რთული ქვეწყობილი წინადადების მართლწერა -კავშირი და მისამართი სიტყვა

 


რთულ ქვეწყობილ წინადადებაში კავშირი დამოკიდებული წინადადების წევრია ,ხოლო მისამართი სიტყვა - მთავარი  წინადადებისა.

 მისამართი სიტყვა და კავშირი ერთმანეთს უშუალოდ მიემართებიან:

 

ის -- ვინც

ის-- რომელიც

იქ -- სადაც

მაშინ -- როდესაც

ისე -- როგორც

ისეთი - როგორიც

ეგრე-- რომ

 

სწორედ  ი ს ე თ ი შედეგი მივიღეთ, რ ო გ ო რ ი ც  გვსურდა.

ეგრე არაა,თაყაო,შენ რომ მამული გაჰყაო !

ს ა დ ა ც  არის ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი  შენი

 

ქვეწყობილი წინადადებების შემდგომი დაჯგუფებისათვის გავითვალისწინოთ,რომ რთული ქვეწყობილი წინადადებების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

 

ა) დამოკიდებული წინადადება მიემართება(ხსნის) მთავარი წინადადების ერთ რომელიმე წევრს .

მაგ.

ეგრე არაა,თაყაო ,შენ რომ მამული გაჰყაო !

 

„შენ რომ მამული გაჰყაო’’ მიემართება (ხსნის)   „ეგრე’’-ს

 

ბ)  დამოკიდებული წინადადება მიემართება(ხსნის) მთელ მთავარ წინადადებას.

 

 მაგ.

   თავი მომჭერით,თუ ეს საქმე გამოვიდა.

 

დამოკიდებული „თუ ეს საქმე გამოვიდა’’ მიემართება(ხსნის)  მთელ მთავარ წინადადებას „თავი მომჭერით’’.

ვინც ¾ ის

ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა , ის ცხენოსნობას ვერ ისწავლის.

რასაც ¾ იმას

რასაც დათესავ,იმას მოიმკი.

 

                

იმას- ვისაც

        ვისაც მოზვერი ეზრდება,[იმას] ხარს ნუ დაუჭერო.

(უარს ნუ ეტყვი თხოვებაზე,მერე შენც დაგჭირდებაო)

          ვისაც- მისთვის

ვისაც საქმე ეზარება,მისთვის ყოველი დღე უქმეა.განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას დაესმის კითხვები

ე.წ. განსაზღვრებით დამოკიდებულ წინადადებას დაესმის კითხვები:

 

რომელი ?

როგორი?

რამდენი?

როდინდელი?

სადაური?

 

·        შესაბამისად,დამოკიდებული წინადადებების წევრ- კავშირებია:

,რომელიც

,როგორიც

,რამდენიც

,როდინდელიც

,სადაურიც 

 

დგებოდა ღამე,რომელსაც ყველა შიშით მოელოდა.

ე.წ. „მისამართ წევრად’’ ,ჩვეულებისამებრ,შესაბამისი ჩვენებითი ნაცვალსახელი გამოიყენება(ან-აღდგება);

 

შესაბამისი მიმართების მოდელი ასეთია:

 

ის(მაგ.სახლი) --  რომელიც

ისეთი(მეგობარი) --  როგორიც

იმდენი( რიცხვი) --  რამდენიც

 

და   მისთ.

 

მაგ.

 

ის დღეც გათენდა,რომელსაც ველოდით

ისეთ ზეიმს გავმართავთ,როგორიც არავის უნახავს.

 

ყურადღება:

 

1.      განსაზღვრებიტი დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირად არცთუ იშვიათად გამოიყენება ზმნიზედები,რაც არის შეცდომა.(!!!!)

 

                      მივედით იმ სახლში ,სადაც მეზობლები შეკრებილიყვნენ.

                        უნდა იყოს:

                    მივედით იმ სახლში ,რომელშიც მეზობლები შეკრებილიყვნენ.

2.      ასევე დაუშვებელია მიმართება „ისეთი- როგორც’’,რადგანაც პირველი განსაზღვრებას გამოხატავს ,მეორე-გარემოებას:

 

ისეთი ცხოვრება არ დახვდა,როგორც ეგონა.

უნდა იყოს:

ისეთი ცხოვრება არ დახვდა,როგორიც ეგონა.

 

იმის - ვინც

ველა შენატრის იმის სახელს,ვინც სამშობლოს უერთგულა.

 

 

მაშინ  -- როცა

 

როცა სიტყვა ხშირდებაო,მაშინ საქმე მცირდებაო.

 

იქ-სადაც

სადაც არის ბედი შენი,იქ მიგიყვანს ფეხი შენი.

 

ისე-როგორც

 

როგორც დამიკრავ ფანდურსა,მეც ისე დაგიროკდები.

 

იმიტომ- რადგანაც;

ჭალა იმიტომ ჩანდა იდუმლად,რადგანაც მთვარე ანათებდა.

 

უფრო ხშირია იმიტომ-- რომ

 

ცოლმა არ უპასუხა იმიტომ,რომ გართული იყო ნოტების გარჩევით.

 

იმისთვის-რათა

                       ყოველ ღონეს მიმართეს იმისთვის,რათა თავი დაეხსნათ.

 

ყურადღება:

იმისთვის-რათა -ს ნაცვლად

გაბატონდა          

                        რომ   კავშირიანი სტრუქტურები

                               ახლოს მივედი,რომ კარგად დამენახა.

                               ნაცვლად

                             ახლოს მივედი იმისათვის,რათა კარგად დამენახა.

 ხშირად შეცდომას უშვებენ და ერთმანეთს ენაცვლება 

 იმიტომ(მიზეზი)---იმისთვის(მიზანი) მისამართი სიტყვები:

შეცდომაა:

შეგირდი იმისთვის დასაჯეს,რისთვისაც სხვას ადანაშაულებდა.(მიზანი)

 

უნდა იყოს:

შეგირდი იმიტომ დასაჯეს,რატომაც სხვას ადანაშაულებდა(მიზეზი)

 

შეცდომაა:

 

ჭკვიანი ღვინოს იმიტომ სვამს ,რომ მოილხინოს (მიზეზი)

 

უნდა იყოს:

 

ჭკვიანი ღვინოს იმისთვის სვამს,რომ მოილხინოს(მიზანი)

 

·        ხშირად შეცდომას უშვებენ და ერთმანეთს ენაცვლება   

რადგან(მიზეზი)-- რათა(მიზანი)  კავშირები.

შეცდომაა:

მოსწავლემ ხეს მიაშურა,რადგან ზედ აცოცებულიყო.

 სწორია:

 მოსწავლემ ხეს მიაშურა,რათა ზედ აცოცებულიყო.

 

 

რაჭაში იმიტომ ჩავრჩი,რომ გადაუღებლად თოვდა.(მიზეზის გარემოებითი დამოკიდებული)

გადაუღებლად თოვდა,ამიტომ რაჭაში ჩავრჩი.(შედეგობითი დამოკიდებული წინადადება)

დაიმახსოვრე:

შედეგობითი დამოკიდებული წინადადების ძირითადი კავშირებია :

,ამიტომ

,ამის გამო

, რის გამოც

, ასე რომ..

 

 

მაგ.

კერაზე ცეცხლი ოდნავ ბჟჰუტავდა,რის გამოც ოთახში ბნელოდა.

სამომავლოდ დიდი გეგმები მქონდა,ამიტომაც ვცდილობდი დროის მოგებას.

კუნაპეტი ღამე ჩამოწვა,ასე რომ იმ ღამეს იქ დავრჩით.

 

დაიმახსოვრე:

შედეგობითი ქვეწყობილი წინადადება მნივნელოვნად განსხვავდება სხვა ქვეწყობილი წინადადებებისგან; კერძოდ,გასათვალისწინებელია:

1.    დამოკიდებული წინადადება მხოლოდ მთავრის მომდევნო ადგილს იკავებს;

2.    მთავარ წინადადებაში არასოდეს შეგხვდება მისამართი სიტყვა;

 

 

თუ კავშირი ყველაზე მეტად არის გავრცელებული პირობით დამოკიდებულ წინადადებაში;

 

თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები.

·        გარდა ამის,გამოიყენება კავშირები: 

თუკი

 თუ რომ

რომ...

 

თუკი სიმართლე იქნება,ვენახს ღობე რად უნდაო.

გამიქვავდეს მაშინ ენა,თუ რომ ვისმე მივეფერო.

 

რომ კავშირი,ჩვეულებისამებრ მაშინ ენაცვლება თუ-ს,როცა  დამოკიდებულ წინადადებაში გამოყენებულია (ან იგულისხმება) უარყოფითი ნაწილაკი.

იქ რომ არ(!) შევსწრებოდი,ჩვენ არაფერი გვერგებოდა.

 

დათმობით დამოკიდებულ წინადადებას ძირითადად ორი განსხვავებული კავშირი აყალიბებს: თუმცა(!) და თნდა(თუგინდ)(!)

·        თუმცა   წარსულის მოქმედებას გვამცნობს(!):

 

ბიჭმა თუმცა ძალიან მოინდომა ხელის გამართვა,მაგრამ თოკი არ უშვებდა.

 

·        თუნდა მომავალში მოსახდენ ამბავს გულისხმობს(!):

 

თუგინდ უკუღმა დაჯექი,ოღონდ სწორად თქვიო.

 

შენიშვნა:

თუმცა კავშირის გამოყენების დროს მთავარ წინადადებაში ,ჩვეულებისამებრ,  გვხვდება კავშირი „მაგრამ’’.

თუმცა მზე ამოვიდა,მაგრამ გარეთ არავინ გამოდიოდა.

 

ამ შემთხვევაში,როგორც ითქვა წინადადება დათმობითია;

მაგრამ როგორც კი დამოკიდებულ წინადადებას „თუმცა ‘’ ჩამოშორდება,ეს  რთული ქვეწყობილი წინადადება  რთულ თანწყობილად გადაიქცევა:

მზე ამოვიდა,მაგრამ გარეთ არავინ გამოდიოდა.

 

უნივერსალური კავშირი  „რომ ‘’

 

კავშირი „რომ’’ წევრის ფუნქციიტ არასოდეს გამოდის( არც კითხვა დაესმის);

·        რაც მთავარია, მას შესწევს უნარი ,თითქმის ყველა სხვა წევრ-კავშირს ენაცვლებოდეს.

·        ამიტომა ვუწოდეთ მას „უნივერსალური’’ კავშირი

დააკვირდი:

 ეკალში ვარდი შევნიშნე,ობლად რომ ამოსულიყო.

 ამ წინადებაში რომ კავშირი ჩანაცვლებია განსაზღვრების გამომხატველ წევრ-კავშირს-რომელიც.

 

მე ჩონგური მისთვის მინდა,რომ  სიმართლეს მსახურებდეს.

რომ კავშირი აქ ენაცვლება წევრ-კავშირს  რათა..

 

მე რომ მივედი,ყველაფერი დამთავრებული  იყო.

აქ რომ გვევლინება როდესაც  -ის ფუნქციით


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები