რესტორანში დადებული ხელშეკრულების ბათილობა.შეცილება ნების გამოვლენის შინაარსში დაშვებული შეცდომის გამო, სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტის მიხედვით

 



მუხლი 477. ცნებაშინაარსი

 1

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზემასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ნასყიდობის თანხის გადახდის მოთხოვნა წარმოიშობა მაშინროდესაც მხარეთა შორის დადებულია ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

 ხ

 

1.     რა სახისაა რესტორანში დადებული ხელშეკრულება ? 

 

უნდა აღინიშნოსრომ რესტორანში(!!!) გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ ჩაითვლება წმინდა სახის ნასყიდობის ხელშეკრულებებად.რადგან  ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერეული ტიპის ხელშეკრულებასთან

რესტორანში დადებული ხელშეკრულება მოიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების (კერძის შეძენა), მომსახურების ხელშეკრულების (ოფიციანტის მომსახურებადა ქირავნობის ხელშეკრულების (მაგიდისსკამებისთეფშებისჭიქებისა და .გარკვეული დროით ქირავნობანიშნებს.

რესტორანში დადებულ შერეული ტიპის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტს(კომპონენტს) უკავია დომინირებული მდგომარეობა და იგი გადაწონის სხვა ხელშეკრულებათა ელემენტებს. 

შესაბამისად რესტორანში,თანხის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ვიყენებთ ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმებს(!)

2.    რესტორანში   ხელშეკრულების დადება  და ძალაში შესვლა

ჩვენ ვიცითრომ ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში შედის(წარმოიშობა) ოფერენტისა და აქცეპტანტის ორი ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენისოფერტისა და აქცეპტისშედეგად (იხსკ-ის 329- და მომდევნო მუხლები).

ოფერტი

ოფერტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც შეიცავს ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვან ასპექტს(არსებით პირობას).

ჩვენს შემთხვევაში საკითხავია(გასარკვევია)თუ რომელი მხარის მიერ განხორციელდა ოფერტი;სტუმრის თუ რესტორნის მხრიდან ?

 

აარესტორნის მენიუ (ვარკვევთ არის თუ არა ოფერტი)

ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისკენ გამოვლენილ ოფერტად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს მაგიდაზე დადებული კერძების მენიუ

საკითხავიასკ-ის 52- და 337- მუხლების გათვალისწინებით, 

რამდენად შეიძლება საშუალოდ გონიერი ადამიანის მიერ მაგიდაზე დადებული მენიუ აღქმულ იქნეს ოფერტად.

 

მუხლი 52. ნების გამოვლენის განმარტება

 

ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

  მუხლი 337. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტება

 +

თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმასრომელიცჩვეულებრივმიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთგადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი.

 

თუ მენიუ ოფერტი იქნებოდამაშინ რესტორნის მეპატრონეს

 ნებისმიერი პირის წინაშე წარმოეშობოდა სახელშეკრულებო ვალდებულებარომელიც მის ოფერტს (შეთავაზებასმიიღებდა.(მენიუს წაიკითხავდა და შეკვეთას გააკეთებდა)

ჩვენს შემთხვევაშიეს გამოიწვევდა სახელშეკრულებო ბოჭვას(ვალდებულებას) ასევე მაშინროდესაც ამა თუ იმ კერძის  ინგრედიენტები ღა ექნებოდა.

თუმცა ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ არის შემთხვევებიროდესაც რესტორანში რომელიმე კერძის შეკვეთა ვერ ხერხდებავინაიდან ინგრედიენტების მარაგი ამოწურულია და ამის შესახებ სტუმარს მხოლოდ შეკვეთის მიცემის შემდგომ (!) ეცნობება ხოლმე.

მაშასადამეგონიერი ადამიანი მენიუში – „ნამდვილი ღომი” – პორცია 5 ლარი – წაკითხვის შემდგომ მიხვდებოდარომ მოცემული იყო არა მბოჭავი შემოთავაზება (ანუ ოფერტი), არამედ მოწვევა/მოწოდება (სტუმრისთვისოფერტის გაკეთებაზე (invitation ad offerendum).  

ამრიგად,მენიუ არ არის ოფერტი(დასკვნა)

ბბ)კლიენტის  შეკვეთა(არის თუ არა ოფერტი?)

 ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად გაკეთებული ოფერტი შესაძლოა მოცემული იყოს კლიენტის  მიეროფიცინტისთვის  მიცემული შეკვეთის სახით.

აქცეპტი

ოფიციანტის მიერ კლიენტის  შეკვეთაზე დასტური შესაძლოა ჩაითვალოს აქცეპტად

ოფიციანი იღებს  სტუმრის შეკვეთა და შემდგომ მოაქვს  სუფრაზე გამზადებული კერძი რაც ასევე ადასტურებს მის მიერ შეკვეთის (ოფერტისმიღებას და მასზე აქცეპტს. 

მაშასადამესახეზეა ოფიციანტის აქცეპტი.(დასკვნა)

 

 ხ

II. მოთხოვნის შეწყვეტა (ვარკვევთ შეწყდა თუ არა)

ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების საფუძველზე

შესაძლოა,რესტორანში დადებული  ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ოფიციანტის(რესტორნის) მოთხოვნა სტუმრის მიმართ შეწყდეს ნასყიდობის  ხელშეკრულების ბათილობის გამოსკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად.

    მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდანთუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

ბათილობის წინაპირობაა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიმართ გამოვლენილი ნების ნამდვილი შეცილება.

დაიმახსოვრე: შეცილება რომ ნამდვილი(!) იყოს, სახეზე უნდა იყოს 

ა)შეცილების საფუძველი 

და

 ბ)შეცილების განცხადებასკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით.

გ) შეცილების ვადა (სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით) 

 

1.      შეცილების საფუძველი

პირველ რიგშიუნდა დავადგინოთარსებობს თუ არა შეცილების საფუძველი(!)

შეცილების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა)შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში

ბ)შეცდომა ნების გამოვლენის შინაარსში

 შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში (სკ-ის 73- მუხლის „” პუნქტი)

შეცილების საფუძვლად შესაძლოა განხილულ იქნეს შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში’’(სკ-ის 73- მუხლის „” პუნქტის თანახმად).

 შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში“  სახეზეა მაშინროდესაც გამოვლენილი ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსსრომლებიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა, ანუ გამოხატული ნება  არ შეესაბამება გამომვლენის რეალურ ნება-სურვილს.

როგორც წესიეს ის შემთხვევააროდესაც ნების გამომვლენი წერილობით ან ზეპირად უშვებს (.მექანიკურშეცდომას. მაგ. კლიენტს სურდა რომი და წასცდა ღომი (ოფიციანტმა შესაბამისად მოუტანა ღომი)

შეცდომა ნების გამოვლენის შინაარსში (სკ-ის 73- მუხლის „” პუნქტი)

 შეცილების საფუძვლად შესაძლოა მოაზრებულ იქნეს ნების გამოვლენის შინაარსში დაშვებული შეცდომასკ-ის 73- მუხლის „” პუნქტის მიხედვით.

შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში(!).

ნების გამოვლენილ ნიშანს (მაგ. ნამდვილი ღომი”) იგი სუბიექტურად უსადაგებს სხვა მნიშვნელობას(სიმინდის ღერღილის ღომს) მაშინ,

 როდესაც ობიექტურად გამოყენებულ ნიშანს  სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.(მაგ.„ნამდვილი ღომი მცენარე ღომისგან მზადდება და არა სიმინდისგან,რაც სტუმარმა არ იცის და აქვს სიმინდის ღერღილის ღომის მოლოდინი)

მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

პი ცდება იმ გარიგების შინაარსშირომლის დადებაც მას სურდა;

2.შეცილების განცხადება( სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად)

 

 სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად

შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის  მიმართ.

 ჩვენ ვიცითრომ შეცილების განცხადება არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაროგორც ოფერტი და აქცეპტიშეცილების განცხადებაც უნდა შეფასდეს საშუალოდ გონიერი სუბიექტის თვალსაწიერით, სკ-ის 52- და 337- მუხლების გათვალისწინებით.

 ეს კი გულისხმობს იმასრომ შესაძლოაშეცილების განცხადებაში სიტყვა „შეცილება” საერთოდ არ იყოს ნახსენებიმაგრამობიექტური თვალსაზრისითაშკარად გამოიხატოს შემცილებლის ნებახელშეკრულების კონკრეტული ფორმით მიუღებლობასთანმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

თუ ხელშეკრულებისაგან „თავის დაღწევის” ნება აშკარად გამოვლენილიაიგი მიიჩნევა შეცილების განცხადებად, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების გაგებით.

        გ)შეცილების ვადა (სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილი) 

 სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვითშეცილება შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ უნდა გაცხადდეს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

 ხ

ამრიგად,რესტორნის სტუმარმა,რომელიც შეცდა შეკვეთის გაკეთებისას, თუ განახორციელა ნამდვილი შეცილება 73-ე მუხლის  ა ან ბ პუნქტის  საფუძველზე ,რესტორანს არ ექნება მისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

  მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;

პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;

 

ამიტომ ოფიციანტმა შეკვეთის მიღებისას დიდი დაკვირვება უნდა გამოიჩინოს,თორემ რესტორანი იზარალებს(თუ კლიენტი მოტანილ კერძს არ ჩაიბარებს) და ამ ზიანის ანაზღაურება დიდი ალბათობით სწორედ ოფიციანტს დაეკისრება შეკვეთის მიღებისას დაუდევრობის გამო.(ანუ იმის გამო,რომ ვერ მიხვდა რომ კლიენტი შეცდა)

   მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

 +

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

 

სამახსოვრო!

შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში სახეზეა მაშინროდესაც გამომვლენის ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსსრომლებიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა, ანუ არ შეესაბამება გამომვლენის რეალურ ნება-სურვილს.

 ნების გამოვლენის შინაარსში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში ნების გამომვლენი პირი შეცდომას უშვებს ნების გამოვლენის ნიშნების ობიექტურ მნიშვნელობაში. გამოვლენილ ნიშანს იგი სუბიექტურად უსადაგებს სხვა მნიშვნელობას მაშინროდესაც ობიექტურად გამოყენებულ ნიშანს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

 

შეცდომა არსებითია მაშინროდესაც, შემთხვევის ობიექტური გარემოებების გათვალისწინებითშეიძლება მიჩნეულ იქნესრომ პირირომელიც შეცდომით ავლენს ნებასშემთხვევის ნამდვილი შემადგენლობის ცოდნის შემთხვევაში ნებას საერთოდ არ გამოავლენდაან – არა ასეთი სახით.

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები