გაუფრთხილებლობა მუხ. 10 - კაზუსის სქემა და დეფინიციები

 



გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის სახეები  

მე-10 მუხლის მიხედვით  „გაუფრთხილებლობა’’ ორი სახისაა:

 თვითიმედოვნება და დაუდევრობა

    მუხლი 10. გაუფრთხილებლობითი დანაშაული

 +

1. გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

2. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

3. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

4. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

თვითიმედოვნება- ესაა წიმდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობიერებული დარღვევა.  წინდახედულობის ნორმით დაწესებული აკრძალვა შეიძლება იყოს დაწერილიც და დაუწერელიც.

თვითიმედოვნების დროს ა) პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,ბ)ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას,მაგრამ გ) უსაფუძვლოდ იმედოვნებს[დარწმუნებულია] ,რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებს;

თვითიმედოვნებას სხვანაირად შეგნებული ანუ გაცნობიერებული გაუფრთხილებლობა ქვია;

თვითიმედოვნების დროს პირმა იცის ,რომ ახორციელებს დასაძრახ ქმედებას,რომელიც აკრძალულია წინდახედულობის ნორმით და ეწინააღმდეგება სოციალური თანაცხოვრების კულტურის ნორმებს.

პირმა „იცის’’რომ  მართალია მისი ქმედება გასაკიცხია ,მაგრამ [ასევე ვითომ იცის რომ]  მართლსაწინაამდეგო შედეგის დადგომა „აბსოლუტურად გამორიცხულია“,მაგრამ პირის ეს დარწმუნებულობა,რომ შედეგი არ დადგება,არის უსაფუძვლო(!)

 

ყურადღება:

ხოლო იმ შემთხვევაში როცა პირი "უშვებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას'',სახეზეა არა "თვითიმედოვნება'' მუხ.10(2) ,არამედ „არაპირდაპირი განზრახვა’’ მუხ.9(3)

არაპირდაპირი განზრახვისას პირი უშვებს,რომ შედეგი ან დადგება ,ან არა  [შედეგის დადგომას არ გამორიცხავს,როგორც თვიტიმედოვნებისას]

დაიმახსოვრე ამაშია თვითიმედოვნების და არაპირდაპირი განზრახვის ერთმანეთისგან განსხვავება[ამით უნდა გაარჩიო ერთმანეტისგან] [თვითიმედოვნებისას პირი გამორიცხავს მავნე შედეგს,არაპირდაპირი განზრახვისას არ გამორიცხავს]

 

დაუდევრობის  დროს ა) პირს გაცნობიერებული  არ აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,ბ) არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას,მაგრამ გ)მას შეუძლია და ევალება შედეგის  გათვალისწინება

ყურადღება:

საყურადღებოა მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის დებულება:“გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად,თუ ამის შესახებ სპეციალურადაა მითითებული კერძო ნაწილის მუხლში’’(!!!)

    მუხლი 10. გაუფრთხილებლობითი დანაშაული

 +

4. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

 

"გაუფრთხილებელი უმოქმედობით'' ჩადენილი დანაშაული

დასჯადია როგორც მოქმედებით ისე უმოქმედობით ჩადენილი გაუფრთხილებლობა ;

"გაუფრთხილებითი უმოქმედობაც'' შეიძლება გამოიხატოს  როგოც თვითიმედოვნებაში ,ისე დაუდევრობაში;

მაგ

დედა ფიქრობს ,რომ ბავშვს ძინავს და ყურადღებას არ აქცევს,სინამდვილეში კი ბავშვს გაეღვიძა,გავიდა აივანზე და გადავარდა(სახეზეა გაუფრთხილებითი უმოქმედობა თვითიმედოვნებით)

 

ტყეში შესულ დედას დაავიწყდა ტბის სიახლოვეს დატოვებული ბავშვი,რომელიც წყალში ჩავარდა და დაიხრჩო(სახეზეა გაუფრთხილებითი უმოქმედობა დაუდევრობით)

 

ყურადღება

არ არსებობს და ამიტომ არ არის დასჯადი გაუფრთხილებლობიტ დანაშაულის არც მომზადება და არც მცდელობა;


არ  არის შესაძლებელი  განზრახ დანაშაულში გაუფრთხილებლობით თანამონაწილეობა;

რადგან ყველა ეს შემთხვევა მოითხოვს განზრახვის არსებობას.

ამსულებლობა "გაუფრთხილებელი დანაშაულის'' დროს

სისხლის სამარტალში  აღიარებულია გაუფრთხილებლობით დანაშაულის  ე.წ. "პარალელური ამსეულებლობა''; 

"პარალელურ ამსრულებლებს'' შეერაცხებათ მხოლოდ საკუთარი ქმედება

მაგ. მონადირეს ,რომელსაც ეძინა კარავში მოეჩვენა,რომ დათვი დაესხა თავს,გააღვიძა მეორე მონადირე,რომელმაც თოფი აიღო და ისროლა მისი წარმოდგენით დათვის მიმართულებით,რომელიც სინამდვილეში ადამიანი აღმოჩნდა და მოკლა

მონადირე რომელმაც ისროლა შეიძლება დაისაჯოს "სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის'',ამავე დანაშაულისთვი შეიძლება დაისაჯოს მეორე მონადირეც,რომელმაც გააღვიძა იგი,მიუხედავად იმისა რომ მას უშულოდ გასროლა არ განუხორციელებია; ეს იმით შეიძლება დასაბუთდეს ,რომ მან ჩაიდინა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება,რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ქმედების შემადგენლობის შესაბამის შედეგთან;

 

არსებობს "გაუფრთხილებლობითი ალტერნატიული ამსრულებლბა"და "გაუფრთლებლობითი კუმულაციური ამსრულებლობა"

მაგ. ორი პირი მოქმედებდა წინდახედულობის ნორმის დარღვევით და სროლაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს ერთი იარაღით.ამ დროს მათი გასროლილი მხოლოდ ერთი ტყვია მოხვდა მსხვერპლს,რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია,მაგრამ ვერ დადგინდა რომლის ნაროლი იყო ტყვია

ასეთ შემთხვევაში "ყველა ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ",რის გამოც ვერც ერთმატგანს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი "გაუფრთხილებლობითი" შედეგისათვის;

"გაუფრთხილებლობითი დანაშაულის" სისტემა

გაუფრტხილებლობითი დანაშაულის სისტემა 3 საფეხურიანია:

1.      -ქმედების შემადგენლობა

2.      -მართლწინააღმდეგობა

3.      -ბრალი

ამ სისტემის შიგნით არსებობს ცალკეული კომპონენტები;

ქვემოთ განხილილი იქნება გაუფრთხილებლობის სპეციციფიკური კომპონენტები

 

მოქმედებით ჩადენილი შედეგიანი გაუფრთხილებელი დანაშაულის სქემა თვითიმედოვნების შემთხვევაში

 

I ქმედების შემადგენლობა

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება[წინდახედულობის ნორმის დარღვევა]

შედეგი[ წინდახედულობის ნორმის დარღვევით გამოწვეული. უნდა იყოს სახეზე]

მიზეზობრივი კავშირი

ობიექტური გაუფრთხილებლობა

-შედეგის დადგომის გათვალისწინების ობიექტური შესაძლებლობა

-შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობა 

ობიექტური შერაცხვა

-ურთიერთკავშირი  წინდახედულობის ნორმისდარღვევასა და ნორმის დაცვის მიზანს შორის  

-ურთიერთკავშირი წინდახედულობის ნორმის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის

-შედეგის განჭვრეტის ობიექტური შესაძლებლობა

 

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

-სუბიექტური გაუფრტხილებლობა:

ა)წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობირება

ბ)მარტლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გათვალისწინება 

გ)შედეგის ტავიდან აცილების იმედოვნება

 

შენიშვნა: [ ამ პუნქტის,ანუ „ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ‘’გარეშე სქემა იქნება -დაუდევრობით ჩადენილი დანაშაულის  სქემა]

 

II მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცავი გარემოებები:

-აუცილებელი მოგერიება

-უკიდურესი აუცილებლობა

-დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა

III  ბრალი

ა) ბრალუნარიანობა[შერაცხადობა]

ბ)მართლწინააღმდეგობის [პოტენციური] შეგნება

ბ) ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა

-წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა 

-შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა

დ) ინდივიდუალური ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების არარსებობა

-ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა

 

 

ქმედება

ქმედება უნდა იყოს წინდახედულების ნორმის დარღვევა[თვითიმედოვნებით]

წინდახედულობის ნორმა

წინდახედულობის ნორმა შეიძლება არსებობდეს დაწერილი ან დაუწერელი სახით

პრველ რიგში უნდა გაირკვეს  რა წესების დაცვას მოიტხოვს მართლწესრიგი 

 შემდეგ  კი უნდა დავადგინოთ  რა ფორმით დაირღვა ეს წესები;

შედეგი

 წინდახედულობის ნორმის დარღვევით გამოწვეული  მავნე შედეგი უნდა იყოს სახეზე

 

მიზეზობრივი კავშირი

ამ ეტაპზე უნდა უპასუხო კითხვას იყო თუ არა წინდახედულობის ნორმის დარღვევა დამდგარი შედეგის წინაპირობა

 

ობიექტური გაუფრთხილებლობა

-შედეგის დადგომის გათვალისწინების ობიექტური შესაძლებლობა

შედეგის დადგომის  შესაძლებლობა არსებობს მაშინ,როცა იგივე სიტუციაში სხვა ნორმალური ადამიანი პირის სოციალური წიდან,ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე,შედეგის დადგომას გაითვალისწინებდა

ამ ეტაპზე უნდა უპასუხო კითხვას არსებობდა თუ არა თავიდან აცილების შესაძლებლობა ?[ანუ სხვა ნორმალური პირი გაითვალისწინებდა შედეგს?]

 

-შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობა

თუ დადგინდება კონკრეტულ სიტუაციაში შედეგის თავიდან  აცილების ობიექტური შეუძლებლობა- გამოირიცხება პირისთვის შედეგის შერაცხვის შესაძლებლობა

 

ობიექტური შერაცხვა (გაუფრთხილებლობისას)


გაუფრთხილებლობით  ჩადენილ დანაშაულებზე მსჯელობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ობიექტური შერაცხვის პრობლემატიკა

 ობიექტური შერაცხვა  შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი წინაპირობის  არსებობისას გამოირიცხოს: 

·        ურთიერთკავშირის არ არსებობა  წინდახედულობის ნორმის დარღვევასა და ნორმის დაცვის მიზანს შორის (!)

 

ამ ეტაპზე უნდა ვუპასუხოთ კითხვებს შექმნა თუ არა პირმა სამართლებრივად გასაკიცხი საფრტხე და  არის თუ არა ეს საფრთხე წინდახედულობის ნორმის დაცვის მიზანში მოქცეული ?

 

·        ურთიერთკავშირის არ არსებობა  დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის

 

მოხდა თუ არა პირის მიერ შექმნილი საფრთხის რეალიზება  კონკრეტულ შედეგში ?

 

შენიშვნა:

დარღვავასა და შედეგს შორის კავშირი გამოირიცხება თუ  ალტერნატიული ქმედებისას[ანუ წესების დაცვის შემთხვევაში]  შედეგი მაინც დადგებოდა

ყურადღება:

ურთიერთკავშირი წინდახედულობის ნორმის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის გამორიცხება   თუ შედეგი ალტერნატიული ქცევის ,ანუ წესების დაცვის შემთხვევაში მაინც  დადგებოდა ;

[წინააღმდეგ შემთხვევაში,უსამართლობა იქნებოდა პირი დაგვესაჯა  ისეთი ქმედებისთვის რომლის შედეგსაც პირი ვერანაირად ვერ აიცილებდა თავიდან,რაც არ უნდა ყველა უსაფრთხოების წესები დაეცვა;]

 

 

·        შედეგის დადგომის ობიექტურად განჭვრეტის შეუძლებლობა (მოვლენების ატიპიური განვითარება)

 

დამდგარი შედეგი პირს არ შეერაცხება თუ მოვლენები ატიპიურად განვითარდება

[იხ. განრახი დანაშაულის სქემაში იგივეა]

 

 

·        მსვერპლის მიერ თვითდაზიანების მიყენება[ ანუ  "გარანტის''თავგანწირვა თუ  თვითიმედოვნებით "უაზრო რისკი'']

 

რა გავლენას ახდენს პირის მიერ მიღებული  სხვისი გადარჩენის  გადაწყვეტილება  და ამით გამოწვეული სასიკვდილო შედეგი[ამ გადამრჩენელის] თავდაპირველად მოქმედი პირის [საფრთხის შემქმნელი პირის]   დასჯადობაზე ?[ შეერაცხება თუ არა საფრთხის შემქმნელს  საკუთარი ნებით საქმეში ჩარეული პირის სიკვდილი?]

 

-ერთი მოსაზრებით თავდაპირველად მოქმედი პირის დასჯადობა გამოირიცხება რადგან მსხვეპლი მოქმედებდა  დამოუკიდებლად და გაცნობიერებული ჰქონდა საფრთხე და მიუხედავად ამისა მაინც წავიდა რისკზე; თავდაპირველად მოქმედი პირის[საფრთხის შემქმნელი პირის]  პასუხისმგებლობა დამთავრდება იმ მომენტში როდესაც მსხვერპლმა გააცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე,მაგრამ საკუთარი ნებით მაინც ჩაერთო საქმეში ; ამით მსხვერპლმა საკუთარ ხელში აიღო მოვლენების განვიტარებაზე ბატონობა  და ფაქტობრივად ახალი საფრთხე დააფუძნა (საკუტარი თავის მიმართ),რომელზეც პასუხს აგებს ის და არა სხვა ვინმე; აქედან გამომდინარე, თავდაპირველად მოქმედ პირს  დამდგარი სასიკვდილო შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება;

 

სისხლის სამართლის დოგმატიკასა და პრაქტიკაში გაბატონებულია მოსაზრება[მე-2 მოსაზრება] რომ  თავდაპირველად მოქმედ პირს  დამდგარი სასიკვდილო შედეგი ობიექტურად  შეერაცხება;

 

რადგან თავდაპირველად მოქმედ პირს  ქონდა იმის გაცნობირების საშულება რომ  ოჯახის წევრები,მეგობრები და ა.შ.  სავარაუდოდ მიიღებდნენ სარისკო გადაწყვეტილებას ; უსამართლო ბა იქნებოდა მათი [გადამრჩენლების,მშველელების,დამხმარეების ] სისხლისამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვება  ; მაგ ესეთი პირები[თავგანწირულები]  ექცევიან  187(3) -ის  დაცვის მიზნის ქვეშ;

მაგრამ სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა  თუკი მსხვერპლი[გადამრჩენელი ,მშველელი] გაუმართლებელ სარისკო გადაწყვეტილებას მიიღებდა ,რომლის შედეგიც წინასწარვე ცხადი იქნებოდა [უაზრო რისკი]  ან საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე შეაგდებდა  მასთან[საკუთარ სიცოცხლესთან]  შედარებით უმნიშვნელო სიკეთეების გადასარჩენად[ მაგ.უკრაინაში  დაქირავებული მებრძოლები][„თვითიმედოვნება“  მუხ.10 ნაწ.2)]

[უაზრო რისკის დროს  და  უმნიშვნელო სამართლებრივი სიკეთეების გადასარჩენად გაწეული რისკის დროს  თავდაპირველად მოქმედ პირს [საფრტხის შემქმნელ პირს]  დამდგარი სასიკვდილო შედეგი[ რისკზე წასულისა ] ობიექტურად  არ  შეერაცხება]

-        მაგრამ როცა პირი  ე.წ.„სამართლებრივ გარანტს“ წარმოადგენს   მას საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ  თუნდაც გარკვეული რისკის გაწევის საფასურად ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ,რაც  მისი მხრიდან მოვლენების განვიტარებაში ჩარევის ალბათობას ზრდის. ასეთ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს გარანტის მხრიდან მსხვერპლი  ამაზე პასუხი  თავდაპიირველი საფრთხის შემქმნელმა უნდა აგოს ; თავდაპირველად მოქმედ პირს  გარანტის სიკვდილი  ობიექტურად  შეერაცხება;

 

-        როცა გარანტი ერევა მოვლენების განვითარებაში და იღუპება მართალია ის თავისუფალი ნებით მოქმედებს მაგრამ  ეს რეალურად იძულებით ქმედებას წარმოადგენს ,ვინაიდან საქმე ეხება იმის გადარჩენას ვისი გარანტიც არის; გარანტის მიერ რისკის თავის თავზე აღების მოტივს სწორედ თავდაპირველად მოქმედი პირი ქმნის  ამიტომ  დამდგარი შედეგი გარანტის სიკვდილი  თავდაპირველად მოქმედ პირს   ობიექტურად  შეერაცხება;

 

               ამრიგად,

უაზრო რისკის დროს  და  უმნიშვნელო სამართლებრივი სიკეთეების გადასარჩენად  თვითიმედოვნებით გაწეული რისკის დროს  თავდაპირველად მოქმედ პირს [საფრტხის შემქმნელ პირს]  დამდგარი სასიკვდილო შედეგი[ რისკზე წასული მაშველისა  ] ობიექტურად  არ  შეერაცხება

               მაგრამ  თავდაპირველად მოქმედ პირს[საფრთხის შემქმნელს]   თავგანწირული  „გარანტის“

               სიკვდილი  ობიექტურად   შეერაცხება;

              

 ხ

ამრიგად, პირს რომ "თვითიმედოვნებით" დამდაგარი  შედეგი შეერაცხოს უნდა ვუპასუხოთ კითხვებს :

1) შექმნა თუ არა პირმა წინდახედულობის ნორმის დარღვევით   სამართლებრივად გასაკიცხი საფრტხე და  არის თუ არა ეს საფრთხე წინდახედულობის ნორმის დაცვის მიზანში მოქცეული ?

2)ეს  შედეგი ალტერნატიული ქცევის ,ანუ წესების დაცვის შემთხვევაში მაინც  დადგებოდა ?[არ უნდა დგებოდეს იგივე შედეგი წესებს თუ დაიცავდა]

3)  მოვლენები ატიპიურად  ხომ არ განვითარდა ?[ანუ  ახალი მიზეზ შედეგობრივი კავშირი ხომ არ გაჩნდა?]

4)  დაზარალებულის მხრიდან უმნიშვნელო სამართლებრივი სიკეთეების გადასარჩენად  ასევე თვითიმედოვნებით გაწეული რისკია სახეზე[ასეთ დროს არ შეერაცხება] ,თუ  თავგანწირული "გარანტის'' რისკი[ასეთ დროს შეერაცხება]

 

II  მართლწინააღმდეგობა[ გაუფრთხილებლობისას]

    

აუცილებელი მოგერიება გაუფრთხილებლობის დროს

საკუთარი თავის ან სხვათა დასაცავად მიმართული მოქმედებით  ქმედების შემადგენლობის გაუფრთხილებლობით განხორციელება - "აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით" გამართლებულია,თუ პირს ასეთი მოგერიება განზრახაც შეეძლო

უნდა შემოწმდეს შეეძლო თუ არა პირს განზრახი აუცილებელი მოგერიება კონკრეტულ სიტუაციაში?

თუ შეეძლო მაშინ "გაუფრთხილებლობით აუცილებელი მოგერიება"  არ იქნება სამართლებრივად გასაკიცხი და ქმედების  მართლწინააღმდეგობა გამოირიცხება

 

უკიდურესი აუცილებლობა [გაუფრთხილებლობისას]

გაუფრთხილებლობის [თვითიმედოვნების]დროს პირის მიერ წინდახეულობის ნორმის დარღვევა  შეიძლება გამართლდეს "უკიდურესი აუცილებლობის" მდგომარეობით მუხ.30[თუ ობიექტურად დაცული იქნება უკიდურესი აუცილებლობის მართლზომიერების სხვა პირობები]

ა) პირს შეგნებული უნდა ქონდეს "უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა"

ბ)თუ პირს არ აქვს გაცნობიერებული უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა და ისე გადაარჩენს უფრო დიდ სამართლებრივ სიკეთეს ნაკლებად მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთის დაზიანებით ,მისი ქმედება იქნება მათლსაწინააღმდეგო,მაგრამ შედეგის უმართლობის არ არსებობის გამო არ უნდა დაისაჯოს[ბრალი გამოირიცხება]

 

დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა[ გაუფრთხილებლობისას]

"დაზარალებულის თანხმობა"    გამამართლებელი გარემოება კი არა ქმედების შემადგენლობის გამომრიცხველი გარემოებაა

 ხ

სამაგიეროდ „დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა’მუხ. 32  როგორც გამამართლებელი გარემოება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით როცა საქმე ეხება საექიმო საქმიანობას;

მაგ. გონებადაკარგულ და მძიმედ დაზიანებულ პაციენტს ექიმმა არასათანადო წესით გაუკეთა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია,რამაც გამოწვი ა ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილი; თუ ექიმი ფიქრობდა,რომ პირის გადარჩენა მხოლოდ ასეთი მოქმედებით იყო შესაძლებელი,მაშინ ექიმის მოქმედება ჩაითვლება მართლზომიერად,მაშინაც კი როცა იგი შეცდა და დამდგარი შედეგი გაუფრთხილებლობით გამოიწვია;

    მუხლი 32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს

 

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს.

 

განხილულ მაგალითში შეიძლება „მართლზომიერ რისკზეც საუბარი’’ მუხ.31

     მუხლი 31. მართლზომიერი რისკი

 +

1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.

2. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

 

მაგრამ რისკის დროს უფრო არაპირდაპირი განზრახვაა  ,ვიდრე გაუფრთხილებლობა;

რისკის დროს პირი უშვებს მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას,მაგრამ მაინც რისკავს,იმის იმედით,რომ შედეგი იქნებ არ დადგეს და მსხვერპლი გადარჩეს,რომელიც ისედაც განწირულია დასაღუპად;

ხხხხხ

III  ბრალი(გაუფრთხილებლობისას)

 

ა) ბრალუნარიანობა[შერაცხადობა]

ბ)მართლწინააღმდეგობის [პოტენციური] შეგნება

ბ) ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა[გამოხატული წინდახედულობის ნორმის დარღვევის პერსონალურ აცილებადობაში]

-წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა

-შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა

დ) ინდივიდუალური ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების არარსებობა

-ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა

 

მარტლწინააღმდეგობის შეგნება [გაუფრთხილებლობისას]

ა)მართლწინააღმდეგობის შეგნება თვითიმედოვნებისას

შეგნებული გაუფრთხილებლობის(ანუ თვითიმედოვნების) შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს[შეგნებული აქვს],რომ ნებადართული რისკის ფარგლებს გარეთ მოქმედებს,რითაც შესაძლებელია განხორციელდეს ქმედების შემადგენლობა,მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს რომ შედეგი არ დადგება ან უსაფუძვლოდ მიიჩნევს ,რომ მისი მოქმედება სამართლებრივად გამართლებულია.

თუ პირი უსაფუძვლოდ დარწმუნებულია,რომ მავნე შედეგი არ დადგება და თავის ქმედებას "უკიდურესი აუცილებლობით" გამართლებულად მიიჩნევს,მაგრამ შედეგი დადგება  მისი პასუხიმგებლობის საკითხი გადაწყდება "აკრძალვაში შეცდომის'' ნორმის მიხედვით მუხ.36

     მუხლი 36. შეცდომა

 +

1. ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.

2. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.

3. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსით.

 

ბ)მართლწინააღმდეგობის შეგნება დაუდევრობისას

 

დაუდევრობის დროს წინდახედულობის ვალდებულების დამრღვევს შეგნებული არ აქვს ქმედების შემადგენლობის განხორციელების შესაძლებლობა;

დაუდევრობის დროს პირს არ აქვს საკუთარი ქცევის მართლწინააღმდეგობის შეგნება;

დაუდევრობისას პირს გაცნობიერებული არ აქვს წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება;

თუ პირის შეცდომა თავიდან აცილებადი იყო ე.ი. თუ პირს შეეძლო წინდახედულობის ნორმის გათვალისწინება[ან უ თუ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის პოტენციური შეგნება] მაშინ ასეთი შეცდომა მისატევებელი არ არის და პირი დაისჯება დაუდევრობისთვის;

შეცდომის თავიდან აუცილებადობის შემტხვევაში კი გამოირიცხება პირის ბრალი.[არ დაისჯება]

 

ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა

ამ ეტაპზე დგინდება წინდახედულების ნორმის დარღვევის აცილების პერსონალური შესაძლებლობა- ე.წ. „ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა’’

იგი ორი მომენტისგან შედგება:

-წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა

-შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა

 

 

წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა

 

უნდა დადგინდეს თავისი პერსონალური უნარ- ჩვევებიდან  გამომდინარე თუ რამდენად შეეძლო ამ კონკრეტულ პიროვნებას წინდახედულობის ნორმის დაცვა

ამდროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ა)  განატლების დონე ბ) ცნობიერების მდგომარეობა გ) სხეულის აგებულება დ) ინტელექტი ე) სქესი ვ) კრიტიკული შეფასების უნარი ზ)ასაკობრივი მდგომარეობით გამოწვეული ხარვეზები და ა.შ.

 

 

შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა

 

უეცრად აღმოცენებული გარემოებები

სატრანსპორტო ან სხვა ურთიერთობებში შეიძლება წარმოიშვას უეცრად აღმოცენებული გარემოებები,რაც გამოწვეულია,მაგალითად გონების დაკარგვით,გულის შეტევით რისთვისაც ადამიამი წინასწარ ვერ მოემზადება; ასეტ შემტხვევებში პირის მოქმედება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ გაუფრთხილებლობას.[მაგ. მძღოლი რომელსაც გულის შეტევა დაემარტა  დაეჯახა ქვეითს ,რასაც მსხვერპლი მოჰყვა]

 

მაგრამ არის შემთხვევები როცა პირს წინასწარ შეეძლო განჭვრეტა,რომ მის მიერ წინდახედულობის ვალდებულების არღვევას შეეძლო მძიმე შედეგი გამოეწვია ; მაგ თუ ღებულობს მედიკამენტებს რა დროსაც არ არის რეკომენდირებული ავტომობილის მართვა ან იცის ,რომ წინა ღამის უძინარი და გადაღლილია,ან აქვს მხედველობის ნაკლი- ასეთ შემთხვევებში ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა არ გამოირიცხება.[თუ პირმა არ გაითვალისწინა ასეთი გარემოებები და შედეგი დადგა-სამართლებრივი სიკეთე დაზიანდა].

ავტოავარიისა მომენტში მართალია პირი უგონო მდგომარეობაში იყო ,მაგრამ ეს შედეგი გამოიწვია მის მიერ წინდახედულობის ნორნის დარღვევამ,რაც მას შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა,რომ შეიძლებოდა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო;

 

ყურადღება:

გაუფრთხილებლობით გამოწვეული დელიქტის კაზუსის ამოხსნისას

-წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა

-შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა

განსაკუთეწბით უნდა შემოწმდეს[!!!]

ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა

ბრალის გამომრიცხველი  ზეკანონიერი საპატიებელი გარემოებაა რომელიც გამოიყენება გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებების დროს;

აღიარებულია როგორც დაუწერელი ჩვეულებით-სამართლებრივი ნორმა,რომელიცგარკვეული პირობების არსებობისას,გამორიცხავს ექსტემალურ იძულებიტ სიტუაციაში მოქმედი პირის პასუხისმგებლობას დამდგარი გაუფრტხილებელი შედეგისათვის.

„-ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა“ 38-ე მუხლიდან გამომდინარეობს

    მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს

 +

ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.

 

მაგ.

ცოლი რომელსაც შეატყობინეს მეუღლის მძიმე ავტოავაარიის შესახებ,გაიქცა შემტხვევის ადგილისკენ.აღელვების გამო მას უტო ჩართული დარჩა.ამის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.რამაც შედეგად სხვა პირთა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ეს არის თვითიმედოვნების შემტხვევა,რომელიც ბრალის ეტაპზე ინდივიდუალურ გაუფრთხილებლობას გამორიცხავს;

 

მაგ. მამამ შვილი ავტოავარიის შედეგად დროულად არ წაიყვანა საავადმყოფოში,რადგან ამავე ავარიის შედეგად მეუღლის დაღუპვიტ გამოწვეული შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდა.დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო შვილი გარდაიცვალა;

ეს შემტხვევა,წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას,როცა პირს არ შეიძლება მოეთხოვოს ვალდებულების სატანადო შესრულება .ამას ქვია „-ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა“

ასეთ დროს ქმედების შემადგენლობის დაუდევრობით განხორციელების მიუხედავად   პირის ინდივიდუალური ბრალი გამოირიცხება;

 

მოქმედებით ჩადენილი შედეგიანი გაუფრთხილებელი დანაშაულის სქემა თვითიმედოვნების შემთხვევაში

 

I ქმედების შემადგენლობა

ა) ობიექტური შემადგენლობა

ქმედება[წინდახედულობის ნორმის დარღვევა]

შედეგი[ წინდახედულობის ნორმის დარღვევით გამოწვეული. უნდა იყოს სახეზე]

მიზეზობრივი კავშირი

ობიექტური გაუფრთხილებლობა

-შედეგის დადგომის გათვალისწინების ობიექტური შესაძლებლობა[უნდა არსებობდეს]

-შედეგის თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობა [უნდა არსებობდეს]

ობიექტური შერაცხვა

-ურთიერთკავშირი  წინდახედულობის ნორმისდარღვევასა და ნორმის დაცვის მიზანს შორის  [უნდა არსებობდეს]

-ურთიერთკავშირი წინდახედულობის ნორმის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის[უნდა არსებობდეს]

-შედეგის განჭვრეტის ობიექტური შესაძლებლობა[უნდა არსებობდეს]

 

2.ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

-სუბიექტური გაუფრტხილებლობა:

ა)წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედების გაცნობირება[უნდა იცოდეს]

ბ)მარტლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის გათვალისწინება [უნდა ითვალისწინებდეს]

გ)შედეგის ტავიდან აცილების იმედოვნება[შედეგს უნდა  გამორიცხვდეს]

 

შენიშვნა: [ ამ პუნქტის,ანუ „ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ‘’გარეშე სქემა იქნება -დაუდევრობით ჩადენილი დანაშაულის  სქემა]

 

II მართლწინააღმდეგობა

მართლწინააღმდეგობის გამომრიცავი გარემოებები:

-აუცილებელი მოგერიება[ არ უნდა არსებობდეს]

-უკიდურესი აუცილებლობა[ არ უნდა არსებობდეს]

-დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა[ არ უნდა არსებობდეს]

III  ბრალი

ა) ბრალუნარიანობა[შერაცხადობა]

ბ)მართლწინააღმდეგობის [პოტენციური] შეგნება

ბ) ინდივიდუალური გაუფრთხილებლობა

-წინდახედულობის ნორმის დაცვის სუბიექტური შესაძლებლობა [უნდა ჰქონოდა]

-შედეგის დადგომის  გათვალისწინების სუბიექტური შესაძლებლობა[უნდა ჰქონოდა]

დ) ინდივიდუალური ბრალის გამომრიცხველი საპატიებელი გარემოებების არარსებობა

-ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შეუძლებლობა[არ უნდა არსებობდეს ასეთი მოთხოვნის შესაძლებლობა]

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები