ნების გამოვლენა. ნების განმარტება.ნების ნამდვილობა.ნების გამოხმობა.ნების ნამდვილობის შემოწმება.ნების ნაკლი.შეცილება.შეცილების ნამდვილობა.

 



nebis gamovlenis cneba da misi ganmarteba

 

.

·        ნების გამოვლენა არის კანონით დადგენილი ფორმით სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გამოხატვა.

 

·         „სამართლებრივ შედეგში’’  ვგულისხმობთ  -  უფლებების და/ან მოვალებების  ან  

     ა) წარმოშობას, ან ბ)შეცვლას ან  გ) შეწყვეტას.

 

·        თუ ნება არ არის მიმართული სამართლებრივი შედეგის დადგომაზე, მაშინ „ნების გამოვლენა’’  არ არსებობს.

 

 

 რა  ფორმებით  შეიძლება   „ნების გამოვლენა’’ ?

ნება“,რომელიც  სამართლებრივი შედეგის  (წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას) ისახავს მიზნად სხვადასხვა  ფორმით  შეიძლება გამოიხატოს:

a.    მოქმედებით 

b.    უმოქმედობით

c.     სიტყვიერად 

d.    დუმილით

e.    წერილობით   

f.     ზეპირად

g.    ხელის აწევით კრებაზე (კოკლუდენტური მოქმედება)

h.    ხელის მოწერით ხელშეკრულებასა თუ სხვა დოკუმენტზე(კონკლუდენტური მოქმედება)

და სხვ.

 

X

ნების გამოვლენა კონკლუდენტური  ფორმით

ნების გამოვლენა არ არის აუცილებელისიტყვიერი ფორმით მოხდეს.

 ნების გამოვლენა კონკლუდენტური ქმედებებითაც  შესაძლებელია

(როცა გარემოებები ცალსახად მიუთითებს პირის ქმედების სამართლებრივ მნიშვნელობაზე.)


კონკლუდენტური  ქმედებები (ლათ. Concludo-ვასკვნი, მე ვაკეთებ დასკვნას) არის პირის ქმედებები, რომლებიც აჩვენებენ მის სურვილს შევიდეს გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობებში (მაგალითად,დადოს  გარიგებ).

პირი სამართლებრივ ურთიერთობაში(გარიგებაში) შესვლის    ნებს  გამოხატავს არა ზეპირი ან წერილობითი ფორმით, არამედ ქცევით, რომლის საფუძველზეხ  შეიძლება გაკეთდეს დასკვნა მის ასეთ განზრახვაზე.

კონკლუდენტური ქმედებებით გარიგებების დადების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი.

ზოგიერთ შემთხვევაში კონკუდენტური ქმედების როლში გვევლინება - დუმილი.

დუმილი ,როგორც წესი უმოქმობად ითვლება.

კონკლუდენტური ქმედების განხორციელება პირის მიერ  გარიგების დადების ტოლფასია ,რასაც შესაბამისი იურიდიული შედეგები მოსდევს.

 

კონკლუდენტური ქმედებების  მაგალითებია :

a.      საქონლის ან ვალუტის ყიდვა ავტომატებიდან

b.      თანხის გამოტანა ბანკომატებიდან

c.      მგზავრობის საფასურის გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

d.     ჩუქება  ნივთი „სიმბოლური გადაცემით’’(მაგ. მანქანის ან ბინისგასაღების გადაცემით)

e.      მემკვიდრეობის მიღება (ფაქობრივად)

f.       მომსახურების საფასურის გადახდა  გაწული მომსახურების შესახებ აქტის ხელმოწერის გარეშე

g.      და სხვ.


რა არ ითვლება „ნების გამოვლენად’’ ?

„ნების გამოვლენად’’  არ ითვლება მაგ.  უნებლიე გამოთქმები ,რომელსაც:

a.      ადამიანი ძილში აკეთებს

b.      ნარკოზის ქვეშ ყოფნისას აკეთებს

c.      ცნობიერების გამომრიცხველი სხვა გარემოებების გავლენით აკეთებს;

 


„ნების გამოვლენა’’ უნდა იყოს  ნამდვილი  (ანუ სამართლებრივად ვარგისი)

 

·        შინაგანი განზრახვის  მხოლოდ  გარეგნული გამოვლენა არ არის საკმარისი იმისათვის,რომ ის  სამართლებრივ„ნების გამოვლენად ‘’ მივიჩნიოთ ;

·        მაგ.სტუდენტის მიერ  დღიურში იმის ჩაწერა,რომ მას სურს იყიდოს „ჰარი პოტერის ‘’ ბოლო ტომი - არ არის „ნების გამოვლენა’’

·        ამისათვის  მას აკლია „სამართლებრივი ვარგისიანობა’’( „სამართლებრივი ვარგისიანობა ‘’ არის ის,რაც  განზრახვის  გარეგნულად გამომვლენს სამართლებრივად ბოჭავს(ანუ უჩენს ვალდებულებას) და იწვევს „სამართლებრივი შედეგის“ დადგომას )

·        თუ იგივე სსტუდენტი მაღაზიაში გამყიდველს განუცხადებს ,რომ მას სურს იყიდოს „ჰარი პოტერის ‘’ ბოლო ტომი და გამყიდველი  დასტურის ნიშნად გაუწოდებს ამ ტომს ;აქ განზრაახვის გარეგნული გამოვლენა უკვე „სამართლებრივად ვარგისია“ ანუ შეუძლია დააყენოს „სამართლებრივი შედეგი’’-სტუდენტი მართლაც გახდეს წიგნის მესაკუთრე ;

·        როცა სტუდენტმა დღიურში ჩაწერა ,რომ წიგნის ყიდვა სურდა,ამით მან „სამართლებრივი მიზანი“-ნასყიდობის ხელშეკრულების დადება  და სკუთრების შეძენის  განზრახვა გამოხატა,მაგრამ ეს გამოხატვა არ წარმოადგენდა უშუალო საფუძველს დასახული სამართლებრივი შედეგის  წარმოშობისათვის;

·        მხოლოდ გამყიდველის წინაშე გამოვლენილი განზრახვა არის უშუალო საფუძველი   სამართლებრივი შედეგის წარმოშობისათვის;

 

·        დაიმახსოვრე: 

უბრალო ნებამ(შინაგანმა განზრახვამ,სურვილმა ) რომ სამართლებრივი  „ნების გამოვლენის’’ ხასიათი მიიღოს ,ნების  გარეგნულად გამომხატველი აქტი უნდა იყოს:

a.      „ნებელობითი“( ანუ გაცნობიერებული)

b.      „სამართლებრივად ვარგისი“(ანუ ნამდვილი)

c.    მიზნად უნდა ისახავდეს რაიმე  კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს

d.    უნდა წარმოადგენდეს ამ „სამართლებრივი შედეგის მიღწევის უშუალო საფუძველს“;

·        დაიმახსოვრე:

 

„გარიგებებთან“ დაკავშირებული ყველა საკითხი „ნების გამოვლენის’’  სამართლებრივად ვარგისიანობის (ანუ ნამდვილობის) უკავშირდება;

 

·        დაიმახსოვრე:

 

კანონი აწესრიგებს „ნების გამოვლენის’’ სამართლებრივი ვარგისიანობის(ანუ ნამდვილობის)  საკითხს,

კერძოდ    :

 

a.    თუ „ნება გამოვლენილია’’  სათანადო „სამართლებრივი ფორმის“ დაუცველად „სამართლებრივი შედეგი’’ არ მიიღწევა (ბათილია)

b.    თუ „ნება გამოვლენილია’’ არაუფლებამოსილი პირის მიერ(არასრულწლოვანი ,ან არაქმედუნარიანი) „სამართლებრივი შედეგის’’ მიღწევა ეჭვქვეშ დადგება ;

c.    თუ „ნება გამოვლენილია’’ გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით (მოტყუება,მუქარა და ა.შ) „სამართლებრივი შედეგი’’ შეიძლება გაუქმდეს(გაბათილდეს)

 

ამიტომ კაზუების ამოხსნისას  ყოველთვის უნდა შემოწმდეს:

ა)  „ნება გამოვლენილია’’   სათანადო  „სამართლებრივი ფორმის’’ დაცვით თუ  დაუცველად

ბ)  „ნება გამოვლენილია’’ უფლებამოსილი პირის მიერ თუ არაუფლებამოსილი პირის მიერ

გ)  „ნება გამოვლენილია’’ გარეშე ფაქტორების  ზემოქმედებით(მოტყუება,იძულება)  თუ თავისუფლად

 

კონფლიქტისას თითოეული მხარის  მიერ   „გამოვლენილ ნებას’’  - განმარტავენ

 

·         იმისათვის ,რომ „ნების გამოვლენამ’’ დასახულ „სამართლებრივ შედეგს“ მიაღწიოს-

იგი უნდა გამოიხატოს გარკვევით  და არაორაზროვნად;

·        ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები,როდესაც  ნების გარეგნულ გამოხატულებაში’’ ადამიანები სხვადასხვა შინაარს აქსოვენ ;

·        ამიტომ აუცილებელი ხდება „ნების გამოვლენის ნამდვილი  აზრის დადგენა’’

·       ამ მიზნის მისაღწევად კანონი განამტკიცებს „ნების გამოვლენის’’  განმარტების ანუ  გარიგების  განმარტების  ინსტიტუტს;

 

·        ამრიგად, სამოქალაქო  სამართალი იცნობს  არა მხოლოდ „კანონის განმარტების“,არამედ  „ნების გამოვლენის განმარტებასაც’’ რაც იგივეა რაც „გარიგების განმარტება’’

 

·        გარიგების ანუ „ნების გამოვლენის განმარტების’’  წესს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი განამტკიცებს:

 

  მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

 

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

სწორედ, ეს მუხლი მიუთითებს თუ როგორ უნდა განიმარტოს  „გამოვლენილი ნება’’

 

·        დაიმახსოვრე:

გარიგების ანუ „ნების გამოვლენის განმარტება’’   გარიგების მონაწილეების ერთმანეთის მიმართ „გამოვლენილ  ნებათა’’ კონფლიქტის გადაჭრის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს;

·        „გამოვლენილ ნებათა ‘’ კონფლიქტს კი იწვევს  გამოხატული აზრის განსხვავებულად გაგება ;ამას  მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს;

·        გარიგების ანუ „ნების გამოვლენის’’  განმარტების მიზანია კონკრეტული  გარიგების მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა ,ამიტომ ამგვარ განმარტებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტული გარიგების მონაწილეებისთვის

კაზუსების ამოხსნისას  ხშირად საჭიროა    გამოვლენილი „ნების განმარტება“   სწორედ ამ დროს  იყენებენ   52 .მუხლს და „გონივრული განსჯის’’ შედეგად ადგენენ  „გამოვლენილი ნების’’  ნამდვილ აზრს.

 

მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

 

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

„ნების გამოვლენის’’  ნამდვილობის საკითხი

 

·        ერთმანეთისგან განასხვავებენ  3 თეორიას რონლებიც განსვავებულად აწესრიგებენ ‘ნების გამოვლენის“  ნამდვილობის  საკითხს;

·        ა)„ნების გამოვლენის თეორიის“ მიხედვით ნების გამოვლენა „ნამდვილია’’ მისი გამოვლენის მომენტიდან;

·        ბ)„შეტყობინების თეორიის ’’  მიხედვით  ნების გამოვლენა ‘’ ნამდვილია  ნების შემცველი ბარათის ან სხვა დოკუმენტის   გაგზავნის მომენტიდან

·        გ)„ნების მიღების  თეორიის ’’ კმიხედვით   „ნების გამოვლენა ‘’ ნამდვილია გამოვლენილი ნების შემცველი ბარათის ან სხვა დოკუმენტის  ადრესატამდე მისვლის მომენტიდან

 

დაიმახსოვრე:  

 სკ-ს 51-ე მუხლის პირველი ნაწილი ამ უკანასკნელ კონცეფციას  განამტკიცებს(იზიარებს)

  მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

 

1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას[თანხმობას], ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი[გაცხადებულია]  და მეორე მხარეს მიუვა.

 

 

მიღებასავალდებულო  ნება -ცნება

ნების გამოვლენა შეიძლება იყოს მიღებასავალდებულო ან არამიღებასავალდებულო.

მიღებასავალდებულო ეწოდება ისეთ ნების გამოვლენას, რომელიც საჭიროებს ადრესატის მიერ მის მიღებას.

დაიმახსოვრე:

 

გამოვლენილი ნების „მიღება’’ - ნიშნავსადრესატის მიერ მასთან  მოსულ ნებაზე  „დათანხმებას’’

„უარი გამოვლენილი ნების მიღებაზე“ -ნიშნავს „არ დათანხმებას“

მაგ. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებას წარმოადგენს, ხელშეკრულების დადებისაკენ მიმართული ყოველი ნების გამოვლენა (ოფერტი და ქცეპტი) შესაბამის მეორე მხარეს უნდა მიუვიდეს.

ამდენადოფერტი და აქცეპტი ყოველთვის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენებია.(!)

თუმცა მიღებასავალდებულოდ ითვლება აგრეთვე ცალმხრივ ნების გამოვლენათა უმრავლესობა.

მართალიახშირად ისინი არ საჭიროებენ მეორე მხარის თანხმობასმაგრამ კანონმდებლობა მიზანშეწონილად თვლისრომ პირირომლის უფლებებზეც გავლენას ახდენს ასეთი ნების გამოვლენასულ მცირე,ინფორმირებული მაინც უნდა იყოს ამის შესახებ.

მაგალითადასეთი ნების გამოვლენაა:  ხელშეკრულების მოშლა

 

„ნების გამოვლენის’’  ნამდვილობის  წინაპირობები:

სკ-ის 51- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მიღებასავალდებულ ნების გამოვლენა, ნამდვილი ხდება 2 წინაპირობის არსებობისას , როცა იგი(ნება):

ა) გაცხადებულია 

და 

ბ)მეორე მხარეს მიუვიდა.

 ხ

რას ნიშნავს „ნების გაცხადება“  და რას ნიშნავს „ ნების მისვლა’’?

მაგ. ა -მ თავისი ნება ბ-ს მიმართ გამოავლინა წერილობით ,ჩადო კონვერტში ,მაგრამ არ გაუგზავნია.გ ნახულობს კონვერტს და ა-ს თან შეუთანხმებლად უგზავნის ბ-ს. მიჩნეული უნდა იქნეს თუ არა ნება ასეთ შემთხვევებში  გაცხადებულად ?

ასეთ შემთხვევებში ნების გაცხადებულად მიჩნევის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტირომ ნების გამოვლენის ადრესატმაროგორც წესიარ იცისვინროგორ და რა ვითარებაში მიმართა ნება მისკენ, ამიტომ იგიროგორც წესიენდობა მის მიერ მიღებული შეტყობინების ნამდვილობას.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კითუ ამ ფიქცია დავუშვებთნება გაცხადებულად მხოლოდ მაშინ უნდა ჩავთვალოთ(!), როცა გამომვლენს შეეძლოევარაუდარომ ნება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იქნებოდა მიმართული ადრესატისკენ და ამისი თავიდან არიდებაც შეეძლო.“

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნება ნამდვილად გაცხადებულად ჩაითვლებოდა ყოველთვისროცა მესამე პირი აშკარად ანდა ბოროტი განზრახვით გამომვლენის სურვილის საწინააღმდეგოდ მიმართავდა მას ადრესატისკენ;

 მაგალითადმაშინაცროცა ვინმე სეიფში ჩაკეტილ წერილს მოიპარავს და გაგზავნის

ასეთი მიდგომა კი ეწინააღმდეგება ნების ავტონომიის პრინციპს.

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

·        მართალია,51-ე მუხლის 1 ნაწილით,ადრესატამდე გაცხადებული  ნების მისვლის ფაქტი  „ნების გამოვლენას“ ნამდვილობას ანიჭებს,

მაგრამ ეს არნიშნავს რომ ადრესატი გინდათუარა ვალდებულია მიიღოს(დაეთანხმოს) მასთან მისული ნება და ამით უეჭველი ნამდვილობა მიანიჭოს  გამოვლენის  „ნების გამოვლენას’’

·        მეორე მხარეს (ადრესატს) შეუძლია მოპირდაპირე  მხარის „ნების გამოვლენა’’ იურიდიული ძალის არმქონედ(ანუ „არანამდვილი’’) გახადოს ,თუკი წინასწარ(ანუ ნების გამოვლენამდე) ან მაშინვე(მასთან ნების მისვლისთანავე ) განაცხადებს  უარს ამ ნების მიღებაზე(მუხ.51 .ნაწ.2)


nebis gamovlenis gamoxmoba (sk-is 51-e muxlis me-2 nawilis mixedviT)

 

მუხლი 51. ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა

2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს.

 

აქ ,ტერმინი-„გამოხმობა’’- ნიშნავს  გამოვლენილი ნების არანამდვილად ქცევას ადრესატის მიერ  ანუ  გამოვლენილი ნების  „დაბლოკვას’’,უარყოფას (!)

დაიმახსოვრე:

ყველა „ცალმხრივი გარიგება’’,რომელიც  ამა თუ იმ ფორმით იწვევს არსებული ურთიერთობის  შეცვლას  და ეხება მე-2 მხარის ინტერსს მოითხოვს ამ უკანასკნელთა მხრიდან(ანუ მე-2 მხარეებისგან) მიღებას( დათანხმებას)

 

·        თუ მე-2 მხარე არ მიიღებს (ანუ არ დაეთანხმება და 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის  თანახმად  ) „ცალმხრივ გარიგებას’’,ის არ ჩაითვლება ნამდვილად და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს;

მაგ. ბინის გამქირავებელს არ შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (შეუძლია მხოლდ მაშინ თუკი იგი დადგენილ ვადაში წინასწარ  გააფრთხილებს  დამქირავებელს);

 

        

·        დაიმახსოვრე:  კანონი ცალმხრივი ნების გამოვლენის ადრესატს ყოველთვის აძლევს თავდაცვის საშუალებას;

·        თუ  ცალმხრივი ნების გამოვლენის ადრესატს თავდაცვის  საშუალება არ აქვს ,ასეთი „ცალმხრივი გარიგება“ არ მიიჩნევა ნამდვილად;(!)

 

·        თუკი კანონი ასეთ გარანტიებს არ შეუქმნიდა იმ პირებს,რომლებსაც ცალმხრივი გარიგებებით ზიანი ემუქრებათ,მაშინ ამას შეეძლოო ეჭვქვეშ დაეყენებინა სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობა: ცალკეულ პირებს შესაძლებლობა  ექნებოდათ თვითნებურად  შეეცვალათ  სამართლებრივი ურთიერთობები(თვითნებურად  ეცვალათ გარიგების პირობები)

 

ამრიგად,51- მუხლი ეხება იმ ნების გამოვლინებებს, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია ნების გამოვლენის მიღება მეორე მხარის მიერ.

სათაურის(“ცალმხრივი ნების გამოვლენის ნამდვილობა’’)  მიუხედავად, ეს მუხლი  გამოიყენება როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლინებების მიმართ, სადაც ფიგურირებს მიღებადსავალდებულო ნების გამოვლენა.

 ეს მუხლი გამოიყენება  ცალმხრივი გარიგებების(!) შემთხვევაშიც, (იხ. „ცალმხრივი გარიგებები’’)

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობის შემოწმების  სქემა

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობა სკ-ის 51- მუხლის მიხედვითშემდეგი სქემით მოწმდება:

1. ნების გამოვლენის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა (მოწმდება ხომ არ არის შეცდომა ნების გამოვლენის  ნიშნებში  და  ნების ფამოვლენის შინაარსში იხ. შენიშვნა)

 2. ნების გაცხადებამიღებასავალდებულო ნების გამოვლენა „გაცხადებულიაროცა იგი გამომვლენმა ადრესატისკენ მიმართა ისერომჩვეულებრივსავარაუდოა ადრესატის მიერ მისი მიღება.)

 3. ნების მისვლა (მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობისათვის ასევე აუცილებელიარომ ნება ადრესატს მიუვიდეს. ნება მისულად ითვლებაროცა იგი ადრესატის ძალაუფლების სფეროში მოექცევა და ჩვეულებრივ ვითარებაში მოსალოდნელიარომ ადრესატი მის შინაარსს გაეცნობა ,ამის შესახებ იხკაზუსი 5)

4. ნების გამოთხოვა (ნება არ იქნება ნამდვილითუკი ადრესატს მისი გამოთხოვის შესახებ შეტყობინება უფრო ადრეან თავდაპირველი ნების მისვლისთანავე მიუვა ,იხკაზუსი 6).

 

შენიშვნა:

შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში სახეზეა მაშინროდესაც გამომვლენის ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსსრომლებიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა, ანუ არ შეესაბამება გამომვლენის რეალურ ნება-სურვილს.

 ნების გამოვლენის შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში. გამოვლენილ ნიშანს იგი სუბიექტურად უსადაგებს სხვა მნიშვნელობას მაშინროდესაც ობიექტურად გამოყენებულ ნიშანს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

 

არამიღებასავალდებულო ნების გამოვლინება

 

„მიღებასავალდებულო ნების გამოვლენებთან“  ერთად არსებობს არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენებიც, თუმცა ისინი ძალიან იშვიათია.

არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენა მაშინ გვაქვს სახეზეროცა 

გამოვლენილი ნება:

a.      გავლენას სხვა პირის უფლებებზე ვერ  ახდენს

 ანდა 

b.     სხვა პირისთვის  მხოლოდ სარგებელი მოაქვს

 

არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მაგალითებია:

 

a.      საკუთრების მიტოვებასკ-ის 190- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით; 

b.     ჯილდოს საჯაროდ დაპირება, სკ-ის 755- მუხლის მიხედვით 

არამიღებასავალდებულო ნების ნამდვილობისათვის მხოლოდ მისი შინაარსის გარეგნულად ფორმულირების დასრულებაა საკმარისი.

 არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის მხოლოდ 

ნების გაცხადება“ საკმარისია.(ანუ ასეთი ნების  „მისვლა“ ადრესატთან აღარაა საჭირო)

 სამახსოვრო შენიშვნა:

ანდერძი არის არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენა.

 ანდერძის ნამდვილობისათვის არც მემკვიდრეთა თანხმობაა საჭირო და არც ანდერძის მისვლა მათთან.

მემკვიდრეები თანხმობას ან უარს ამბობენ მხოლოდ სამკვიდროს მიღებაზე და არა 

ანდერძის ნამდვილობაზე.

 

 

გამოვლენილი ნების ნაკლი- ცნება

iseT viTarebas, roca: ,,garegnulad gamovlenili neba(გამოხატვა) ar emTxveva misi gamomvlenis namdvil Sinagan nebas (სურვილს) da garigeba ki nebis garegnuli gamovlenis(გამოხატვის) Sedegad daido’’  - samoqalaqo samarTalSi nebis nakli ewodeba”.

 .

 nebis nakli xSirad ე.წ. SecdomiT dadebuli garigebaa. magram samoqalaqo kodeqsiT aseve nebis naklis sxva SemTxvevebic aris gawerili _ motyueba da iZuleba.

iseve rogorc Secdomis drosmotyuebisas piri garigebas საკუთარი nebis sawinaaRmdegod debs, magram gansxvavebiT Secdomisgan, sxvisi zemoqmedebis qveS eqceva.

nebis naklis kidev erTi SemTxvevaa – iZulebiT dadebuli garigeba.

massa da motyuebiT dadebul garigebas Soris saerToa mxolod piris ganzraxva, magram adresati, anu piri, vinc survilis sawinaaRmdegod debs garigebas, iazrebs yovelives da ar cdeba mis arc Sinaarssa da arc samarTlebriv bunebaSi.

იძულება es aris nebis aSkarad sawinaaRmdego qmedeba, rodesac pirma realuri viTareba icis da igi mxolod iZulebulia, ganaxorcielos nebis sawinaaRmdego moqmedeba.

 motyuebiT, an SecdomiT dadebuli garigebis drosgarigebis monawile darwmunebulia misi nebis sisworesa da utyuarobaSi.

iZulebiT dadebuli garigebis dros  კი adgili aqvs aSkara Carevas   გარიგების მონაწილის nebis gamovlenaSi.

 

მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ერთ-ერთი სახე - შეცილება

 

ცნება

 „შეცილება’’ წარმოადგენს ნების ისეთ  გამოვლენას,რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელია  მისი მიღება შეცილების ადრესატის მიერ;(ანუ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა შეცილება)

 

(შენიშვნა:

სეცილების ნამდვილობისთვის საჭიროა   ადრესატის თანხმობა. ხოლო ადრესატი თუ არ „მიიღებს’’ შეცილებას სარჩელი შევა სასამართლოში )

 

ვინ შეიძლება იყოს  შეცილების ადრესატი?

 

·       მართალია,59-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეცილების ადრესატად გარიგების მე-2 მხარეს მიიჩნევს,მაგრამ შეცილების ადრესატია აგრეთვე ნებისმიერი მე-3 ,რომელმაც სარგებელი ნახა ამ  გარიგების დადებით;

·       ამიტომ ყოველი საცილო გარიგების განხილვისას უნდა ზუსტად  გამოვარკვიოთ ვინ არიან შეცილების ადრესატები ხელშეკრულების მე-2 მხარის გარდა;

ვინ არის „შეცილების ‘’ უფლების მქონე ?

 

· 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით :  „შეცილების ‘’(ანუ გარიგების გაუქმების მოთხოვნის)  უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

· თუ ვინ შეიძლება იყოს „დაინტერესებული’’ პირი   კონკრეტული  გარიგების „განმარტებისას’’ უნდა დადგინდეს;

· „დაინტერესებული’’ პირი შეიძლება იყოს ,როგორც გარიგების მონაწილე ,ისე მე-3 პირი

· დაიმახსოვრე:   „დაინტერესებულ’’ პირად ყოფნისათვის  ფაქტობრივი  წინაპირობაა ,ის ,რომ გარიგებამ (რომელიც საცილო გახდა)  ზიანი მოუტანა ამ პირს ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა იგი;

 

 

საჭიროა თუ არა რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა „შეცილებისას’’ ?

 

·         გამონაკლისების გარდა, კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას გარიგების „შეცილებისათვის’’ არ ითვალისწინებს;

·         მთავარია“შეცილების განცხადებიდან’’ აშკარად ჩანდეს ,რომ დაინტერესებულ პირს არ სურს  გარიგების ნამდვილობა,ანუ მისთვის იურიდიული ძალის მინიჭება;

 

ვალდებულია თუ არა „დაინტერესებული’’ პირი „შეცილების განცხადებაში’’ მიუთითოს შეცილების საფუძველი ?

 

·         59-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ასეთი ვალდებულება პირდაპირ არ გამომდინარეობს,მაგრამ  ცალკეულ შემთხვევაში „დაინტერესებულ’’ პირს შეიძლება დაეკისროს ასეთი ვალდებულება;

·         თუმცა,როგორც წესი ,როცა დაინტერესებული პირი გარიგების გაუქმებას ითხოვს,იქვე უთითებს ამ მოთხოვნის სამართლებრივ  საფუძველს;

    მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

„შეცილების’’ უფლების შეზღუდვა დროში

·       როგორც ზემოთ ავღნიშნეთ , „შეცილებას’’ შეუძლია  ნამდვილი გარიგების გაბათილება;

·       მაგრამ „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით ძალაში დატოვოს(ნამდვილობა მიანიჭოს)  „საცილო გარიგება’’

·       ამრიგად,“შეცილების’’  უფლება არამხოლოდ  საცილო გარიგების გაუქმების უფლებაა,არამედ გარიგების ძალაში დატოვების უფლებაცაა(როცა არ იყენებენ „შეცილების უფლებას“ )

·       ამდენად „შეცილების’’ უფლება სამართლებრივ ურთიერთობაზე ზეგავლენის მოხდენის ძლიერი საშუალებაა;

·       ამიტომ ეს უფლება არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი(ანუ აბსოლუტური);

·       წინააღმდეგ შემთხვევაში,სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა;

·       ამ საფრთხეს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი და „შეცილების უფლებას’’ გარკვეულ  ფარგლებში აქცევს;

·       ამ ფარგლების სიდიდე დამოკიდებულია იმაზე ,თუ რა ხასიათის ქმედობა უდევს საფუძვლად(შეცდომა,მოტყუება,იძულება და სხვ) საცილო გარიგების დადებას;

 

დაიმახსოვრე:

 

„შეცდომით დადებული’’ გარიგების შეცილების უფლება დაინტერესებულ პირს 1 თვის განმალობაში აქვს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან(ანუ შეცდომის აღმოჩენიდან) მუხ.79.ნაწ.1.

მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

 

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

„მოტყუებით’’ და „იძულებით’’ დადებული გარიგებების დროს კი, დაინტერესებულ პირს შეცილების უფლება  1 წლის განმავლობაში აქვს  (მუხ.64-ე და მუხ,89-ე),რადგან ასეთი გარიგებები დაინტერესებული პირისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველია;

„შეცილების’’ უფლების  დაკარგვა

·       „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია არასერიოზულობის გამოვლენით საფრთხე შეუქმნას არსებულ  სამართლებრივ ურთიერთობას;

მაგ თუ „დაინტერესებული პირი’’ ჯერ მოიწონებს „საცილო გარიგებას“ შემდეგ კი  მოითხოვს მის ბათილობას;

·       ასეთი,რამ  რომ არ მოხდეს ,კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს წესს , რომ: “თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი ,მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას’’

 მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

 

3. თუ[საცილო] გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირიმაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

 

რა ხდება როცა შეცილების „უფლება’’ რამდენიმე დაინტერესებულ პირს აქვს?

·       პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ,როცა შეცილების უფლება აქვს რამოდენიმე პირს  და მათ შორის წარმოიქმნება უთანხმოება „შეცილების ‘’ თაობაზე;

  კერძოდ,თუ ერთი  შეცილების უფლების მქონე მხარს უჭერს გარიგების გაუქმებას ,სხვები კი -არა ;

ასეთი შემთხვევაში დავა უნდა გადაწყდეს შეცილების მომთხოვნი პირის სასარგებლოდ ;

ასეთი დასკვნა გამომდინარეობს 59-ე მუხლიდან ,რომლის თანახმად:

“შეცილების ფაქტის არსებობა უკვე იწვევს გარიგების ბათილობას’’

 

ეს ასევე გამომდინარეობს  „სამართლიანობის პრინციპიდან’’ -თუ საეჭვო საფუძვლით დადებულ გარიგებაში პირი თავს ხელყოფილად მიიჩნევს ,მას უნდა მიეცეს საშუალება გამოარკვიოს ამ გარემოების მართლზომიერების საკითხი;თუ ამ დავის დროს ის არ აღმოჩნდება მართალი ,კანონი მას საშუალებას აძლევს ხელმეორედ დადოს გარიგება;

„შეცილების“ სამართლებრივი შედეგები

·       რა შედეგები მოჰყვება შეცილებას და შემდეგ კი გარიგების ბათილად მიჩნევას ?

·       გარიგების ბათილად აღიარება ნიშნავს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ,რაც ამ გარიგებას მოჰყვა;

·       ე.ი. უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა,რაც გარიგების დადებამდე არსრბობდა(!)

·       პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 976-ე მუხლის ნაწილი;

„თუ საცილო გარიგების მხარეებმა ერთმანეთს რაიმე გადასცეს ამ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად  ,ვალდებულნი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ყველაფერი იმ საფუძვლით,რომ „ვალდებულება არ არსებობს ‘’

 

 

·       დაიმახსოვრეგარიგების ბათილობა,ნიშნავს,რომ არ არსებობს ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებაც;

·       „შეცილება“ შეიძლება არა მხოლოდ მთლიანი გარიგების,არამედ მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილისაც(!),ისე,რომ ამან არ გამოიწვიოს მთლიანი გარიგების ბათილობა(ამისათვის  ის ნაწილი არ უნდა იყოს არსებითი ნაწილი გარიგების)

·       გარიგების ბათილობით  გამოწვეული შედეგების მიმართ გამოიყენება „წესები უსაფუძვლოდ გამდიდრების შესახებ’’

 

შეცილების ნამდვილობის წინაპირობები(დასაწერია)

 

 

 

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები