სამოქალაქო კაზუსების დამუშავების მეთოდიკა(სუბსუმცია,"მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი'' და მისი შემოწმება

 



samoqalaqo kazusebis damuSavebis meTodika (subsumcia, moTxovnis samarTlebrivi safuZveli da misi Semowmeba)

 

რა არის სუბსუმცია?

·        სუბსუმცია (ლათ.)- მისადაგება შეფარდება

·        სამართალში  „სუბსუმცია’’-  სამართლის გამოყენების მეთოდია

·        ამ მეთოდით(სუბმსუმციით)  ხდება  დაწერილი სამართლის ნორმების მისადაგება (ანუ შეფარდება)  ცხოვრებისეული კონკრეტული ფაქტებისა და კონფლიქტებისათვის;

·     იურისტის მთავარი ამოცანა სწორედაც არის კონკრეტული „ცხოვრებისეული ფაქტებისა“ და „კონფლიქტების“  შეფასება  სათანადო სამართლის  ნორმების საფუძველზე;

 

დაიმახსოვრე:

კონკრეტული „ცხოვრებისეული ფაქტებისა“ და „კონფლიქტების“  შეფასება სამართლის  ნორმების საფუძველზე- სუბსუმცია ეწოდება.

 

 

როგორი უნდა  იყოს პირის  „მოთხოვნა“ სხვა პირის მიმართ  ?

 

1.      არის თუ არა ერთი პირის  პრეტენზია( პრეტენზიას იურიდიულ ენაზე ჰქვია „მოთხოვნა“) მეორის მიმართ კანონიდან გამომდინარე ?

და

2.      არის თუ არა მისი ეს  „მოთხოვნა’’   „სამართლებრივად დასაბუთებული“ ?

 

 სწორედ  ამ  2 კითხვაზე  პასუხების გაცემაა(!!)    იურისტების ,კერძოდ ადვოკატების და მოსამართლეების -უმთავრესი ამოცანა;

ამრიგად,დაიმახსოვრე:  

პირის „მოთხოვნა’’  სასამართლოს მიერ  რომ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა  აუცილებლად  უნდა იყოს :

1) „კანონიდან გამომდინარე“ (!)

და

 2) „სამართლებრივად დასაბუთებული ‘’(!)     

 

 

 

 

 

რა არის „ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი’’ ?

·        დაიმახსოვრე მთავარი:

პირის  მოთხოვნა“(ანუ პრეტენზია მერე პირის მიმართ) მხოლოდ მაშინ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ  ,თუკი არსებობს ამ  „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი’’ (!!!!!)

·        და ეს „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი’’ ან კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს(მაშინ მას ეწოდება „მოთხოვნის კანონიერი საფუძველი’’ ) ან  ხელშეკრულებიდან(მაშინ მას ეწოდება  „მოთხოვნის სახელშეკრულებო  საფუძველი’’)

·        მხოლოდ  ერთ-ერთი ასეთი სამართლებრივი  საფუძვლის არსებობისას და მასზე დაყრდნობით შეუძლია სასამართლოს აიძულოს ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესასრულებლად;

 

 

·        დაიმახსოვრე:

თუ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული „სამართლებრივი საფუძველი“ ,მაშინ ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა  და ის  ეწინააღმდეგება  როგორც სამოქალაქო სამართლის საპროცესო ნორმებს ისე კონსტიტუციით განმტკიცებულ „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს’’

 

 

როგორი  პროცესია „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის“ შემოწმება  ?

 

·        ცხოვრებისეული ეპიზოდები და შემთხვევები(კაზუსები) მეტად მრავალფეროვანია,ხოლო კანონის ფორმულები,როგორც წესი,აბსტრაქტული და ერთგვაროვანი

·        ამიტომ,ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის წინ იურისტი რთული ამოცანის წინაშე დგება:ამ მრავალფეროვანი ურთიერთობებიდან მან უნდა გამოყოს ყველაზე მთავარი ,დავის გადაწყვეტისთვის რელევანტური(არსებითი) ეპიზოდები და მოუძებნოს მათ „სამართლებრივი საფუძვლები“;

·         დაიმახსოვრე:

ურთიერთობიდან რელევანტური(არსებითი) ეპიზოდების „გამოყოფა’’ და  მათთვის  „სამართლებრივი საფუძვლების“ „მოძებნა’’ ხდება  ე.წ. „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით“

                

·        „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება“ საგნობრივი და შედეგიანი ,რომ იყოს აუცილებელია  თავიდანვე  იურისტის მიერ რამდენიმე საკვანძო საკითხის დასმა და მათზე  ზუსტი პასუხების გაცემა:

 

 

 

1.    ვინ ითხოვს ?(ვინ აყენებს პრეტენზიას )

2.    რას ითხოვს ?

3.    ვისგან ითხოვს ?

4.    რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს ?

·        იმის გარკვევის შემდეგ,თუ  ვინ , რას ითხოვს, ვისგან,უნდა მოიძებნოს ე.წ. „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი’’ ,რისი გაკეთებაც იოლი არ არის თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ნორმები სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნაწილებშია მიმობნეული;

 

მაგ.

   თუ მყიდველი დავობს,რომ მას გამყიდველმა“ ნაკლის მქონე ნივთი“ მიჰყიდა ,მაშინ შესაძლოა მყიდველის „მოთხოვნის სამართლებრივი  საფუძველი“  სამოქალაქო კოდექსის 490 -ე მუხლში  ვეძებოთ .( მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას)

      აი,ეს არის სწორედ  სუბსუმცია ანუ  კოდექსის უკვე  დაწერილი სამართლის ნორმების მისადაგება (ანუ შეფარდება)  ცხოვრებისეული კონკრეტული ფაქტის და კონფლიქტისათვის.

 

     შესაძლო  „სამართლებრივი საფუძვლის“ მოძებნის  შედეგად უკვე ვიღებთ „ფაქტობრივი მდგომარეობის ‘’ აღწერასაც(ანუ  იურიდიულ ენაზე „შემადგენლობას’’):

 

 

განვმარტოთ რა არის „შემადგენლობა’’ ?

 

·        მოძიებული შესაძლო „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი’’ (ანუ კოდექსის მოძიებული  მუხლი)იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა  წინაპირობების არსებობისას წარმოიშობა მხარეთა უფლებები და მოვალეობები ერთმანეთის მიმართ(!!!)

·        იმ  წინაპირობებს ,რომელთა  საფუძველზეც  წარმოიშობა მხარეთა უფლებები და ვალდებულებები - „შემადგენლობის“ აღწერა ან ზოგჯერ „შემთხვევის აღწერა“ ,ან უბრალოდ „შემადგენლობა ‘’ ეწოდება

 

 

 

     

    

 ვთქვათ მოძიებული მუხლია:

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას

 

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

 

მაშინ  შემადგენლობა“ ანუ „შემტხვევის აღწერა’’  ასეთი იქნება:

ა)“ნაკლიანი ნივთი’’

ბ)“ნივთის შეცვლა’’

გ)

 

·        შესაძლო „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის’’ მოძიების შემდეგ  მოძიებული მუხლის „შემადგენლობა’’  დაწვრილებით უნდა  „შემოწმდეს“ 

ე.ი. უნდა გაირკვეს რამდენადსამართლებრივად დასაბუთებულია მოთხოვნა“;(!!!!)

 

 

მოთხოვნის შემოწმების სქემა

 

(ქვემოთ რამოდენიმე ნაბიჯი  იქნება განხილული ,მაგრამ  მოთხოვნის „შემოწმების ‘’ სქემა შეიძლება  სხვა დროს გაცილებით უფრო რთულიც იყოს )

 

მაშ ასე:

 

1.    პირველი რაც მოწმდება მხარეთა  კონფლიქტში :

 

მხარეებს შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა (რადგან ამას კანონი ითხოვს)

 

ამიტომ,იურისტის მიერ  უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მხარეებს შორის  ხელშეკრულება .ჩვენს მაგალითში  შემოწმდება არსებობდა თუ არა მხარეებს შორის იურიდიული ძალის მქონე ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

მეორე რაც მოწმდება :

 

„ნაკლიანი ნივთი“   უნდა იყოს ნაკლის მქონე  487—488-489 მუხლების თანახმად (რადგან „ნივთის ნაკლს’’კანონი განსაზღვრავს)

 

ამიტომ, ჩვენს მაგალითში უნდა შემოწმდეს ჰქონდა თუ არა ნივთს ნაკლი სწორედ რომ   487—488-489 მუხლების თანახმად;

 

 

მესამე რაც მოწმდება :

 

უნდა გამოირკვეს „ნივთის გამოცვლა“(ანუ ის რასც „მოითხოვს’’ პირი „მოთხოვნა’’)   ნაკლის გამოსწორების ერთადერთი საშუალებაა, თუ არსებობს ნაკლის გამოსწორების სხვა ალტერნატიული შესაძლებლობა  (რადგან „ნივთის გამოცვლა’’ ერთადერთი საშუალება უნდა იყოს  ნივთის ნაკლის გამოსწორების  „მოთხოვნა’’ დასაბუთებული რომ იყოს)

 

 და ა.შ.

