გარიგების ბათილობა 54-ე მუხლის საფუძველზე(მართლსაწინააღმდეგო გარიგება) და სხვა ბათილობის საფუძვლები

 



დადებული გარიგება შესაძლოაბათილი იყოს როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება( სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.)

 ამისათვის კი საჭიროარომ:

არსებობდეს კანონით დადგენილი წესი,

გარიგება არღვევდეს ამ წესს.

ააკანონით დადგენილი წესი და  აკრძალვა

 სკ-ის 54- მუხლით გათვალისწინებულ კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვაში

 უნდა ვიგულისხმოთ ყველა ნორმატიული აქტიროგორც კანონებიისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

ამასთანამკრძალავ ორმაშისკ-ის 54- მუხლის მნიშვნელობით

იგულისხმება ისეთი ნორმარომელიც მიმართულია კონკრეტული  ქმედების წინააღმდეგ.

აკრძალვა უნდა ეხებოდეს ან გარიგების შინაარსს ან მის სამართლებრივ შედეგს, ანუ ის მთლიანად გარიგების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

მაგ. „საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილი 

პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში 50000 ლარამდე გადასახადის თანხის შემცირებას ადმინისტრაციულ გადაცდომად აცხადებს და ამით კრძალავს ამგვარ ქმედებას.

 ამ მუხლის მიზანიაგადასახადების სრული და დროული ამოღების მიმართ არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე გადასახადების შემცირებისთვის ხელის შეშლა.

ამ მიზნის მიხედვითეს ნორმა მიმართულია არა მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა შესაბამისი ქცევის საწინააღმდეგოდ

არამედ იმ გარიგებების საწინააღმდეგოდაცრომლებიც გადასახადების ხელოვნურ შემცირებას ემსახურება.

 შესაბამისადსაგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილი უნდა მივიჩნიოთ ამკრძალავ ნორმად, სკ-ის 54- მუხლის მნიშვნელობით(გაგებით).

ბბგარიგებით კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვის დარღვევა

 

 საბუთების გარეშე ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმება შესაძლოაარღვევდეს 54-ე მუხლის მოთხოვნას.

ასეთი  შეთანხმების ეკონომიკური მიზანი არის  საგადასახადო დეკლარაციაში ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული ვალდებულებების ასახვისგან თავის შეკავება და ამით გადასახადის თანხის შემცირება. 

შესაბამისადმენარდე  დოკუმენტაციის შეუდგენლობით არღვევს  საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნარის გამოც შემკვეთსა და მენარდეს  შორის დადებული გარიგება ბათილიასკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.

ბათილობის ფარგლები

 

 სკ-ის 54- მუხლიდან გამომდინარენარდობის ხელშეკრულების ბათილობა, ნიშნავს იმასრომ შემკვეთს  არ აქვს მენარდის მიმართ ნაკლის გამოსწორებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაშესაძლოაეწინააღმდეგებოდეს სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილსკერძოდიმითრომ გარიგების ბათილობით მენარდეს  საშუალება ეძლევათავი დააღწიოს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობას.

ნორმათა ამგვარი ურთიერთმიმართების შემთხვევაშიმნიშვნელოვანია საკითხის ორივე რაკურსის გათვალისწინება.

კერძოდ კი იმისარომერთი მხრივმხარეს (ამ შემთხვევაში შემკვეთს), რომელიც არღვევს კანონსარ უნდა ჰქონდეს კანონისგან დაცვის მიღების მოლოდინი, თუმცამეორე მხრივ, არც მეორე მხარემ (ამ შემთხვევაში მენარდემ უნდა იხეიროს კანონის დარღვევისგან.

 ამდენადამგვარ შემთხვევაშიუნდა გაანალიზდეს მხარეთა კონკრეტული ინტერესი, რათა არ მოხდეს ერთ-ერთი მხარის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ იმის გამორომ გარიგება ბათილია.

ამიტომაც მენარდეს ,რომელიც დოკუმენტაციის შეუდგენლობით არღვევს  საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა არ აქვს გარიგების ბათილობაზე მითითების უფლება,(სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე),თუკი დამატებით შესრულებას მოსთხოვენ ჩაბარებული სამუშაოს ნაკლის გამო.

 

სამახსოვრო:

ბათილი და საცილო გარიგება

ბათილობა

 საცილობა

ბათილი

მერყევად ბათილი

საცილო

გარიგებები რომლებიც  დადებისთანავე ბათილია

გარიგებები რომლებიც  ბათილია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მიერ მის მოწონებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

გარიგება რომლებიც ნამდვილია,თუმცა შეიძლება გაბათილდეს შეცილების შემთხვევაში;

 

შეცილების სამართლებრივი  საფუძვლები:

მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება . მუხ.54

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ დადებული გარიგება მუხ.63

ნების გამოვლენის შეცდომა. მუხ.73 .ა.

გავლენის ბოროტად გამოყენებით დადებული გარიგება  მუხ.55

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგება.მუხ.111

შეცდომა გარიგების შინაარსში .მუხ.73.ბ.

მოჩვენებითი გარიგება.

მუხ. 56

 

შეცდომა გარიგების საფუძვლებში .მუხ.73.გ.

ნების გამოვლენის არასერიოზულობა . მუხ.57

 

შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში .მუხ.74.(1)

ქმედუუნარობა.მუხ.58

 

შეცდომა საგნის ძირითად თვისებაში.მუხ.74(2)

ფორმის დაუცველობა მუხ.59

 

მოტყუებით დადებული გარიგება .მუხ. 80

 

 

იძულებით დადებული გარიგება. მუხ.85

 

 

შეცილების ხანდაზმულობის ვადები:

·        ერთი თვის ვადაში შეცდომის აღმოჩენიდან მუხ.79

·        ერთი წლის განმავლობაში მოტყუების აღმოჩენიდან .მუხ.84

·        ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრებიდან .მუხ.89

 

სამახსოვრო:

 

შეცილება შეცდომის საფუძველზე (სკ-ის 72- და მომდევნო მუხლები)

 

შემოწმების სქემა :

 

I. წინაპირობები

 

1.      შეცილების საფუძველი

 

არსებითი შეცდომა, სკ-ის 73- და მომდევნო მუხლების საფუძველზე

 

მიზეზ-შედეგობრივი  კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის

 

2.      შეცილების განცხადება (სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება)

 

ნების გამოვლენის ნამდვილობა (ყურადღებამისაქცევია სკ-ის 51- მუხლი)

 

 უფლებამოსილი პირის მიერ (სკ-ის 59- მუხლის მე-3 ნაწილი)

 

 უფლებამოსილი პირის მიმართ

 

3.      შეცილების ვადა (სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილი)

 

4.      შეცილება არ უნდა იყოს გამორიცხული

 

 

შეცილების უფლების მქონე პირის მიერ გარიგების დადასტურება (სკ-ის 61- მუხლის მე-3 ნაწილი)

 

კონტრაჰენტის თანხმობა (სკ-ის 77- მუხლი)

 

წვრილმანი შეცდომები (სკ-ის 78- მუხლი)

 

კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილიშემთხვევაროდესაც ფაქტობრივად გამოვლენილი ნება ნანდომი ნებისგან განსხვავდებათუმცა უკეთეს პირობებში აყენებს შეცილებაზე უფლებამოსილ პირს)

 

 

 II. სამართლებრივი შედეგები

 

1.      შეცილებული გარიგების ან მისი ნაწილის ბათილობა მისი დადების მომენტიდან (ex tunc, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილისკ-ის 62- მუხლი)

 

2. შეცილების განმახორციელებელი პირის ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე (სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილი)

 

წინაპირობები

 

აანამდვილი შეცილება

 

ბბ)აქცეპტანტის ნდობის არსებობა ოფერენტის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ (ნდობის ფაქტორი)

 

სამართლებრივი შედეგინეგატიური ინტერესის ანაზღაურებარომელიც შეზღუდულია პოზიტიური ინტერესით

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები