კაზუსი 8. ხუმარა თორნიკე (ნების გამოვლენის არასერიოზულობა; ზიანის ანაზღაურება)

 



თორნიკემტოიოტასცენტრში 80.000 ლარად ახალიტოიოტა-ლენდკრუიზერიიყიდა. მანქანის ყიდვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ავტობანზე მანქანის ელექტროგაყვანილობა მწყობრიდან გამოვიდა და ევაკუატორის გამოძახება გახდა საჭირო ავტოტექმომსახურების ცენტრში მის გადასაყვანად.

იმავე საღამოს, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნისას, თორნიკე სიცილ-სიცილით ჰყვებოდა, როგორ გაამწარა მანქანამ, რომ მისი შეკეთება 1.000 ლარი დაუჯდებოდა და შეკეთება კი არა, 1.000 ლარს თუ ვინმე მისცემდა, საერთოდ მიჰყიდიდა ამ მანქანას.

 თორნიკეს ერთ-ერთი მეგობარი ლაშა ამ შეთავაზებით აღფრთოვანდა, ვინაიდანლენდკრუიზერისქონა მისი დიდი ხნის ნატვრა იყო და იმწამსვე დასთანხმდა. თორნიკემ დასტურად ლუდის კათხა მიუჯახუნა და უთხრა: დილიდანვე მოდი და ადვოკატის წამოყვანა არ დაგავიწყდეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმოთო.

 მეორე დილით ლაშამ ჯერ ნაცნობ ადვოკატთან შეიარა და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და თორნიკესთან წაყოლა სთხოვა, რაზეც ადვოკატი 500-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ დასთანხმდა, შემდგომ კი თავად თორნიკეს მიაკითხეს ფულის მისაცემად და მანქანის წამოსაღებად.

თორნიკემ ლაშასა და ადვოკატის დანახვის და ამ ამბის მოსმენის შემდეგ სიცილი ვერ შეიკავა და გაკვირვებულმა უთხრა ლაშას: ხომ არ გადაირიე, ხუმრობა არ გესმისო.

ლაშა დაჟინებით ითხოვს მანქანის გადაცემას ან, მინიმუმ, ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით.

 რის მოთხოვნის უფლება აქვს ლაშას თორნიკეს მიმართ?

 

A.     ლაშას მოთხოვნა თორნიკეს მიმართ ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე, სკ-ის 477 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე

ლაშას შესაძლოა, ჰქონდეს თორნიკეს მიმართ ავტომანქანისა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე;

    მუხლი 477. ცნება. შინაარსი

 

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა (მოწმდება ჯერ ეს)

მოთხოვნის წარმოსაშობად  საჭიროა, რომ ლაშასა და თორნიკეს შორის დადებულიყო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

1.      ხელშეკრულება

სკ-ის 327-–341- მუხლების თანახმად, ხელშეკრულება შედგება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენისგანოფერტისა და აქცეპტისგან.

ნასყიდობის ხელშეკრულებაში იგულისხმება ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველი იღებს ვალდებულებას, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.

თორნიკემ ლაშას მიმართ იკისრა ავტომანქანალენდკრუიზერისადა მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ვალდებულება, ხოლო ლაშამ ამის სანაცვლოდ 2.000 ლარის გადახდის ვალდებულება.

შესაბამისად, თორნიკესა და ლაშას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, სკ-ის 477- მუხლის მნიშვნელობით.

 

2.      გარიგების ნამდვილობა

თორნიკესა და ლაშას შორის დადებული გარიგება შესაძლოა, ბათილი იყოს ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო, (სკ-ის 57- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.)

ამისათვის საჭიროა, რომ:

 ) ნების გამოვლენა გაკეთებული იყოს არასერიოზულად

და

) ნების გამომვლენს უნდა ევარაუდა, რომ არასერიოზულობა შესაბამისად იქნებოდა აღქმული.

 

   მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

1. ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

 

 

 

. ნების გამოვლენის არასერიოზულობა (მოწმდება ჯერ ეს წინაპირობა )

 

ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ნების გამომვლენის მოტივ (ხუმრობა, ტრაბახი, გაბრაზება, თავაზიანობა თუ სხვ.);

ასევე, შეძლო, ან შეუძლია თუ არა ნების გამოვლენის ადრესატს არასერიოზულობის გამოცნობა და ..,

გადამწყვეტია მხოლოდ ნების გამომვლენის სუბიექტური დამოკიდებულება მის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ, ანუ ნების გამოვლენა არასერიოზულად უნდა იყოს ნაგულისხმევი ნების გამომვლენის მიერ  და, ამავდროულად, არ უნდა არსებობდეს მოტყუების მიზანი.

ნების გამოვლენის ადრესატი კი დაცულია სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილით.

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

 

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

 

 

კაზუსიდან ირკვევა, რომ თორნიკე სერიოზულად არ ეკიდებოდა თავის შეთავაზებას ლაშას მიმართ და არც მისი მოტყუების მიზანი არ ჰქონია.

სკ-ის 57- მუხლი ასევე გამოიყენება არშემდგარი თვალთმაქცური გარიგების დროსაც (სკ-ის 56- მუხლი), როდესაც თვალთმაქცური გარიგების მეორე მხარე ვერ ხვდება გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს.

შედეგად, არ არსებობს სკ-ის 56- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება მოჩვენებითი გარიგებით სხვა გარიგების დაფარვის თაობაზე, თუმცა ეს არ ცვლის იმ გარემოებას, რომ მხარის ნების გამოვლენა არასერიოზულია და, მისი ვარაუდით, მეორე მხარე გამოიცნობს ამას.

 შესაბამისად, არშემდგარი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევებზე გამოიყენება ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო ბათილი გარიგების ნორმა.

 

 

 

. ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამოცნობის ვარაუდი(ახლა მოწმდება 57- მუხლის 1-ლი ნაწილის  ეს წინაპირობა)

 

პირი, რომელიც ნებას არასერიოზულად ავლენს, ასევე სუბიექტურად უნდა ვარაუდობდეს, რომ ნების გამოვლენის არასერიოზულობა გამოცნობილი იქნება ადრესატის მიერ.

(სხვა შემთხვევაში საქმე გვექნებოდა .. ფარულ დათქმასთან”, რომელიც სამართლებრივად არარელევანტურია და ხელს არ უშლის გარიგების ნამდვილობას.

ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს არასერიოზულობის ობიექტურ გამოცნობადობას, არამედ გადამწყვეტია ნების გამომვლენის სუბიექტური ვარაუდი, რომ ადრესატი მიხვდება ნების არასერიოზულობას.)

 

როგორც კაზუსიდან ირკვევა, თორნიკემ ივარაუდა, რომ ლაშა ხუმრობას მიხვდებოდა.

 

 

 

შენიშვნა:

მაგრამ თუკი ნების არასერიოზულად გამომვლენი ხვდება(!), რომ ადრესატმა მისი ნების გამოვლენა სერიოზულად მიიღო, ის ვალდებულია, მყისიერად განუმარტოს ადრესატს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება არასერიოზული იყო.

სხვა შემთხვევაში, სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების ვალდებულებიდან გამომდინარე, ნების გამომვლენი ვერ დაეყრდნობა სკ-ის 57- მუხლს და მისი ნება განხილულ უნდა იქნეს როგორც ნამდვილი.

 

II.               დასკვნა

თორნიკეს მიერ გამოვლენილი ნება გამოვლენილი იყო არასერიოზულად.

შესაბამისად, იგი ბათილია სკ-ის 57- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

ლაშას არ აქვს თორნიკესგან მანქანის გადაცემის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

B.     ლაშას მოთხოვნა თორნიკეს მიმართ 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

ლაშას შესაძლოა, ჰქონდეს თორნიკეს მიმართ 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

 

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

 +

 

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

 ამისთვის საჭიროა, რომ სახეზე იყოს 57- მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციის ელემენტები ანუ წინაპირობები  :

) თორნიკეს არასერიოზულად გამოვლენილი ნება მიზეზობრივ კავშირში იყოს ლაშას ზიანთან

და

) ლაშას არ უნდა სცოდნოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

 

1.      არასერიოზული ნების გამოვლენისა და ზიანის მიზეზობრივი კავშირი (მოწმდება)

 

ლაშას ზიანი არის 500 ლარი, რაც გამოიხატა მის მიერ ადვოკატისთვის, როგორც გაირკვა, არასაჭირო მომსახურების ანაზღაურების გადახდით.

ლაშამ მიმართა ადვოკატს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ენდო ნების გამოვლენის სერიოზულობას.

 

შესაბამისად, თორნიკეს მიერ გამოვლენილი არასერიოზული ნება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ლაშას მიერ ადვოკატისთვის მიმართვასთან და ადვოკატის ხარჯის წარმოშობასთან.

 

2.      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არცოდნა(მოწმდება)

 

 კაზუსის მიხედვით, ლაშამ არ იცოდა, რომ თორნიკე მას ეხუმრა

 

 

3.      ნების გამოვლენის არასერიოზულობის ცოდნის შეუძლებლობა (მოწმდება)

 

სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილის მეორე ალტერნატივა ეხება ისეთ სიტუაციებს, როდესაც მხარე მხოლოდ საკუთარი გაუფრთხილებლობით ვერ მიხვდა, რომ ნება არასერიოზულად იყო გამოვლენილი.

გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არ იჩენს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ წინდახედულებას.

ბარში, მეგობრების წრეში შექმნილი განტვირთვის ატმოსფერო, ავტომანქანის რეალურ ღირებულებასა და შეთავაზებულ ფასს შორის აშკარა შეუსაბამობა, თორნიკეს ზოგადი ქცევა და მისი მოთხოვნა, რომ ლაშას ადვოკატიც მიეყვანა მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად, საკმარისი ნიშანები  იყო იმისთვის, რათა სათანადო გულმოდგინებით მოქმედი ადამიანი მიმხვდარიყო, რომ საქმე ხუმრობასთან ჰქონდა.

 შესაბამისად, ლაშა უნდა მიმხვდარიყო თორნიკეს მიერ გამოვლენილი ნების არასერიოზულობას, სათანადო გულმოდგინება რომ გამოეჩინა.

 

II.               დასკვნა

ლაშას არ აქვს თორნიკესგან 500 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 57- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

 

სამახსოვრო!

·      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ნების გამომვლენის მოტივი (ხუმრობა, ტრაბახი, გაბრაზება, თავაზიანობა თუ სხვ.); ასევე, შეეძლო, ან შეუძლია თუ არა ნების გამოვლენის ადრესატს არასერიოზულობის გამოცნობა და ..

·      ნების გამოვლენის არასერიოზულობის არსებობისთვის გადამწყვეტია მხოლოდ ნების გამომვლენის სუბიექტური დამოკიდებულება მის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ.

·      სკ-ის 57– მუხლი ასევე გამოიყენება არშემდგარი თვალთმაქცური გარიგების დროსაც (სკ-ის 56- მუხლი), როდესაც თვალთმაქცური გარიგების მეორე მხარე ვერ ხვდება გარიგების თვალთმაქცურ ხასიათს.

·      თუკი ნების არასერიოზულად გამომვლენი ხვდება, რომ ადრესატმა მისი ნების გამოვლენა სერიოზულად მიიღო, ის ვალდებულია, მყისიერად განუმარტოს ადრესატს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება არასერიოზული იყო.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები