კაზუსი 3. მეტიჩარა ნათია -( ანუ ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობები, სკ-ის 51-ე მუხლის მიხედვით; ნების გაცხადება; ნების გაცხადება მესამე პირის მიერ )
ზაფხულის სიცხით შეწუხებული კოტე
შემთხვევით
წააწყდა
ტატოს
ტექნიკის
მაღაზიის
სარეკლამო
კატალოგს.
კატალოგში
წარმოდგენილი
რამდენიმე
კონდიციონერიდან
კოტემ
ერთ-ერთი
შეარჩია და
საჩქაროდ გაგზავნა
ტატოსთან წერილი,
რომ სამ
ცალ 900-ლარიან
თეთრი ფერის
კონდიციონერს ყიდულობდა.
ცხელი
ზაფხულის
გამო
ტატოს
გაყიდვების
საქმე
ისედაც
კარგად
მისდის,
ერთბაშად
სამი
ძვირადღირებული
კონდიციონერის
გაყიდვამ
კი
განსაკუთრებულად
გაახარა:ტატომ მაშინვე გაამზადა
თანხმობის წერილი,
რომელშიც აღნიშნული
იყო, რომ
კოტეს კონდიციონერების
წაღება მომავალ
კვირაში შეეძლო.
თუმცა
ტატო
დარწმუნებული
არაა,
რომ
კოტეს
მიერ
მოთხოვნილი
კონდიციონერები
საწყობში
კიდევ
დარჩა,
ამიტომ
წერილის
გაგზავნა
არ
იჩქარა
და
გადამოწმებამდე
სამუშაო
მაგიდაზე
შეინახა.
როდესაც ტატო დღის ბოლოს მუშაობას მორჩა და ოფისიდან გავიდა, მის ოთახში დამლაგებელი
ნათია შევიდა და ტატოს მაგიდაზე გასაგზავნად გამზადებულ კონვერტს მოჰკრა თვალი. ნათიამ იცოდა, რომ ასეთ საქმიან წერილებს ტატო ყოველთვის მაგიდაზე ტოვებდა, დღის ბოლოს კი მისი მდივანი წერილებს ერთად აგზავნიდა ხოლმე, მაგრამ ამჟამად ტატოს მდივანი შვებულებაში იყო. რადგან ნათიას ძალიან სურს, რომ თავის უფროსს რამენაირად თავი მოაწონოს, გადაწყვიტა,
მდივნის როლი
თავად ეკისრა
და წერილი
საფოსტო ყუთში
ჩააგდო.
მეორე დღეს დილით ტატომ საწყობში შეიარა და გაარკვია, რომ 900-ლარიანი კონდიციონერებიდან მხოლოდ სამი ცალიღა
დარჩა.
თუმცა
ეს
სამი
ცალი
ტატოს
თავისთვის
სჭირდება,
ამიტომ
გადაწყვიტა, ძველი
წერილი დაეხია
და კოტესთვის
უარი ეთქვა.
წერილის
რამდენიმეწუთიანი
უშედეგო
ძებნის
შემდეგ
მას
ტელეფონზე
ურეკავს კოტე,
რათა კონდიციონერების
ტრანსპორტირებასა და
მონტაჟთან დაკავშირებულ
წვრილმანებზე შეუთანხმდეს.
შეუძლია თუ
არა კოტეს
ტატოსგან კონდიციონერების
მოთხოვნა?
კაზუსის ამოხსნა:
A.
კოტეს
მოთხოვნა ტატოსაგან
კონდიციონერების გადაცემის
თაობაზე, სკ-ის 477-ე
მუხლის 1-ლი
ნაწილიდან გამომდინარე
კოტეს შესაძლოა, ჰქონდეს ტატოსაგან კონდიციონერების გადაცემის მოთხოვნის
უფლება,
სკ-ის
477-ე
მუხლის
1-ლი
ნაწილიდან
გამომდინარე.
1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ამისათვის საჭიროა,კოტეს მოთხოვნა
იყოს
წარმოშობილი,
არ
იყოს
შეწყვეტილი
და
იყოს
განხორციელებადი.
I.
მოთხოვნის
წარმოშობა
ნასყიდობის ხელშეკრულება ამისათვის
საჭიროა,
მათ
შორის
დადებული
იყოს
ნამდვილი
ნასყიდობის
ხელშეკრულება.
ნასყიდობის ხელშეკრულება
იდება
ორი
ურთიერთმფარავი
ნების
გამოვლენით
– ოფერტითა
და
აქცეპტით.
1.
