საპარლამენტო ფრაქცია
ფრაქცია
ხ
·
პარტიული ფრაქციები თანამედროვე საკანონდებლო დაწესებულების(პარლამენტის) არსებობის
აუცილებელი
პირობა
და
მამოძრავებელი
ძალაა.
· პარტიული ფრაქციები დეპუტატთა გაერთიანებებია;
· მათი არსებობა დღევანდელი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების კონსტიტუციური საქმიანობის ჩარჩოებში აუცილებელია, რადგან :
a. პარლამენტს აძლევენ ფუნქციონირების რეალურ გარანტიას
b. ქმნიან პარლამენტის პოლიტიკურ სტრუქტურას
c. ახდენენ პარლამენტის ნების ფორმირებას
d. მიჰყავთ სხვადასხვა პოლიტიკური(პარტიული) პოზიციები ეფექტურ თანხმობამდე.
ხ
8.1. ფრაქციების დამკვიდრება საპარლამენტო ცხოვრებაში
·
fractio – დამტვრევას, დაქუცმაცებას ნიშნავს
და წარმოდგება ლათინური facere-სგან, ხოლო ამ
ზმნიდან წარმოებულ
fractio-ს რომაელი
ავტორები იყენებდნენ ისეთი პოლიტიკური ჯგუფის აღსანიშნავად, რომელიც მზად
იყო ,,დამანგრეველი, საზიანო მოქმედებისთვის“.
·
ჯერ კიდევ,
შორეულ წარსულში
ჩამოყალიბდა ორი
ცნების პარტიის და
ფრაქციის მჭიდრო
კავშირი.
·
საუკუნეზე მეტხანს
ისინი თანაარსებობდნენ, როგორც სინონიმები და
ურთიერთშემცვლელად გამოიყენებოდნენ.
·
თავიდან ნეიტრალური ცნება Part (ნაწილი) აქტიურ
გამოყენებაში შემოვიდა
„პარტიის“ ანუ „პოლიტიკური ჯგუფის“ (“Party”) მნიშვნელობით.
·
მეჩვიდმეტე საუკუნეში მოხდა
ორი ცნების სინონიმური დაახლოვება,
რის შემდეგაც
„ფრაქციის“ ნეგატიური
აღქმა გადავიდა
„პარტიაზეც“.
·
არც თუ
იშვიათად ისინი განიხილებოდნენ კრიზისების მაპროვოცირებელ და საზოგადოების გამხლეჩ ძალებად.
·
ასეთი დამოკიდებულება აშკარად იგრძნობოდა ინგლისის პოლიტიკურ
აზროვნებაში.
·
სახელმწიფო მოღვაწე და
პუბლიცისტი გ. ბოლონგროკი „პარტიას“ თვლიდა პოლიტიკურ ბოროტებად, ხოლო „ფრაქციას“ ყველაზე უარესად ყველა პარტიას შორის.
·
„ფრაქციები“, მისი აზრით
ყოველთვის ექვემდებარებოდნენ პირად ან ჯგუფურ ინტერესებს და რადგან ყოველი მათგანი საკუთარ ინტერესს ისახავს მიზნად, ამას საზოგადოებრივი ინტერესი ეწირება.
·
მსგავსი
მსჯელობა გვხვდება
სხვა ავტორთა
ნაშრომებშიც.
·
ინგლისელი ფილოსოფოსი დ.
იუმი წერდა,
რომ „ფრაქციები“ ანგრევენ მთავრობას, უძლურს ხდიან კანონებს, წარმოშობენ გააფთრებულ შუღლს სახელმწიფოში.
·
მეტად
საინტერესოდ იქნა
დამუშავებული „ფრაქციების თეორია“ მედისონის მიერ.
იყო რა
ჯეფერსონის ფრაქციის
წევრი, იგი აქტიურად იცავდა ვირჯინიელი მესაკუთრეების ჯგუფურ ინტეტრესებს, მაგრამ ამაღლდა რა
„კონსტიტუციის მამის“ ხარისხამდე და მოვლენათა მიმდინარეობა ეროვნული მოღვაწის თვალით შეაფასა, ფრაქციების მოღვაწეობა სულ სხვა ჭრილში წარმოუდგა.
„ფრაქციების ფენომენში“ დაინახა ეროვნული მასშტაბის პრობლემა
,კერძოდ, ჯგუფური და საზოგადოებრივი
ინტერესების
თანაფარდობის
პრობლემა.
კონსტიტუციური
კონვენტის
პერიოდში,
მომავალი
სახელმწიფო
მოწყობის
საკითხებზე
მუშაობის
დროს,
მედისონმა
ჯერ
კიდევ
1787 წელს
მარტ-აპრილში, მონახაზებში - „შეერთებული შტატების პოლიტიკური
სისტემის ნაკლოვანებების
შესახებ“ - პირველად ჩამოაყალიბა
თავისი
მოსაზრებანი
ამ
პრობლემის
ხასიათსა
და
მისი
გადაჭრის
გზების
შესახებ.
შემდეგ
კი
განავითარა
კონვენტზე
გამოსვლებში,
ფედერალისტის
სტატიებში
და
სხვადასხვა
წერილებში.
საბოლოოდ
მედისონმა
ჩამოაყალიბა
„ფრაქციის’’ შემდეგი განსაზღვრება
:
,,ფრაქციის
ქვეშ მე
ვგულისხმობ მოქალაქეთა
გარკვეულ რიცხვს,
რომლებიც შეიძლება
შეადგენდნენ მთელის
როგორც უმრავლესობას,
ისე უმცირესობას,
გაერთიანებისა და
მოქმედებისადმი შთაგონებულნი არიან რაიმე საერთო სურვილებით და ინტერესებით და ეწინააღმდეგებიან სხვა მოქალაქეთა უფლებებს, მუდმივ და ზოგად ინტერესებს“.
მას
წარმოუდგენლად მიაჩნია
როგორც,
ფრაქციების
არარსებობის
პირობებში,
პოლიტიკური
ცხოვრებისათვის
აუცილებელი
თავისუფლების
დაკარგვა,
ისე
ადამიანთა
შეხედულებების,
განცდების,
ინტერესების
თანხვედრა.
მედისონს
უმცირესობის ფრაქცია
პრაქტიკულად
არ
აშინებს,
ვინაიდან
უმრავლესობას
ხელეწიფება
ჩააგდოს მისი ნებისმიერი
განზრახვა.
იგი
საფრთხეს
უმრავლესობის ფრაქციაში ხედავს,
რადგან
თვლის,
რომ
„თუ
ფრაქცია უმრავლესობას
შეიცავს, მაშინ
სახალხო მმართველობის
ფორმა მოწოდებულია
თავის ჭარბ
ვნებას და
ინტერესს შესწიროს
როგორც საზოგადოებრივი
სიკეთე, ისე
სხვა მოქალაქეთა
უფლებები“.
ფრაქციების არსებობის
გარდაუვლობის ფონზე,
მედისონი
მიიჩნევს,
რომ
საპარლამენტო
მექანიზმმა
უნდა
უზრუნველყოს
მათი
ჯგუფური
და
საზოგადოებრივი
ინტერესების
დაბალანსება.
ხ
·
დღეს
საპარლამენტო ფრაქციების
არსებობასთან
მჭიდროდაა
დაკავშირებული
საპარლამენტო
დემოკრატიის
ფუნქციონირება
და
განვითარება.
·
დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტის სტრუქტურის მნიშვნელოვანი მახასიათებელია დეპუტატთა ფრაქციებად დაყოფა. (!)
·
დემოკრატიზაციის შედეგია სახელმწიფოს მიზნების
გარდაქმნა
„საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ“, რამაც სახელმწიფო გამოწვევების გამრავლებით
პარლამენტის
დატვირთვა
იმგვარად
გაზარდა,
რომ
პარლამენტის
შრომისუნარიანობის
შენარჩუნება...
დაუძლევადია თუ პარლამენტის მუშაობის
პროცესის არ
წარმართავენ ფრაქციები და სამუშაო ფრაქციების მიხედვით არ ნაწილდება
·
ის, რომ დემოკრატია აუცილებლად
პარტიების სახელმწიფოა,
ათეულობით
წელია
რაც
პოლიტიკური
თეორიის
გაცვეთილ
ფრაზად
იქცა.
·
ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული,რომ
„ფრაქციები“ თანამედროვე პარლამენტის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.
·
მთელი რიგი ქვეყნების კონსტიტუციური
განვითარების ერთ-ერთი ნიშანი
აღმოჩნდა სწორედ
პოლიტიკური სისტემის
ინტენსიური სტრუქტურიზაცია,
რომელიც
პირველ რიგში გამოიხატა ფრაქციების დამკვიდრებით.
·
პოლიტიკური ჯგუფების(პარტიების) შექმნისა
და
განვითარების
შედეგი
იყო
ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის
დამკვიდრება
საკანონმდებლო
დაწესებულებაში,
რომელიც პოლიტიკურ
ძალთა თანაფარდობის,
შეკავებისა და
წონასწორობის მნიშვნელოვან
გარანტიად ითვლება.(!)
8.2. ფრაქციების სტატუსი
· ფრაქციები
პარლამენტის
მნიშვნელოვანი
პოლიტიკური
სტრუქტურებია.
· ამასთან,
ისინი არც
საჯარო-ხელისუფლებრივი
მართვის ნაწილს
წარმოადგენენ და
არც სახელმწიფო
ძალაუფლებით სარგებლობენ
· . ფრაქციები არ
ითვლება პარლამენტის
სამუშაო ორგანოებად,
თუმცა
მის
„ორგანული
ნაწილებს“,
„მუდმივმოქმედ
სტრუქტურებს“
წარმოადგენენ.
· მათი უფლებები,
პირველ
ყოვლისა,
შიდასაპარლამენტო
სივრცეს
უკავშრდება.
· პარლამენტის
მუშაობისთვის
მათი არსებობა
სავალდებულოა, ვინაიდან მათ ქმედუნარიანობას
შეხედულებათა
ერთობლიობა
განაპირობებს
და
ფრაქციის შიგნით
შრომის განაწილება უდავო
პირობაა თანამედროვე
პარლამენტის წინაშე
არსებული კომპლექსური
ამოცანების დასაძლევად.
სწორედ
ამაში
გამოიხატება
ფრაქციების „მართვის ფუნქცია“ საპარლამენტო სისტემაში.
· ფრაქციებად შეკავშირების
გარეშე დეპუტატები
მოქმედებენ როგორც
„გადაწყვეტილების
მიღების
უფლების
ინდივიდუალურ
მატარებელთა
თავყრილობა“
და
არა
როგორც
ხანგრძლივი
ისტორიის
მქონე
ჯგუფის
ნაწილი.
პარტიული მხარდაჭერის გარეშე წამოყენებული წინადადება განწირულია და დროის უქმად ფლანგვას ნიშნავს.
ხ
· პარლამენტი,
როგორც
„ფრაქციების
პარლამენტი“ ხანგრძლივვადიანი საზოგადოებრივი
კეთილდღობის
გარანტია.
·
ფრაქციები განსაზღვრავენ საპარლამენტო საქმიანობის
საფუძველს,
სახეს,
რომელიც
აირეკლება
საზოგადოების
თვალში.
·
ქვეყანათა დიდ ნაწილში ისინი არა მარტო საპარლამენტო საქმიანობის, არამედ
სახელმწიფოს მთელი
პოლიტიკური სისტემის
აქტიურ სუბიექტებს წარმოადგენენ, აქტიურად
მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირებაში,
წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოების სასიცოცხლო
ძალას და ხშირად გადამწყვეტ
გავლენას ახდენენ მათი გადაწყვეტილების
მიღებაზე.
·
პარტიული ფრაქციები საკანონმდებლო კრების ორგანიზაციის ამოსავალი ელემენტებია.
·
საპარლამენტო ცხოვრებაში მნიშვნელობის
გამო,
ცალკეულ შემთხვევებში,
ფრაქციების სტატუსი კონსტიტუციის დონეზეა მოწესრიგებული.
პორტუგალიის,
შვეიცარიის,
რუმინეთის,
ესტონეთის
და
სხვა
ქვეყნების
ძირითადი
კანონების
ტექსტები
თავად
აწესრიგებენ
ფრაქციის
სტატუსთან
დაკავშირებულ
ამოსავალ
პრინციპებს.
ზოგჯერ, თვითონ კონსტიტუციები
ადგენენ
ფრაქციათა
არსებითი
უფლებამოსილების
კატალოგს,
განსაკუთრებით
საკანონმდებლო და საკონტროლო უფლებამოსილების ფარგლებში არსებულ ფუნქციებს.
·
ორგანიზაციული და სარეგლამენტო
ავტონომიის
ფარგლებში,
საკანონმდებლო
საფუძველზე,
პარლამენტი თავადაა უფლებამოსილი რეგისტრაციაში გაატაროს და გააუქმოს ფრაქციები, მოახდინოს მათში განხორციელებული ცვლილებების ლეგიტიმაცია.
·
ყველა ქვეყნის პარლამენტი დამოუკიდებლად ადგენს ფრაქციის
არსებობისათვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობას. როგორც წესი, ეს
რაოდენობა დამოკიდებულია
წარმომადგენლობითი ორგანოს რიცხოვნებაზე.
8.3. ფრაქცია და პარტია
·
საპარლამენტო ფრაქციების
შექმნა შესაძლებელია
როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე.
·
როგორც წესი, სამართლებრივად, მათი უფლებრივი
მდგომარეობა
განსხვავებული
არაა.
·
თუმცა, როგორც წესი, პარტიული ფრაქციები უფრო მყარი, ორგანიზებული, მიზანმიმართული გაერთიანებებია, რაც, გარკვეულწილად, გამომდინარეობს შესაბამის პარტიებთან მათი კავშირიდან.
უფრო მეტიც, პარტიული ფრაქციები,
რეალურად,
მათი
წარმომადგენლობითი
უნარის
საფუძველზე,
უპარტიო ფრაქციებსა
და ჯგუფებთან
შედარებით პრივილეგიებით სარგებლობენ.
·
წარმომადგენლობით
დემოკრატიას, საარჩევნო სისტემის
უნივერსალიზაციის
შემდეგ,
შეუძლია მხოლოდ პარტიების საშუალებით იმოქმედოს. პარტიები
ამძრავი ღვედის როლს ასრულებენ სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის.
კ. მაკლეს
აზრით,
პარტიის საპარლამენტო
ჯგუფი წარმოადგენს პარტიის წარმმართველ ძალას,
მ. დიუვერჟე
კი
მას
პარტიის
ორგანოს
უწოდებს
პარლამენტში.
·
პარტია
ყველაფერია, ინდივიდი - არაფერი, - ასეთია
პარლამენტის, ამ ყველაზე დემოკრატიული
ინსტიტუტის ისტორიული კარიერის ფინალი.
·
მიუხედავად იმისა, რომ
იმუნიტეტის, პრივილეგიების, პრეროგატივისა და სიბეჯითის გამო პარლამენტარები მნიშვნელოვან ფიგურებად გვეჩვენებიან, ისინი პოლიტიკურ პროცესებში ჭანჭიკებს ემსგავსებიან.
ხ
·
ფრაქციების მეშვეობით პოლიტიკური პარტიები გავლენას ახდენენ პოლიტიკური ნების ფორმირებაზე, ატარებენ საკუთარ პოლიტიკურ კურსს წარმომადგენლობით დაწესებულებაში.
·
თავის მხრივ, სახელმწიფოებრივი ნების ჩამოყალიბების პროცესი, ფრაქციების მეშვეობით, გავლენას ახდენს პარტიის პროგრამების განვითარებასა და პოლიტიკური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე.
·
ფრაქციების
მეშვეობით პარტია გარკვეულწილად აკონტროლებს
და სასურველ მიმართულებას აძლევს
მის წევრ დეპუტატთა მოღვაწეობას.
·
ფრაქციები,
როგორც წესი,
ჩამოყალიბებული პოლიტიკური
კურსის მქონე
ორგანიზებული, შეთანხმებული
სტრუქტურული ერთეულებია,
გააჩნიათ საკუთარი
პოზიცია ცალკეულ
საკითხებზე, რომელიც
ხშირად აზრთა
შეჯერების, მწვავე
დისკუსიის შემდგომი
კონსენსუსის შედეგია
და ამიტომ,
საკითხის უფრო
ობიექტური და
ეფექტური გადაწყვეტის
საშუალებას იძლევა,
ვიდრე ინდივიდუალური
პოზიციის წარმომდგენი
ცალკეული პარლამენტის
წევრი.
·
ფაქტიურად, ფრაქციები „პარლამენტში პარტიების წარმომადგენლობითი ინსტანციებია“ ან უკეთ რომ ვთქვათ, „პარტიის განცალკევებულად მოქმედი ერთეული პარლამენტში“.
·
ფრაქციებს
ერთგვარი
შუამავლის ფუნქცია
აკისრიათ
პარტიასა და პარლამენტს შორის.
·
დღევანდელ პარლამენტებში სადეპუტატო
მანდატით სარგებლობა,
უფლებამოსილების განხორციელების
ეფექტურობა, მჭიდროდაა დაკავშირებული დეპუტატის პოლიტიკურ ინტეგრაციასთან პარტიულ ორგანიზაციასა და ფრაქციაში.
თემატური
კითხვები:
1) შეაფასეთ ფრაქციის როლი საპარლამენტო მექანიზმში!
2) როდიდან
დამკვიდრდა
ფრაქციული
ცხოვრების
წესი
საპარლამენტო
დაწესებულებაში?
3) რა პრობლემები
უშლიდა
ხელს
ფრაქციის
დამკვიდრებას?
4) განიხილეთ
ფრაქციათა
პროპორციული
წარმომადგენლობის
პრინციპის
მნიშვნელობა
თანამედროვე
საპარლამენტო
დემოკრატიაში!
5) იმსჯელეთ ფრაქციის კონსტიტუციური სტატუსის მნიშვნელობაზე!
6) იმსჯელეთ
ფრაქციისა
და
პარტიის
ცნებების
ურთიერთმიმართებაზე!
7) განიხილეთ
ფრაქციული
ცხოვრების
რისკები
საპარლამენტო
დაწესებულებაში!
8) იმსჯელეთ
ფრაქციების
პოზიტიურ
როლზე
თანამედროვე
პარლამენტში!
9) განიხილეთ
ფრაქციის
უფლებამოსილების
ფარგლები!
10) ჩამოაყალიბეთ ფრაქციის შექმნის
საფუძვლები!
Комментарии
Отправить комментарий