კაზუსი 7. ნანატრი ველოსიპედი (გარიგების დადება არასრულწლოვნის მიერ; „ჯიბის ფული”)
15 წლის რატის მშობლები
ყოველდღე 5 ლარს
აძლევენ სხვადასხვა ხარჯისთვის (ტრანსპორტი, კვება ან სხვა ხარჯი მისი სურვილისამებრ).
რატი თანხას სრულად არ ხარჯავდა და მშობლებისგან უჩუმრად დანაზოგს
აკეთებდა სამთო
ველოსიპედის საყიდლად,
რომელიც
მას
მშობლებმა,
შეპირების
მიუხედავად,
ბოლო
დაბადების
დღეზე
არ
აჩუქეს.
რამდენიმეთვიანი დაზოგვის შემდეგ მას
200 ლარი მოუგროვდა.
რატიმ სასწრაფოდ დარეკა
სპორტული
ინვენტარის
მაღაზიაში
და შეუკვეთა
ველოსიპედი,
რომელიც 180 ლარი
ღირდა. ამ ფასში
შედიოდა ველოსიპედის
სახლში მიტანაც.
თანხა მას
ველოსიპედის მიღებისას
უნდა გადაეხადა.
მეორე დღეს, როდესაც რატიმ სატვირთო მანქანის ხმა გაიგო, გახარებულმა ამოიღო თავისი ყულაბიდან 180 ლარი და ეზოში
გავარდა.
გაკვირვებული
დედა მას თან მიჰყვა.
როდესაც რატის დედა საქმის ვითარებაში გაერკვა, მიუბრუნდა
რატის და
უთხრა, რომ
არაფრით დაუშვებდა
ველოსიპედის ყიდვას
და
რომ
ველოსიპედის
ჩუქება
მშობლებს
კი
არ
დაავიწყდათ,
არამედ
სპეციალურად
არ
უყიდეს,
ვინაიდან
იცოდნენ,
რომ
ტყე-ღრე ხეტიალში
გაერთობოდა
და
ფორტეპიანოზე
მეცადინეობას
თავს
დაანებებდა.
რატი აპროტესტებს
და
ამბობს, რომ
ეს მისი
ფულია და
რაც უნდა,
იმას იყიდის.
სპორტული მაღაზიის წარმომადგენელიც გაკვირვებულია და ამბობს,
რომ
ოჯახური
დავა
მას
არ
აინტერესებს.
ფაქტია, შეკვეთა
განხორციელდა, მათ
ველოსიპედი მოიტანეს
და რატის
ფული ხელში
უჭირავს. ამიტომ,
მისი აზრით,
ხელშეკრულება დადებულია
და დარჩენილია
მხოლოდ ფულისა
და ველოსიპედის
გაცვლა. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ სპორტული მაღაზია სასამართლოში იჩივლებს.
შეუძლია
თუ არა
სპორტულ მაღაზიას,
მოითხოვოს რატისაგან
180 ლარის გადაცემა?
ხ
კაზუსის ამოხსნა:
A. სპორტული მაღაზიის მოთხოვნა რატისაგან 180 ლარის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე
სპორტულ
მაღაზიას
შესაძლოა,
ჰქონდეს
რატისაგან
180 ლარის
გადახდის
მოთხოვნის
უფლება,
სკ-ის
477-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
საფუძველზე
;
ამისათვის სახეზე უნდა იყოს
რატისა და
მაღაზიას შორის
დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.
ნამდვილი ხელშეკრულების
არსებობისთვის
საჭიროა,
რომ
რატი
და
სპორტული
მაღაზია
შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების
არსებით პირობებზე და არ არსებობდეს ამ ხელშეკრულების ნამდვილობის
შემაფერხებელი გარემოება.
I.
შეთანხმება
არსებით პირობებზე
სკ-ის 327-ე–341-ე მუხლების
თანახმად,
ხელშეკრულების
შეთანხმების არსებობისთვის
სახეზე
უნდა
იყოს
რატისა
და
მაღაზიის
თანმხვედრი
ნების
გამოვლენა
ოფერტისა და აქცეპტის
სახით, რომლითაც
მხარეები
შეთანხმდნენ
ხელშეკრულების არსებით პირობებზე, სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 327. შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე
1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ოფერტი არის
ცალმხრივი ნების
გამოვლენა, რომლის საშუალებითაც ერთი მხარე
(ოფერენტი)
მეორეს
(აქცეპტანტს)
ისეთი სახით სთავაზობს ხელშეკრულების დადებას, რომ ხელშეკრულების
დადება
დამოკიდებულია
მხოლოდ აქცეპტანტის თანხმობაზე.
სკ-ის 329-ე მუხლის I
ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების
დადების შესახებ
წინადადება ითვლება
შეთავაზებულად, თუ
ამ წინადადებაში,
რომელიც მიმართულია
ერთი ან
რამდენიმე პირისადმი,
გამოხატულია წინადადების
მიმცემის მზაობა,
თანხმობის შემთხვევაში,
შეასრულოს თავისი
წინადადება (ანუ
ოფერენტს აქვს
სამართლებრივი ბოჭვის
ნება).
კაზუსიდან
ირკვევა,
რომ
რატიმ
სპორტულ
მაღაზიაში
დარეკა
და
ველოსიპედი
შეუკვეთა.
შესაბამისად,
შეგვიძლია ვივარაუდოთ,
რომ რატიმ
დარეკვით განახორციელა
ოფერტი.
ამასთან,
მართალია,
ოფერტი
განხორციელდა
არა
პირისპირ,
არამედ
სატელეფონო
კომუნიკაციით,
ის
მაინც
ჩაითვლება
თანმყოფი პირის მიმართ გაკეთებულ ოფერტად( სკ-ის 330-ე მუხლის I ნაწილის გაგებით) რომელზეც აქცეპტი მაშინვე უნდა განხორციელდეს
– ვინაიდან
კაზუსში
საუბარია,
რომ
„რატიმ შეუკვეთა ველოსიპედი“, შეგვიძლია
მივიჩნიოთ,
რომ
მაღაზიამ განახორციელა აქცეპტი, სკ-ის 330-ე მუხლის I ნაწილის გაგებით.
შესაბამისად,
სახეზე გვაქვს ორი თანმხვედრი ნების გამოვლენა, რომლებითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე( სკ-ის 327-ე მუხლის მნიშვნელობით).
ხ
II.
ხელშეკრულების
ნამდვილობის შემაფერხებელი
გარემოება ( შენიშვნა ახლა
ამ წინაპირობას ვამოწმებთ)
„არსებით პირობებზე შეთანხმებასთან“ ერთად ხელშეკრულების
ნამდვილობისათვის აუცილებელია,
რომ
არ არსებობდეს ხელშეკრულების ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოება.
კაზუსიდან ირკვევა, რომ რატი ჯერ 15 წლისაა. სკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირი შეზღუდულქმედუნარიანია.
შესაბამისად, რატი შეზღუდულქმედუნარიანია.
სკ-ის მე-15 და 63-ე მუხლების
თანახმად,
შეზღუდულქმედუნარიანის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,
გარდა
იმ შემთხვევისა,
თუ იგი(არასრულწლოვანი)
ამ გარიგებით
იღებს სარგებელს ან განკარგავს ჯიბის ფულს( სკ-ის 65-ე
მუხლის 1-ლი
ნაწილი)
1. კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა (ახლა ვამოწმებთ
არის თუ არა სახეზე ეს წინაპირობა )
კაზუსიდან ჩანს, რომ რატის დედას არც თავდაპირველად მიუცია ნასყიდობის
ხელშეკრულების
დადების
წინასწარი
ნებართვა
და
არც
შემდგომ
მოუწონებია
ამ
ხელშეკრულების
დადება.
შესაბამისად,
სახეზე არ გვაქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა,( სკ-ის მე-15
და
63-ე
მუხლების
მნიშვნელობით.)
2.
უფლებრივი
სარგებელი
ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი
მავალდებულებელი
გარიგება,
შესაბამისად,
არც
სკ-ის მე-15 და 63-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებრივად სარგებლიან გარიგებასთან
გვაქვს საქმე,
რომელიც
ნამდვილი
იქნებოდა
იმ
შემთხვევაშიც
კი,
თუ
არ
არსებობს
კანონიერი
წარმომადგენლის
თანხმობა.
3. ჯიბის
ფული
რატი ველოსიპედის საყიდლად იყენებს თავის დანაზოგს, რომელიც არის „თავისუფალი განკარგვისთვის გადაცემული საშუალება”
(ე.წ. ჯიბის
ფული),
სკ-ის
65-ე
მუხლის
1-ლი
ნაწილის
მნიშვნელობით.
შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭირო აღარ იქნებოდა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
თუმცა ამ შემთხვევაში ხელშეკრულება მხოლოდ იმ მომენტიდან არის ნამდვილი, როდესაც შეზღუდულქმედუნარიანი
სრულად შეასრულებს
თავის სახელშეკრულებო
ვალდებულებას მის
თავისუფალ განკარგვაში
არსებული საშუალებით.
ამ კაზუსის თანახმად, რატის ნასყიდობის თანხა ჯერ არ გადაუხდია.
შესაბამისად, მას არ განუკარგავს თავისი ჯიბის ფული
4.
სამეწარმეო
საქმიანობის ფარგლებში
დადებული გარიგება
(ამასაც ვამოწმებთ)
კაზუსიდან არ იკვეთება, რომ სახეზე გვაქვს სკ-ის 65-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში დადებული გარიგება.
III.
შუალედური
დასკვნა
შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს არც
უფლებრივი სარგებლის,
არც „ჯიბის
ფულის” და
არც სამეწარმეო
საქმიანობის გამონაკლისი
შემთხვევები, რომელთა
საფუძველზეც
რატის
ნების
გამოვლენა
მაინც
იქნებოდა
ნამდვილი,
მიუხედავად
იმისა,
რომ
არ
არსებობდა
კანონიერი
წარმომადგენლის
ნებართვა
ან
მოწონება.
შესაბამისად, რატის
ნების გამოვლენა არის ბათილი, სკ-ის მე-15 და 63-ე მუხლების საფუძველზე, და სახეზე გვაქვს ხელშეკრულების ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოება, რის გამოც რატისა
და მაღაზიას
შორის დადებული
ნასყიდობის ხელშეკრულება
არ არის ნამდვილი.
საბოლოო
შედეგი:
სპორტული ინვენტარის მაღაზიას არ აქვს რატისგან 180 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
ხ
სამახსოვრო:
·
18 წლის ასაკის მიღწევისას ფიზიკურ პირს წარმოეშობა უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები
და
მოვალეობები.
ამ
უნარს
ქმედუნარიანობა
ეწოდება.
შვიდიდან
თვრამეტ
წლამდე
არასრულწლოვანი
შეზღუდულქმედუნარიანად ითვლება.
·
შეზღუდულქმედუნარიანი პირის
გარიგების
ნამდვილობისათვის
საჭიროა
კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობა. წინასწარ თანხმობას უტოლდება შემდგომი მოწონება. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საჭირო არაა,
როცა
არასრულწლოვანი დადებული გარიგებით იღებს მხოლოდ უფლებრივ
სარგებელს და არ წარმოეშობა ვალდებულებები (მაგ., ჩუქების ხელშეკრულების დადებისას).
·
თუ კანონიერმა წარმომადგენელმა შეზღუდულქმედუნარიან პირს მიანიჭა
უფლება,
დამოუკიდებლად
გაუძღვეს
საწარმოს
(ორგანიზაციას),
მაშინ
ამ
სფეროსათვის
ჩვეულებრივ
ურთიერთობებში
იგი
შეუზღუდავად ქმედუნარიანი
ხდება.
·
არასრულწლოვნის მიერ დადებული
გარიგება
ნამდვილია
მაშინაც,
როცა
იგი
გარიგებას
დებს
ე.წ. ჯიბის ფულით,
ანუ
კანონიერი
წარმომადგენლის
მიერ
თავისუფალი
განკარგვისთვის
გადაცემული
საშუალებით.
თუმცა
ამ
შემთხვევაში,
ხელშეკრულება მხოლოდ იმ მომენტიდან არის ნამდვილი, როდესაც შეზღუდულქმედუნარიანი
სრულად
შეასრულებს
თავის
სახელშეკრულებო
ვალდებულებას
მის
თავისუფალ
განკარგვაში
არსებული
საშუალებით.(ანუ თუ რეალურად გადაიხდის ამ „ჯიბის ფულს’’)
Комментарии
Отправить комментарий