პოლიტიკური პარტიები .პოლიტიკური პლურალიზმი.
რა არის საჭირო იმისათვის,რომ ქვეყანაში დემოკრატიამ იარსებოს ?
· ხალხის არჩევანს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მიღწევადია ჭეშმარიტი არჩევანი.
·
ნამდვილი არჩევანი შესაძლებელია
იმ
პირობებში,
თუ ადამიანებს
შეუძლიათ აირჩიონ
რამოდენიმე რეალურ
შესაძლებლობას შორის.
· ამისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყანაში იყოს ა)პოლიტიკური/პარტიული პლურალიზმი და
ბ) სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა.
· წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიის არსებობას ამ ქვეყანაში თეორიული შანსიც არა აქვს.
ხ
· „ყოველგვარ იდეოლოგიურ ორთოდოქსიაზე უარი დემოკრატიის უმთავრესი პირობაა. პლურალისტურ დემოკრატიაში არ არის და არც უნდა იყოს თითქოსდა დამტკიცებული ან შეგნებულად თავს მოხვეული ოფიციალური სიმართლე ქვეყნის მომავლის, ცვლილებების აუცილებლობის ან ისტორიის მნიშვნელობის თაობაზე, რომელიც, როგორც ასეთი, კრიტიკის მიღმა დარჩება. პირიქით, ყოველთვის უნდა იყოს კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმის საშუალება, ისევე, როგორც მსოფლმხედველობის ყოველ მიმდინარეობას უნდა შეეძლოს ჩამოაყალიბოს შეხედულებები, რომელსაც ის ქადაგებს.“
ხ
· დემოკრატიის მიზნებისთვის ლიბერალიზმი განუყოფელია პლურალიზმისგან.
· ლიბერალიზმი ვერ ეგუება თავს მოხვეულ და ფსევდომეცნიერულ სინამდვილეს.
· რასაკვირველია, ლიბერალიზმი ერთდროულად გულისხმობს ინდივიდუალურ თავისუფლებებსა და იმ პარტიებისა და ჯგუფების თავისუფლებას, რომელთაც შეუძლიათ ნათელი მოჰფინონ თუ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე.
· ამ თვალსაზრისით,აზრის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას შეუცვლელი მისია აქვს,
· რადგან იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა, მათ უნდა შეეძლოთ მოქალაქეთა დარწმუნება საკუთარი პოზიციის, პროგრამების, ასევე საკუთარი კრიტიკული მიდგომების თავისუფლად და საჯაროდ გამოხატვის საშუალებით.
· სწორედ ასე მიიღწევა პოლიტიკურ ძალთა მონაცვლეობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობისთვის, რადგან ეს ქმნის ნიადაგს მრავალფეროვნებისთვის და შესაძლებლობას საუკეთესო არჩევანის გაკეთებისთვის ჯანსაღ, კონკურენტულ პირობებში.
ხ
· იმავდროულად, ხალხის გაცნობიერებული, შეგნებული არჩევანის და მმართველობისათვის, დემოკრატია მოითხოვს ხალხის სათანადო განათლებასა და ინფორმირებულობას.
· სწორედ ამიტომაა, რომ პლურალისტური და ლიბერალური დემოკრატია, ხშირად განიხილება, როგორც წარმატებული რეჟიმების ფუფუნება.
ხ
პოლიტიკური პარტიის ცნება, არსი, მიზნები
·
დემოკრატიული
სახელმწიფოს ფუნქციონირებას
და შენარჩუნებას
მნიშვნელოვანწილად
განაპირობებს
სახელმწიფოში
პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური კულტურის ზრდის
შესაძლებლობების
არსებობა.
ხ
· ამ მხრივ,(პოლიტიკური გემოვნების და პოლიტიკური კულტური ჩამოყალიბების მხრივ) შეუცვლელია პოლიტიკური პარტიების როლი,
ხ
· პოლიტიკური პარტიები არის ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების განხორციელების ინსტრუმენტი.
· ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ხარისხს განაპირობებს და ზრდის ჯანსაღი კონკურენცია.
· პარტიათა ჯანსაღი კონკურენცია შესაძლებელია მრავალფეროვნებაში.
· ამიტომ სათანადო გარემო მრავალპარტიულობის შესაძლებლობისთვის, პარტიათა თანაბარ პირობებში კონკურენციისთვის, არის შანსი პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის, ხარისხიანი ხელისუფლებისთვის და შედეგად, დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
ხ
რა არის პარტია ?(ცნება)
· სიტყვა - „პარტია“ ლათინური წარმოშობისაა (pars) და ნაწილს, ჯგუფს აღნიშნავს.
ხ
· პარტია - დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების წარმართვის აუცილებელი კონსტიტუციური ინსტრუმენტია,
· თითოეული პარტია არჩევნების და სხვა კონსტიტუციური ბერკეტების მეშვეობით უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნაწილის(მხარდამჭერი ნაწილის) პოლიტიკური ნების ა)ფორმირებასა და ბ)გამოხატვას.
ხ
· დაიმახსოვრე: პოლიტიკური პარტია, არის პოლიტიკური სუბიექტი;
· პოლიტიკური პარტია რამდენიმე პირობას ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს ;
· პარტია უნდა იყოს :
a. ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილის ნებაყოფლობითი გაერთიანება
b. რომლებიც საერთო მსოფლმხედველობით პლატფორმაზე აყრდნობენ პარტიის ამოცანებს, მიზნებს
c. ეს არის ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ხელმძვანელობისა და მმართვის ორგანოები, ჰყავს ხელმძღვანელი პირები (დ)
d. აქვს წესდება( რომლითაც განსაზღვრულია პარტიის, მისი სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და საქმიანობის წესი )
e. პარტია არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაცია
· როგორც აღინიშნა, პოლიტიკური პარტიები საერთო პოლიტიკური მსოფლმხედველობის, იდეების, მიზნების მქონე ადამიანებთა გაერთიანებაა.
· მათი ერთობის მთავარი მიზეზი არის ქვეყნის მომავლის ამა თუ იმ მიმართულებით განვითარების უზრუნველყოფა და სწორედ ამ მიზნით ხელისუფლებაში მოსვლა.
· საამისოდ თითოეული პოლიტიკური პარტია ირჩევს მის სურვილებთან, მისწრაფებებთან, მსოფლმხედველობასთან ახლოს მყოფ კონკრეტულ პლატფორმას/იდეოლოგიას, იმავდროულად იკრებს ადამიანებს, რომლებსაც ასეთივე არჩევანი აქვთ და ამასთან, გააჩნიათ უნარები, ეს იდეა/პლატფორმა პრაქტიკულად რეალიზებადი გახადონ.
ხ
პარტიის არსი
· „პარტიების არსია საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი მიმდინარეობის განსახიერება, ანუ პარტიამ ადამიანისა და საზოგადოების კონცეფციას ფორმა უნდა შესძინოს და იბრძოლოს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ყურადღების და ინტერესების მიპყრობით მოიპოვოს ხელისუფლება“
ხ
· ამრიგად , პოლიტიკური პარტიები არის ხალხის გარკვეული ნაწილის :
a. პოლიტიკური მისწრაფებების განსაზღვრის ინსტრუმენტი
b. იდეოლოგიური არჩევანის განსაზღვრის ინსტრუმენტი
c. ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებების, ფუნდამენტური პრიორიტეტების და ხალხის ამ ნაწილის მომავლის განსაზღვრის ერთგვარი ინსტრუმენტი
d. ხალხის ამ ნაწილისთვის არჩევანის ფორმირების საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესის გამარტივების შესაძლებლობა
e. თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ნების განზოგადების შესაძლებლობა
f.
ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც
ამარტივებს
სახალხო
სუვერენიტეტის
რეალიზაციას
ხ
რას უწუობს პარტია ხელს
?
·
პოლიტიკური
პარტია ხელს
უწყობს:
ა) ხელისუფლებაში მოსვლის მსურველთა(პოლიტიკური ძალების,პოლიტიკური ლიდერების) გამოვლენას
და
მათი შესაძლებლობების გასაჯაროებას, ხელმისაწვდომობასა და შეთავაზებას
ბ)ამომრჩეველთა პოლიტიკური არჩევანის გამარტივების
პროცესს
და
საბოლოოდ,
გაცნობიერებული არჩევანის
გაკეთების შესაძლებლობას.
რას
ცდილობენ პოლიტიკური პარტიები ?
· თითოეული პარტიის საბოლოო მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა ,ამიტომ ისინი უნდა ცდილობდნენ ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბებას, გაძლიერებას, გაფართოებას, კერძოდ:
a. მოქნილი და ეფექტური პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას
b. პარტიის წევრებისა და მომხრეების მოზიდვას,
c. სხვადასხვა დარგის პროფესიონალების შემოკრებას, რომლებიც არა მხოლოდ თეორიულ პროგრამას შექმნიან სწორად შერჩეულ საჭიროებებზე ორიენტირებითა და პრობლემების გადაწყვეტის გზების მითითებით , არამედ შეძლებენ ამ პროგრამის რეალიზაციასაც.
· ცხადია, ყველაზე მწვავე საჭიროებებსა და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული და შესაბამისი, ადეკვატური გადაწყვეტის გზების შემთავაზებელი პოლიტიკური ძალა უფრო მარტივად იკვლევს გზას ხელისუფლებისკენ, ხოლო შემდგომ, ხელისუფლებას ინარჩუნებს და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მომავალ დღის წესრიგს მხოლოდ ის ქმნის, ვინც ხალხის მიერ მისთვის უკვე ერთხელ გამოცხადებულ ნდობას არ გაფლანგავს, შეძლებს მისი პოლიტიკური პლატფორმის, შეთავაზებების ადეკვატური და დამაჯერებელი შედეგების მიღწევას, ადამიანების პრობლემების, საჭიროებების გადაწყვეტის სწორი გზების მიგნებას.
ხ
რა არის პოლიტიკური პლურალიზმი ?
·
როგორც აღინიშნა, დემოკრატიისთვის აუცილებელია პოლიტიკური პლურალიზმი.
· სახელმწიფოში უნდა არსებობდეს შესაბამისი პირობები და თავისუფლება, რათა ადამიანებმა შეძლონ დაუბრკოლებლად, მათი ნებისა და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ჩამოაყალიბონ ესა თუ ის პარტია, ან გაერთიანდნენ ნებისმიერ პარტიაში.
· იმავდროულად, უნდა არსებობდეს თანაბარი შესაძლებლობებიპარტიების როგორც შექმნის, ისე თავისუფალი განვითარებისთვის(ცხადია, თითოეული მათგანის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით განვითარებისთვის ).
· მაშასადამე, უნდა შეიქმნას თავისუფალი გარემო ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის.
· სწორედ ამ პროცესმა უნდა შეუწყოს ხელი მეტ მოტივაციას, თითოეული პარტია გაძლიერდეს, უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდოს მის მიზნებს და ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციის რეალიზაციის შესაძლებლობებს.
· ამასთან, ჯანსაღი კონკურენცია არის ყველაზე ეფექტური ფილტრი მხოლოდ ძლიერი, საუკეთესო პოლიტიკური სუბიექტების მთავარ და სტაბილურ მოთამაშეებად გამოსავლენად.
· იმავდროულად, პარტიათა სიმრავლე, როგორც ასეთი, არ არის თვითმიზანი და არც თავისთავად თვითკმარი ნიშანი დემოკრატიის ხარისხის შეფასებისთვის.
ხ
· პარტიული პლურალიზმი, როგორც დემოკრატიის ობიექტური საზომი, გულისხმობს, მხოლოდ თავისუფალ ჯანსაღ გარემოს კონკურენტუნარიანი პარტიების არსებობის, განვითარებისთვის.
· ერთი მხრივ, არ უნდა შეიქმნას ხელოვნური ბარიერები, დაბრკოლებები პარტიების საქმიანობისა და გაძლიერებისთვის,
· უნდა არსებობდეს თავისუფალი სივრცე ნებისმიერი გემოვნებისა და უნარების პარტიების გამოვლენისთვის, დამოუკიდებლად იმისგან, ვინმეს (კონკრეტული დროის ხელისუფლებას) მოსწონს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა თუ არა,
· არ უნდა ხდებოდეს რეალური კონკურენტების დასასუსტებლად და ჩამოსაშორებლად წინაღობების შექმნა.
· ხოლო, მეორე მხრივ, ასევე თავის მოტყუებაა პოლიტიკური პარტიების ხელოვნურად გამრავალფეროვნება საიმისოდ, რომ სუსტი, მაგრამ მრავალპარტიული ფონის დემონსტრირებით, მოხდეს ხელშეწყობა რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების შესანარჩუნებლად (საგანგებოდ შექმნილ სუსტ პოლიტიკურ პარტიებს შორის გამარჯვების გზით).(!!!)
· ამიტომ, სულ მცირე, არჩევანის შესაძლებლობისთვის, ასარჩევი ალტერნატივებისთვისაც უნდა არსებობდეს სივრცე.
· ხელისუფლება ხალხის არჩევანის შედეგია, ოღონდ თუ ადამიანებს აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, (რაც აბსოლუტურად გამოირიცხება ერთპარტიული მმართველობის პირობებში,ან ერთი პარტიის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით „ოპოზიციური“ სატელიტური პოლიტიკური პარტიების ხელოვნურად შექმნით და ამ გზით სახელისუფლებო პარტიის დომინანტური მდგომარეობის შენარჩუნების ხელშეწყობით)
· ცხადია, აქ არ იგულისხმება ისეთი ვითარება, როდესაც სივრცე სხვა პარტიების სრულყოფილი თვითრეალიზაციისთვის არსებობს, მაგრამ რომელიმე ერთი პარტია ობიექტურად ინარჩუნებს ნდობას და რეიტინგს, რის გამოც დროის გარკვეულ ინტერვალში (თუნდაც ხანგრძლივი ვადის განმავლობაში) სხვა პარტიებთან ჯანსაღი კონკურენიციის პირობებში ინარჩუნებს პირველობას.
ხ
· მხოლოდ პარტიების რეალური სიძლიერე, სტაბილურობა, მათი გეგმების, მიზნებისა და შესაძლებლობების გამჭვირვალობა ამაღლებს მათდამი ნდობას, ამარტივებს ადამიანებისთვის პარტიებს შორის გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და რაც ყველაზე მთავარია, ქმნის შანსს, ხალხმა რეალურად აირჩიოს მათ საჭიროებებზე ორიენტირებული და ეფექტური ხელისუფლება.
ხ
რა არის საჭირო ჯანსაღი
პოლიტიკური კონკურენციისთვის ?
· ამიტომ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი პირობების შექმნა, პარტიებისთვის თანასწორი სასტარტო პირობების შეთავაზება/გარანტირება თითოეული მათგანის თვითრეალიზაციისთვის.
·
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პარტიების პოლიტიკური პლატფორმის დეკლარირებისთვის, შეთავაზებისთვის, სულ მცირე, ხელისშემშლელი
გარემოებების გამორიცხვა.
· შესაძლებელი უნდა იყოს თავისუფალი წვდომა ყველა საჭირო ფორუმსა და წყაროზე(!), რაც უზრუნველყოფს საკმარის კომუნიკაციას ადამიანებთან და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
· ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ - როდესაც მედიასაშუალებებზე ეფექტური ხელმისაწვდომობა, ამასთან კონკურენტებთან არსებითად თანაბარ პირობებში( დაუსაბუთებელი განსხვავებების, პრივილეგიებისა თუ შეზღუდვების გარეშე) უზრუნველყოფს ეფექტურ და ადეკვატურ კომუნიკაციას ამომრჩეველთან და მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკურ ძალთა წარმატებას.
ხ
· პარტიების თვითრეალიზაციისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინანსური გარანტიები(!), ამასთან ამ მხრივ დამოუკიდებლობის შენარჩუნება როგორც ხელისუფლებისგან, ისე ნებისმიერი სხვა პირებისგან.
ხ
· პარტია არ უნდა იყოს იძულებული, ფინანსური მოსაზრებების გამო, დაემორჩილოს, დაექვემდებაროს ხელისუფლების ნებას.
ხ
· ასევე უნდა გამოირიცხოს ასეთი დამოკიდებულების მიზეზით იძულებითი კორექტირების საფრთხეები ნებისმიერი სხვა დამფინანსებლისგან.(ოლიგარქები)
· უნდა არსებობდეს ალტერნატიული თავისუფალი წყაროები დაფინანსებისთვის, თუმცა იმავდროულად ეს წყაროები უნდა იყოს განჭვრეტადი და კონტროლირებადი.
· ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა ქვეყნები ადგენენ განსხვავებულ საკანონმდებლო გარანტიებს.
· ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ლიმიტირებულ, ზღვრულ საარჩევნო ხარჯებს მათი შემდგომი გამოქვეყნების ვალდებულებით (აშშ, დიდი ბრიტანეთი).
· ზოგიერთი ქვეყანა ახდენს პარტიების სუბსიდირებას ბიუჯეტიდან , რაც გამოიანგარიშება არჩევნრბში მიღებული ხმების რაოდ ნობის ან არჩეული პარლამენტარების ოდენობის შესაბამისად/პროპორციულად (გერმანია, საფრანგეთი).
· რთულია ზემოაღნიშნული რისკების სრულად გამორიცხვა, ამ მიზანზე ორიენტირებული კანონმდებლობა ვერ ამოავსებს ყველა ხვრელს, თუმცა, მცდელობა რისკების მინიმალიზებისა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სუბიექტის (ხელისუფლების თუ კერძო პირების) ჩარევა ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში იმდენად მინიმალიზებული იყოს, რომ ვერ შეძლოს არსებითი გავლენის მოხდენა და რეალური სურათის ხელოვნურად შეცვლა. (საჭიროა პოლიტიკის დეოლიგაქიზაცია)
· მაშასადამე, უნდა არსებობდეს ფინანსებზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია ამ პროცესის სიჯანსაღე, რადგან ფინანსები უნდა იყოს მხოლოდ შესაძლებლობა პარტიის და შესაბამისად, კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის გაძლიერებისთვის და არა პირიქით - ფინანსების წყარო (დამფინანსებელი)არ უნდა გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი ან/და მისი სურვილების შესაბამისად კორექტირების მიზეზი.
ხ
ზოგიერთი პარტიის აკრძალვაც საჭიროა დემოკრატიის ინტერესებისთვის(!)
· იმავდროულად, მიუხედავად მრავალპარტიულობის უდავოდ დიდი მნიშვნელობისა და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობისა, ამ სივრცესაც აქვს ფარგლები, რომლის კონტროლის შესაძლებლობაც და ვალდებულებაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლებას აქვს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დემოკრატია შეიძლება ამოჩნდეს საფრთხის ქვეშ.
· ცხადია, ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, რელიგიური ან სხვა მოტივაციით შუღლის გაღვივებას, მისი, როგორც შექმნა, ისე საქმიანობა არ შეიძლება იყოს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის ნაწილი.
· ასეთი მიზნები საფუძველს აცლის თავად პოლიტიკური პარტიის არსებობის მიზანს.
· შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება აღჭურვილი უნდა იყოს ასეთი საფრთხეების გამორიცხვის ეფექტური ბერკეტებით. (ასეთი პარტიების აკრძალვა ხდება)
მრავალპარტიულობა და ორპარტიულობა, როგორც მრავალპარტიულობის წარმატებული მოდელი
· როგორც აღინიშნა, დემოკრატიისთვის აუცილებელია არჩევანის შესაძლებლობა და არა პარტიათა სიმრავლე(!)
· სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ჯანსაღი გარემო - ანუ
უნდა
არსებობდეს
:
ა) ხელისუფალის ნება,
შესაძლებელი
იყოს
ხალხის
არჩევანის
შესაბამისად,
თავისუფლად
შეიქმნას
მათთვის
სასურველი,
მისაღები,
გასაზიარებელი
მიზნების
მქონე
პოლიტიკური
პარტიები,
ბ) უნდა არსებობდეს
შესაბამისი
საკანომდებლო გარანტიები პარტიების განვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის
მათივე
მონაცემების,
უნარების,
შესაძლებლობების
შესაბამისად.
ხ
· შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის ვითარებაში, ერთი მხრივ, სიცოცხლისუნარიანობას შეინარჩუნებს მხოლოდ საამისოდ ბუნებრივი უნარების მქონე და ლიდერობას მოიპოვებს არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პოლიტიკური სუბიექტები. (პარტიები)
· მოვლენების ბუნებრივად განვითარების პირობებში პოლიტიკურ ასპარეზზე შესაძლოა გაჩნდეს და არჩევნებში კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნოს რამოდენიმე ან, შესაძლოა, მხოლოდ ორმა პარტიამ.
ხ
მრავალპარტიულობის პლიუსები
და მინუსები
· მრავალპარტიულობის პირობებში, ანუ არჩევნების პროცესში მრავალი/რამოდენიმე გამოკვეთილი პარტიის მონაწილეობისას, ამომრჩევლისადმი შეთავაზებებიც მრავალფეროვანია, რაც ერთი მხრივ, სასურველი და სასარგებლოც შეიძლება იყოს.
· თუმცა, ამ დროს არსებობს რისკები პარტიების როგორც პლატფორმის, ისე პროგრამების მსგავსებისა არაერთ დეტალში, რაც შესაძლოა დამაბნეველიც იყოს ამომრჩევლისთვის.
· ამასთან, მრავალპარტიულობის პირობებში რამოდენიმე სუბიექტის გამარჯვებამ არჩევნებში ლოგიკურად შეიძლება გამოიწვიოს კოალიციური მთავრობა, რომლის მთავარი რისკიც, ცალკეულ შემთხვევაში მისი არასტაბილურობა შეიძლება იყოს,
· ასევე მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო, რომლის გადაწყვეტილებების მიღებაუნარიანობა ზოგჯერ საეჭვო შეიძლება გახდეს.
ხ
·
რაც შეეხება ორპარტიულობას - ბუნებრივი ორპარტიულობის
პირობებში
ის პლურალისტული დემოკრატიის რეალიზაციას შესაძლოა
მნიშვნელოვნად ამარტივებდეს.
· ასეთი გამოცდილება არსებობს აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, სადაც ისტორიულად ჩამოყალიბდა ორი პარტიის ლიდერობა პოლიტიკურ ასპარეზზე.
· ერთი მხრივ, ორპარტიულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავად ამ პარტიების გაძლიერებას, რადგან მათ შორის სტაბილური და მუდმივი კონკურენცია, აფართოებს ერთმანეთის უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ცოდნის და საკუთარი ხარვეზების, შეცდომების მინიმალიზების შესაძლებლობებს.
· კონკურენცია აიძულებს მათ განვითარებას, მუდმივ პროგრესს, საკუთარი შეცდომების შესწავლას, გაანალიზებას, წვრილმანების ჩათვლით.
ცხადია, ეს საბოლოოდ პოზიტიურად მოქმედებს ამომრჩეველზეც, ამარტივებს რეალურად გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან არსებობს კონკრეტულ პარტიაზე, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, დაკვირვების შესაძლებლობა, შედეგად, გროვდება ცოდნა თითოეული მათგანის უპირატესობებსა და ნაკლოვანებეზე, არსებობს მეტი დროც და შესაძლებლობაც მათი საქმიანობის გაანალიზებისთვის და უკვე ცოდნაზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთებისთვის.
Комментарии
Отправить комментарий