სამოქალაქო სამართლის ობიექტები

 



·        საქართველოს სამოქალაქო კოდექსი  „სამოქალაქო სამართლის ობიექტებს ორ  დიდ ჯგუფად ყოფს:

1.    მსტერიალური ქონებრივი სიკეთეები- ნივთები

და

2.    არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები

x

მატერიალური ქონებრივი სიკეთე - ნივთები

·  ნივთებს განეკუთვნება ისეთი საგნები,რომელთა ფლობა ,რომლებითაც სარგებლობა და რომელთა განკარგვა და შეძენა შესაძლებელია მართლზომიერად(ანუ კანონით დადგენილი წესით და არ არის კანონით აკრძალული) (სამოქალაქო კოდექსის მუხ.147)

 

მაგ.ნივთს(ობიექტს) არ წამოადგენს:

a.      ადამიანი და მისი სხეული(თუმცა ეს უკანასკნელი ზოგიერთ ევროპულ  ქვეყანაში უკვე ლეგალურ ბრუნვაშია(ყიდვა-გაყიდვის საგანია)

b.      ნივთებს არ განეკუთვნება მატერიალური სამყაროს ისეთი საგნები,რომელთა ფლობა ან განკარგვა შეუძლებელია ,თუნდაც ისინი სხეულებრივ(მატერიალურ) საგნებს წარმოადგენდნენ;

ამ კატეგორიას განეკუთვნება პლანეტები ,ოკეანეების და ზღვის,ასევე მდინარეების წყალი (ეს უკვე სადავოა),ღრუბლები,ატმოსფერული ჰაერი და ა.შ.

 

ადამიანის სხეულის ნაწილები

·        ადამიანის სხეულის ნაწილები ვიდრე ისინი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილებს შეადგენენ,ასევე არ წარმოადგენენ ნივთებს

·        ამ ორგანიზმიდან მათი მოცილებისა და მათზე გარიგების დადების მომენტიდან ისინი გარდაიქმნებიან ნივთებად ; მაგ. გარიგება თირკმელის გაყიდვის თაობაზე

·        ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით ამგვარი გარიგებები აკრძალულია და ადამიანის სხეულის ნაწილები არ მიიჩნევა ნივთებად;

·        ქართულ სამართალში ადამიანის სხეულის ნაწილების გასხვისება დაშვებულია ;ამის სამართლებრივ საფუძველს ქმნის კანონი „ორგანოთა გადანერგვის შესახებ’’

·        ბოლო დროს გავრცელდა თმის გადანერგვის ოპერაციები ,რის გამოც გაიზარდა მოთხოვნა ადამიანის თმაზე;

·        განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა თმის ბიზნესი აზიის ქვეყნებში;

ცხედარი

·        წარმოადგენს თუ არა ადამიანის ცხედარი(გვამი) ნივთს ნორმატიული გაგებით სადავოა,თუ მას ნივთად ჩავთვლით ,მაშინ მასზე საკუთრების წარმოშობაც უნდა იყოს შესაძლებელი;

·        მაგრამ,თუ გავიხსენებთ,რამდენი მუმიაა გამოფენილი დასავლეთის ქვეყნების მუზეუმებში(ლენინის გახსენებაც შეიძლება და კიდევ სხვების),იოლად დავწმუნდებით,რომ ადამიანის ცხედარი შეიძლება იქცეს ნივთად ნორმატიული გაგებით;

ცხოველები

 

·        ცხოველები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში  რეგულირების გარეშეა დარჩენილი

·        მხოლოდ ერთ შემთხვევაში,როდესაც ცხოველების მიერ მიყენებულ ზარალის ანაზღაურებაზეა  საუბარი დელიქტურ(ზიანის) სამართალში,ახსენებს მათ სამოქალაქო კოდექსი (მუხლი 1003  იხ. კოდექსში)

·        ამ მუხლის თანახმად ცხოველი წარმოადგენს მფლობელობის ობიექტს;

·        აქედან გამომდინარე ,იურიდიული ფიქციის გზით ცხოველი შეიძლება გავუთანაბროთ ნივთს ,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ის ნასყიდობის ან სხვაგვარი გარიგების საგანს/ობიექტს  შეადგენს,თუმცა ცხოველები სინამდვილეში არ წარმოდგენენ ნივთებს;

ფიქცია (იურიდიული) – სამართლის მიზნებისათვის რაიმე ინსტიტუტის ხელოვნურად შექმნა (გამოგონება). მაგალითად, იურიდიული პირის გაგება ფიქციის გზით არის შექმნილი.

 

·       148- მუხლის თანახმად ნივთები შეიძლება იყოს:   მოძრავი ან უძრავი

 

·       მოძრავ და უძრავ ნივთებს შორის განსხვავება განსაკუთრებით კარგად ჩანს მათზე საკუთრების უფლების შეძენისას;

·       მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია  ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულების არსებობა  და ნივთის გადაცემა მყიდველის მფლობელობაში(186-ე მუხლის პირველი ნაწილი .იხ.კოდექსი)

· უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა უფრო ფორმალიზებულია; აუცილებელია გარიგების წერილობითი გაფორმება და მყიდველის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხლი)

·       დაიმახსოვრე უძრავ და მოძრავ ნივთებს შორის ეს განსხვება არსებითია და ის გასდევს მთელ კერძო სამართალს;

·       უძრავი და მოძრავი ნივთებისთვის განსხვავდება „საკუთრების პრეზუმფციის საკითხიც’’

·       მოძრავი ნივთის მფლობელი ითლება მის მესაკუთრედაც(მუხ.158 1 ნაწ.)

·       უძრავი ნივთის შემთხვევაში კი ეს ვარაუდი მხოლოდ საჯარო რეესტრიდან უნდა ირკვეოდეს

·       განსხვავებულია უძრავ და მოძრავ ნივთებზე ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენის საკითხიც;

·       მოძრავი ნივთის შემთხვევაში საკმარისია მისი 5 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი  ფლობა და ის გადადის მფლობელის საკუთრებაში(მუხ.165 1 ნაწ.)

·       უძრავ ნივთზე აუცილებელია მფლობელობის რეგისტრაცია 15 წლის განმავლობაში და ის გადადის მფლობელის საკუთრებაში(მუხ.167-ე )

 

უძრავი ნივთები

·       უძრავნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით,მიწაზე აღმოცენებული მცენარრეები ,ასევე შენობა ნაგებობები,რომლებიც მყარად დგას ამ ნაკვეთზე(მუხ.149)

·       ყველა მიწის ნაკვეთზე არ არის აღმართული შენობა-ნაგებობა

ამიტომ მიწის ნაკვეთის ცნება გაუშენებელ ტერირიტორიასაც მოიცავს;

აქედან გამომდინარე,ლოგიკურია მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრის კანონისეული დეფინიცია:

„უძრავი ნივთი-ეს არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა ნაგებობებით ან მის გარეშე’’(საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხ.ა ქვეპუნქტი)

·     ცხოვრებაში ხშირად გამოიყენება გამოთქმები“ ვყიდი სახლს’’ ან „ვყიდი აგარაკს’’,მაგრამ  იურიდიულად ხდება მიწის ნაკვეთის გაყიდვა,რომელზეც აღმართულია  სახლი ან აგარაკი;

·     დაიმახსოვრე: დაუშვებელია სახლის ყიდვა ან გაყიდვა იმ მიწის ნაკვეთის გრეშე,რომელზეც ეს სახლი დგას; ასევე დაუშვებელია მიწის ნაკვეთის გაყიდვა მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების გარეშე;

             მოძრავი ნივთები

·       საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ბ ქვეპუნქტის თანახმად:

„მოძრავია ნებისმიერი ნივთი,რომელიც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არ არის უძრავი’’

·       განსხვავებით უძრავი ნივთებისაგან,მოძრავი ნივთების ჩამონათვალი მეტად მრავალფეროვანია;მათი ჩამოთვლა ნორმაში არც მიზანშეწონილია და არც შესაძლებელი;

·       მაგრამ მოძრავი ნივთების ზოგიერთი თავისებურების გამყოფა საურველია (რათა დავინახოთ განსხვავება უძრავ ნივთებთან)

·       მოძრავი ნივთები შეიძლება იყვნენ როგორც მკვრივი(მყარი) ,ისე თხევადი და აეროვანი საგნები ,თუკი ისინი სამოქალაქო ბრუნვისთვის გამოსადეგ საცავში/ჭურჭელში არიან მოთავსებული;(მაგ.წყალი ბოთლებში,ბენზინი ავზში,გაზი ბალონებში)

·       საინტერესოა ინტელექტუალური შემოქმედების ობიექტების კვალიფიკაცია მოძრავ ნივთებად;

·       მოძრავ ნივთებად მიიჩნევა ის მატარებლები,რომლებზეც ეს ნაწარმებებია განთავსებული(მაგ. წიგნი ,მაგნიტური ფირი(ლენტა),დისკეტა,კომპაკტდისკი(CD),ციფრული ვიდეო DVD დაა.შ.)

·       საყურადღებოა,რომ ამ მოძრავ ნივთებზე საკუთრების  შეძენით შემძენი არ ხდება ინტელექტუალური საკუთრების მესაკუთრე ; ის არ შეიძენს საავტორო უფლებას მასზე;

მაგ. წიგნის ყიდვა შემძენს არ აძლევს უფლებას გამოსცეს იგი ხელმეორედ და გაყიდოს ტირაჟი;

ასეთ შემთხვევაში მოძრავ ნივთზე საკუთრება და მოძრავ ნივთში გამოხატულ ობიექტზე საკუთრება სხვადასხვა სუბიექტებს ეკუთვნით;

თავად „ინტელექტუალური საკუთრების“ ობიექტები კი განეკუთვნება „არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს“;

·       ანალოგიური კვალიფიკაცია უნდა მივცეთ კომპიუტერულ პროგრამებს ,ის საგნები რაზეც პროგრამებია ჩაწერილი მიიჩნევა ნივთებად ,მაგრამ არა თვითონ პროგრამები ,რადგან მათ სწორედ სხეულებრიობა(ანუ მატერიალურობა) აკლიათ ; იხ ნივთის განმარრტება ზევით;

·       მოძრავ ნივთებად არ მიიჩნევა :დენი,ელექტრომაგნიტური ტალღები,გამოსხივება და ა.შ;;მართალია,ისინისამოქალაქო  ბრუნვაში მონაწილეობენ,მაგრამ ნივთებად კვალიფიკაცისთვის მათ სწორედ სხეულებრიობა(მატერიალურობა) აკლიათ;ამიტომ,მათ არასხეულებრივ(არამატერიალურ ) საგნებს უწოდებენ;

         

 

 

ნივთების სხვაგვარი კლასიფიკაცია

 

      მოძრავ ნივთებს  ასევე ყოფენ:

a.   „შეცვლად“ და „შეუცვლელ’’  ნივთებად

b.   „გვაროვნული ნიშნით“ და „ინდივიდუალური ნიშნით“ განსაზღვრულ ნივთებად

c.     „მოხმარებად’’ და „მოუხმარებად“ ნივთებად

 

(წასაკითხად)

·        ვალდებულებით სამართალში ,კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381-ე მუხლში ნახსენებია „ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნები’’

·        382-ე მუხლი კი ახსენებს „გვაროვნულად განსაზღვრულ ნივთებს’’

·   დაიმახსოვრე: ნივთების ამგვარ კვალიფიკაციას კონკრეტული  სამართლებრივი შედეგი უკავშირდება:

1.      თუ ხელშეკრულების შესრულების საგანია „გვაროვნული“ ნივთი მაგ. ერთი მხარის მიერ მეორისთვი მისაწოდებელია ცემენტი(ზოგადად)

(სამართალში „გვაროვნული“  იგივეა რაც გრამატიკაში  საზოგადო არსებითი სახელი (ქვა,ხე,საწვავი დაა.შ) ან   ნივთიერებათა აღმნიშვნელი  არსებითი სახელი(ოქრო,წყალი,თაფლი)  ,მაშინ მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს(ანუ შეუძლია მიაწოდოს ნებისმიერი მარკის(მაღალი ან დაბალი ხარისხის) ცემენტი,მთავარია მიწოდებული ნივთი  იყოს ცემენტი);

2.      ხოლო თუ ხელშეკრულების საგანია „ინდივიდუალურად“ განსაზღვრული ნივთი,კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი,თუნდაც ეს ნივთი უფრო მაღალი ღირებულების(და ხარისხის) იყოს;(მაგ. თუ ხელშეკრულებაში წერია ,რომ მისაწოდებელია M-300 მარკის ცემენტი,კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს უფრო ხარისხიანი და ძვირი M-400 მარკის ცემენტი)

·        „გვაროვნულ ‘’ ნივთებზე   საუბარია ნასყიდობის სამართალშიც

·        490-ე მუხლის პირველი ნაწილი  გაყიდული ნივთის ნაკლის შემთხვევაში გამყიდველს აკისრებს გაყიდული ნაკლიანი ნივთის შეცვლის ვალდებულებას(დაიმახსოვრე ეს მუხლი ნახე კოდექსში),თუკი საქმე ეხება „გვაროვნულ“ ნივთს;

 

·  ზოგიერთი ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ „ინდივიდუალურად“ განსაზღვრული ნივთები

მაგ  

a.     ქირავნობის ხელშეკრულების საგანი  (მუხ.531)

b.    ლიზინგის ხელშეკრულების  საგანი (მუხ.576)

c.     იჯარის ხელშეკრულების  საგანი(მუხ.581)

d.    თხოვებაის ხელშეკრულების საგანი  (მუხ.615)

·  დაიმახსოვრე: „ ინდივიდუალურად“ განსაზღვრული ნივთის განადგურების შემთხვევაში მოვალეს ფულადი ანაზღაურება ეკისრება(!);

 

·        ზოგი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხოლოდგვაროვნულად“ განსაზღვრული ნივთები

მაგ.

სესხის ხელშეკრულების საგანი (მუხ.623)

სესხის ხელშეკრულების დროს გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან რაიმე „გვაროვნულ’’  ნივთს(მაგ. ფქვილს)

 

·        განსხვავება  გვაროვნულ მოძრავ  ნივთებსა  და ინდივიდუალურ მოძრავ ნივთებს შორის მეტყველებაშიც აისახება;

„მათხოვე წიგნი’’(ინდ. ნივთი ) და არა „მასესხე წიგნი’’

„მასესხე ფული’’ (გვარ. ნივთ.) და არა „მათხოვე ფული’’

 ამრიგად,საჭიროა გვახსოვდეს ,რომ  სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთების დაყოფას გვაროვნულ და ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთებად  კონკრეტულ სამართლებრივ ინსტიტუტებს და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს.

 

 

 

ნივთის  „შემადგენელი ნაწილები“ და  “ საკუთვნებელი“.

 

·         ჩვეულებრივ სამოქალაქო ურთიერთობის ობიექტს რაიმე  კონკრეტული ნივთი წარმოადგენს.

·         მაგრამ ხშირად სამოქალაქო ურთიერთობის ობიექტი არის ნივთთა ერთობლიობა .

·         ეკონომიკურ ცხოვრებაში ნივთთა ერთობლიობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე  ცალკე აღებული ერთეული ნივთები;

·         ამ რეალობას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი და განსაზღვრავს ერთმანეთთან დაკავშირებული ნივთების ბრუნვაუნარიანობის და სამართლებრივ ურთიერთობებში მათი მონაწილეობის წინაპირობებს;

·         ამისათვის(ნივთთა ერთობლიობისთვის) სამოქალაქო კოდექსი იყენებს ისეთ ცნებებს როგორებიცაა:

a.        ნივთის „არსებითი შემადგენელი ნაწილი“ (მუხ.150)

b.       „საკუთვნებელი“(მუხ.151)

 

·         ჩვეულებრივ ,ნივთები სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება;

       მაგ. კომპიუტერი შედგება პროცესორის,მონიტორის,კლავიატურის და მაუსისაგან

·         იმისდა მიხედვით თუ როგორია ნივთის შემადგენელი ნაწილების ურთიერთკავშირი  სამოქალაქო სამართალი ბრუნვაში მათი მონაწილეობის სხვადასხვა წინაპირობებს აწესებს;

·         დაიმახსოვრე: სამოქალაქო სამართალი  ერთნანეთისგან განასხვავებს:

a.     ნივთის „შემადგენელ ნაწილებს“

b.     ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებს“

   

   (წასაკითხად)

ნივთის „შემადგენელი ნაწილი’’

 

·       ნივთის „შემადგენელი ნაწილის“ დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა

·       ნივთის შემადგენელი ნაწილი  შეიძლება გასხვისებული იქნეს(გაიყიდოს,ან გაჩუქდეს)  ან  ცალკე ან  ნივთის შემადგენელ სხვა ნაწილებთან ერთად  (ანუ მთელთან ერთად)

მაგ. ავტომობილის შემადგენელი ნაწილებია: საბურავები,საჭე,ფარები და ა.შ.

ეს შემადგენელი ნაწილები შეიძლება ცალკეც გაიყიდოს ავტომობილისგან(მთელისგან) დამოუკიდებლად  ან ავტომილთან (მთელთან)ერთად

·       იმისათვის რომ,რაიმე ნივთები მივიჩნიოთ „შემადგენელ ნაწილებად’’ (მთელის შემადგენელ ნაწილებად) გადამწყვეტია ეკონომიკური მიზანშეწონილობა და არა ნორმატიული ფიქსაცია;

·       ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციები;

·       ნივთის „შემადგენელ ნაწილებად“ უნდა ჩაითვალოს ის,რაც „მიზნობრივად“ არის დაკავშირებული მასთან;

·       ნივთის „შემადგენელი ნაწილები“,როგორც წესი,იზიარებენ ნივთის (მთელის) სამართლებრივ ბედს

·       მაგრამ „შემადგენელ ნაწილებს’’ ასევე აქვთ უნარი  იყვნენ ცალკე უფლების ობიექტები და არ გაიზიარონ ნივთის სამართლებრივი ბედი.

 

·         ყურადღება: ნივთის შემადგენელი ნაწილების კავშირით უნდა იქმნებოდეს

     ერთიანი ნივთი(მთელი),წინააღმდეგ   შემთხვევაში საქმე გვექნება „საკუთვნებელთან“  და

     არა ნივთის „შემადგენელ ნაწილებთან“ ;

     მაგ. ავტომობილის სათადარიგო საბურავი(რომელიც საბარგულში დევს და არ მონაწილეობს ავტომობილის მუშაობაში )  იქნება „საკუთვნებელი“,

 მაშინ როცა უშუალოდ ავტომობილზე დაყენებული საბურავები იქნება  ავტომობილის „შემადგენელი  ნაწილები   

 

ნივთის „არსებითი შემადგენელი ნაწილი“

·       ნივთის არსებითი შემაგენელი ნაწილი ნივთის ისეთი ნაწილია რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ან მათი დანიშნულების მოსპობის  გარეშ(მუხ.150)(ზეპირად)

·       ნივთის „არსებითი შემაგენელი ნაწილი’’ ყოველთვის იზიარებს იმ ნივთის სამართლებრივ ბედს რისი ნაწილიც არის; ის ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს,როცა ეს კანონით არის გათვალისწინებული;

·       თუ ნივთის „შემადგენელი ნაწილის“  განსაზღვრისთვის  თუ „ეკონომიკური მიზანშეწონილობაა მნიშვნელოვანი,“არსებითი შემადგენელი ნაწილის“ ნორმატიული მდგომარეობა  ნორმატიულად განისაზღვრება;

·  სამოქალაქო კოდექსი მიწის ნაკვეთს და მასზე აღმართულ შენობა -ნაგებობებს ერთ  სამართლებრივ მთლიანობად განიხილავს

პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს,რომ როცა საუბარია მიწის ნაკვეთზე,იგულისხმება მასზე აღმართული შენობა-ნაგებობებიც;( ეს დაიმახსოვრე)

· ანუ შენობა- ნაგებობები  ნორმატიულად(ნორმის მიხედვით) მიწის ნაკვეთისარსებითი შემადგენელი ნაწილებია“ და მათი გასხვისება მიწის ნაკვეთისგან დამოუკიდებლად დაუშვებელია(!) (მუხ 150 .ნაწ.2)

· ასე რომ,დაიმახსოვრე:

 დაუშვებელია სახლის გაყიდვა მიწის ნაკვეთის გარეშე და მიწის ნაკვეთის გაყიდვა სახლის გარეშე(!!)

·         ქართული სასამართლო პრაქტიკა იცნობს  მიწის“ არსებით შემადგენელ ნაწილად“ მასზე

             აღმართული ნაგებობების აღიარებას

·          ქ.თბილისის მერიის მიერ იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოიჯარეებმა ბენზინგასამართი   სადგურები ააშენეს;

როცა  იჯარის ხელსეკრულების ვადა გავიდა  დადგა ამ ნაგებობების სამართლებრივი  ბედის  საკითხი

 

სასამართლომ  ისინი აღიარა მიწის ნაკვეთის  არსებით შემადგენელ ნაწილებად და მიწის

 ნაკვეთის მესაკუთრის(მერიის) საკუთრებად(დაიმახსოვრე ეს მაგალითი)

·         უძრავი ნივთებისარსებითი შემადგენელი ნაწილების „განსაზღვრა  შედარებით იოლია ,რადგან

 სამოქალაქო კოდექსი ნორმატიულად ადგენს,თუ რა განეკუთვნება უძრავი ნივთის  არსებით შემადგენელ ნაწილს(მუხ.150. ნაწ.2)

·        მოძრავ ნივთებთან მიმართებით  მათი არსებითი შემადგენელი ნაწილების განსაზღვრა იოლი

       არ არის; 

       ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს,თუ რა ჩაითვალოს მოძრავი ნივთის

        „არსებით შემადგენელ ნაწილებად“ ,ანუ უნდა შეფასდეს ამა თუ იმ  ნაწილის ნივთიდან 

       გამოყოფით ნადგურდება თუ არა ნივთი (იხ. არსებითი შემადგენელი ნაწილის განმარტება  ზევით)

 მაგ.

ა) სერიულად  გამოშვებული ავტომობილის ძრავი არ ითვლება მის არსებით შემადგენელ ნაწილად,მიუხედავად იმისა,რომ ძრავის გარეშე ავტომობილი არ არსებობს;

ბ) სამაგიეროდ სერიულად დამზადებული გემის ძრავი მიიჩნევა  არსებით შემადგენელ ნაწილად;

გ)აშენებული სახლის ქვები მიიჩნევა არსებით შემადგენელ ნაწილად

დ)წიგნის ყდა ითვლება არსებით შემადგენელ ნაწილად

 

ყურადღება:

·       სამოქალაქო კოდექსი  განამტკიცებს ნივთის  „შემადგენელი ნაწილების“ არსებით შემადგენელ ნაწილებად  გარდაქმნის  სამართლებრივ შედეგებს

·       მაგ. 194-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვიტ: თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული,რომ  ისინი ახალი ნივთის „არსებით შემადგენელ ნაწილებად’' იქცნენ ,მაშინ  ადრინდელი მესაკუთეეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრეები;

მაგ.ცემენტის(1 მესაკუთრე) და ქვიშის (მე-2 მესაკუთრე) შერევით მზადდება  ახალი ნივთი სამშენებლო ბლლოკი ,რომელიც ამ მესაკუთრეთა თანასაკუთრებაა;

 

 

   საკუთვნებელი

 

·       „საკუთვნებელი’’ - მთავარ ნივთთან დაკავშირებული მოძრავი ნივთია (მუხ.151  ნაწ .1 )

·       „საკუთვნებლის’’ ფუნქციაა მთავარი ნივთის მომსახურება  ,დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით და  დამკვიდრებული ტრადიციით ითვლება  მთავარი ნივთის საკუთვნებლად(მუხ.151  ნაწ .1 );

·       განსხვებით ნივთის „შემადგენელი ნაწილისგან’’ , „საკუთვნებელი“  დამოუკიდებელი ნივთია  და მთავარ ნივთთან ერთად არ ქმნის რაიმე განუყოფელ  ერთობას;

·       საკუთვნებლის მაგალითებია: ავტომობილის სათადარიგო საბურავი,ჭაღის ნათურები (ჭაღისთვის საკუთვნებელია) ,მუსიკალური ცენტრისთვის ელემენტები და ა.შ.

·     საინტერესოა საკუთვნებლის ორგვარი სამართლებრივი ბუნება:

1.    როგორც დამოუკიდებელი ნივთის

2.    როგორც მთავარ ნივთთან დაკავშირებული ნივთის;

·       როგორც დამოუკიდებელი ნივთი „საკუთვნებელი“ შეიძლება ცალკე უფლების ობიექტი იყოს(ანუ  სხვა პირს ჰქონდეს მასზე უფლება)

მაგ.  ავტომობილის საბურავი ან ჭაღის ნათურები შეიძლება იყიდებოდეს ცალკე (არა ავტომობილთან ერთად ან ჭაღთან ერთად)

·       „საკუთვნებლის“ განსხვავება ნივთის  ‘’ შემადგენელ ნაწილისგან’’  კი იმაში მდგომარეობს ,რომ „საკუთვნებლის“ გარეშე ნივთის ფუნქციური დანიშნულება არ დგება ეჭვქვეშ,ხოლო „შემადგენელი ნაწილის’’ გარეშე ნივთის  გამოყენება მისი დანიშნულებით შეუძლებელია;

მაგ.ავტომობილის გადაადგილება სათადარიგო საბურავის(საკუთვნებლის) გარეშე შესაძლებელია ,ხოლო ძირითადი საბურავის(შემადგენელი ნაწილის)  გარეშე შეუძლებელი;

·       სამოქალაქო ბრუნვისთვის საინტერესოა „საკუთვნებლის ბედი ‘’ მთავარი ნივთის გასხვისებისას;

·       თუ ურთიერთობის მონაწილეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან მაშინ საკუთვნებელი იზიარებს მთავარი ნივთის  სამართლებრივ ბედს და მასთან ერთად გადადის შემძენზე;

·       მაგ. ნახმარი(ძველი) ავტომობილის ნასყიდობისას მხარეები,როგორც წესი, ცალკე არ თანხმდებიან იმაზე,სათადარიგო საბურავი ავტმობილს მიჰყვება თუ არა ,ივარაუდება,რომ შემძენი იძენს საბურავსაც;

·       ახალი ავტომობილის შეძენისას(სალონიდან) შემძენის სურვილზეა დამოკიდებული,ექნება თუ არა ავტომობილს სათადარიგო საბურავი;

·       აუქიონზე რაიმე მთავარი ნივთის გაყიდვისას მისი საკუთვნებელიც მას მიჰყვება ,თუკი სხვაგვარად არ შეთანხმებულან ნივთის მესაკუთრე და აუქციონის მომწყობი;

      

 

 

     

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე  - უფლებები და მოთხოვნები

·       ნივთებთან ერთად  სამოქალაქო უფლებათა (იხ.სამოქალაქო უფლებები) ობუექტები შეიძლება იყვნენე არამტერიალური ქონებრივი სიკეთეები

·       არამტერიალური ქონებრივი სიკეთეებისამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის მოთხოვნები“ და  უფლებები“ (იხ. მუხ.152)

·       „არამტერიალური ქონებრივი სიკეთეებს“ სხვანაირად   „უსხეულო ნივთებს’’ უწოდებენ;

(საზეპირო)

·       იმისათვის ,რომ მოთხოვნები და უფლებები არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებად ჩაითვალოს

a.    უნდა შეიძლებოდეს მათი  გადაცემა სხვა პირებისთვის(რაიმე სიკეთის გადაცემადობის უნარს ჰქვია ბრუნვაუნარიანობა)

b.     იძლეოდეს მატერიალურ სარგებელს ანუ შემოსავალს

c.     ანიჭებდეს პირს სხვა პირისგან  რაიმეს მოთხოვნის უფლებას;

 

(წასაკითხად)

                 უფლებები- როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

ა) „საავტორო უფლებები

 

·       „სავტორო უფლებათა“ ობიექტებს წარმოადგენს  მეცნიერების,ლიტერატურის და ხელოვნების  ნაწარმოებები;

·       „საავტორო უფლებათა“  აღიარების,დაცვის და გამოყენების წესები განმტკიცებულია სპეციალურ კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’

·     „სავტორო უფლება’’  არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე ,რომელშიც/რომელზეც  გამოსახულია/გამოხატულია  ნაწარმოები(იხ. კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ .მუხ.7 ნაწ.1)

მაგ. ვიდეოკასეტის ქონა,რომელზეც ჩაწერილია ფილმი ,სულაც არ ნიშნავს კასეტის მეპატრონის  საავტორო უფლებას ამ ფილმზე.

·       „საავტორო უფლების“,როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთის,შინაარსის დახასიათებისას  მნიშვნელოვანია ნაწარმოებით სარგებლობისა და მისი განკარგვის(რეალიზაციის ანუ გაყიდვის) უფლებამოსილება ,საიდანაც წარმოიშვება ავტორის ან სხვა უფლებამოსილი პირის(მაგ. ავტორის მემკვიდრის)  ქონებრივი უპირატესობები(შემოსავლები);

·       ავტორის სხვა არაქონებრივი უფლებები ,როგორიცაა :“ფსევდონიმის გამოყენების უფლება“  ან „ავტორობის უფლება“ (არ უნდა აგერიოს საავტორო უფლებაში) არ განეკუთვნება არამატერიალური ქონებრივი უფლებების კატეგორიას;

 

ბ) უფლებები სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე   ანუ პატენტი

 

·        „პატენტი’’ ანუ უფლებები   გამოგონებებზე,სანიმუშო მოდელებზე ან სამრეწველო ნიმუშებზე   ასევე განეკუთვნება არამატერიალური  ქონებრივი სიკეთების  კატეგორიას;

·       პატენტის მიღების და მისი დაცვის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს საპატენტო 

 

·       არამატერიალური  ქონებრივი სიკეთების  კატეგორიას განეკუთვნება  და სამოქალაქო უფლებათა ობიექტებს წარმოადგენენ :

 

სასელექციო უფლებები(მუხ.1101 ) და

„სასაქონლო ნიშნებზე  განსაკუთრებული უფლებები“(მუხ.1102)

·       სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლებაც შეიძლება მივაკუთვნოთ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს

a.    უზურფრუქტი

b.   გირავნობის უფლება

c.    და ა.შ.

ასეთ დროს, გადამწყვეტი იქნება  იმის დადგენა რამდენად არის შესაძლებელი კონკრეტულ შემთხვევაში  რომელიმე ამ უფლების სხვისთვის გადაცემა(!) (უნდა შეიძლებოდეს უფლების გადაცემა სხვისთვის რათა უფლება ჩაითვალოს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთედ)

X

მოთხოვნები

 

·       არამატერიალურ ქონებრივ  სიკეთეებს  განეკუთვნება  აგრეთვე მოთხოვნები;

·       „მოთხოვნების“ სხვა პირზე გადაცემა და დაგირავება    შესაძლებელია(!)

·       „მოთხოვნები ‘’შეიძლება გამომდინარეობდნენ  ან ხელშეკრულებიდან(!),ან კანონიდან(!)

 

მაგ. „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა“(!) შეიძლება იყოს,როგორც სახელშეკრულებო  მოთხოვნა(ანუ ეწეროს ამის თაობაზე ხელშეკრულებაში) ,ისე კანონის მოთხოვნა(ეწეროს ამის თაობაზე კანონში)

 

ნაყოფი (!),  როგორც  სამოქალაქო ურთიერთობის ობიექტი

 

·       სამოქალაქო კოდექსი „ნივთის“ ან  „უფლების“  ნაყოფს ( ანუ მოტანილ სარგებელს) სამოქალაქო ურთიერთობათა ობიექტად განიხილავს/თვლის (მუხ.154)

 

·    რა უნდა ჩაითვალოს „ნაყოფად“?

·    ვის ეკუთვნის  „ნივთის“ ან „უფლების“ ნაყოფი ?

 

·     დაიმახსოვრე : სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს ნივთის ნაყოფს

            (ნივთისგან მიღებულ სარგებელს)  და უფლების ნაყოფს(უფლებისგან მიღებულ სარგებელს)

·        „ნივთის ნაყოფს“ - განეკუთვნება ის შემოსავალი ,ან ნამატი ,ან უპირატესობა  ,რომელსაც ეს ნივთი იძლევა    

მაგ.  მიწაზე(უძრავ ნივთზე) მოწეული   მოსავალი“ იქნება ამ უძრავი ნივთის „ნაყოფი“.

 

·       „ნივთის ნაყოფი“  ისე უნდა მიიღებოდეს ,რომ არ ისპობოდეს თავდაპირველი ნივთის სუბსტანცია( სუბსტანცია არის ის ის, რაც საგანს კონკრეტულ საგნად განსაზღვრავს)ანუ ნივთი ისევ იმ ნივთად უნდა რჩებოდეს და ისე უნდა იძლეოდეს ნაყოფს(შემოსავალს),

ნივთი   შემოსავლის მოცემის პროცესში ან შემოსავლის მოცემის შემდეგ არ უნდა ისპობოდეს;

   მაგ. დაკლული ცხოველის ხორცი არ ითვლება ნაყოფად(რადგან თავად ცხოველი ამ დროს ისპობა)

·       ხოლო ,რაიმე უფლების ნაყოფია -ის შემოსავალი ან უპირატესობა,რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად(!)

  მაგ.   პენალტის დარტყმის უფლების ნაყოფია  გატანილი გოლების სტატისტიკის გაუმჯებესება და   გოლის გატანის შედეგად მიღებული ფულადი ბონუსი და.ა.შ.

 

ყურადღება:

·       სამართლებრივად მნიშვნელოვანია თუ ვის ეკუთვნის ნივთის ან უფლების ნაყოფი ;

·       კანონით „ნაყოფი“  ეკუთვნის იმ პირს ვისაც  „ნივთის“ ან „უფლების“ მიმართ გააჩნია  სანივთო ან ვალდებულებითი უფლებამოსილება (!!!)

 

მაგ. კანონით  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის(უძრავი ნივთის) მოიჯარეს ეკუთვნის  ამ მიწის დამუშავებით მიღებული „მოსავალი“(ნაყოფი)

 

მაგრამ კანონის ეს დისპოზიციური ნორმა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით შეიცვალოს და მათ მიღებულ ნაყოფთან დაკავშირებით ურთიერთობა სხვაგვარად მოაწესრიგონ;

გაიხსენე: კოდექსის დისპოზიციური ნორმა არის:

ნორმა, რომელიც არ არის შესასრულებლად სავალდებულო (განსხვავებით იმპერატიული ნორმისგან ). ამიტომ,ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ დისპოზიციურ ნორმაში მოცემული ალტერნატივებიდან აირჩიონ ერთ-ერთი ან თავად მოიფიქრონ, თუ როგორ სურთ მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგება.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები