კაზუსი 17. ოდომეტრის არასწორი მაჩვენებელი (მოტყუებით დადებული გარიგების შეცილება, სკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით; შესრულების კონდიქცია, სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)


 

2012 წლის 1 ივლისს  ირაკლიმ გიგასგან  იყიდა ნახმარი ავტომობილი.

მოლაპარაკებების დროს გიგამ ირაკლის დაუმალა, რომ ავტომობილი ნაავარიევია და ძველი ნაავარიევი მოტორის ნაცვლად ჩაყენებული აქვს შედარებით ახალი მოტორი.

მან ირაკლის ძველი მოტორის ოდომეტრის ნამდვილი მაჩვენებლის, 200 000 კმ-ის, ნაცვლად მიუთითა 100 000 კმ, იმ მიზნით, რომ იგი დაეყოლიებინა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე.

ავტომობილის რეალური გარბენისა და ავარიის ფაქტის შესახებ ირაკლიმ შეიტყო 2013 წლის 2 ივლისს ნაცნობი ხელოსნისაგან, რომელსაც თვითონ გაურემონტებია ავტომობილი ავარიის შემდგომ.

იგი ძალიან გაბრაზდა, თუმცა, ვინაიდან 2013 წლის 4 ივლისს საზღვარგარეთ მიფრინავდა, გადაწყვიტა, ჩამოსვლის შემდგომ შეხმიანებოდა გიგას დამოეგვარებინა საქმე”.

2013 წლის 3 აგვისტოს იგი დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, დაურეკა გიგას და უთხრა, რომ უბრუნებს მანქანას და სურს გადახდილი ნასყიდობის თანხის უკან მიღება.

სამართლიანია ირაკლის მოთხოვნა?

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

კაზუსის ამოხსნა:

A. ირაკლის მოთხოვნა გიგას მიმართ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტის საფუძველზე (უსაფუძვლო გამდიდრება).

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

 სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტის თანახმად, ირაკლის შესაძლოა, გუგას მიმართ ჰქონდეს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე მოთხოვნა.

სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს პირის მიერ მეორისათვის შესრულების მიზნითრაიმისსამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაცემა.

 მუხლი 976. ვითომ-კრედიტორისაგან მოთხოვნის საფუძვლები

 3

1. პირს, რომელმაც სხვას [საკუთარი] ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

)[მისი] ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა[სამართლებრივი] საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

1.      პირის მიერ შესრულების მიზნით რაიმის გადაცემა (მოწმდება მუხლის  ჯერ ეს ელემენტი)

როგორც აღინიშნა, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტის წინაპირობაა - პირის მიერ მეორისათვის (ვითომკრედიტორი) შესრულების მიზნითრაიმისგადაცემა. (მთ. წინადადება)

კაზუსის მიხედვით, ირაკლიმ გიგას გაცნობიერებულად, ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, გადასცა თანხა. (სუბსუმცია)

მაშასადამე, მოცემულია(სახეზეა) ირაკლის მიერ გიგასთვის თანხის გადაცემის ფაქტი.(დასკვნა)

2.      ვითომკრედიტორის მიერ შესრულების მიღება(მოწმდება მუხლია ახლა ეს ელემენტი)

 უნდა არსებობდეს ვითომკრედიტორის მიერ შესრულების მიღება.

კაზუსიდან ირკვევა, რომ გიგამ მიიღო ირაკლის მიერ განხორციელებული შესრულება, ანუ გადახდილი თანხა და მასზე მოიპოვა საკუთრება და მფლობელობა.(სუბსუმცია)

 მაშასადამე, მან ამით მიიღო ქონებრივი სარგებელი. (დასკვნა)

3.      სამართლებრივი საფუძვლის გარეშე’’ (მოწმდება ახლა  მუხლის ეს ელემენტი სახეზეა თუ არა)

 სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმოშობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. ანუ ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხარის მიერ განხორციელებულ შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტი ასეთ შემთხვევებად მოიხსენიებს გარიგების ბათილობას ან სხვა საფუძველს, რის გამოც ვალდებულება არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შემდგომში შეწყდა.

გამომდინარე აქედან, საკითხავია,

1. შეიძინა გიგასა და ირაკლის შორის დადებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებამ სამართლებრივი ძალა ?(ანუ წარმოიშვა მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა)?

და

2.თუ ეს ასეა,ხომ არ არის იგი ბათილი მისი დადების მომენტიდან (ირაკლის მიერ განხორციელებული შეცილების გამო)?

 

. ნასყიდობის ხელშეკრულება (ჯერ ეს შევამოწმოთ სახეზეა?)

ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში შედის ოფერენტისა და აქცეპტანტის ორი ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენის, ოფერტისა და აქცეპტის შედეგად (იხ. სკ-ის 329- და მომდევნო მუხლები). (დეფინიცია)

კაზუსიდან უპრობლემოდ ვადგენთ, რომ გიგამ და ირაკლიმ 2012 წლის 1 ივლისს დადეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება ნახმარ ავტომობილზე(სუბსუმცია)

ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო(დასკვნა)

 

ბ.ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა

 სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლოა, გიგასა და ირაკლის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იყოს მისი დადების მომენტიდან (ex tunc).

 ამის წინაპირობა კი არის [ირაკლის მიერ სკუთარი]გამოვლენილი ნების სამართლებრივად ნამდვილი შეცილება.

  მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

 

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

 

შეცილება რომ ნამდვილი იყოს, უნდა არსებობდეს:

 

ა)“ შეცილების საფუძველი ''

და (იმავდროულად)

ბ)შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისადმი შეცილების განცხადება (სკ-ის 59- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები)

 

მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

 

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს

 

 

. შეცილების საფუძველი (ვამოწმებთ სახეზეა თუ არა)

 

ირაკლის მიერ განხორციელებული შეცილების საფუძველი შესაძლოა იყოს მოტყუებით დადებული გარიგება(სკ-ის 81- მუხლის მიხედვით)

მუხლი 81. ცნება(მოტყებით დადებული გარიგებანი)

 

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

განვიხილოთ მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების წინაპირობები:

 

a. მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედება( მოწმდება სახეზეა თუ არა ასეთი რამ)

 სკ-ის 81- მუხლის წინაპირობების მიხედვით, უნდა არსებობდეს(სახეზე უნდა იყოს) ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ მეორის მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედება.(მთ.წინ.)

 მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედება არის ნებისმიერი მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც მიზნად ისახავს მხარისთვის მცდარი ფაქტების ან ინფორმაციის მიწოდებას, შექმნას ან დამალვას. ამგვარად, ეს(მოტყუება) შესაძლებელია მოხდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. (დეფინიცია)

ოდომეტრის მაჩვენებლის არასწორი მითითებით, გიგამ აშკარად მოატყუა ირაკლი, რამეთუ იგი მოქმედებდა განზრახვით, დაეყოლიებინა ირაკლი ხელშეკრულების დადებაზე. გარდა ამისა, გიგამ დაუმალა ირაკლის მანქანის ავარია.

ამ დროს საკითხავია, იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი სპეციალურად არ ჰკითხავს გამყიდველს ავარიის ან მსგავსი დეფექტის შესახებ, მაინც ეკისრება გამყიდველს ვალდებულება, მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია ავარიის შესახებ?

კეთილსინდისიერების პრინციპის (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად და საბაზრო შეხედულების გათვალისწინებით, ასეთი ვალდებულება მაშინ ეკისრება გამყიდველს, როდესაც ცალსახაა, რომ დამალულ ფაქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ და ზეგავლენას მოახდენენ ხელშეკრულების მხარის ნების ჩამოყალიბებაზე. (ამ პრინციპს განამტკიცებს სკ-ის 81- მუხლის 1-ლი და მე-2 წინადადებაც).

  მუხლი 8. კერძო სამართლის სუბიექტები

3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი

 მუხლი 81. ცნება

 

1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

 

პირს უფლება აქვს, საცილო გახადოს გარიგება, თუ მეორე მხარემ მას დაუმალა ისეთი გარემოებები, რომელთა გამჟღავნების შემთხვევაში ის გარიგებას არ დადებდა.

[მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ]გამჟღავნების ვალდებულება  არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ

გიგას ეკისრებოდა ვალდებულება, ირაკლისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ავტომობილის ავარიის შესახებ. ვინაიდან მან დამალა ინფორმაცია, სახეზე გვაქვს ვალდებულების დარღვევა, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს უმოქმედობით განხორციელებულ მოტყუებად.

მნიშვნელოვანი გარემოების დამალვად შესაძლოა მივიჩნიოთ ასევე მოტორის შეცვლის შეუტყობინებლობა.

კეთილსინდისიერების პრინციპის მიხედვით და საბაზრო შეხედულების გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიგას ეკისრებოდა შეცვლილი მოტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. თუმცა შეცვლილი მოტორი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ჩაითვალოს მანქანის ღირებულების გაზრდად და არა შემცირებად, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ გამყიდველს არ ეკისრება გამჟღავნების ვალდებულება, ვინაიდან ეს ფაქტი მყიდველისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, უარყოფითი შედეგის მომტანი არ არის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საბაზრო შეხედულებას, შეცვლილი მოტორი მანქანის შეძენისას არის მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მყიდველის ნების ჩამოყალიბებაზე.

მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გიგას მიერ მოტორის შეცვლის ფაქტის დამალვაც უმოქმედობით ჩადენილი მოტყუებაა.

 

b. მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა ( ანუ  ახლა ვამოწმებთ  ეს მოტყუება  მართლწესრიგს არღვევს თუ არა)

მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო.(შეცილების უფლება რომ ნამდვილი იყოს)

მოტყუება მაშინ არის მართლსაწინააღმდეგო, როდესაც იგი ეწინააღმდეგება მართლწესრიგს.

კაზუსში არ არის რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც გიგას მიერ იეაკლის მოტყუების ფაქტს გაამართლებდა(სუბსუმცია)

მაშასადამე, ვასკვნით, რომ  გიგას მიერ ირაკლის მოტყუება მართლსაწინააღმდეგოა.

 

g. მცდარი წარმოდგენა ხელშეკრულების საგანზე( ახლა ვამოწმებთ  მოტყუდა თუ არა  კეთილსინდისიერი  მხარე)

 

 გარდა ზემოაღნიშნული წინაპირობებისა, უნდა არსებობდეს შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მცდარი წარმოდგენა ნასყიდობის საგანზე რომელიც მას  არასწორი მონაცემების მიწოდების(მოტყუების)  შედეგად შეექმნა.(მთავარი წინადადება))

 გიგას მიერ ავტომობილის შესახებ არასწორი მონაცემის მიწოდებით ირაკლის არასწორი წარმოდგენა შეექმნა მანქანის მიერ გავლილი კილომეტრაჟის შესახებ, ხოლო ავარიისა და მოტორის შეცვლის ფაქტის დამალვამ იგი შეიყვანა შეცდომაში.

მაშასადამე, სახეზეა ირაკლის მცდარი წარმოდგენა ნასყიდობის საგნის(ავტომობილის) შესახებ.(დასკვნა)

 

d. მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და მცდარ წარმოდგენას შორის(ახლა ვამოწმებთ მაინცდამაინც მეორე მხარის  ქმედებებმა მოატყუა თუ სხვა რამემ მოტყუებული მხარე)

 

 სახეზე უნდა იყოს ასევე მიზეზშედეგობრივი  კავშირი მოტყუებასა და პირის მცდარ წარმოდგენას შორის.

მიზეზშედეგობრივი  კავშირის განმარტებას მოტყუებით დადებული გარიგებებისთვის იძლევა სკ-ის 81- მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადება („ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა”).

ნორმის ფორმულირების გათვალისწი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, თუ გიგა ირაკლის არ მოატყუებდა, ირაკლის არ შეექმნებოდა მცდარი წარმოდგენა და არ დადებდა გარიგებას.

კაზუსიდან გამომდინარეობს, რომ გიგას მიერ ირაკლისადმი მიწოდებულმა მცდარმა ინფორმაციამ გარბენის შესახებ და მოტორის შეცვლისა და ავარიის ფაქტის დამალვამ ზეგავლენა მოახდინა ირაკლის ნების ფორმირებაზე.

მაშასადამე, სახეზეა მიზეზშედეგობრივი კავშირი მოტყუებასა და მცდარ წარმოდგენას შორის

 

e. განზრახ მოქმედება (ახლა ვამოწმებთ  სახეზეა თუ არა მუხლის ელემენტი „განზრახ’’)

 

სკ-ის 81- მუხლის თანახმად, პირი მოტყუების მომენტში უნდა მოქმედებდეს განზრახვით. საკითხის განსჯისას მნიშვნელოვანია განზრახვის ელემენტი და არა ის, თუ რა მიზნით მოქმედებდა პირი მოტყუების დროს (სკ-ის 82- მუხლი).

გიგა მოქმედებდა განზრახ, რადგან მან გარემოებების შესახებ ინფორმაცია შეგნებულად არასწორად მიაწოდა ირაკლის.

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

f. შეცილების ვადა (ახლა ვამოწმებთ დაცულია თუ არა შეცილების ვადა)

 სკ-ის 84- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში შეცილება უნდა განხორციელდეს შეცილების შესახებ საფუძვლის შეტყობიდან ერთი წლის განმავლობაში.

ირაკლიმ მოტყუების ფაქტის შესახებ შეიტყო ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდგომ.

ამრიგად, ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის დენაც დაიწყო შეტყობის მომენტიდან.

ერთი თვის შემდგომ, როცა იგი ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, დაურეკა გიგას და თავისი ადრე გამოვლენილი ნება საცილო გახადა.

მაშასადამე, დაცულია სკ-ის 84- მუხლის 1-ლი ნაწილის წინაპირობები. ანუ შეცილების ვადა დაცულია;

 

. შეცილების განცხადება’’ (ახლა ვამოწმებთ მოტყუებულმა მხარემ განაცხადა თუ არა შეცილება)

 

 სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, სავალდებულოა მეორე მხარისათვის   შეცილების განცხადება(!)

   მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

 

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

 შეცილების განცხადებისთვის არ არის სავალდებულო, რომ შეცილების განმცხადებელმა პირმა მეორე მხარისადმი გამოვლენილ ნებაში მაინცდამაინც სიტყვაშეცილებაგამოიყენოს. საკმარისია, როდესაც იგი ხელშეკრულების მეორე მხარეს განუცხადებს, რომ [საკუთარი] ნების ნაკლის გამო ღა სურს გარიგების შესრულება.

ირაკლიმ განუცხადა გიგას, რომ, ვინაიდან შეიტყო მოტყუების შესახებ, აღარ სურს, იყოს ხელშეკრულებით შებოჭილი, უნდა მანქანის დაბრუნება და გადახდილი თანხის უკან მიღება.

მაშასადამე, სახეზეა ირაკლის მიერ გიგას მიმართ შეცილების განცხადება.

 

. შეცილების გამორიცხვა( ბოლოს ვამოწმებთ ხომ არ აქვს ეცილების უფლება დაკარგული მოტყებულ მხარეს)

83- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოტყუებით დადებული გარიგების შეცილება გამორიცხულია იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებს.

კაზუსიდან არ ვლინდება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მიგვანიშნებდა, რომ ირაკლიმ იცოდა გიგას მიერ მისი მოტყუების ფაქტი.

თვითონ ირაკლი  კი კეთილსინდისიერად მოქმედებდა.

 მაშასადამე, არ არსებობს შეცილების გამორიცხვის რაიმე საფუძველი.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

 შუალედური შედეგი

 

მოტყუებით დადებული გარიგების შეცილება ნამდვილია( სკ-ის 81- და მომდევნო მუხლების წინაპირობები დაცულია.)

 მაშასადამე, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გიგასა და ირაკლის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია დადების მომენტიდან.

ვინაიდან გიგასა და ირაკლის შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, მაშასადამე, სახეზეა სკის 976- მუხლის 1-ლი ნაწილის ქვეპუნქტის წინაპირობა.

ირაკლის მიერ გიგასთვის თანხის გადაცემას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი.(!)

 

სამართლებრივი შედეგი (ანუ საბოლოო დასკვნა)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგას ეკისრება ირაკლისადმი თანხის ანაზღაურების ვალდებულება, სკ-ის 976- მუხლის 1-ლი ნაწილისქვეპუნქტის მიხედვით. სკ-ის 980- მუხლის მიხედვით, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მანქანის გადაცემის სანაცვლოდ და ერთდროულად.(ანუ ამან მანქანა უნდა დააბრუნოს იმან ფული)  მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველი კაზუსიდან არ იკვეთება და, ამასთანავე, მოთხოვნა განხორციელებადია.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

სამახსოვრო!

 მოტყუების მიზნით განხორციელებული ქმედება არის ნებისმიერი მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც მიზნად ისახავს მხარისთვის მცდარი ფაქტების ან ინფორმაციის მიწოდებას, შექმნას ან დამალვას.

მოტყუება შესაძლებელია როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით.

უმოქმედობით მოტყუებად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც, კეთილსინდისიერების პრინციპისა და საბაზრო შეხედულების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ დამალულ ფაქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ და ზეგავლენას მოახდენენ ხელშეკრულების მხარის ნების ჩამოყალიბებაზე

xxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxx

კონდიქცი - უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნა.
შესრულების კონდიქცია გულისხმობს მიზანმიმართული, თუმცა წარუმატებლად გადაცემული ქონებრივი ღირებულების დაბრუნებას საწყის მდგომარეობაში.

შესრულების კონდიქციისა და ხელშეკრულებიდან გასვლის მომწესრიგებელი ნორმების ფუნქცია ანალოგიურია, მაგრამ მათში არის ის განსხვავება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არ იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

კონდიქციური ვალდებულებისას კი მისი სამარტლებრივი საფუძვლის ბათილობა განაპირობებს პირვენდელი მდგომარეობის დგენა და მხარეებიც ვალდებულნი არიან შესრულება უკან დააბრუნონ

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები