სიმბოლისტები - ამონარიდები
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
‘’პირამიდები“
ხ
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
„წერილი დედას’’
ხ
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
ხ
მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
ხ
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს "ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი ტვინი ვერანი.
ხ
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
ხ
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
ხ
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
ხ
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს (მ)ძორი ყვავებისთვის გასატანია.
„პოეზია“-
პაოლო იაშვილი
ხ
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.(ციხე აგონებს
მიუწვდომელ ქალს)
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.(კონტრასტი)
არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.(ალუზია)
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.(დანგრეული ციხე და დანგრეულ ოცნება -ალუზია )
ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,(ალუზია- მიხეილ ლერმონტოვის „დემონი“)
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.(მეტაფორა)
დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.(კონტრასტი-
სხვა გოგონებთან და მათ პოეტებთან)
გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,(შედარება)
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.(ლირიკული გმირის სუიციდური განცდა)
ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.(სუიციდის წინ
ბოლო სიმღერა)
„თამუნია წერეთელს“-
ტიციან ტაბიძე
ხ
„მე არ ვწერ ლექსებს,ლექსი თვითონ მწერს..“
ხ
„ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს“
ხ
„ლექსს
მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ
გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს’’
ხ
“მე
დავიბადე აპრილის თვეში
გაშლილ
ვაშლების ყვავილებიდან..“
ხ
„მაწვიმს
სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის
ცრემლებად ჩემ თვალებიდან“
ხ
"აქედან
ვიცი,მე რომ მოვკვდები
ამ ლექსს
რომ ვამბობ ესეც დარჩება
ერთ პოეტს
მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა
გამოსარჩლებლად “
ხ
„იტყვიან
ასე :იყო საწყალი,
ორპირის
ფშანზე გაზრდილი ბიჭი;
ლექსები იყო
მისი საგზალი;
არ მოუცვლია
ერთი ნაბიჯი..“
ხ
და
აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე
და ქართული მიწა“;
ხ
„ბედნიერებას
მას უმალავდნენ
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.“
„ლექსი
მეწყერი“- ტიციან ტაბიძე
ხ
ნინოწმინდის ღამე
ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...
გალავანში ― ჯამი აქაფებული,
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ ― ვეფხვი დაქალებული...
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა-ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!
გიორგი ლეონიძე
(ეს ლექსი მეგობრობაზე და სიყვარულზეა)
ხ
ყივჩაღის პაემანი
«...ერთი მეც გადავუქნიე,
წვერიმც ვუწვდინე მიწასა...»
მუხრანული
ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
ხ
5
თებერვალი,1921 წ
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი,–
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
ხ
ლექსი
დაწერილია 1969 წელს .
გამოქვყნდა
1985 წელს.(„პერესტროიკის’’ ხანაში)
Комментарии
Отправить комментарий