გარიგებების შესახებ

 


1


1.      ნების გამოვლენა რომელიც მიმართულია სამოქალაქო უფლების წარმოშობის,შეცვლის ან შეწყვეტისკენ არის :  გარიგება

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50- მუხლი  ადგენს გარიგების ცნებას:

 

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“ )

 

2.      ცალმხრივია გარიგება რომლის ნამდვილობისთვის საჭიროა :ერთი მხარის მიერ ნების გამოვლენა


3.     გარიგებები შეიძლება იყოს:  ცალმხრივი,ორმხრივი და მრავალმხრივი

 

4.     ცალმხრივ გარიგებეს განეკუთვნება:  მაგ. უარი მემკვიდრეობაზე

 

5.     ცალმხრივი ნების გამოვლენა წარმოშობს მოვალეობებს   ა) პირისათვის რომელიც ავლენს ნებას ან  ბ)სხვა პირებისთვის თუ ისინი მოიწონებენ ნების გამომვლენის მოქმედებას.


6.     ორმხრივ გარიგებებს განეკუთვნება : მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულება

 

7.     ორმხრივ გარიგებად ჩაითვლება გარიგება რომლის დადებისთვის აუცილებელია  ორი მხარის შეთანხმებული ნების გამოვლენა

 

8.     ორმხრივია გარიგება რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელია  ორივე მხარის შეთანხმებული ნების გამოვლენა

 

 

9.     გარიგებები იდება:  ზეპირად,წერილობით და კონკლუდენტური ფორმით.


 

10.  გარიგება იურიდიულ პირებისა ურთიერთშორის და მოქალაქეებთან შეიძლება დაიდოს  ნებისმიერი ფორმით.

 

11.  არარა გარიგება ბათილად ჩაითვლება  ნების გამოვლენის მომენტიდან.

 

12.  გარიგების ბათილად აღიარების შედეგებს განეკუთვნება: თითოეული მხარის მოვალეობა: -დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი რაც გარიგების შედეგად მიიღო მუხ.976 

13.  სასყიდლიანია გარიგება: ორმხრივი გარიგება რომელშიც ერთი მხარის ნაკისრ ვალდებულებებს შეესაბამება მეორე მხარის საპასუხო  შესრულება

 

სხვა განმარტება:

 

სასყიდლიანია გარიგება, რომელშიც მხარე(ები) იღებს(იღებენ) გარკვეულ საფასურს ან/და სხვა შესაგებელს (ეკვივალენტს) ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისთვის.

 

14.უსასყიდლო გარიგებაა: კონკურსში ჯილდოს(ანუ საჩუქრის) საჯაროდ დაპირება

 

ნარდობა

ცნება  

1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

სესხი

ცნება - სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.  

  მუხლი 755. ცნება(ჯილდოს საჯაროდ დაპირება)

 

ის, ვინც საჯარო დაპირებით აწესებს ჯილდოს გარკვეული მოქმედების შესრულებისათვის, კერძოდ, ამა თუ იმ შედეგის მიღწევისათვის, ვალდებულია გადაუხადოს ჯილდო იმ პირს, რომელმაც მოქმედება შეასრულა. პირს ჯილდოს მიღების უფლება აქვს მაშინაც, როცა იგი არ მოქმედებდა ჯილდოს საჯაროდ დაპირების გამო.

 

ჯილდო

დამსახურების, ღვაწლის აღსანიშნავად მიღებული საჩუქარი.

 

 

14.   გარიგების უბრალო წერილობითი ფორმის დაუცველობა მხარეებს ართმევს შესაძლებლობას გარიგებისა და მისი პირობების დასადასტურებლად დაეყრდნონ  -წერილობით მტკიცებულებებს 

 

15.  შეცდომით,მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგებები- საცილო გარიგებებია

 

16.  შეცდომით,მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგებები ბათილია ,როგორც  ნების ნაკლის გამო  დადებული გარიგებები.

 

საკითხის გაღმავებისთვის:

samoqalaqo samarTalSi iseT viTarebas, roca: ,,garegnulad gamovlenili neba(გამოხატვა) ar emTxveva misi gamomvlenis namdvil Sinagan nebas (სურვილს) da garigeba ki nebis garegnuli gamovlenis(გამოხატვის) Sedegad daido’’  -nebis nakli ewodeba”.

 magaliTad: pirma moindoma saqarTvelos teritoriaze, aWaraSi, didi farTis yidva. miuxedavad SeTanxmebisa, xelSekruleba dado imasTan, vis sakuTrebasac aRniSnuli farTi ar warmoadgenda. xelSekrulebis Sedegad Sesabamisad farTi ar gadavidoda nebis gamomvlenis sakuTrebaSi. vinaidan, garigeba swored am piris Tanxmobis safuZvelze iqna dadebuli, saxezea misi mxridan motyuebis faqti, man daarwmuna nebis gamomvleni, rom farTi mis sakuTrebas warmoadgenda. amgvari garigeba sacilo xasiaTisaa.

 nebis nakli SeiZleba, rogorc gacnobierebuli, aseve gaucnobierebeli nebis gamovlena iyos.  nebis nakli samoqalaqo kodeqsis zogadi nawiliTaa mowesrigebuli da igi piris cdomilebazea damyarebuli.

 nebis nakli xSirad SecdomiT dadebuli garigebaa. magram samoqalaqo kodeqsiT aseve nebis naklis sxva SemTxvevebic aris gawerili _ motyueba da iZuleba.

iseve rogorc Secdomis dros, motyuebisas piri garigebas საკუთარი nebis sawinaaRmdegod debs, magram gansxvavebiT Secdomisgan, sxvisi zemoqmedebis qveS eqceva.

nebis naklis kidev erTi SemTxvevaa – iZulebiT dadebuli garigeba.

massa da motyuebiT dadebul garigebas Soris saerToa mxolod piris ganzraxva, magram adresati, anu piri, vinc survilis sawinaaRmdegod debs garigebas, iazrebs yovelives da ar cdeba mis arc Sinaarssa da arc samarTlebriv bunebaSi.

es aris nebis aSkarad sawinaaRmdego qmedeba, rodesac pirma realuri viTareba icis da igi mxolod iZulebulia, ganaxorcielos nebis sawinaaRmdego moqmedeba.

 motyuebiT, an SecdomiT dadebuli garigebis dros, garigebis monawile darwmunebulia misi nebis sisworesa da utyuarobaSi.

iZulebiT dadebuli garigebis dros  კი adgili aqvs aSkara Carevas   გარიგების მონაწილის nebis gamovlenaSi.

 

17.  შეცდომად ჩაითვლება: ა)გარიგების ტიპის არჩევაში და  გარიგების შინაარსში ბ)შეცდომა გარიგების საგნის თვისებაში ,შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში გ) შეცდომა უფლებაში,შეცდომა მოტივში - ესენია ე.წ. „არსებითი შეცდომები’’ ,რომლებიც შეცილების უფლებას აძლევს შეცდომის დამშვებ მხარეს.

 

18.  მოტყუების საფუძველზე დადებული გარიგების შეცილების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს- 1 წელს 

 

19.  შეცდომის საფუძველზე  დადებული გარიგების შეცილების ვადა შეადგენს  -1 თვეს

 

20.  იძულებით დადებულია გარიგება თუ ნების გამომვლენ პირზე  ზემოქმედება ხორციელდება: ა) ფიზიკურად ან  მუქარით  ბ) მართლსაწინააღმდეგო მიზნით  და მართლსაწინააღმდეგო საშუალებებით

 

21.  ფორმის დაუცველად დადებული გარიგება შეიძლება იყოს ნამდვილი თუ ფაქტობრივი შესრულებით სწორდება ხარვეზი,რომელიც მხარეებმა ხელშეკრულებაში ვერ გაითვალისწინეს

 

22.  მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმის დარღვევას გარიგების ბათილობა მოჰყვება თუ მხარეებმა ფორმა შეარჩიეს  გარიგების ნამდვილობის წინაპირობად.

 

23.  ზნეობის საწინააღმდეგოდ დადებულ ბათილ გარიგებად ჩაითვლება: მაგ. მოსწავლის მიერ მასწავლებლისთვის საჩუქრის მიტანა.

 

24.  ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო ბათილ გარიგებად ჩაითვლება: მაგ. შრომის ხელსეკრულების დადების აკრძალვა მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით

 

25.  თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით და ნება გამოვლინდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე,მაგრამ წარმოდგენილი პირის აშკარა ძალისხმევით ,მესამე პირის კეთილსინდისიერად წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების არსებობის შესახებ გარიგების სამართლებრივი შედეგები(უფლებები და მოვალეობები) უნდა იტვირთოს - როგორც წამოდგენილმა პირმა ისე წარმომადგენელმა

 

26.  არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე დადებული გარიგება მერყევად ბათილია.

 

27.  მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ,არასრულწლოვანთან დადებულ გარიგებაზე ვიდრემას  არასრულწლოვანის წარმომადგენელი მოიწონებს თუ მან იცოდა კონტრაჰენტის არასრულწლოვანების შესახებ და არასრულწლოვანი მას ატყუებდარომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

 

28.  თუ შპს-ს დირექტორის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია საერთო კრების თანხმობაზე  მაშინ „თანხმობა“  არის- გარიგების შემადგენელი ელემენტი(არსებითი პირობა)

 

29.  გარიგება ჩაითვლება  „გადადების პირობით’’ დადებულად თუ მხარეებმა დაადგინეს რომ  უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა იმ გარემოებებზეა დამოკიდებული  რომელთა შესახებ ცნობილი არ არის დადგება თუ არა

 

საკითხის გაღრმავებისთვის:

 

·       გარიგება „გადადების პრობითაა’’ დადებული,თუკი გარიგებით გათვალისწინებული უფლებების და მოვალებების დადგომა დამოკიდებულია უცნობ მოვლენაზე   

 

·       ამ დროს გარიგებით გათვალისწინებული შედეგი დადგება,მხოლოდ „პირობის შესრულებით’’;ე.ი. გარიგების შესრულება „გადაიდება’’ პირობის  „დადგომამდე’’ ;ამიტომ ეწოდება  მას „გადადების პრობა’’

·       მაგ სადაზღვევო ხელშეკრულებით „ზიანის ანაზღაურების ვალდებულება’’  სადაზღვევო კომპანიას დაეკისრება,თუკი დაზღვეული ნივთი დაზიანდება(მაგ. ხანძარი გაუჩნდება)

 

ყურადღება:

·       „გადადების პირობით’’ დადებულ გარიგებად ჩაითვლება,ასევე გარიგება რომლის ნამდვილობა მხარეებმა ისეთ მოვლენას დაუკავშირეს,რომელიც შეიძლება უკვე დადგა ,მაგრამ მხარეებმა ჯერ არ იციან ამის შესახებ(მუხ.96) და როცა გაიგებენ  მხოლოდ მაშინ  შევა გარიგებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები ერთმანეთის მიმართ.

 

 

  მუხლი 96. გარიგება გადადების პირობით

 

გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.

 

30.გარიგება ჩაითვლება „გაუქმების პირობით’’ დადებულად,თუ მხარეებმა მიზნად დაისახეს  უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტა ,რომლებიც დამოკიდებულია გარემოებებზე ,რომელთა შესახებ ცნობილია,რომ რაღაც მომენტში  დადგება.

 

საკითხის გაღრმავებისთვის:

 

·       გარიგება „გაუქმების პირობით’’  დადებულად ითვლება ,როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას(მუხ.97-ე)

·       ასეთი პირობიტ დადებული გარიგების შემთხვევაში გარიგების  სამართლებრივი  შედეგი მაშინვე დგება ,მაგრამ  დათქმული პირობის დადგომისთანავე იგი უქმდება ;

მაგ.

·       ა-მ ასესხა ფული ბ-ს იმ პირობით ,რომ ბ ხელფასის აღებისთანავე დაუბრუნებს ა-ს ფულს; აიღებს თუ არა ბ ხელფასს(ე.ი. პირობა დადგება),მან უნდა დაუბრუნოს სესხი (ე.ი. „სესხის ხელშეკრულება’უქმდება)

·       ის რაც გარიგების ერთი მხარისათვის „გაუქმების პირობაა’’ ,მეორე მხარისთვის „გადადების პირობაა’’

·       მაგ. „ხელფასის აღება“ ბ-სთვის არის“  გაუქმების პირობა’’(მისთვის სესხის ხრლშეკრულება უქმდება) ,ხოლო  ა-სთბის არის „გადადების პირობა’’(ბ-ს მიერ ხელფასის აღებით,ა-ს „წარმოეშობა“ სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება’’)

 

  მუხლი 97. გარიგება გაუქმების პირობით

 

·        გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.

 

31.  გარიგება,იმ განზრაზვის გარეშე,რომ შესაბამისი სამართლებრივი შედეგები დადგეს იწოდება - მოჩვენებითად (მუხ.56)

 

32.   გარიგება დადებული სხვა გარიგების დასაფარად ,იწოდება -თვალთმაქცურ გარიგებად(მუხ.56)

 

33.  გარიგება ,დადებული იურიდიული პირის მიერ მისი საქმიანობის მიზნის საწინააღმდეგოდ ,შეიძლება ბათილად ჩაითვალოს ,თუ მეორე მხარემ -იცოდა გარიგების უკანონობის შესახებ.

 

34.   უცილოდ ბათილი(არარა) გარიგებები: ბათილია დადების მომენტიდანვე და გამიზნულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს (მუხ.61)

 

35.  კაზუალურ გარიგებებს განეკუთვნება:  ჩუქება,თხოვება,ნასყიდობა და ა.შ.

 

საკითხის გაღრმავებისთვის:

·        კაუზალურია გარიგება,რომელსაც აქვს  კონკრეტული,ხელშესახები „სამართლებრივი საფუძველი“  - causa(კაა)- ანუ  მიზანი

(„სამართლებრივი საფუძველი“ , causa(კაუზა) და „მიზანი“ - ერთმანეთის სინონიმებია)

 

·        მაგ. A აძლევს წიგნს   B -ს; რა შეიძლება იყოს  წიგნის მიცემის „სამართლებრივი საფუძველი“ ?

·        წიგნის გადაცემის „სამართლებრივი საფუძველი“( კაუზა ანუ მიზანი) შეიძლება იყოს:

a.      ჩუქება

b.      თხოვება

c.      მიყიდვა და ა.შ.

·        დაიმახსოვრე:  

„გარიგების  სამართლებრივ მიზანს“,რომელიც  გარიგების  „იმენნა’’  სამართლებრივ ხასიათს განსაზღვრავს  ეწოდება გარიგების  „სამართლებრივი საფუძველი’’ - causa(კაუზა) ან „ტიტულუს“;

 

·        ჩვენ უნდა მოვახერხოთ და  გარიგების „სამართლებრივი საფუძველისგან’’(კაუზასგან)  უნდა განვასხვავოთ ისეთი საფუძვლები და მიზნები ,რომელთაც გარიგების  ხასიათის განსაზღვრისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვთ;

·        მაგ. წიგნის მიღებისას B -ს მიზანი შეიძლება იყოს ან  ა)ამ წიგნის წაკითხვა ან ბ) ამ წიგნის სხვისთვის ჩუქება ,ხოლო A-ს მიზანი შეიძლება იყოს  მეგობრის (B -ს) დახმარება ან უბრალოდ უნდა რომ ასიამოვნოს;

 ჩამოთვლილ  ამ  მიზნებს  გარიგების ხასიათის განსაზღვრისთვის „სამართლებრივი მნიშვნელობა“ არ აქვთ;

 

·        ამრიგად ,“კაუზალური გარიგებების“ განხილვისას „სამართლებრივი საფუძველი“(რომლებიც გარიგებების სამართლებრივ შინაარსს განსაზღვრავს) ,უნდა განვასხვავოთ „არასამართლებრივი საფუძვლებისგან“ (რომელებიც სამართლებრივად  გავლენას არ ახდენენ გარიგებაზე);

·        „კაუზალურ გარიგებათა ‘’ ცალკე გამოყოფის აზრი იმაშია,რომ  მათი ნამდვილობა(სარწმუნოობა) დამოკიდებულია მათი   „სამართლებრივი საფუძვლის’’  ნამდვილობაზე ;

·        თუ „კაუზალური გარიგების’’ „სამართლებრივი საფუძველი’’ ანუ კაუზა ბათილია ,მაშინ მთლიანად გარიგება იქნება ბათილი;

 

მაგ.

საცხოვრებელი სახლის „ნასყიდობის ხელშეკრულება’’  არის „კაუზალური გარიგება’’

მისი კაუზა ე.ი. „სამართლებრივი საფუძველი’’ არის  წერილობითი ფორმით დადებული „ნასყიდობის ხელშეკრულება’’

თუკი  კანონის ეს მოთხოვნა(წერილობითი ფორმით  „ნასყიდობის ხელშეკრულების’’ დადება) არ არის სახეზე  მაშინ  გარიგება მიიჩნევა ბათილად და „შემძენი’’ ვერ გახდება მესაკუთრე თუნდაც თანხა გადახდილი ქონდეს;

 

·        დაიმახსოვრე:  

ნებისმიერი „კაუზალური გარიგებების“ დადების დროს კანონი ითხოვს  ამ გარიგებების „სამართლებრივი საფუძვლი“(კაუზა)  მკაფიოდ  გამოკვეთილი იყოს (!).წინააღმდეგ შემთხვევაში დადებული გარიგებები იქნება -ბათილი(!) ;

 

„სამართლებრივი საფუძვლის ‘’ანუ კაუზას  ანუ სამართლებრივი მიზნის  გამოკვეთის გარეშე დადებული გარიგების  მაგალითია ე.წ. „მოჩვენებითი გარიგებები’’ ,რომელიც  56-ე მუხლის  პირველი ნაწილის თანახმად - ბათილია


მაგ.

A  ყიდის მანქანას B-ზე ,მაგრამ ოფიციალურად აფორმებს „ჩუქებად’’(გადასახადის გადახდას თავი რომ აარიდოს);

ასეთი „ჩუქება“ მოჩვენებითია,ამიტომ  ბათილია

 

სამოქალაქო კოდექსი კაუზას (სამართლებრივ საფუძველს),რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 56-ე მუხლის  მე-2  ნაწილიდანაც  ჩანს,რომლის თანახმად :

 

2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა (ჩვენს მაგალითში მხარეებს სურთ „ჩუქებით“ დაფარონ ავტომობილის „ნასყიდობა’’

, მაშინ გამოიყენება  დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (ანუ ა-ს და ბ-ს შორის  გარიგება ჩაითვლება ნამდვილად ,თუკი  გამოყენებული იქნება „ნასყიდობის გარიგების ’’ წესები და არა „ჩუქების გარიგების წესები“(რადგან მხარეეების მიერ დაფარული გარიგება ჩვენს მაგალითში „ნასყიდობაა“)

 

36.აბსტრაქტულ გარიგებებს განეკუთვნება : მაგ.თამასუქი

 

საკითხის გაღრმავებისთვის:

·        აბსტრაქტული გარიგების დროს,კაზუალურისგან განსხვავებით“სამართლებრივ საფუძველს’’ (სამართლებრივ მიზანს ანუ კაუზას)  მნიშვნელობა არ აქვს ;

·        აბსტრაქტული გარიგების ნამდვილობა  დამოუკიდებელია „სამართლებრივი საფუძვლის ნამდვილობისგან’’

·        აბსტრაქტული გარიგებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საწარმდგენლო და საორდერო ფასიანი ქაღალდების დროს;

·        მაგ. 925-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ე.წ. „საორდერო ფასიანი ქაღალდის’’ მფლობელს შეუძლია ხელმოწერილი დოკუმენტის (ეს შეიძლება იყოს ჩეკი,თამასუქი და.შ.) ჩაბარების სანაცვლოდ მოითხოვოს გადახდა;

·        ე.ი. ხელმოწერილი“საბანკო ჩეკი’’ მის ნებისმიერ მფლობელს უფლებას აძლევს საკრედიტო დაწესებულებიდან(მაგ. ბანკიდან) მიიღოს ფულადი თანხა-მიუხედავად იმისა თუ რა „სამართლებრივი საფუძველი ‘’ უდევს  მას-ჩუქება,ნასყიდობა,მომსახურების ანაზღაურება თუ სხვა რამ ;

·        მთავარი აქ ისაა,რომ ხელმოწერილი ფასიანი ქაღალდის გამცემი  თავისი ხელმოწერით ადასტურებს ფულის გადახდის თანხმობას ისე,რომ არ არის გამოკვეთილი ამგვარი გადაცემის მიზანი;

·        აბსტრაქტული გარიგების მეორე მაგალითია“მოთხოვნის დათმობა კრედიტორის მიერ’’

·        ეს „მოთხოვნიდათმობა ‘’( ვალის სხვაზე გადაბარება) ნამდვილია მიუხედავად „სამართლებრივი საფუძვლისა’’

·        ე.წ. „აბსტრაქტული გარიგებაა“   -„მინდობილობის გაცემაც“;

·        მართალია,მინდობილობა გაიცემა  რომელიმე ძირითად ურთიერთობასთან დაკავშირებით(ნასყიდობა,მომსახურება,ნარდობა),მაგრამ  თავად მინდობილობის ნამდვილობა დამოუკიდებელია ამ ურთიერთობის ხასიათისგან;

·        კაზუალურ და აბსტრაქტულ გარიგებებად დაყოფის საკითხი წარმოიშობა იმ გარიგებათა დახასიათებისას ,რომელთა მეშვებითაც პირი  ან ქონებრივ სარგებელს ან სამართლებრივ სარგებელს (ანუ რაიმე უფლებას) იძენს;

 

37. გარიგების ბათილად ცნობის „სამართლებრივი  საფუძვლები“ (ანუ მუხლები) მითითებულია: სამოქალაქო კოდექსში.

 

38.გარიგება ბათილად იქნება აღიარებული:  მისი  დადების მომენტიდან (მუხ.59)

 

39.იძულებით დადებულია გარიგება,რომელიც მომდინარეობს : ნებისმიერი პირისგან

 

მუხლი 85. ცნება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

 

 

40. ფარდობითად ბათილია გარიგებები რომლებიც : მთლიანობაში ნამდვილია,მაგრამ ბათილია ამა თუ იმ პირის ან პირთა მიმართ

 

ან ასე:

ფარდობითად ბათილ გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება, რომელიც მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ კონკრეტული პირის ან პირების მიმართ მას იურიდიული ძალა არა აქვს

 

 

41.შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის ნების გამოვლენა(გარიგება) ნამდვილია: ა)მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში. და ბ) თუ არსებობს მისისი მატერიალური სარგებელი მუხ.15

 

42.უცილოდ ბათილი გარიგებები:  ბათილია დადების მომენტიდანვე  და გამიზნულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს ;

 

43.მერყევად ბათილი გარიგებები : ბათილია  დადების მომენტში,მაგრამ  შეიძლება გახდეს ნამდვილი ,თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს

 

საკითხის გასაღრმავებლად:

 

·       გარიგებებს,რომლებიც დადების მომენტში ბათილია ,მაგრამ  შეცდომის ან ნაკლის გამოსწორების შემდეგ შეიძლება გახდნენ ნამდვილი „მერყევად ბათილ გარიგებებს’’  უწოდებენ;(!)(საზეპიროდ)

·       „მერყევად ბათილ’’ გარიგებებს მიეკუთვნება არასრულწლოვანის მიერ დადებული თითქმის ყველა გარიგება(მუხ.63-ე ნაწ.1 ;მუხ.64 ნაწ.1; მუხ.66-ე; მუხ.67-ე)

·       „მერყევად ბათილ’’ გარიგებებს მიეკუთვნება ასევე გარიგებები,რომლებიც „ნამდვილობისთვის’’ საჭიროებენ მე-3 პირის ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოს თანხმობას(მუხ.99. ნაწ 3 ; მუხ.102)

·       ამ სახის გარიგებების „მერყეობა’’ იმაში გამოიხატება,რომ ისინი მერყეობენ „ნამდვილობასა’’ და „ბათილობას’’ შორის;

·       თუ შესრულდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა ,გარიგება იქნება „ნამდვილი’’

·       თუ მხარეები კანონის მოთხოვნას არ შეასრულებენ ,გარიგება იქნება „ბათილი’’ და დასახულ სამარტლებრივ შედეგებს არ წარმოშობს;

·       მართალია,“მერყევად ბატილი’’ გარიგება დადებისთანავე ბათილია,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ მხარეებს არ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ უფლებები და მოვალეობები;

·       მაგ. მხარეებს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი საქონლის გატანაზე,რაზეც სახელმწიფოს ნებართვაა საჭირო; ამ თანხმობის მიღებამდე ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს(ბათილია),მაგრამ იგი შეიძლება მხარეს ან მხარეებს აკისრებდეს ვალდებულებას მოიპოვოს/მოიპოვონ ასეთი თანხმობა;

·       როდის უნდა ჩაითვალოს „მერყევად ბათილი’’ გარიგება „ნამდვილად ‘’? როდესაც ეს გარიგება  დაიდო,თუ როდესაც შესრულდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა ?

·       კანონი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად აწესრიგებს ამ საკითხს

მაგ. 101 -ე მუხლის თანახმად, „შემდგომ თანხმობას’ (მოწონებას) აქვს უკუქცევითი ძალა  გარიგების დადების მომენტისთვის’’

 

    მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)

 

შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი

 

ეს იმას ნიშნავს,რომ გარიგება ნამდვილად’’ ჩაითვლება არა თანხმობის(მოწონების) მიღების მომენტიდან,არამედ იმ მომენტიდან,როდესაც მხარეებმა გარიგება დადეს;

ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება  კანონითვე იყოს დადგენილი ან ხელშეკრულება ითვალისწინებდეს სხვა წესს(ანუ 101 მუხლის 1 ნაწილი არ ყოფილა იმპერატიული ნორმა);

 

მაგ. ზემოთ მოყვანილ ნასყიდობის დროს,მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ,რომ  მათი გარიგება ნამდვილად ჩაითვლება  მხოლოდ სახელმწიფო ლიცენზიის(ნებართვის) მიღების შემდეგ;

 

 

45.ნაწილობრივ ბათილი გარიგებები: ნამდვილია მთლიანობაში მაგრამ სამართლებრივად უვარგისია მისი ესა თუ ის ნაწილი

 

ამ საკითხზე ცოდნის  გასაღრმავებლად:

·       62-ე მუხლის თანახმად : „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს  მისი სხვა ნაწილების ბათილობას ,თუკი შეიძლება  ვივარაუდოთ,რომ გარიგება დაიდებოდა ბათილი ნაწილის გარეშეც

 მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა

 

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.(საზეპიროდ)

 

·       საკითხი იმის შესახებ :

a.    არსებობს თუ არა“ ერთიანი გარიგება“ ,რომელიც „ცალკეული ნაწილებისგან ‘’ შედგება

b.   იწვევს თუ არა რომელიმე  ნაწილის ბათილობა მთლიანი გარიგების ბათილობას ,

c.    სურთ თუ არა გარიგების მონაწილეებს რომელიმე ნაწილის ბათილობისას მთლიანი გარიგების ბათილობა,თუ თანახმა არიან მხოლოდ გარიგების იმ ნაწილის ბათილობაზე და და გარიგებას კი ძალაში ტოვებენ

 

უნდა დადგინდეს  კონკრეტული გარიგების „განმარტების’’ საფუძველზე;

·       სწორედ,გარიგების „განმარტების’’ საფუძველზე უნდა დადგინდეს ითვალისწინებენ თუ არა გარიგების მონაწილეები იმის შესაძლებლობას რომ გარიგების რომელიმე ნაწილის ბათილობამ არ გამოიწვიოს მთლიანად გარიგების ბათილობა ?

·       თუ დადებულ გარიგებაში ასეთი წესი გათვალისწინებული არ არის,მაშინ ეს გარიგების ხარვეზს წარმოადგენს და იგი უნდა შეივსოს;

·       ხოლო გარიგებაში ბათილი ნაწილის  აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გარიგების მხარეები  შეცვლიან თუ არა გარიგების“ბათილ  ‘’ ნაწილს და გარიგებას დატოვებენ ძალაში  თუ  ბათილი ნაწილის გამო  უარს იტყვიან მთლიან გარიგებაზე;

·       ამრიგად, „ნაწილობრივ ბათილი გარიგებების’’ განხილვისას(„განმარტებისას“) მნიშვნელოვანია გაირკვეს ,თუ რამდენად არსებითია გარიგებისთვის ის ნაწილი ,რომელიც ბათილად იქნა მიჩნეული (!);

·       გონივრულია თუ არა ამ ნაწილის გამო მთლიანად გარიგების აღიარება ბათილად ?

·       თუ გარიგება მხარეების მიერ უკვე განხორციელებულია და შემდეგ აღმოჩნდება რომ მისი ნაწილი ბათილია ,რამდენად მართებული იქნება მთლიანი გარიგების ბათილად ცნობა ?

·       ეს საკითხიც  გარიგების „განმარტებისას’’ უნდა გადაწყდეს;

·       ნაწილობრივად ბათილი  გარიგების შეფასებისას(„განმარტებისასა’’) არა მხოლოდ გარიგების მხარეთა ნებაა მნიშვნელოვანი.

·       როცა კანონი ამბობს  „გარიგების დადების შესაძლებლობაზე მისი ბათილი ნაწილის გარეშეც’’ იგულისხმება,რომ ეს გაბათილებული  ნაწილი არ უნდა იყოს ისეთი,რომ  მთელი გარიიგების ბათილობა გამოიწვიოს (!);(თუნდაც მხარეებს სურდეთ გარიგების ძალაში დატოვება)

·        ასე რომ ესეც კონკრეტული ფაქტის საკითხია,თუ როგორი ხასიათისაა ეს  „ბათილი ნაწილი’’

46. საცილო გარიგებები (შეცდომა,მოტყუება,იძულება): ნამდვილია დადების მომენტში,მაგრამ  შეცილების შედეგად ბათილია დადების მომენტიდან.

 

საკითხის გასაღრმავებლად:

 

·       გარიგებათა ერთი ჯგუფი დადების მომენტში „ნამდვილია’’ ,მაგრამ  „შეცილების“ (ანუ „გაუქმების მოთხოვნის’’) შედეგ  კარგავს იურიდიულ ძალას ე.ი. იქცევა „ბათილად“

·       ამ ჯგუფში შემავალ გარიგებებს სამოქალაქო კოდექსი „საცილო გარიგებებს’’ უწოდებს;

·       დაიმახსოვრე:  „საცილო გარიგება’’ დადების მომენტში „ნამდვილია’’;ოღონდ მისი შემდგომი ბედი დამოკიდებულია იმაზე, გაასაჩივრებს(„შეეცილება’’)  თუ არა გარიგების მხარე (ან უფლებამოსილი პირი) ამ გარიგებას;

·       თუ ეს „შეცილება’’ მოხდა,“საცილო გარიგება’’ დადების მომენტიდანვე ჩაითვლება ბათილად;

·       პრქტიკაში ეს იმას ნიშნავს,რომ ის სამართლებრივი შედეგი, რაც გარიგების მონაწილეებმა ამ გარიგების დადებით მიიღეს, კარგავს იურიდიულ ძალას;

·       საცილო გარიგება ბათილად ჩაითვლება არა „შეცილების მომენტიდან“ ,არამედ „დადების მომენტიდან’’(მუხ.59 ნაწ.2)

 

·       საცილო გარიგებების ყველაზე გავრცელებული  სახეებია:

a.    შეცდომით დადებული გარიგებები

b.   მოტყუებით დადებული გარიგებები

c.    იძულებით დადებული გარიგებები

სამოქალაქო კოდექსი  ამ გარიგებებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და „ზოგად ნაწილში’’ ცალკე თავად გამოჰყოფს;

 

ვინ არის „შეცილების’’ ადრესატი ?

·       სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს  ცალმხრივი გარიგების 2 სახეს:

1.ცალმხრივი გარიგება,რომლის დროსაც  ნების გამოვლენას არ სჭირდება მისი მეორე მხარისაგან მიღება

2. .ცალმხრივი გარიგება,რომლის დროსაც  ნების გამოვლენას ნამდვილობისთვის სჭირდება მისი მეორე მხარისაგან მიღება;

·       დაიმახსოვრე: „შეცილება’’ წარმოადგენს ნების ისეთ  გამოვლენას,რომლის ნამდვილობისთვის აუცილებელია  მისი მიღება შეცილების ადრესატის მიერ;

·       მართალია,59-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეცილების ადრესატად გარიგების მე-2 მხარეს მიიჩნევს,მაგრამ შეცილების ადრესატია აგრეთვე ნებისმიერი მე-3 ,რომელმაც სარგებელი ნახა ამ  გარიგების დადებით;

·       ამიტომ ყოველი საცილო გარიგების განხილვისას უნდა ზუსტად  გამოვარკვიოთ ვინ არიან შეცილების ადრესატები ხელშეკრულების მე-2 მხარის გარდა;

 

ვინ არის „შეცილების ‘’ უფლების მქონე ?

 

· 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით :  „შეცილების ‘’(ანუ გარიგების გაუქმების მოთხოვნის)  უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

· თუ ვინ შეიძლება იყოს „დაინტერესებული’’ პირი   კონკრეტული  გარიგების „განმარტებისას’’ უნდა დადგინდეს;

 

· „დაინტერესებული’’ პირი შეიძლება იყოს ,როგორც გარიგების მონაწილე ,ისე მე-3 პირი

 

· დაიმახსოვრე:   „დაინტერესებულ’’ პირად ყოფნისათვის  ფაქტობრივი  წინაპირობაა ,ის ,რომ გარიგებამ (რომელიც საცილო გახდა)  ზიანი მოუტანა ამ პირს ან არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა იგი;

საჭიროა თუ არა რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა „შეცილებისას’’ ?

 

·         გამონაკლისების გარდა, კანონი რაიმე სპეციალურ ფორმას გარიგების „შეცილებისათვის’’ არ ითვალისწინებს;

·         მთავარია“შეცილების განცხადებიდან’’ აშკარად ჩანდეს ,რომ დაინტერესებულ პირს არ სურს  გარიგების ნამდვილობა,ანუ მისთვის იურიდიული ძალის მინიჭება;

ვალდებულია თუ არა „დაინტერესებული’’ პირი „შეცილების განცხადებაში’’ მიუთითოს შეცილების საფუძველი ?( ანუ  რატომ არ სურს მას გარიგების ნამდვილობა)

 

·         59-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ასეთი ვალდებულება პირდაპირ არ გამომდინარეობს,მაგრამ  ცალკეულ შემთხვევაში „დაინტერესებულ’’ პირს შეიძლება დაეკისროს ასეთი ვალდებულება;

·         თუმცა,როგორც წესი ,როცა დაინტერესებული პირი გარიგების გაუქმებას ითხოვს,იქვე უთითებს ამ მოთხოვნის საფუძველს;

„შეცილების’’ უფლების შეზღუდვა დროში

·       როგორც ზემოთ ავღნიშნეთ , „შეცილებას’’ შეუძლია  ნამდვილი გარიგების გაბათილება;

·       მაგრამ „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით ძალაში დატოვოს(ნამდვილობა მიანიჭოს)  „საცილო გარიგება’’

·       ამრიგად,“შეცილების’’  უფლება არამხოლოდ  გარიგების გაუქმების უფლებაა,არამედ გარიგების ძალაში დატოვების უფლებაცაა(როცა არ იყენებენ „შეცილების უფლებას“ )

·       ამდენად „შეცილების’’ უფლება სამართლებრივ ურთიერთობაზე ზეგავლენის მოხდენის ძლიერი საშუალებაა;

·       ამიტომ ეს უფლება არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი(აბსოლუტური);

·       წინააღმდეგ შემთხვევაში,სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა;

·       ამ საფრთხეს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი და „შეცილების უფლებას’’ გარკვეულ  ფარგლებში აქცევს;

·       ამ ფარგლების სიდიდე დამოკიდებულია იმაზე ,თუ რა ხასიათის ქმედობა უდევს საფუძვლად(შეცდომა,მოტყუება,იძულება და სხვ) საცილო გარიგების დადებას;

 

დაიმახსოვრე:

„შეცდომით დადებული’’ გარიგების შეცილების უფლება დაინტერესებულ პირს 1 თვის განმალობაში აქვს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან(ანუ შეცდომის აღმოჩენიდან) მუხ.79.ნაწ.1.

მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

 

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

 


„მოტყუებით’’ და „იძულებით’’ დადებული გარიგებების დროს კი, დაინტერესებულ პირს შეცილების უფლება  1 წლის განმავლობაში აქვს  (მუხ.64-ე და მუხ,89-ე),რადგან ასეთი გარიგებები დაინტერესებული პირისთვის უფრო დიდი საფრთხის შემცველია;

„შეცილების’’ უფლების  დაკარგვა

·       „დაინტერესებულ პირს’’ შეუძლია არასერიოზულობის გამოვლენით საფრთხე შეუქმნას არსებულ  სამართლებრივ ურთიერთობას;

მაგ თუ „დაინტერესებული პირი’’ მოიწონებს „საცილო გარიგებას“ შემდეგ კი  მოითხოვს მის ბათილობას;

·       ასეთი,რამ  რომ არ მოხდეს ,კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს წესს , რომ: “თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი ,მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას’’

 მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

 

3. თუ[საცილო] გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

 

რა ხდება როცა შეცილების „უფლება’’ რამდენიმე დაინტერესებულ პირს აქვს?

·       პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ,როცა შეცილების უფლება აქვს რამოდენიმე პირს  და მათ შორის წარმოიქმნება უთანხმოება „შეცილების ‘’ თაობაზე;

კერძოდ,თუ ერთი  შეცილების უფლების მქონე მხარს უჭერს გარიგების გაუქმებას ,სხვები კი -არა ;

ასეთი შემთხვევაში დავა უნდა გადაწყდეს შეცილების მომთხოვნი პირის სასარგებლოდ ;

ასეთი დასკვნა გამომდინარეობს 59-ე მუხლიდან ,რომლის თანახმად:“შეცილების ფაქტის არსებობა უკვე იწვევს გარიგების ბათილობას’’

ასევე „სამართლიანობის პრინციპიდან’’ -თუ საეჭვო საფუძვლით დადებულ გარიგებაში პირი თავს ხელყოფილად მიიჩნევს ,მას უნდა მიეცეს საშუალება გამოარკვიოს ამ გარემოების მართლზომიერების საკითხი;თუ ამ დავის დროს ის არ აღმოჩნდება მართალი ,კანონი მას საშუალებას აძლევს ხელმეორედ დადოს გარიგება;

 

შეცილების სამართლებრივი შედეგები

·       რა შედეგები მოჰყვება შეცილებას და შემდეგ გარიგების ბათილად მიჩნევას ?

·       გარიგების ბათილად აღიარება ნიშნავს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ,რაც ამ გარიგებას მოჰყვა;

·       ე.ი. უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა,რაც გარიგების დადებამდე არსრბობდა(!)

·       პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 976-ე მუხლის ნაწილი;

„თუ საცილო გარიგების მხარეებმა ერთმანეთს რაიმე გადასცეს ამ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად  ,ვალდებულნი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ყველაფერი იმ საფუძვლით,რომ „ვალდებულება არ არსებობს ‘’

·       დაიმახსოვრე: გარიგების ბათილობა,ნიშნავს,რომ არ არსებობს ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებაც;

·       „შეცილება“ შეიძლება არა მხოლოდ მთლიანი გარიგების,არამედ მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილისაც(!),ისე,რომ ამან არ გამოიწვიოს მთლიანი გარიგების ბათილობა(აამისათვის  ის ნაწილი არ უნდა იყოს არსებითი ნაწილი გარიგების)

·       გარიგების ბათილობით  გამოწვეული შედეგების მიმართ გამოიყენება „წესები უსაფუძვლოდ გამდიდრების შესახებ’’( დაიმახსოვრე: ამიტომ ამ წესებს ცალკე შესწავლაა საჭირო)

 

 

47. თუ მხარეებმა გამოავლინეს ნება,სათანადო  წესების დაცვით „ძალაში დატოვონ’’ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება ,რომელიც დიდი ხნის წინ დადეს ,მაგრამ საჯარო რეესტრში არ გაუტარებიათ ,ნების გამოვლენა ძალაში შედის: საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან

 

საკითხის გასაღრმავებლად:

 

· „უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება“ დადებისთანავე ბათილია  და მისი გამოსწორება მხარეებს არ შეუძლიათ,მაგრამ  კანონი მაინც ითვალისწინებს ერთ შესაძლებლობას ,რომ გარიგების მხარეებმა  სამართლით შეთავაზებული  ვარიანტების ფარგლებში მიაღწიონ  დასახულ სამართლებრივ შედეგს ;

· სამოქალაქო კოდექსი ამ შესაძლებლობას  „დადასტურებას’’ უწოდებს (მუხ.61)

· ეს ე.წ. „დადასტურება’’  არარა გარიგებას კი არ ასწორებს,მას ნამდვილად კი არ აქცევს,არამედ „დადასტურება’’ ნიშნავს ახლი გარიგების დადებას;

მაგ. ,თუ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა წერილობით არ გააფორმეს ,ასეთი ხელშეკრულება დადებისთანავე ბათილია ; მაგრამ თუ მოგვიანებით  მხარეები დადებენ ასეთ წერილობით ხელშეკრულებას და  შემძენი გატარდება რეგისტრაციაში ეს ნიშნავს,რომ ისინი „ადასტურებენ’’ თავიანთ გარიგებას; წერილობითი გაფორმების შემდეგ მათი გარიგება უკვე ნამდვილი იქნება არა ძველი გარიგების დადების დროიდან ,არამედ მხოლოდ წერილობითი გაფორმების მომენტიდან; ეს ნიშნავს ,რომ დაიდო ახალი გარიგება ;

·  დაიმახსოვრე:  კანონი(სამოქალაქო კოდექსი) საშუალებას იძლევა    არარა გარიგების „გამოსწორების’’   გარიგების კვლავ დადების უფლების მინიჭებით  (ამას ჰქვია  ადრე დადებული გარიგების „დადასტურება“)

· მაგრამ აქაც თავისი სპეციფიკაა ; სანახავია რის საფუძველზე  გაბათილდა  გარიგება;

· თუ  გარიგება არარა  ბათილად მიჩნეული იყო იმის გამო ,რომ გარიგების შინაარსი იყო კანონსაწინააღმდეგო ,მაშინ ასეთი გარიგების დადასტურების მცდელობას კვლავ მოჰყვება ამ გარიგების გაბათილება;

· მაგრამ თუ გარიგების შინაარსი კანონიერია ,მაშინ ამ გარიგების დადასტურება მას ნამდვილ გარიგებად აქცევს(როგორც სახლის გაყიდვის მაგალითში იყო)

· ამიტომ აზუსტებს სამოქალაქო კოდექსი რომ : „დადასტურება“ მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი,როცა ის არ ეწინააღმდეგება  ზნეობის და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს“(მუხ.61 .ნაწ.5)

 

·       გარიგების „დადასტურება’’   არარა გარიგებას ნამდვილად დადების მომენტიდან   ვერ აქცევს,მაგრამ  მხარეებს შეუძლიათ გარიგების „დადასტურების“  შემდეგ  „სარგებელი’’ რისტვისაც გარიგება დადეს  ერთმანეთს სწორედ  გარიგების პირველად დადების მომენტიდან მიანიჭონ ;

·       თუკი ისინი ამის სურვილს გამოკვეთილად არ გამოამჟღავნებენ  და ამის გამო წარმოშვება ეჭვი რომ რომელიღაც  მხარე  ამის გაკეთებას არ აპირებს  (არადა გარიგება უკვე დადასტურებულია) მაშინ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მხარეებს ,რომ გადასცენ ერთმანეთს ყველაფერი რასაც ისინი გარიგებისგან მიიღებდნენ ისე ,თითქოს გარიგება  პირველად დადებისთანავე ნამდვილი ყოფილიყო. (61-ე მუხლის მე-4 ნაწილი )

 მაგ.

·       ა-მ  10 იანვარს მიჰყიდა ბ-ს  ბინა,რომელიც გაქირავებული ჰქონდა გ-ზე

·       ნასყიდობა ა და ბ-ს წერილობით არ გაუფორმებიათ და არც საჯარო რეესტრში გაუვლია ბ-ს რეგისტრაცია,როგორც შემძენს

·       ეს მათ მხოლოდ 10 თვის მერე გააკეთეს,როცა ბ-მ გაიგო ,რომ კანონით ის მესაკუთრედ არ იტვლებოდა;

·       ამ ხნის განმავლობაში გ ბინის ქირას უხდიდა ბ-ს;

·       ა-მ მოითხოვა  გ-ს მიერ გადახდილი ქირის მისტვის გადაცემა,როგორც რეგისტრირებული მესაკუთრისტვის;

·       თუკი არ იქნებოდა 61-ე მუხლის მე-4 ნაწილი ,მაშინ ა-ს მოტხოვნა იქნებოდა კანონიერი და ა მიიღებდა  ბინის შემძენის ბ-ს კუთვნილ თანხას

·       ეს იყო მაგალითი იმისა თუ რა პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს 61-მუხლის მე-4 ნაწილის ნორნას ცხოვრებაში

 

 მუხლი 61. დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას

 +

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.

2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.

3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.

4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი, რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.

5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.

 

 

48.გარიგება რომელიც იდება  წარმომადგენლის უფლებმოსილების არარსებობისას ან  ამ უფლებამოსილების გადამეტებით ითვლება :ამ პირისსასარგებლოდ დადებულად თუ  წარმოდგენილი პირი არ მოიწონებს მას.(მუხ.113 1 ნაწ.)

 

საკითხის გასაღრმავებლად:

 

გარიგების დადება „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების“ გარეშე

·       „წარმოდგენილ პირს’’ უფლებები და მოვალეობები მხოლოდ მაშინ წარმოეშობა,როდესაც მისი „წარმომადგენელი“  მისთვის მინიჭებული „უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედებდა;

·       თუ „წარმომადგენელი’’ აჭარბებს თავის უფლებამოსილებას,მაშინ მის მიერ  დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე;(მუხ111)

  მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე

 

1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

 

·       ე.ი.  წარმოდგენილმა პირმა უნდა მოიწონოს ხელშეკრულება;

·       ეს ეხება  წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებულ გარიგებასაც

·       მთავარი კითხვა რომელიც ამ დროს ჩნდება არის:“რა ბედი ეწევა ნაკისრ ვალდებულებებს თუ წარმოდგენილი პირი უარს იტყვის ხელშეკრულების მოწონებაზე ?

·       წარმომადგენელი ამ დროს ორცეცხლშუა იმყოფება; მას აკავშირებს ვალებულებები,როგორც მარწმუნებელთან(წარმოდგენილ პირთან),ისე ხელშეკრულების კონტრაჰენტთან;

·       ვის უნდა დაეკისროს მისი ამ ვალებულებების შესრულება ?

·       „წარმომადგენლობითი’’ ინსტიტუტის ამ  ცენტრალურ კითხვაზე პასუხს შეიცავს 113-ე მუხლის პირველი ნაწილი

დაიმახსოვრე:

·        „წარმომადგენელი’’ ,რომელიც ვერ დაასაბუთებს  თავისი „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების“ არსებობას  ვალდებულია  თავად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან აანაზღაუროს ზიანი;(!!!!)

·       „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების“ არ არსებობის მიზეზი კი შეიძლება მრავალი იყოს:

 ა)უფლებამოსილების ვადის გასვლა

ბ) უფლებამოსილების გაუქმება და სხვ;

·       თუკი წარმომადგენელმა არ იცოდა თავისი „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების’’ ნაკლი (მაგ, წარმოდგენილმა პირმა,მარწმუნებელმა ისე გააუქმა მინდობილობა,რომ წარმომადგენელს არ შეატყობინა),მაშინ  მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა;

·       ამრიგად ნორმები „წარმომადგენლობის შესახებ’’ (მუხლები: 103-114 ) ცდილობენ უზრუნველყონ სამართლიანი ბალანსი  ამ ურთიერთობის მონაწილე პირთა ინტერესებს შორის;

 

 

 მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას

 +

1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.

2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.

3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც, როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

 

 

49.წარმოდგენილი პირის მიერ იმ გარიგების მოწონება,რომელიც წარმომადგენელმა დადო მის სასარგებლოდ,მაგრამ უფლებამოსილების გადამეტებით  წარმოშობს უფლება-მოვალეობებს(ანუ სამართლებრივ შედეგებს)  წარმოდგენილი პირისთვის იმ მომენტიდან როცა: წარმოდგენილმა პირმა მოიწონა იგი.

 

50.პირს რომელსაც გადაეცა მინდობილობა ,შეუძლია გადასცეს სხვას იმ მოქმედების განხორციელება,რომელზეც ის იყო უფლებამოსილი:თუ ეს არის ამ მინდობილობით განსაზღვრული

 

51.მინდობილობა,რომელიც შეიცავს მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემას(გადანდობას) ,უნდა გაიცეს : ნოტარიული ფორმით(???)

52. „კანონით წარმომადგენლობასთან’’ მაშინ გვაქვს საქმე  როცა :ასაკის,ავადმყოფობის,ან სხვა მიზეზების გამო საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების შეუძლებლობის გამო  მათ ახორციელებენ მშობლები,მზრუნველები ან მეურვეები.

53.პირდაპირია წარმომადგენლობა,როცა : წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი  პირისთვის და მისი სახელით და დებს გარიგებებს, იურიდიული შედეგები დგება წარმოდგენილი პირის მიმართ.

54.

არაპირდაპირი წარმომადგენლობა არის : პირის მიერ საკუთარი სახელით გარიგებების შესრულება, მაგრამ სხვა პირის ხარჯზე, რომელსაც გადაეცემა ამ გარიგებების სამართლებრივი შედეგები დამატებითი გარიგების დადებით.

55. ტერმინ “ რწმუნებულობაში’’ მოიაზრება:  კონკრეტული პირისთვის  „წარმომადგენლობითი უფლებამოსილების“ მინიჭება ,რომლის გარეგნულ ფორმას წარმოადგენს - „მინდობილობა’’

 

მინდობილობა  კი არის:

ხელშეკრულება, რომლის ძალითაც რწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება.

 

55. მრჩევლბი და თარჯიმნები : არ არიან „წარმომადგენლები’’

 

56. წარმომამადგენლად არ ითვლება :შიკრიკი(კურიერი) ,რადგან მას ევალება მხარის ნების გადმოცემა საკუთარი ნების გამოუხატავად.

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები