კაზუსი 15. ფიროსმანის გაუჩინარებული ნახატი -(შეცდომა თვისებრიობაში, სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით; ნივთის ღირებულების განმსაზღვრელი თვისებრიობა; ვინდიკაცია)
საწყისი კაზუსი:
დედისერთა ნიკამ
მშობლების
გარდაცვალების
შემდგომ
მემკვიდრეობით მიიღო
ზეთის
საღებავებით
შესრულებული
რამდენიმე ნახატი,
რომლებიც
მე-19
საუკუნის
მეორე
ნახევრით
და
მე-20
საუკუნის
1-ლი
ნახევრით
თარიღდებიან.
ნახატები შესრულებულია ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ.
ნიკას სურს,
ერთ-ერთი
ნახატი, რომელზეც
გამოსახულია ძველი
თბილისის პეიზაჟი,
მიჰყიდოს ხელოვან თემურს.
ვინაიდან ნახატი დიდი ზომისაა, ნიკა სთავაზობს თემურს,
მივიდეს მასთან
სახლში ნახატის
სანახავად.
თემურს
ძალიან
მოეწონა თბილისის
პეიზაჟი და
ნიკას შეუთანხმდა
10 000 ლარად მის შეძენაზე.
შეთანხმების მიხედვით, თემურმა სურათი ერთი
კვირის განმავლობაში
უნდა წაიღოს
და გადახდაც
ამის შემდგომ
განხორციელდება.
ნიკას კიდევ სურს სხვა ნახატების გაყიდვა და ამ მიზნით თავის
სახლში მიიპატიჟებს
ხელოვან ბესოს,
რომელიც ასევე
ნახატების ექსპერტია.
ბესო დაათვალიერებს ნახატებს და მისი ყურადღება შეჩერდება სურათზე, რომელზეც გამოსახულია თბილისის პეიზაჟი.
ამ ნახატის ქვედა ფენაში იგი ამოიცნობს ფიროსმანის გაუჩინარებულ ნახატს –
„თბილისელი მიკიტნები”, რომელსაც უცნობმა მხატვარმა თბილისის პეიზაჟი გადაახატა.
ფიროსმანის
ნახატი
„თბილისელი
მიკიტნები”
მე-19
საუკუნის
მიწურულით
თარიღდება
და,
გადმოცემის
მიხედვით,
ის
ფიროსმანმა
თავის
მეგობარ
უცნობ
მხატვარს
აჩუქა,
რომელმაც
მასზე
თბილისის
პეიზაჟი
გადაახატა.
„თბილისელი მიკიტნების” ფასი „თბილისის პეიზაჟს” ხუთჯერ აჭარბებს.
ნიკა იმწამსვე ურეკავს
თემურს და
ეუბნება, რომ
სიტუაცია შეიცვალა
და გარიგება
ისეთი სახით
ვეღარ დარჩება
ძალაში, როგორი
სახითაც დაიდო.
თემურმა განუცხადა, რომ ხელშეკრულება ხელშეკრულებაა და ითხოვს
მისგან
ნახატის
გადმოცემას.
სამართლიანია თემურის
მოთხოვნა?
A.
საწყისი
კაზუსი – თემურის
მოთხოვნა ნიკას
მიმართ ნახატის
საკუთრებასა და
მფლობელობაში გადმოცემის
თაობაზე, სკ-ის 477-ე
მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით
თემურის მოთხოვნა ნიკას მიმართ
ნივთის
საკუთრებასა
და
მფლობელობაში
გადმოცემის
თაობაზე
შესაძლოა
გამომდინარეობდეს
სკ-ის 477-ე
მუხლის 1-ლი
ნაწილიდან.
1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
I.
მოთხოვნის წარმოშობა
იმისათვის, რომ თემურს ნიკას მიმართ ჰქონდეს ნახატის საკუთრებასა და მფლობელობაში გადმოცემაზე მოთხოვნა,
საჭიროა,
მათ
შორის
არსებობდეს
ნასყიდობის ხელშეკრულება.
კაზუსის ფაბულის მიხედვით, ნიკამ და თემურმა ნახატის ნასყიდობის
თაობაზე გააფორმეს
ხელშეკრულება, რომლითაც ნიკა იღებს
ვალდებულებას,
10 000 ლარის
სანაცვლოდ
თემურს
საკუთრებაში
გადასცეს
ნახატი „თბილისის
პეიზაჟი”. მაშასადამე, სახეზეა მხარეთა
შორის გაფორმებული
ნასყიდობის ხელშეკრულება. მაშასადამე,
თემურსა და ნიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე თემურს წარმოეშვა მოთხოვნა ნახატის საკუთრებასა და მფლობელობაში
გადმოცემის თაობაზე.
II. მოთხოვნის შეწყვეტა
1. ხელშეკრულების
ბათილობა
მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის დაიდო
ნასყიდობის ხელშეკრულება,
იგი
შესაძლოა ბათილი იყოს,
სკ-ის
59-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
1-ლი
წინადადების
მიხედვით,
მისი
დადების მომენტიდან.
მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება
2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.
ბათილობის ეს
შედეგი დგება
მაშინ, როდესაც
მხარე, და
ჩვენს შემთხვევაში
ნიკა, ხელშეკრულების დადებისკენ
გამოვლენილ თავის ნებაზე შეცილებას განაცხადებს.
შეცილების
წინაპირობებია:
ა) შეცილების საფუძვლისა
და
ბ)შეცილების განცხადების არსებობა.
2. შეცილების საფუძველი
მაშასადამე, პირველ რიგში, ვადგენთ, სახეზეა თუ არა შეცილების საფუძველი:
ა. შეცდომა ნების შინაარსში (სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტი) (მოწმდება ჯერ ეს საფუძველი)
შეცილების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ გარიგების შინაარსში დაშვებული შეცდომა, სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტის მიხედვით.
გარიგების შინაარსში დაშვებული შეცდომა გვაქვს
სახეზე მაშინ,
როდესაც ნების
გამომვლენ პირს
სხვა წარმოდგენა
აქვს მის
მიერ გაცნობიერებულად
გამოვლენილი ნების
ნიშნების მნიშვნელობაზე.
ამ შემთხვევაში ნიკამ
გაცნობიერებულად გამოხატა
ნება, რომ
სურდა 10 000 ლარად
გაეყიდა ნახატი
„თბილისის პეიზაჟი”.
თუმცა ნასყიდობის საგნის ობიექტური თვისებრიობა არ შეესაბამებოდა ნიკას წარმოდგენას, მაგრამ
ეს მაინც
არ ნიშნავს
იმას, რომ
ნიკას გამოვლენილი
ნების ობიექტური
მნიშვნელობა მისი
სუბიექტური წარმოდგენისგან
განსხვავებულია.
როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური წარმოდგენით, ნიკას სურს, ნახატი „თბილისის პეიზაჟი”
10 000 ლარად გაყიდოს.
მაშასადამე,
იგი შეცდომას არ უშვებს მის
მიერ ნასყიდობის
ხელშეკრულების დადების
მიზნით გამოვლენილი ნების შინაარსში.
ამგვარად, არ არის მოცემული ნების შინაარსში დაშვებული შეცდომა, სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტის მიხედვით. (დასკვნა)
ბ. შეცდომა თვისებრიობაში (სკ-ის 74-ე
მუხლის მე-2 ნაწილი)
შეცილების საფუძვლად შესაძლოა მოიაზრებოდეს ნივთის ღირებულების (საბაზრო) განმსაზღვრელ თვისებრიობაში დაშვებული შეცდომა, სკის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სკ-ის
74-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
ფარგლებში
ნივთის თვისებებად მის ფიზიკური თვისებრიობის დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად მიიჩნევა, ასევე, ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც,
მათი
ხასიათიდან
და
ხანგრძლივობიდან
გამომდინარე,
საგნის
მოხმარებასა
და
ფასზე
ახდენენ
გავლენას.
ნახატის
სიძველე და
მისი ავტორი
თავისთავად
მიიჩნევა ნახატის
მნიშვნელოვან თვისებრიობად.
მაშასადამე, „თბილისის პეიზაჟის”
ქვეშ დახატული
ფიროსმანის ნახატი
„თბილისელი მიკიტნები”
არის ნახატის მნიშვნელოვანი თვისებრიობა. გარდა ამისა, სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თვისებრიობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის.
ეს გარემოება
უნდა
შეფასდეს
კონკრეტული
გარიგების
მიხედვით.
უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის მოცემული
მხარეებს
შორის
გაფორმებული
კონკლუდენტური
ან
სიტყვიერად
გამოხატული
შეთანხმება
თვისებრიობაზე, ხოლო თუ დგინდება,
რომ
არ
არის
მოცემული
მხარეთა
ასეთი
შეთანხმება,
ყურადღება ექცევა ნივთის საბაზრო ღირებულებას.
კაზუსის ფაბულის
მიხედვით შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ
ნახატის ავტორი და სიძველე
ნიკასა და
თემურს შორის
დადებული ხელშეკრულების საგნის (ნახატის) ღირებულების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი თვისებრიობაა, ვინაიდან ეს ორივე თვისებრიობა ნახატის ღირებულების განსაზღვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზრო ფაქტორებია.
ამგვარად, ნიკა უშვებდა შეცდომას ნახატის ღირებულების განმსაზღვრელ თვისებრიობაში, რამეთუ არ
იცოდა, რომ ნახატის პირველი ფენა ფიროსმანს ეკუთვნოდა.
ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ნიკას ეცოდინებოდა ამ თვისებრიობის შესახებ, იგი ნახატს 10 000 ლარად არ გაყიდდა.
მაშასადამე, შეცდომა ნახატის თვისებრიობაში ავლენს მიზეზობრივ კავშირს მის
მიერ გამოვლენილ ნებასთან.
გ. შედეგი
(შეცილების
საფუძველი)
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კაზუსის თანახმად
სახეზეა შეცდომა თვისებრიობაში, სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ეს შეცდომა არსებითი იყო საგნის ღირებულების განსაზღვრისთვის.
3.
შეცილების განცხადება(
სკ-ის
59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადება)
სკ-ის
59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადების მიხედვით, სავალდებულოა შეცილების მეორე მხარისათვის შეცილების განცხადება.
შეცილების განცხადებისთვის არ არის
სავალდებულო, რომ
შეცილების განმცხადებელმა პირმა მეორე
მხარისადმი გამოვლენილ ნებაში მაინცდამაინც სიტყვა „შეცილება” გამოიყენოს.
საკმარისია, როდესაც იგი
ხელშეკრულების მეორე
მხარეს განუცხადებს, რომ ნების ნაკლის გამო არ სურს
გარიგების შესრულება.
ნიკამ განუცხადა თემურს, რომ, ვინაიდან შეიტყო ნახატის სხვა თვისებრიობის შესახებ, აღარ სურს, იყოს ხელშეკრულებით შებოჭილი. ამით მან გამოხატა ნება, რომ გაყიდული საგნის თვისებრიობაში დაშვებული შეცდომის გამო და, შესაბამისად, ნების ნაკლის გამო ხელშეკრულება ვეღარ განაგრძობს ძველი სახით მოქმედებას.
მაშასადამე, სახეზეა ნიკას მიერ თემურის მიმართ განცხადებული
შეცილება.
4.
შეცილების ვადა(
სკ-ის
79-ე მუხლის
1-ლი ნაწილი)
სკ-ის
79-ე მუხლის
1-ლი ნაწილის
მიხედვით, შეცილება
უნდა განხორციელდეს შეცილების შესახებ
საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის
ვადაში.
ჩვენს შემთხვევაში შეცილების ვადა დაცულია, ვინაიდან
ნიკამ, როგორც
კი შეიტყო
მის მიერ
თვისებრიობაში დაშვებული
შეცდომის შესახებ,
დაურეკა თემურს
და მის
მიერ გამოვლენილი ნება საცილო
გახადა.
მაშასადამე, დაცულია სკის 79-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის წინაპირობები.
5. შედეგი ( შეცილება)
ნიკას მიერ გაცხადებული ნების შეცილება ნამდვილია. გამომდინარე აქედან, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2
ნაწილის 1-ლი
წინადადების მიხედვით,
ნიკასა და თემურს შორის ნახატის ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან.
6.
საბოლოო
შედეგი
თემურს ვერ ექნება მოთხოვნა ნიკას მიმართ ნახატის საკუთრებასა და მფლობელობაში გადაცემის თაობაზე, სკ-ის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 1:
„თბილისის
პეიზაჟი”
არ
არის
გადახატული
ნახატი
და,
შესაბამისად,
ნახატის
პირველი
ფენაც
არ
ეკუთვნის
ფიროსმანს.
მას შემდეგ,
რაც ნიკამ
მიჰყიდა ნახატი
თემურს, იგი აიღებს
აუქციონის
კატალოგს
და
ნახავს,
რომ
მსგავსი
ნახატების
საბაზრო
ფასი
არა
10 000 ლარია, არამედ 20 000 ლარი.
მას უკვე
ჰყავს 3 ხელოვანი,
რომლებიც მზად
არიან, მას
ნახატში 20 000 ლარი
გადაუხადონ. ნიკა ურეკავს თემურს და ეუბნება, რომ სიტუაცია შეიცვალა
და იგი აღარ ყიდის ნახატს.
შეუძლია თემურს,
ნიკას მოსთხოვოს
ნახატის გადმოცემა?
B.
მოდიფიკაცია
1.
თემურის
მოთხოვნა ნიკას
მიმართ ნახატის
საკუთრებასა და
მფლობელობაში გადაცემის
თაობაზე, სკ-ის 477-ე
მუხლის 1-ლი
ნაწილის თანახმად
თემურის მოთხოვნა ნიკას მიმართ ნახატის საკუთრებასა და მფლობელობაში გადაცემის თაობაზე
შესაძლოა
გამომდინარეობდეს
სკ-ის
477-ე
მუხლის
1-ლი
ნაწილიდან.
ამისათვის საჭიროა, რომ არსებობდეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.
I. მოთხოვნის წარმოშობა
1. ნასყიდობის ხელშეკრულება
ფაბულის მიხედვით დგინდება, რომ ნიკამ და თემურმა დადეს ხელშეკრულება ნახატის („თბილისის პეიზაჟი”) ნასყიდობის თაობაზე.
ნასყიდობის თანხა შეადგენს 10 000 ლარს.
II. მოთხოვნის შეწყვეტა
1. ხელშეკრულების დადების მომენტიდან ბათილობა, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით?
სკ-ის
59-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
1-ლი
წინადადების
მიხედვით,
ნიკასა
და
თემურს
შორის
დადებული
ნასყიდობის
ხელშეკრულება
შესაძლოა, ბათილი
იყოს
მისი
დადების
მომენტიდან.
ბათილობის ეს შედეგი დგება მაშინ, როდესაც მხარე, და ჩვენს შემთხვევაში ნიკა, ხელშეკრულების
დადებისთვის გამოვლენილ
თავის ნებაზე
შეცილებას განაცხადებს.
შეცილების წინაპირობებია:
შეცილების საფუძვლისა
და
შეცილების განცხადების
არსებობა.
2.
შეცილების საფუძველი – შეცდომა თვისებრიობაში?
უპირველეს ყოვლისა, ვამოწმებთ, არსებობს
თუ არა
შეცილების საფუძველი.
შეცილების საფუძვლად
მოიაზრება(ივარაუდება) ნიკას
მიერ
საგნის ღირებულების განმსაზღვრელ თვისებრიობაში დაშვებული შეცდომა, სკ-ის74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სკ-ის
74-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
ფარგლებში
ნივთის
თვისებებად
მისი
ფიზიკური თვისებრიობის
დამახასიათებელ ნიშნებთან
ერთად მიიჩნევა ასევე
ყველა ფაქტობრივი
და სამართლებრივი
ურთიერთობა, რომლებიც, მათი ხასიათიდან
და
ხანგრძლივობიდან
გამომდინარე,
საგნის მოხმარებასა და ფასზე ახდენენ გავლენას.
კაზუსის მიხედვით, ნიკამ
შეცდომა დაუშვა
ნახატის სავარაუდო
ფასში, ვინაიდან მას არ ჰქონდა ნახატის საბაზრო
ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
გამომდინარე აქედან, საკითხავია, რამდენად
შეიძლება, ნახატის ღირებულება მიჩნეულ იქნეს თვისებრიობად, სკ-ის 74-ე
მუხლის მე-2
ნაწილის ფარგლებში.
აქ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ნივთის
ღირებულება შეფასებითი კატეგორიაა, რომელიც
„ბაზრით” დგინდება.
ღირებულება
ნივთს არ
ახასიათებს ხანგრძლივი
პერიოდით, ვინაიდან
იგი დამოკიდებულია
ღირებულების განმსაზღვრელ
სხვადასხვა ფაქტორზე.
აქედან გამომდინარე, ნივთის
ღირებულება თავად ვერ იქნება ნივთის თვისებრიობა, არამედ იგი არის თვისებრიობის „სარკე”,
ანუ
იგი გამომდინარეობს
თავად თვისებრიობიდან.
ასევე
ის
გარემოება,
რომ
ღირებულებაზე ზეგავლენას
ახდენს ბაზარზე მიმდინარე
ფასთა
მუდმივი
ცვალებადობა,
გამოდგება
იმის
არგუმენტად,
რომ
ღირებულება
ნივთის
ხანგრძლივი
დამახასიათებელი
კატეგორია
არ
არის.
მაშასადამე, ნივთის
ღირებულება ვერ ჩაითვლება ნივთის თვისებრიობად, სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში.
3.
შედეგი ( შეცილება)
შეცილების საფუძველი არ არსებობს. ნიკას არ შეუძლია ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთვის გამოვლენილი ნება საცილო გახადოს.
4. საბოლოო შედეგი
თემურს შეუძლია, ნიკას მოსთხოვოს ნახატის საკუთრებასა და მფლობელობაში გადაცემა, სკ-ის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.(!!!)
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია
2:
ამ შემთხვევაში ნიკას თვითონ მიაქვს ნახატი თემურთან, საჩვენებლად. თემურს
ძალიან მოეწონება
ნახატი, ნიკას
გადაუხდის 10 000 ლარს
და ნახატს
დაიტოვებს. წამოსვლიდან მცირე პერიოდის
შემდგომ ნიკა
გაიგებს, რომ
ნახატის პირველი
ფენა ფიროსმანის
ცნობილი ნამუშევარია,
ურეკავს თემურს და ეუბნება, რომ ხელშეკრულება ასეთი სახით ვეღარ დარჩება ძალაში.
შეუძლია ნიკას, თემურისგან ნივთის გადმოცემა მოითხოვოს?
C. მოდიფიკაცია 2.
ნიკას მოთხოვნა თემურის მიმართ ნახატის გადაცემის თაობაზე, სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე
ნიკას შესაძლოა, თემურის
მიმართ
ჰქონდეს
მოთხოვნა
ნახატის
გადმოცემის
თაობაზე,
სკ-ის
172-ე
მუხლის
1-ლი
ნაწილის
მიხედვით.
სკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის წინაპირობების მიხედვით,
ნიკა უნდა იყოს ნახატის
მესაკუთრე, ნახატი უნდა იყოს
თემურის არაუფლებამოსილ
მფლობელობაში.
მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა
1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
I.
ნიკას საკუთრების უფლება ნახატზე
იმისათვის,
რომ
ნიკამ
თემურს
მოსთხოვოს
ნახატის
გადმოცემა,
იგი,
უპირველეს
ყოვლისა,
უნდა
იყოს
ნახატის
მესაკუთრე.
1. ნიკას მშობლების საკუთრების უფლება ნახატზე
კაზუსის მიხედვით, ნახატის თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ
ნიკას
მშობლები
2. ნიკას მიერ ნახატზე საკუთრების უფლების შეძენა
ნიკა თავისი მშობლების ერთადერთი მემკვიდრეა. მაშასადამე, მან მშობლების გარდაცვალების შემდგომ, როგორც
პირველი
რიგის
მემკვიდრემ,
ნახატზე
საკუთრება
მოიპოვა,
სკ-ის 1306-ე და 1336-ე მუხლების თანახმად.
3.
ნიკას მიერ ნახატზე საკუთრების დაკარგვა
თუმცა ნიკამ შესაძლოა, ნახატზე საკუთრების უფლება დაკარგა, სამოქალაქო კოდექსის
186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
სკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,
საკუთრების გადასაცემად
აუცილებელია, რომ
მესაკუთრემ ნამდვილი
გარიგების საფუძველზე
გადასცეს შემძენს
ნივთი (თუმცა, კანონის ტექსტი „ნამდვილი გარიგების” ნაცვლად იყენებს „ნამდვილ უფლებას”).
ნიკამ ნახატი თემურს მიუტანა საჩვენებლად.
იგი თემურს
ძალიან
მოეწონა
და
10 000 ლარად
შეიძინა.
ნიკამ ნახატი დაუტოვა.
შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ნიკა და თემური
ამ მოქმედებების
შედეგად კონკლუდენტურად
შეთანხმდნენ საკუთრების
გადაცემის თაობაზე.
მაშასადამე, თემური გახდა ნახატის მესაკუთრე, სკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად.
4.
ხელშეკრულების დადების მომენტიდან ბათილობა, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით?
სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკუთრების
უფლების გადაცემა
შესაძლოა, ბათილი
იყოს საწყისი
მომენტიდან.
ამისათვის უნდა არსებობდეს:
ა) შეცილების საფუძველი
ბ)მეორე
მხარისადმი
შეცილების
განცხადება
გ) შეცილების
ვადის
დაცვით.
ა. შეცილების საფუძველი
შეცილების საფუძვლად ამ შემთხვევაშიც შესაძლოა მოიაზრებოდეს
ნივთის
ღირებულების
(საბაზრო)
განმსაზღვრელ
თვისებრიობაში
დაშვებული
შეცდომა,
სკ-ის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა (საწყისი კაზუსის ამოხსნისას) ნახატის 1-ლი
ფენა, რომელიც
ფიროსმანის მიერ
არის შესრულებული,
ნივთის ღირებულების
განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი
თვისებრიობაა.
მაშასადამე, სახეზეა შეცდომა თვისებრიობაში, რომელიც
იძლევა
შეცილების უფლებას.
თუმცა ახლა საკითხავია, რამდენად შეუძლია ნიკას, დაიბრუნოს ნახატი მაშინ, როდესაც იგი თემურის
საკუთრებასა და
მფლობელობაშია.
სკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით,
იმისათვის,
რომ
საკუთრება მოძრავ ნივთზე გადავიდეს
ერთი პირიდან
მეორეზე, საჭიროა,
არსებობდეს „ნამდვილი
უფლება” და
ამ უფლების
საფუძველზე „ნივთის
გადაცემა.“
ეს კი გულისხმობს იმას, რომ საკუთრების
უფლების გადაცემისთვის
საკმარისია ა) ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი
გარიგების არსებობა
და
ბ)ნივთის გადაცემა,
სანივთოსამართლებრივი გარიგების დადება საკუთრების
უფლების გადაცემაზე ზედმეტია და ის კანონით არ მოითხოვება.
შესაბამისად, შეცილება ეხება მხოლოდ ერთ – ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებას და მისი გაბათილების
შემთხვევაში მხარეებს წარმოეშობათ შესრულებულის უკან მოთხოვნის უფლება.
მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვისებრიობაში არის შეცდომა, ნიკას შეცილებაც გავრცელდა ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებაზე და გააუქმა ასევე თემურისთვის წარმოშობილი საკუთრების უფლება.
ბ. შეცილების განცხადება
სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, სავალდებულოა
შეცილებაზე უფლებამოსილი
პირის მიერ
მეორე მხარისადმი
შეცილების განცხადება.
შეცილების შესახებ განცხადება არის ნებისმიერი
სახის
განცხადება,
საიდანაც
ცალსახად
ირკვევა,
რომ
გარიგება
ნების
გამოვლენაში
დაშვებული
შეცდომის
გამო
ძალაში
არ
უნდა
დარჩეს.
კაზუსის ფაბულის მიხედვით, ნიკა როგორც კი გაიგებს, ნახატის პირველი ფენა ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარია, ურეკავს თემურს
და
ეუბნება,
რომ
ხელშეკრულება
ასეთი
სახით
ვეღარ
დარჩება
ძალაში.
ამით შესრულებულია
სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების წინაპირობები, ანუ სახეზეა შეცილების განცხადება.
გ. შეცილების ვადა
სკ-ის
79-ე მუხლის
1-ლი ნაწილის
მიხედვით, შეცილება უნდა განხორციელდეს შეცილების შესახებ საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
ჩვენს შემთხვევაში
შეცილების ვადა დაცულია,
ვინაიდან
ნიკამ,
როგორც
კი
შეიტყო
მის
მიერ
თვისებრიობაში
დაშვებული
შეცდომის
შესახებ,
დაურეკა
თემურს
და
მის
მიერ
გამოვლენილი
ნება
საცილო
გახადა.
მაშასადამე, დაცულია სკ-ის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის წინაპირობები.
დ. შედეგი ( ბათილობა)
სახეზეა შეცილების საფუძველი. ნიკას შეცილება ნამდვილია და ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად.
5.
შედეგი( ნიკას საკუთრების უფლება ნახატზე)
ნამდვილი შეცილების შედეგად გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან. ნიკა რჩება ნახატის მესაკუთრედ.
ხ
II.
ნახატი, როგორც ნივთი, სკ-ის
172-ე მუხლის
1-ლი ნაწილის
გაგებით
სკ-ის
172-ე მუხლის
1-ლი ნაწილის
ფარგლებში ნივთად შეიძლება
გავიგოთ ყველა მოძრავი თუ უძრავი
სხეულებრივი საგანი, რომელიც გადაცემაუნარიანია.
ნახატი არის
სხეულებრივი საგანი,
შესაბამისად, უდავოა, რომ ის არის „ნივთი”, სკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გაგებით.
III.
თემურის მიერ
ნივთის ფლობა
სკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მფლობელი
არის პირი,
რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ ნებელობით
ბატონობას ნივთზე.
კაზუსის მიხედვით,
თემურმა, მას
შემდეგ, რაც
მოეწონა ნახატი,
ნიკას გადაუხადა
10 000 ლარი და
ნახატი თავისთან
დაიტოვა.
ამით მან ფაქტობრივი და ნებელობითი ბატონობა მოიპოვა ნივთზე.
IV.
არაუფლებამოსილი ფლობა
მართლზომიერი ფლობის შემთხვევაში,
თემურს უფლება ექნებოდა, მიუხედავად სხვა წინაპირობების არსებობისა, ნახატი შეენარჩუნებინა.
მართლზომიერ ფლობაზე უფლება შესაძლოა კანონიდან ან გარიგებიდან გამომდინარეობდეს.
კაზუსის
ტექსტში არ არის რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებდა თემურის მიერ ნატახის მართლზომიერ ფლობაზე.
V.
საბოლოო შედეგი
ნიკას აქვს თემურის მიმართ მოთხოვნა ნახატის გადმოცემის თაობაზე, სკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სამახსოვრო!
ზემოაღნიშნულ
კაზუსში
განხილულია
ნივთის თვისებრიობაში
დაშვებული შეცდომის შემთხვევა.
სკ-ის
74-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
ფარგლებში
ნივთის თვისებებად მის ფიზიკური
თვისებრიობის დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად მიიჩნევა ასევე ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც მათი ხასიათიდან
და
ხანგრძლივობიდან
გამომდინარე,
საგნის მოხმარებასა და ფასზე ახდენენ გავლენას.
ასევე
უნდა
გავითვალისწინოთ,
რომ
„ღირებულების
განმსაზღვრელი თვისებრიობა”
სადავო ცნებაა და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში
ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ და ობიექტურ (საბაზრო ღირებულება) ფაქტორებს.
ხ
თავად
ნივთის ღირებულება (ფასი) ვერ ჩაითვლება ნივთის თვისებრიობად, ვინაიდან ღირებულება ნივთს არ ახასიათებს
ხანგრძლივი
პერიოდით,
რადგან
იგი
დამოკიდებულია
ღირებულების
განმსაზღვრელ
სხვადასხვა
ფაქტორზე.
ხ
კაზუსში
მიმოხილულია
ასევე
მნიშვნელოვანი
საკითხი,
რომელიც
ეხება
მოძრავ ნივთებზე
საკუთრების უფლების
გადასვლას.
მოძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების
გადასვლისათვის, სკ-ის 186-ე
მუხლის მიხედვით,
საჭიროა, სახეზე იყოს ნამდვილი უფლება
(ანუ უფლება, რომელიც გამომდინარეობს ნამდვილი
ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებიდან) და ნივთის მფლობელობაში გადაცემა.
შესაბამისად,
შეცილებაც ვრცელდება
ვალდებულებითსამართლებრივ გარიგებაზე და მისი გაბათილების შემთხვევაში მხარეებს წარმოეშობათ მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება.
ხ
Комментарии
Отправить комментарий