 

·        ამრიგად, ასე  ნაბიჯ-ნაბიჯ შემოწმების დროს  არა მხოლოდ კონკრეტული  მოძიებული მუხლის შემადგენლობის სახეზე  ყოფნა   უნდა შემოწმდეს ,არამედ სამართლის  ყველა სხვა ნორმებიც ,რომელებიც  ლოგიკურად უკავშირდება განსახილველ კონკრეტულ   შემთხვევას;

 

მაგ.ჩვენს მაგალითში „ნაყიდობის ხელშეკრულების’’ არსებობის ფაქტის  და  ნასყიდობის შესაბამისი ნორმების შემოწმების გარდა  შეიძლება შემოწმდეს ასევე  ნორმები „გარიგების“ შესახებ

·        დაიმახსოვრე: „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის’’  შემოწმება არ შეიძლება სპონტანურად განხორციელდეს

·        ეს პროცესი უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ ლოგიკას ,რამაც უნდა მიგვიყვანოს „სამართლებრივ შედეგამდე’’  ;

რა არის „სამართლებრივი შედეგი ’’?

 

·        „სამართლებრივი შედეგი’’ უნდა იყოს/არის რაიმე მოქმედების შესრულება ან  რაიმე მოქმედებიგან თავის შეკავება(!!!!)

 

             

                დაიმახსოვრე:

·        „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის’’ შემოწმების   პროცესში პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს :

1.    წარმოიშვა თუ არა მოთხოვნა ?

2.    შეიძლება მოთხოვნა მართლაც წარმოიშვა,მაგრამ ის შემდგომში ხომ არ შეწყდა ?

3.    მოთხოვნა განხორციელებადია ? ანუ არსებობს თუ არა ამ მოთხოვნის განხორციელების ფაქტობრივი წინაპირობები ?

4.    რა არის „მოთხოვნის’’   „სამართლებრივი შედეგი“  (სამართლის კონკრეტულ ნორმაზე მითითებით)

 

·        როგორც წესი  რაიმე „მოთხოვნა“  „მოთხოვნის ერთი სამართლებრივი საფუძვლით’’ არ შემოიფარგლება და სასურველი  სამართლის ნორმები   შეიძლება კანონის სხვადასხვა ინსტიტუტებში იყოს მოქცეული ;

·        ამიტომ „მოთხოვნათა ეს სამართლებრივი საფუძვლები“ გარკვეული ლოგიკური  რიგითობის მიხედვით  უნდა შემოწმდეს;

·        კანონი შემოწმების რაიმე რიგითობას არ აწესებს;

·        აქედან გამომდინარე,მოთხოვნის  სამართლებრივი საფუძვლის შემოწმების რიგითობა უნდა განისაზღვროს მიზანშეწონილობის მიხედვით;

 

 

 

 

მაგრამ   მაინც რეკომენდირებულია:

 

·        პირველ რიგში  შემოწმდეს  -  „მოთხოვნის“  სახელშეკრულებო საფუძვლები

 

დაიმახსოვრე : სახელშეკრულებო შეთანხმების არსებობა უკვე გამორიცხავს სხვა,მაგალითად „კანონისმიერი საფუძვლების მიხედვით“ მოთხოვნის შემოწმების აუცილებლობას;

 

 

(„მოთხოვნების სახელშეკრულებო საფუძვლების’’ შემოწმებისას  შეიძლება ცალკე გამოიყოს   ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე წარმოშობილი ვალდებულებითი  ურთიერთობების შემოწმება (მუხ.317 მე-2 ნაწ.)

 

·        შემდეგ  კი უნდა შემოწმდეს „მოთხოვნის“  სამართლებრივი ანუ კანონისმიერი საფუძვლები;

·        აქ, შესაძლებელია „ მოთხოვნის“ კანონისმიერი საფუძვლების 3 ჯგუფის გამოყოფა:

1.      „დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება“ (მუხ.969-ე)

2.    „მოთხოვნები უსაფუძვლო გამდიდრებიდან’’(მუხ. 976-ე და მომდევნო მუხლები)

3.    „მოთხოვნები დელიქტური ვალდებულებებიდან“ (მუხ.992-ე და მომდევნო მუხლები)

 

           

დაიმახსოვრე:

·        ამ ლოგიკური სქემის გამოყენება აიოლებს იურისტისთვის  განსახილველი კონკრეტული შემთხვევის სამართლებრივ ანალიზს და ურთიერთობის მონაწილეთა „მოთხოვნებისათვის“ „სამართლებრივი საფუძვლების ‘’ მოძებნას

 

·        ამ სქემის ხშირი  გამოყენები (ანუ კზუსებზე ვარჯიშის) შედეგად სუბსუმცია იურისტებში ავტომატიზმამდე უნდა დავიდეს;

·        სუბსუმცია იურისტის ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ინსტრუმენტი უნდა გახდეს;

 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები