კაზუსი 13. დაუკვირვებელი მონადირე (ნების გამოვლენის ნიშნებში დაშვებული შეცდომა; ნაწილობრივი შეცილება; ნაწილობრივი ბათილობა; ზიანის ანაზღაურება სკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით)


 

მონადირე კახამ თავის ხუთ მეგობართან ერთად გადაწყვიტა, 20 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით წასულიყო პალიასტომის ტბაზე, იხვებზე სანადიროდ.

 მათ ერთად მოილაპარაკეს, რომ ფოთში მცხოვრებ ბერდიასგან ექირავათ ნავები, რომლებითაც ტბაში შეცურავდნენ და ამგვარად ინადირებდნენ იხვებზე. ვინაიდან ისინი ექვსნი მიდიოდნენ, კახამ გადაწყვიტა, რომ ექირავა ორი სამადგილიანი ნავი.

ერთი ნავის ქირა მთელი კვირისათვის შეადგენდა 150 ლარს.

15 აგვისტოს კახამ ბერდიას ფაქსით გაუგზავნა შეკვეთა, რომელშიც შეცდომით მიუთითა, რომ ორის ნაცვლად სურს სამი სამადგილიანი ნავის შეკვეთა.

შეკვეთის გაგზავნიდან მეორე დღეს, 16 აგვისტოს, მან ბერდიასგან ასევე ფაქსით მიიღო შეკვეთაზე დასტური.

მას შემდეგ, რაც კახა თავის მეგობრებთან ერთად ჩავიდა ფოთში ნავების წამოსაღებად, ბერდიამ განუცხადა, რომ მას სამი ნავი აქვს ნაქირავები და, შესაბამისად, უნდა გადაუხადოს 450 ლარი.

კახა აცხადებს, რომ მას მხოლოდ ორი სამადგილიანი ნავის შეკვეთა სურდა და ამიტომაც მხოლოდ ორი ნავის ქირას, ჯამში 300 ლარს, გადაიხდის.

ბერდია აცხადებს, რომ 17 აგვისტოდან 20 აგვისტომდე პერიოდში (იხვებზე ნადირობის ყველაზე აქტიური სეზონია) სხვა ჯგუფისგანაც მიიღო შეკვეთა, რაზეც კახას შეკვეთაზე დასტურის გამო უარის თქმა მოუწია.

იგი ამბობს, რომ თავისუფლად შეეძლო მესამე ნავის მეორე ჯგუფისთვის მიქირავება, რომელსაც ნავის ქირაობა უფრო ხანგძრლივი პერიოდით, 20 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში (ორი კვირით) სურდა.

 მას ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ ბერდიას უარის შემდეგ ამ ჯგუფმა მისი კონკურენტი ფირმისგან იქირავა ნავი და ის 27 აგვისტოს შემდგომ ამ ნავებს ვეღარ გააქირავებს, ვინაიდან იხვებზე ნადირობის სეზონი თითქმის დასრულებულია.

 

 რის მოთხოვნა შეუძლია ბერდიას კახასგან?

 

 

A.     ბერდიას მოთხოვნა კახას მიმართ 450 ლარის ოდენობით სამი ნავის ქირის გადახდის თაობაზე, სკ-ის 531- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე

 

 

სკ-ის 531- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბერდიას შესაძლოა, კახას მიმართ ჰქონდეს 450 ლარის ოდენობით სამი ნავის ქირის გადახდის მოთხოვნა.

  მუხლი 531. ცნება(ქირავნობა)

 

ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

ქირის გადახდის მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეთა შორის დადებულია ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულება.

მაშასადამე, ჩვენი შემოწმების საგანია მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების და მისგან წარმოშობილი მოთხოვნის არსებობა.

I. მოთხოვნის წარმოშობა

1. ქირავნობის ნამდვილი ხელშეკრულება

როგორც აღინიშნა, სახელშეკრულებო მოთხოვნის (ანუ ქირის სახით 450 ლარის მოთხოვნის) წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ კახასა და ბერდიას შორის არსებობდეს ქირავნობის ნამდვილი ხელშეკრულება სამი ნავის ქირავნობის თაობაზე 20 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდისთვის.

ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში შედის(წაროიშობა)  ოფერენტისა და აქცეპტანტის ორი ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენის, ოფერტისა და აქცეპტის შედეგად (იხ. სკ-ის 329- და მომდევნო მუხლები).

 

. ოფერტი

შესაძლოა, კახას წერილი, რომელიც მან 15 აგვისტოს ფაქსით გაუგზავნა ბერდიას, იყოს ოფერტი, სკ-ის 329- მუხლის 1-ლი ნაწილის გაგებით.

ოფერტი არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას და ფორმულირებული იყოს ისე, რომ მისი მიღება შეიძლებოდეს უბრალო თანხმობით.

კახამ 15 აგვისტოს ბერდიას გაუგზავნა წერილი, სადაც მიუთითა, რომ სურდა სამი სამადგილიანი ნავის შეკვეთა ერთი კვირით, კერძოდ, 20 – 27 აგვისტოს პერიოდისთვის. ერთი ნავის ქირა ერთი კვირისათვის შეადგენს 150 ლარს.

 შესაბამისად, კახას წერილი მიუთითებს ქირავნობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, იგი მიღებულ იქნა ბერდიას მიერ და წარმოადგენს სამართლებრივად ნამდვილ ოფერტს, სკ-ის 329- მუხლის 1-ლი ნაწილის გაგებით.

სკ-ის 52- და 337- მუხლების დებულებათა გათვალისწინებითაც, კახას მიერ გამოვლენილი ნება საშუალო გონიერი ადამიანის მიერ სხვანაირად არ აღიქმებოდა.

ის ფაქტი, რომ კახას მხოლოდ ორი ნავის შეკვეთა სურდა, მისი ნების გამოვლენის შინაარსის განსაზღვრისათვის არარელევანტურია.

 მაშასადამე, სახეზეა კახას ნამდვილი ოფერტი, რომელიც მიზნად ისახავს სამი ნავის ერთი კვირით დაქირავებას.

 

. აქცეპტი

შესაძლოა, ბერდიას დასტური კახას წერილზე იყოს აქცეპტი, სკ-ის 331- მუხლის გაგებით.

აქცეპტი არის ოფერტზე მიმართული ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, თანხმობა.

ფაბულაში ბერდია უპირობოდ ადასტურებს კახას შეთავაზებას, ანუ ოფერტს და თავის დასტურს ასევე ფაქსით უგზავნის ოფერენტს, რაც სამართლებრივად ნამდვილი აქცეპტია.

. შუალედური შედეგი

კახასა და ბერდიას მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების (ოფერტისა და აქცეპტის) შედეგად, სკ-ის 531- მუხლის მიხედვით, მათ შორის დაიდო ქირავნობის ნამდვილი ხელშეკრულება სამი ნავის ქირავნობის თაობაზე. ქირავნობის პერიოდია 20 – 27 აგვისტო, ხოლო გადასახდელი თანხა, ანუ ქირა, შეადგენს 450 ლარს.

 

II. მოთხოვნის შეწყვეტა

შესაძლოა, მოთხოვნა შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულების ბათილობის გამო.

1.      ქირავნობის ხელშეკრულების ბათილობა (სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილი)

 

სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლოა, მხარეებს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება ბათილი იყოს მისი დადების მომენტიდან (ex tunc).

 

 ამის წინაპირობა კი გამოვლენილი ნების სამართლებრივად ნამდვილი შეცილებაა.

 

შეცილება რომ ნამდვილი იყოს, უნდა არსებობდეს :

 

ა)შეცილების საფუძველი

და

ბ)შეცილებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების მეორე მხარისადმი შეცილების განცხადება

 

. შეცილების საფუძველი (სკ-ის 72- მუხლი და 73- მუხლისპუნქტი)

 

 ამ შემთხვევაში შეცილების საფუძვლად შესაძლოა განხილულ იქნეს შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში,  სკ-ის 72- მუხლისა და 73- მუხლისპუნქტის თანახმად.

მუხლი 72. ცნება

 

გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

    მუხლი 73. არსებითი შეცდომის სახეები

 

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;

სურდა;

 

 

შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში სახეზეა მაშინ, როდესაც გამოვლენილი ნება არ შეიცავს იმ ნიშნებსა და შინაარსს, რომლებიც ნების გამომვლენს რეალურად სურდა, ანუ არ შეესაბამება გამომვლენის რეალურ ნება-სურვილს.

როგორც წესი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნების გამომვლენი წერილობით ან ზეპირად (.. მექანიკურად) შეცდომას უშვებს.

 კაზუსის ფაბულიდან გამომდინარეობს, რომ კახას მხოლოდ ორი ნავის დაქირავება სურდა. უყურადღებობის გამო, მან თავის შეთავაზებაშიორი სამადგილიანი ნავისნაცვლადსამი სამადგილიანი ნავიმიუთითა.

შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება არ ემთხვევა მის რეალურ სურვილს.

 

ამრიგად, სახეზეა შეცდომა ნების გამოვლენის ნიშნებში , სკ-ის 73- მუხლისპუნქტის გაგებით.(დასკვნა)

. შეცილების განცხადება  (სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება)

 

სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის, მაშასადამე, ბერდიას მიმართ.

 შეცილების განცხადება არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა.

როგორც ოფერტი და აქცეპტი, შეცილების განცხადებაც უნდა შეფასდეს საშუალოდ გონიერი სუბიექტის თვალსაწიერით, სკ-ის 52- და 337- მუხლების გათვალისწინებით.

 

ეს კი გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა, შეცილების განცხადებაში სიტყვაშეცილებასაერთოდ არ იყოს ნახსენები, მაგრამ, ობიექტური თვალსაზრისით, აშკარად გამოიხატოს შემცილებლის ნება, ხელშეკრულების კონკრეტული ფორმით მიუღებლობასთან, მის გაუქმებასთან დაკავშირებით.

თუ ხელშეკრულებისაგანთავის დაღწევისნება აშკარად გამოვლენილია, აღნიშნული მიიჩნევა შეცილების განცხადებად, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების გაგებით.

 

მაშინ, როდესაც კახამ ბერდიას განუცხადა, რომ მას მხოლოდ ორი სამადგილიანი ნავის შეკვეთა სურდა და, შესაბამისად, მხოლოდ ორი ნავის ქირას გადაიხდის, მან ამით გამოხატა ნება, რომ მას აღარ სურს თავისი შეცდომით გამოვლენილი თავდაპირველი ნებით (ოფერტით) იყოს შებოჭილი.

 

 მაშასადამე, სახეზეა კახას შეცილების განცხადება ბერდიას მიმართ. სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების წინაპირობები სახეზეა.(!)

 

უხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

 

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

 

. შეცილების ვადა (სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილი)

 

სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, შეცილება შესაძლებელია განხორციელდეს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

 

კაზუსის მიხედვით, კახამ, მას შემდეგ, რაც შეიტყო თავისი შეცდომის შესახებ, დაუყოვნებლივ განაცხადა შეცილების თაობაზე. მაშასადამე, შეცილების ვადა დაცულია.

 

. ნაწილობრივი შეცილება?

 

როგორც აღინიშნა, შეცილების შედეგად ხელშეკრულება ბათილია მისი დადების მომენტიდან (სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილი).

ეს კი ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, ბათილდება მთლიანი ხელშეკრულება.

 

თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ კახას ორი ნავის ქირავნობა კვლავაც სურს, ანუ ამ ნაწილში მას სურს, დარჩეს ხელშეკრულების მხარედ.

 

 მაშასადამე, კახას შეცილება ეხება მის მიერ გამოვლენილი ნების ერთ კონკრეტულ ნაწილს, სახელდობრ, მესამე ნავის ქირავნობას.

 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: არის თუ არა სამართლებრივად შესაძლებელი, რომ კახამ განახორციელოს თავისი ნების მხოლოდ ერთი ნაწილის შეცილება ისე, რომ სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით არ დადგეს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობა და ბათილობა შეეხოს მხოლოდ მის მიერ შეცდომით გამოვლენილი ნების ნაწილს?

 

ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა განვიხილოთ სკ-ის 62- მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ნაწილობრივი ბათილობის შესაძლებლობას.

 

 

 აა) გარიგების დაყოფადობა

 

სკ-ის 62- მუხლი აწესრიგებს გარიგების ნაწილობრივ ბათილობას.

მუხლი 62. გარიგების ნაწილის ბათილობა

 

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

 

იმისათვის, რომ გარიგების მხოლოდ ნაწილი გახდეს ბათილი, აუცილებელია, თვითონ გარიგება იყოს დაყოფადი.

 

მაშასადამე, კახას მიერ განცხადებული შეცილება უნდა ეხებოდეს დაყოფად გარიგებას. დაყოფადია გარიგება მაშინ, როდესაც მისი შინაარსი იმგვარი სახისაა, რომ შესაძლებელია მისი ცალკეული ნაწილების გარიგების ცალკე საგნად ქცევა.

 

 კახამ და ბერდიამ დადეს ხელშეკრულება სამი ნავის ქირავნობის თაობაზე.

 ჩვეულებრივ, ასევე შესაძლებელი იყო ორ ნავზე დამოუკიდებელი ხელშეკრულების გაფორმება.

მაშასადამე, კახასა და ბერდიას შორის დადებული ხელშეკრულება შეგვიძლია მივიჩნიოთ დაყოფად გარიგებად.

 

ვინაიდან კახას ოფერტი მიმართული იყო დაყოფადი გარიგების დადებაზე, მას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ნაწილობრივი, ანუ შინაარსობრივად გამოყოფადი ნაწილის, შეცილება.

 

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასაშვებია კახას მიერ გამოვლენილი ნების ნაწილობრივი შეცილება, რომელიც ეხება შეცდომით შეკვეთილ მესამე ნავს.

 

ბბ) ნაწილობრივი შეცილების სამართლებრივი შედეგი

 

 სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად, ნაწილობრივი შეცილება იწვევს ქირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილობას.

    მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება

 

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ

 

ანუ წინამდებარე შემთხვევაშიმესამე ნავის ქირავნობის ნაწილში.

 

საკითხავია, რა გავლენას ახდენს ნაწილობრივი ბათილობა კახასა და ბერდიას შორის ხელშეკრულების ძალაში დარჩენილ ნაწილზე ორი ნავის ქირავნობის შესახებ.

 

სკ-ის 62- მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

 კახასთან ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ბერდიამ ჯერ კიდევ არ იცოდა იმ ჯგუფის შესახებ, რომელსაც ნავების ქირავნობა უფრო ხანგრძლივი დროით სურდა.

 

კაზუსის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კახას თავიდანვე ორი სამადგილიანი ნავის ქირავნობა რომ შეეთავაზებინა (ანუ შეცდომა არ დაეშვა ნების გამოვლენაში), ბერდია დასთანხმდებოდა.

გამომდინარე აქედან, სკ-ის 62- მუხლის წინაპირობები სახეზეა და ხელშეკრულება ორი სამადგილიანი ნავის ქირავნობის ნაწილში ძალაში რჩება.

 

. შუალედური შედეგიშეცილება

 

 შუალედური შედეგის სახით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კახას მიერ ნაწილობრივი შეცილება ნამდვილია და, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად, ხელშეკრულება ბათილია მესამე ნავის ქირავნობის ნაწილში. ორი ნავის ქირავნობის ნაწილში კი ხელშეკრულება ძალაში რჩება. მაშასადამე, კახასა და ბერდიას შორის 20 აგვისტოდან 27 აგვისტომდე პერიოდში მოქმედებს ორი სამადგილიანი ნავის ქირავნობის ხელშეკრულება.

 

 III. შედეგი

 

 ბერდიას არ აქვს კახას მიმართ 450 ლარის ოდენობით სამი ნავის ქირის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 531- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მას შეუძლია, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სკის 531- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კახასგან მოითხოვოს მხოლოდ ორი სამადგილიანი ნავის ქირა 300 ლარის ოდენობით.

 

 

B.     ბერდიას მოთხოვნა კახას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების საფუძველზე

 

 

ბერდიას შესაძლოა ჰქონდეს კახას მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნის უფლება, სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების საფუძველზე.

 

 სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების წინაპირობების მიხედვით, სახეზე უნდა იყოს:

 ა)შეცილებული გარიგება

და

ბ)შეცდომა (შეცილების საფუძველი) გამოწვეული უნდა იყოს შეცილებაზე უფლებამოსილი პირის დაუდევრობით.

 

  მუხლი 79. შეცილების ნამდვილობა

 +

2. თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

 

 

 

I.                 შეცილება( სკ-ის 72- მუხლისა და 73- მუხლისპუნქტის მიხედვით)

იმისათვის, რომ სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით მოთხოვნილ იქნეს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს ნამდვილი შეცილება.

ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ კახას შეცილება, სკ-ის 72- მუხლისა და 73- მუხლისპუნქტის მიხედვით, ნამდვილი იყო.

 

II.               შეცილების ადრესატი

 

 სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოვლენილი ნების შეცილების დროს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილია მეორე მხარე, რომელსაც ზიანი მიადგა.

კახამ შეთავაზება სამი სამადგილიანი ნავის ქირავნობის თაობაზე წარუდგინა ბერდიას.

შესაბამისად, ბერდია არის ზიანის ანაზღაურების შესაძლო მოთხოვნის მფლობელი.

 

III.              ანაზღაურებადი ზიანი

 

სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ისეთი ზიანი, რომელსაც მეორე მხარე განიცდის იმის გამო, რომ ნდობა ჰქონდა გამოვლენილი ნების მიმართ.

სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, არ ანაზღაურდება იმაზე მეტი, რასაც მხარე მიიღებდა, გარიგება ნამდვილი რომ ყოფილიყო.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ნეგატიური ინტერესი. შეცილების ადრესატს ზიანის ანაზღაურებამ უნდა აღუდგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც ის იქნებოდა, ნება რომ არ გამოვლენილიყო და ხელშეკრულება რომ არ დადებულიყო.

 

კახას თავისი დაუდევრობის გამო შეცდომა რომ არ დაეშვა, ბერდია ნავს მიაქირავებდა სხვა ჯგუფს, რომელსაც ამ ერთი ნავის ქირავნობა სურდა 20 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდში, ანუ ორი კვირით. ბერდია ამ გაქირავების შედეგად იშოვნიდა 300 ლარს. მაშასადამე, ბერდიას ზიანი ამ შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს. თუმცა ჩვენ ზემოთ ვიმსჯელეთ, რომ სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, ანაზღაურებადი ზიანი შეზღუდულია შესრულების ინტერესის თანხის ოდენობით.

ზიანის ოდენობის დადგენისას შეცილების ადრესატი უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს შეცილებული ნება ნამდვილი იყო.

 

წინამდებარე კაზუსში კახას რომ არ გამოეყენებინა შეცილების უფლება, მასა და ბერდიას შორის ძალაში დარჩებოდა ხელშეკრულება მესამე ნავის ერთი კვირით ქირაობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ბერდია (კიდევ) 150 ლარს მიიღებდა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ბერდიას შესრულების (პოზიტიური) ინტერესი 150 ლარია.

 

ამრიგად, ბერდია ვერ მოითხოვს კახასგან ზიანის ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობით იმის გამო, რომ 2 კვირით ვერ გააქირავა მესამე ნავი სხვა ჯგუფზე. მას შეუძლია, კახასგან მოითხოვოს მხოლოდ 150 ლარი, ვინაიდან მისი მოთხოვნა პოზიტიური ინტერესის ოდენობით არის შეზღუდულ.

 

IV.              შუალედური შედეგი

 სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად, ბერდიას უფლება აქვს, მოსთხოვოს კახას ზიანის ანაზღაურება მხოლოდ 150 ლარის ოდენობით.

 

V.               საბოლოო შედეგი

 ბერდიას შეუძლია, კახასგან მოითხოვოს ორი სამადგილიანი ნავის ქირის გადახდა 300 ლარის ოდენობით, სკ-ის 531- მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და ასევე ზიანის ანაზღაურება მესამე ნავისთვის 150 ლარის ოდენობით, სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების საფუძველზე (ანუ სულ 450 ლარი)

 

ხხხხხ

 

 

სამახსოვრო!

 

·        იმისათვის, რომ გარიგების მხოლოდ ნაწილი გახდეს ბათილი, აუცილებელია, თვითონ გარიგება იყოს დაყოფადი, ხოლო დაყოფადია გარიგება მაშინ, როდესაც მისი შინაარსი იმგვარი სახისაა, რომ შესაძლებელია მისი ცალკეული ნაწილების გარიგების ცალკე საგნად ქცევა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

·         სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, ანაზღაურდება ის ზიანი, რომელიც მხარეს წარმოეშვა იმის შედეგად, რომ ენდო მეორე მხარის გამოვლენილი ნების ნამდვილობას. ანუ ანაზღაურდება .. „ნდობის გაუმართლებლობიდან წარმოშობილი ზიანი (ე.წ.ნეგატიური ინტერესი) და არა შეუსრულებლობის ზიანი (.. პოზიტიური ინტერესი).

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები