ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით)

 

     


გარიგება შესაძლოა, ბათილი იყოს ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო, 

(სკ-ის 57- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.)

ამისათვის საჭიროარომ:

 ნების გამოვლენა გაკეთებული იყოს არასერიოზულად

და,ამავდრულად

ნების გამომვლენს უნდა ევარაუდარომ არასერიოზულობა შესაბამისად იქნებოდა აღქმული.

 

   მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

1. ბათილია ნების გამოვლენარომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) [და] იმ ვარაუდითრომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

 

ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის მნიშვნელობა არ აქვსრა არის ნების გამომვლენის მოტივ (ხუმრობატრაბახიგაბრაზებათავაზიანობა თუ სხვ.);

ასევეშეძლოან შეუძლია თუ არა ნების გამოვლენის ადრესატს არასერიოზულობის 

გამოცნობა და ..,

გადამწყვეტია მხოლოდ ნების გამომვლენის სუბიექტური დამოკიდებულება მის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ, ანუ

ა) ნების გამოვლენა არასერიოზულად უნდა იყოს ნაგულისხმევი ნების გამომვლენის მიერ  

დაამავდროულად,

ბ) არ უნდა არსებობდეს მოტყუების მიზანი.

არასერიოზულად ნების გამოვლენის ადრესატი კი დაცულია სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილით.

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

 

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანირომელიც წარმოიშვა იმის გამორომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობასთუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

 

სკ-ის 57- მუხლი 

ასევე გამოიყენება არშემდგარი თვალთმაქცური გარიგების დროსაც (სკ-ის 56- მუხლი)როდესაც თვალთმაქცური გარიგების მეორე მხარე ვერ ხვდება გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს.

პირირომელიც ნებას არასერიოზულად ავლენსასევე სუბიექტურად უნდა ვარაუდობდესრომ ნების გამოვლენის არასერიოზულობა გამოცნობილი იქნება

 ადრესატის მიერ.

(სხვა შემთხვევაში საქმე გვექნებოდა .ფარულ დათქმასთან”, რომელიც სამართლებრივად არარელევანტურია და ხელს არ უშლის გარიგების ნამდვილობას.

ამასთანმნიშვნელობა არ აქვს არასერიოზულობის ობიექტურ გამოცნობადობას, არამედ გადამწყვეტია ნების გამომვლენის სუბიექტური ვარაუდირომ ადრესატი მიხვდება ნების არასერიოზულობას.)

 

მნიშვნელოვანი შენიშვნა:

მაგრამ თუკი ნების არასერიოზულად გამომვლენი ხვდება(!), რომ ადრესატმა მისი ნების გამოვლენა სერიოზულად მიიღოის ვალდებულიამყისიერად განუმარტოს ადრესატსრომ მის მიერ გამოვლენილი ნება არასერიოზული იყო.

სხვა შემთხვევაში(ანუ თუ ხვდება და მაინც არ განუმარტავს)სკ-ის მე-8 მუხლის მე-ნაწილით გათვალისწინებულიკეთილსინდისიერების ვალდებულებიდან გამომდინარე, 

ნების გამომვლენი ვერ დაეყრდნობა სკ-ის 57- მუხლს 

და მისი ნება განხილულ უნდა იქნეს როგორც ნამდვილი.

არასერიოზული ნების მიმღებს შესაძლოაჰქონდეს  ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება,

 სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანირომელიც წარმოიშვა იმის გამორომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობასთუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ

 

 

I.                ზიანის ანაზღაურების  მოთხოვნის წარმოშობა

 ამისთვის საჭიროარომ სახეზე იყოს 57- მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციის ელემენტები ანუ წინაპირობები  :

 არასერიოზულად გამოვლენილი ნება მიზეზ-შედეგობრივ  კავშირში იყოს ნების მიმღების  ზიანთან

და

ნების მიმღებს  ა)არ უნდა სცოდნოდა და ბ)არც შეიძლებოდა 

სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

 

ამიტომ, კაზუსის ფაბულის მიხედვით ცალ-ცალკე უნდა შემოწმდეს :

1.      არასერიოზული ნების გამოვლენისა და ზიანის მიზეზ-შედეგობრივი  კავშირი 

 

2.      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არცოდნა

 

3.      ნების გამოვლენის არასერიოზულობის ცოდნის შეუძლებლობა

 

სკ-ის 57- მუხლის მე ნაწილის მეორე ალტერნატივა ანუ  მე-3 (რაც მოწმდება)

ეხება ისეთ სიტუაციებსროდესაც მხარე მხოლოდ საკუთარი გაუფრთხილებლობით ვერ მიხვდა, რომ ნება არასერიოზულად იყო გამოვლენილი.

გაუფრთხილებლად მოქმედებს ისვინც არ იჩენს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ წინდახედულებას.

გაუფრთხილებლად მოქმედს(ხუმრობის ვერ გამგებს) ზიანი არ აუნაზღაურდება(!)

 

სამახსოვრო!

·      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ნების გამომვლენის მოტივი (ხუმრობატრაბახიგაბრაზებათავაზიანობა თუ სხვ.); ასევეშეეძლოან შეუძლია თუ არა ნების გამოვლენის ადრესატს არასერიოზულობის გამოცნობა და ..

·      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის გადამწყვეტია მხოლოდ ნების გამომვლენის სუბიექტური დამოკიდებულება მის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ.

·      სკ-ის 57– მუხლი ასევე გამოიყენება არშემდგარი თვალთმაქცური გარიგების დროსაც (სკ-ის 56- მუხლი), როდესაც თვალთმაქცური გარიგების მეორე მხარე ვერ ხვდება გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს.

·      თუკი ნების არასერიოზულად გამომვლენი ხვდებარომ ადრესატმა მისი ნების გამოვლენა სერიოზულად მიიღოის ვალდებულიამყისიერად განუმარტოს ადრესატსრომ მის მიერ გამოვლენილი ნება არასერიოზული იყო.(თუ ხვდება და მაინც არ აფრთხილებს მისი ნების გამოვლენა ნამდვილად ჩაითვლება)

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები