კაზუსი 14. ბიზნესმენი კობა- (შეცილება ნების გამოვლენის შინაარსში დაშვებული შეცდომის გამო)
კობას,
რომელიც თავისი
ბიზნესსაქმეებით ძალიან
დაკავებულია და
ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ქაოსურად
აკეთებს, სურს, თავისი ფირმის ინტერნეტპაკეტი შეცვალოს.
მისი ინტერნეტპროვაიდერია ფირმა „სწრაფი ნეტი”.
პაკეტის შეცვლა ნებისმიერ დროს შესაძლებელია უფასოდ, თუმცა დაკავშირებულია ფორმალობებთან.
კობა ურეკავს
პროვაიდერ ფირმას
და სთხოვს
თანამშრომელს, ყველაფერი
მოამზადოს ხელმოსაწერად, რომ არ
მოუწიოს ზედმეტი
დროით დარჩენა
„სწრაფი ნეტის”
ოფისში.
თანამშრომელიც ჰპირდება
მას, რომ
გაამზადებს საჭირო
დოკუმენტაციას ხელმოსაწერად. თანამშრომელი ტარიფის შეცვლის ფორმულარის ნაცვლად შეცდომით შეავსებს wi-fi-რუტერის შეძენის შესახებ ფორმულარს, რომელიც
ძალიან ჰგავს
ტარიფის შეცვლის
ფორმულარს.
ფორმულარში იგი
შეიტანს კობას
მონაცემებს. wi-fi-რუტერის ფასია 120 ლარი.
ოდნავ მოგვიანებით კობა მივა
„სწრაფი ნეტის”
ოფისში და
ვინაიდან ეჩქარება, სწრაფად მოაწერს ხელს ყველა დოკუმენტს ისე, რომ მათ არც წაიკითხავს.
კობა დარწმუნებულია, რომ ხელს აწერს ტარიფის შეცვლის საბუთებს.
მოგვიანებით „სწრაფი ნეტის” გაყიდვების მენეჯერი ატყობინებს კობას, რომ მას შეუძლია უკვე ოფისიდან გაიტანოს შეძენილი რუტერი.
კობა აცხადებს, რომ
მას არანაირი რუტერი არ შეუკვეთია. იგი არ ეთანხმება ნასყიდობას და მას არანამდვილად მიიჩნევს. კობა
დასძენს, რომ
მას სურდა ტარიფის შეცვლა და არა რუტერის ყიდვა.
მაშინ მენეჯერი უცხადებს კობას, რომ ყოველივე მისი ბრალია.
საბუთების ხელმოწერისას იგი უნდა დაჰკვირვებოდა, თუ რას აწერდა ხელს. ბოლოს და ბოლოს მის წინააღმდეგ მოქმედებს „pacta sunt
servanda-ს” პრინციპი (ლათ. „ხელშეკრულება უნდა შესრულდეს”).
შეუძლია თუ არა „სწრაფ ნეტს”, მოსთხოვოს კობას რუტერის მიღება და თანხის გადახდა?
A. „სწრაფი ნეტის” მოთხოვნა კობას მიმართ ნასყიდობის ნივთის მიღებისა და თანხის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
„სწრაფი
ნეტის” მოთხოვნა
ნასყიდობის ნივთის
მიღებისა და
თანხის გადახდის
თაობაზე შესაძლოა
გამომდინარეობდეს სკ-ის 477-ე მუხლის
მე-2 ნაწილიდან.
1
1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება
I. მოთხოვნის წარმოშობა
1. შეთანხმება, სკ-ის
477-ე მუხლის
მიხედვით
სახელშეკრულებო მოთხოვნის
(რუტერის მიღებისა
და 120 ლარის
გადახდის თაობაზე)
წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ „სწრაფ ნეტსა” და კობას შორის არსებობდეს ნასყიდობის ნამდვილი ხელშეკრულება რუტერის
შეძენის თაობაზე.
ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაში შედის ოფერენტისა და
აქცეპტანტის ორი
ურთიერთთანმხვედრი ნების
გამოვლენის, ოფერტისა და აქცეპტის შედეგად (იხ. სკ-ის
329-ე და
მომდევნო მუხლები).
ა. „სწრაფი ნეტის” შეთავაზება(სახეზეა?)
საკითხავია, ხომ
არ შეიძლება
ჩაითვალოს ოფერტად
„სწრაფი ნეტის”
თანამშრომლის მიერ
შეკვეთის ფორმულარის წარდგენა კობასთვის
ხელმოსაწერად?
ძირითად
შემთხვევებში შეკვეთის ფორმულარის მომზადება და შევსება მიიჩნევა ოფერტზე მოწვევად (invitation ad offerendum), ვინაიდან, როგორც
წესი, მოლაპარაკების მხარეს, და
ამ შემთხვევაში კობას, მხოლოდ ფორმულარში შევსებული მონაცემების გადამოწმების შემდგომ უყალიბდება სახელშეკრულებო ბოჭვის ნება, მანამდე ეს სურვილი სახეზე არაა.
ფორმულარის წარდგენა
ვერ ჩაითვლება
რუტერის შეძენაზე
ოფერტად.
ბ. კობას
ოფერტი (სახეზეა?)
კობას მიერ
ფორმულარზე ხელის მოწერა, სკ-ის 52-ე და
337-ე მუხლების
დებულებებისა და
ნების მიმღებთა
ობიექტური ჰორიზონტის გათვალისწინებით, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ნების გამოვლენის ობიექტურ შემადგენლობად.
ნების გამოხატვით სახეზეა ასევე კობას მოქმედებისა და გამოვლენის ნება, ამდენად,
შეგვიძლია მივიჩნიოთ,
რომ სახეზეა ნების გამოვლენის სუბიექტური შემადგენლობაც.
ის გარემოება, რომ კობას არ ჰქონდა გარიგების
დადების (რუტერის
შეძენის) სურვილი,
არარელევანატურია, ვინაიდან გარიგების დადების სურვილი არ არის ნების გამოვლენის განმსაზღვრელი ნიშანი.
გ.
„სწრაფი ნეტის”
აქცეპტი (ანუ დასტური შეთავაზებაზე სახეზეა?)
კობას
ოფერტზე „სწრაფმა ნეტმა” გააკეთა აქცეპტი ყველაზე
გვიან მაშინ,
როდესაც კობას გაყიდვების მენეჯერმა დაურეკა და უთხრა, წაეღო მის მიერ შეკვეთილი რუტერი.
2. შუალედური შედეგი
„სწრაფ
ნეტსა” და
კობას შორის
დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება რუტერის
შეძენის თაობაზე.
II. მოთხოვნის
შეწყვეტა
1.
ნასყიდობის ხელშეკრულების
ნამდვილობა
(ნამდვილია?)
იმისათვის, რომ „სწრაფმა ნეტმა”
განახორციელოს მოთხოვნა კობას
მიმართ, სახეზე უნდა იყოს მათ შორის დადებული ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არ უნდა იყოს შეწყვეტილი.
ამ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს კობას მიერ თავისი შეთავაზების შეცილება
იმ შედეგით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, სკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, მისი დადების მომენტიდან ბათილია.
შესაბამისად, შესაძლოა, მოთხოვნა შეწყდა ნამდვილი შეცილების საფუძველზე.
2. შეცილების საფუძველი
იმისათვის,
რომ კობას
მიერ განხორციელებული შეცილება ნამდვილად
ჩაითვალოს, საჭიროა
არსებობდეს ასევე
ნამდვილი შეცილების საფუძველი.
ამ შემთხვევაში შეცილების საფუძვლად მოიაზრება
გარიგების შინაარსში დაშვებული
შეცდომა, სკ-ის 73-ე მუხლის
„ბ” პუნქტის
მიხედვით.
მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები
ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;
შინაარსში დაშვებული შეცდომა სახეზეა
მაშინ, როდესაც
ნების გამოვლენისას ობიექტურად გამოხატული ნება სუბიექტური ნებისგან განსხვავებას ავლენს და ეს პირისთვის შეუცნობადია.(!)
მაშასადამე, ასეთ
შემთხვევაში, ნების
გამომვლენი პირი
იყენებს ნების გამოხატვის სასურველ ნიშნებს, თუმცა ამ ნიშნებს სხვა მნიშვნელობას ანიჭებს.
ჩვენს შემთხვევაში პრობლემურია ის გარემოება, რომ კობამ შეკვეთის ფორმულარს წაუკითხავად მოაწერა ხელი.
ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა
განვასხვაოთ შემდეგი
ორი შემთხვევა:
ა) ის, ვინც დოკუმენტს მისი შინაარსის გაცნობის გარეშე სრულიად გაცნობიერებულად აწერს ხელს, არ უშვებს შეცდომას, რადგან ის,
ვინც საერთოდ არ
დაფიქრდება, ხელშეკრულების რა
შინაარსზე აწერს ხელს, შესაბამისად, არც აქვს მცდარი წარმოდგენა შინაარსის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შეცილება გამოირიცხება.
ბ)
იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისმომწერ პირს დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით განსაზღვრული, თუმცა არასწორი, წარმოდგენა აქვს, სახეზეა პირის მიერ გამოხატულისა და ნანდომის ერთმანეთისგან გადახვევა და შედეგად სახეზეა შინაარსში დაშვებული შეცდომა, სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტის თანახმად.
კობამ
„სწრაფი ნეტის”
თანამშრომლის მიერ
მისთვის წარდგენილ ფორმულარს შინაარსის გაცნობის გარეშე განზრახ კი არ მოაწერა ხელი, არამედ მას მიაჩნდა, რომ პაკეტის შეცვლის პირობას აწერდა ხელს.
ეს შემთხვევა
ზემოაღნიშნულ მეორე შემთხვევათა ჯგუფს მიეკუთვნება. მაშასადამე, სახეზეა შინაარსში
დაშვებული შეცდომა.
მას ეს შეცდომა შეცილების უფლებას აძლევს, ვინაიდან შეცდომა სკ-ის 72-ე მუხლის მიხედვით შეცდომა არსებითიც იყო.
რადგან გარემოების ცოდნის
შემთხვევაში, თუ
კობას გაცნობიერებული ექნებოდა ფორმულარის შინაარსი, იგი არ მოაწერდა
ხელს რუტერის
შეძენის ფორმულარს.
მაშასადამე, სახეზეა შეცილების საფუძველი, სკ-ის 73-ე მუხლის „ბ” პუნქტის თანახმად.
3.
შეცილების განცხადება
სკ-ის
59-ე მუხლის
მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადების მიხედვით, სავალდებულოა შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეორე მხარისადმი შეცილების განცხადება.
შეცილების შესახებ განცხადება არის ნებისმიერი სახის განცხადება, საიდანაც ცალსახად ირკვევა, რომ გარიგება ნების გამოვლენაში დაშვებული შეცდომის გამო ძალაში არ უნდა დარჩეს.
არ არის
აუცილებელი, პირმა
გამოიყენოს ფრაზა:
„ვახდენ შეცილებას”.
კაზუსის ფაბულის
მიხედვით, კობა
არ ეთანხმება
ნასყიდობის ხელშეკრულებას და არ
აპირებს რუტერის
წამოღებას.
ამით შესრულებულია სკ-ის 59-ე
მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების წინაპირობები,
ანუ სახეზეა შეცილების განცხადება.
4. შეცილების ვადა
შეცილება მოხდა, სკ-ის 79-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ერთი თვის ვადაში შეცილების საფუძვლის შეტყობიდან.
უფრო მეტიც,
კობამ იმწამსვე
განუცხადა უარი
რუტერის წამოღებაზე.
5.
შეცილების გამორიცხვა
შეცილება
შესაძლოა გამორიცხული იყოს:
a.
შეცილების უფლების
მქონე პირის
მიერ გარიგების
დადასტურების (სკ-ის 61-ე მუხლის
მე-3 ნაწილი)
b.
კონტრაჰენტის თანხმობის (სკ-ის 77-ე მუხლი)
c.
წვრილმანი
შეცდომების (სკ-ის 78-ე მუხლი)
d.
ან კეთილსინდისიერების პრინციპის გამო.
არცერთი ეს პირობა არ არის კაზუსში წარმოდგენილი.
6. შუალედური შედეგი
შუალედური შედეგის
სახით შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ
კობას მიერ განხორციელებული შეცილება ნამდვილია და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, სკის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით.
III. საბოლოო შედეგი
მაშასადამე,
ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მოთხოვნა არ
წარმოშობილა. „სწრაფ ნეტს” არ
შეუძლია მოსთხოვოს რუტერის წაღება და
ნასყიდობის ფასის გადახდა.
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
სამახსოვრო!
უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ორი
შემთხვევა:
პირველი,
როდესაც პირი
ტექსტს წაუკითხავად აწერს ხელს
და საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დოკუმენტის შინაარსზე,ასეთ შემთხვევაში იგი არ უშვებს შეცდომას, ვინაიდან ის, ვინც საერთოდ არ დაფიქრდება, რა ხელშეკრულებაზე და რა შინაარსზე აწერს ხელს, შესაბამისად, არც აქვს მცდარი წარმოდგენა შინაარსზე.(!)
ასეთ შემთხვევაში შეცილება გამოირიცხება.(!!!!)
მეორე
შემთხვევა გვაქვს,
როდესაც ხელისმომწერ პირს დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით განსაზღვრული, თუმცა არასწორი, წარმოდგენა აქვს.
Комментарии
Отправить комментарий