ჰაკი აძბა - ლეო ქიაჩელი
ლეო ქიაჩელი
1884-1963
·
ლეო
ქიაჩელი(ლეონ შენგელაია) დაიბადა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში.
·
7 წლამდე იზრდებოდა სოფელ ჯიხაშკარში.
·
ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს 1903 წ სოციალ-დემოკრატიულ
პარტიაში შევიდა.ავრცელებდა პროკლამაციებს და არალეგალურ ლიტერატურას.
·
1904 წ ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე
განაგრძო სწავლა.უნივერსიტეტი დახურეს და სამშობლოში დაბრუნდა.
·
1906 წელს როგორ ზუგდიდის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი
მეთაური ქუთაისის ციხეში ჩასვეს.
·
1907 წ. სოციალ-დემოკრატებმა საიდუმლო გვირაბით გათავისუფლა
პოლიტპატიმრები,მათ შორის ლეო-ქიაჩელი;
·
სხვისი პასპორტით გაემგზავრა მოსკოვში და შევიდა თავისუფალ
მსმენელად კომერციულ ინსტიტუტში.
·
ქართულ პრესაში გამოჩნდა მისი ნაწარმოებები ლ.მიხაძის
ფსევდონიმით(მამამისს მიხეილი ერქვა,იურისტი იყო მოკვდა 1904-ში)
·
1909 წლიდან აირჩია ფესევდონიმი ქიჩელი.შენგელაიები
ქიაჩის ხატის მცველებად ითვლებოდნენ;
·
1912 წ. სწავლას აგრძელებს შვეიცარიაში,ჟენევის უნივერსიტეტში,მას
საგანგებო სტიპენდიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უხდიდა.
·
1914-15 წლებში დაწერა პირველი რომანი „ტარიელ გოლუა“,რომელმაც
აღიარება მოუტანა. გადაღებულია ფილმი.
·
1916 წ საქართველოში დაბრუნდა
·
1917-21 წლებში
ზუგდიდის მაზრაში გახსნა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,ქართული გიმნაზია,სკოლები,საავადმყოფო;
·
1921 წ. ბოლშევიკურმა მთავრობამ ციხეში ჩასვა.რამდენიმე
დღეში ამინისტიით განთავისუფლდა;
·
ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას
·
1921 დაარსა მწერალთა ასოციაცია
·
იყო არაერთი ლიტერატურული ჟურნალის და გაზეთის რედაქტორი;
·
მწერალთა კავშირის პროზის სექციის ხელმძღვანელი
1932-1947 წლებში
·
თარგმნილია სხვადასხვა ენაზე
·
1954 წ-ს ზეიმით აღნიშნეს მისი იუბილე
·
გარდაიცვალა 1963 წ. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
·
ლეო ქიაჩელის მოთხრობა“ჰაკი აძბა“ ნამდვილ ამბავს ეფუძნება.
·
როდის შეიძლება იქცეს კონკრეტული ამბავი მწერლის შთაგონების
წყაროდ ?
·
დაასახელე შენთვის ცნობილი ნაწარმოებები,რომლებიც ასევე
რეალურად მომხდარ ფაქტებს ემყარება
·
რამ შეიძლება აქციოს რომელიმე კონკრეტული,კერძო შემთხვევა
მხატვრულ მოვლენად ?
კოლიზია და კონფლიქტი
კონფლიქტს-განსხვავებული ინტერესების,შეხედულებებისა
თუ განწყობის ურთიერთდაპირისპირება ქმნის.
კოლიზია- არსებითად იგივეა,მხოლოდ გაცილებით ადრე ჩნდება,როგორც
მომავალი კონფლიქტის ერთგვარი წინაპირობა თუ მაცნე.
კოლიზიაა,მაგალითად,არსებული წინააღმდეგობა დაპირისპირებულ
ჯგუფებს შორის,ვთქვათ სხვადასხვა სოციალურ ფენას ან პოლიტიკურ ძალას შორის.
როცა ამგვარი დაპირისპირებული ჯგუფების წარმომადგენლები
ერთმანეთს ხვდებიან,მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტის წინაპირობა სწორედ არსებული კოლიზიაა(ანუ
არსებული წინააღმდეგობა)
„ჰაკი აძბაში“ რამდენიმე ასეთი კოლიზიაა.
მოთხრობის კითხვისას ყურადღება მიაქციე,რა ქმნის ამ
კოლიზიებს ,როგორ კონფლიქტებს იწვევს და როგორ ხდება ამ კონფლიქტების გადაწყვეტა.
