კაზუსი 20. ავარია (შეცილება იძულებით დადებული გარიგების გამო, სკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით)

 



. თბილისში მცხოვრებ ლუკასა და საბას მცხეთასთან ახლოს მოუხდებათ ავარია.

ვინაიდან ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, ლუკამ გადაწყვიტა, რომ ყველაფერიკანონის მიხედვითგაერკვიათ და ამოიღო მობილური პატრულისთვის შემთხვევის შესატყობინებლად.

 თუმცა მას ეშინოდა, რომ შესაძლოა, იგი აღმოჩენილიყო მტყუანი და დაკისრებოდა გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ამიტომჭკუა იხმარადა დაემუქრა საბას, ეღიარებინა ბრალი და ეკისრა გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაურეკავდა პატრულს და ეს საბასთვის უარეს შედეგს გამოიწვევდა, რადგან მოუწევდა ჯარიმისა და ავტომობილის საჯარიმო პარკინგზე გადაყვანის თანხების გადახდაც.

საბასთვის ამ წელს ეს უკვე მეორე ავარია იყო და მას ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა. შესაბამისად, მას არ სურდა სამართალდამცავ ორგანოებთანსაქმის დაჭერა”, რაც მის სოლიდურ დაჯარიმებას გამოიწვევდა.

ამიტომ იგი დასთანხმდა ლუკას ბრალის აღიარებაზე, რის შემდგომაც მათ შეადგინეს ხელწერილი, სადაც საბა ცნობდა ავარიაში ბრალს და თანხმობას აცხადებდა გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

იმავე დღეს, საღამოს, საბასთან სტუმრად მივა მეგობარი გელა, რომელსაც საბა მოუყვა მომხდარი ავარიის შესახებ. გელა ეტყვის, რომ იგი ავარიასთან მიმართებით მართალია, და არ არის ანაზღაურებაზე ვალდებული, პირიქით, ლუკამ უნდა აუნაზღაუროს მას ზიანი.

 საბა დაურეკავს ლუკას და ეტყვის, რომ არ აპირებს ავარიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

შეუძლია თუ არა ლუკას, საბასგან მოითხოვოს ავარიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება?

A.     ლუკას მოთხოვნა საბას მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილისა და 341- მუხლის მიხედვით

 ლუკას მოთხოვნა საბას მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე შესაძლოა, გამომდინარეობდეს სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილისა და 341- მუხლიდან, თუ მათ შორის არსებობდა ნამდვილი სამართლებრივი ურთიერთობა.

 

I.                მოთხოვნის წარმოშობა

იმისათვის, რომ ლუკას შეეძლოს საბას მიმართ მოთხოვნის განხორციელება, მათ შორის უნდა არსებობდეს ნამდვილი სამართლებრივი ურთიერთობა.

როგორც კაზუსიდან ირკვევა, საბა დაეთანხმა ლუკას და გააფორმა ხელწერილი, რითაც იკისრა ლუკასთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მაშასადამე, ამ შემთხვევაში შესაძლოა, სახეზე იყოს ვალის არსებობის აღიარება(სკ-ის 341- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.)

 

  მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება

 

1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საკითხის გაღრმავებისათვის(!)

 

სკ-ის 341- მუხლი ეხება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე აღებული ეს ნორმა ვერ ქმნის მოთხოვნის საფუძველს. იგი უბრალოდ არეგულირებს ვალის აღიარების ხელშეკრულების  ფორმას. (კერძოდ : ვალის აღიარების წერილობით ფორმას ითხოვს)

აქედან გამომდინარე, მოთხოვნის საფუძვლად გამოყენებულ უნდა იქნეს  სხვა ზოგადი ნორმა  ,კერძოდ, სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილი რომლის მიხედვითაც, ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს შესრულების განხორციელება ან შესრულებისგან თავის შეკავება.

ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ

    მუხლი 316. ცნება

 

1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

დაიმახსოვრე :

 სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილი არის უნივერსალური მოთხოვნის საფუძველი ყველა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობისთვის.

 

ვაგრძელებთ კაზუსის ამოხსნას:

1.    ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება

 

როგორც აღინიშნა, ვალის აღიარების ხელშეკრულება დარეგულირებულია სკ-ის 341- მუხლის 1- ნაწილში, რომლის მიხედვითაც ვალის აღიარების ნამდვილობის სავალდებულო წინაპირობებია

 

ა)მხარეთა მიერ  ნების გამოვლენა ( ანუ შეთანხმება)

და

ბ)ნების გამოვლენის(შეთანხმების)  წერილობითი სახით გაფორმება.

 

მუხლი 341. ვალის არსებობის აღიარება

 

1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

 

. მხარეთა შეთანხმება (იყო თუ არა ?)

 

კაზუსიდან უპრობლემოდ ირკვევა, რომ ლუკა და საბა შეთანხმდნენ ვალის არსებობის აღიარებაზე.

 

კერძოდ, საბამ აღიარა, რომ მიუძღოდა ბრალი ავარიაში და იკისრა ლუკასთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

. წერილობითი ფორმა (არის თუ არა?)

 

კაზისის ფაბულის მიხედვით „ვალის აღიარება მხარეთა მიერ დაიდო წერილობითი ფორმით.

მაშასადამე, სკ-ის 341- მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა ვალის აღიარების წერილობითი სახით გაფორმების თაობაზე დაცულია.

 

II.            მოთხოვნის შეწყვეტა

შესაძლოა, [ლუკას]მოთხოვნა შეწყდა ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის გამო.

 

 

1.   ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობა  

სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლოა, მხარეებს შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება ბათილი იყოს მისი დადების მომენტიდან .(ანუ თუ გაბათილდება დადების მომენტიდან ჩცაითვლება ბათილად)

 ეს შედეგი კი დგება მაშინ, როდესაც მხარე [მის მიერ] გამოვლენილ ნებას:

 ა) საცილოდ გახდის

და

ბ) ეს შეცილება სამართლებრივად ნამდვილი იქნება.

ხოლო  შეცილება რომ ნამდვილი იყოს, უნდა არსებობდეს:

ა) შეცილების სამართლებრივი  საფუძველი

და

ბ)შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისადმი შეცილებისთვის  დაწესებულ  ვადაში განცხადება (სკ-ის 59- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები).

 მაშასადამე, ახლა  გასარკვევია, ხომ არ მოხდა საბას მიერ ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებაზე გამოვლენილი ნების ნამდვილი შეცილება.

 

ხხხხხხხხხხხ

. შეცილების სამართლებრივი  საფუძველი (არსებობს  თუ არა?)

 

ამ შემთხვევაში(კაზუსში), შეცილების სამართლებრივ საფუძვლად’’ შესაძლოა განხილულ იქნეს სკ-ის 85- მუხლი, რომელიც უფლებამოსილ პირს უფლებას ანიჭებს, განაცხადოს შეცილება მაშინ, როდესაც იგი ძალადობით ან მუქარით დაითანხმეს გარიგების დადებაზე.

სკ-ის 85- მუხლის წინაპირობაა, რომ სახეზე უნდა იყოს : ა)იძულება, რომელიც იქნება ბ) მართლსაწინააღმდეგო.

 

a.მუქარა (მოწმდება სახეზეა თუ არა ამ კაზუსში)

·        მაშასადამე, სკ-ის 85- მუხლის 1-ლი წინაპირობის მიხედვით, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის მიერ მეორის ხელშეკრულების დადებაზე დაყოლიება იძულებით (მუქარით ან ძალადობით).

 

·        ჩვენს შემთხვევაში, გასარკვევია, ხომ არ იყო ლუკას მხრიდან საბას მიმართ გამოყენებული იძულება, რამაც გამოიწვია საბას ხელშეკრულების დადებაზე დაყოლიება.

 

·         სკ-ის 86- მუხლის 1- ნაწილში მოცემულია იძულების დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ისეთი სახის იძულება იწვევს ხელშეკრულების ბათილობას, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება”.

 

·        საფრთხეში  მოიაზრება ნებისმიერი უარყოფითი შედეგი, რომელიც მას პიროვნულად ან მის ქონებას შესაძლოა შეეხოს.

 

·        უარყოფითი შედეგი შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც მუქარის ადრესატის, ასევე მისი ახლობლების მიმართ (იხ. სკ-ის 87- მუხლი).

 

·        მუქარაში იგულისხმება მხარისათვის სამომავლოდ უარყოფითი შედეგის გამოწვევა, რომელზეც მუქარის განმახორციელებელი პირი აცხადებს, რომ მას იგი ხელეწიფება.

 

·        მუქარის შედეგად მუქარის ადრესატი უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იგი თვლიდეს, ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენა მისთვის ყველაზე ნაკლები უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

 

·        კაზუსიდან ვარკვევთ, რომ ლუკას მიერ საბას მიმართ განცხადება, თუ არ აღიარებს ვალს, გამოიძახებს პატრულს და ყველაფერსკანონის მიხედვით გაარკვევს”, საბას მდგომარეობას უმძიმებს.

 

·        ლუკა აცხადებს, რომ მას მართლა ხელეწიფება საბასთვის ამუარყოფითი შედეგისგამოწვევა და ეს მართლაც ასეა, ვინაიდან მას აქვს მობილური, რომლითაც შეუძლია, დარეკოს და გამოიძახოს პატრული.

 

·        საბას არსებული მდგომარეობა აიძულებს, გააფორმოს ვალის აღიარების ხელშეკრულება, ვიდრესაქმე დაიჭიროსსამართალდამცავებთან, რაც მისთვის უფრო ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

 

·        მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზეა ლუკას მიერ საბას ხელშეკრულების დადებაზე იძულება მუქარით.

 

. მუქარის მართლსაწინააღმდეგოობა

(მუქარა მართლსაწინააღმდეგოა თუ არა?)

 

·        გარდა იმისა, რომ უნდა იყოს მუქარა, სკ-ის 85- მუხლის წინაპირობებისთვის აუცილებელია, ეს მუქარა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

·         მართლსაწინააღმდეგოობის დეფინიციას ეხება სკ-ის 88- მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები,რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი არ შეესაბამება ერთმანეთს.

·         მაშასადამე, იძულების (მუქარის) მართლსაწინააღმდეგოობის შეფასება ხდება: ა)გამოყენებული საშუალებით

 ბ)მიზნითა

გ)საშუალებისა და მიზნის ურთიერთმიმართებით.

 

·        ჩვენს შემთხვევაში ცალსახად ჩანს, რომ არც მუქარის მიზანი (საბას მიმართ ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველყოფა) და არც საშუალება (პატრულის გამოძახება) არ არის მართლსაწინააღმდეგო.

·        საკითხავია, ხომ არ არის მუქარის საშუალებისა და მიზნის ურთიერთმიმართება, ანუ საშუალებამიზნის თანაფარდობა   შეუსაბამო?

საკითხის გასაღრმავებლად :

სამართლებრივად დაშვებული საშუალებით (სასამართლოში სარჩელის შეტანა, პროკურატურაში განცხადების წარდგენა და ..) მუქარისას, როგორც წესი, მართლსაწინააღმდეგოობა გამოირიცხება მაშინ, როდესაც მუქარის განმახორციელებელ პირს გამიზნული შედეგის მისაღწევად სამართლებრივი მოთხოვნა აქვს. სიტუაციას არ ცვლის ის გარემოება და მუქარა არ ითვლება მართლსაწინააღმდეგოდ, თუ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ან იგი მუქარის მომენტში მხარისათვის უცნობია.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, თუ:

 ა)რამდენად აქვს მუქარის განმახორციელებელ პირს გამიზნული შედეგის მიღწევის ლეგიტიმური ინტერესი ;

და

ბ)რამდენად ჩაითვლება მუქარა, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევის შესაბამის (გამართლებულ) საშუალებად.

ჩვენს კაზუსში  ლუკას არ ჰქონდა სამართლებრივი მოთხოვნა საბას მიმართ ვალის აღიარების თაობაზე, თუმცა მას სჯეროდა, რომ მისი უფლებების უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალება ეს იყო.

ეს შეიძლება ბოლომდე არ ჩაითვალოს საკმარისად მისი ვალის აღი არების თაობაზე ლეგიტიმური ინტერესის არსებობის მისაჩნევად (თუმცა საკამათოა).

 

მაგრამ ლუკამაც არ იცოდა ბოლომდე, თუ ვის მიუძღოდა ბრალი ავარიაში.

 

საკითხის გარკვევა კი პოლიციის გარეშე შეუძლებელი იყო და, მაშასადამე, მუქარა კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებითაც გამართლებული იყო მიზნის მისაღწევად.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუქარა არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

 

 

შუალედური შედეგი

 

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შეცილების საფუძველი, სკ-ის 85- მუხლის თანახმად და ვალის აღიარების ხელშეკრულებაც ძალაში რჩება. ვინაიდან არ არსებობს შეცილების საფუძველი, აღარ გადავდივართ შეცილების დამატებითი წინაპირობების (შეცილების განცხადება, ვადა და ..) შემოწმებაზე, არამედ ვასკვნით, რომ ძალაში რჩება სკ-ის 431- მუხლის 1-ლი ნაწილის ფარგლებში დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება.

 

III.              საბოლოო შედეგი

 

 საბოლოო შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუკას აქვს საბას მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლება, სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მისი მოთხოვნა გამომდინარეობს სკ-ის 431- მუხლის მიხედვით დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან.

კაზუსიდან არ იკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მიგვანიშნებდა ლუკას მოთხოვნის შეწყვეტაზე ან საბას მიერ განხორციელების შეუძლებლობაზე. მაშასადამე, მოთხოვნა განაგრძობს არსებობას და იგი განხორციელებადია.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

სამახსოვრო:

 

·        85- მუხლის მიზნებისათვის, გარდა იმისა, რომ სახეზე უნდა იყოს მუქარა, ის, ამასთანავე, უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.

·        მუქარა არაა მართლსაწინააღმდეგო, თუ ის არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი არ შეესაბამება ერთმანეთს.

·        აქედან გამომდინარე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საშუალება და მიზანი უნდა შეფასდეს ცალ-ცალკე და ამასთანავე ერთობლიობაში, რომ დადგინდეს, რამდენად მართლსაწინააღმდეგოა მუქარა.

 

შეცილების საფუძვლების სისტემა

სკ-ს 73-ე მუხლის ,ა) პუნქტი

·        გარიგების სხეში(ტიპში) დაშვებული შეცდომისას

·        ნების გამოვლენის ნიშნებში დაშვებული შეცდომისას

სკ-ს 73-ე მუხლის ,ბ) პუნქტი

·        შინაარსში დაშვებული შეცდომისას

სკ-ს 73-ე მუხლის ,გ) პუნქტი

·        გარიგების საფუძვლებში დაშვებული შეცდომისას

სკ-ს 74-ე მუხლის 1 ნაწილი

·        კონტრაჰენტის პიროვნებაში დაშვებული შეცდომისას

სკ-ს 74-ე მუხლის მე-2  ნაწილი

·        გარიგების საგნის ძირითად თვისებაში დაშვებული შეცდომისას

სკ-ს 75-ე მუხლი

·        შეცდომა უფლებაში(ანუ სამართლებრივ შედეგში)

სკ-ს 76-ე მუხლი

·        შეცდომა გარიგების მოტივში

სკ-ს 81 -ე მუხლის 1 ნაწილი

·        მოტყუებით დადებული გარიგება(მოქმედებით)

სკ-ს 81-ე მუხლის მე-2  ნაწილი

·        მოტყუებით დადებული გარიგება(უმოქმედობით)

სკ-ს 83 -ე მუხლის 1 ნაწილი

·        მოტყუება მე-3 პირის მხრიდან

სკ-ს 85-ე მუხლი

·        იძულებით დადებული გარიგებისას

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

საცილო გარიგებანი

 

1.შეცდომით დადებული გარიგებები

 მუხლი 72. ცნება

გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

 

 

მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;

პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;

არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

 მუხლი 74. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში

1. შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ მხოლოდ მაშინ ითვლება არსებითად, როდესაც თვითონ კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებების გათვალისწინება გარიგების დადების მთავარი საფუძველია.

2. შეცდომა საგნის ძირითად თვისებებში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არსებითად, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.

 

 მუხლი 75. შეცდომა უფლებაში

შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.

მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში

შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

მუხლი 77. კონტრაჰენტის თანხმობა შეცდომით დადებულ გარიგებებში

შეცდომით ნების გამოვლენა არ შეიძლება საცილო გახდეს, თუკი მეორე მხარე თანახმაა შეასრულოს გარიგება იმ მხარის სურვილის თანახმად, რომელსაც სურს საცილო გახადოს გარიგება.

 მუხლი 78. წვრილმანი შეცდომები

წვრილმანი შეცდომები გამოანგარიშებებში ან წერილობით განხორციელებულ ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ არა შეცილების უფლებას.

მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

1. შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

 

   მუხლი 80. შეცდომა შუამავლის მიზეზით

ნების გამოვლენა, რომელიც არასწორად იქნა შეტყობინებული შუამავლად გამოყენებული პირის მიერ, შეიძლება საცილო გახდეს იმავე პირობებით, რაც 73- მუხლის მიხედვით შეცდომით დადებული გარიგება.

2. მოტყუებით დადებული გარიგებანი

 მუხლი 81. ცნება

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

 მუხლი 82. გარიგების მიჩნევა ბათილად მოტყუების გამო

მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

   მუხლი 83. მოტყუება მესამე პირის მხრიდან

1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან.

2. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება.

 

    მუხლი 84. შეცილების ვადა

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

3. იძულებით დადებული გარიგებანი

მუხლი 85. ცნება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

 მუხლი 86. იძულების ხასიათი

1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.

2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

 

  მუხლი 87. იძულება პირის ახლობელთა წინააღმდეგ

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

მუხლი 88. იძულება მართლზომიერი საშუალებებით

85–87- მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.

მუხლი 89. შეცილების ვადა

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.

 

 

 


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები