ხელშეკრულების მოშლა.ნების მისვლა.ნების გაცნობა მისვლამე.მისვლის დამაბრკოლებელი გარემოებები.მისვლის ფიქცია.მისვლის დროულობის ფიქცია.
ხელშეკრულების მოშლა (ანუ მოთხოვნის შეწყვეტა)
„ ხელშეკრულების მოშლა’’ არის გარიგება, რომელიც მხოლოდ ერთი ნების გამოვლენისაგან შედგება.
· ხელშეკრულების მოშლის „სამართლებრივი შედეგი“ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტაა.(ანუ მოთხოვნის უფლების შეწყვეტაა)
· ხელშეკრულების მოშლა ე.წ. „მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა’’ და მისი ნამდვილობა ეფუძნება
ა) „ნების გაცხადებას ’’ და
ბ) „ამ გამოვლენილი ნების [დროულ] მისვლას ადრესატამდე “
(სკ-ის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა
1.
ნების გამოვლენა[ნებისგაცხადება], რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა[დროულად].
ხ
1. „ნების გაცხადება ’’
„ნების გაცხადება‘’ ნიშნავს გამოვლენა ნების ნებაყოფლობით ადრესატისათვის იმგვარად მიწოდებას, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ადრესატამდე ნების მისვლა მოსალოდნელია.
(ეს არი 51 მიხლის 1 ნაწილის ელემენტ „ნების გამოვლენის[ნების
გაცხადების] ’’ განმარტება ანუ დეფინიცია)
2.
„ნების [დროულად] მისვლა „
ნება [დროულად]მისულად ითვლება, როდესაც იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მას მისი გაცნობის საშუალება[დროულად] აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.
შენიშვნა:
ნების გამოვლენის დაგვიანებით[არადროულად] მისვლის გამო ხელშეკრულება არ მოიშლება და მოთხოვნის უფლება არ შეწყდება.
ხ
ნების მისვლა
განმარტება:
ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში იმგვარად მოექცევა, რომ მიმღებს მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.
ხ
ამგვარად, ნების მისვლა შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან, რომელთაგან ორივე თანადროულად უნდა იყოს სახეზე:
1. „მიმღების ძალაუფლების სფეროში მოქცევა“
და
2. „მომენტის დადგომა’’( როდესაც ნორმალურ ვითარებაში მოსალოდნელია მიმღების მიერ ნების გაცნობა).
ხ
1. „მიმღების ძალაუფლების სფეროს ‘’
განეკუთვნება მიმღების გამგებლობაში მოქცეული სივრცე,
მაგ., საცხოვრებელი ბინა.
ადრესატის გამგებლობის სფეროში შედის აგრეთვე
შეტყობინების მიმღები მოწყობილობები, როგორებიცაა:
ფაქსი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.
2.
თუკი პირველი წინაპირობა შესრულებულია, მაშინ ნების მისვლა იმ მომენტში მოხდება, როცა ნორმალურ ვითარებაში მოსალოდნელია, რომ მიმღები ნების შინაარსს გაეცნობა.
ხ
ნების მისვლის მომენტის განსაზღვრისას, როგორც წესი,
მხოლოდ ტიპურ ცხოვრებისეულ ვითარებებს ითვალისწინებენ და უგულებელყოფენ განსაკუთრებულ გარემოებებს – მაგ., ადრესატის შვებულებაში ყოფნას
ნების მისვლის მომენტის განსაზღვრისასგანსაკუთრებულ გარემოებებს უგულებელყოფენ მაშინაც კი, როცა ნების გამომვლენისათვის ეს განსაკუთრებული გარემოებები ცნობილია.
ხ
თავადნების შინაარსის ფაქტობრივი გაცნობის მომენტი
სამართლებრივად მნიშვნელოვანი, როგორც წესი, არაა.
მაგრამ არსებობს გამონაკლისი:
თუკი ადრესატი იმაზე ადრე გაეცნობა ნებას, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო(!), მაშინ ნება, ფაქტობრივად, მისი გაცნობის მომენტიდან ჩაითვლება მისულად.(!)
ხ
განსაკუთრებული შემთხვევები
„ნების მისვლის“ გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა,
გარკვეულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.
ეს ხდება მაშინ, როცა ნების შეტყობინების დროს წარმოიშობა დაბრკოლება,
რომელიც ან გამოვლენილი ნების ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოქცევას აფერხებს
ან მისი შინაარსის გაცნობის შესაძლებლობას აფერხებს,
ანდა სრულიად შეუძლებელს ხდის.
ასეთ დროს „ნების
მისვლის“ ზემოთ აღნიშნულ განმარტებას ყოველთვის არ მივყავართ გონივრულ შედეგამდე.
ამიტომ საჭირო ხდება „ნების მისვლის“ ცნების მოდიფიცირება(შეცვლა).
ხ
1.დაბრკოლება ნების გამგზავნის
პასუხისმგებლობის სფეროში:
შემთხვევები, როდესაც ნების მისვლის დამაბრკოლებელი გარემოებები გამგზავნის გავლენის სფეროშია, დიდ სირთულეებს არ ქმნის.
ასეთ დროს ნების
მისვლის ზემოთ მითითებული განმარტების გამოყენება
თავისუფლად შეიძლება, რადგან ნების მისვლის წინაპირობების შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს:
გამგზავნი შეფერხებისა და ამის გამო ნების დაგვიანებული მისვლისათვის თავადაა პასუხისმგებელი.(!!!)
„გამგზავნის პასუხისმგებლობის სფეროს“ მიეკუთვნება ყველა ეტაპი
„ადრესატის პასუხისმგებლობის
სფეროში“ ნების მოხვედრამდე (მაგ., საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებამდე).
სანამ ნება ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოხვდება, გადაგზავნის პროცესში სწორედ გამგზავნია პასუხისმგებელი, რადგან სწორედ მას აქვს ამ პროცესის მართვის რეალური შესაძლებლობა და არა ადრესატს.
გამგზავნის სფეროში დაბრკოლების ტიპური შემთხვევებია:
ნების გადამტანის(გამგზავნის
მიერ შერჩეული პირის) დაუდევრობა,
გამგზავნის მიერ არასწორად მითითებული ადრესატის მისამართი
და სხვ.
ხ
2. დაბრკოლება ადრესატის
პასუხისმგებლობის სფეროში:
სხვადასხვაგვარ სირთულეს უკავშირდება შემთხვევები, როცა ნების მისვლის შემაფერხებელი ან დამაყოვნებელი გარემოება ადრესატის პასუხისმგებლობის სფეროში წარმოიშობა.
ეს ის შემთხვევებია, როცა ნების გამგზავნმა თავისი მხრიდან, მართალია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ნება დროულად მისულიყო ადრესატამდე, მაგრამ თავად ადრესატის მხრიდანაა შექმნილი ისეთი გარემოება, რაც მასთან ნების მისვლას ან აყოვნებს, ან შეუძლებელს ხდის. ე.ი. დროულ მისვლას ისეთი გარემოებები უშლიან ხელს, რომლებსაც გამგზავნი ვერ მართავს(ვერ
ახდენს მატზე გავლენას).
თუკი ასეთ შემთხვევებში „ნების მისვლის“ ჩვეულ განმარტებას გამოვიყენებდით, გამგზავნს ზედმეტი რისკი დააწვებოდა თანაც მხოლოდ ადრესატის მიერ გამოწვეული შეფერხებისათვის.
ამიტომ ჩვეული „ნების მისვლის’’ განმარტება ამ დროს არ გამოიყენება.
როგორც წესი, აქ ორი შესაძლებლობა არსებობს:
ერთი მხრივ, შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს, რომ ნება დროულად მივიდა, მიუხედავად იმისა, ეს დასახელებული კრიტერიუმებით არ მომხდარა. ე.ი. ფაქტობრივად, წარუმატებელ მისვლას წარმატებულად ჩავთვლით (ამას
ეწოდება -„მისვლის ფიქცია“).
მაგრამ ეს ადრესატისთვის ზედმეტად მკაცრი სანქციაა, რადგან ასეთი მიდგომა ნამდვილად აქცევს ნებას, რომლის შინაარსსაც ადრესატი საერთოდ არ გასცნობია. ამიტომ ამ
შესაძლებლობას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყენებენ, როცა გამგზავნის დაცვის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.(!)
მაგალითი: ადრესატმა ცემა და სახლიდან გააგდო ფოსტალიონი, რომელმაც გამგზავნის
წერილი მიუტანა;
ადრესატი განზრახ თიშავს შეტყობინების მიმღებ მოწყობილობებს, რადგან იგი არასასურველ შეტყობინებას ელოდება (ტელეფონის ან ფაქსის აპარატის გათიშვა, საფოსტო
ყუთს ლუქავს და სხვ);
ხ
მეორე მხრივ, შესაძლებელია, ფიქცია გავავრცელოთ მხოლოდ ნების მისვლის დროულობაზე და არა თავად მისვლაზე (ე.წ. „მისვლის დროულობის ფიქცია’’).
ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ადრესატი ნების მისვლას არა განზრახ, არამედ მხოლოდ დაუდევრობით აფერხებს და ეს გამგზავნისთვისაც ცნობილი ხდება,
მაგალითად, როცა გზავნილი გამგზავნს უკან უბრუნდება. ასეთ(ადრესატის
დაუდევრობის) შემთხვევაში გონივრულია, რომ გამგზავნმა ხელმეორედ სცადოს თავისი ნების მიწოდება ადრესატამდე.
მეორე ცდის წარმატების შემთხვევაში ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება არა ფაქტობრივი მისვლის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა პირველი ცდისას ჩვეულებრივ ვითარებაში ნების მისვლა მოსალოდნელი იყო.
ხ
ასეთ დროს(ადრესატის
დაუდევრობის დროს)
ნების გამომვლენს აქვს არჩევანი, ხელმეორედ გამოავლინოს ნება (მისვლის დროულობის ფიქციის სამართლებრივი შედეგით), ან, სულაც, უარი თქვას ნების გამოვლენაზე.
შენიშვნა:
სხვადასხვა შემთხვევის ცალკეული დეტალის სამართლებრივი შეფასება საკამათოა.
წინამდებარე მიმოხილვა არ იძლევა ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების სრულ სურათს და ემსახურება მხოლოდ წარმოდგენილი კაზუსის ფაბულასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას.
ხ
„ ადრესატის მიერ ნების შინაარსიის ნაადრევად გაცნობა’’
ადრესატის მიერ ნების შინაარსის „ნაადრევად” გაცნობისას ნების მისვლის მომენტად
ნების შინაარსის ფაქტობრივად გაცნობის მომენტის აღიარება, უპირველესად, ადრესატის ინტერესებს ემსახურება.
კერძოდ, მის ინტერესში შედის, რომ მის მიერ უკვე გაცნობილი ნება ნების გამომვლენმა უკან არ გაიხმოს. ამის გაკეთება კი ნების გამომვლენს ნების მისვლამდე შეუძლია;
მეორე მხრივ, როგორც წესი, ნების გამომვლენის ინტერესებშიცაა, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება რაც შეიძლება მალე მიუვიდეს ადრესატს და იქცეს ნამდვილად.
აქედან გამომდინარე, ადრესატის მიერ ნების შინაარსის მოსალოდნელზე ადრე გაცნობის შემთხვევაში ნება სწორედ ფაქტობრივად გაცნობის მომენტიდან უნდა ჩაითვალოს
ნამდვილად.(!)
ხ
ნების გაცხადების ნაკლის გამოსწორება მოვლენების ატიპური განვითარებით(ანუ შემთხვევით)
ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ნების გაცხადებაა(!)
ნების გაცხადება კი, როგორც უკვე აღინიშნა, მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სრულდება ორი წინაპირობა:
1. ნების გამომვლენი ნებაყოფლობით(სხვისი გავლენის გარეშე:
მოტყუება,იძულება,მოსყიდვა) მიმართავს ნებას ადრესატისკენ
და
2. ადრესატთან ნების მისვლა მოსალოდნელია.
შესაბამისად, თუკი ნების მისვლა მოსალოდნელი არაა, ნების გაცხადებაც არაა სახეზე.
მაგალითად, თუკი პირი მტრედს ფეხზე შეაბამს წერილს იმ იმედით, რომ მტრედი საზღვარგარეთ მცხოვრებ მის ნათესავთან ჩაიტანს გზავნილს, ნების გაცხადება სახეზე არ
იქნება, რადგან ასეთი სახით ადრესატისკენ მიმართული ნების გამოვლენის მისვლა დანიშნულების ადგილამდე მოსალოდნელი არაა.
ადრესატთან მისვლის მოსალოდნელობა, როგორც წესი, ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერის კრიტერიუმით ფასდება.
თუმცა განსხვავებულად უნდა შეფასდეს შემთხვევები, როდესაც მოვლენები ატიპურად ვითარდება (მაგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდაპირველად მოსალოდნელი არ იყო ნების გამოვლენა, ფაქტობრივად, მაინც მიემართება სწორ ადრესატამდე )
მაგალითი: „ა” ელ. ფოსტის საშუალებით წერილს უგზავნის „ბ”-ს. „ა” კარგად ვერ ერკვევა კომპიუტერულ სისტემებში და ჰგონია, რომ ტექსტის აკრეფა და ადრესატის ელ. ფოსტის მითითება საკმარისია წერილის გასაგზავნად. ამიტომ წერილის აკრეფის შემდეგ გაგზავნის ღილაკისთვის არ დაუჭერია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ წერილი ადრესატს მიუვა.
სინამდვილეში წერილი ადრესატმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ „ა”ს ერთი წლის შვილიშვილმა რამდენიმე წუთის შემდეგ კომპიუტერის კლავიატურაზე ხელები აფათურა და შემთხვევით თითი დააჭირა გაგზავნის ღილაკზე.
ამ მაგალითში პირს თავისი ნების გამოვლენა არც ობიექტურად მიუმართავს ადრესატისკენ და არც ნების მისვლა იყო ობიექტურად მოსალოდნელი, მაგრამ მოვლენების ატიპურმა განვითარებამ ეს ნაკლი გამოასწორა და, ფაქტობრივად, განვითარებული მოვლენები (მათ შორის დამდგარი შედეგიც) სრულად შესაბამისი აღმოჩნდა ნების გამომვლენის რწმენასა და მის ნებასთან.
ასეთ შემთხვევებში გაუმართლებელი იქნებოდა, თუკი ნების გაცხადებას უარვყოფდით და, შესაბამისად, ნების გამოვლენას ბათილად გამოვაცხადებდით. ამას არც ერთი მხარის ინტერესების დაცვა არ მოითხოვს, პირიქით, ამით ორივე მხარე დაზარალდებოდა:
ა).ნების გამომვლენის ინტერესია, რომ მისი ნების გამოვლენა არ გაბათილდეს,
ხოლო ბ)ადრესატს აქვს სამართლებრივი დაცვის ღირსი ნდობა, რომ მის მიერ მიღებული
ნების გამოვლენა ნამდვილია.
ამდენად, როცა მოვლენების ატიპური განვითარების გამო ნების გამოვლენა მაინც „სწორ გზაზე დადგება” და სწორი ადრესატისკენ იქნება მიმართული, ნება გაცხადებულად ჩაითვლება, თუკი ნების გამომვლენს სჯეროდა, რომ მან ნება განაცხადა და რომ იგი ადრესატამდე მიაღწევდა.(!)
ადრესატის უარი ნების მიღებაზე
ნების მისვლის შეფერხების განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ადრესატი განზრახ უარს ამბობს მიღებაზე.
სკ-ის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადრესატს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნების მიღებაზე წინასწარ ან მაშინვე.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს ეწინააღმდეგება ცალმხრივი ნების გამოვლენის ბუნებას, რადგან ცალმხრივი ნების ნამდვილობას დამოკიდებულს ხდის მეორე მხარის ნებაზე. ამიტომ ეს ნორმა (51-ე მუხლის მე-2 ნაწილი ) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, როცა უარის თქმის საფუძველი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული (მაგ., სკ-ის 66-ე მუხლი)
სხვა შემთხვევებში, ადრესატის უარის სამართლებრივი შედეგი(!) დამოკიდებული უნდა იყოს ნების მისვლის შემაფერხებელი საფუძვლის ხასიათზე
კერძოდ:
1. თუ ადრესატი ნების მიღებაზე უარს ამბობს იმ საფუძვლით, რაც გამგზავნის სფეროში წარმოიშვა, ნების მისვლის შეფერხება (მიუხედავად იმისა, რომ უარი ადრესატმა თქვა) გამგზავნის სფეროს უნდა მივაკუთვნოთ.
მაგალითად, ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე, როცა კონვერტზე ადრესატის სახელი გაურკვევლადაა მითითებული და საეჭვოა ადრესატის ვინაობა, ანდა
ადრესატის სახელი შეურაცხმყოფელი ფორმითაა მითითებული.
ასეთ დროს ნების მიღებაზე უარი გამართლებულია და არ გამოიყენება არც მისვლის ფიქცია და არც დროულობის ფიქცია.(!)
2. თუკი ადრესატი სხვა საფუძვლით უარყოფს გამოვლენილ ნებას, მიღებაზე უარი გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში არ იქნება გონივრული, გამგზავნს ხელმეორედ ცდის ვალდებულება დაეკისროს.
ამიტომ გაუმართლებელი უარყოფის დროს შესაძლებელია ნების მისვლის ფიქციის გამოყენება და მისვლის მომენტად იმ მომენტის აღიარება, როცა მოსალოდნელი იყო მისვლა, ადრესატს გაუმართლებელი უარი რომ არ განეცხადებინა.(!)
სამახსოვრო :
· ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი წინაპირობა ნების მისვლაა მეორე მხარესთან.
ნება მისულად ითვლება, როდესაც იგი მიმღების ძალაუფლების სფეროში იმგვარად
მოექცევა, რომ მიმღებს მისი გაცნობის საშუალება აქვს და ნორმალურ ვითარებაში ეს მოსალოდნელიცაა.
· როდესაც ნების მისვლას ხელს უშლის ადრესატის სფეროში წარმოქმნილი დაბრკოლება, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ნების მისვლის ფიქცია, ე. ი. ნება ჩაითვლება მისულად, მიუხედავად იმისა, რომ იგი, ფაქტობრივად, არ მისულა ადრესატამდე.
ნების მისვლის ფიქცია ნამდვილად აქცევს ნების გამოვლენას, რომლის შინაარსზეც ადრესატს წარმოდგენაც არ აქვს. ამიტომ ამ ფიქციას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყენებენ, როცა ნების გამომვლენის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს, მაგალითად, როცა ნების მისვლის შეფერხება ადრესატის განზრახი ქმედებით ხდება.
· იურიდიულ პრაქტიკაში უფრო ხშირად გამოიყენება
„ნების მისვლის დროულობის ფიქცია’’ (ადრესატის
დაუდევრობისას)
ასეთ დროს,გონივრულია, რომ გამგზავნმა ხელმეორედ სცადოს თავისი ნების
მიწოდება ადრესატამდე.
მეორე ცდის წარმატების შემთხვევაში ნება მისულად ჩაითვლება არა ფაქტობრივი მისვლის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა პირველი ცდისას ჩვეულებრივ ვითარებაში ნების მისვლა მოსალოდნელი იყო.(!)
Комментарии
Отправить комментарий