კაზუსი 16. „ფორდ-მუსტანგი GT”- (შეცდომა თვისებრიობაში, სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით და შეცილების შესახებ ნორმების კონკურენცია ნაკლის პასუხისმგებლობის ნორმებთან)
ლევანს სურს, ნახმარი ავტომობილებით მოვაჭრე გუგასგან შეიძინოს
სპორტული ავტომობილი. გუგას ავტოპარკის დათვალიერების შემდგომ
იგი არჩევანს შეაჩერებს ორ ცალ 2008 წლის გამოშვება წითელ „ფორდმუსტანგ GT-ზე”, რომლებიც
ძალიან ჰგვანან
ერთმანეთს. ამ
ორიდან ლევანი აარჩევს ერთ-ერთს,
რომლის დროებითი ნომერიც არის MUS1010 და
რომლის ღირებულებაცაა 30 000 აშშ-ის დოლარი.
გუგა ლევანს
მიიპატიჟებს თავის
ოფისში ხელშეკრულების დასადებად. ორივეს შეეშლება და ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნად ჩაწერენ მეორე „ფორდ-მუსტანგ GT”-ს დროებით ნომერს – MUS1001, რომლის ფასი 35 000 აშშ-ის დოლარია.
ხელშეკრულების დადების
დროს ორივეს ეგონა, რომ ნასყიდობა ფორმდებოდა ლევანის მიერ მოწონებულ MUS1010 დროებითნომრიან „ფორდ-მუსტანგ GT”-ზე.
ვინაიდან ლევანმა
ბანკისგან უნდა
აიღოს სესხი,
რომლის დამტკიცებას დრო სჭირდება,
ისინი თანხმდებიან, რომ ლევანი ერთი კვირის შემდგომ გამოივლის, წაიყვანს მანქანას და გადაიხდის ფულს.
მეორე დღეს
ლევანს სახლში
ესტუმრება თავისი
მეგობარი ვახო, რომელიც
მანქანების ხელოსანია.
იგი ეტყვის ლევანს, რომ MUS1010 დროებითნომრიანი „ფორდ-მუსტანგი GT” მძიმედ ნაავარიევი ჩამოვიდა ამერიკიდან და იმპორტიორმა ფირმამ იგი (მანქანა) მის სახელოსნოში შეაკეთა. იგი თავად მონაწილეობდა მანქანის გარემონტებაში.
ერთი კვირის
შემდგომ გუგა
სთხოვს ლევანს
MUS1010 დროებითნომრიანი მანქანის
წაყვანას და
სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდას.
ლევანს არავითარ
შემთხვევაში აღარ სურს მანქანის წამოყვანა.
იგი გაბრაზებულია, რომ გუგამ მას მანქანის ნაკლი დაუმალა.
ლევანი აცხადებს,
რომ არ
იცოდა მანქანის
ავარიის შესახებ
და, ბუნებრივია, არ სურს ნაკლიანი მანქანის ყიდვა.
შეუძლია გუგას, ლევანისგან მოითხოვოს „ფორდ-მუსტანგ GT”-ს მიღება და სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდა?
A. გუგას მოთხოვნა ლევანის მიმართ „ფორდ-მუსტანგ GT”-ს მიღებასა და სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდაზე, სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით
შესაძლოა, გუგას
ჰქონდეს ლევანის
მიმართ მოთხოვნა
„ფორდ-მუსტანგ
GT”-ს მიღებასა
და სანაცვლოდ
30 000 აშშ-ის
დოლარის გადახდის
თაობაზე, სკ-ის 477-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მიხედვით.
I.
მოთხოვნის წარმოშობა
იმისათვის, რომ გუგას ჰქონდეს
ლევანის მიმართ
„მუსტანგ GT”-ს მიღებასა და
სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის დოლარის გადახდაზე
მოთხოვნა, უნდა არსებობდეს მათ
შორის დადებული
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.
ფაბულის მიხედვით
ვადგენთ, რომ
ლევანმა გუგას
ავტოპარკში ორი
წითელი „ფორდ-მუსტანგ GT”-დან
ამოარჩია ერთ-ერთი, დროებითნომრიანი MUS1010. მათ ხელშეკრულებაში შეცდომით
ჩაწერეს დროებითი
ნომერი MUS1001, თუმცა
ორივეს წარმოდგენით ნასყიდობა დაიდო
„ფორდმუსტანგ GT”-ზე,
რომლის ნომერიც
არის MUS1010. მიუხედავად ამისა,
მხარეთა ნების განმარტებით, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ხელშეკრულება დაიდო ლევანის მიერ შერჩეულ მანქანაზე და არა ხელშეკრულებაში განსაზღვრულზე (MUS1001), ვინაიდან მხარეთა ნების განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, სადაც უპირატესობა ენიჭება მხარეთა რეალურ ნებას და არამარტო სიტყვასიტყვით აზრს. ამ
შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი falsa demonstratio non nocet (ლათ., ხელშეკრულების საგნის არასწორი მითითება ხელშეკრულების არსს არ ცვლის).
ამ დროს
ნების გამოვლენის ობიექტური შინაარსი არარელევანტურია და, შესაბამისად, მხარეთა
ერთობლივად განსაზღვრულ მცდარ სახელწოდებას ყურადღება არ ექცევა (იხ.
კაზუსი 9).
მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლევანმა და გუგამ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება MUS1010 დროებითნომრიან „ფორდ-მუსტანგ GT”-ზე.
II. მოთხოვნის შეწყვეტა
1. შეთანხმების ნამდვილობა
კაზუსის მიხედვით,
ლევანმა მოგვიანებით,
მას შემდეგ, რაც შეიტყო მანქანის ნაკლის შესახებ, გუგას უარი განუცხადა მანქანის წამოყვანასა და ფასის გადახდაზე.
მისი ეს
მოქმედება შესაძლოა, შეფასდეს შეცილებად, რაც გამოიწვევდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას მისი დადების მომენტიდან (სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადება).
ბათილობა
კი, თავის
მხრივ, მოთხოვნის შეწყვეტის საფუძველია.
2. შეცილების ადრესატის მიმართ
შეცილების გაცხადება, სკ-ის
59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება
სკ-ის
59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადების მიხედვით, სახეზე უნდა
იყოს შეცილების გაცხადება
ხელშეკრულების მეორე მხარისადმი.
ლევანის განცხადება, რომ მას
არავითარ შემთხვევაში აღარ სურს
მანქანის წამოყვანა,
შესაძლოა, შეფასდეს როგორც შეცილებაზე ნების გამოვლენა.(ანუ შეცილების განცხადება)
3.
შეცილების საფუძველი
იმისათვის, რომ
შეცილება ნამდვილი იყოს,
შეცილების გაცხადების გარდა,
სახეზე უნდა
იყოს შეცილების საფუძველი:
ა) შესაძლოა, სახეზე
იყოს შეცილება მოტყუებით დადებული გარიგების გამო( სკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით).
სკ-ის 81-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ, თუ პირი მოატყუეს გარიგების დადების მიზნით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს
ხდება მაშინ,
როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე,
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე
უნდა იყოს
განზრახვის ელემენტი,
ანუ, ჩვენს
შემთხვევაში, გუგა განზრახ უნდა მოქმედებდეს ლევანის მოტყუების მიზნით.
განზრახ იმოქმედებდა გუგა, როდესაც მას ეცოდინებოდა მანქანის მძიმე ავარიის შესახებ და ამას დაუმალავდა ლევანს, რათა ამ ინფორმაციას მისი ნების ჩამოყალიბებაზე გავლენა არ მოეხდინა.
თუმცა კაზუსში
არ ჩანს, რომ გუგამ იცოდა „ფორდ-მუსტანგ GT”-ს ავარიის შესახებ.
შეიძლება, გუგამ,
როგორც ამ
საქმეში გამოცდილმა ბიზნესმენმა, დაუდევრობით (გაუფრთხილებლობით) არ იცოდა მანქანის ავარიის შესახებ,
თუმცა ეს მაინც ვერ წარმოშობს შეცილებაზე უფლებას, სკ-ის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.
ბ) შეცილების საფუძვლად შესაძლოა, ასევე განხილულ
იქნეს „ნივთის ღირებულების (საბაზრო) განმსაზღვრელ თვისებრიობაში დაშვებული შეცდომა’’(სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით).
თუმცა აქ
საკითხავია, რამდენად
არის შესაძლებელი, ნასყიდობის ნივთის ნაკლის შემთხვევაში( სკ-ის 74-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მიხედვით) ნივთის ღირებულების (საბაზრო) განმსაზღვრელ თვისებრიობაში დაშვებული შეცდომის გამო შეცილების განხორციელება.
იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის ნაკლი, ყოველთვის დაისმის შეკითხვა:
დასაშვებია შეცილების შესახებ ნორმების გამოყენება და ამით ხელშეკრულების ბათილობის გამოწვევა,
თუ
უპირატესი გამოყენება ენიჭება ნასყიდობის სამართალში მოწესრიგებულ ნაკლის გამო პასუხისმგებლობის ნორმებს?
4.
შუალედური შედეგი
მაშასადამე, შეცილების შესახებ ნორმების გამოყენება გამოირიცხება, ვინაიდან უპირატესად მოქმედებს ნასყიდობის სამართალში მოწესრიგებული ნაკლის გამო პასუხისმგებლობის ნორმები.
5. ლევანის უარი ხელშეკრულების
შესრულებაზე – ხელშეკრულებიდან გასვლა
როგორც აღინიშნა,
ლევანი ვერ განახორციელებს შეცილების უფლებას, ვინაიდან
ნასყიდობის საგნის
ნაკლის შემთხვევაში გამოიყენება ნასყიდობის სამართალში მოცემული ნაკლის გამო პასუხისმგებლობის ნორმები;
სკ-ის
490-ე მუხლის თანახმად:
„თუ გაყიდული
ნივთი ნაკლის
მქონეა, გამყიდველმა ან უნდა
გამოასწოროს ეს
ნაკლი, ან,
თუ საქმე
ეხება გვაროვნულ
ნივთს, შეცვალოს
იგი საამისოდ
აუცილებელ ვადაში“.
სკ-ის 382-ე მუხლი ადგენს, რომ:“ გვაროვნული ნივთი არის ისეთი ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება.“ გვაროვნული ნივთის შემთხვევაში, გამყიდველი ყოველთვის ვალდებულია, შეასრულოს ვალდებულება, ანუ ნაკლიანი ნივთი შეცვალოს ახლით.
თუმცა ყურადღება
უნდა მიექცეს
სკ-ის 381-ე მუხლს, რომე- ლიც ადგენს, რომ : „თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი, კრედიტორი არ არის ვალდებული, მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე“.
ლევანმა გუგას
ავტომობილების პარკში
ამოირჩია MUS1010 დროებითნომრიანი „ფორდ-მუსტანგი
GT .
შესაბამისად, საქმე ეხება ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს.
მაშასადამე, ლევანი არ არის ვალდებული, მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც მეორე MUS1001 დროებითნომრიანი „ფორდ-მუსტანგი GT”, რომელიც შეთანხმებულზე 5000 აშშ-ის დოლარით ძვირია. გუგას მიერ ნაკლის გამოსწორებაც შეუძლებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნაკლი (მძიმე ავარია) თავისი ბუნებით გამოუსწორებადია.
შესაბამისად, სკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გამოირიცხება დამატებით შესრულება, ვინაიდან
მას ისედაც
„არავითარი შედეგი არ ექნება”.
იმ შემთხვევაში, როდესაც გამოირიცხება მყიდველის მოთხოვნა დამატებით შესრულებაზე, მას რჩება ორი ალტერნატივა მოითხოვოს :
1. ხელშეკრულებიდან გასვლა ან 2. ფასის შემცირება.
კაზუსიდან ჩანს,
რომ ლევანს აღარ სურს მანქანის წამოყვანა და ფასის გადახდა.
შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს, სკ-ის 355-ე მუხლის მიხედვით, მეორე მხარისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის განცხადებად.
მუხლი 355. შეტყობინების ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლისას
ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
II.
საბოლოო შედეგი
გუგა ვერ მოითხოვს ლევანისგან „ფორდ-მუსტანგ GT”-ს მიღებასა და
სანაცვლოდ 30 000 აშშ-ის
დოლარის გადახდას, სკ-ის 477-ე მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოთხოვნა შეწყდა „ხელშეკრულებიდან გასვლით( სკ-ის 405-ე, 352-ე და 355-ე მუხლების თანახმად)
მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
1.
თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:
ა ) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება;
ბ ) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
გ ) მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.
3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.
4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:
ა ) საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;
ბ ) საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა;
გ ) საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას
1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
საკითხის
გაღრმავებისათვის:
შეცილებისა
და ნაკლის
გამო პასუხისმგებლობის
ნორმების გამოყენებას
სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი მოაქვს.
შეცილების შედეგად ხელშეკრულება ბათილდება მისი დადების მომენტიდან და მხარეებს
ეკისრებათ ვალდებულება, მიღებული
შესრულებები ერთმანეთს უკან დაუბრუნონ.
ნასყიდობის სპეციალური ნორმების თანახმად,
ნივთის ნაკლის შემთხვევაში მყიდველი
პირდაპირ ვერ
მოშლის ხელშეკრულებას.
მან გამყიდველს უნდა დაუთქვას დამატებითი შესრულებისთვის ვადა,
ხოლო თუ
ეს უკანასკნელი
არ გამოასწორებს
ნაკლს, ან
არ მიაწვდის
ახალ უნაკლო
ნივთს, მხოლოდ
ამის შემდგომ
გავიდეს ხელშეკრულებიდან.
გამყიდველის
უფლება მეორე
შესრულებაზე, ანუ
იმაზე, რომ
მას მიეცეს
მეორე შანსი,
ჯეროვნად შეასრულოს
თავისი ვალდებულება,
ვერ იმოქმედებდა, თუ მყიდველს
მივცემდით
უფლებას,
ნივთის ნაკლი
თვისებრიობაში დაშვებულ
შეცდომად მიეჩნია
და
შეცილებით ბათილობა
გამოეწვია.
ეს რომ ავიცილოთ თავიდან, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უნდა
გამოირიცხოს ნასყიდობის
ხელშეკრულების შეცილება
ნასყიდობის ნივთში დაშვებული შეცდომის გამო მაშინ,
როდესაც იგი, იმავდროულად, ნასყიდობის ნივთის ნაკლს ქმნის.
განსხვავდება ასევე ხანდაზმულობის ვადებიც.
შეცილების
ვადა ერთი
თვეა, რომელიც აითვლება
შეცილების საფუძვლის შეტყობის
მომენტიდან.
ხოლო ნასყიდობის საგნის ნაკლის გამო წარმოშობილ მოთხოვნებზე
ვრცელდება
სკ-ის
129-ე მუხლის
1-ლ ნაწილში
განსაზღვრული სახელშეკრულებო
მოთხოვნების ხანდაზმულობის
3-წლიანი ვადა.
თუმცა საკითხავია, რა მომენტიდან აითვლება
3 წელი.
სკ-ის 130-ე მუხლის ზოგადი რეგულირების მიხედვით,
ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო
ან უნდა
შეეტყო უფლების
დარღვევის შესახებ.
ჩვენ ვიცით, რომ ნასყიდობის სამართალში მოქმედებს
ნივთის შემთხვევითი
დაღუპვისა და
გაუარესების რისკი,
რაც
გულისხმობს,
რომ
ნივთის დაღუპვის რისკი გადადის მყიდველზე მასზე ნივთის გადაცემის მომენტიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ მყიდველი ხდება
პასუხისმგებელი ყველა
სახის ნაკლზე,
რომელიც გადაცემის
მომენტიდან წარმოიშობა.
ვინაიდან ნასყიდობის სამართალში
არ არის
დარეგულირებული ხანდაზმულობის
სპეციალური ვადები,
ნივთის ნაკლის
გამო პასუხისმგებლობის
შემთხვევებისთვის მიზანშეწონილია,
სკ-ის
129-ე მუხლის
1-ლ ნაწილში
განსაზღვრული სახელშეკრულებო
მოთხოვნების ხანდაზმულობის
3-წლიანი ვადა
სკ-ის 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სკ-ის 130-ე მუხლი ერთობლიობაში განიმარტოს იმგვარად, რომ ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა დაიწყოს ნივთის მყიდველზე გადაცემის მომენტიდან და არა იმ მომენტიდან, როდესაც მყიდველი შეიტყობს ნაკლის შესახებ. აღნიშნულის დასკვნის საფუძველს გვაძლევს სკ-ის 130-ე მუხლის ფორმულირებაც, რომელიც ამბობს,
რომ
ვადა
აითვლება
იმ
მომენტიდან,
როდესაც
პირმა
შეიტყო
ან
უნდა
შეეტყო
უფლების
დარღვევის
შესახებ.
როგორც წესი, ნივთი მყიდველზე გადაცემით ხვდება მისი ფაქტობრივი ბატონობის სფეროში. ეს
კი მას
აძლევს შესაძლებლობას,
ნივთი დაწვრილებით
გამოიკვლიოს. შესაბამისად, არ იქნებოდა
სამართლიანი,
მყიდველს
(მოძრავი)
ნივთი
შეეძინა
და,
მაგ., 4 წლის შემდეგ წარედგინა სასამართლოში სარჩელი ნაკლის თაობაზე,
იმ დასაბუთებით, რომ მან ნაკლი ნივთის მიღებიდან 1 წლის შემდეგ აღმოაჩინა, ხოლო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო მის მიერ ნაკლის აღმოჩენიდან.
გარდა ამისა, საკითხს უნდა შევხედოთ გამყიდველის პოზიციიდანაც. გამყიდველს
უნდა შეეძლოს,
განსაზღვროს ის
პერიოდი, რა
პერიოდშიც მას
შესაძლოა, მოუწიოს
ნაკლის გამო
პასუხისმგებლობა. უსამართლოა,
მყიდველს
დამატებით
3 წელი
მიეცეს
უფლებების
რეალიზებისთვის
იმ
მომენტიდან,
როდესაც
იგი
შეიტყობს
ნაკლის
შესახებ.
ზემოაღნიშნულ მსჯელობას ეწინააღმდეგება ასევე შეცილების ვადაც, რომელიც ადგენს, რომ მყიდველს
შეუძლია, განახორციელოს შეცილება
იმ მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში, როდესაც იგი შეიტყობს
ნაკლის შესახებ.
აზრს დაკარგავს ნაკლის
გამო წარმოშობილი
უფლებების განხორციელების
ვადა – ნივთის გადაცემიდან 3 წლის განმავლობაში,
თუ მყიდველს
შესაძლებლობა ექნება,
ნაკლის გამო პასუხისმგებლობის ნორმებს გვერდი აუაროს
და
შეცილებით ხანდაზმულობის
ვადა „აღადგინოს”.
სამართლებრივი შედეგებისა და ვადების გარდა, საკითხავია ასევე, თუ რამდენად შეუძლია მოქმედება
ნაკლის გამო წარმოშობილ უფლებებს ნასყიდობის
ნივთის გადაცემამდე.
როგორც
წესი,
დამატებითი შესრულების,
ხელშეკრულებიდან გასვლის,
ფასის შემცირების,
ან ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნები,
რომლებიც ნაკლის არსებობის გამო წარმოიშობა, მყიდველს შეუძლია, გამყიდველს
წარუდგინოს
მას
შემდეგ,
რაც
იგი
ნივთს
მიიღებს.
ამ მხრივ შეცილებასა და ნასყიდობის სამართალს შორის კონკურენცია არ წარმოიშობა.
თუმცა, თუ ნაკლი გამოუსწორებადია, ნაკლის გამო წარმოშობილი უფლებები
მყიდველს ნივთის გადაცემამდეც უნდა მივანიჭოთ.
როგორც
წესი,
გამყიდველს უნდა
შეეძლოს, რისკის
გადასვლამდე ნივთი
შეცვალოს და
ამით ჯეროვნად
შეასრულოს ხელშეკრულება.
გამოუსწორებადი ნაკლის შემთხვევაში არ შეიძლება მყიდველი
ვაიძულოთ, რომ ნივთი მიიღოს და სანაცვლოდ ფული გადაიხადოს იმიტომ, რომ მოგვიანებით ნაკლის გამო თავისი უფლებების განხორციელება შეძლოს.
ჩვენს შემთხვევაში „ფორდ-მუსტანგ GT”-ს გამოუსწორებადი
ნაკლი
აქვს
და
ეს
ნაკლი
არსებობდა
მყიდველზე
(ლევანზე)
რისკის
გადასვლამდე.
მიუხედავად იმისა, შესაძლოა, გამონაკლისის სახით შეცილება დაშვებულ იქნეს, უნდა აღინიშნოს, რომ უნაკლო
ნივთის მიწოდება,
სკ-ის
487-ე მუხლის
თანახმად, გამყიდველის
ვალდებულებაა და
ამ ვალდებულების
დარღვევა იწვევს
მყიდველის დამატებითი შესრულების მოთხოვნის,
და არა
შეცილების, უფლებას.
კანონმდებლის მიზანია, მიაღწიოს ხელშეკრულების შესრულებას, რაც გულისხმობს,
რომ
არც დაღუპვის
რისკის გადასვლამდე
და არც
მის შემდგომ
არ უნდა
ჰქონდეს მყიდველს
იმის უფლება,
ნივთის თვისებრიობაში დაშვებული შეცდომის გამო, რომელიც იმავდროულად ნივთის ნაკლს ქმნის,
ხელშეკრულება შეცილებით გააბათილოს
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სამახსოვრო!
ზემოაღნიშნულ
კაზუსში
განხილულია
ნივთის
თვისებრიობაში
დაშვებული
შეცდომის
საფუძველზე
შეცილების
უფლების
კონკურენცია
ნივთის
ნაკლის
პასუხისმგებლობის
ნორმებთან.
შეცილების უფლება, სკ-ის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით,
ყოველთვის გამოირიცხება
მაშინ, როდესაც
მყიდველი განაცხადებს
პრეტენზიას ნივთის ნაკლის გამო, რაც დაკავშირებულია ნივთის თვისებრიობასთან.
ამ წესისგან განსხვავებით, სკ-ის 74-ე მუხლის მეორე ნაწილით
განსაზღვრული,
თვისებრიობაში დაშვებული შეცდომის გამო
შეცილების უფლება უნარჩუნდება გამყიდველს (იხ., მაგალითად, კაზუსი 15, ფიროსმანის გაუჩინარებული ნახატი).
Комментарии
Отправить комментарий