პარლამენტის წევრი

 


·  უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეფექტურობა, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე მისი გავლენის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია მთავარი მოქმედი პირის - პარლამენტის წევრის სტატუსზე, რომელსაც რამდენიმე ძირითადი ელემენტის - უფლებამოსილების, პრივილეგიების და პასუხისმგებლობის ერთობლიობა ქმნის.

 

·  სადეპუტატო მანდატი შეიძლება მოიპოვოს ნებისმიერმა ღირსეულმა მოქალაქემ, ვინც თანამოქალაქეთა პატივისცემას და ნდობას იმსახურებს.

 

·  პარლამენტის წევრების საქმიანობა უნდა ხდებოდესხალხის თვალის და გონების წინ“.

 

 

·  პარლამენტის წევრის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველს, როგორც წესი, პრინციპების დონეზე, თავად კონსტიტუცია ქმნის.

·  ხშირად მარეგულირებელ ნორმას კონსტიტუციური ხასიათი აქვს. პარლამენტის და დეპუტატების სტატუსი, სამართლებრივი კუთხით, ხალხისგან კი არ მომდინარეობს, არამედ კონსტიტუციიდან და საპარლამენტო უფლებიდან.

·   ამიტომ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა, რომელმაც ხალხის წარმომადგენელთა შერჩევის და უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი უნდა შექმნას.

·   ყოველი პოლიტიკური კონსტიტუციის უპირველესი მიზანი არის ან უნდა იყოს ის, რომ მმართველებად  სათანადო თვისებების მქონე ხალხი მიიზიდოს.

·  ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ბრძენი და სიქველით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა არის საზოგადო სიკეთე და არაფერს დაიშურებენ მის მისაღწევად.

·  მეორე მხრივ, პოლიტიკური კონსტიტუცია უნდა ითვალისწინებდეს სიფრთხილის ყველა ზომას, რათა ამ ადამიანებმა თავიანთი სიქველე მთელი იმ ხნის მანძილზე შეინარჩუნონ, ვიდრე ისინი მათდამი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ.

·   პარლამენტის წევრის ლეგიტიმურობის ათვლა  მისი უფლებამოსილების ცნობიდან იწყება.

·  საპარლამენტო პრაქტიკა იცნობს მრავალ ფორმას, რომელთა საშუალებითაც დეპუტატს საშუალება აქვს აქტიურად იყოს ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში.

·  დეპუტატი მონაწილეობს პარლამენტის და მისი პალატების სხდომებში, გამოდის სიტყვით, შეაქვს კანონპროექტები და სხვა წინადადებები, მონაწილეობს ბიუჯეტის განხილვაში, კომიტეტების და კომისიების, ასევე სხვა საპარლამენტო სტრუქტურების მუშაობაში. სადეპუტატო საქმიანობაში აქტიურობის ხარისხი განსაზღვრავს მის ბედს სამომავლო არჩევნებში.

·  პარლამენტის წევრის სტატუსი მოიცავს ისეთი არსებითი ხასიათის მახასიათებლებს, როგორებიცაა თავისუფალი მანდატი’’, იმუნიტეტი’’, ინდემნიტეტი’’, შეუთავსებლობა’’ და სხვ.

9.1. თავისუფალი მანდატი

·      ტერმინიმანდატიმომდინარეობს ლათინურიდან “mandatum” და დავალებას ნიშნავს.

·      საპარლამენტო მანდატის შემთხვევაში იგულისხმება ხალხის დავალება დეპუტატებისადმი.

·      თანამედროვე საპარლამენტო დემოკრატიაში თავისუფალი მანდატი გულისხმობს სამი კომპონენტის ერთიანობას:

 ) ყოველი დეპუტატი ერს წარმოადგენს მთლიანობაში და არა მხოლოდ იმ რეგიონს, რომელმაც აირჩია;

) მისი გაწვევა დაუშვებელია უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე;

 ) იგი შეზღუდული არ არის არც მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის და არც ამომრჩეველთა დავალებებით და განაწესებით.

 

·      წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს, რომ  წარმომადგენლები(დეპუტატები) მათი ამომრჩევლების ჩინოვნიკები არ არიან.

·      დეპუტატთა „თავისუფალ მანდატს ეწოდებასაერთო, რადგან ისინი ერს წარმოადგენენ და არა ოლქებსა და უშუალოდ ამომრჩევლებს და წარმომადგენლობითი, რადგან ისინი არ არიან შებოჭილი პარტიული ინსტრუქციებით.

 

9.1.1. მთელი ქვეყნის წარმომადგენელი

 

·        პარლამენტის წევრმა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს პარლამენტის განმგებლობას მიკუთვნებული საკანონმდებლო და სხვა ამოცანების შერულებაში.

·        რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, ვისი ინტერესი უნდა გამოხატოს? ვისი წარმომადგენელია - საკუთარი ამომრჩევლის თუ ერისა და სახელმწიფოსი?

·        თანამედროვე საპარლამენტო დოქტრინა თანხმდება, რომ პარლამენტის წევრმა გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იხელმძღვანელოს საერთო სახელმწიფოებრივი და არა იმ ტერიტორიული ერთეულის ვიწრო ინტერესებით, სადაც ის აირჩიეს.

·        მათ მხოლოდ კონსტიტუციამ და საკუთარმა სინდისმა უნდა უკარნახოს კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა გადაწყვიტონ საერთოეროვნული თუ ადგილობრივი პრობლემები.

·        ეს პრინციპი ვრცელდება ნებისმიერ დეპუტატზ, მიუხედავად იმისა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოიპოვა მანდატი თუ პარტიული სიიდან პროპორციული არჩევნებით.

·        ეროვნული წარმომადგენლობაზე დაფუძნებულმა საპარლამენტო წარმომადგენლობის იდეამ და დეპუტატის გამოცხადებამ ამომრჩევლებისგან დამოუკიდებელ, ეროვნულ ინტერესებზე მოსაუბრემთელი ერის წარმომადგენელად“, ფაქტობრივად, სახალხო სუვერენიტეტის'' ნაცვლად, საპარლამენტო სუვერენიტეტი’’ დაამკვიდრა.

·         ნიშანდობლივია, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის ჰენრი ჰაიდის ცნობილი მიმართვა ახალარჩეული პალატისადმი: ,,თუ თქვენ აქ მხოლოდ იმისთვის ხართ, რომ დარეგისტრირდეთ თქვენი ოლქის სახელით, ამით ვერც თქვენს ამომრჩევლებს მოემსახურებოდით კარგად და ვერც კონგრესს... დროდადრო გადაწყვეტილებების მიღებისას, უნდა გაითვალისწინოთ ნაციონალური ინტერესები, თუნდაც თქვენ ამით თქვენი მეზობლები და მეგობრები გაანაწყენოთ.“

·         ამოსავალია, რომ თავისუფალი მანდატის არსებობის პირობებში, ისინი, ერთი მხრივ, დამოუკიდებელნი იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო, მეორე მხრივ, მაქსიმალურად იცავდნენ ამომრჩევლის ინტერესებს, რომელთა ხელშია მათი სადეპუტატო მანდატის შეფასება და ხანგრძლივობა.

9.1.2. შეუზღუდაობა ამომრჩეველთა და პოლიტიკურ პარტიათა მხრიდან

·      თავისუფალი მანდატის პირობებში არავის არა აქვს უფლება რაიმე ვალდებულებით შეზღუდოს დეპუტატის თავისუფლება.

·      დეპუტატი  პასუხისმგებელია მხოლოდ კონსტიტუციისა და საკუთარი სინდისის წინაშე და გადაწყვეტილებებს იღებს შინაგანი რწმენით.

·       ითვლება, რომ პასუხისმგებლობის ტვირთის სიმძიმე ზრდისსწორიგადაწყვეტილების მოტივაციას. საკუთარი სინდისის შესაბამისად მოქმედი დეპუტატი, რომელიც პასუხისმგებლობას არავის უნაწილებს, მეტად მონდომებული და ორიენტირებულია საჯარო ინტერესზე.

·      დეპუტატის კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ზეწოლა პარტიიდან კონსტიტუციის დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

·      მაგრამ,აღსანიშნავია, რომ თავისუფალი მანდატის არსებობა ასუსტებს პარტიულ დისციპლინას, და  ამომრჩეველთან კონტაქტის ვალდებულებას, ართულებს პარტიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, აბრკოლებს კენჭისყრას.

·      თავისუფალი მანდატი ერთგვარად ზღუდავს ხალხის უფლებას გააკონტროლოს მის მიერ არჩეული დეპუტატი, მოსთხოვოს იმის გაკეთება, რაც მას სჭირდება ან თვლის საჭიროდ.

·      რეალურად, დეპუტატმა თავისუფალი მანდატის ფარგლებში, სწორედ ის უნდა გააკეთოს, რაც ხალხს სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი რისკავს, რადგან, ერთი მხრივ, აღარ წარადგენენ კანდიდატად მომავალ არჩევნებზე, მეორე მხრივ, არ იქნება მხარდაჭერილი ამომრჩევლის მიერ. არჩევნები საშუალებას აძლევს ხალხს შეცვალოს წინა წარმომადგენლები სხვებით.

·       მნიშვნელობა აქვს თავის მოწონებას შემდეგი არჩევნებისთვის როგორც ამომრჩევლისთვის ისე, პირველ რიგში, მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომლებმაც დააფინანსეს მისი საარჩენო კამპანია.

·      დეპუტატის ინტერესშია სტატუსის შესაბამისი მოვალეობების ადეკვატურად შესრულება.

·      თავისუფალი მანდატი არ გამორიცხავს დეპუტატის კავშირს ამომრჩეველთან. უფრო მეტიც, თანამედროვე საპარლამენტო სამართალი იცნობს დეპუტატის საქმიანობის მრავალფეროვან ფორმებს საარჩევნო ოლქში.

დეპუტატები(განსაკუთრებიტ მაჟორიტარული წესით არჩეულები)  არჩევის შემდეგ ინარჩუნებენ კავშირს ამომრჩეველთან, ახდენენ  მათი მიღების ორგანიზებას საკუთარ ოფისებში, რეგულარულად ჩადიან საარჩევნო ოლქებში, ხვდებიან მათ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, ეხმარებიან პრობლემების გადაწყვეტაში, საჩივრებისა და მიმართვების გადამისამართებაში და სხვა.

 

9.1.3. გაწვევის დაუშვებლობა

 

·              თავისუფალი მანდატი’’ არ უშვებს დეპუტატის გაწვევის შესაძლებლობას არც იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამომრჩევლის მოლოდინს არ გაამართლებს და დაპირებებს არ ასრულებს და არც მაშინ, როდესაც მკვეთრად გადაუხვევს პოლიტიკური ძალის საპროგრამო კურსიდან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ პარტიის მხარდაჭერით მოიპოვა მანდატი.

·              თავისუფალი მანდატი’’ გამორიცხავს მანდატის ჩამორთმევის საშიშროებას იმ შემთხვევაშიც, თუ პარლამენტის წევრი დატოვებს მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის ან პარლამენტში ამ პარტიის ფრაქციის რიგებს.

 

9.2. იმპერატიული მანდატი

·        თავისუფალი მანდატის საპირისპირო ცნებად ითვლება იმპერატიული მანდატი’’, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დეპუტატი არის იმ რეგიონის წარმომადგენელი, რომელმაც აირჩია, ამომრჩეველს კი მისი გაწვევა შეუძლია ნებისმიერ დროს და იგი ვალდებულია იმოქმედოს ამომრჩევლის და წარმდგენი პოლიტიკური ძალის ნების შესაბამისად.

·         შინაარსობრივად, იგი ჯერ კიდევ ანტიკურ დემოკრატიაშია ცნობილი, როგორც რეპრეზენტაციული, ანუ უშუალო დემოკრატიის გამოხატულება.

·        ტერმინი იმპერატიული მანდატი’’საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროს დამკვიდრდა და აქტიურად მოქმედი ინსტიტუტი გახდა, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირში.

·        დღეს დემოკრატიული სამყარო, ზოგჯერ, კონსტიტუციის ტექსტში ჩამოყალიბებული ამკრძალავი ფორმულირებითაც კი, უარს ამბობს იმპერატიულ მანდატზე. ასე, მაგალითად, „ბათილია ყოველგვარი იმპერატიული მანდატი“. ანალოგიური ფორმულირებებია საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, მოლდოვის კონსტიტუციებში. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატიული მანდატი არ შეესაბამება თანამედროვე სახელმწიფოსა და საზოგადოების პრიორიტეტებსა და სისტემურ ხედვებს, რამდენიმე ქვეყანაში მაინც შენარჩუნებულია. კერძოდ, ჩინეთში, კუბაში.

·        საპარლამენტო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ფორმალურად აღიარებულია თავისუფალი მანდატი, თუმცა, იმავდროულად, გამოკვეთილია იმპერატიული მანდატის ნიშნები.(მაგ. საქართველო)

·         უფრო მეტიც, სამართლებრივი კულტურის, საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების სიმწიფის დეფიციტის მქონე სახელმწიფოებში, დეპუტატთა მიერ თავისუფლების ბოროტად გამოყენების  შესაზღუდად გამოიყენება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მექანიზმი.

 

9.3. პარლამენტის წევრის დაცვის გარანტიები

პარლამენტის წევრის დაცვის გარანტიად ითვლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, ანუ ინდემნიტეტი (ლათინური სიტყვისაგან “indemnitas” - დანაკარგის დაუშვებლობა) და

ხელშეუხებლობა, ანუ იმუნიტეტი (ლათინური სიტყვისაგან “immunitas” - პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება).

 იურიდიულ ლიტერატურაში, მათ გამაერთიანებელ ტერმინად საპარლამენტო იმუნიტეტს იყენებენ.

 

 9.3.1. იმუნიტეტი

·          პარლამენტის წევრის  იმუნიტეტი საპარლამენტო სუვერენიტეტის გამოხატულებას წარმოადგენს.

·      უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან დეპუტატი აღჭურვილია უფლებებით და პრივილეგიებით. მათ შორის, იმუნიტეტით.

·      იმუნიტეტი  უზრუნველყოფს დეპუტატის დამოუკიდებლობას უფლებამოსილების განხორციელების დროს.

·      იმუნიტეტი არ არის აბსოლუტური დაცვის გარანტია, რადგან, როგორც წესი, ექვემდებარება მოხსნას.(!)(მაგ. მელიას მოუხსნა პარლამენტმა იმუნიტეტი და დაიჭირეს და გაასამართლეს)

·       პარლამენტებმა ჯერ კიდევ მეფის ხელისუფლებასთან ბრძოლაში მიაღწიეს თავისი წევრებისთვის იმუნიტეტს.

·      იმუნიტეტი გულისხმობს პარლამენტარის ხელშეუხებლობას, რომელიც წარმოადგენს მისი სტატუსის მნიშვნელოვან გარანტიას.

·      იმუნიტეტი , პირველ რიგში, იცავს დეპუტატს  შანტაჟისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან ცრუ საფუძვლებით.

·       პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, წინასწარი პატიმრობის ჩათვლით, იგი თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს.

·      პარლამენტის მუშაობისთვის დამაბრკოლებელი გარემოებაა, სასამართლოს მიერ ჭეშმარიტების დადგენამდე, რომელიც შეიძლება გამამართლებელ გადაწყვეტილებაშიც გამოიხატოს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დეპუტატის მოწყვეტა საპარლამენტო ცხოვრებიდან.

·      იმუნიტეტის შინაარსი და მისი უზრულველყოფის ფორმები საზღვარგარეთის ქვეყნებში მრავალფეროვანია და რიგი თავისებურებებით ხასიათდება.

·      როგორც წესი, იმუნიტეტით დაცვას ექვემდებარება დეპუტატის:

a.      დაკავება

b.       დაპატიმრება

c.       გამოძიება

d.      ჩხრეკა

e.       სისხლისსამართლებრივი დევნა

f.        დეპუტატის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი,ან  სამოქალაქო, ან  ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

 

·        ზოგადად, იმუნიტეტი გულისხმობს იმას, რომ პარლამენტის წევრი არ შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს ან იყოს დაპატიმრებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, პარლამენტის ან მისი ხელმძღვანელი ორგანოების თანხმობის გარეშე.

·         გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც მას წაასწრებენ დანაშაულის ჩადენის ადგილას.

·        ორპალატიან სისტემაში, როგორც წესი, იმუნიტეტით დაცული არიან ორივე პალატის წევრები. არსებობს გამონაკლისები. კერძოდ, გერმანიაში ამ პრივილეგიით დაცვას ექვემდებარებიან მხოლოდ ბუნდესტაგის წევრები.

·         ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, როგორც წესი, იდემნიტეტი უვადოდ მოქმედებს - ავსტრიაში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში და .., განსხვავებით, იმუნიტეტისგან, რომელიც დროებითი ხასიათისაა.

·         ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის წევრის იმუნიტეტი ვრცელდება მთელი უფლებამოსილების განმავლობაში - გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში.

·        ავსტრიაში იმუნიტეტი მართალია მთელი ვადის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ შეზღუდულია, რადგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თანხმობა არ სჭირდება, თუ მკვეთრად არ უკავშირდება დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობას.

·        შვედეთში იმუნიტეტი ვრცელდება რიქსდაგის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც და მისი მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ხუთი მეექვსედის გადაწყვეტილებით.

·         აშშ-ის კონსტიტუციით, კონგრესმენები სამშობლოს ღალატისა და სხვა მძიმე დანაშაულის, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა შემთხვევების გარდა, სარგებლობენ დაპატიმრებისაგან თავისუფლების პრივილეგიით. აღსანიშნავია, რომ დაცვის ეს გარანტია დროის ფარგლებითაა შეზღუდული და ვრცელდება პალატის სხდომაზე დასწრების, იქ მისვლისა და უკან დაბრუნების პერიოდზე და არ მოიცავს, მაგალითად, საპარლამენტო არდადეგების დროს.

·         იაპონიის ძირითადი კანონით, დაპატიმრებული პარლამენტის წევრები, პალატის მოთხოვნით, სესიის პერიოდში თავისუფლდებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში.

·        იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე წინადადების უფლების მქონე სუბიექტთა წრე განსხვავებულია.

გერმანიაში, უნგრეთში, შვედეთში იმუნიტეტის მოხსნაზე წინადადებას წარადგენს მთავარი პროკურორი, ესპანეთში - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დანიაში, ესტონეთში, რუმინეთში - იუსტიციის სამინისტრო, ფინეთში - პროკურორი ან პოლიციის თანამშრომელი, პოლონეთში - თავად პარლამენტის წევრი.

·        მსოფლიოს პარლამენტებში, პარლამენტის მხრიდან, იმუნიტეტის მოხსნაზე თანხმობა განსხვავებულად მიიღება.

·        ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღება ხდება უბრალო, ზოგან აბსოლუტური, ცალკეულ შემთხვევებში კი, პარლამენტის წევრთა ხმების კვალიფიციური უმრავლესობით.

 

 

9.3.2. ინდემნიტეტი

 

·      ინდემნიტეტის ფარგლებში, პარლამენტარი(ანუ დეპუტატი) პასუხს არ აგებს თავისი შეხედულებებისა და ქმედებებისთვის, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მისი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან, არც უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და არც მისი ამოწურვის შემდეგ.

·      მიჩნეულია, რომ დეპუტატის მიერ გამოთქმული შეხედულებები პლენარულ თუ საპარლამენტო ორგანოების სხდომებზე, ასევე მის გარეთ, რომლებიც უკავშირდება სადეპუტატო უფლებამოსილებას და ნების თავისუფალ გამოვლენას, დაცულია ინდემნიტეტით.

·       მას, იმავდროულად, პასუხისმგებლობა აკისრია რეგლამენტის და სხვა აქტების საფუძველზე. ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო საიდუმლოების და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მკაცრი წესებით.

·       ცხადია, ინდემნიტეტის ბოროტად გამოყენება დაუსჯელი არ რჩება.

·      ერთმანეთისაგან განსხვავდება უპირობო, ანუ აბსოლუტური და პირობითი, ანუ შეზღუდული ინდემნიტეტი.

·       აბსოლუტური ინდემნიტეტი ის შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დათქმა მის მიერ პარლამენტში და მის გარეთ გამოთქმული შეხედულებებისათვის გრძელდება სადეპუტატო მანდატის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც.

·      აბსოლუტური ინდემნიტეტი, ვრცელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე  და  მოქმედებს უვადოდ.

·      შეზღუდული ინდემნიტეტი კი გულისხმობს, რომ ამ პრინციპის მოქმედება შემოფარგლულია: ) სესიების პერიოდით, ან უფლებამოსილების ვადით;

) საპარლამენტო შენობით (დიდი ბრიტანეთი, დანია, ფინეთი, ნიდერლანდი),

) არ ვრცელდება, მაგალითად, შეურაცხმყოფელ გამოთქმებზე, სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ) იცავს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი (ჩეხეთი, ბულგარეთი), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი (ბელგია, დანია, ფინეთი, შვედეთი, კვიპროსი), ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

დიდ ბრიტანეთში, იტალიისგან განსხვავებით, დეპუტატი პარლამენტის კედლებს გარეთ გამოთქმული შეხედულებისათვის არ არის დაცული, თუნდაც სიტყვა-სიტყვით იმეორებდეს საპარლამენტო დებატების დროს გამოხატულ აზრებს.

 

 ინდემნიტეტი შესაძლებლობას აძლევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრები, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პლურალისტური დემოკრატიის გაღვივება .

 

 

გარდა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა, ინდემნიტეტის ცნების ქვეშ, როგორც წესი, მოიაზრებენ სპეციალურ შეღავათებს, რომლებიც ერთგვარი ჯილდოა პარლამენტარისთვის. მასში შედის ტრანსპორტის, კორესპონდენციების, საარჩევნო ოლქებში საქმიანობის, მივლინების და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ

ქვეყანათა დიდ ნაწილში დეპუტატის მანდატთან დაკავშირებული პრივილეგიები გრძელდება და გამოიხატება საგადასახადო შეღავათებში, ზოგჯერ მათგან გათავისუფლებაში, შესაბამის პენსიაში და სხვ

 

9.3.3. შეუთავსებლობა

 

 

·        თანამედროვე საპარლამენტო დემოკრატიაში შეუთავსებლობის სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია და გულისხმობს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ინტერესთა კონფლიქტისაგან თავისუფალი პარლამენტის წევრის საქმიანობას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

·         საპარლამენტო შეუთავსებლობა’’ წარმოადგენს სახელმწიფო სახელისუფლებო ძალებს შორის ოპტიმალური ბალანსირებისა და კონტროლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ინსტრუმენტს.

·         საპარლამენტო პრაქტიკაში მოქმედებს განსხვავებული მასშტაბების შეზღუდვები. ყველაზე ხშირად პარლამენტის წევრთათვის შეუთავსებელია ადმინისტრაციული ფუნქციები საჯარო სამსხურში და აქტიური სამეწარმეო საქმიანობა(ბიზნესმენობა).

·        ასეთი ქვეყნებია - გერმანია (ბუნდესტაგი), ფიჯი, არგენტინა, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია, შვეიცარია (ფედერალური კრება), იაპონია, ქუვეითი, მექსიკა, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებულ შტატები და სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული დემოკრატიის სახელმწიფოებ.

·        საპარლამენტო  შეუთავსებლობის  საკითხი  განიხილება:

) საჯარო სამსახურში ( კერძოდ, მთავრობის წევრობასთან, სამოსამართლო ფუნქციებთან, საჯარო სამსახურში არჩევით თანამდებობებთან, საჯარო სამსახურში დანიშვნით თანამდებობებთან შეუთავსებლობა)

და

) სამეწარმეო საქმიანობასთან.

 

არსებობს შეზღუდული საპარლამენტო შეუთავსებლობა და აბსოლუტური საპარლამენტო შეუთავსებლობა

 

 

 

 

 

 

 

 

9.3.3.1. შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში

 

შეუთავსებლობა მინისტრის პოსტთან.

 

·        სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების სისტემა, როგორც წესი, ზღუდავს ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელის, იმავდროულად, მეორე ხელისუფლების ფარგლებში საქმიანობას.

·        მმართველობის მოდელების გათვალისწინებით, დეპუტატის მანდატისა და მინისტრის პორტფელის შეთავსებასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს.

·        საპრეზიდენტო რეჟიმების სახელმწიფოებში, რომლებიც ცალსახად ეფუძნებიან ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი დაწესებულებების თანამდებობების შეუთავსებლობა საკვანძო პრინციპია - აშშ-ის კონგრესმენის მანდატი შეუთავსებელია სხვა თანამდებობასთან, მათ შორის მთავრობის წევრობასთან.

·        ხშირად, იგივე პრინციპი მოქმედებს შერეული მმართველობის ქვეყნებში.

·        მინისტრის სტატუსის მოპოვების შემდეგ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება.

·        გამონაკლისის სახით, არსებობს შემთხვევები, როდესაცგამინისტრებულდეპუტატს უფლება აქვს დაუბრუნდეს სადეპუტატო მოვალეობის შესრულებას, თუ დატოვებს მინისტრის პოსტ. ასეთი წესია, მაგალითად, შვედეთში.

·        ქვეყნებში, სადაც შტოებს შორის ურთიერთთანამშრომლობა უპირატესია, საპარლამენტო შეუთავსებლობის პრინციპი არ მოქმედებს.

·        საპარლამენტო რეჟიმის ქვეყნებში, როგორც წესი, საკანონმდებლო და სამთავრობო მოვალეობები შეთავსებადია, რითაც ხდება საპარლამენტო და სამთავრობო ურთიერთთანამშრომლობის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

·         ესპანეთში, ეროვნული კორტესების წევრობა შეუთავსებელია სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლობასთან, თუმცა, მთავრობის წევრობასთან შეთავსება დაშვებულია.

·        დიდ ბრიტანეთში მინისტრები და პრემიერმინისტრი თემთა პალატაში შედიან

შეუთავსებლობა მოსამართლის სტატუსთან.

 

·        თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებულ გარანტიებს ქმნიან და მკაცრად კრძალავენ მოსამართლეთა საქმიანობის პროცესში პოლიტიკური მოღვაწეობის ჩართვას.

·        ამიტომ, არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში, დეპუტატის მანდატთან შეუთავსებელი თანამდებობების ჩამონათვალში, მითითებულია სასამართლო ხელისუფლების განმახორციელებელი რგოლები, როგორც საკონსტიტუციო კონტროლის, ისე მართლმსაჯულების სახით

 

შეუთავსებლობა არჩევით თანამდებობებთან.

 

·        თანამედროვე ბიკამერალური პარლამენტები არ უშვებენ ერთდროულად ორივე პალატის წევრობის შესაძლებლობას.

·        ზოგჯერ, ამასთან დაკავშირებით, თავად კონსტიტუციები აკეთებენ განაცხადს.

 

იტალიის, პოლონეთის ძირითად კანონებში ჩაწერილია ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ორივე პალატის წევრობის შეუძლებლობას.

 

ასეთივე დამოკიდებულება არსებობს აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში.

 

ირლანდიის კონსტიტუცია ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი პალატის წევრი აღმოჩნდება მეორე პალატის წევრად, იგი პირველი პალატიდან გათავისუფლებულად ითვლება.

 

·        მნიშვნელოვანია, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის სტატუსის შეუთავსებლობა რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან.

·        ამ მიმართულებით, მკაცრი კონსტიტუციური რეგულირებით გამოირჩევა იტალია, ესპანეთი.

 

 

შეუთავსებლობა სხვა საჯარო სამსახურებთან.

 

·        უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისათვის საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობების შეუთავსებლობის დათქმა ვრცელდება სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებით: საერთაშორისო-დიპლომატიურ სამსახურზე, სამოქალაქო თუ სამართალდამცავ და სამხედრო სტრუქტურებზე, განათლების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებზე და ..

·         ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში შესაძლებელია პარლამენტის წევრობის შეთავსება დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. მაგალითად, გვატემალაში, კოლუმბიაში, ჰაიტში. კოლუმბიაში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ცნობილია სამხედრო ხელმძღვანელის პოსტის შეთავსება სამხედრო ვითარებაში.

 

 შეუთავსებლობა არაანაზღაურებად საქმიანობასთან.

 

 ხაზგასასმელია, რომ საპარლამენტო შეუთავსებლობის პრინციპი კრძალავს საჯარო სამსახურში ანაზღაურებად საქმიანობას.

 

 შესაბამისად, როგორც წესი, მანდატის მოქმედების დროის ფარგლებში პარლამენტარები არ იზღუდებიან სხვადასხვა ტიპის სახელწიფო კომისიებში და პროგრამებში არაანაზღაურებადი საქმიანობისთვის.

 

შეთავსების დაშვება.

 საპარლამენტო სივრცეში, როგორც წესი, შეუთავსებელი საქმიანობის ჩამონათვალში არ ხვდება პარლამენტის წევრის სამეცნიერო მოღვაწეობა, სწავლება საგანმანათლებო დაწესებულებებში, სახელოვნებო, საგამომცემლო და სარედაქციო საქმიანობა, ინტელექტუალური მოღვაწეობა.

 

9.3.3.2. შეუთავსებლობა სამეწარმეო საქმიანობასთან

 

·  საპარლამენტო მანდატისა და კერძო საქმიანობის შეთავსების საკითხი სცილდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ფარგლებს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის პრინციპის სფეროს განეკუთვნება

·   . მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო საქმიანობის შეთავსებამ არ უნდა მოახდინოს გავლენა დეპუტატთა, როგორც ერის წარმომადგენლის მანდატის ფუნქციურ დატვირთვაზე

·   . სამეწარმეო საქმიანობასთან შეუთავსებლობის პრინციპი ზღუდავს პარლამენტის წევრის მიერ, მანდატის პირობებში არსებული გავლენის სფეროების საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.

·   თანამედროვე საპარლამენტო პრაქტიკა, როგორც წესი, საკუთრების უფლების ღირებულებითი მასშტაბიდან გამომდინარე, დეპუტატს არ უკრძალავს აქციებისა და წილის ფლობას კერძო საწარმოში.

·  ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, უზღუდავს მათი მართვის შესაძლებლობას უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და ავალდებულებს, ამ მიმართულებით, წარმომადგენლების მეშვეობით მოქმედებას.

·  ზოგან შეუძლიათ განახორციელონ უფლებამოსილებები, მაგრამ შეზღუდულად. ცალკეულ ქვეყნებში, ხაზგასმითაა აკრძალული დეპუტატის ნებისმიერი ფორმით კავშირი ისეთ სამეწარმეო  სუბიექტთან, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია სახელმწიფოსთან.

 

 

9.4. დეპუტატთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

 

·   დეპუტატის უფლებამოსილება მთავრდება უფლებამოსილების ვადის გასვლით ან ვადამდე.

·   განსხვავებით გაწვევისგან, თანამედროვე საპარლამენტო სამართალი უშვებს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას.

·  მისი საფუძვლები მრავალფეროვანია.

·   პრაქტიკა იცნობს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას

a.    პარლამენტის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით,

b.    პირადი სურვილით

c.      ან ისეთი საქმიანობის გამო, რომელიც შეუთავსებელია დეპუტატის სტატუსთან.

 

საინტერესოა, გერმანიის მაგალითი, სადაც საარჩევნო კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლება მიიღოს დეპუტატის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ იგი აკრძალული, არაკონსტიტუციურად ცნობილი პარტიის წევრი აღმოჩნდება.

 

თემატური კითხვები:

 

1) ჩამოთვალეთ პარლამენტის წევრის სტატუსის კონსტიტუციური მახასიათებლები!

2) იმსჯელეთ დეპუტატის მანდატის თავისებურებებზე მმართველობის მოდელებთან მიმართებით!

3) რას გულისხმობსთავისუფალი მანდატი“?

4) განიხილეთთავისუფალი მანდატისუპირატესობაიმპერატიულ მანდატთანშედარებით!

 5) რას ნიშნავს სადეპუტატო იმუნიტეტი?

6) იმსჯელეთ სადეპუტატო იმუნიტეტის ფარგლებზე!

7) რა იგულისხმებაინდემნიტეტისცნებაში?

8) იმსჯელეთ დეპუტატის მანდატის შეუთავსებლობაზე საჯარო სამსახურთან!

9) განიხილეთ სამეწარმეო საქმიანობასთან სადეპუტატო მანდატის შეუთავსებლობის საკითხი

10) იმსჯელეთ პარლამენტის წევრის სტატუსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებზე!

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები