კაზუსი 10. უხამსი შეთავაზება (ამორალური გარიგება)

 



დაქორწინებული ბედნიერი წყვილი გიორგი და ნინო ორი წლის განმავლობაში დაზოგილი თანხით კაზინოში ცდიან ბედს თავიანთი ოცნების სახლის შესაძენი თანხის მოსაგებად. როდესაც ისინი მთელ თანხას წააგებენ, მათ გაუჩნდებათ შანსი, მილიონი ლარი იშოვონ. ამისთვის ნინომ საყვარელ ქმარს უნდა უღალატოს, ვინაიდან ეს შანსი ერთ-ერთი მილიონერისგან (ლევანი) მოდის, რომელიც გიორგის სთავაზობს, რომ ის ერთ მილიონ ლარს გადაუხდის ნინოს, თუკი ნინო მასთან ერთად სტამბულში გაემგზავრება და ღამეს გაატარებს. დიდი ყოყმანის შემდეგ ნინო დასთანხმდება შეთავაზებას და სთხოვს გიორგის, რომ წერილობითი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი თავად მოაგვაროს.

ამ ხელშეკრულებას გიორგი და ლევანი დეტალურად წერილობით გაწერენ დაერთი ღამით სიყვარულის ხელშეკრულებასდაარქმევენ.

შეთანხმებისამებრ წყვილი სტამბულში გაფრინდება, მაგრამ ბოლო მომენტში ნინო ვერ შეძლებს ღალატზე წასვლას და თბილისში გამოიქცევა.

ლევანი გაბრაზებულია, ვინაიდან, უარყოფის გარდა, იგი ფინანსურადაც საკმაოდ დაზარალდაამმინითაფლობის თვისთვისმან იქირავა თვითმფრინავი, სახლი და კატერი სტამბულში, რაც, ჯამში, 30 000 ლარი დაუჯდა.

რის მოთხოვნის უფლება აქვს ლევანს ნინოსგან?

 

A.     ლევანის მოთხოვნა ნინოს მიმართ მასთან ინტიმური ღამის გატარებაზე, სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე

 

ლევანს შესაძლოა ჰქონდეს ნინოსგან მასთან ინტიმური ღამის გატარების მოთხოვნის უფლება, ერთი ღამით სიყვარულის’’  ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

ზოგადი დებულებანი ვალდებულებათა შესახებ

    მუხლი 316. ცნება

1.            ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

 

შენიშვნა:

 

მართალია, კაზუსში ნახსენები ხელშეკრულების სახე(ერთი ღამით სიყვარულის’’  ხელშეკრულება)  სამოქალაქო კოდექსში მოწესრიგებული არ არის, მაგრამ, ხელშეკრულების თავისუფლებიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი შინაარსის ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, .. ატიპური ხელშეკრულება (სკ-ის 319- მუხლის 1-ლი ნაწილი).

სამოქალაქო კოდექსი ამ მხრივ არ არის ამომწურავი ხასიათის და მხოლოდ ტიპური ხელშეკრულებების მომწესრიგებელ ნორმებს გვთავაზობს

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

ლევანის ამ მოთხოვნის წარმოშობისათვის  საჭიროა, რომ მას და ნინოს შორის დადებულიყო ნამდვილი ხელშეკრულება.

ნამდვილი ხელშეკრულების არსებობისთვის საჭიროა, რომ ლევანი და ნინო  

ა) შეთანხმებულიყვნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე

და  

ბ)არ არსებობდეს ამ ხელშეკრულების ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოება.

 

1.      შეთანხმება არსებით პირობებზე  (არის თუ არა ასეთი შეთანხმება  მოწმდება)

 სკ-ის 327- – 341- მუხლების თანახმად, ხელშეკრულების არსებობისთვის სახეზე უნდა იყოს ლევანის და ნინოს თანმხვედრი ნების გამოვლენები: ოფერტი და აქცეპტი.

კაზუსიდან ირკვევა, რომ შეთანხმება შედგა ლევანსა და გიორგის შორის.

თუმცა, სკ-ის 104- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, შესაძლოა, გიორგის მიერ დადებული გარიგებით უფლებები და ვალდებულებები წარმოშობოდა ნინოს, თუკი გიორგი იქნებოდა ნინოს წარმომადგენელი.

სკ-ის 103- მუხლისა და 104- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამისათვის საჭიროა, რომ გარიგების დადებისას

ა)გიორგის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში   სხვისი (ნინოს) სახელით გამოევლინა საკუთარი ნება

და

ბ)ეს წარმომადგენლობა დასაშვები ყოფილიყო.

 

. წარმომადგენლობის დასაშვებობა (ვამოწმებთ ჯერ ამას)

სკ-ის 103- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლობა დაუშვებელია, თუკი გარიგება პირმა უშუალოდ უნდა დადოს.

ასეთ გამონაკლის შემთხვევებად კანონმდებლობა მხოლოდ ანდერძს და ქორწინებას მიიჩნევს.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში წარმომადგენლობა დასაშვებია.

 

 .  წარმომადგენლის მიერ საკუთარი ნების გამოვლენა (მოწმდება არის თუ არა)

ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 1-ლი კონტაქტი ლევანსა და გიორგის შორის შედგა. ამას გარდა, გიორგიმ დამოუკიდებლად შეათანხმა ხელშეკრულების ცალკეული დეტალები ლევანთან.

შესაბამისად კაზუსის მიხედვით , მას(გიორგის) ჰქონდა ხელშეკრულების მხარის ამორჩევისა და ხელშეკრულების დეტალების შეთანხმების უფლება.

ამით ის(გიორგი)  ავლენდა საკუთარ ნებას და არ იყო მხოლოდ სხვისი(ნინოს) ნების გადამტანი.

 

 . სხვისი (ნინოს) სახელით მოქმედება(მოწმდება არის თუ არა  ასეთი მოქმედება  სახეზე)

 ნების გამოვლენის ადრესატისთვის(აქ ლევანისთვის) შეცნობადი უნდა იყოს სხვა პირის სახელით მოქმედების ფაქტი.

გიორგი მოქმედებდა ნინოს სახელით, რაც იმითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების მხარედ დასახელებული იყო ნინო.

 

. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება(მოწმდება ესეც)

 

 აა) რწმუნებულება

 სკ-ის 103- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან.

ამ შემთხვევაში(კაზუსში) სახეზე არაა კანონისმიერი წარმომადგენლობა.

 ამიტომ გასარკვევია, ჰქონდა თუ არა გიორგის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (რწმუნებულება) გარიგების საფუძველზე, სკ-ის 107- მუხლის 1-ლი ნაწილის გაგებით.

კაზუსის თანახმად, ნინომ სთხოვა გიორგის ხელშეკრულების დადება, შესაბამისად, სახეზე გვაქვს გარიგებისმიერი წარმომადგენლობა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, სკ-ის 709- მუხლის მნიშვნელობით.

ბბ) მოქმედება რწმუნებულების ფარგლებში

 გარდა ამისა, სკ-ის 104- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმომადგენელი მისთვის მიცემული უფლებამოსილების (რწმუნებულების) ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.

ნინო თანახმა იყო ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ხოლო ცალკეული დეტალების შეთანხმება გიორგის დაავალა.

შესაბამისად, გიორგი მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში.

შუალედური დასკვნა:

გიორგი ლევანთან ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა როგორც ნინოს წარმომადგენელი, შესაბამისად, სკ-ის 104- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ ხელშეკრულებიდან უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა ნინოს.

შესაბამისად, ლევანსა და ნინოს შორის დაიდოერთი ღამით სიყვარულის ხელშეკრულება”, რომლითაც ნინომ ლევანის წინაშე აიღო ვალდებულება, მასთან ერთად ემოგზაურა სტამბულში და გაეტარებინა ინტიმური ღამე;

ხოლო ლევანმა, თავის მხრივ, იკისრა მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ანაზღაურება და 30 000 ლარის ოდენობით საზღაურის გადახდა.

შესაბამისად, ლევანსა და ნინოს შორის დაიდო ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება.

 

2.      ხელშეკრულების ნამდვილობა

ნინოსა და ლევანს შორის დადებული ხელშეკრულება შესაძლოა, ბათილი იყოს როგორც ამორალური გარიგება, სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა, რომ დადებული  გარიგება არღვევდეს ზნეობის ნორმებს.

 

შენიშვნა:

ზნეობის ნორმას არღვევს გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა კეთილგონივრულად და სამართლიანად მოაზროვნე პირის წარმოდგენას წესიერებასა და სამართლიანობაზე და ამით არღვევს გაბატონებულ სამართლებრივ და სოციალურ მორალს.

ამასთან, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონსტიტუციაში ასახული ფასეულობათა სისტემა.

ამორალურობა შესაძლოა გამომდინარეობდეს როგორც გარიგების შინაარსიდან, ისე მისი საერთო ხასიათიდან.

 ზნეობის ნორმის დარღვევა

გარიგება, რომელიც მხარეს გარკვეული სექსუალური, ინტიმური ხასიათის ქცევას ავალდებულებს, ამორალურია, სკ-ის 54- მუხლის მნიშვნელობით, ვინაიდან ადამიანის ინტიმური სფერო, როგორც ასეთი, არ შეიძლება ექვემდებარებოდეს სამართლებრივ შებოჭვას.

კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ღირსების ძირითადი უფლება თავის თავში მოიაზრებს, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს ინტიმური კავშირის დამყარებაზე თავდაპირველი მზაობის გამოხმობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების არსებობას.

კაზუსის თანახმად, ნინოსა და ლევანს შორის დადებული ერთი ღამით სიყვარულის ხელშეკრულება ნინოს ინტიმური კავშირის დამყარებას, ანუ გარკვეულ სექსუალურ ქცევას ან ქცევის თმენას ავალდებულებს.

ინტიმური კავშირის დამყარების სამართლებრივი დავალდებულება კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, ვინაიდან ახდენს ადამიანის ინტიმური სფეროს კომერციალიზაციას და ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების ძირითად უფლებას.

შუალედური დასკვნა:

 ნინოსა და ლევანს შორის დადებულიერთი ღამით სიყვარულის ხელშეკრულებაბათილია მისი ამორალურობის გამო, სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.

საბოლოო შედეგი:

ლევანს არ აქვს ნინოსგანერთი ღამით სიყვარულისხელშეკრულებით მასთან ინტიმური ღამის გატარების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 316- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

 

B.     ლევანის მოთხოვნა ნინოს მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე, სკ-ის 394- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე

 

ლევანს შესაძლოა ჰქონდეს ნინოსგან 30000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 394- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

 მუხლი 394. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას

 

1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის

 

ამისათვის ლევანსა და ნინოს შორის უნდა არსებობდეს ვალდებულებითი ურთიერთობა. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის თანახმად, ლევანსა და ნინოს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, სკ-ის 54- მუხლის საფუძველზე.

 

 შესაბამისად, მათ შორის არ არსებობს და არც არსებობდა სახელშეკრულებო (ვალდებულებითი) ურთიერთობა.

 

საბოლოო შედეგი:

 

ლევანს არ აქვს ნინოსგან 30000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სკ-ის 394- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

სამახსოვრო:

 

გარეგნულად გარკვეული მსგავსება არის წარმომადგენლის მეშვეობით დადებულ ხელშეკრულებასა და მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას (სკ-ის 349- მუხლი) შორის. თუმცა მათ შორის პრინციპული სხვაობაა შემდეგი გარემოებების გამო:

 წარმომადგენლის მეშვეობით დადებული ხელშეკრულებისას წარმოდგენლი პირი, მართალია, უშუალოდ არ მონაწილეობს ხელშეკრულების დადებაში, მაგრამ ხელშეკრულების მხარე ხდება სწორედ ის და არა წარმომადგენელი.

ამის საპირისპიროდ, მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მხარე არის პირი, ვინც დადო ხელშეკრულება, ხოლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს იღებს მესამე პირი.

 

წარმომადგენლის მეშვეობით დადებული ხელშეკრულებით წარმოდგენლი პირი იღებს როგორც უფლებებს, ისე ვალდებულებებს.

 ამის საპირისპიროდ:  დაუშვებელია .. მესამე პირის საზიანოდ ხელშეკრულების დადება, ანუ ხელშეკრულებით მესამე პირისთვის ვალდებულების დაკისრება.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები