გლობალური ეთნიკური კრიზისი
· დედამიწის მოსახლეობა ხალხთა „კალეიდოსკოპია ‘’.
· პლანეტის მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგია;
· თითოელი ეთნოსის დამახასიათებელი ნიშნებია : საერთო ენა,ტერიტორია,კულტურა,ცხოვრების წესი,ეთნიკური თვითშეგნება;
· ზოგჯერ რომელიმე ნიშანი შეიძლება არ არსებობდეს მაგ. საკუთარი ტერიტორია;
· თანამედროვე მსოფლიოში 3-4 ათას ეთნოსს ითვლიან;
· ამ ეთნოსებში პოპულაციის რიცხვი რამდენიმე ათეული კაციდან ასეულ მილიონებამდე იცვლება;
· ეთნიკური კრიტერიუმი კაცობრიობის სახელმწიფოებად დაყოფის საფუძველია;
· ზოგჯერ ორი ან მეტი ეროვნება ერთ სახელმწიფოს ქმნის;
· არცთუ ისე იშვიათად სახელმწიფო და ეთნიკური საზღვრები ერთმანეთს არ ემთხვევა და ერთი და იგივე ხალხი სხვადსხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს;
· გლობალიზაცია ანუ ქვეყნების მზარდი ეკონომიკური და ტექნოლოგიური ურთიერთკავშირი,ინტერნაციონალიზაციის დაჩქარება პოლიტიკასა და კულტურაში თანამედროვე მსოფლიოს ერთიანს და გარკვეული გაგებით, განუყოფელს ქმნის
· ამავდროულად,ქვეყნების,ხალხებისა და მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების მზარდი სწრაფვა თვითგამორკვევისკენ მსოფლიოს არამდგრადსა და არაპროგნოზირებადს ხდის;
ხხხხხხხ
·
თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური საკითხი,ეროვნებათაშორისი
დაპირისპირებები კვლავაც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.
·
ჩვენს პლანეტაზე დაწყებულია გლობალური ეთნიკური კრიზისი;
·
არაკონტროლირებადი ნაციონალური ემოციებს ,რომლებიც აგრესიული
ნაციონალიზმის სახეს იძენენ,დრამატულ მფგომარეობამდე მივყავართ თითქმის ყველა კონტინენტზე,განსალუთრებით
კი- მსოფლიო ცივილიზაციის „პერიფერიებში “
ხხხხხ
ეთნიკური კონფლიქტები
·
ეთნიკურ კონფლიქტებს მრავალი ფაქტორი წარმოქმნის
·
ამ ფაქტორებს ევოლუციის და თვით დარეგულირების უნარი
გააჩნიათ;
·
ამასთან ერთი და იგივე ფაქტორები სხვადასხვა რეგიონებში
და სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვლინდება;
·
ზოგიერთი ფაქტორი(არაკონტროლირებადი დემოგრაფიული განვითარება;ერების
„დაბერება ‘’ ;ასიმილაციური პროცესები,ეკოლოგიური ფაქტორები ) ეთნონაციონალიზმის და
კრიზისული მდგომარეობის პროვოცირებას ახდენს და ერთმანეთისგან მკაფიოდ გამოხატული გეოგრაფიული
სპეციფიკით ხასიათდება;
·
სხვა ეთნო კრიზისები პოლიტიკურ-სოციალურ ან ეკონომიკურ-გეოგრაფიულ
ასპექტებს მოიცავს;
·
„ეროვნული ინტერესების’’-„სახელმწიფო ინტერესებთან“
და „სახელმწიფო საზღვრების „ -ეროვნულ საზღვრებთან ‘’ გაიგივებამ შეიძლება არაპროგნოზირებადი
ეთნოსთაშორისი კონფლიქტები გამოიწვიოს;
·
32 ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე 82 ეროვნული უმცირესობა
ცხოვრობს;
·
ზოგიერთი ერი დისპერსიულად დახერხილია ; მაგ. გერმანელები
გერმანიის გარდა,ასევე ცხოვრობენ ბელგიაში;დანიაში;საფრანგეთში,პოლონეთში,რუსეთში,ჩეხეთში,რუმინეთში,იტალიაში,სერბეთში
და ა.შ.
·
წარმოიდგინე რა შედეგები მოჰყვებოდა თითოეული ხალხის
ცდას,პრაქტიკაში განეხორციელებინა ეროვნული და სახელმწიფო საზღვრების დამკვიდრების პრინციპები;
·
მიუხედავადამისა ზოგიერთ ტერიტორიაზე ასეთი დამკვიდრების
პრინციპებს მაინცაქვს ადგილი;
·
მაგ, ყოფილი იუგოსლავიის დასლის შემდეგ სხვადასხვა სუბიექტების
მიერ სსახელმწიფო და ნაციონალური საზღვრების დადგენას ერთაშორისი კონფლიქტები მოჰყვა;
ხხხხხ
·
გლობალური მასშტაბით ეთნიკური საკითხი ორი ტენდენციის
დაპირისპირებაში ვლინდება;
1.
არის ეროვნებების სწრაფვა თვითდამკვიდრების და დამოუკიდებლობისაკენ
2.
არის ეროვნებების
ლტოლვა დიდი პოლიტიკური საზოგადოების შექმნისაკენ,ძლიერი სუპერ ერის ფორმირებისაკენ,რომელშიც სხვადასხვა ეთნოსები,მათი კულტურები
და ტრადიციები გაერთიანდებოდა;
·
ორივე ეს ტენდენცია ობიექტურია და მათი რალიზაცია მილიონობით
ადამიანის მონაწილეობით ხორციელდება
·
არც ერთ ტენდენციას არ აქვს რაიმე უპირატესობა მეორესთან
შედარებით
·
ორივეს მიზანი ერთია : ნაციონალურ-ეთნიკური უთანასწორობის
გამოვლინების გადალახვა ;სხვა სიტყვებით ეროვნებათშორისი ურთიერთობების დემოკრატიზაცია;
·
მაგ. აზიის და აფრიკის ქვეყნებში ე.წ. პროგრესულმა ნაციონალიზმმა
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა;მაშინ ის სხვა ხალხების ბატონობის წინააღმდეგ იყო მიმართული
ხ
·
ახლა კი აზიაში და აფრიკაში ჭარბობს კონფლიქტები,რომლებიც
დაკავშირებულია ეროვნული უმცირესობების უკმაყოფილებასთან;ეროვნული უმცირესობები სუვერენულ,პოლიეთნიკურ
სახელმწიფოთა შიგნით თავიანთ არათანასწორ,დისკრიმინირებულ მდგომარეობას და დაბალ სტატუსს
აპროტესტებენ;
·
ასეთი კონფლიქტებია მაგ ქურთების პარტიზანული ომები
ირანის ,ერაყის და თურქეთის მთავრობების წინააღმდეგ;
·
ეთნიკური ომები ბურუნდიში; რუანდაში; კენიაში; ზიმბაბვეში;
მაროკოსა და ეთიოპიაში
·
არაბულენოვანი ხალხების სეპარატისტული მოძრაობები სუდანის
სამხრეთში;
·
ტამილების სეპარატისტული მოძრაობა შრი-ლანკაში;
·
სეპარატიზმთან დაკავშირებული ეროვნულ-ეთნიკური კოლიზიები
დამახასიათებელია ინდოეთისთვის;ინდოეთი სხვადასხვა ეთნოსის ერთ-ერთ უდიდეს კონგლომერატს
წარმოადგენს;
·
მეორე ტენდენცია რომლის მიზანია სუპერ ერების შექმნა
ნაკლებად არის გავრცელებული თანამედროვე მსოფლიოში(ჰიტლერი)
·
მაგ. ზოგიერთი არაბი ლიდერი ისწრაფვის ერთიანი არაბული
„ნეოხალიფატის“ შექმნისკენ;
·
მრავალეროვნული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია
პოლიეთნიკური საზოგადოების შექმნა;ისინი პროვოცირებას არ უკეთებენ ეთნონაციონალიზმის
გაღვივებას(რუსეთი) ამის მაგ. აშშ სადაც ბევრი კეთდება ეთნიკური და რასისტული დაპირისპირებების
აღმოსაფხვრელად; ამ პროცესს ნაციონალურ კონსოლიდაციას უწოდებენ;
რა არის ტრაიბალიზმი ?
ტრაიბალიზმი — ტომობრივი დაპირისპირება, ტომებს შორის შუღლი, ტომთა მისწრაფება საზოგადოებრივ-პოლიტიკური განცალკევებისკენ, რომელიც გამოიხატება ტომობრივი კუთვნილების პრინციპით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ფორმირებაში. ტრაიბალიზმის პრაქტიკა მდგომარეობს ერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის უპირატესობის მინიჭებაში სახელმწიფო აპარატისთვის კადრების შერჩევისა და დანიშვნის საქმეში. ტრაიბალიზმი ხელს უშლის დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას და დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებისთვის.
ტრაიბალიზმი ხშირად გადაიზრდება ეთნიკურ დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში. დღეისთვის ეს ფენომენი იშვიათია და ძირითადად გავრცელებულია ზოგიერთ ჩამორჩენილ აფრიკულ ქვეყანაში.
ტრაიბალიზმი არის რაიმე ჯგუფის სხვა ჯგუფებისგან იზოლაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება
შიდა იზოლაციით და ექსკლუზიურობით.
ტრაიბალიზმს ჩვეულებრივ თან ახლავს სხვა ჯგუფების მიმართ
მტრული დამოკიდებულება.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს უწოდებენ „ძმებს“(„საძმო“
, ან „პარტია“);
ეჭვიანად ადევნებენ თვალს სოლიდარობის შენარჩუნებას ჯგუფის შიგნით;
ამ სოლიდარობას უპირისპირებენ ყოველ ჯერზე სხვა ჯგუფებს,
ან სხვა ინდივიდებს ,როცა მათი მხრიდან ჯგუფის ინტერესებს, ან რომელიმე ჯგუფის წევრს რამე
ემუქრება;
ტრაიბალიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ერთი ჯგუფის წევრებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო აპარატში კადრების შერჩევის და დანიშვნის დროს.
ტრაიბალიზმი ხელს უშლის დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას და დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპისთვის.
ტრაიბალიზმი ხშირად გადაიზრდება სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში.
ევროპა და მიგრანტები
·
ევროპის მოსახლეობის დეპოპულაციის პირობებში მიგრანტებს,რომელთა
შობადობა საკმაოდ მაღალიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ ქვეყნების ეროვვნულ სტრუქტურაში;
·
მაგ.დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ინდოელთა ოჯახებში ბავშვების
რაოდენობა ორჯერ მეტია,ვიდრე ინგლისელთა ოჯახებში;
·
შედეგად ევროპის ქვეყნებში დაბადებულ მიგრანტთა ბავშვების
წილი გჰაცილებით მაღალია ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებისა;
·
განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნიან შერეული ოჯახები და
მათი მოქალაქეობის საკითხები;
·
ევროპის ქვეყნებში ასევე ხშირია კონფლიქტები,რომლებიც
ნაციონალურად განწყობილ ახალგაზრდებსა დაამ ქვეყნებში მცხოვრებ ფერადკანიან მიგრანტებს,სხვადასხვა ეთნიკურ
უმცირესობების წარმომადგენლებს შორის წარმოიშობა;
საქრთველო და
ეთნიკური პრობლემები
·
საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა .აქ 80-ზე მეტი ეროვნების
ადამიანი ცხოვრობს
·
ჩვენს ქვეყანაში არ ირღვევა ეროვნულ უმცირესობათა უფლებები,ეთნოსთაშორისი
ურთიერთობები გარკვეულწილად სტაბულურია და ეთნოკონფლიქტებიც იშვიათია;
ხხხ
ეროვნული
უმცირესობების პრობლემები
·
ეროვნული უმცირესობების ასიმილაციის და დეპოპულაციის პროცესი სხვადასხვა
ფორმით ვლინდება;
·
პატარა ეთნოსები კარგავენ ენას,საკუთარ კულტურას,რელიგიას,ეროვნულ
თვითშეგნებას,რაც გამოწვეულია შერეული ქორწინებებით,დაბალი შობადობით,მაღალი მოკვდავობის
მაჩვენებლით და პოპულაციის შემცირებით
·
ასიმილაციის პროცესები ხასიათით,ტემპითა და ფორმებით
განსხვავდება ცნობილია ბუნებრივი და ძალადობრივი ასიმილაციები;
·
ეთნოუმცირესობების ასიმილაციას ხშირად თან სდევს დეპოპულაციის
ტენდენციები,რაც დაკავშირებულია უმცირესობების
გენეტიკური ფონდის გაუარესებასთან;სისხლაღრეულ ქორწინებებთან;
·
ამასთან დეპოპულაციის პროცესი,რომელიც ნსოფლიო ცივილიზაციების
პერიფერიებში მიმდინარეობს,ძალიან განსხვავდება განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე იგივე
მოვლენისგან;
Комментарии
Отправить комментарий