ჰაკი აძბა
თავი 1
1.
სად და როდის ხდება ნაწარმოებში აღწერილი მოქმედება
?
2.
არის თუ არა შექმნილი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა
?
3.
რა პოლიტიკური ვითარებაა ამირკავკასიაში?
4.
ვის ემორჩილება აფხაზეთი?
5.
რას გულისხმობს ავტორი,როც წერს:“შავ ზღვაზე და მის
სანაპიროებში სისხლის თქეში იდგა კიდით-კიდემდე’’?
6.
რატომ ააფორიაქა ქალაქის მცხოვრებლები ბოლშევიკური კრეისერის
სანაპირო ზოლში გამოჩენამ?
7.
რატომ უჭირს ქალაქის თავს გემთან დაკავშირებული კონკრეტული
გადაწყვეტილების მიღება ?
8.
ვინ მოიხმო მან შექმნილი მდგომარეობიდ“მოსავლელად“ და
„საპატრონოდ“
9.
რა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ქალაქის თავმა და
მუშათა,გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოების თავმჯდომარემ?
10.
რატომ ცდილობენ ისინი გადაწყვეტილების მიმღებთა წრის
მაქსიმალურად გაფართოებას?
მე-2 თავი
1.
რატომ მოაწყდა პრეზიდიუმის გაერთიანებულ სხდომას უამრავი
ხალხი ?
2.
რა მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლები?
3.
როგორ ახასიათებს ქალაქის თავს მისი გადაწყვეტილება:“პირში
წყალი დაეგუბებინა და სხდომაზე კრინტი არ დაეძრა’’?
4.
ვინ გახსნა სხდომა?
5.
როგორ გვიხასიათებს ავტორი ბექირბი ჩაჩბას?
6.
ვინ გამოვიდა სხდომაზე სიტყვით“ენაწყლიანი ორატორების“
მაგივრად?
7.
ვისი სახელით ილაპარაკა მან?
8.
რომელი უჭველი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ემოქმედათ
ქალაქის მცხოვრებლებს,რაჟდენ თორიას სიტყვებით?
9.
როგორ გვიხასიათებს ავტორი ნაქირ ეშბას მიერ წაკითხულ
დეკლარაციას?
10.
დეკლარაციის რომელი ნაწილი იყო ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი
და რომელი-ნათელი და მკაფიოდ გამოკვეთილი?
11.
როგორ გამოხატავს ავტორი სოხუმელი მოქალაქეების შიშს
ბოლშევიკური კრეისერის გამოჩენის გამო,რა უწყოდა ყველამ?(ანუ რა იყო ის კოლიზია,რაც
კრეისერისა და ქალაქის მოსალოდნელი კონფლიქტის წინაპირობად შეიძლებოდა ქცეულიყო ?)
12.
როგორ ემზადებოდა ქალაქი კრეისერ „შმიდტის“ ეკიპაჟის
დასახვედრად?რა წარმართავს ქალაქის მესვეურების და უბრალო მოქალაქეების ქმედებას?
13.
ბოლშევიკების პრინციპული მომხრეები და მოწინააღდეგეები
მოთხრობაში გამოკვეთილად არ ჩანან,მაგრამ მათ არსებობაზე ავტორი ორიოდე წინადადებით
მიგვანიშნებს.მოძებნე ეს ადგილი.
მე-3 თავი
1.
ვინ არ იღებდა მონაწილეობას „ქალაქის ციებცხელებიან
სამზადისში“?
2.
რა ხდებოდა სასტუმროს ფანჯრებდახშულ ოთახში?
3. „მაგიდა ფულით იყო მოფენილი: – ცალკე ეწყო რუსეთის იმპერიის გაუქმებული
ასიგნაციები და ოსმალური ლირები, ცალკე სხვადასხვა კუთხის, ოლქის თუ
რესპუბლიკის, მეტწილად ამიერკავკასიის “ბონები”, “კერენკების” ჩართვით. ზოგი
დასტა–დასტად ელაგა, ზოგი აშლილი ზვინივით უანგარიშოდ ეყარა, ქარაგმიანი,
სარეკლამოდ მორთული ფურცლებივით. მათ საეჭვო ღირებულებას, გარდა მდარე
ქაღალდისა, ამჟღავნებდა არაბული ციფრებით გამოხატული ასეული ათასების და
მილიონების ფანტასტიკაც, რომელიც არავის არ სჯეროდა.“-
რეგიონის
რა სოციალურ,ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე მიუთითებს ნაწარმოების ეს დეტალი
?
4.
ვინ
გამოარჩია მწერალმა სასტუმროს ოთახში მყოფთაგან?
5.
როგორ
ფიქრობ,რატომ იწყება ამ ადამიანის დახასიათება მისი კუთვნილი იარაღის აღწერიტ?
6.
მწერალი
დაწვრილებით აღწერს უჯუშ ემხას გარეგნობას.რომელ დეტალებზე ამახვილებს იგი ყურადღებას?
7.
ვინ
იყო უჯუშ ემხა,რა განსაცდელი ჰქონდა მას გადატანილი და რას აფასებდა და უფრთხილდებოდა
იგი სიცოცხლეზე მეტად?
8.
რა
საჩუქარი გამოტანებინა,მწერლის სიტყვების მიხედვით,უჯუშ ემხასათვის სამოქალაქო ომს?
9.
როგორ
ფიქრობ,რატომ გაგვაცნო მწერალმა ეს პერსონაჟი ძილის დროს?რა მჟღავნდება უჯუშ ემხას
ძილში ისეთი,რასაც ფხიზელ მდგომარეობაში ის ძნელად გამოავლენდა ?
10.
როგორ
ფიქრობ,იკვეტება თუ არა უჯუშ ემხას სიზმარში,მის წინათგრძნობასა და ბოლშევიკებისადმი
დამოკიდებულებაში მოსალოდნელი კონფლიქტის წინა პირობა ?
11.
რა
ეამზადებს კიდევ სავარაუდო კონფლიქტს ამ ტავის დასასრულს,რა“დასწამეს“,უჯუშ ემხას აზრით,მისმა
მეგობრებმა?
12.
რას
ადარებს მწერალი გემთან შესახვედრად მიმავალი ნავების მოძრაობას?
13.
როგორ
ფიქრობ,რისი მაჩვენებელია მათი“სიმწყობრე“?(რისი ხაზგასმა სურს მწერალს ამ დეტალის
ორჯერ გამეორებით ?)
მე-4 თავი
1.
როგორია
ზღვაში კრეისერის მისაგებებლად გასული დეპუტაციის შემადდგენლობა?
2.
მიზანმიმართულად
არის შერჩეული ეს შემადგენლობა თუ შემთხვევით?
3.
რამ
გააკვირვა გემთან მიახლოებული სოხუმელები?
4.
მწერალი
ზოგჯერ მოვლენებს კინემატოგრაფიული სიზუსტით აღგვიწერს.დააკვირდი,რომელი აბზაცია აგებულ
კინოკადრების მონაცვლეობის პრინციპით?(ვისი გამოჩენაა აღწერილი ამ აბზაცში?)
5.
მწერალი
საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ვასკა პირატის დატატუირებულ მკერდზე,რომელიც ბოლშევიკური
რუსეთის და მომავალი საბჭოთა კავშირის გერბის მთავარი დეტალების-ნამგლისა და უროს გამოსახულება
ამშვენებს.როგორ ფიქრობთ რას მიგვანიშნებს ამით მწერალი?(რისისი სიმბოლოა ვასკა პირატი?)
6.
რით
დაიმსახურა ქლაქის თავმა ვასკა-პირატის ირონიული დამოკიდებულება ?
7.
აღწერე
კუზმა კილგას გარეგნობა.რატომ ტოვებს მისი სახე თავზარდამცემ შთაბეჭდილებას?
8.
რით
ხსნის კუზმა კილგა კრეისერის ნავსადგურში შესვლის მიზეზს?
9.
როგორ
უჭირავთ მეზღვაურთა წინაშე თავი სოხუმელ „დელეგატებს“?
მე-5 თავი
1.
როგორი
განწყობა სუფევს მეზღვაურთა პატივსაცემად გამართულ მიტინგზე?
2.
რამდენად
გულწრფელია ქალაქელთა“მასპინძლობა’’?
3.
რატომ
ცდილობენ ემხადა მისი მეგობრები მოედანს შეუმჩნევლად გაეცალონ?
4.
როგორ
განვითარდა და დასრულდა ემხასა და სამი მეზღვაურის პირისპირ შეხვედრა?
5.
შემდგომში
ეს ინციდენტი ბოლშევიკებმაც და ქალაქის მესვეურებმაც ემხას მხრიდან მეზღვაურებზე თავდასხმად
შეაფასეს.სინამდვილეში თავდასხმა იყო ეს თუ თავდაცვა?
6.
რა
ბრძანება გასცა ქალაქის თავმა სამსონ დავანაძემ?
7.
რატომ
მიმართავს იგი თანამოქალაქეებს რუსულ ენაზე და ხაზგასმულად ხმამაღლა ?
მე-6 თავი
1.
ვინ
ხელმძღვანელობს კრეისერზე მისასამძიმებლად და სიტუაციის“შესარბილებლად“ წარგზავნილ
სოხუმელთა დელეგაციას?
2.
რა
ულტიმატუმი წაუყენა სოხუმელებს კუზმა მრისხანემ?
3.
ვინ
დაიტოვა მან მძევლად?
4.
როგორ
მიიღეს სოხუმის მოქალაქეებმა ბოლშევიკების ულტიმატუმი ?
5.
რას
მიიჩნევენ ისინი ხსნის ერთადერთ გზად?
6.
როგორ
უჭირავს თავი ამ კონფლიქტში აფხაზ არისტოკრატიას?
7.
როდის
გადაიხარნენ ისინი უჯუშ ემხას საწინააღმდეგო მხარეს?
8.
რატომ
აქტიურობს ყველაზე მეტად სოხუმის მოქალაქეებს შორის ქალაქის“მესაკუთრეთა ნაწილი’’?
9.
სად
შეიჭრა მოქალაქეების ერთი ჯგუფი?ვინ დაატყვევეს მათ?
10.
როგორ
უჭირავს თავი შოუჰარ ემხას?რა გამოსჭვივის მის გარეგნობაში?
მე-7 თავი
1.
მიმალვამდე
სად შეირბინა უჯუშმა ?
2.
პირველ
რიგში,ვის ეძებსიგი?
3.
რა
დაუბარა მან უმცროს დას?
4.
ნაწარმოების
მთავარი გმირი,რომლის სახელიც მის სათაურშია გატანილი,პირველად ამ ტავში ჩნდება.როგორ
გვიხასიატებს მას მწერალი?რა გამოსჭვივის მის გარეგნობაში?
5.
ვინ
მოიძია,პირველ რიგში,,ჰაკიმ,როცა ქალაქში ბოლშევიკების შემოსვლის შესახებ შეიტყო?როგორ
გაიგო ჰაკიმ,რა შეემთხვა უჯუშს?
6.
რა
რეაქცია ჰქონდ უჯუშ ემხას ძიძიშვილის დანახვაზე?
7.
სად
შეაფარეს თავი უჯუშმა და ჰაკიმ?
8.
როგორ
აპირებს ჰაკი უჯუშის ქალაქიდან გაპარებას?
9.
ვინ
მიადგა ძიძიშვილების სამალავს?
10.
როგორ
ფიქრობ,რას მოასწავებს ის გარემოება,რომ თოუხან მარშანი უჯუშთან შესახვედრად სხვების
თანხლებით მიდის?
მე-8 თავი
1.
ვინ
ამცნო უჯუშ მისი გაქცევის შემდგომ ქალაქში დატრიალებული ამბები?
2.
რას
მოელიან ნათესავები უჯუშისაგან?რა გადაწყვეტილებას იღებს იგი?
3.
რამდენად
გულწრფელი არიან აფხაზი თავადები,როდესაც უჯუშს მ“მთელი აფხაზეთის’’ საქმეში ჩარევას
და სიკვდილისაგან დახსნას ჰპირდებიან?
4.
რა
არგუმენტებით ცდილობს ჰაკი დაარწმუნოს შუამავლები,რომ მათი და უჯუშის გადაწყვეტილება
მცდარია?
5.
რითი
ხსნის თავის ურჩობას თავადიშვილების წინაშე ჰაკი?
6.
რატომ
აბარებს უჯუში თავის იარაღს დეიდაშვილს ?
7.
როგორ
ცდილობს ჰაკი უჯუშის გადაჩენას?
8.
როგორ
რაგირებენ ამაზე სხვა თავადები ?
9.
რა
გადაწყვეტილებას იღებენ ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ?
მე-9 თავი
1.
ვინ
მიჰგვარა კრეისერის ეკიპაჟს დაპატიმრებული უჯუშ ემხა და ჰაკი აძბა?
2.
რა
რეაქცია ჰქონდათ მეზღვაურებს უჯუშის და მისი თამნხლების დანახვაზე?
3.
როგორ
იქცევიან ქალაქის „თავები’’?
4.
როგორ
იქცევა ჰაკი?
5.
რატომ
ათავისუფლებს კუზმა მრისხანე ჰაკის?
6.
რას
სთხოვს კაპიტანს აფხაზი?
Комментарии
Отправить комментарий