რომელსაც იგი ახასიათებს მუხ.25(5)
მაგ. პერსონალური ნიშანია- ანგარების მოტივი[შეიძლება შეერაცხოს "დამხმარეს'']
Комментарии
Отправить комментарий