კაზუსი 1. „Samsung”-ის ტელევიზორი -(ხელშეკრულების დადება; ნების გამოვლენა; გარიგება; მოთხოვნის წარმოშობა, შეწყვეტა და განხორციელებადობა,ხანდაზმულობის ვადის ათვლა)


 

საწყისი კაზუსი

ლევანს სურს, ტექნიკით მოვაჭრე მერაბისაგან შეიძინოს ტელევიზორი.

იგი 2005 წლის 5 მარტს ეწვია მერაბს და შეუკვეთა „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორი 1000 ლარად, ადგილზე მიტანით.

 მერაბი დასთანხმდა და მეორე დღეს სასურველი ტელევიზორი მიაწოდა ლევანს, თუმცა ლევანმა ამასობაში გადაიფიქრა და ტელევიზორის მიღებაზე უარი განაცხადა.

შეუძლია თუ არა მერაბს, მოითხოვოს საფასურის გადახდა?

 

საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 1

ტელევიზორის დროული მიწოდებით გახარებულმა ლევანმა მერაბს საჩქაროდ გადაუხადა საფასური ნაღდი ფულით.

შუადღისას სამსახურში დაბრუნებულ მერაბს დაავიწყდა გადახდილი თანხის შესაბამის დოკუმენტებში ასახვა.

ორი თვის შემდეგ, როდესაც იგი თავის დოკუმენტებს ათვალიერებდა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ლევანის მიერ თანხის გადახდა აღრიცხული არაა და, რადგან ამასობაში სრულიად გადაავიწყდა ლევანის მიერ თანხის გადახდის ფაქტი, მერაბი ხელმეორედ ითხოვს ტელევიზორის საფასურს.

 შეუძლია თუ არა მერაბს, მოითხოვოს გადახდა ხელმეორედ?

 

საწყისი კაზუსის მოდიფიკაცია 2

მერაბმა ლევანს ტელევიზორი 2005 წლის 9 მარტს მიაწოდა.

 ლევანი შეუთანხმდა, რომ თანხას არაუგვიანეს 2005 წლის 30 მარტისა საბანკო ანგარიშზე გადაურიცხავდა.

მერაბმა ეს თარიღი ჩაინიშნა თავის კომპიუტერში, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალურ პროგრამაში, რომელსაც მერაბისათვის ვადის გასვლა უნდა შეეხსენებინა.

 ლევანმა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადარიცხა.

 მერაბს ვადის გადაცილება არც გახსენებია და, პროგრამული შეცდომის გამო, არც კომპიუტერულმა პროგრამამ შეატყობინა ეს.

 მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2008 წლის აპრილში, როდესაც კომპიუტერში ახალი პროგრამა დაინსტალირდა, მერაბს გაახსენდა გადაუხდელი საფასურის შესახებ და მოითხოვა იგი ლევანისაგან.

ლევანმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე ხანდაზმულობის გამო.

 რამდენად დასაბუთებულია მერაბის მოთხოვნა?

 

X

რა უნდა ვიცოდეთ ვიდრე ამ კაზუსების ამოხსნას დავიწყებთ ?

 

ხელშეკრულების დადება

ძალიან ხშირად კაზუსის შეკითხვა ეხება ისეთ მოთხოვნას, რომელიც მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

ცხადია,ასეთი მოთხოვნის  წარმოშობის წინაპირობა  ხელშეკრულების დადებაა.

 მაგალითად:

თუ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია,  მაშინ გამყიდველი სკ-ის 477- მუხლის 1-ლი ნაწილით ვალდებულია, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი მყიდველს ავალდებულებს, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

დაიმახსოვრე:  ხელშეკრულების დადების წესებს განსაზღვრავს სკ-ის 327- და შემდგომი მუხლები. (!)

ამ მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ ხელშეკრულება ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენითოფერტითა და აქცეპტითიდება.

ოფერტი შეთავაზებაა და დროში წინ უსწრებს მეორე მხარის აქცეპტს, ანუ თანხმობას.

 ოფერტი და აქცეპტი შინაარსობრივად ურთიერთმფარავი უნდა იყოს და ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას უნდა  მოიცავდეს.(!)

ხოლო ეს ე.წ. „არსებითი პირობები  ხელშეკრულების სხვადასხვა სახეს სხვადასხვაგვარი აქვს.

მაგალითად,

 ნასყიდობის ხელშეკრულებაში  არსებითია ნასყიდობის საგანი, ფასი და მხარეები.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, შემდეგი განმარტებები ჩამოვაყალიბოთ:

ოფერტი არის ნების გამოვლენა, რომლითაც პირი, რომელსაც ხელშეკრულების დადება სურს, სხვას სთავაზობს ხელშეკრულების იმგვარად ჩამოყალიბებულ არსებით პირობებს, რომლებზეც ყოველგვარი შინაარსობრივი ცვლილების გარეშე უპირობო თანხმობა ხელშეკრულების წარმოშობისათვის საკმარისია.

 აქცეპტი არის ნების გამოვლენა, რომლითაც ოფერტის ადრესატი ოფერტის შინაარსზე უპირობო  თანხმობას აცხადებს.

ნების გამოვლენა

ნების გამოვლენა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ნების გამოხატვაა.

ნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი მაშინაა, როცა მისი მიზანი სამართლებრივი შედეგის მიღწევაა.

ასეთი სამართლებრივი შედეგი’’  შეიძლება იყოს, მაგალითად, ხელშეკრულების ძალაში შესვლა’’ (მისგან გამომდინარე უფლებებითა და ვალდებულებებითურთ).

დაიმახსოვრე :ოფერტი და აქცეპტი ნების გამოვლენაა, რადგან მათი მიზანი სწორედ  „სამართლებრივი  შედეგის’’ მიღწევაა.

ამგვარად, ნების გამოვლენა  არის :    კერძო ნების გამოხატვა სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.(!) (საზეპირო)

გარიგება

გარიგება ცალმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც უშუალოდ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.(საზეპირო)

 განსხვავებით ნების გამოვლენისაგან, რომლისთვისაც სამართლებრივი შედეგის მიღწევა მხოლოდ მიზანია, გარიგება სამართლებრივ შედეგს უშუალოდ წარმოშობს.

 მაგალითად:

ვინც ნასყიდობის ხელშეკრულების ოფერტს გასცემს (ოფერენტი), მას სკ-ის 477- მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომა სურს.

 თუმცა მხოლოდ მისი ოფერტი (ნების გამოვლენა) ამ სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.

 მხოლოდ მეორე თანმხვედრი ნების გამოხატვის (აქცეპტი) შემდეგ დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება (გარიგება). (!)

და სწორედ ეს გარიგება (ამ შემთხვევაში ნასყიდობა) წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს უშუალოდ (სკ-ის 477- მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის წარმოშობა).

ამიტომ ცალ-ცალკე აღებული არც ოფერტი და არც აქცეპტი არ არის გარიგება.

ამდენად, ხელშეკრულება გარიგების ერთ-ერთი სახეა.

იგი ორი (ან მეტი) ნების გამოვლენისაგანოფერტისა და აქცეპტისაგანშედგება და უშუალოდ წარმოშობს სამართლებრივ მოთხოვნებს, . . სამართლებრივ შედეგებს.

თუმცა გარიგების ცნება მხოლოდ ხელშეკრულებებით არ შემოიფარგლება.

სხვა შემთხვევებშიც შესაძლოა, სახეზე იყოს გარიგება, რომელიც სამართლებრივ შედეგს უშუალოდ წარმოშობს.

ზოგიერთ მათგანს ჩვენ მომდევნო კაზუსების განხილვისასაც შევეხებით.

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

კაზუსების ამოხსნა:

A.     საწყისი კაზუსიმერაბის მოთხოვნა ლევანისაგან 1000 ლარის ოდენობით ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე

 

მერაბს შესაძლოა, ჰქონდეს ლევანისაგან ნასყიდობის ფასის, 1000 ლარის, მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე. ამისათვის საჭიროა, ეს მოთხოვნა წარმოიშვას, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი.(მთ. წინადად)

 

ნასყიდობა. გაცვლა

I.ზოგადი დებულებანი

    მუხლი 477. ცნება. შინაარსი

 

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

მერაბის(გამყიდველის)  მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა ნასყიდობის ნამდვილი ხელშეკრულების ‘’ არსებობა მხარეთა შორის.

 შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, დაიდო თუ არა მერაბსა და ლევანს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება.(!)

ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად საჭიროა ორი ურთიერთმფარავი (ორმხრივი)  ნების ოფერტისა და აქცეპტისგამოვლენა.

 

 

. ოფერტი

 

საკითხავია, იყო თუ არა ლევანის შეკვეთა ოფერტი?(მთ.წინ)

 

ოფერტარის ნების გამოვლენისას პირი, რომელსაც ხელშეკრულების დადება სურს, სხვას სთავაზობს ხელშეკრულების იმგვარად ჩამოყალიბებულ არსებით პირობებს, რომლებზეც, ყოველგვარი შინაარსობრივი ცვლილების გარეშე, უბრალო თანხმობა ხელშეკრულებას წარმოშობს.

ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, არსებით პირობებად მიიჩნევა ნასყიდობის საგანი, ფასი და მხარეები. (დეფინიცია)

 

წარმოდგენილ შემთხვევაში(კაზუსში), ლევანის შეთავაზება მერაბის მიმართ შეიცავდა ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას(ნასყიდობის საგანი- სამსუნგის ტელევიზორი,ფასი- 1000 ლარი,მხარეები-ლევანი და მერაბი) და ამ შეთავაზებაზე, მისი შინაარსის ყოველგვარი ცვლილების გარეშე, მერაბის თანხმობა საკმარისი იქნებოდა ხელშეკრულების დასადებად. (სუბსუმცია)

 

შესაბამისად, ლევანის ოფერტი სახეზეა.(დასკვნა)

 

. აქცეპტი

 

უნდა შემოწმდეს, აგრეთვე, იყო თუ არა გაცხადებული აქცეპტი მერაბის მხრიდან.(მთ.წინ.)

 

 აქცეპტი არის ნების გამოვლენა, რომლითაც ოფერტის ადრესატი ოფერტის შინაარსზე თანხმობას აცხადებს.(დეფინიცია)

 

 ამ შემთხვევაში, მერაბი ლევანის შეთავაზებას დასთანხმდ(სუბსუმცია)

 შესაბამისად, აქცეპტიც სახეზეა.(დასკვნა)

 

 

 

შუალედური დასკვნა:

 

რადგან სახეზეა ოფერტიცა და აქცეპტიც, რომლებიც ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმებას მოიცავენ, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია.

შესაბამისად, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე,  მერაბის მოთხოვნა წარმოიშვა.(!)

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა და განხორციელებადობა

კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის ან განუხორციელებლობის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად, მოთხოვნა არსებობს და განხორციელებადია.

 

საბოლოო დასკვნა:

მერაბს აქვს ლევანისაგან 1000 ლარის ოდენობით ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე


კაზუსის მოდიფიკაცია 1

ტელევიზორის დროული მიწოდებით გახარებულმა ლევანმა მერაბს საჩქაროდ გადაუხადა საფასური ნაღდი ფულით.

შუადღისას სამსახურში დაბრუნებულ მერაბს დაავიწყდა გადახდილი თანხის შესაბამის დოკუმენტებში ასახვა.

ორი თვის შემდეგ, როდესაც იგი თავის დოკუმენტებს ათვალიერებდა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ლევანის მიერ თანხის გადახდა აღრიცხული არაა და, რადგან ამასობაში სრულიად გადაავიწყდა ლევანის მიერ თანხის გადახდის ფაქტი, მერაბი ხელმეორედ ითხოვს ტელევიზორის საფასურს.

 შეუძლია თუ არა მერაბს, მოითხოვოს გადახდა ხელმეორედ?

 

B.     მოდიფიკაცია 1 – მერაბის მოთხოვნა ლევანისაგან ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე .

 

მერაბს შესაძლოა, ჰქონდეს ლევანისაგან ნასყიდობის ფასის, 1000 ლარის, მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე.

ამისათვის საჭიროა, ეს მოთხოვნა წარმოიშვას, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებადი

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

 

ამ მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა ნასყიდობის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა მხარეთა შორის.

 

 ლევანსა და მერაბს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ( იხ. ზემოთ).

 

შესაბამისად, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მერაბის მოთხოვნა ლევანის მიმართ წარმოშობილია.

 

II.               მოთხოვნის შეწყვეტა

 

მერაბის აღნიშნული მერაბის მოთხოვნა ლევანის მიმართ, სკ-ის 427- მუხლის თანახმად, შესაძლოა, შეწყვეტილიყო შესრულებით.

ამისათვის საჭიროა, ნაკისრი ვალდებულებანასყიდობის ფასის გადახდაშესრულებული იყოს კრედიტორის სასარგებლოდ.

 ლევანმა მერაბს თანხა ერთხელ უკვე გადასცა.

შესაბამისად, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე და სკ-ის 427- მუხლის თანახმად, მერაბის მოთხოვნა შეწყვეტილია;

 

საბოლოო დასკვნა:

მერაბს არ აქვს ლევანის მიმართ 1000 ლარის მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე

    მუხლი 427. ვალდებულების შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით

 

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).



 

 კაზუსის მოდიფიკაცია 2

მერაბმა ლევანს ტელევიზორი 2005 წლის 9 მარტს მიაწოდა.

 ლევანი შეუთანხმდა, რომ თანხას არაუგვიანეს 2005 წლის 30 მარტისა საბანკო ანგარიშზე გადაურიცხავდა.

მერაბმა ეს თარიღი ჩაინიშნა თავის კომპიუტერში, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალურ პროგრამაში, რომელსაც მერაბისათვის ვადის გასვლა უნდა შეეხსენებინა.

 ლევანმა შეთანხმებულ ვადაში თანხა არ გადარიცხა.

 მერაბს ვადის გადაცილება არც გახსენებია და, პროგრამული შეცდომის გამო, არც კომპიუტერულმა პროგრამამ შეატყობინა ეს.

 მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2008 წლის აპრილში, როდესაც კომპიუტერში ახალი პროგრამა დაინსტალირდა, მერაბს გაახსენდა გადაუხდელი საფასურის შესახებ და მოითხოვა იგი ლევანისაგან.

ლევანმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე ხანდაზმულობის გამო.

 რამდენად დასაბუთებულია მერაბის მოთხოვნა?

 

 

C.     მოდიფიკაცია 2 – მერაბის მოთხოვნა ლევანისაგან ნასყიდობის ფასის გადახდის თაობაზე, სკ-ის 477- მუხლიდან გამომდინარე

მერაბს შესაძლოა, ჰქონდეს ლევანისაგან ნასყიდობის ფასის, 1000 ლარის, მოთხოვნის უფლება, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე. ამისათვის საჭიროა, ეს მოთხოვნა წარმოიშვას, არ იყოს შეწყვეტილი და იყოს განხორციელებად

 

 

I.                 მოთხოვნის წარმოშობა

ამ მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა ნასყიდობის ნამდვილი ხელშეკრულების არსებობა მხარეთა შორის. ლევანსა და მერაბს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია (იხ. ზემოთ).

შესაბამისად, სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მერაბის მოთხოვნა ლევანის მიმართ წარმოშობილია.

II.   მოთხოვნის შეწყვეტა

 კაზუსის ფაბულიდან არ იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის რაიმე წინაპირობა. შესაბამისად, მოთხოვნა შეწყვეტილი არაა.

III.              მოთხოვნის განხორციელებადობა

 

მართლაც  საკითხავია, ხომ არ არის მერაბის მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო განუხორციელებელი, სკ-ის 144- მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით?

 

 მუხლი 144. ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას

 

1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე

 

 

ამისათვის საჭიროა, მერაბის მოთხოვნა იყოს ხანდაზმული. რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის განსაკუთრებული ვადა არაა დაწესებული, მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადა – 3 წელი, სკ-ის 129- მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი ვარიანტის თანახმად.

ეს ვადა, სკ-ის 130- მუხლის თანახმად, იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, . . იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

 

ამდენად, უპირველესად, გასარკვევია, როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო მერაბს სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დარღვევის შესახებ.

 

 სკ-ის 361- მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით განსაზღვრონ შესრულების დრო. ამ შემთხვევაში, ლევანი და მერაბი შეთანხმდნენ, რომ ვალდებულება არაუგვიანეს 2005 წლის 30 მარტისა უნდა შესრულებულიყო. შესაბამისად, მერაბის მოთხოვნაც სწორედ 2005 წლის 30 მარტს გახდა ვადამოსული. მართალია, მერაბმა უფლების დარღვევის შესახებ გვიან შეიტყო, მაგრამ მას ჰქონდა შესაძლებლობა, ადრევე გასცნობოდა დარღვევის ფაქტს და თავისივე გაუფრთხილებლობის გამო ვერ გაეცნო (დაავიწყდა). აქედან გამომდინარე, ვადამოსულობის მომენტიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლაც.

შესაბამისად, სკ-ის 129- მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი ვარიანტით განსაზღვრული სამწლიანი ვადა 2008 წლის 30 მარტს გავიდ, აპრილში კი მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

 

ვინაიდან ხანდაზმულობა’’, სკ-ის 144- მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, არის უფლების შემაფერხებელი შესაგებელი, მოვალემ მასზე უნდა მიუთითოს.

 

ამ შემთხვევაში(კაზუსში), ლევანმა ნათლად მიუთითა ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე.

 

შესაბამისად,სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მერაბის მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო არ არის განხორციელებადი.

 

საბოლოო დასკვნა:

მერაბს არ შეუძლია, ლევანისაგან მოითხოვოს ნასყიდობის ფასი სკ-ის 477- მუხლის მე-2 ნაწილით(!)

 

 

ხხხხხხხხხხხხხხხხხხ

 

სამახსოვრო!

 

 ოფერტი არის ნების გამოვლენა, რომლითაც პირი, რომელსაც ხელშეკრულების დადება სურს, სხვას სთავაზობს ხელშეკრულების იმგვარად ჩამოყალიბებულ არსებით პირობებს, რომლებზეც, ყოველგვარი შინაარსობრივი ცვლილების გარეშე, უპირობო თანხმობა ხელშეკრულების წარმოშობისათვის საკმარისია.

 

აქცეპტი არის ნების გამოვლენა, რომლითაც ოფერტის ადრესატი ოფერტის შინაარსზე უპირობო თანხმობას აცხადებს.

 

 ნების გამოვლენა  - სამართლებრივად მნიშვნელოვანი ნების გამოხატვაა,

 

გარიგება - ცალმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც უშუალოდ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

 

 

ხანდაზმულობის ვადის ათვლა

 

 მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მის განხორციელებადობას.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა მომენტიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

სკ-ის 130- მუხლის თანახმად, ეს ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება, მოთხოვნის წარმოშობას კი იგივე მუხლი განმარტავს მომენტად, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ სკ-ის 130- მუხლში ტერმინოლოგიური უზუსტობაა, კერძოდ, მოთხოვნის წარმოშობა არასწორადაა გამოყენებული და რეალურად გულისხმობს არა ამ სიტყვების ლიტერატურაში დამკვიდრებულ მნიშვნელობას, არამედ უკვე წარმოშობილი მოთხოვნის ვადამოსულობის მომენტს.

როგორც წესი, მოთხოვნის წარმოშობისა და მოთხოვნის ვადამოსულობის მომენტები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არა ყოველთვის.

 მაგალითად: „”- და”- დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ისინი შეასრულებენ ერთი წლის შემდეგ.

ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა წარმოშობილია ხელშეკრულების დადების მომენტიდან, ხოლო ვადამოსული ეს მოთხოვნა მხოლოდ შეთანხმებული მომენტის დადგომისასერთი წლის გასვლის შემდეგ ხდება.

 

თუკი სკ-ის 130- მუხლის შინაარსს სიტყვასიტყვით განვმარტავთ და ხანდაზმულობის ვადის ათვლას მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან დავიწყებთ, კრედიტორის ინტერესები შეილახება, რადგან მას გაუმართლებლად დაეკარგება ერთი წელი კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადისა.

 შესაბამისად, სკ-ის 130- მუხლის ტელეოლოგიური განმარტებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მოთხოვნის ვადამოსულობის მომენტიდან.

 

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ სისტემებს.

ობიექტური სისტემის შემთხვევაში, გადამწყვეტია ვადამოსულობის მომენტის ობიექტურად დადგომის ფაქტი (ანუ უფლების დარღვევის მომენტი),

ხოლო სუბიექტური სისტემა ვადის ათვლას უკავშირებს უფლებამოსილი პირის მიერ უფლების დარღვევის შესახებ შეტყობას.

 

სკ-ის 130- მუხლის სიტყვებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ქართული სამართალი უპირატესობას ანიჭებს სუბიექტურ სისტემას, თუმცა წმინდა სუბიექტური სისტემისაგან განსხვავებით, შემოაქვს ობიექტური დამკვირვებლის კრიტერიუმიც (უნდა შეეტყო”).

 

ხშირ შემთხვევაში, უფლების დარღვევის მომენტი და მისი გაცნობის მომენტი ერთმანეთს ემთხვევა.

გასარკვევია, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როცა ეს ორი მომენტი დროში აცდენილია. გამოთქმულია მოსაზრება, რომ უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს სუბიექტურ მომენტს, . . გადამწყვეტი უნდა იყოს უფლების დარღვევის გაცნობის მომენტი.

 თუმცა ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს სკ-ის 130- მუხლის სიტყვები, – უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ”,რომლებიც მიუთითებენ კრედიტორის პასუხისმგებლობაზე, სულ მცირე, მაშინ, როცა კრედიტორი თავისივე უხეში გაუფრთხილებლობის გამო დააგვიანებს დარღვევის გაცნობას.

 ასეთ დროს გამართლებული იქნება, თუკი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორს ჰქონდა რეალური საშუალება, შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.(!)

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები