თანამონაწილეობა(წაქეზება)მუხ. 24(2)- კაზუსის სქემა და დეფინიციები

 




I ძირითადი დანაშაული

[ცალკე განიხილება- განზრახი დამთავრებული დანაშაულის სქემით იხ. შესაბამისი ფაილი]

II წაქეზება

1.    ქმედების შემადგენლობა

 

ა)ობიექტური შემადგენლობა

-სხვა განზრახი დანაშაული

-დაყოლიება

 

ბ) სუბიექტური შემადგენლობა

-განზრახვა ძირითად დანაშაულთან მიმართებაში

- განზრახვა დაყოლიებასთან მიმართებაში

-პერსონალური ნიშანი

2.    მართლწინააღმდეგობა

3.    ბრალი

 

 

სხვა  განზრახი დანაშაული

იმისათვის რომ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა მოხდეს „წაქეზებისთვის’’  24(2)-იდან გამომდინარე აუცილებელია სხვა პირის მიერ[წაქეზებულის მიერ] ჩადენილი იყოს  განზრახი დანაშაული

კაზუსის ფაბულის მიხედვით ამოწმებ ამ წინაპირობას არის თუ არა ჩადენილი განზრახი დანაშაული ჩადენილი ?

 

დაყოლიება

წამქეზებელია ის ვინც გადამწყვეტ მოტივს უქმნის  ამსრულებელს.

თუ ის უკვე გადაქყვეტილებამიღებულ პირს წააქეზებს ,მაშინ ეს არ ჩაითვლება დასჯად წაქეზებად.ვინაიდან ამსრულებელს ისედაც გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი

(კაზუსში  ამოწმებ ამ მომენტს, ხომ არ ქონდა პირს გადაწყვეტილება უკვე მითებული ?)

ქმედების ობიექტთან წვდომის გაიოლება  ვერ ჩაითვლება დაყოლიებად[მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რომ პირს გაუჩნდეს დანანაშულის ჩადენის განზრახვა]

დაყოლიების არსებობისთვის საჭიროა ერთმა პირმა მეორე პირზე მოახდინოს ზეგავლენა;

რა არის საკმარისი წაქეზებისთვის ამაზე არსებობს სხვადასხვა შეხედულება:

-        „შედეგის გამოწვევის’’ თეორიის მიხედვით წაქეზების არსებობისთვის საკმარისია  ამსრულებელში გადაწყვეტილების მიღების გამოწვევა[პროვოცირება]

-        „კომუნიკაციის თეორიის’’ მიმდევრები  კი დაყოლიებაში მოიაზრებენ ინტელექტუალური კონტაქტის არსებობას წამქეზებელს და ამსრულებელს  შორის;

აღნიშნულის სასაბუთება მდგომარეობს იმაში,რომ თანამონაწილეობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე  წამქეზებელი პასუხს აგებს იმ დანაშაულისთვის ,რასაც ჩაიდენს ამსრულებელი;

ფაქტობრივად წამქეზებლის პასუხისმგებლობა გათანაბრებულია ამსრულებლის პასუხისმგებლობასთან,ისინი ქმნიან ერთიან უმართლობას;

ამიტომ  ,ქმედების წაქეზებად კვალიფიკაციისთვის უფრო მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა საჭირო ვიდრე ობიექტზე წვდომის გაიოლება;

არასწორი იქნებოდა  წაქეზებისთვის დასჯა მხოლოდ იმის გამო,რომ პირმა ამსრულებელს ზოგადად დანაშაულის ჩადენის სურვილი გაუჩინა[ობიექტზე წვდომის გაიოლებით]

წამქეზებელმა ამისთვის უფრო მეტი რამ უნდა გააკეთოს;

 

მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე მე-2 სთეორია უფრო მისაღებია;

 

ამიტომ,კაზუსის ფაბულაში უნდა დაუკვირდა ჰქონდა თუ არა პირს რაიმე კომუნიკაცია ამსრულებელთან ქმედებასთან დაკავშირებით დანაშაულის ჩადენამდე

 

დაიმახსოვრე :

 

წაქეზების უმთავრესი წინაპირობაა სხვისი დაყოლიება; დაყოლიებაში მოიაზრება ინტელეტუალური კონტაქტის არსებობა წამქეზებელსა და ამსრულებელს შორის,ანუ მათ შორის უნდა შედგეს კომუნიკაცია .

სხვისთვის მხოლოდ დანაშაულის ჩადენის სურვილის გაჩენა კომუნიკაციის გარეშე „წაქეზებისთვის ‘’ დასჯისთვის არ არის საკმარისი.

 

 

 

სუბიექტური შემადგენლობა [წაქეზებისას]

 

წაქეზების დროს  ქმედების სუბიექტური მხარე მოითხოვს „ორმაგი განზრახვის ‘’ არსებობას ;

 

პირველი:

-განზრახვა ძირითად დანაშაულთან მიმართებაში

 

პირს უნდა ჰქონდეს იმის განზრახვა რომ ამსრულებელმა განახორციელოს დანაშაული

 

ამოწმებ ამას ფაბულის მიხედვით

 

მეორე:

-განზრახვა დაყოლიებასთან მიმართებაში

 

ანუ პირი უნდა მოქმედებდეს დაყოლიების განზრახვით

 

ამოწმებ ამასაც ფაბულის მიხედვით

 

 

-პერსონალური ნიშანი

 

პერსონალური ნიშანი  ბრალისთვის,ამსრულებლისტვის ან ერთ-ერთი თანამონაწილისთვის არის დამახასიათებელი;

პერსონალური ნიშანი შეერაცხება იმ ამსრულებელს ან ტანამონაწილეს,რომელსაც იგი ახასიათებს მუხ.25(5)

მაგ. პერსონალური ნიშანია- ანგარების მოტივი [რომელიც შეიძლება შეერაცხოს წამქეზებელს[თანამონაწილეს]

 

  მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

 +

1. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.

2. თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.

3. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.

4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.

5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.

6. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.

7. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები