ძირითადი სამოქალაქო უფლებები და ამ უფლებების ფარგლები

 





საკუთარი სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების ვალდებულება

 

 

წინაპირობა 1 (თავისუფლება)

·        «სამოქალაქო უფლებათა „  თავისუფლად გამოყენების პრინციპი სამოქალაქო სამართლის უმთავრესი  პრიციპია.

·        თუმცა „თავისუფლება’’ არ არის ერთადერთი წინაპირობა „სამოქალაქო უფლებათა“ გამოყენებისას;

·         „თავისუფლება“  არის მხოლოდ წინაპირობა № 1

·        სამოქ.კოდექსი მრავალ ადგილას განამტკიცებს სხვა წინაპირობებსაც,რომელთა დაცვაც აუცილებელია პირის მიერ  საკუთარი „სამოქალაქო უფლებების“ რეალიზაციისას

წინაპირობა 2(კეთილსინდისიერება )

·        კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი  სამოქალაო უფლებები და მოვალებები(მუხ.8 ნაწ.3)

·        „კეთილსინდისიერება’’ ურთიერთობის მონაწილეთა ზნეობრივ მოვალეობადაც მიიჩნევა;

  ხ

წინაპირობა 3 (მართლზომიერება)

·        სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (მუხ.115 პირველი წინადადება)

·        რაც ნიშნავს იმას რომ თავისი „სამოქლაქო უფლების „განხორციელებისას პირმა უნდა დაიცვას  კანონით დადგენილი წესი

 

მაგ. მესაკუთრეს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლება აქვს  სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთარი ნივთი ,რაც მან სასამართლოს მეშვეობით უნდა გააკეთოს,თუ მისი ნივთის ფაქტიური მფლობელი მესაკუთრის მოთხოვნას ნებაყოფლობით არ შეასრულებს;

მაგრამ მესაკუთრეს არ აქვს უფლება შეიპაროს ნივთის მფლობელის სახლში  და იქიდან მოიპაროს თავისი ნივთი. ეს იქნებოდა უფლების არამართლზომიერი გამოყენება ;

 

·        სამოქალაქო უფლების განხორციელების ფარგლები ხშირად განპირობებულია ამ უფლების ობიექტით(უფლების საგნით) ანუ იმით თუ  რას ეხება ეს უფლება;

 

ე.წ. ფარდობითი უფლებები მიმართულია მხოლოდ მოცემული  სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიმართ და მისი საგანი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კონკრეტული ურთიერთობით განსაზღვრული ობიექტი;

 

მაგ.ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველს შეუძლია მოიტხოვოს გამყიდველისგან ნაყიდი ნივთის მისთვის გადაცემა ,მაგრამ არა სხვა ნივთის;

·        იგივე ეხება აბსოლუტურ უფლებებსაც -უფლებამოსილ პირს შეუძლია მხოლოდ იმ უფლების გნხორციელება,რომელიც სანივთო სამართლით არის დადგენილი

·        ასერომ,უფლებების განხორციელებამდე  ,ყოველთვის წინასწარ უნდა გაირკვეს რისი უფლება აქვს უფლებამოსილ პირს და რისი არა (!!);

 

 

·        რაიმე „სამოქალაქო უფლების“ საზღვრების დადგენისას მნიშვნელოვანიამასთან დაკავშირებული უფლების“ ან „მისი კონკურენტი უფლების“  შინაარსის და საგნის შემოწმებაც(!)

·        ანუ ყოველთვის უნდა შემოწმდეს რამდენად შეესაბამება ერთი პირის უფლება მე-2 პირის უფლებას(!)

 

მაგ. ერთი პირის პატივისა და ღირსების  დაცვის უფლების განხორციელებისას უნდა შემოწმდეს,რამდენად არის მეორე პირის  აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცული;

 

 

 

უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

 

·       უფლების გამოყენება  ან არ გამოყენება ამ უფლების მფლობელის ნება-სურვილზეა დამოკიდებული

·       მაგრამ  სამოქალაქო კოდექსი კრძალავს  საკუთარი სამოქალაქო უფლების  ბოროტად გამოყენებას (!)

·       სამოქალაქო კოდექსით უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა  ხდება:

a.      იმპერატიული ნორმების დაწესებით(მუხ.10 მე-3 ნაწ.),რომლებიც ბათილად მიიჩნევენ უფლების ამგვარად გამოყენებას

და

b.     შიკანის აკრძალვით(მუხ.115)

 

 

შიკანა

·       შიკანა ნიშნავს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით,რომ ზიანი მიადგეს სხვას

·       მოქმედების შიკანად დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტია პირის განზრახვა (რომ მისი ქმედების ერთადერთ მიზანს შეადგენდა სხვისთვის ზიანის მიყენება)რისი დადგენა ხშირად რთულია(!)

მაგ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების(შპს) პარტნიორის მხრიდან სამართალდაცვის ორგანოებისადმი მიმართვა  შპს-ის პარტნიორთა და თანამშრომელთა დანაშაულებრივი საქმიანობის მხილების მიზნით ამ პარტნიორების (მათი იურისტების) მიერ შეფასდა  როგორც „უფლების ბოროტად გამოყენება“(კერძოდ შიკანა); უზენაესმა სასამართლომ კი პარტნიორის ქმედება ჩათვალა მისი უფლების მართლზომიერ განხორციელებად და არა უფლების ბოროტად გამოყენებად;

·    „უფლების ბოროტად გამოყენების“ - ცნების დაკონკრეტების მცდელობა მოცემულია მესაკუთრის უფლებამოსილების დახასიათებისას;

·    მესაკუთრეს აკრძალული აქვს თავისი საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება (170-ე მუხლიპირველი ნაწილი)

· საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება -საკუთრებით ისეთი სარგებლობა ,რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ,ისე რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია(მუხ.170-ე.მე-2 ნაწ.)

·       ‘’უფლების ბოროტად გამოყენება’’ შეიძლება გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს თუკი:

„ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის  მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით ‘’(მუხ.55 ნაწ.პირველი)

 

 

·       ბათილია ასევე გარიგება ,რომელიც დადებულია ერთი მხარის მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით,როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე (მუხ.55 . ნაწ.2)

·       ამრიგად ,იმისათვის ,რომ უფლების განხორციელება არ ჩაითვალოს უფლების ბოროტად გამოყენებად (!),აუცილებელია უფლებამოსილ პირს ჰქონდეს ე.წ. „დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი’’ ამ უფლების განხორციელების მიმართ;

·       თუ უფლებამოსილი პირის „დაცვის ღირსი სამართლებრივი ინტერესი’’ არსებობს ,უფლების გამოყენებით თუნდაც მე-2 მხარე არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ,უფლებამოსილი პირის ქმედება სამართლებრივად არ იქნება უფლების ბოროტად გამოყენება.

 

(შენიშვნა: საკუთარი უფლების გამოყენება ზოგჯერ მორალურად შესაძლებელია იყოს სხვათა მხრიდან დასაგმობი  )

                ხ

·       მიუხედავად კანონის მცდელობისა დააკონკრეტოს „უფლების ბოროტად გამოყენების’’ ცნების შინაარსი,ის მაინც რჩება ზოგად და შეფასებით კატეგორიად;

·       ამიტომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს(!),ხომ არ ხდება უფლებამოსილი პირის მიერ საკაუთარი  უფლების ბოროტად გამოყენება;(დაიმახსოვრე)

„თვითგასამართლების“(„самосуд“-რსულად „lynching“- ინგლისურად ) დაუშვებლობა  

·       თუ  პირის „სამოქლაქო უფლების“ განხორციელებას ხელს უშლის ურთიერთობის სხვა მონაწილე,მაშინ ამ უფლებამოსილმა პირმა თავისი უფლებების დასაცავად აუცილებლად  უნდა მიმართოს სასამართლოს;

·       ეს აიხსნება იმით,რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების მონოპოლია სახელმწიფოს ხელშია და მოქალაქეებს ეკრძალებათ თავიანთი უფლებების დასაცავად ძალის გამოყენება(!)

ანუ აკრძალულია ე.წ. მოწინააღმდეგის „თვითგასამართლება’’. (შეადარე   გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადება’’ 1 წლიანი ვადა, რომ ჰქონდათ შურისძიებისთვის მთიულებს-ეს,სამართლებრივ სახელმწიფოში ეს აკრძალულია)

·       სამართლებრივი მშვიდობა,რომლის მიღწევა ყოველი ნორმალური სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს,შეუძლებელია  მიღწეულ იქნას კერძო პირთა მიერ  ერთმანეთის მიმართ ძალადობის ,ე.წ. „მუშტის სამართლის’’ გამოყენების პირობებში;

 

·       ყურადღება:

სამოქალაქო კოდექსი „მუშტის სამართის’’ გამოყენების 3 გამონაკლისს უშვებს ,როდესაც უფლებამოსილ პირს  ეძლევა უფლება სახელმწიფოს გარეშე დაიცვას საკუთარი ან მე-3 პირის ინტერესები და უფლებები

·       ეს 3 გამონაკლისია:

1.     „აუცილებელი მოგერიება“ (მუხ.116)

2.     „უკიდურესი აუცილებლობა“ (მუხ.117)

3.„თვითდახმარება“ ( მუხ.118-119-120)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები