კაზუსი 11. გადასახადების დამალვა- (ბათილი გარიგება; კანონისმიერი აკრძალვა; ნასყიდობა)

 




 

ანა კომერციაში გამოუცდელი სტუდენტია, რომელმაც ბებიისგან მემკვიდრეობით ძველი სახლი მიიღო.

სახლი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოს საჭიროებდა, მათ შორის სახურავის შეკეთებას, რისთვისაც ის ინდმეწარმე გივის შეუთანხმდა.

ამ სამუშაოსთვის მას მხოლოდ 6000 ლარი ჰქონდა, რაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე გივის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.

ვითარებიდან გამოსავლის სახით გივიმ ანას შესთავაზა, რომ, თუ მას ქვითრები და საბუთები არ სჭირდებოდა და თანხას ხელზე გადაიხდიდა, 6000 ლარში ჩატევდა.

ანი დასთანხმდა გივის წინადადებას.

სარემონტო სამუშაოების დაწყებისთანავე ანიმ გივის მასალების საყიდლად 2000 ლარი მისცა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამუშაო შესრულდა, დარჩენილი 4000 ლარიც.

შეთანხმებისამებრ, რაიმე ქვითარი არ გამოწერილა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, პირველი წვიმისთანავე, სახლის ჭერიდან წყალმა იწყო ჩამოსვლა.

ანი ითხოვს გივისგან ნაკლის გამოსწორებას.

 გივი პასუხობს, რომ, ვინაიდან შეთანხმება დოკუმენტაციის გარეშე იყო, ანის რაიმე საგარანტიო მოთხოვნის უფლება არ აქვს, ამიტომ ის შეკეთებას არ აპირებს.

აქვს თუ არა ანის გივისგან ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება?

A.     ანის მოთხოვნა გივის მიმართ ნაკეთობის ნაკლის გამოსწორების თაობაზე, სკ-ის 642- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე

ანის შესაძლოა ჰქონდეს გივისგან სახურავის შეკეთების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 642- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

მუხლი 642. დამატებითი შესრულების მოთხოვნა

 

1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

 

 

I.                მოთხოვნის წარმოშობა

ამისათვის(მოთხოვნის უფლება  რომ წარმოიშვას) საჭიროა  :

 ა)ანის და გივის შორის არსებობდეს ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულება, სკ-ის 629- მუხლის მნიშვნელობით,

და

ბ) გივის მიერ დამზადებულ ნაკეთობას ჰქონდეს ნივთობრივი ნაკლი, სკ-ის 639- მუხლისა და 641- მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით.

 

1.      ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულება

ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების არსებობისთვის საჭიროა, რომ :

ა)ანი და გივი შეთანხმებულიყვნენ ხელშეკრულების შინაარსზე

და

ბ) არ არსებობდეს ამ გარიგების ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოება.

 . შეთანხმება

ანისა და გივის შორის უნდა დადებულიყო ხელშეკრულება.

სკ-ის 327- – 341- მუხლების თანახმად, ხელშეკრულება შედგება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენისგან, ოფერტისა და აქცეპტისგან.

ნარდობის ხელშეკრულებაში იგულისხმება ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომლითაც მენარდე კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (დეფინიცია)

გივიმ ანის წინაშე აიღო სახურავის შეკეთების ვალდებულება, ხოლო ანიმ, თავის მხრივ, იკისრა 6000 ლარის ოდენობით საზღაურის გადახდა.

შესაბამისად, ანისა და გივის შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, სკ-ის 629- მუხლის მნიშვნელობით.

. გარიგების ნამდვილობა .  (უნდა შემოწმდეს!)

ანისა და გივის შორის დადებული გარიგება შესაძლოა, ბათილი იყოს როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება( სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.)

 ამისათვის კი საჭიროა, რომ:

) არსებობდეს კანონით დადგენილი წესი,

) გარიგება არღვევდეს ამ წესს.

 

აა) კანონით დადგენილი წესი და  აკრძალვა

 სკ-ის 54- მუხლით გათვალისწინებულ კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა ნორმატიული აქტი, როგორც კანონები, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

ამასთან, ამკრძალავ ორმაში, სკ-ის 54- მუხლის მნიშვნელობით, იგულისხმება ისეთი ნორმა, რომელიც მიმართულია განსაზღვრული ქმედების წინააღმდეგ.

აკრძალვა უნდა ეხებოდეს გარიგების შინაარსს ან მის სამართლებრივ შედეგს, ანუ ის მთლიანად გარიგების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილი პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში 50000 ლარამდე გადასახადის თანხის შემცირებას ადმინისტრაციულ გადაცდომად აცხადებს და ამით კრძალავს ამგვარ ქმედებას.

 ამ მუხლის მიზანია, გადასახადების სრული და დროული ამოღების მიმართ არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე გადასახადების შემცირებისთვის ხელის შეშლა.

ამ მიზნის მიხედვით, ეს ნორმა მიმართულია არა მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა შესაბამისი ქცევის საწინააღმდეგოდ, არამედ იმ გარიგებების საწინააღმდეგოდაც, რომლებიც გადასახადების ხელოვნურ შემცირებას ემსახურება.

 შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილი უნდა მივიჩნიოთ ამკრძალავ ნორმად, სკ-ის 54- მუხლის მნიშვნელობით(გაგებით).

ბბ) გარიგებით კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვის დარღვევა

 

 როგორც კაზუსიდან ირკვევა, ანი და გივი შეთანხმდნენ, დოკუმენტაციის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით მოეხდინათ ურთიერთანგარიშსწორება.

საბუთების გარეშე ანგარიშსწორების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, არღვევდეს ამ მუხლის მოთხოვნას.

მართალია, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ წერილობით არ გამოეწერათ ანგარიშფაქტურა, მაგრამ ამ შეთანხმების ეკონომიკური მიზანი იყო საგადასახადო დეკლარაციაში ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული ვალდებულებების ასახვისგან თავის შეკავება და ამით გადასახადის თანხის შემცირება. შესაბამისად, გივიმ დოკუმენტაციის შეუდგენლობით დაარღვია საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც ანასა და გივის შორის დადებული გარიგება ბათილია, სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.

. ბათილობის ფარგლები

 

 სკ-ის 54- მუხლიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულების ბათილობა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ანის არ აქვს გივის მიმართ ნაკლის გამოსწორებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილს, კერძოდ, იმით, რომ გარიგების ბათილობით გივის საშუალება ეძლევა, თავი დააღწიოს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების მოვალეობას.

ნორმათა ამგვარი ურთიერთმიმართების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საკითხის ორივე რაკურსის გათვალისწინება.

კერძოდ კი იმისა, რომ, ერთი მხრივ, მხარეს (ამ შემთხვევაში ანის), რომელიც არღვევს კანონს, არ უნდა ჰქონდეს კანონისგან დაცვის მიღების მოლოდინი, თუმცა, მეორე მხრივ, არც მეორე მხარემ (ამ შემთხვევაში გივიმ) უნდა იხეიროს კანონის დარღვევისგან.

 ამდენად, ამგვარ შემთხვევაში, უნდა გაანალიზდეს მხარეთა კონკრეტული ინტერესი, რათა არ მოხდეს ერთ-ერთი მხარის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ იმის გამო, რომ გარიგება ბათილია.

ამიტომაც გივის არ აქვს გარიგების ბათილობაზე მითითების უფლება,(სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე).

2.      ნაკეთობის ნაკლი

სკ-ის 642- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გივის მიერ შესრულებული ნაკეთობა უნდა იყოს ნაკლის მქონე.

სკ-ის 641- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნივთობრივი ნაკლის მქონეა ნაკეთობა, როდესაც ის არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ან თუკი იგი ვარგისი არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

წარმოდგენილ კაზუსში არ იკვეთება არც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა და არც ის, თუ რა შეიძლება იყოსხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენება”.

შესაბამისად, ნაკეთობა, ამ შემთხვევაში სახურავი, ვარგისი უნდა იყოს ჩვეულებრივი გამოყენებისთვის”, სკ-ის 641- მუხლში 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების მნიშვნელობით.

ვინაიდან სახურავიდან სახლში წყალი ჩავიდა, აშკარაა, რომ ის ვარგისი არ არის ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.

შესაბამისად, სახურავის შეკეთება ნაკლიანი იყო.

 

3.      შუალედური დასკვნა

 

 ანისა და გივის შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ბათილია, სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე. თუმცა, სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გივის არ აქვს უფლება, დაეყრდნოს გარიგების ბათილობას, თუკი ის ამით თავს აარიდებს, სკ-ის 642- მუხლიდან გამომდინარე, დამატებითი შესრულების ვალდებულებას.

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

კაზუსი არ შეიცავს არანაირ მითითებას ისეთ გარემოებაზე, რაც შესაძლოა მეტყველებდეს მოთხოვნის შეწყვეტაზე. ამრიგად, [ანის] მოთხოვნა არ შეწყვეტილა.

III.              მოთხოვნის განხორციელებადობა

კაზუსი არ შეიცავს არანაირ მითითებას ისეთ გარემოებაზე, რაც შესაძლოა მეტყველებდეს მოთხოვნის განუხორციელებლობაზე[გივის მიერ].

შესაბამისად, მოთხოვნა განხორციელებადია.

IV.             საბოლოო დასკვნა

ანის აქვს გივისგან ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 642- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.


სამახსოვრო:

ბათილი და საცილო გარიგება

ბათილობა

 საცილობა

ბათილი

მერყევად ბათილი

საცილო

გარიგება დადებისთანავე ბათილია

გარიგება ბათილია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მიერ მის მოწონებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

გარიგება ნამდვილია,თუმცა შეიძლება გაბათილდეს შეცილების შემთხვევაში;

 

შეცილების სამართლებრივი  საფუძვლები:

მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება . მუხ.54

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ დადებული გარიგება მუხ.63

ნების გამოვლენის შეცდომა. მუხ.73 .ა.

გავლენის ბოროტად გამოყენებით დადებული გარიგება  მუხ.55

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგება.მუხ.111

შეცდომა გარიგების შინაარსში .მუხ.73.ბ.

მოჩვენებითი გარიგება.

მუხ. 56

 

შეცდომა გარიგების საფუძვლებში .მუხ.73.გ.

ნების გამოვლენის არასერიოზულობა . მუხ.57

 

შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში .მუხ.74.(1)

ქმედუუნარობა.მუხ.58

 

შეცდომა საგნის ძირითად თვისებაში.მუხ.74(2)

ფორმის დაუცველობა მუხ.59

 

მოტყუებით დადებული გარიგება .მუხ. 80

 

 

იძულებით დადებული გარიგება. მუხ.85

 

 

შეცილების ვადები:

·        ერთი თვის ვადაში შეცდომის აღმოჩენიდან მუხ.79

·        ერთი წლის განმავლობაში მოტყუების აღმოჩენიდან .მუხ.84

·        ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრებიდან .მუხ.89

 

სამახსოვრო:

 

შეცილება შეცდომის საფუძველზე (სკ-ის 72- და მომდევნო მუხლები)

 

შემოწმების სქემა :

 

I. წინაპირობები

 

1.      შეცილების საფუძველი

 

) არსებითი შეცდომა, სკ-ის 73- და მომდევნო მუხლების საფუძველზე

 

) მიზეზობრივი კავშირი შეცდომასა და ნების გამოვლენას შორის

 

2.      შეცილების განცხადება (სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება)

 

) ნების გამოვლენის ნამდვილობა (ყურადღებამისაქცევია სკ-ის 51- მუხლი)

 

 ) უფლებამოსილი პირის მიერ (სკ-ის 59- მუხლის მე-3 ნაწილი)

 

 ) უფლებამოსილი პირის მიმართ

 

3.      შეცილების ვადა (სკ-ის 79- მუხლის 1-ლი ნაწილი)

 

4.      შეცილება არ უნდა იყოს გამორიცხული

 

 

) შეცილების უფლების მქონე პირის მიერ გარიგების დადასტურება (სკ-ის 61- მუხლის მე-3 ნაწილი)

 

) კონტრაჰენტის თანხმობა (სკ-ის 77- მუხლი)

 

) წვრილმანი შეცდომები (სკ-ის 78- მუხლი)

 

) კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი; შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად გამოვლენილი ნება ნანდომი ნებისგან განსხვავდება, თუმცა უკეთეს პირობებში აყენებს შეცილებაზე უფლებამოსილ პირს)

 

 

 II. სამართლებრივი შედეგები

 

1.      შეცილებული გარიგების ან მისი ნაწილის ბათილობა მისი დადების მომენტიდან (ex tunc, სკ-ის 59- მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 62- მუხლი)

 

2. შეცილების განმახორციელებელი პირის ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე (სკ-ის 79- მუხლის მე-2 ნაწილი)

 

) წინაპირობები

 

აა) ნამდვილი შეცილება

 

ბბ)აქცეპტანტის ნდობის არსებობა ოფერენტის მიერ გამოვლენილი ნების მიმართ (ნდობის ფაქტორი)

 

) სამართლებრივი შედეგი: ნეგატიური ინტერესის ანაზღაურება, რომელიც შეზღუდულია პოზიტიური ინტერესით


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები