არჩევითპასუხებიანი კითხვები - ისტორია (ტესტები 2012-2014)

 



თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. პასუხების ფურცელში უნდა გადახაზოთ არჩეული პასუხის შესაბამისი უჯრა. თქვენს მიერ არჩეული პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არცერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება; თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). შეუძლებელია ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

 

2012 წელი

ვარიანტი 1

1.    ვინ დაყო სპარსეთის სამეფო სატრაპიებად?

 ა. კიროსმა

ბ. დარიოსმა

გ. ქსერქსემ

 დ. კამბიზმა

 

2. რა მოიმოქმედა მირიან მეფის ერისთავმა, როდესაც მთიელებმა ქრისტიანობის მიღებაზე უარი თქვეს?

ა. ჩამოასახლა ისინი ბარში

ბ. სიკვდილით დასაჯა მძევლები

გ. დაატყვევა მათი ხევისბერები

დ. დალეწა მათი კერპები

 

2.  რომელ საუკუნეში ებრძოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი ეგრისის ტერიტორიაზე?


ა. IV

ბ. V

გ. VI

დ. VII


3.    ვინ იყო ბუღა თურქის მიერ სიკვდილით დასჯილი საჰაკი?


 ა. ქართლის ერისმთავარი

ბ. კახეთის ქორეპისკოპოსი

გ. ქართლის პიტიახში

დ. თბილისის ამირა

 

 

4.    ვის ჩაუვარდა ტყვედ მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორი?


 ა. არაბებს

ბ. ოსმალებს

გ. სელჩუკებს

დ. მონღოლებს

 

 

5.    რა უწოდეს მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს?

   ა. ულუ

ბ. ემირი

გ. ნოინი

 დ. ნარინი

 

6.    რომელ საუკუნეში გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან?


 ა. XIV

ბ. XV

გ. XVI

დ. XVII

 

 

8. რომელი სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალს წარმოადგენდა სულეიმან I ბრწყინვალის მმართველობის ხანა?

ა. სელჩუკიანთა სასულთნოს

ბ. ირანის

გ. ეგვიპტის სასულთნოს

დ. ოსმალეთის

 


9. რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე ჯეიმს I?

ა. ინგლისს

ბ. გერმანიას

გ. ესპანეთს

დ. საფრანგეთს

 

 

10. ვინ იყო ერაზმუს როტერდამელი?

 ა. ნიდერლანდელი ჰუმანისტი

ბ. ბელგიელი ფერმწერი

 გ. იტალიელი მისიონერი

 დ. ფრანგი მოქანდაკე

 

11. რა ეწოდება XIX საუკუნის 50-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს?

ა. ბოსფორის ომი

ბ. ყირიმის ომი

გ. ბალკანეთის ომი

დ. ქერჩის ომი

 

12. რომელი მეფისნაცვლის მოღვაწეობის დროს გაიხსნა თბილისში საჯარო ბიბლიოთეკა?

ა. ბარონ როზენის

ბ. ალექსანდრე ბარიატინსკის

გ. დონდუკოვ-კორსაკოვის

დ. მიხეილ ვორონცოვის

 

13. რომელი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე იყო ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი? ა. იტალიის

ბ. დიდი ბრიტანეთის

გ. ავსტრია-უნგრეთის

დ. გერმანიის


14. რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ევროპაში I მსოფლიო ომის შემდეგ?

ა. შვედეთი, დანია, ბულგარეთი

ბ. ნიდერლანდები, ბელგია, პორტუგალია

გ. პოლონეთი, ფინეთი, ავსტრია

დ. ნორვეგია, რუმინეთი, ალბანეთი

 

 

15. რა საკითხი განიხილებოდა 1918 წელს ბათუმში მიმდინარე საზავო კონფერენციაზე?

ა. რუსეთის დროებით მთავრობასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება

ბ. ამიერკავკასიაში ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა

გ. ფრონტის ხაზიდან რუსეთის საჯარისო შენაერთების გამოყვანა

დ. თურქეთის მიერ წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიები

 

16. რამ განაპირობა „ნეპ“-ის შემოღება საბჭოთა კავშირში?

ა. საგადასახადო სისტემის რეფორმის აუცილებლობამ

ბ. ეკონომიკურმა მიღწევებმა კოლექტივიზაციის შემდეგ

გ. სამოქალაქო ომის შემდეგ არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა

დ. ინდუსტრიალიზაციის აუცილებლობამ

 

17. რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიყენა პირველად ტერმინი „ფაშიზმი“?

ა. ჩერჩილმა

ბ. მუსოლინიმ

გ. ჰიტლერმა

დ. ფრანკომ

 

18. რას წარმოადგენდა „გეტო“?

ა. ბანაკს სამხედრო ტყვეთათვის

ბ. ემიგრანტთა დროებით საცხოვრებელს

გ. დასახლებას ებრაელთა იზოლაციისათვის

დ. საგანგებო რეზერვაციას ლტოლვილთათვის


19. საფრანგეთის რომელ პროვინციაში გადასხეს მოკავშირეებმა დესანტი 1944 წელს? ა. ლოტარინგიაში

ბ. აკვიტანიაში

 გ. ბრეტანში

დ. ნორმანდიაში

 

 

20. რა ტიპის ომის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ბლიცკრიგი“?

ა. ტოტალური

 ბ. თავდაცვითი

გ. პარტიზანული

დ. ელვისებური

 

21. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ყველაზე ბოლო მოვლენა II მსოფლიო ომში?

ა. ქალაქ ბერლინის აღება

ბ. მოკავშირეთა მიერ მეორე ფრონტის გახსნა

 გ. იაპონიის ქალაქების ატომური დაბომბვა

დ. თეირანის კონფერენცია

 

22. ვინ იყო ინდოეთის ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი?

ა. ბენაზირ ბჰუტო

ბ. ინდირა განდი

გ. ბაბრაქ ქარმალი

დ. მაჰათმა განდი

 

23. რა ეწოდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულებასაც სახელმწიფო სხვადასხვა იძულებითი საშუალებებით უზრუნველყოფს?

. პოლიტიკა

. მორალი

. ნორმა

. სამართალი

 

5

24. რომელია მართებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან?

I. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს საკუთარი აზრისა და შეხედულების გამოთქმის უფლებას; II. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ინფორმაციის მიღებისა და ხელმისაწვდომობის უფლებასაც.

 

. მხოლოდ I

 . მხოლოდ II

. ორივე

. არცერთი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში I ვარიანტი

დავალების

#

სწორი პასუხები

მაქსიმალური

ქულა

1

1

2

1

3

1

4

1

5

1

6

1

7

1

8

1

9

1

10

1

11

1

12

1

13

1

14

1

15

1

16

1

17

1

18

1

19

1

20

1

21

1

22

1

23

1

24

1

 

 

 

 ვარიანტი 2

1.      როგორ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო დარიოს I-მა სამეფო?

 . სატრაპიებად

ბ. სკეპტუხიებად

გ. საპიტიახშოებად

დ. სამარზპანოებად

 

2.      რატომ წარმართა „მახვილი მცირედ“ მირიან მეფის ერისთავმა მთიელთა წინააღმდეგ?

. შეწყვიტეს ხარკის გადახდა

ბ. დახოცეს მეფის მოხელეები

გ. შეიფარეს განმდგარი ფეოდალები

 დ. უარი თქვეს გაქრისტიანებაზე

 

3.  რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I?

. IV

ბ. V

გ. VI

დ. VII

 

 

 


4.      რომელ საუკუნეში ილაშქრა საქართველოში ბუღა თურქმა?

 . VI

ბ. VIII

  გ. IX

დ. X

 

 

5.      რომელ ბრძოლაში ჩაუვარდა ტყვედ სელჩუკებს ბიზანტიის იმპერატორი?

 . დვინის

ბ. ნიკეის

გ. ნისიბინის

დ. მანასკერტის

 

 

6.      რა უწოდეს მონღოლებმა დავით ლაშა-გიორგის ძეს?

. ულუ

ბ. ემირი

გ. ნოინი

 დ. ნარინი

 

7.      რომელი მეფის დროს გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან?

 . რიჩარდ I-ის

ბ. ედუარდ III-ის

 გ. ჰენრი VIII-ის

დ. ჯეიმს II-ის

 

8.      რა ტიტულს ატარებდა სულეიმან I ბრწყინვალე?

 . ხალიფა

ბ. შაჰი

გ. სულთანი

დ. ყაენი

 



9.      რომელი დინასტიის წარმომადგენელი იყო ინგლისის მეფე ჯეიმს I?

. პლანტაგენეტების

ბ. ტიუდორების

გ. სტიუარტების

დ. უინძორების

 

10.   ვინ იყო დენი დიდრო?

. იტალიელი მუსიკოსი

ბ. ბელგიელი ფერმწერი

გ. ნიდერლანდელი ჰუმანისტი

დ. ფრანგი განმანათლებელი

 

11.   XIX საუკუნის რომელ წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს ეწოდა „ყირიმის ომი“?

. 10-იან

ბ. 20-იან

გ. 50-იან

დ. 70-იან

 

12.   რომელი მეფისნაცვლის მოღვაწეობის დროს აღდგა ქართული თეატრი?

. ბარონ როზენის

ბ. ალექსანდრე ბარიატინსკის

გ. დონდუკოვ-კორსაკოვის

დ. მიხეილ ვორონცოვის

 

13.   სადაური იყო ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელი გავრილო პრინციპი?

 . სერბი

ბ. უნგრელი

გ. ბულგარელი

 დ. გერმანელი


14. რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ევროპაში I მსოფლიო ომის შემდეგ?

ა. პორტუგალია, ბელგია, ნორვეგია

ბ. ნიდერლანდები, დანია, შვედეთი

გ. რუმინეთი, ალბანეთი, ბულგარეთი

დ. ლიტვა, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია

 

15.      რომელი         ევროპული          სახელმწიფო         გახდა      ფაქტობრივად          საქართველოს            მთავარი პოლიტიკური მოკავშირე 1918 წელს?

ა. საფრანგეთი

 ბ. გერმანია

გ. იტალია

დ. ინგლისი

 

16. რას გულისხმობდა საბჭოთა კავშირში შემოღებული „ნეპ“-ი?

 ა. კოლმეურნეობების შეცვლას ფერმერული მეურნეობებით

ბ. ქვეყნის სრულ ელექტრიფიკაციას

გ. სასურსათო გაწერასა და შრომითი ბანაკების შექმნას

დ. მცირე დოზით კერძო საკუთრების, ბიზნესისა და იჯარის დაშვებას

 

 

17. რომელ ქვეყანაში შეიქმნა პირველად ფაშისტური პარტია?

 ა. პორტუგალიაში

ბ. ესპანეთში

გ. გერმანიაში

დ. იტალიაში

 



18. რა მიზნით შენდებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ დაპყრობილ ქალაქებში „გეტო“?

ა. იძულებით სამუშაოზე გაგზავნილთა საცხოვრებლად

ბ. სამხედრო ტყვეების იზოლაციისთვის

გ. ებრაელების იძულებითი იზოლაციისთვის

დ. ემიგრანტების დროებით საცხოვრებლად

 

19. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად აშშ–ს ჩაბმა II მსოფლიო ომში?

ა. ოპერაციას „ოვერლორდი“

ბ. ბრძოლას სანტა–კრუსის კუნძულებთან

 გ. ფილიპინების დაკარგვას

დ. პერლ–ჰარბორის დაბომბვას

 

 

20. რომელი სახელმწიფო იყენებდა სამხედრო ტაქტიკას, ე.წ. „ბლიცკრიგს“ II მსოფლიო ომის დროს?

ა. დიდი ბრიტანეთი

ბ. იაპონია

გ. საბჭოთა კავშირი

დ. გერმანია

 

21. რომელ ქალაქში შედგა ნაცისტი დამნაშავეების საერთაშორისო სასამართლო?

ა. მიუნხენში

ბ. ბერლინში

გ. დრეზდენში

დ. ნიურნბერგში

 

 

 

 

 

 

 

 


22.       ვინ      იყო       „აპარტეიდის“         წინააღმდეგ        ბრძოლის          ლიდერი           სამხრეთ             აფრიკის რესპუბლიკაში?

ა. იასირ არაფატი

 ბ. კოფი ანანი

გ. მარტინ ლუთერ კინგი

დ. ნელსონ მანდელა

 

23.        რა       ეწოდება        საქმიანობის       სფეროს,         რომელიც           სახელმწიფოებრივი,             საერთო- საზოგადოებრივი საკითხების მოგვარებასთანაა დაკავშირებული?

 

ა. პოლიტიკა

ბ. ეკონომიკა

გ. სოციოლოგია

 დ. სამართალი

 

 

 

24.       რომელია          მართებული           სიტყვის       თავისუფლების            შესახებ     ქვემოთ             მოყვანილი მსჯელობებიდან?

 

I. სიტყვის თავისუფლება არის სხვა თავისუფლებებისა და უფლებების ერთ-ერთი გარანტი;

II. სიტყვის თავისუფლება ყველაფრის თქმის უფლებასაც ნიშნავს.

 

ა. მხოლოდ I

ბ. მხოლოდ II

გ. ორივე

დ. არცერთი

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდა ისტორიაში

 

II ვარიანტი

 

დავალების #

სწორი პასუხები

მაქსიმალური ქულა

1

1

2

1

3

1

4

1

5

1

6

1

7

1

8

1

9

1

10

1

11

1

12

1

13

1

14

1

15

1

16

1

17

1

18

1

19

1

20

1

21

1

22

1

23

1

24

1


წელი 2014

ვარიანტი 1 


1.რა ცვლილება მოხდა ნეოლითის ხანაში?

 

ა. ადამიანმა დაიწყო მომთაბარეობა 


ბ. გაჩნდა ქვის იარაღი

გ. დასრულდა პატრიარქატი

დ. ჩაისახა მწარმოებლური მეურნეობა


2. რა ცვლილება განიცადა ფინიკიელების შექმნილმა ანბანმა შემდეგში ?

 

ა. მათ მიერ შემოღებულ თანხმოვან ასოებს ბერძნებმა ხმოვნები დაუმატეს

ბ. ეტრუსკებმა მათი ანბანის თითოეულ ნიშანს შეუსაბამეს ხმოვნები და თანხმოვნები

 გ. მათ მიერ შემოღებული ასო-ნიშნები ლათინებმა დაალაგეს ალფადან ომეგამდე

დ. ბაბილონელებმა მათ მიერ შემოღებულ ასოებს შეუსაბამეს რიცხვითი მნიშვნელობა



3. რას გულისხმობს დარიოს 1-ის ადმინისტაციული რეფორმა ?


ა. საპიტიახშოების დაარსებას 

ბ. სამარზპანოების წარმოქმნას 

გ. სატრაპიების ჩამოყალიბებას

დ. პოლისების სისტემის რეფორმირებას



  

4. რა ზედწოდება მიენიჭა ზამასთან გამარჯვებულ სციპიონს ?

 

ა. რომაელი

ბ. იტალიელი

 გ. აფრიკელი

დ. კართაგენელი



5. რას წარმოადგენდა  „იუსტინიანეს კრებული’’ ?

 

ა. საგადასახადო დავთრებს

 ბ. კანონთა კოდექსს

გ. იმპერატორის მემუარებს

დ. მემატიანეთა თხზულებებს



6. რას ეწოდა „ჰიჯრა“ ისლამურ სამყაროში ?

ა. საღვთო ომს

ბ. ქააბას მოლოცვას

გ. მუჰამადის მიმდევართა მიერ მექის დაკავებას

დ. მუჰამადისა და მისი თანამოაზრეების მედინაში გადასახლებას

 

7. რა იყო ბუღა-თურქის საქართველოში ლაშქრობის ძირითადი მიზანი ?

ა. ეგრისის დაპყრობა

ბ. აშოტ დიდის შეპყრობა

გ. თბილისის ამირას დასჯა

დ. ქართლის მეფის დამორჩილება


8. რა იყოთურქ-სელჩუკთა ლაშქრობების ერთ-ერთი  

 უშუალო შედეგი ?


ა. ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების დაპყრობა

 ბ. ილხანთა სახელმწიფოს განადგურება

გ. ბალკანეთში ისლამის გავრცელება

დ. საღვთო რომის იმპერიის დაშლა



9. ვინ დაამარცხეს ქართველებმა ბასიანის ბრძოლაში ?

 

ა. ირანის შაჰი

ბ. განძის ათაბაგი

გ. ბაღდადის ხალიფა

დ. რუმის სულთანი


10. რამ შეუწყო ხელი გიორგი ბრწყინვალეს,შეეწყვიტა მონღოლებისათვის ხარკის გადახდა ?

 

ა. მოკავშირე ბიზანტიის კვლავ გაძლიერებამ

ბ. თემურ ლენგის თავდასხმებმა ილხანთა ულუსზე

გ. ილხანთა სახელმწიფოს შიდა არეულობამ და დასუსტებამ

დ. ოქროს ურდოსა და ეგვიპტის სასულთნოს შორის ბრძოლის გამწვავებამ



11. რა შედეგით დასრულდა ირან-ოსმალეთის ომი 1555 წელს ?

 

ა. განადგურდა სეფიანთა ირანის სახელმწიფო

ბ. დაიშალა მუსლიმთა სარწმუნოებრივი ერთობა

გ. გადანაწილდა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები

დ. დაემხო ფატიმიანთა დინასტია ოსმალეთში



12.რას ისახავდა მიზნად ივანე მე-4 ლივონიის ომის წარმოების დროს ?

 

ა. ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას

ბ. ტამპლიერთა ორდენის განადგურებას

გ. სკანდინავიის გაერთიანებული სამეფოს დამარცხებას

 დ. ქალაქ პეტერბურგის გათავისუფლებას

 

13. 1648 წელს რომელ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეწოდა „ფრონდა“ ?

ა. ესპანეთში

ბ. საფრანგეთში

გ. იტალიაში

დ. ნიდერლანდებში



14.რა დაავალა ვახტანგ მე-6-მ „სწავლულ კაცთა კომისიას’’ ?

 

ა. „აღწერა სამეფოსა საქართველოსას“ რედაქტირება

ბ. „მოქცევაი ქართლისაის“ ხელნაწერების შეჯერება და დაბეჭდვა

გ. „ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება და შემდგომი საუკუნეების ისტორიის შედგენა დ. „ამბავნი ქართლისანის“ ხელნაწერების გადაწერა და ახალი ცნობებით შევსება



15.ტილზიტის ზავის თანახმად,რომელი სახელმწიფოს მოკავშირე გახდა რუსეთი ?

ა. შვედეთის

ბ. გერმანიის

გ. ინგლისის

დ. საფრანგეთის



16. რაზე მიუთითეებს 1814 წელს საფრანგეთში ლუი მე-18-ის გამეფება ?

ა. სამოქალაქო ომის დამთავრებაზე

ბ. იაკობინელთა მმართველობის დასრულებაზე

 გ. ბურბონთა დინასტიის რესტავრაციაზე

დ. პარიზის კომუნის დამარცხებაზე


17. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობარუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ?

 

ა. ქართველი სასულიერო იერარქებისა და ასევე სხვა რიგითი სასულიერო პირების აქტიურმა მონაწილეობამ 1804 და 1812 წლების აჯანყებებში

ბ. საქართველოს ეკლესიის პოზიცია შეუთავსებელი იყო რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ განხორციელებულ უკიდურესად ლიბერალურ პოლიტიკასთან

გ. საქართველოს ეკლესია იმპერიის მიერ რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო

დ. ეროვნული მოძრაობა კარგად იყენებდა ქართველი სასულიერო პირების პირად კონტაქტებს იმ დროს პოლონეთში მიმდინარე ანტირუსული აჯანყების მონაწილეებთან


 

18. რას ეწოდა „რისორჯიმენტო’’ ?

ა. ხელშეკრულებას სარდინიის სამეფოსა და ვატიკანს შორის

ბ. კამილო კავურის მიერ გატარებულ რეფორმებს

გ. ბრძოლას იტალიის გაერთიანებისათვის

დ. ჯუზეპე მაძინის მიერ დაარსებულ არალეგალურ ორგანიზაციას

 

19.რა იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი მიზანი ?

ა. საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება

ბ. საქართველოში მარქსიზმის გავრცელება და რევოლუციის მოწყობა

გ. საქართველოსთვის რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება

 დ. კლასობრივი ბრძოლის გზით საქართველოში რევოლუციის მოხდენა


20. რა შედეგით დასრულდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პეტროგრადში ?

 

ა. იმპერატორის გადადგომით

ბ. მასობრივი რეპრესიების დაწყებით

გ. სამხედრო დიქტატურის დამყარებით

დ. სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნით



21.სხვა მიზეზებთან ერთად,რამ განაპირობა „ანტანტის გამარჯვება პირველ მსოფლიო ომში ?

ა. ომში აშშ-ს ჩაბმამ

ბ. რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ

გ. წყალქვეშა ნავების აქტიურმა გამოყენებამ

დ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ჩერჩილის დანიშვნამ


22. რა მიზანს ისახავდა გერმანია 1918 წლის მარტში ბრესტის ზავის დადებისას ?

 

ა. დასავლეთში ომის შეწყვეტას და აქ მოქმედი სამხედრო შენაერთების გამოყენებას ოსმალეთის წინააღმდეგ

ბ. რუსეთისათვის პოლონეთის დათმობის ხარჯზე ცენტრალური ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანას

გ. რუსეთისათვის კავკასიასა და მცირე აზიაში ტერიტორიების გადაცემას და სანაცვლოდ მისგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას

დ. აღმოსავლეთის ფრონტზე ომის დამთავრებას და გამოთავისუფლებული ჯარის დასავლეთში გადასროლას


23.რა იყო მუსოლინისა და რომის პაპს შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი შედეგი ?

 

ა. აიკრძალა რომის პაპად არაიტალიელის არჩევა

ბ. ვატიკანი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ

გ. იტალიაში სახელმწიფო რელიგიად დამტკიცდა კათოლიკობა

დ. რომის პაპს ჩამოერთვა იტალიის მეფის კურთხევის პრეროგატივა


24.რა მოხდა გერმანიაში „ბროლის ღამის“ დროს ?

 

ა. ებრაელთა დევნა და დარბევა

ბ. ანტიფაშისტი მწერლების წიგნების დაწვა

გ. ნაცისტური პარტიის ძველი წევრების გასამართლება დ. კომუნისტური პარტიის წევრების დაპატიმრება



25.რა მოიმოქმედა გენერალმა შარლ დე გოლმა საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ?

 

ა. დაემორჩილა კაპიტულაციის პირობებს და ოკუპანტების მიერ შექმნილ კოლაბორაციონისტულ მთავრობას ჩაუდგა სათავეში

ბ. გადავიდა ინგლისში და იქიდან ხელმძღვანელობდა ფრანგების ბრძოლას გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ

გ. არ დაეთანხმა საფრანგეთის კაპიტულაციის პირობებს და პროტესტის ნიშნად დატოვა სამხედრო სამსახური

  დ. შეწყვიტა ბრძოლა გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ არ თანამშრომლობდა კოლაბორაციონისტულ მთავრობასთან

26.  რა ეწოდება საერთო სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე ამომრჩეველთა აზრის გასაგებად ?

ა. პლებისციტი

ბ. რეფერენდუმი

გ. სახალხო არჩევნები

 

დ. სოციოლოგიური კვლევა



27. რომელი თავისებურება ახასიათებს არასამთავრობო ორგანიზაციას ?

 

ა. მოგებაზე ორიენტირებულობა

 

ბ. სახელმწიფოზე დამოკიდებულება

 

გ. მოქალაქეთა სავალდებულო გაერთიანება

დ. საზოგადოებრივად სასარგებლოობა


28.მართებულია თუ არა მსჯელობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის ძირითადი ნიშნების და მახასიათებლების შესახებ?

I. სახელმწიფოს დემოკრატიულობას განსაზღვრავს მმართველობის ფორმა: რესპუბლიკური მმართველობის მქონე სახელმწიფოები დემოკრატიულია, ხოლო მონარქიული- არადემოკრატიული.

II. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელია ხელისუფლების ცვალებადობა. არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.

ა. მხოლოდ I

ბ. მხოლოდ II

 გ. ორივე

დ. არცერთი



სწორი პასუხები


თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

 


1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.


15.

16.

17.გ

18.

19.

20.

21.

22.

23.

24.

25.

26.

27.

28.


 ხ

ვარიანტი 2

1.რა ცვლილება მოხდა ნეოლითის ხანაში?

 

ა. შეიქმნა ბრინჯაოს იარაღი

ბ. ადამიანი გადავიდა ბინადარ ცხოვრებაზე

გ. დამყარდა მატრიარქატი

დ. ადამიანმა დაიწყო ცეცხლის გამოყენება


2.მეფე ხამურაბის დროინდელი რომელი უძველესი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული ?

ა. საგადასახადო დავთრები

 ბ. კანონთა კრებული

გ. მეფეთა ქრონიკები

დ. საერთაშორისო ხელშეკრულება

 

3.რით ხასიათდებოდა ძვ.წ.-ის მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბებული ელინისტური სახელმწიფოები ?


ა. მაკედონურ–სპარსული სამხედრო ხელოვნების შერწყმის შედეგად ახალი ტიპის კავალერიის შექმნით


ბ. ალექსანდრე მაკედონელის სარდლების მიერ დაარსებული ბერძნულ-მაკედონური სამეფო დინასტიების მმართველობით


           გ. სახელმწიფოს სატრაპიებად დაყოფის ნაცვლად პოლისური მმართველობის სისტემის

            დამკვიდრებით

დ. მეურნეობის წარმართვის აღმოსავლური და დასავლური ხერხების შერწყმის შედეგად მონობის სრული გაუქმებით


     
4.რომელ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება გამოთქმა „წილი ნაყარია“ ?

ა. მარიუსის მიერ დიქტატურის დამყარებას

ბ. კეისრის მიერ სამოქალაქო ომის დაწყებას

გ. სულას მეთაურობით ლეგიონების შესვლას რომში

დ. კრასუსის იერიშს აჯანყებულ მონათა ლაშქარზე

 5. რა პირობით გაიცემოდა ფეოდი შუა საუკუნეების ევროპაში ?

ა. საეკლესიო მორჩილების

 ბ. ამქარში გაერთიანების

გ. სამხედრო სამსახურის

დ. გილდიაში გაწევრიანების


6. რას გულისხმობდა „ხატმებრძოლეობა“ ?

 

ა. ხატებზე მეომრების გამოსახვას

ბ. ხატების თაყვანისცემის აკრძალვას

გ. ჯარის სვლას ხატების წინამძღოლობით

დ. ფარზე ხატების გამოსახვის ვალდებულებას

 

7. რა შედეგით დასრულდა მანასკერტის ბრძოლა 1071 წელს ?

ა. თურქ-სელჩუკებმა გაიმარჯვეს და ჩრდილოეთ ირანი დაიპყრეს

ბ. ირანელებმა ბიზანტიის ჯარის დახმარებით თურქ-სელჩუკები მოიგერიეს

გ. თურქ-სელჩუკებმა ბიზანტიის ჯარი დაამარცხეს და იმპერატორი დაატყვევეს

დ. ბიზანტიის არმიამ თურქ-სელჩუკები დაამარცხა და თავის სამფლობელოებიდან განდევნა


8. რომელი მხარეების შემომტკიცებისას გადაიხადა დავით აღმაშენებელმა ერწუხის ბრძოლა ?

ა. კახეთ-ჰერეთის

ბ. ლორე-ტაშირის

გ. ტაო-კლარჯეთის

დ. სამცხე-ჯავახეთის


9. ვინ დაამარცხეს ქართველებმა შამქორის ბრძოლაში ?

ა. ფადლონი

ბ. აბუ ბაქრი

გ. რუქნ ად-დინი

დ. ილ-ღაზი


10. რა მიზნით შექმნა ჰულაგუ ყაენმა შირვანში სადარაჯო სიმაგრეთა სისტემა ?

ა. ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი შემოსევებისგან თავის დასაცავად

 ბ. თემურ ლენგის ჯარის მოსაგერიებლად

გ. ხაზართა საემიროს შემოსევის შესაჩერებლად

დ. აჯანყებული სამხრეთ კავკასიის დასამორჩილებლად



11.რა მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალეთისათვის ვენის აღებას ?

ა. მოიპოვებდა გასასვლელს ეგეოსის ზღვაზე

ბ. დაიპყრობდა ჰაბსბურგთა უკანასკნელ სამფლობელოს

გ. უშუალოდ გაუმეზობლდებოდა თავის მოკავშირე პრუსიას

დ. გაიმყარებდა პოზიციებს ცენტრალურ ევროპაში


12. ქართლის ტახტის დაკავებამდე ვახტანგ მე-6 ტყვეობაში იმყოფებოდა

ისპაჰანში,რა იყო ამის მიზეზი ?

 

ა. ისლამის მიღებაზე უარის თქმა

ბ. ერთმორწმუნე რუსეთთან დაახლოების მცდელობა

გ. ირანის მიერ წარმოებულ ბრძოლაში მონაწილეობისგან თავის არიდება

დ. გამუსლიმებული ქართველი ფეოდალების დაპატიმრება


13.რა მიზნით შეიქმნა რუსეთში „ოპრიჩნიკების’’ ინსტიტუტი ?

ა. სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად

ბ. საგადასახადო სისტემის მოსაწესრიგებლად

გ. პირველი რუსული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად

            დ. მეფის მმართველობის გასაძლიერებლად


14. საფრანგეთის რომელი მეფის დროს მოღვაწეობდა 

ჟან კოლბერი ?


ა. ფილიპე IV-ის

ბ. ანრი II-ის

გ. ფრანსუა I-ის

 დ. ლუი XIV-ის


15.რომელი ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ბოროდინოს ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ ?

ა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით დედაქალაქი სასწრაფოდ პეტერბურგში გადაიტანეს

 ბ. ბრძოლის შემდეგ ფრანგებმა რუსების მიერ დატოვებული ქალაქი მოსკოვი დაიკავეს

გ. საფრანგეთის არმიის ზურგში კარგად ორგანიზებული პარტიზანული მოძრაობა დაიწყო

 დ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში დიდმა სახალხო აჯანყებამ იფეთქა


16. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად შარლ მე-10-ის საფრანგეთიდან გაქცევა ?

 

ა. სედანთან განცდილ მარცხს და საფრანგეთის არმიის დანებებას

ბ. ნაპოლეონის მიერ კუნძულ წმ. ელენეს დატოვებას და საფრანგეთში დაბრუნებას

გ. მარენგოს ბრძოლას, რომლის შემდეგაც მოკავშირეებმა პარიზი დაიკავეს

დ. პარიზში დაწყებულ აჯანყებას, რომელიც რევოლუციაში გადაიზარდა

 

17.   სხვა ღონისძიებებთან ერთად,რა მოიმოქმედა რუსეთის სახელმწიფოში არსებული ვითარების გამოსწორების მიზნით ალექსანდრე მე-2-მ ?

ა. ჩამოაყალიბა საკანონმდებლო ორგანო - სახელმწიფო სათათბირო

ბ. სასწრაფოდ შეწყვიტა ომი პოლონეთთან და დადო პარიზის ზავი

გ. გამოსცა ბრძანება ბატონყმობის გაუქმების შესახებ

დ. პარლამენტს დაავალა კონსტიტუციის პროექტის შემუშავება

 

18. ბისმარკის აზრით,რა იყო ომში ავსტრიის სწრაფი დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა?

ა. ოსმალეთის მოკავშირეობა

ბ. შლიფენის დანიშვნა მთავარსარდლად

გ. ომში რუსეთისა და საფრანგეთის ჩაურევლობა

დ. რკინიგზის გამოყენება ჯარების სწრაფი გადასროლის მიზნით


19. რომელი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი დაარღვია გერმანიამ საფრანგეთში შესაჭრელად 1914 წელს ?

ა. ბელგიის

ბ. შვეიცარიის

გ. დანიის

დ. ფლანდრიის



20.რას გულისხმობენ  რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ორხელისუფლებიანობის დამყარებაში ?

 

ა. დროებითი მთავრობისა და საბჭოების ერთდროულ მოღვაწეობას

ბ. სახელმწიფო სათათბიროსა და ინტერპარტიული საბჭოს თანაარსებობას

გ. ლენინის მთავრობისა და დენიკინის კომიტეტის ერთობლივ მოქმედებას

დ. კერენსკის მმართველობისა და კორნილოვის დიქტატურის თანადროულობას


21.რაში მდგომარეობდა 1918 წელს პარიზში მიმდინარე საზავო კონფერენციის ერთ-ერთი შედეგი

 

ა. წყალქვეშა ომის აკრძალვაში

ბ. საერთაშორისო სასამართლოს შექმნაში

გ. ერთა ლიგის დაფუძნებაში

დ. ვენის კონგრესის პირობების განახლებაში


22. სხვა მიზეზებთან ერთად,რამ გამოიწვია ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყება ?

 

ა. არჩევნებში სახალხო ფრონტის გამარჯვებამ

ბ. აფრიკაში კოლონიების დაკარგვამ

გ. სამხედრო დიქტატურის დამყარებამ

დ. ფრანკისტების მიერ გატარებულმა რეფორმებმა


23. მეორე მსოფლიო ომის წინ ჰიტლერის მიერ განხორციელებული რომელი ქმედება მიანიშნებდა გერმანიის აგრესიულ საგარეო კურსზე ?

ა. ფინეთთან ომის დაწყება

ბ. დანიისა და ნორვეგიის ოკუპაცია

გ. რაინის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის შეყვანა

დ. თავდაცვითი ზღუდის ე.წ. „მაჟინოს ხაზის“ მშენებლობა

 

24. რამ განაპირობა,რომ 1940 წელს გერმანელებმა ფრანგებს კაპიტულაციაზე კომპიენის ტყეში რკინიგზის ვაგონში მოაწერინეს ხელი ?

ა. შურისძიების სურვილმა, რადგან პირველი მსოფლიო ომის ბოლოს გერმანიას სწორედ ასეთ ვითარებაში მოაწერინეს ხელი კაპიტულაციაზე

ბ. ჰიტლერის სიჯიუტემ, როდესაც კატეგორიული უარი განაცხადა, თავის საზაფხულო რეზიდენციაში მიეღო ფრანგული დელეგაცია

გ. ფრანგების დამცირების სურვილმა, რადგან ამ ტყეს ფრანგების წინაპარი დრუიდები წმინდა ადგილად თვლიდნენ

დ. შემთხვევითობამ, რადგან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომენტში ჰიტლერის მატარებლი ამ ტყეში იდგა


25.რას ითვალისწინებდა 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი ?

 

ა. ბირთვული იარაღის აკრძალვას

ბ. სოციალისტური ბანაკის დაშლას

გ. სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას 

დ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევას


26. რა ეწოდება საერთო სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად ?

 

ა. პლებისციტი

 ბ. რეფერენდუმი

გ. სახალხო არჩევნები

 

დ. სოციოლოგიური კვლევა


27. რომელი თავისებურება არ ახასიათებს არასამთავრობო ორგანიზაციას ?

ა. მოგებაზე ორიენტირებულობა

 

ბ. მოხალისეთა შრომის გამოყენება

 

გ. საზოგადოებრივად სასარგებლოობა

 

დ. მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება

 

28. მართებულია თუ არა მსჯელობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის ძირითადი ნიშნებისა და მახასიათებლების შესახებ ?

 

I. სახელმწიფოს დემოკრატიულობას განსაზღვრავს სახელმწიფო მოწყობის ფორმა. ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოები დემოკრატიულია, უნიტარული -არადემოკრატიული.

II. დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს პოლიტიკური და იდეოლოგიური შემწყნარებლობა.

ა. მხოლოდ I

ბ. მხოლოდ  II

 

გ. ორივე

 

დ. არცერთი


ვარიანტი 2-ის პასუხები:


თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

 


1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.


15.

16.

17.გ

18.

19.

20.

21.

22.

23.

24.

25.

26.

27.

28.

 



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში

"კაცია ადამიანი ?!"-ილიას რეალისტური ნაწარმოები