ნების გამოვლენის ადრესატამდე მისვლა მესამე პირის საშუალებით.დუმილი და სხვა კონკლუდენტური ქმედებები.აქცეპტისა და ოფერტის გაუქმება(გამოხმობა).როდის არის აქცეპტის მისვლა ოფერენტთან ზედმეტი ?

 



ნების გამოვლენის ადრესატამდე მისვლა მესამე პირის საშუალებით


ყოფით ცხოვრებაში ხშირია შემთხვევაროდესაც ნების გამოვლენის ადრესატამდე მიტანა მესამე პირის საშუალებით ხდება.

 ასეთ დროს შუამავალი მხოლოდ დამხმარე პირია და უშუალოდ არ არის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

ამგვარ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გარკვევათუ როდის უნდა ჩაითვალოს ნების გამოვლენა მისულად.

ასეთი დამხმარე პირის სამართლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო კოდექსით დარეგულირებული არაა – მხოლოდ სკ-ის მე-80 მუხლი იხსენიებს შუამავლად გამოყენებულ პირს, 

თუმცა ნების  მისვლის მომენტის განსაზღვრას ეს მუხლიც არ ეხება.

 

შუამავლად გამოყენებულ პირს შესაძლებელიაეწოდოს მაცნე.

მაცნე vs წარმომადგენელი

მაცნე უნდა განვასხვაოთ წარმომადგენლისაგანრომელიც საკუთარ ნებას ავლენს სხვა პირის სახელით;

წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსს თავად წარმომადგენელი აყალიბებს(!), იგი მხოლოდ წარმოდგენილი პირის მიერ მიცემული ფარგლებითაა(ანუ „მინდობილობის ფარგლებით“) შეზღუდულიმაცნე კი მხოლოდ სხვისი ნების გადამტანია(!),ამ ნების  შინაარსთან თავად მაცნეს კავშირი არ აქვს(!).

 ხ

სხვაგვარად რომ ვთქვათმაცნე მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს – გადააქვს სხვის მიერ უკვე ფორმულირებული ნების გამოვლენამაშინროცა წარმომადგენელი კონკრეტულ ვითარებაში გარიგების მხარესპიროვნებას ანაცვლებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავად განსაზღვრავს დადებული გარიგების შინაარსს.

 ხ

აქედან გამომდინარემაცნე შესაძლოაქმედუუნარო პირიც კი იყოს.

 ხ

 წარმომადგენლისა და მაცნის გამიჯვნა კონკრეტულ ვითარებაში ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან უნდა მოხდეს:

მაცნე ის პირი შეიძლება იყოსრომელსაც ობიექტური დამკვირვებელი მხოლოდ და მხოლოდ ნების გამოვლენის გადამტანად აღიქვამს.

 ხ

წარმომადგენლის და მცნეს ერთმანეთისგან გარჩევისას  გასათვალისწინებელია 

შექმნილი ვითარება და სხვა ობიექტური გარემოებები:

a.      პირის ასაკი (წარმომადგენელი ვერ იქნება ქმედუუნარო პირი),

b.   პირის ნათესაური ან სხვაგვარი ურთიერთობა გარიგების მხარეებთან და სხვ.

ცალსახად წარმომადგენლობაზე მიუთითებს, მაგალითადვითარებაროდესაც შუამავალი პირი გარიგების საგანს გარკვეული ყოყმანის შემდეგ შეარჩევს (მაგ., ნასყიდობის საგანსღვინოს მხოლოდ დეგუსტაციის შემდეგ ამოირჩევს). ასეთ დროს პირი თავისი არჩევანით განსაზღვრავს გარიგების საბოლოო შინაარსსრაც სცდება მხოლოდ ტექნიკური სამუშაოს შესრულებას – ნების გადატანას – დაშესაბამისადგამორიცხავს მაცნეს.(ანუ ასეთი პირი წარმომადგენელია)

 ხ

მაცნისა და წარმომადგენლის ერთმანეთისაგან გამიჯვნა(გარჩევა)  ნების გამოვლენის მისვლის მომენტის გარკვევისთვისაა საჭირო.(!!!)

თუკი წარმომადგენლობისას ნების გამოვლენის მისვლა წარმომადგენელთან ნიშნავს წარმოდგენილ პირთან ნების მისვლასაც(!)იმავეს ვერ ვიტყვით მაცნის შემთხვევაში.(!)

 ხ

 ნების მისვლის მომენტის განსასაზღვრავად ასევე  საჭიროაერთმანეთისაგან გაიმიჯნოს მაცნის ორი სახე:

a.     მაუწყებელი  მაცნე 

და 

b.     მიმღები მაცნე ;

 

1.      მაუწყებელი მაცნე

 

მაუწყებელი მაცნე ეწოდება  პირსრომელსაც ნების გამომვლენი ავალებს ნების 

გადატანას ადრესატამდეხოლო სწორად და დროულად  მიწოდების რისკს თავად ნების გამომვლენი ატარებს.

 მაუწყებელი მაცნე, ფაქტობრივადსამართლებრივად უტოლდება შეტყობინების გასაგზავნ მოწყობილობასრომელიც ნების გამომვლენს ეკუთვნის.(ანალოგიას თუ მოვიშველიებთ)

ზოგადადნების ტრანსპორტირება ნების გამომვლენის პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნებაამიტომაა იგი პასუხისმგებელი მისი არჩეული მაცნის მიერ  ნების გამოვლენის სწორად და დროულად მიწოდებაზეც.(!)

აქედან გამომდინარემაუწყებელი მაცნისათვის შეტყობინების გადაცემა და ადრესატისკენ მიმართვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნების გამოვლენის მისვლას ადრესატამდე(!).

ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ(!), როდესაც მაუწყებელი მაცნე 

უშუალოდ გადასცემს ადრესატს შეტყობინებას.

 

მაუწყებელი მაცნის თვალსაჩინო მაგალითიაროდესაც დედა ექვსი წლის შვილს აგზავნის მაღაზიაში პურის საყიდლად

ცხადიაყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულება დედასა და გამყიდველს შორის იდება

ექვსი წლის შვილის (მაცნისფუნქცია კი მხოლოდ დედის ნების გამოვლენის ადრესატამდე მიტანაა. 

 

2.    მიმღები მაცნე

არის ის პირირომელსაც ადრესატმა თავად მიანდო მისთვის გამოგზავნილი 

შეტყობინებების მიღება (ჩაბარება),

ანდა პირი, რომელიც ადრესატთან იმდენად დაახლოებულიარომროგორც წესიშეუძლიაჩაიბაროს მისთვის განკუთვნილი შეტყობინებები.

 

მიმღებ მაცნედ ჩაითვლებამაგალითადადრესატის მეუღლე ან ადრესატის  სახლში მცხოვრები ოჯახის სხვა წევრი

აგრეთვე  ადრესატის მდივანირომელიც უფლებამოსილიაჩაიბაროს მისი 

დამსაქმებლისთვის გამოგზავნილი წერილები.

 

მიმღები მაცნის სამართლებრივი მდგომარეობა უტოლდება შეტყობინების მიმღებ მოწყობილობასრომელიც ადრესატს ეკუთვნის.(ანალოგიას თუ გამოვყენებთ)

 

აქედან გამომდინარემიმღები მაცნის მიერ შეტყობინების მიღება ნიშნავს ნების გამოვლენის მოხვედრას ადრესატის ძალაუფლების სფეროში(!).

 ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ზოგადი წესირომლის მიხედვითაც 

ნების გამოვლენის ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოხვედრის შემდეგ ნების მიუსვლელობის რისკი(პასუხისმგებლობა) სწორედ ადრესატზე გადადის.(!)

ამდენადნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება მაშინროცა ჩვეულებრივ 

ვითარებაში სავარაუდოარომ მიმღები  მაცნე აცნობებს ადრესატს შეტყობინების შინაარსს.

 

3.   მაცნის განსაკუთრებული შემთხვევა- თარჯიმანი.

თარჯიმანი მართალიანების გამოვლენას სიტყვიერად თავად აყალიბებსმაგრამ არ ცვლის უკვე ფორმულირებულ  შინაარსს  დაამდენადმისი როლიც  გარიგების დადების პროცესში  მხოლოდ ტექნიკურია. 

(შენიშვნა: შუასაუკუნეებში უსინდისო თარჯიმნები საქართველოში ძალიან ხეირობდნენ იმით რომ ცვლიდნენ ფორმულირებულ შინაარსს მაგ. სადუნ მაკანბერდელი მონღოლების დროს სწორედ არაკეთილსინდისიერი თარჯიმნობით აღზევდა)

თარჯიმანი შესაძლებელია იყოს როგორც მაუწყებელიისე მიმღები მაცნეც;

როდესაც თარჯიმანი  ნების მიღების ადრესატის მიერაა დაქირავებული

თარჯიმანი მიმღებ მაცნედ უნდა ჩაითვალოს დაშესაბამისადსწორი და დროული თარგმანის რისკს(პასუხისმგებლობას)  ადრესატი ატარებს

ნების გამომვლენის მიერ თარჯიმნის დაქირავების შემთხვევაში კი – პირიქით,სწორი და დროული თარგმანის რისკს ნების გამომვლენი ატარებს;


დუმილი და სხვა კონკლუდენტური ქმედებები

კონკლუდენტური  ქმედებები (ლათ. Concludo-ვასკვნი, მე ვაკეთებ დასკვნას) არის პირის ქმედებები, რომლებიც აჩვენებენ მის სურვილს შევიდეს გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობებში (მაგალითად,პირის სურვილს დადოს  გარიგებ).

კონკლუდენტური ქმედების შემთხვევაში პირი სამართლებრივ ურთიერთობაში(გარიგებაში) შესვლის    ნებ  გამოხატავს არა ზეპირი ან წერილობითი ფორმით, არამედ ქცევით, რომლის საფუძველზეხ  შეიძლება გაკეთდეს დასკვნა მის ასეთ განზრახვაზე.

კონკლუდენტური ქმედებებით გარიგებების დადების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი.

ზოგიერთ შემთხვევაში კონკუდენტური ქმედების როლში გვევლინება - დუმილი.(ე.წ. კონკლუდენტური დუმილი)

დუმილი ,როგორც წესი უმოქმობად ითვლება.

კონკლუდენტური ქმედების განხორციელება პირის მიერ  გარიგების დადების ტოლფასია ,რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოსდევს.

 

სხვა კონკლუდენტური ქმედებების  მაგალითებია :

a.      საქონლის ან ვალუტის ყიდვა ავტომატებიდან

b.      თანხის გამოტანა ბანკომატებიდან

c.      მგზავრობის საფასურის გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

d.     ჩუქება  ნივთი „სიმბოლური გადაცემით’’(მაგ. მანქანის ან ბინისგასაღების გადაცემით)

e.      მემკვიდრეობის მიღება (ფაქტობრივ მფლობელობაში)

f.       მომსახურების საფასურის გადახდა  გაწული მომსახურების შესახებ აქტის ხელმოწერის გარეშე

g.      და სხვ.

 

როდის არის აქცეპტის მისვლა ოფერენტთან  ზედმეტი  ?

 

აქცეპტი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და მისი ნამდვილობისათვისსკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმადსაჭიროარომ იგი მეორე მხარეს მიუვიდეს.

შენიშვნა 1:

იურიდიულ ლიტერატურაში აღიარებულიარომ აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა მისი ნამდვილობისათვის შესაძლოაზედმეტი იყოს, როცა, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციიდან გამომდინარეიგი(ანუ აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა ) მოსალოდნელი არ იყო.

 

შენიშვნა 2:

აქ საუბარია არა თავად აქცეპტის ზედმეტობაზე, არამედ მხოლოდ მისი(აქცეპტის) მეორე მხარესთან მისვლის ზედმეტობაზე.(!)

ამ შემთხვევაში(კაზუსში)  სახეზეა კონკლუდენტური მოქმედებით გამოვლენილი აქცეპტი, რომლის მისვლაც მეორე მხარესთანშესაძლოაარ იყოს საჭირო.

 

შენიშვნა 3 :

ხოლო  სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ტრადიციად უნდა იქნეს განხილული კონკრეტულ საზოგადოებრივ წრეში გაბატონებული ფაქტობრივი პრაქტიკა.

 

 

აქცეპტის მეორე მხარესთან მისვლა მისი ნამდვილობისათვის შესაძლოა ზედმეტი იყოს, როცასამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარეიგი(აქცეპტის მისვლა) მოსალოდნელი არც იყო.

 

 

აქცეპტისა და ოფერტის გაუქმება(გამოხმობა)

 

 სკ პირდაპირ არ ითვალისწინებს აქცეპტის ან ოფერტის გაუქმების შესაძლებლობასთუმცა ესშესაძლებლობა  აღიარებულია როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშიასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით.

საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ ვენის 

1980 წლის კონვენციის 22- მუხლის თანახმადაქცეპტი შეიძლება გაუქმებულ იქნეს, 

თუ შეტყობინება გაუქმების შესახებ ოფრენტმა მიიღო იმ მომენტზე ადრე ან იმ მომენტში, როდესაც აქცეპტი ძალაში უნდა შესულიყო.

 ქართული კანონმდებლობის მიხედვითაქცეპტი ძალაში მეორე მხარესთან მისი მისვლის მომენტიდან შედის.

შესაბამისადაქცეპტის გამოხმობა სწორედ მის მისვლამდე უნდა მოხდეს.

 ხ

თუკი აქცეპტანტი დააგვიანებს  უკვე გაგზავნილი აქცეპტის გამოხმობას, აქცეპტი ნამდვილად ჩაითვლება.

(არ გაუქმდება და ოფერენტს ექნება შესრულების მოთხოვნის უფლება)(!!!)

თუკი ორივე ნება (აქცეპტი და მისი გაუქმებაერთდროულად მიუვა ადრესატსაუცილებელი არაარომ ადრესატი პირველად აქცეპტის გაუქმების შესახებ შეტყობინების შინაარსს გაეცნოს და მხოლოდ შემდეგ თავად აქცეპტს.

 გადამწყვეტი ნების მისვლის მომენტია და არა მისი შინაარსის რეალურად გაცნობის მომენტი.(!)

ვენის კონვენცია აგრეთვე ითვალისწინებს ოფერტის გაუქმების შესაძლებლობასაც. 

კერძოდკონვენციის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმადსანამ ხელშეკრულება 

დადებული არ არის,ოფერტი შეიძლება უკან გამოიხმოს ოფერენტმა

თუ შეტყობინება ოფერტის უკუგამოხმობის შესახებ მიღებულია 

ოფერტის ადრესატის მიერ მანამსანამ იგი აქცეპტს გაგზავნის.

 ხ

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებითსკ-ის 51- მუხლის მე-2 ნაწილი გაგებულ უნდა იქნეს არა როგორც ადრესატის მიერ ნების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობა (სიტყვასიტყვითი გაგება), არამედ როგორც ნების გამომვლენის უფლებაგამოითხოვოს მის მიერ გამოვლენილი ნება (ტელეოლოგიურისისტემური და ისტორიული განმარტება).

შესაბამისადამ ნორმის ასე გაგების შემთხვევაშიარა მხოლოდ აქცეპტისა და ოფერტისარამედ ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოთხოვაა შესაძლებელი, თუკი დაცულია შემდეგი  პირობები: 

ნების გაუქმებისაკენ მიმართული შეტყობინება ადრესატს საწყისი  (ანუ გასაუქმებელი

ნების მისვლამდე(!) ან მისვლისას მიუვა(!).

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები