გლობალური სასურსათო პრობლემა
·
სასურსათო პრობლემა მჭიდრო კავშირშია მოსახლეობის ზრდის ტემპებთან
·
მოსახლეობის ზრდის ტემპები კვების პროდუქტების წარმოების ტემპებს ძლიერ აჭარბებს
·
ეს იწვევს მოშიმშილეთა რიცხვის ზრდას
·
შიმშილოლობის ზღვარზე მყოფი და არასრულფასოვანი კვების მქონე მოსახლეობის მატებას
·
სასოფლო-სამეურნეო(აგრო) ლანდშაფტებზე ანთროპოგენური(ადამიანური) ზემოქმედების ზრდას;
·
აგრარული რესურსების სწრაფ ამოწურვას;
·
უმსხვილესი კულტურულ-ისტორიული რეგიონების მოსახლეობის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას;
·
მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობის რისკების ზრდას;
შიმშილი-არასრულფასოვანი კვების უკიდურესი ფორმა,როცა დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი 1300 კალორიაზე ნაკლებს იღებს;
არასრულფასოვანი კვება - კვების ფორმა,როცა დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი 2300 კალორიაზე ნაკლებს იღებს;მათ შორის ცხოველური წარმოშობის ცილებს 20 გრამზე ნაკლებს
ფარული შიმშილი -რაციონში ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტების(ცხოველური პროტეინების,ვიტამინების,მინერალური მარილების,ცხიმების,ცილების და სხვა) არასაკმარისი რაოდენობა
დისტროფია-ცალკეული ქსოვილების,ორგანოების ან მთელი ორგანიზმის კვების დარღვეა
მსოფლიოში
არსებული სასურსათო სიტუაცია
·
კვების პროდუქტების დეფიციტი(უკმარისობა) ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში,მაგრამ პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა მე-20 საუკუნის სამოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში
·
პრობლემა მაშინ მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს ეხებოდა
·
ყოველწლიურად პლანეტის მოსახლეობა,დაახლოებით 90 მილიონი კაცით იზრდება;
·
რესურსები კი,რომლებიც საკვები პროდუქტების ზრდისთვისაა საჭირო,პირიქით,მცირდება
·
სელექცია- ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება,ან ახალი ჯიშების გამოყვანა ხელოვნური შერჩევის გზით,შეჯვარებით
·
სელექციამ,ხელოვნურმა სასუქებმა,ირიგაციამ(მორწყვა)
ადამიანს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად გაეზარდა მარცვლეულის წარმოება,რომელიც ბოლო წლებში აღარ
იზრდება.
·
დღეისათვის დედამიწაზე თითქმის 1 მილიარდი ადამიანი ქრონიკულ შიმშილს განიცდის,ან შიმშილის ზღვარზეა
·
ზონები სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილობს ან შიმშილობის ზღვარზეა,მსოფლიო რუკის უდიდეს ნაწილს მოიცავს
·
შიმშილობის ზონები აფრიკას,სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ,ასევე ლათინურ ამერიკას მოიცავს
·
ანუ შიმშილის გეოგრაფია განვითარებადი ქვეყნების საზღვრებს ემთხვევა
·
ამ ქვეყნების უმრავლესობაში დაბალკალორიულ კვებას ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხოველური პროტეინების,ვიტამინების,კალციუმის და ა.შ. უკმარისობა ემატება.
რითი
იკვებებოდა და რითი იკვებება მსოფლიოს მოსახლეობა ?
·
კაცობრიობამ,თავისი არსებობის განმავლობაში,მნიშვნელოვნად შეიცვალა მენიუ.
·
ადამიანის წინაპრების კვების შესახებ ინფორმაციას ძვლების ნარჩენები იძლევა
·
ეს ნაშთები წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ადამიანის კვების ხარისხზე და რეჟიმზე;
·
პირველყოფილი ადამიანები ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვებით იკვებებოდნენ: ხილით,მცენარეთა ფესვებით და ფოთლებით,კენკრით და ა.შ.
·
მათ ვეგეტარიანულ მენიუს ფრინველთა კვერცხი,მოლუსკები,პატარა ცხოველები ემატებოდა;
·
პირველყოფილი ადამიანი ძალზე იშვიათად იღებდა ხორცს,და თანაც უმი სახით.
·
მათ ვეგეტარიანულობას მეზოლითის ეპოქის ადამიანთა ჩონჩხზე ჩატარებული ანალიზი ადასტურებს
·
ძვლების შემადგენლობაში ძირითადად კალციუმის ფოსფატები შედის და არა ოქსალატები,რაც ცხოველური საკვებისთვისაა დამახასიათებელი;
·
ნადირობაზე და თევზჭერაზე გადასვლამ ადამიანთა კვების რაციონის გაფართოება გამოიწვია;
·
ამას აქქეოლოგიური და მედიცინის სფეროში აღმოჩენები ადასტურებს;
·
დროთა განმავლობაში ადამიანის საკვები მრავალფეროვანი ხდებოდა;
·
გაიზარდა ცხოველთა,როგორც მაღალხარისხოვანი საკვები წყაროს როლი(ხორცი,რძე,რძის სხვადასხვა ნაწარმი,კვერცხი)
·
საკვებ რაციონში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მოჭარბება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი(შენიშვნა:საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ამჟამად ცხვარი გაყავთ)
·
რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა იქ მით უფრო შემცირებულია ბუნებრივი საკვების წილი და გაზრდილია სამრეწველო კვებითი პროდუქტების წილი(მაგ. თურქეთი არის უმსხვილესი მწარმოებელი გასაყიდად)
·
განვითარებადი ქვეყნებში საკვებად კვლავ ბუნებრივ და კულტივირებულ(მოყვანილ) საკვებს იყენებენ;
კვების
ხარისხი
·
ადამიანისთვის ნორმალური ცხოვრებისა და საქმიანობისთვის საჭირო საკვები დამოკიდებულია მის სქესზე,წონაზე,სიმაღლეზე,ხასიათზე,შრომის პირობებზე,საყოფაცხოვრებო პირობებზე,საცხოვრებელი ტერიტორიის აგროკლიმატურ თავისებურებებზე;
·
ადამიანის კვების ხარისხი ორი მთარი მაჩვენებლით ფასდება:
1. კალორიულობა
2. კომპლექსურად აუცილებელი ინგრედიენტები(ცილები,ცხიმები,,ვიტამინები,მინერალური ნივთიერებები)
შენიშვნა :
საკვების კალორიულობა-დღე-ღამის განმავლობაში ერთი ადამიანის მიერ მიღებულ კვების პროდუქტებში კალორიების საერთო რაოდენობა;
·
საკვების კალორიულობა იმ ენერგიით განისაზღვრება,რომელიც საკვებ პროდუქტებში:ცილებში,ცხიმებში,ნახშირწყლებშია აკუმულირებული
·
ენერგია,რომელიც საკვების წვის დროს თავისუფლდება ადამიანის ორგნიზმში,ადამიანის მიერ სამუშაოს შესრულებისას გამოიყენება;
·
ეს ენერგია კალორიებსა და კილოკალორიებში იზომება
·
გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის და ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა აზრით,ადამიანის საშუალო,ყოველდღიური ულუფა 2500 კილოკალორიას უნდა შეიცავდეს;
·
ამ რაოდენობის კალორიებს დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 35% იღებს;
·
მოსახლეობის 15%,მართალია საკმარის კალორიებს იღებს,მაგრამ ცხოველური წარმოშობის პროტეინების (ცილების) დეფიციტს განიცდის
·
დედამიწის მოსახლეობის მეხუთედი კი არასრულფასოვნად იკვებება და ყოველდღიურად 1500 კკალორიაზე ნაკლებს იღებს;
ხ
·
კვების ხარისხი-მოხმარებული საკვები ნივთიერებების ასორტიმენტია
·
ერთ დროს მიიჩნევდნენ,რომ საკვების სხვადასხვა სახეობა ერთმანეთს ცვლის და ჯამში საჭიორო კალორიებს იძლევა
·
ამ თეორიას იზოდინამია ჰქვია;
·
მაგრამ უკვე ცნობილია,რომ მხოლოდ ნახშირწყლები და ცხიმებია ნაწილობრივ ურთიერთშემცვლელი,ხოლო ცილები,განსაკუთრებით კი,ცხოველური წარმოშობის,შეუცვლელია;
·
იგივე შეიძლება ითქვას ზოგიერთ ვიტამინზეც;
·
ასე რომ,არასრულფასოვანი კვება განვითარებად ქვეყნებში მხოლოდ კალორიების დეფიციტით არ შემოიფარგლება;
·
ამ ქვეყნების მოსახლეობის რაციონში არ არის საკმარისი რაოდენობით ცხოველური წარმოშობის ცილები,A
ვიტამინი;კალციუმი და ა.შ.
·
მუსონური აზიის ქვეყნებში,რომლებიც"ბრინჯის ქვეყნებად " ითვლებიან და მცენარეული ცილების მწარმოებლები არიან,ცხოველური წარმოშობის პროტეინების ნაკლებობა(ხორცის,რძის,კვერცხის,თევზის) უკმარობა შეინიშნება;
განვითარებადი
ქვეყნები და მათი სასურსათო პრობლემები
·
ძირითადი საკვები კულტურის-მარცვლეულის წარმოების ზრდა განვითარებად ქვეყნებში მკვეთრად ჩამორჩა მოსახლეობის ზრდის ტემპს;
·
ეს პრობლემა ნაკლებად შეეხო განვითარებულ ქვეყნებს,სადაც მარცვლეულის საკვებად გამოყენება დიდი ხანია შემცირებულია(საფურაჟედ გამოყენება მზარდია). მათ კვების რაციონში სხვა საკვებმა პროდუქტებმა დაიმკვიდრა ადგილი;
·
განვითარებად ქვეყნებში კვების რაციონის კალორიულობა დღე-ღამეში 2400კკალ-ს და 60 გ. ცილას შეადგენს
·
განვითარებად ქვეყნების უმრავლესობაში კვება არასრულფასოვანია,როგორც კალორიულობის,ისე ცილების რაოდენობის მიხედვით;
·
ეს კი უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე,შრომისუნარიანობასა და გონებრივ განვითარენბაზე;
·
განვითარებად ქვეყნებში კვების რაციონში ცხოველური წარმოშობის ცილების უკმარისობა "ფარულ შიმშილს " იწვევს;
·
აფრიკის,ინდონეზიის და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში მოსახლება ძირითადად სახამებლით მდიდარი მარცვლეულით და ბოსტნეულით იკვებება დათითქმის არ მოიხმარს ხორცს და რძეს
·
ამ რეგიონის მცხოვრებნი,განსაკუთრებით,ბავშვები,ზოგჯერ იმდენს ჭამენ,რამდენის მიღებაც ფიზიკურად შეუძლიათ,მაგრამ მოთხოვნილებას კალორიებსა და ცილებზე ვერ იკმაყოფილებენ
·
განვითარებად ქვეყნებში ძირითადად ერთი(მონო) რომელიმე სამომხმარებლო კულტურა ჭარბობს,რაც საკვებს ერთფეროვანს ხდის;
·
მაგ. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რაციონში ბრინჯის წილი დაახლებით 75%-ს შეადგენს,ხოლო ზოგიერთ ადგილას 90%-საც კი
·
მწვავე სურათია ლათინურ ამერიკაშიც,მაგ გვატემალაში სიმინდის ხარჯზე მოსახლეობა მთელი კალორიების 70 %-ს იღებს
·
ჰოდურასშიკვების რაციონში დიდიდი ხვედრითი წილი ბანანს უკავია;
·
ჰაიტიში-შაქარს და ა.შ.
·
რადგან მარცვლეული რაციონი ვერაკმაყოფილებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს,გავითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 70% არასრულფასოვნად იკვებება;
·
განვითარებად ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო მიწები კიდევ უფრო მცირდება,მრავალსულიანი ოჯახის წევრებს შორის მისი გადანაწილების შედეგად;ასევე დაბალია ტექნიკის და სასუქების გამოყენების შესაძლებლობები;
·
ეს ქვეყნები 1 ჰა-ზე სასუქების გამოყენებით 40-45-ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს
·
ამიტომ განვითარებად ქვეყნებში მოსავლიანობა და პროდუქტულობა დაბალია;
·
სწორედ აქედან გამომდინარეობს სასურსათო პრობლემის სიმწვავე- მილიონობით ადამიანის ქრონიკული შიმშილობა,ან შიმშილობის ზღვარზე ყოფნა,რომლებიც კიდევ უფრო მწვავდება გვალვიან წლებში;
·
განვითარებად ქვეყნებში გაუდაბნოების,ეროზიის(გამოფიტვის) დასარწყავი მიწების დამლაშების შედეგად ნიადაგის ხარისხი გაუარესდა და მათი ნაყოფიერება ძლიერ შემცირდა(!)
·
ზოგიერთ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოსადეგი თავისუფალი მიწების ფონდისთითქმის 90% უკვე გამოყენებულია(მაგ; ინდოეთი,ბანგლადეში) და მათი ამოწურვის დიდი საშიშროებაა;
რა
უნდა გაკეთდეს განვითარებად ქვეყნებში არსებული
სასურსათო პრობლემის გადასაჭრელად ?
·
განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის აღორძინება გრძელვადიანი და კომპლექსური ამოცანაა.
·
იგი ვერ გადაწყდება მხოლოდ უცხო ქვეყნების დახმარებით,მიუხედავად იმისა რომ ასეთი დახმარება ხორციელდება;
·
სასურსათო პრობლემა განვითარებადმა ქვეყნებმა საკუთარი ძალებით უნდა გადაჭრან
·
ამისათვის აუცილებელია
1. მოსახლეობის სოციალური განათლება
2. აგრარული რეფორმები,
3. აგრარულ ურთიერთობებში ჯერ კიდევ არსებული ფეოდალური ფორმების ამოძირკვა,
4. სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მეცნიეულ-ტექნიკური მიღწევების გაცნობა და გამოყენება
5. სარწყავი მიწების ფართობების გაზრდა
6. სოფლის მეურნეობის ინტესიფიკაცია
სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია: უკვე არსებულ სავარგულებზე პროდუქტულობის გაზრდა,ბიოტექნოლოგიების განვითარება,ახალი მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანა-გამოყენება;ნიადაგის დამუშავების ახალი მეთოდების,მექანიზაციის,ქიმიზაციის და მელიორაციის განვითარება
სოფლის მეურნეობის განვითარების ინტენსიური გზის რეალობას და ეფექტურობას აზიის ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს სადაც ნათესი მიწები სულ 1/4-ით გაიზარდა,მარცლეულის მოყვანა კი 3-ჯერ
სოფლის მეურნეობის განვითარების ინტენსიური გზით ინდოეთმა,ინდონეზიამ და ტაილანდმა მარცვლეულით თვითუზრუნველყოფას მიაღწია;
ამ ქვეყნების წვრილი ფერმები,სარწყავი სისტემების გამოყენებით,მოსავალს წელიწადში 3-ჯერ იღებენ;
ხ
შენიშვნა: სოფლის მეურნეობის განვითარების ექსტენსიური გზა სახნავების,საძოვრების,თევზსარეწაო ტერიტორიების შემდგომ გაფართოებას გულისხმობს
ხ
გლობალური სასურსათო პრობლემის გადასაჭრელად კაცობრიობამ სრულად უნდა გამოიყენოს სოფლის მეურნეობის განვითარების ორივე გზა ,ექსტენსიურიც და ინტენსიურიც;
ხ
ყურადღება : ასევე დამუშავების პროცესშია სურსათის წარმოების ახალი, არატრადიციული მეთოდი,რომელიც ბუნებრივი ნატურალური ნედლეულისგან ცილების საფუძველზე ხელოვნური საკვები პროდუქტების "კონსტრუირებაში" მდგომარეობს(მა. მუშაობენ ხელოვნური ხორცის შექმნაზე)
ხ
სასურსათო პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მოსახლეობის ზრდის და სურსათის წარმოების ტემპების გათანაბრებითაა შესაძლებელი;
არსებობს პირდაპირი კავშირი ოჯახის სულადობასა და მათი ხვალინდელი ცხოვრების ხარისხს შორის
აუცილებელია ოჯახის სულადობის დარეგულირება;
ოჯახის დარეგულირება მხოლოდ ძალიან-მაღალი სოციალურ- ეკონომიკური დონის მიღწევისას არის შესაძლებელი,რომლისთვისაც განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობას ჯერ არ მიუღწევია;
ხ
·
სასურსათო პრობლემა არა მხოლოდ რესურსული,არამედ პოლიტიკური პრობლემაცაა
·
ამ პრობლემის ფესვები ყოფილი კოლონიების ჩამორჩენილობაში
·
სოფლად ნახევრადფეოდალური ურთიერთობების კონსევაციაში
·
შრომის საერთაშორისო დანაწილების სიტემასა და განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის იძულებით საექსპორტო სპეციალიზაციაშია
სასურსათო
პრობლემა განვითარებულ ქვეყნებში
·
განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა საკვები რესურსების უკმარისობას კი არა,პირიქით მათ სიჭარბეს განიცდის
·
დასავლეთის ქვეყნებში სურსათის მოხმარება კალორიულობის მიხედვით1/3-ით აღემატება მეცნიერულად დაგენილ ნორმებს(2500 კკალორიას)
·
ესეც პრობლემაა,თუმცა შიმშილს ვერ შეედრება
·
აშშ-ში მოსახლეობის 1/3 ჭარბი წონის გამო იტანჯება
·
ყოველწლიურად ამერიკელები 33 მლნ დოლარს ხარჯავენ დიეტურ პროდუქტებსა და წონის დასაკლებ ტრენინგებზე
მწვანე
რევოლუცია - რა არის გენმოდიფიცირებული კულტურები
·
ნორმან ბარლოუ ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მეცნიერი
·
მწვანე რევოლუციის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა;
·
ახალი ჯიშები გენური ინჟინერიის შედეგად შეიქმნა
·
ამ ახალ ჯიშებს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები ეწოდებათ
WEP-World
Food Programme
·
1975 წ შეიწმნა და არის გაეროს ორგანო
·
36 სახელმწიფოსაგან შედგება
·
მთავარი ოფისი რომში აქვს
·
საქმიანობის სფერო - სურსათის წარმოებასა და სურსათით საერთაშორისო ვაჭრობაში თანამშრომლობის კოორდინაცი
Комментарии
Отправить комментарий