ოფერტი
ა. ტატოს სარეკლამო კატალოგი
საკითხავია,
ჩაითვლება
თუ
არა
ტატოს
სარეკლამო
კატალოგში
გაკეთებული
შეთავაზებები
ოფერტად?
ოფერტი არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელშიც ხელშეკრულების ყველა არსებითი
პირობა განსაზღვრულია და მასზე უპირობო თანხმობა (აქცეპტი)
ხელშეკრულების
დადებისათვის
საკმარისია.
ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებად
ითვლება
ნასყიდობის
საგანი,
ფასი
და
მხარეები.
ტატოს სარეკლამო კატალოგში, მართალია, ჩამოთვლილი იყო საგნები
და
მათი
ფასები,
მაგრამ
არ
იყო
განსაზღვრული
ხელშეკრულების
მხარე,
რამდენადაც კატალოგი
პირთა განუსაზღვრელ
წრეს მიემართებოდა.
სკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთი შეთავაზება უნდა ჩაითვალოს არა „ოფერტად“, არამედ „მოწვევად ოფერტზე“.
შესაბამისად, ტატოს ოფერტი სახეზე არაა(!)
ხ
ბ. კოტეს წერილი
ოფერტი
შესაძლოა,
მოცემული
იყოს
კოტეს
წერილში.
მართლაც, კოტეს
წერილში
განსაზღვრული
იყო
ნასყიდობის საგანიც, ფასიც
და ხელშემკვრელი მხარეებიც. შესაბამისად, კოტეს წერილი შეგვიძლია, მივიჩნიოთ ოფერტად.(!)
2.
აქცეპტი
საკითხავია, უპასუხა თუ არა კოტეს ოფერტს ტატომ აქცეპტით.
ა. თანხმობის წერილი
ტატო მის მიერ შედგენილი წერილით დაეთანხმა კოტეს პირობებს. ამდენად, ტატომ
აქცეპტი
წერილობით
გადმოსცა.
ბ. აქცეპტის ნამდვილობა
საკითხავია, არის თუ არა ტატოს აქცეპტი ნამდვილი.
აქცეპტი მიღებასავალდებულო ნების
გამოვლენაა, რომელიც, სკ-ის 51-ე მუხლის
1-ლი ნაწილის თანახმად, ნამდვილი ხდება მაშინ,
როცა იგი(ნება) გაცხადებულია და მეორე მხარეს მიუვა.
ნების გაცხადება
მიღებასავალდებულო ნების
გამოვლენა „გაცხადებულად” ითვლება,
როცა
მას(ნებას) გამომვლენი თავისი ნებით ადრესატისკენ
ისე
მიმართავს,
რომ,
ჩვეულებრივ,
სავარაუდოა
ადრესატის
მიერ
მისი
მიღება.
ტატოს ნება კოტესკენ ნათიამ მიმართა, თუმცა ეს არ მომხდარა ტატოს ნებით.
შესაბამისად, ამ განმარტების
თანახმად, ტატოს ნება გაცხადებულად
არ ჩაითვლება.
ხ
შენიშვნა:
თუმცა საკითხავია, გამონაკლისის სახით მიჩნეული
უნდა იქნეს
თუ არა
ნება გაცხადებულად
მაშინ, როცა
იგი გამომვლენის
სურვილის გარეშე
იქნება მიმართული
ადრესატისაკენ და
მესამე პირისათვის
ნების გაცხადების
შთაბეჭდილება იქმნება.
ეს სადავოა.!!!
ასეთ შემთხვევებში ნების გაცხადებულად მიჩნევის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნების
გამოვლენის ადრესატმა, როგორც
წესი, არ იცის, ვინ, როგორ და რა ვითარებაში
მიმართა
ნება
მისკენ,
ამიტომ
იგი, როგორც წესი, ენდობა მის მიერ მიღებული
შეტყობინების ნამდვილობას.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც
კი,
თუ
ამ
ფიქციას
დავუშვებთ,
ნება გაცხადებულად
მხოლოდ მაშინ
უნდა ჩავთვალოთ,
როცა გამომვლენს შეეძლო, ევარაუდა, რომ ნება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იქნებოდა
მიმართული ადრესატისკენ და ამისი თავიდან არიდებაც
შეეძლო.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
ნება ნამდვილად
გაცხადებულად ჩაითვლებოდა
ყოველთვის, როცა
მესამე პირი
აშკარად ანდა
ბოროტი განზრახვით
გამომვლენის სურვილის
საწინააღმდეგოდ მიმართავდა
მას ადრესატისკენ;
მაგალითად,
მაშინაც,
როცა
ვიღაც
სეიფში
ჩაკეტილ
წერილს
მოიპარავს
და
გაგზავნის.
ასეთი
მიდგომა
კი
ეწინააღმდეგება
ნების
ავტონომიის
პრინციპს.
ხ
ახლა
დავუბრუნდეთ ჩვენს კაზუსს:
ამდენად, ამ შემთხვევაში, ტატოს ნება გაცხადებულად უნდა ჩავთვალოთ,
თუკი
მას
შეეძლო,
ევარაუდა,
რომ
მისი
დამლაგებელი
წერილს
გაგზავნიდა
და
ასევე
შეეძლო,
თავიდან
აეცილებინა
ეს.
ტატომ წერილი თვალსაჩინო ადგილზე, სამუშაო მაგიდაზე დატოვა, თუმცა საკითხავია, იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ ვინმე
ამ
წერილს
გაგზავნიდა.
კაზუსის ფაბულიდან, ნათიას გარდა, არ იკვეთება სხვა პირი, ვისაც ტატოს ოთახში იმჟამად შესვლა შეეძლო. ნათია დამლაგებელია და მის მოვალეობაში
შედის
ოთახის
დალაგება
და
არა
ტატოს
სხვა
საქმეების
მოგვარება.
ფაბულაში
აგრეთვე
არაა
მითითება
იმაზე,
რომ
ნათიას
ამგვარი
რამ
ადრეც
გაუკეთებია.
მართალია,
სხვა
დროს
ამგვარად
დატოვებულ
წერილებს
მდივანი
გზავნიდა,
მაგრამ
ამჯერად
მდივანი
შვებულებაში
იყო
და
ეს
ტატომაც
იცოდა.
აქედან გამომდინარე, ტატოს არ შეეძლო, გაეთვალისწინებინა და თავიდან აეცილებინა ის, რომ სამუშაო მაგიდაზე დატოვებულ წერილს ნათია გაგზავნიდა.
შესაბამისად, წერილის გაგზავნა არ შეიძლება შეერაცხოს ტატოს.
აქედან გამომდინარე,
ნება გაცხადებულად არ ჩაითვლება(!)
ხ
3.
შედეგი
ტატოს აქცეპტის
არარსებობის გამო ტატოსა და კოტეს
შორის
ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.(!)
4.საბოლოო შედეგი
კოტეს არ აქვს ტატოსაგან კონდიციონერების გადაცემის მოთხოვნის უფლება,
სკ-ის
477-ე მუხლის
1-ლი ნაწილიდან
გამომდინარე(!)
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სამახსოვრო!
ოფერტი ხელშეკრულების
ყველა არსებით პირობას უნდა შეიცავდეს.
არსებითი პირობები ხელშეკრულების სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში სხვადასხვაა,
მაგ., ნასყიდობის შემთხვევაში არსებითია ნასყიდობის
საგანი, ფასი
და მხარეები.
თუკი შეთავაზება არ შეიცავს
ყველა არსებით პირობას, ან/და მიმართულია
პირთა განუსაზღვრელი წრისკენ (მაგ., მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი გასაყიდი პროდუქცია), იგი ითვლება არა ოფერტად, არამედ მოწვევად ოფერტზე (სკ-ის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ხ
ნების გამოვლენის ნამდვილობის ერთ-ერთი წინაპირობა
არის
ნების გაცხადება.
მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა „გაცხადებულია”, როცა
იგი
გამომვლენმა
ადრესატისკენ
მიმართა
ისე,
რომ,
ჩვეულებრივ,
სავარაუდოა
ადრესატის
მიერ
მისი
მიღება.
მაგ.
ოფერტის
შემცველი
წერილის
დაწერა
ჯერ
კიდევ
არ
ნიშნავს,
რომ
იგი
გაცხადებულია:
ნების
გამომვლენმა
იგი
ადრესატისაკენ
უნდა
მიმართოს,
საფოსტო
ყუთში
ჩააგდოს,
შუამავალს
გაატანოს
და
სხვ.
მიღებასავალდებულო ნების ნამდვილობისათვის გაცხადება ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი,
აუცილებელი
წინაპირობაა:
„გაცხადებასთან“ ერთად საჭიროა
ნების გამოვლენის
მისვლა მის ადრესატთან.
ხოლო თუ ნების გამოვლენა არა მისი ავტორის, არამედ სხვა პირის მიერ გაცხადდა,
იგი
ნამდვილად შეიძლება
ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ,
როცა მის ავტორს შეეძლო გაეთვალისწინებინა და თავიდან აეცილებინა ნების გამოვლენის გაცხადება სხვა პირის მიერ
(ნების გაცხადების ფიქცია).
ხ
არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენის
ნამდვილობისათვის მხოლოდ „ნების გაცხადება“ საკმარისია.(ანუ ასეთი ნების მისვლა ადრესატთან აღარაა საჭირო)
ხხხხხხხხხხხხხხხხ
ნების გამოვლენის ნამდვილობის წინაპირობები, სკ-ის 51-ე მუხლის მიხედვით
ნების გამოვლენა
შეიძლება
იყოს
მიღებასავალდებულო ან არამიღებასავალდებულო.
მიღებასავალდებულო ეწოდება
ისეთ ნების
გამოვლენას, რომელიც საჭიროებს ადრესატის მიერ მის მიღებას.
რადგან
ხელშეკრულება მხარეთა
შეთანხმებას წარმოადგენს,
ხელშეკრულების
დადებისაკენ
მიმართული
ყოველი ნების გამოვლენა მეორე
მხარეს
უნდა მიუვიდეს.
ამდენად, ოფერტი და აქცეპტი ყოველთვის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენებია.(!)
ხ
თუმცა მიღებასავალდებულოდ
ითვლება აგრეთვე
ცალმხრივ ნების
გამოვლენათა უმრავლესობა.
მართალია, ისინი არ საჭიროებენ მეორე მხარის თანხმობას, მაგრამ კანონმდებლობა
მიზანშეწონილად
თვლის,
რომ
პირი,
რომლის
უფლებებზეც
გავლენას
ახდენს
ასეთი
ნების
გამოვლენა,
სულ
მცირე,ინფორმირებული მაინც უნდა იყოს ამის შესახებ.
მაგალითად, ასეთია ხელშეკრულების მოშლა.
ხ
მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობა
უნდა შემოწმდეს, სკ-ის 51-ე მუხლის მიხედვით,
შემდეგი სქემით:
1. ნების გამოვლენის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა ;( ნების გამოვლენის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის შესახებ იხ. კაზუსი
12.)
2. ნების გაცხადება( მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა
„გაცხადებულია”,
როცა
იგი
გამომვლენმა
ადრესატისკენ
მიმართა
ისე,
რომ,
ჩვეულებრივ,
სავარაუდოა
ადრესატის
მიერ
მისი
მიღება.)
3. ნების მისვლა (მიღებასავალდებულო
ნების
ნამდვილობისათვის
ასევე
აუცილებელია,
რომ
ნება
ადრესატს
მიუვიდეს.
ნება
მისულად
ითვლება,
როცა
იგი
ადრესატის
ძალაუფლების
სფეროში
მოექცევა
და
ჩვეულებრივ
ვითარებაში
მოსალოდნელია,
რომ
ადრესატი
მის
შინაარსს
გაეცნობა
,ამის შესახებ იხ. კაზუსი 5)
4. ნების გამოთხოვა
(ნება არ იქნება ნამდვილი, თუკი ადრესატს მისი გამოთხოვის შესახებ შეტყობინება უფრო ადრე, ან თავდაპირველი ნების მისვლისთანავე
მიუვა
,იხ. კაზუსი 6).
ხ
გარდა ამისა, არსებობს არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენებიც, თუმცა ისინი ძალიან იშვიათია.
არამიღებასავალდებულო ნების გამოვლენა მაშინ გვაქვს სახეზე, როცა იგი გავლენას
სხვა პირის უფლებებზე ვერ მოახდენს, ანდა მისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს
(მაგ.: უფლების მიტოვება; საკუთრების მიტოვება, სკ-ის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით; ჯილდოს საჯაროდ დაპირება, სკ-ის 755-ე მუხლის მიხედვით). არამიღებასავალდებულო ნების
ნამდვილობისათვის მხოლოდ
მისი
შინაარსის
გარეგნულად
ფორმულირების
დასრულებაა
საკმარისი.
სამახსოვრო შენიშვნა:
ანდერძი არის არამიღებასავალდებულო
ნების გამოვლენა.
ანდერძის
ნამდვილობისათვის
არც
მემკვიდრეთა
თანხმობაა საჭირო და არც ანდერძის
მისვლა
მათთან.
მემკვიდრეები თანხმობას ან უარს ამბობენ მხოლოდ სამკვიდროს მიღებაზე და არა ანდერძის
ნამდვილობაზე.
Комментарии
Отправить комментарий