ესე 2
შინაარსი:
1.
ესე მოქალაქეობაზე
2.
ესე ემიგრაციაზე
3.
ესე დამთრგუნველ ურბანულ გარემოზე
4.
ესე ტოლერანტობაზე
5.
ესე ქართველების დენაციონალიზაციასა და ასიმილაციაზე
6.
ესე-განსხვავებულობა და არა ტოლერანტული გარემო
7.
ესე - მაამებლობაზე
8. ესე - მეტოქის ღირსების შელახვაზე
9.
შური
10.
ესე - საზოგადოებისგან
განდგომაზე
ამბობენ, ადამიანი სამშობლოს
ნაწილია და მოქალაქეობა მისი უპირველესი მოვალეობააო.-
ესე მოქალაქეობაზე
„როგორ შეიძლება თქვა,რომ ადამიანს აქვს სამშობლო,თუ ის არ ფლობს არცერთ კვადრატულ დუიმს მისი მიწიდან ?,-ჰენრი ჯორჯი ,მე-19 საუკუნის ამერიკელი პოლიტეკონომისტი,
შუა საუკუნეების ევროპული ქალაქის ყველა მცხოვრები სრულუფლებიან "მოქალაქედ" არ ითვლებოდა.
სრულუფლებიანი მოქალაქე რომ ყოფილიყო ადამიანი,მას უნდა უნდა ჰქონოდა უძრავი ქონება(სახლი,მიწა), ან პროფესიულად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო.
შესაბამისად,მხოლოდ სრულუფლებიან მოქალაქეებს ჰქონდათ უფლებები და პრივილეგიები;
კერძოდ,მათ შეეძლოთ მონაწილეობა ქალაქის მმართველობის ორგანოებში;
ეძლეოდათ შეღავათები გადასახადების გადახდისას;
ქალაქის თვითმმართველობა მათ დახმარებას უწევდა ავადმყოფობის ან მატერიალური გაჭირვების შემთხვევაში;
თავისუფალ მოქალაქეებს უფლებების სანაცვლოდ ქალაქი მოვალეობებსაც აკისრებდა.
მოქალაქეები ,თავის მხრივ, ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ქალაქის კანონები,გადაეხადათ გადასახადები,
გაეწიათ სამხედრო სამსახური,უზრუნველეყოთ ქალაქის დაცვა.
ქალაქის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი (მსახურები,ხიზნები,ხელოსნების ნაწილი და სხვ.) მოკლებული იყო სამოქალაქო უფლებებს და ვერ სარგებლობდა შეღავათებით
რა მოეთხოვება საქრთველოს თანამედროვე "უმიწაწყლო'' მოქალაქეს?
საზოგადოებაში საკუთარი ადგილისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრა ,მის გარშემო მიმდინარე პროცესებში გარკვევა,საკუთარი უფლებების ცოდნა და დაცვა,გვერდზე მყოფთა უფლებების პატივისცემა,სახელმწიფო კანონის პატივისცემა,სამშობლოს და საზოგადოების წინაშე საკუთარი მოვალეობების შესრულება .
თაოსნობა (ინიციატივა) და თანაგრძნობა(სოლიდარობა) თანამედროვე , ე.წ. "აქტიური მოქალაქის" თვისებები და მოვალეობაა.
ჩემთვის მისაღებია თუ ,ხელისუფლებასთან ,რომელიც სახელმწიფოს მართავს,ან საზოგადოების რომელიმე "ინტერესთა ჯგუფთან" აქტიური მოქალაქე(თუნდაც ხოშტარია) დროებით ან სამუდამოდ ოპოზიციაში აღმოჩნდება,მაგრამ მიუღებელია იმავე მოქალაქის დაპირისპირება სამშობლოსთან,
ზნეობასთან,მაღალ იდეალებთან.
„გადავწყვიტე, რომ ჩემი ქვეყანა მიმიღებს და მიმითვისებს კიდეც, იმიტომ, რომ იმისი სისხლი და ხორცი ვარ“ ილია ჭავჭავაძე ,“მგზავრის წერილები“
გურამ გეგეშიძის რომანის(“სტუმარი’’) გმირი საკუთარ სულიერ მდგომარეობას აღწერს.ის მშობლიურ ქალაქს მთაწმინდიდან დაჰყურებს და აკეთებს მისთვის მნიშვნელოვან დასკვნას: მშობლიური ქალაქის სული არ შეცვლილა და თავადაც ამ ქალაქის,ამ საზოგადოების ნაწილია:
„ზოგი სამუდამოდ მიდის ამ ქალაქიდან,ზოგი კი ახლა მოდის,მაგრამ ეს მდინარება არაფერს არ ცვლის,რადგან ყველა,ვინც აქ არის ამჟამად,ამ ქალაქის სულით ,არსებობს,მითი საზრდოობს,მის თვისებად ქცეულა თავისდა უნებურად,მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს,თუმცა შეიძლება ეს არ კი ჰქონდეს გააზრებული’’
მას შემდეგ,რაც მთელიდან(ქალაქიდან) დროებით გამოყოფილი ნაწილი (თარხუჯი) დარწმუნდება,რომ ქალაქი მისთვის ისევ „მშობლიურია“- მთაწმინდიდან ეშვება:
„ ფუნიკულიორის უხმოდ მოსრიალე ღია ვაგონიდან კი ცნობისმოყვარე მგზავრები გადმოგცქერიან ფეხით მომავალს,და გიღიმიან,შენ კი ნელ-ნელა ეშვები ქვემოთ,რათა შეუერთდე ქალაქს და ისევ გახდე მისი ნაწილი’’...
გინახავთ სავანაში როგორ მშვიდად აგრძელებს ბალახისმჭამელთა ჯოგი ძოვას,როცა მტაცებელი თავს ესხმის მის რომელიმე წევრს?
თუ ქვეყანაში მცხოვრები ერთი ადამიანი მაინც დაუშვებს მის გვერდით მყოფის უფლებების დარღვევას და ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს,ამით იგი საფუძველს უყრის მომავალში თავისი უფლებების დარღვევას-ასე მიაჩნიათ თანამედროვე დასავლური საზოგადოების წევრებს.
ამ დასკვნამდე მათ გრძელი და რთული გზა გამოიარეს.
„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ,ხმა არ ამომიღია,რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ.კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია,რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ,რომ ხმა ამოეღო’’
მარტინ ნიმიოლერის ეს სიტყვები შესანიშნავად გამოხატავს აქტიური მოქალაქეობის არსს ,რაც არის სხვათა მიმართ - სოლიდარობა.
„ის თვითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება რომ ყოველს კაცში არა ჟოლავდეს, ერთ დიდ ცეცხლად შევაგროვო ჩემის ქვეყნის გაციებულის გულის გასათბობლად. შევიძლებ კი?“ ილია ჭავჭავაძე,“მგზავრის წერილები“
დღეს,ალბათ,ბევრისაგან გავიგონებთ,რომ ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
აქტიური მოქალაქეობა,უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პრობლემებისადმი ამგვარი დამოკიდებულების უარყოფას და იმის რწმენას,რომ ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია,რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ყველაფერი შეცვალოს.
ილია ჭავჭავაძე,მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი არ ელოდებონენ იმას ,თუ როდის დაუძახებდა მათ ვინმე და შესთავაზებდა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას,მათ თავად ჰქონდათ იმის სურვილი,რომ რაღაც შეეცვალათ მათ თანამედროვე საზოგადოებებში და შეძლეს კიდეც საკუთარი სურვილის განხორციელება.
ოღონდ თუ "აქტიურ მოქალაქეობას" გადაწყვეტთ,აუცილებლად დაგჭირდებათ "უმიწაწყლოთა'' შორის თანამოაზრეთა მოძებნა რადგან:
„ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“,- გვაფრთხილებს რუსთაველი
„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული.“
ილია ჭავჭავაძე „აჩრდილი’’
საბბჭოთა კავშირის დანგრევიდან მოყოლებული
დღემდე საქართველო
2 მილიონამდე
ადამიანმა დატოვა.
თითოეულს წასვლის საკუთარი მიზეზი
ჰქონდა.
თუმცა, მათი უმრავლესობა მაინც El
Dorado-ს პოვნის იმედით წავიდა.
ემიგრანტთა 66%
40 წლამდე ასაკისა იყო.
ქვეყნიდან გავიდა
შრომისუნარიანი და რეპროდუქციული მუშახელი.
წასულთა მეხუთედი წარმოადგენდა სამუშო ძალის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდებოდა და რომელსაც შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის განვითარებაში.
ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში იმყოფება.(!)
საქართველოში დაბადებული პირების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვხვდება ასევე საბერძნეთში,
უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ევროპაში ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების
60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.
2017 წელს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება საქართველოს მხოლოდ
1 629-მა მოქალაქემ მიიღო, აშშ-ის მოქალაქეობა კი –
889-მა.(!)
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ(2017
წ), მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი(!)
საზღვარზე უარის თქმის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 2018 წელს დაფიქსირდა და ამ კუთხით გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, კვიპროსი და პოლონეთი ლიდერობენ. ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გაემგზავრა უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ.
საქართველოში არ არის ომი. ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველო მიიჩნეულია, საიმედო პარტნიორად. საქართველო მათი აზრით დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა. „თავშესაფრის მომთხოვნელთა ასეთი რაოდენობა თქვენი ქვეყნიდან ერთგვარი ანომალიაა”,-ეუბნებიან საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები საქართველოს. „გთხოვთ, გააგებინოთ საოცნებო ქვეყანაში ცხოვრებაზე მეოცნებე ადამიანებს საქართველოში
, რომ ეს ასე ადვილად ვერ მოხდება“
2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნებიდან დეპორტაციის 11 428
შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტჯერ თურქეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან დაადეპორტეს.
თურქეთიდან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან დეპორტაციის შემთხვევები შემცირდა. თუმცა გერმანიიდან დეპორტაციის შემთხვევები 2–ჯერ გაიზარდა. ასევე, მოიმატა რუსეთიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ბელგიიდან დეპორტაციებმა.
ლტოლვილებით სავსე,შეწუხებული გერმანია
სამშობლოში
დაბრუნების
მსურველებს სამგზავრო
ხარჯების
ანაზღაურებას
და 3000 ევროს ჰპირდება.
ხ
საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო დაინტერესებულია შრომითი
მიგრაციით.(!)
საქართველოს
სახელმწიფოს ,როგორც სამუშაო ძალის ექსპორტიორის მოგება
არის - საერთაშორისო ფულადი გზავნილები.
• შრომითი მიგრანტების უდიდესი ნაწილი სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეხმარება და ფულს უგზავნის;
• ფულადი გზავნილების ანუ რიმესას მოცულობა საქართველოში
ბოლო წლებში სწრაფი ტემპით გაიზარდა
• რიმესას(ფულად გზავნილებს) უდიდესი ფინანსური გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე;
• შესაძლოა რიმესა პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალსაც აჭარბებდეს;
მიგრანტთა და ემიგრანტთა ფულადი გზავნილები უცხოური ვალუტის ძირითადი წყაროა;
მათი ფულადი გზავნილები ქვეყანაში უცხოური ვალუტის უფრო სტაბილურ შემოდინებას ნიშნავს ,ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები;
• შრომით
მიგრანტთა ფულადი გზავნილები ნაკლებადაა დამოკიდებული ეკონომიკის კრიზისულ პერიოდებზე(სამაგიეროდ დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე ,ომზე ,ემბარგოზე;გლობალურ პანდემიაზე)
ამას წინათ
, გერმანიაში საქართველოდან მუშახელის ლეგალურად გაყვანაც(„მარწყვის საკრეფად’’)
და დასაქმებაც სცადეს ,თუმცა ეს პირველივე მცდელობა კრახით დასრულდა,მერე კი კოვიდ პანდემია
დაიწყო,რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და
სანქციები მოჰყვა.
საქართველოდან
წასულების და საქართველოში დარჩენილების ამბავი ჰგავს სულხან-საბა ორბელიანის
იგავს „იხვი და მყვარი’’ :
ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა.
ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.
მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?
მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.
იგავის
აზრი: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა, მამაცისასა.
ხ
როდის
ბრუნდებიან სამშობლოში „იხვები“ ?
ა)
როცა უყვართ სამშობლო და იციან
რა უნდა გააკეთონ - (ილია ჭავჭავაძე
„მგზავრის წერილები“)
ბ)როცა დეპორტაციას უკეთებენ
გ)
როცა იქ, სადაც არიან, ომია ან რევოლუცია (მაგ. პაოლო იაშვილი 1 მსოფლიო ომს გამოექცა პარიზიდან)
დ)როცა
იქ აღარ დაედგომებათ, რაიმე მიზეზით მაგ. ფინანსურად გაუჭირდებათ
ე)
დასამარხად , როცა უცხოეთში მოკვდებიან და
იქ დამმარხველი არ ჰყავთ ან ანდერძით დაიბარებენ.
„ვიდრე ძე შენი არ გაიკვლელვს ზოგადს ცხოვრებას
და, მცნების ნათლით ზეაღზიდულ, ამაღლებული,
ჭკვით არ განსჭვრიტავს საზოგადო ცხოვრების დენას,
იმ დრომდე იგი უიმედო, შეწუხებული,
უქმისა დრტვინვით, გულის წვითა მწარე ცრემლს დაღვრის“,
ილია ჭავჭავაძე „აჩრდილი’’
ესე -დამთრგუნველ ურბანულ გარემოზე
„მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!“ -
გალაკტიონ
ტაბიძე,“წამყე ბეთანიისაკენ !’’
ამჟამად
შეინიშნება ტენდენცია , ადამიანები ქალაქის სტრესულ გარემოს გაურბიან.
შეწუხებული მოქალაქეები სულიერი და ფიზიკური
ძალების აღგენას არაურბანულ გარემოში ცდილობენ.
ჩემი აზრით,მოსახლეობის თავმოყრა დიდ ქალაქებში ,მათ არაკომფორტულ
საცხოვრებელ ადგილებად აქცევს.
ხ
„სოფელი შენდებოდეს – შეასწარი, იქცეოდეს და – გაასწარიო“(ანდაზა) ელიზბარი,რომანის“თეთრი საყელო’’ მთავარ გმირი, ხევსურეთშია.მან თბილისი დატოვა და აქ თავის
შეფარება გადაწვიტა.ტექსტიდან ჩანს,რომ საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკური ვითარება ცუდია,რუსეთის
სამოქალაქოომის და ევროპის იმპერიალისტური სახელმწიფოების ინტერვენციის პერიოდია:
„-ფრანგი და ინგლისი ძმადნაფიცი გამხდარავ.ჯარი
თურმ შაუყრივ და აქად მოდიან...გერმანიაც მიუმხრავ..ერთი ყუმბარა გამაუგონავ,რაც ქალაქჩი
სახლ ას,ის ერთი ყუმბარა სრუ დაახრჩობს.
-კიდევ
რას უბნობენ:თათარიც და რუსიც ძმადნაფიცი გამხდარავ.
-მაშ
დავიღუპებით. კიდევ რა ?’’
ელიზბარი
კი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს,ახლებურად თუ ვიტყვით , “თვითიზოლაციაშია“:
„სადავარ?
სად ვცხოვრობ? საით არის ტფილისი,ბაქო, ევროპა? არ ვიცი,აღარ ვიცი.ყველაფერი ამერია.’’
ხ
მაინც რა შემაწუხებელი პრობლემებია ქალაქში ?რას
გაურბიან შეძლებული მოქალაქეები ?
ხალხმრავალი ქალაქის( თბილისის) მთავარი პრობლემებია: ეკოლოგიური სიტუაცია(შეცვლილი ბუნებრივი ლანდშაფტი , დეგრადირებული მცენარეული და ნიადაგური საფარი ), ნარჩენების და ნაგვის გადამუშავება ,ხმაური ( იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებას,მათ შორის ნერვულ სტრესს;ასუსტებს ადამიანის იმუნიტეტს;ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას) , ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება(ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას),სატრანსპორტო ნაკადებიის მოუწესრიგებლობა და საცობები,ცენტრალური და ადმინისტრაციული უბნების გადტვირთვა.დღითიდღე მწვავდება გამწვანების,მოსახლეობის მომსახურების(მედიცინა,სწავლა,ჯანდაცვა),
და პარკირების
პრობლემები.ამას
ემატება პერმანენტული პოლიტიკური საპროტესტო
აქციები ქალაქის ცენტრში.
ხ
განვითარებად ქვეყნებში ურბანიზაციის კიდევ ერთი პრობლემაა ე.წ. “ ბიდონვილების“ წარმოქმნა; მათში თავს იყრის
სოფლებიდან ჩამოსული ღატაკი მოსახლეობა;შედეგად იზრდება უმუშევრობა;მწვავდება კრიმინალური
სიტუაცია,სოციალური და ეკონომიკური პრობლემები; ბიდონვილებში მაღალია დანაშაულის,სუიციდის,ნარკოტიკების
მოხმარების,პროსტიტუციის ,მძიმე დაავადებების დონე.
ხ
„კაცს რა ჭირიც სჭირს, იმის წამალს მოძებნისო“(ანდაზა)
ქალაქებისთვის არსებობს ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი
კრიტერიუმები;მსოფლიოს ქალაქების
რეიტინგს ცხოვრების ხარისხის დონის მიხედვით ყოველწლიურად მერსერის კომპანია
ადგენს; შეფასება ხდება 39 კრიტერიუმით ამ რეიტინგის მიხედვით ვენა ყველაზე კომფორტული
ქალაქია პირველ
ათეულშია : დიუსელდორფი;ფრანკფურტი მაინზე, მიუნხენი(გერმანია),ციურიხი,ჟენევა და ბერნი(შვეიცარია)
თანამედროვე ცივილიზებულ
მსოფიოში კომფორტულ საცხოვრებლად
საშუალო სიდიდის ქალაქები მიიჩნევა,სადაც მოსახლეობა რამდენიმე ასეული ათასია;
2021 წლის
მონაცემებით თბილისში 1 172 000 ადამიანი ცხოვრობს,ბათუმში- 172 00 ,ქუთაისში
-135 00 წალენჯიხაში 3200 (წყარო:
ჯეოსტატი)
ამათგან წალენჯიხაში, ვიცით რომ ერთ-ერთი
ყოფილი ბანკირი და ახლანდელი „ლელო“ -ხაზარაძეა... მასზეა სწორედ
ზედგამოჭრილი:
„სადა ვარ?სად ვცხოვრობ? საით არის ტფილისი,ბაქო
ევროპა? არ ვიცი,აღარ ვიცი.ყველაფერი ამერია.’’(„თეთრი საყელო’’ მ. ჯავახიშვილი)
მიბაძეთ ხაზარაძეს ...იქნება და განიტვირთოს ეს საცოდავი,არაკომფორტული, შფოთიანი თბილისი...
ეხლაც ჩემს თვალწინ არის
თქვენი ბინა ტყის პირად
და საღამო მდინარის,
გახელილი ცისფერად.
მთავაზობდით დები ვარდთ
და ამბობდით ლანდებით:
„თქვენ ისეთი კარგი ხართ,
თქვენ პოეტი ბრძანდებით“.
და გავიდა ივლისი,
და მოვიდა, წამებო,
შფოთიანი ტფილისი:
პოეტების სამეფო!
გალაკტიონ ტაბიძე ,“სახლი ტყის პირად’’
ხ
ესე - ტოლერანტობა
დღეს ადამიანს ვინც მზადაა მიიღოს ისეთი რწმენები , შეხედულებები და ქცევები,რომლებსაც არ
ეთანხმება- ტოლერანტ ადამიანს უწოდებენ.
ოდითგანვე არსებობდა განსხვავებულობის მიღების სხვადასხვა ფორმა :
1.
უბრალოდ
დათმენა და ატანა
2.
განსხვავებულთა
მიმართ კეთილგანწყობილი განურჩევლობა,ანუ უბრალოდ
პასიურობა განსხვავებულთა მიმართ.
3.
სხვების
უფლებების აღიარება,მაშინაც კი როცა მათ მიერ ამ უფლებების გამოყენება გაღიზიანებას
იწვევს.
4.
განსხვავებულის
მიმართ ღიაობა,დაინტერესება,პატივისცემა,მისგან რაღაც ახლის სწავლის სურვილი
5.
სხვაგვარის
მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება,მისი აღიარება,მხარდაჭერა
თანამედროვე ადამიანსაც შეუძლია აირჩიოს განსხვავებულობის მიღების ამ ფორმათაგან
ერთ-ერთი,მით უფრო რომ მას ეს სამართლებრივადაც
ევალება.
ხ
ძვ. წ. 539 წ კიროს ƖƖ-მ დაიპყრო ბაბილონის სამეფო.კიროსმა დააბრუნა ბაბილონში იძულებით გადმოსახლებული ებრაელები სამშობლოში და სახსრები გამოუყო იერუსალიმის ტაძრის აღსადგენად( იხ.ვერდის ოპერა ნაბუკო).ამის გამო ბიბლიაში არც ერთ არაებრალ მმართველს ისე არ მიეგება პატივი როგორც კიროსს.
კიროსის ეს გადაწყვეტილება იმპერიის ფარგლებში რელიგიური ავტონომიის შემოღების პირველი ნიმუშია კაცობრიობის ისტორიაში.
იმპერიაში შემავალი ტერიტორიული ერთეულების მოწყობის და მართვის ამ საფუძველს შემდეგში სხვა იმპერიებიც იყენებდნენ. მაგ. რომის იმპერიაში იყო „religio licita“,ანუ სახელმწიფო რელიგიის გარდა დაშვებული,ნებადართული რელიგიები.
კიროსმა შეძლო და ერთმანეთს შეურწყა გამარჯვებულთადა დამარცხებულთა ჩვეულებები. (ეს იყო თანამედროვე გაგებით ტოლერანტული პოლიტიკა)
ხ
არაბული
წყაროები დავით აღმაშენებლის პოლიტიკის შესახებ თბილისის მუსლიმი მოსახლეობის მიმართ
:
„დაადგინა,რომ
ქალაქის იმ ნაწილში,სადაც მუსლიმები ცხოვრობდნენ,არავის ყოლოდა ღორი და არავის დაეკლა
იგი მათ შორი,მან მოჭრა,მათთვის მონეტა ხალიფასა სულთნის სახელით და მისცა მათ უფლება
აზანისა(ლოცვაზე მოწოდების) და თავისუფლად ლოცვისა.იგი ისე კეთილად ეპყრობოდა მუსლიმებს
და აგრეთვე მათ სარწმუნოებას,მეცნიერებას,ხალხსა და სუფიებს,როგორიც მათ არ ჰქონიათ
თვით მუსლიმებს შორის’’
ალ-ფარიკი
ხ
„დავითი
ყოველ პარასკევს შედიოდა მეჩეთში... ისმენდა ხუტბასა ყურანის კითხვას და აძლევდა ხატიბსა
და მუიზინებს მრავალ ოქროს.მან ააშენა ქარვასლები სტუმართათვის და სახლები მქადაგებელთათვის,სუფიებისა
და პოეტებისათვის..იგი დავითი მეტ პატივს სცემდა მუსლიმებს,ვიდრე მათ სცემდნენ პატივს
ისლამის მფლობელები’’
ალ-ჯაუზი
ხ
ტოლერანტობა განსხვვებულობის გაგებისა და გაცნობიერების უნარია, განსხვავებულობის პატივისცემაა და არა შიში.
ტოლერანტობა გულისხმობს კომპრომისს და არა − საკუთარი რწმენის,იდეალების ,შეხედულებების და ქცევის წესების ,ტრადიციების,ანუ
საკუთარი პრინციპების ცალმხრივ დათმობას .
კომპრომისი არის ურთიერთ დათმობის გზით მიღწეული შეთანხმება.
ტოლერანტობის საპირისპირო ცნებაა დისკრიმინაცია.
დისკრიმინაცია სხვათა უფლებების შეზღუდვაა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია. დემოკრატიული სახელმწიფოს
მოქალაქეს ტოლერანტობა მოეთხოვება.
წუთისოფელი რა არი?
აგორებული ქვა არი.
რა წამს კი დავიბადებით,
იქვე საფლავი მზა არი.
საცა სოფელში მიხვიდე,
სუყველგან ორი გზა არი.
შუაში არის ხმელეთი,
გარშემო დიდი ზღვა არი.
ყველა ადამის შვილი ვართ,
თათარიც ჩვენი ძმა არი.
თუ ქალი გეტყვის დობასა,
ის უკეთესი და არი.
აგრეთი გქონდეს გუნება,
ვით მოწმენდილი ცა არი,
თუ არ იწამებ ამასა,
მუცლით ნაშობი რა არი
ხალხური
საკუთარი ეროვნული კულტურის, საკუთარი ენის დაკარგვას და სხვა ენის, სხვა კულტურის შეთვისების შედეგად მთელი ხალხის (ან მისი ნაწილის) სხვა ხალხთან შერწყმას ასიმილაცია ჰქვია.
ნაკლებად ცივილიზებული ან უფრო ,,სუსტი“ ხალხის კულტურის სრული ან ნაწილობრივი შთანთქმა უცხო კულტურის მიერ ჯერ დაპყრობის, შემდეგ კი შერეული ქორწინებების და დამპყრობელ ეთნოსში დაპყრობილის მიზანიმართული ,,გათქვეფის“ (შერევის) გზით ხდება;
დომინანტი ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის/ასიმილაციის პროცესში . კონფლიქტები და უთანხმოებანი წარმოიშობა მაშინ, როდესაც დამპყრობელი ახორციელებს დაპყრობილის ძალადობრივ დენაციონალიზაციას. ამ დროს შედეგი ხშირად სურვილის საპირისპიროა, ვინაიდან ძალადობრივი ასიმილაციის მცდელობა აღვივებს ეროვნულ თვითშეგნებას.
ასიმილაციის გზაზე უკანასკნელი ბასტიონია ენა, რომლის დაკარგვასთან ერთად ასიმილირებული კულტურაც იღუპება .
მიმოვიხილოთ „ქართველთა“ ასიმილაციის მცდელობები :
აქმენიანების
ვასალობა (ძვ. წ. 550 წ- ძვ.წ.323 წ-მდე
)
230
(!) წელი სპარსეთის იმპერიის მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ ქართველური ტომები, აღმოსავლეთ საქართველოდან და დასავლეთ საქართველოს სამხრეთიდან; მცხეთაში
ოფიციალური ენა იყო არამეული,
ხალხი კი იყო კერპთთაყვანისმცემელი.
მაკედონე-ბერძენთა ვასალობა
ძვ.წ. 326 წ-დან ქართლში ბერძნული კულტურული ექსპანსია იწყება:
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით
ქართლის მმართველად მაკედონელ- ბერძენმა
დამპყრობლებმა -აზონი(!) დანიშნეს;
აზონს შემოუტანია ქართლში ვერცხლის ორი ახალი კერპი – გაცი და გაიმი .
"მონებდა იგი(აზონი) ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა".
წყაროს დახასიათებით, აზონი ყოფილა "კაცი ძნელი და მესისხლე" და
თავისი სპისთვის უბრძანებია, რომ ყველა ქართველი, რომელსაც კი
იარაღასხმულს ნახავდნენ, უნდა მოეკლათ. ასეთი შეჭირვებულნი იყვნენ
ქართველები აზონისგან 24 წლის(!) განმავლობაში (ძვ. წ. 326–302),
რომის ვასალობა
·
პომპეუსმა
ქართლში(აღმოსავლეთ საქართველოში) მეფობა
ხელუხლებლად დატოვა;
· ქართლის მეფეს რომაელთა „მეგობრობა და მოკავშირეობა“ და კავკასიონის უღელტეხილების
შეკვრა,ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება დაევალა;
· თავის მხრივ რომაელები საქართველოს
მიმართ არავითარ
ვალდებულებას არ კისრულობდნენ;(მაგ. დაცვას გარეშე მტრებისგან)
· ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი(!)
· ქართლის სამეფო რომის პოლიტიკური
გავლენის ქვეშ მოექცა;
შენიშვნა:
ასევეა დღევანდელი საქართველო დასავლეთის
პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცეული
.დასავლეთის მხრიდან უამრავი რამ ევალება ,დაცვას გარეშე მტრისაგან კი
არავინ ჰპირდება;
X
·
განსხვავებული
ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში .დასავლეთ საქართველოში რომაელებმა თავიდანვე(ანუ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ) პირდაპირი მმართველობა(!) დააწესეს;
· მოსახლება ჯანყდებოდა;
· დასავლეთ საქართველოზე თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობდა ქართლის გაძლიერებული სამეფოც;
·
ამიტომ,მე-2 საუკუნეში(!) რომაელთა თანხმობით დასავლეთ საქართველოში
ქართლის სამეფოს ექსპანსიის შესაკავებლად რამდენიმე სამთავრო
ჩამოყალიბდა: ლაზების,აფშილების,აბაზგების და სანიგების;(!)
· ამ სამთავროებს ადგილობრივი მთავრები
ჩაუდგნენ სათავეში;
· მაგრამ ზღვისპირა ქალაქებში
: ფაზისში(ფოთი)
დიოსკურია(სოხუმი) და სხვა რომაელებს ჩაყენებული ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები (გარნიზონები), ანუ ეს იყო
მათი სამხედრო
ბაზები დასავლეთ
საქართველოში;
ხ
მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში
ქრისტიანობა 324 წელს ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა,რომის მეტოქე სასანიდურმა ირანმა მკვეთრადშეცვალა
დამოკიდებულება ქრისტიანების მიმართ, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე და მისი
გავლენის სფეროებში მოქცეულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ;(!)(ასეთი იყო ქართლის
სამეფო)
· ირანმა მთელ იმპერიაში დაიწყო ქრისტიანების დევნა
და მაზდეანობის
ძალით დანერგვა ვასალურ
ქვეყნებში;(!)
· საქართველოში არჩიეს შეენარჩუნებინათ
დამოკიდებულება შორეულ რომზე(რომი დაინტერესებული იყო მოკავშირე ჰყოლოდა კავკასიაში და „ნაკლებ
ბოროტებად“ მიიჩნიეს ) ვიდრე ის რომ მეზობელი ირანის ბატონობის ქვეშ
ყოფილიყვნენ;(!)
· ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის არჩევანი საქართველოსთვის
საერთაშორისო პოლიტიკური ორიენტაციის შინაარსიის იყო;
ხ
ისევ „ნაკლები
ბოროტება’’ -ბიზანტია თუ სპარსელები
·
მე-6
საუკუნეში ბიზანტია შეეცადა გაეძლიერებინა თავისი გავლენა დასავლეთ საქართველოზე,რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას
იწვევდა;
· ეგრისის მეფე გუბაზმა(ბიზანტიის ვასალმა) გადაწყვიტა ბიზანტიელების
წინააღმდეგ გამოეყენებინა ირანი და ირანის შაჰს ,ხოსრო ანუშირვანს მიმართა
წინადადებით,ერთობლივად ებრძოლათ ბიზანტიის წინააღმდეგ.სამაგიეროდ იგი ირანს შავ ზღვაზე გასასვლელს
აღუთქვამდა(!).
· შაჰმა სიამოვნებით მიიღო ეგრისელთა
წინადადება და 542
წელს დიდი ჯარით გადავიდა დასავლეთსაქართველოში.
ხ
· დაიწყო ე.წ. „დიდიდი ომიანობა’’
ეგრისის ტერიტორიაზე ,რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა.( გუბაზი ყოფილა
ეგრისის სამეფოს- ზელენსკი)
· ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით
ირანმა თავდაპირველად დიდ წარმატებას მიაღწია,მაგრამ როდესაც გამომჟღავნდა
ირანის ნამდვილი ზრახვები( მეფე გუბაზის მოკვლა და ეგრისის მოსახლეობის დეპორტაცია).
· ეგრისელები განუდგნენ ირანელებს და ბიზანტიელებთან ერთად დიდი ზარალი
მიაყენეს მათ.(!)
ხ
· ეგრისში ომი გაჭიანურდა,მით უმეტეს,რომ ბიზანტიელი სარდლები
უნიათოდ მოქმედებდნენ,მექრთამეობდნენ და მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობდნენ.(უკრაინასა
ჰგავს)
· გუბაზ მეფე ბიზანტიელ სარდლებს ამას საყვედურობდა და იმპერატორთან(იუსტინიანე
1)ჩივილით ემუქრებოდა;
· ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ მეფე
თათბირზე მიიწვიეს და ღალატით მოკლეს.
· ამ ამბავმა დიდად აღაშფოთა
ეგრისელები;
· მათ მოიწვიეს სახალხო კრება,რომელზეც
ორი ორატორი-აიეტი და ფარტაძი დაუპირისპირდა ერთმანეთს.
აიეტის სიტყვა: „გაქრა კოლხების ძველი ღირსება – დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ ვიბატონებთ… ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ დავტოვოთ, რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან… რა თქმა უნდა, რომაელები იმ ხალხს უფრო თავხედურად ექცევიან, ვინც მათ ემორჩილება, ზემოდან უყურებენ ყველას, ვინც მათ ემსახურება… მე მინდა, კოლხეთის სამეფომ დაიბრუნოს ძველი დიდება, არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება, მინდა, როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს ეყრდნობოდეს. მაგრამ რაკი ჩვენ ჟამთა ვითარებისა და ბედის უკუღმართობის გამო ისე დავუძლურდით, რომ სხვისი ხელქვეითები გავხდით, ისევ სჯობია, იმის ხელქვეითი ვიყოთ, უფრო კეთილგანწყობილია, ვინც ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას თავისიანებსა და მოკავშირეებთან (!)“.
ფარტაძის სიტყვა: „გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგოსების ჩადენილია და კეისარი აქ არაფერ შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან სპარსელები ვერასოდეს შეეგუებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას კი არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ, არამედ უნდა გავიმსჭვალოთ თავისუფლების სურვილით, ვაჟკაცურად გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი საქციელი. შევატყობინოთ კეისარს, რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან კავშირზე(!)“
ხ
·
მე-7
საუკუნის დასაწყისში,როდესაც
ბიზანტია ირანის ომში გამარჯვების სასწორი სპარსელების მხარეს იყო გადახრილი,ქართლი ისევ სპარსელთა
ბატონობის ქვეშ მოექცა;
· მაგრამ მალე ჰერაკლე კეისარმა
ბიზანტიის მდგომარეობის გამოსწორება შეძლო;
· მან სპარსელებთან ბრძოლის ასპარეზად
სამხრეთ კავკასია აირჩია და 622
წელს ლაზიკის გზით შიჭრა სპარსეთის სომხეთში და ადარბადაგანში,
მოკავშირედ კი მოიწვია ხაზართა
ხაკანი(!);
·
ბიზანტიის
მოკავშირე ხაზარებმა
627 წელს ორი თვის ალყის შემდეგ თბილისი
აიღეს.დაარბიეს და გაძარცვეს.(ეს იყო თბილისის
პირველი აოხრება დაარსებიდან)
· მცხეთის ჯვრის ამშენებელი ერისმთავარი სტეფანოზი, სპარსეთის
ვასალი, ამ დროს დაიღუპა,თბილისის
ციხის სპარსი ციხისთავს კი ხაზარებმა ტყავი გააძრეს და თივით გატენესო .
·
ჰერაკლეს
ბრძანებით სპარსი მოგვები გაჟლიტეს ;
· სამხრეთ კავკასიაში ბიზანტიამ
გაიმარჯვა(!).
· შექმილმა ვითარებამ საქართველოში განამტკიცა დიოფიზიტური (კონსტანტინეპოლში ოფიციალურად
აღიარებული) ქრისტიანობა;
· ასეთ ვითარებაში შეხვდა
საქართველო სამხრეთ კავკასიაში არაბების გამოჩენას.
ხ
არაბების გავლენა
მე-7 საუკუნის 50-იანი წლებიდან მუსლიმი
არაბები ცდილობენ სხვადასხვა ხრიკებით
ქართველთა ასიმილაციას და მათ ნაწილთან
წარმატებასაც აღწევენ,ქართველების ნაწილი მუსლიმურ
რწმენაზე გადადიოდა ,განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო მე-8 საკუნის ბოლოს
:
„ ნაშობნი ქრისტეანეთანი
გარდაგულარძნეს,რომელნიმე-მძლავრებით,რომელნიმე-შეტყუვილით,რომელნიმე-სიყრმესა
შინა უმეცრებით,რომელნიმე-მზაკუვარებით.“
„ ზედამდგომელთა ამათ ჩვენთა,მფლობელთა ამის
ჟამისათა,განდგომილთა ქრისტესგან,მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან
სიმართლისა,და ჭეშმარიტებასა ქრისტეს სახარებისასა შეეცოდნეს“,-იოანე საბანისძე
ხოლო ისინი
ვისი გადაბირებაც არაბებმა (მაშინდელმა ისლამისტმა გლობალისტებმა) ვერ შეძლეს
ისეთივე მდგომარეობაში იყვნენ ,როგორც თანამედროვე ქართველები:
„და სხუანი,რომელნი ესე
ვართ მორწმუნენი,მძლავრებასა ქუეშე
დამონებულნი და ნაკლუვანებითა და სიგლახაკითა
შეკრულნი,ვითარცა რკინითა,ხარკსა ქვეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი,ძვირ-ძვირად
ზღვეულნი,შიშითა განილევიან
და ირყევიან,ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“
ხ
სელჩუკების
გავლენა
·
მე-10
საუკუნეში იწყება თურქული ტომების ისლამიზაციის პროცესი;
· მომთაბარე თურქები,რომლებსაც ირანელებისა
და არაბებისგან განსხვავებით,არ გააჩნდათ წინაისლამური ხანის კულტურული სახელმწიფოებრივი ტრადიციები,ისლამს
თავიანთი ეროვნული იდენტობის მთავარ წყაროდ მიიჩნევდნენ;
· სახელი თურქი იქცა მუსლიმის ეკვივალენტად როგორც
თავად თურქებისთვის ,ისე მოგვიანებით დასავლური სამყაროსთვის;(!)
· თურქებმა სუნიზმი მიიღეს და მალე იქცნენ სუნიზმის
თავგადაკლულ დამცველებად სხვადასხვა შიიტური მიმდინარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში;
ხ
· მომთაბარე
თურქული ტომების ცენტრალური აზიის სტეპებიდან დასავლეთისაკენ დაძვრის ძირითადი
მიზეზი საძოვრების ნაკლებობა იყო;(!)
· თურქების
ელჩები მომავალ მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნავდნენ ,რომ „მათ დედამიწაზე
ადგილი არა აქვთ’’ და იმიტომ მოვდივართო;(!)
ხ
· ბინადარი
მიწათმოქმედი მოსახლებისთვის თურქების შემოსევებს მეტად მძიმე შედეგები
მოჰქონდა;
· მომთაბარე
თურქები ინტენსიური მეურნეობისთვის გამოყენებულ მიწებს საძოვრებისთვის
იყენებდნე,ხოლო დამარცხებული ბინადარი მოსახლეობა მთებსა და ხეობებში იხიზნებოდა;
ხ
“დიდ სელჩუკთა იმპერია“,რომლის მსგავსიც აღმოსავლეთში არ
ყოფილა არაბთა დაპყრობების შემდეგ,თავბრუდამხვევი
სისწრაფით შეიქმნა;
· ყურადღება: განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ამ იმერიის შექმნაში ირანელ მოხელეთა როლი,რომლებიც სელჩუკმა
სუზერენებმა მოიწვიეს და საშუალება მისცეს ამ უკვე კარგა ხნის
ისლამიზებულ(არაბების მიერ) არისტოკრატიას,აღჭურვილიყო საკმაოდ მნიშვნელოვანი
ხელისუფლებით და გამოევლინა საკუთარი ტალანტი;
ხ
1864-1068 წლებში სელჩუკებმა საქართველოს
სამხრეთ რეგიონები დაიკავეს;
დაიწყო საქართველოში თურქული ელემენტის დამკვიდრება,რასაც ხელს
უწყობდა ამ პერიოდში
ანატოლიის დაპყრობა თურქთა მიერ და მათი იქ
დასახლება;(!)
ხ
1080 წლიდან საქართველოში დაიწყო ე.წ. „დიდი
თურქობა“; !!!(დაიმახსოვრე)
· სელჩუკებმა ამ პერიოდიდან წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში.(!)
· ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე
თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას;
· სამეურნეოდ ვარგისი მიწების საძოვრებად
გადაქცევის შედეგად ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე სოფლის
მეურნეობა;
· თურქთა საქართველოში დასახლების ერთ-ერთი მიზეზი
იყო ირანში შექმნილი სიტუაცია;
· მომთაბარული ელემენტის სიჭარბისაგან ირანის
გაწმენდის მიზნით მალიქშაჰი და მისი ვაზირი ნიზამ
ალ-მულქი მომთაბარულ მასებს ბიზანტიისა და
საქართველოსკენ ერეკებოდნენ;(!)
შენიშვნა: როგორც ამჟამად ერეკება
ერდოღანი ევროპისკენ მუსლიმ მიგრანტებს
ხ
·
დავით
აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს,რომ მომთაბარეთა რაზმები არ ექვემდებარებოდნენ სულთანს
და თავიანტი ინიციატივით მოქმედებდნენ;
· ეს ცნობა მიუთითებს იმაზე,რომ უკანასკნელი
„დიდი სელჩუკი სულთანი’’ ,მალიქ შაჰი, უკვე ვეღარ აკონტროლებდა
ცალკეული მომთაბარე თურქული ტომების მოქმედებას;
ხ
· საქართველოს მეფის ხელისუფლება(გიორგი მე-2) ამ
დროს დასავლეთ საქართველოს ფარგლებს ვეღარ სცილდებოდა;(!)
· აღოსავლეთ საქართველო კი თურქებს პრაქტიკულად
საძოვრებად და სანადირო ადგილებად ჰქონდათ გადაქცეული;
მონღოლების
გავლენა
·
მონღოლებმა დაიწყეს
აღმოსავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული რეორგანიზაცია;
· ქვეყანა დაიყო 8 სამხედრო
რეგიონად,ანუ დუმნად,რომელთა სათავეშიც
ქართველი კოლაბორაციონისტი
ფეოდალები დააყენეს;
· დუმნებად ქვეყნის დაყოფა დიდხანს არ
შენარჩუნებულა;
· ეს ახლად
შემოღებული მმართველობის სისტემა ადგილობრივ სამხედრო ხელისუფალთა (ერისმთავართა) ბატონობას ამყარება,რაც მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა
ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს;
· მეფის არყოფნა ქვეყანაში(დავით
ნარინი და დავით ულუ) და დუმნებად დაყოფა მიუღებელი იყო ქართველებისათვის;
· მონღოლებმა თითოელ მთავართან ცალკე
ურთიერთობა დაამყარეს;ამ ვითარებაში საერთო საქვეყნო ინტერესს აღარავინ
გამოხატავდა;(!)
ხ
მონღოლთა
გადასახადები მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას;
· გასახადის
აკრეფის პროცესი დარბევას წააგავდა;
· მონღოლი
მოხელეები, ბასკაკები,ერთი
და იგივე გადასახადს რამდენჯერმე კრეფდნენ(!)(არ იყო გადასახადის აკრეფის
ვადები დადგენილი)
· ნაწილობრივ
ამით აიხსნება გაუთავებელი აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ
ხ
· მონღოლები
ირანში ატარებდნენ გლეხის მიწაზე მიმაგრების პოლიტიკას;
გაქცეულებს ძალით აბრუნებდნენ;
· ამ წესების
დანერგვას არაერთი აჯანყება მოჰყვა საქართველოს მთიან ნაწილში;
ხ
· ფეოდალები მიწას
ყიდდენ,რათა ნაკლები გადასახადი
ეხადათ მონღოლებისათვის;
· მიწის ფასი
მკვეთრად დაეცა;
· ქვეყანაში
შემცირდა ფულის მასა; ხარკის სახით ქვეყნიდან დიდძალი რაოდენობის ფული გადიოდა
· სამეფო ხაზინაც
ცარიელდებოდა;
· მონღოლებმა არ
დაბეგრეს საეკლესიო მიწები .ამის გამო,ქართული სამეფო კარი ამ მიწების უკან
დაბრუნებას და ერთგული ფეოდალებისთვის გადაცემას ცდილობდა;ეს კი იწვევდა მეფის და ეკლესიის დაპირისპირებას;
· მონღოლთა
ბატონობის პერიოდში განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს ქალაქებმა;
ხ
ომი მონღოლთა იმპერიისთვის ყველაზე
შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა;
· მონღოლები საკუთარ ლაშქარში ძალით რთავდნენ დაპყრობილი ქვეყნების შრომისუნარიან მოსახლეობას ,ისინი უკან აღარ
ბრუნდებოდნენ;
· ქვეყნები შრომისუნარიანი
მოსახლეობისგან იცლებოდა;
· ეკონომიკა კნინდებოდა;კულტურა
ქვეითდებოდა;
· საქართველო მონღოლებმა
აიძულეს ცოცხალი ძალით დახმარებოდა მათ მრავალრიცხოვან ომებში;
· ასე იყო 1249 წელს ირანში დაწყებულ შვიდწლიან
ომში(ეს ომი
ჰულაგუიანთა(ილხანთა) მონღოლური სახელმწიფოს შექმნით დასრულდა და საქართველო მას
დაექვემდებარა;
· ასე იყო ბაღდადის წინააღმდეგ ომში;
· ასე იყო ეგვიპტის წინააღმდეგ ომებში;
· ასე იყო ოქროს ურდოს წინააღმდეგ ომებში;
· ამ ომებში ბევრი
ქართველი დაიღუპა;(მაშინაც სხვის ომებში
იღუპებოდნენ)
ხ
ოქროს
ურდოს თავდასხმების თავიდან ასაცილებლად ჰულაგუ ყაენმა გადაწყვიტა საფორტიფიკაციო
ნაგებობებით გაემაგრებინა მდინარე ჩაღან-უსუნის სანაპირო ზოლი
შირვანში(აზერბაიჯანის ტერიტორიაა დღეს ),სადაც მუდმივად იდგებოდა
ჯარი;
· ამ
გამაგრებულ ხაზს მონღოლურად სიბა ეწოდებოდა
· ქართველები ვალდებულები
იყვნენ შემოდგომიდან ზაფხულის დასაწყისამდე აქ ემსახურათ;(!)
ხ
· აღმოსავლეთ საქართველო გახდა ოქროს ურდოსა და
ილხანთა სახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზი;(ბრძოლის ველი)
· ოქროს ურდოს მთავარსარდლის,ბერქე ყაენის(!) შემოსევამ,მიუხედავად იმისა,რომ თბილისი არ აუღია,გამოუსწორებელი
ზარალი მოუტანა ქვეყანას;
· გაპარტახდა მტკვის ხეობა,ივრისა და ალაზნის ველები;
· ყურადღება: ოქროს ურდოსგან დევნილი ოსები,ილხანთა ხელშეწყობით ამ დროს იწყებენ საქართველოს ტერიტორიაზე
დამკვიდრებას;(!)
ხ
სამცხის მმართველს სარგის ჯაყელს ურთიერთობა გაუფუჭდა დავით ულუსთან;
· სარგის ჯაყელი უშუალოდ დამორჩილდა
ყაენს და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა
მეფისგან;სამცხე ჩამოშორდა საქართველოს;
· ამ პერიოდში საქართველო
უკვე ისედაც გაყოფილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად;
· მე-13
საუკუნისათვის კი აღმოსავლეთ საქართველოში ერთბაშად 3 მეფე იყო;
· მთავრები მონღოლთა პოლიტიკის შედეგად,საკუთარი
პროვინციების პრაქტიკულად დამოუკიდებელ გამგებლებად იქცნენ;
· სამეფო დინასტიის მონათესავე
მთავრები მეფეებასაც კი უწოდებდნენ საკუთარ თავს;
თემურ ლენგის შემოსევების გავლენა
·
მე-14
საუკუნის 80-იან წლებში ქვეყანა ვერ შეხვდა სათანადოდ მომზადებული ახალ განსაცდელს;
·
ამ
პერიოდიდან იწყება თემურ
ლენგის ლაშქრობები საქართველოში;(!)
·
თემურ
ლენგის ლაშქრობები მანამდე განხორციელებულთა შორის ყველაზე
დამანგრეველი იყო ქვეყნისათვის;(!)
· ერთ-ერთი მისი მიზანი იყო
საქართველოს მოსახლეობის გამუსლიმება;
· წინააღმდეგობის გამო,ის უმოწყალოდ
ხოცავდა ქრისტიანებს,ანგრევდა ეკლესია მონასტრებს და ,ამასთან ერთად ჩეხდა ბაღ
-ვენახებს გადარჩენილი
მოსახლეობისთვის არსებობის წყაროს მოსასპობად;
· სწორედ ამ პერიოდიდან
ჩნდება ქართულ ენაში ტერმინები:
ნაქალაქარი,ნასოფლარი,ნასახლარი,ნაფუძარი,ნავენახარი;
· უკანასკნელი,მე-8
ლაშქრობისას,დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და,სპარსი ისტორიკოსის
ცნობით“დაახლოებით 700 დაბა,ყანა და მონასტერი დაანგრია და გაძარცვა“.
· 1386-1403 წლამდე
საქართველოს მხოლოდ რამოდენიმე წელი ჰქონდა მშვიდად ამოსუნთქვის
საშუალება;
ოსმალების გავლენა
·
ოსმალეთის
სახელმწიფოს შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენდა ომში
მოპოვებული ნადავლი და
დამორჩილებული ქვეყნებიდან მიღებული ხარკი.ამის გამო ოსმალეთი პერმანენტული(მუდმივი) ომის
მდგომარეობაში იყო ახალი ტერიტორიების დასამორჩილებლად.საქართველო ამ
პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.
· თურქების ინტერესს საქართველოსადმი
განაპირობებდა ის ფაქტიც,რომ მათ სურდათ ქვეყნის პლაცდარმად
გამოყენება აღმოსავლეთით განსახორციელებელი დაპყრობებისათვის(!)
მთელი
მე-17 საუკუნე დასავლეთ საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა;
· საუკუნის დასაწყისში გურიის
და სამეგრელოს დამორჩილების მიზნით ოსმალეთმა ზღვის სანაპიროს ბლოკადა მოაწყო;
· შეწყდა მარილი(ყირიმიდან შემოდიოდა)
და რკინის შემოტანა;
· გურიის და სამეგრელოს სამთავროები და
იმერეთის სამეფო,იძულებულნი იყვნენ, ოსმალეთის მოხარკეები და ვასალები გამხდარიყვნენ;(!)
· მიუხედავად ამისა, ეს
სამეფო-სამთავროები დაუსრულებელ ბრძოლებს აწარმოებდნენ ერთმანეთთან;(!)
· ოსმალების
დომინირებას ერთვოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თავდასხმებიც.(!)
· იმერეთის მეფე ბაგრატი იძულებული
გახდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი
ბიჭვინთიდან(აფხაზეთშია) გელათში(ქუთაისთანაა) გადაეტანა;
·
რც
შეხება სამცხე-საათაბაგოს,ის ოსმალეთის
ნაწილად იქცა.(მოხდა მისი ანექსია)
· აქ დაინერგა მიწისმფლობელებისა და
მიწათსარგებლობის ოსმალური წესები;
· ამ ქართულ ისტორიულ პეროვინციაში
შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის ჩილდირის საფაშო;
· ოსმალური მიწათმფლობელობის წესი
ითვალისწინებდა სამხედრო ვალდებულებას;
· სამხედრო და მიწისმფლობელი მხოლოდ
მულიმი შეიძლებოდა ყოფილიყო;
· სამცხის ფეოდალები გამუსლიმდნენ;
· გამუსლიმებულ ფეოდალებს მიჰყვა
გლეხობაც;
· ოსმალები დევნიდნენ ქართულ
ეკლესიასაც;ჩამორთმეულ საეკლესიო მიწებს გამუსლიმებულ ფეოდალებს
აძლევდნენ,ხოლო ეკლესიებს მეჩეთებად აქცევდნენ;
· ოსმალები სამცხეში სხვა
ხალხებს ასახლებდნენ;
ხ
სეფიანთა ირანის
გავლენა
სეფიანთა ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში
გაბატონება სტრატეგიული
მნიშვნელობის საკითხი იყო აღმოსავლეთით ოსმალეთის ექსპანსიის
შეკავებისთვის;
· ოსმალეთთან ომის შეწყვეტის ფასად (1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავი )ირანმა
დაკარგა არამხოლოდ მოხარკე ქვეყნები არამედ წინა აზიაზე და სამხრეთ კავკასიაზე
გამავალი სავაჭრო გზებიდან საბაჟო შემოსაცლები;
· 1590-დან 1604-05
წლამდე ,საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო ოსმალეთის ხელში იყო;(!)
· ქართლის მთავარ ციხეებში
-თბილისში,გორში,დმანისში,ლორეში-ოსმალთა გარნიზონები იდგა;
ხ
საბოლოო ჯამში,შაჰ აბასმა მიაღწია თავის მიზანს.ოსმალეთი იძულებული
გახდა დათანხმებულიყო 1555 წლის ხელშეკრულების განახლებას მცირეოდენი შესწორებით,სამცხე საათაბაგო მთლიანად ოსმალეთის გავლენის
სფეროში შევიდა.
· შაჰ აბასმა გააგრძელა მისი
წინამორბედი სეფიანი შაჰების პოლიტიკა ქართლისა და კახეთის სამეფოების მიმართ და
დაიწყო პირობების შექმნა აღმოსავლეთ საქართველოს ირანთან მიერთებისათვის;(ანექსიისათვის)
· განსაკუთრებით მძიმე გამოდგა შაჰ
აბასის ლაშქრობები კახეთისათვის.
ხ
· შაჰ აბასის შემოსევების შედეგად
კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდა.
· შაჰმა ირანში გადაასახლა
დატყვევებული კახელები;
· ქართველი ტყვეები შაჰ აბასმა დაასახლა
ირანიის პროვინციებში ხორასანში,მაზანდარანში, ფერეიდანში;
· დღემდე მხოლოდ ფერეიდნელებმა
შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები;
· ქართველი მონები ირანის თითქმის
ყველა მდიდარ ოჯახში იყო;
ხ
· შაჰ აბასის შემოსევების შედეგად კახეთის
თითქმის ყველა ქალაქი განადგურდა.სრულ განადგურებას მხოლოდ თელავი გადაურჩა.
· სოფლად მოსახლების შემცირებამ
განაშენიანებული ადგილების გაველურება გამოიწვია.ისტორიულ წყაროებში ხაზგასმულია
ტყის მომეტებული ხილიანობა,ტყეებში ვაზების სიხშირე,რაც მოსახლეობიდან სოფლების
დაცლის მაჩვენებელი იყო.(ბაღები და ვენახები ისევ ტყედ იქცა)
ხ
საქართველოდა ირანში იძულებით
გადასახლებულთა დიდი ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევდა;
· ამასთან, მე-16 საუკუნის მიწურულიდან
გადასახლებულიქართველები თანდათანობით
მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ სპარსეთის არმიასა და სამოქალაქო ადმინისტრაციაში.
· ქართული ელემენტი განსაკუთრებით
დაწინაურდა შაჰ აბას 1-ის ეპოქაში.
· გამუსლიმებული ქართველი ჭაბუკები
სათანადო მომზადების შემდეგ არმიაში ან სამეფო კარის ადმინისტრაციაში იწყებდნენ მოღვაწეობას.;
ხ
შაჰ აბასის სამეფო კარზე წარმატებული
კარიერის თვალსაზრისით,მართლაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ალავერდი ხან
უნდილაძეს.
· ის იყო პირველი ყლარაღასი , ფარსის
პროვინციის მმართველი და 1598 წელს დაინიშნა სრულიად ირანის შეიარაღებული ძალების
მთავარსარდალად.იყო ირანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.
· ალავერდი ხანი და მისი შვილები
ფლობდნენ ბაზრებს,ფუნდუკებს,ქარვასლებს.აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო
ვაჭრობაში,რადგან დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო
გზები იმდროს ისპაჰანსა და ფარსის პროვინციის ქალაქებზე გადიოდა.
· ისინი ეწეოდნენ აქტიურ სამშენებლო
მოღვაწეობასაც.ცენტრალურ და სამხრეთ ირანში აგებდნენ კაშხალებს,არხებს,ხიდებს,ქარვასლებს,
მედრესეებს.
· ალავერდი
ხანის მიერ ისფაჰანში აგებული ხიდი დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ
ბრწყინვალე ნიმუშად.(ნახე იუთუბზე)
· ალავერდი ხანის ქართველი მეუღლის
სახსრებით გაიყვანეს გზები და გადასასვლელები ცენტრალური ირანის მთიანეთის
უღელტეხილებზე.
· ალავერდი ხანის ვაჟის იმამყული ხანის
ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა გრანდიოზული საირიგაციო ნაგებობების მშენებლობა
ისფაჰანის მახლობლად.
· იმამყული ხანი და მისი ძმა, დაუთ
ხანი აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
ხ
· შაჰ აბასმა თბილისიდან გადაასახლა ვაჭრები
ირანში და ისფაჰანის ერთ-ერთ გარეუბანში დაასახლა.
· ქართული სამეფო საგვარეულოს
წარმომადგენლები და დიდებულები ინიშნებოდნენ სეფიანთა სახელმწიფოს უმაღლეს
ადმინისტრაციულ თანამდებობებზე.
· ბაგრატიონთა სამეფო სახლის მუსლიმი
წარმომადგენლები ას წელზე
მეტხანს(1618-1722) ასრულებდნენ სეფიანთა სატახტო ქალაქის,ისფაჰანის
გამგებლის(ტარუღას) მოვალეობას.
· ქართველები ჩართულნი იყვნენ სეფიანთა
სახელმწიფოს კულტურულ ცხოვრებაშიც.ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ქართული
წარმომავლობის მხატვრის სიაოშ ბეგის მოღვაწეობა.
ხ
1632 წლიდან სპარსეთსა და ქართლს
შორის ურთიერთობის ახალი ფორმა დამყარდა.
· ამ წლიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი
ხნის მანძილძე ქართლი იმართებოდა მუსლიმი ბაგრატიონების მიერ,რომელთაც შაჰი
ნიშნავდა და რომლებიც ატარებდნენ „ვალის“,შაჰის წარმომადგენლის ტიტულს .
· მათგან პირველი ვალი იყო როსტომი
(1633-1658),იგივე ხოსრო მირზა,სპარსეთში დაბადებული და გაზრდილი ბაგრატიონი,რომელიც ირანში
დიდი გავლენით სარგებლობდა;
· ქართულმა არისტოკრატიამ თანდათანობით
გააცნობიერა სპარსეთთან კარგი დამოკიდებულების
აუცილებლობა და სარგებელი;(!)
· ირანთან კომპრომისული პოლიტიკა
შემდეგი სახისა იყო:
ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ
სოციალურ-ეკონომიკურ წყობას;
ტახტი ბაგრატიონთა ხელში
რჩებოდა მაჰმადიანობის მიღების პირობით;(!)
„გურჯისტანის ვალის“ ხარკი და
საჩუქრები უნდა ეგზავნა შაჰისთვის;
შენიშვნა: „ვალი“ სეფიანთა
სახელმწიფოში პროვინციებში ყველაზე
მაღალი მემკვიდრეობითი
თანამდებობა იყო;
· როსტომის პოლიტიკამ ქართლს ფართო
ავტონომია მოუტანა (!)
ხ
XVI-XVII საუკუნეებში დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში და, კერძოდ, თბილისში ირანული, თურქული, ინდური და ევროპული საქონელი, მაგრამ თბილისს გაცხოველებული იმპორტი მაინც ირანთან ჰქონდა.
· სეფიანთა ირანიდან შემოდიოდა ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილები: დარაია, ხარა, ზარბაქი (ოქროქსოვილი ფარჩა), დარაიბავთი, ბიბა _ ოქრომკედით ნაქსოვი ფარჩა _ იგივე სტავრა, შალის ქსოვილები, ტყავი, თავრიზული შეკერილი სამოსელი, ჩითი, ხოის საბნის პირი, შეიდიში, თავრიზული ხავერდი, მოვი ქაშანისა და შემახიისა, ძვირფასი ქვები: მარგალიტი _ ირანიდან, ზურმუხტი _ ეგვიპტიდან, ფირუზი, ლალი და სხვ. აგრეთვე, ქაშანის ზანდუკი, ისპაანის წინდა, საპონი, ქაშანური ჭურჭელი, მინის ჭურჭელი _ შირაზული და სხვა.
· ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, ქართულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში სწორედ ამ დროს შემოიჭრა ირანული გავლენა. უპირველეს ყოვლისა, იგი თავს იჩენს სწორედ ქალაქებში, განსაკუთრებით, თბილისში, რადგანაც ამ უცხო გავლენას ყველაზე მეტად და ყველაზე ადრე ითვისებენ და ექვემდებარებიან მეფის კარი და არისტოკრატია:
მათი სასახლეები და საცხოვრებლები “სპარსთა რიგისაა”; შეძლებისდაგვარად ცდილობენ მიბაძონ ირანულ სასახლეებს, არა მარტო მათ ხუროთმოძღვრებას, არამედ მთელ შიდა გამართულობასაც;
ასევე, აღმოსავლურ-ირანული “რიგისაა” ამდროინდელი საბაზრო შენობები, ქარვასლები და აბანოები.
საეკლესიო არქიტექტურა უფრო მეტად “შეუღწევი” იყო ირანული გავლენისათვის: ქართული ეკლესიების, მათ შორის, თბილისური ეკლესიების, მთელი აღნაგობა უცვლელად ტრადიციულია (თუ არ ჩავთვლით ბუნებრივ, გარდუვალ ევოლუციის მიერ გამოწვეულ ზოგ კერძო ცვლილებას). მხოლოდ გარეგნულ მორთულობაში იჩენს თავს (მით უფრო კახეთში(გრემი,ბატონის ციხე), აქ-იქ თბილისშიც) ირანული ელემენტები: ისრული თაღები, “სტალაქტიტები”, აგურის ხალიჩისებრი წყობა (აგურის ფართოდ გავრცელება ამ დროის დამახასიათებელია);
სასახლეთა, აბანოებისა და ქარვასლების ინტერიერებში უხვად იყენებენ მოჭიქულ ფერად აგურს, მინასა და სარკეებს, აღმოსავლურ ხალიჩებს და სხვ. (ისიც აღსანიშნავია, რომ გლეხური საცხოვრებლები და, მით უფრო, მთა-საქართველო ამ უცხო გავლენის გარეშე რჩება)
· საბუთები და იმდროინდელ ავტორთა ნაწერები მოწმობს, რომ გვიანი შუა საუკუნეების თბილისში “მცხოვრებთ აქვთ სახლები _ ზოგთა სპარსთა რიგისა, ზოგთა ქართული”. ჩანს ისიც, რომ უმეტესად ეს ბანიანი სახლებია განლაგებული მთის კალთებზე, ისე, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოთ მდებარე სახლისთვის ეზოსავით არის. სახლები, ცხადია, განსხვავდებოდა პატრონთა შეძლების მიხედვით _ იყო ქოხმახებიც, მაგრამ იყო რამდენიმე სათავსიანი, მათ შორის, სამეურნეო დანიშნულების სახლებიც.
· აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში როსტომ მეფის (როსტომ ხანის)მიერ ჩატარებული ყოველი ღონისძიება ირანის შაჰის მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა(!).(როგორც პუტინი
აკონტროლებს კადიროვს ჩეჩნეთში) ამ მიზნით, შაჰის ხელისუფლებამ ქართლის სამეფო კარზე წმინდა ყიზილბაშური თანამდებობანიც შემოიღო: ვეზირი (მრჩეველი), მუსტოუფი (მთავარი აღმწერელი, ფინანსების მოხელე) და მუნში (მწერალი). სამივე ეს თანამდებობა ქართლის სამეფო კარზე სამეთვალყურო აპარატს ქმნიდა აქაურ მმართველობაზე.
· სუფრაზე ქალებისა და მამაკაცების განცალკევების ჩვევას შარდენი საქართველოში სპარსეთის გავლენას მიაწერდა: “მას აქეთ, რაც ქართველები სპარსეთს დამორჩილდნენ, აქაურ ქალებს მამაკაცებთან ყოფნა ეკრძალებათ. ქალების თავისუფლება აქ თანდათანობით იკვეცება და ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები იძულებულნი არიან მისდიონ წესს და განცალკევებით მოიყარონ თავი”
· ცნობილია რომ როსტომ ხანმა სპარსეთიდან დიდი რაოდენობით ჩამოიყვანა იქ მყოფი გამაჰმადიანებული ქართველები. როგორც აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: “ამ გზით სპარსულ-ყიზილბაშური წესები, ზნე-ჩვეულებები ფართოდ იკიდებდნენ ფეხს ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში. სპარსულ-თურქული ენები ქართველ ფეოდალთა სამეჯლისოდ სასაუბრო ენებად იქცნენ, მმართველობაში ფეხი მოიკიდეს სპარსულ-ყიზილბაშურმა ინსტიტუტებმა. სპარსულ-თურქული საერო პოეზია უცილობლად გაბატონდა ქართველ ფეოდალთა წრეებში. ქართული წიგნის სამკაული სპარსული მხატვრობა შეიქმნა… სპარსულ-თურქულმა სამოსელმა ქართული ფეოდალური სამოსელი შეცვალა”.
· ასე, თანდათანობით ქართლში გზას იკაფავდა სპარსული გავლენა. როგორც აღნიშნულია ქართლის ცხოვრებაში:
“ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუილი, ხორცი განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანი, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ
საქმეთაგან მოქმედთაგან კიდე არავის სცემდნენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღვდელ-მთავარნიცა და ჰყოფდნენ უჯეროთა”
(ზუსტად ისე ,როგორც დღესაა ,ოღონდ ირანი ჩაანაცვლა დასავლეთმა )
· ამიტომაც იყო, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების ვაჭრები(სომხები) მუდამ ირანული ორიენტაციისა იყვნენ, მიუხედავად იმისა, მისაღები იყო მათთვის თუ არა პოლიტიკური ძალაუფლება(შენიშვნა: დღევანდელი ბიზნესმენებიც არაქართული ორიენტაციის არიან,ვაჭართა პატრიოტიზმი არ არსებობს).
XVIII საუკუნის 60-იან წლებში პეისონელი საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ “თბილისი მართლაც წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელ ადგილს სპარსეთთან ვაჭრობის დასამყარებლად”. ხოლო ამავე პერიოდის გერმანელი ავტორის, ფონ ზასის დაკვირვებით აღმოსავლეთ საქართველოს “ვაჭრობა უპირატესად სპარსეთთან იყო გაჩაღებული. იქიდან შემოჰქონდათ აბრეშუმის ქსოვილი, ძვირფასი ქვები, მარგალიტი, ბამბა, შაქარი, ყავა და ყველანაირი სახის სხვა წვრილმანი”
· სპარსეთის გავლენად მიაჩნდა ივ. ჯავახიშვილს, რომ “ავეჯეულობის ისტორია ყველაზე უფრო ღარიბია XVII-XVIII სს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპარსეთის გავლენა იყო”. ამავე საუკუნეების უცხოელი მოგზაურები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ საქართველოში ხმარებაში არაა მაგიდა და სკამები. შარდენის მოგზაურობის წიგნში ჩართული სურათის მიხედვითაც, სადაც მოცემულია ნადიმი თბილისში ვახტანგ V-ის(შაჰნავაზის) კარზე, სტუმრები ფეხმორთხმულები სხედან.
· გენერალ ტოტლებენის ადიუტანტი ფრანგი გრაფი დე გრაი დე ფუა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, საინტერესო ცნობებს გვაწვდის ირანული წეს-ჩვეულების გავლენაზე ქართულ ყოფაში. როდესაც ერეკლესთან აუდენციაზე მივიდნენ გრაფი აღნიშნავს, რომ “მეფემ მეც
შემომთავაზა
დაჯდომა,
მაგრამ
რადგანაც
ყველანი
ფეხმორთხმული
ისხდნენ
ხალიჩაზე
და
ჩემთვის
კი
ასე
დაჯდომა
შეუძლებელი
იყო,
ვუპასუხე,
რომ
იმ
თაყვანისცემის
გამო,
რომელსაც
განვიცდი
მისი
უდიდებულესობის
მიმართ,
არ
ძალმიძს
დავჯდე
მის
წინაშე.
მან
კვლავ
შემომთავაზა
და
განმიცხადა,
რომ
არ
მომისმენს,
ვიდრე
არ
დავჯდები.
იძულებული
გავხდი
გამემხილა
მისთვის
ნამდვილი
მიზეზი
_ ის,
რომ
ევროპული
სამოსი
მოუხერხებელი იყო
ამგვარად
დასაჯდომად.
რადგან
სასახლეში
არც
ერთი
სკამი
არ
იყო,
მომიტანეს
სკივრი,
რომელზედაც
იმგვარად
ვიჯექი,
რომ
ყველა
დანარჩენი
ჩემზე
დაბალი
იყო”
გერმანელი ნატურალისტ-ენტომოლოგი ბ. იეგერი, რომელიც 1825 წელს საქართველოში იმყოფებოდა აღნიშნავს, რომ სოფელ შილდაში ყოფნის დროს მასპინძლებმა სტუმრებისათვის მაგიდა ევროპულ სტილში გაშალეს _ სუფრით, დანებით, ჩანგლებით, კოვზებით და ა. შ. ხოლო თვითონ
და
სხვა
სტუმრები
ფეხმორთხმით
დასხდნენო.
როგორც
ვხედავთ,
ირანული
გავლენის
კვალი
კახეთში
XIX საუკუნის 20-იან
წლებშიც
იყო შემორჩენილი.
ხ
მე-17 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს
რთული ვითარება იყო კახეთში,რომელიც მეზობელი სახანოებიდან იმართებოდა;
· გრძელდებოდა დაცარიელებულ კახეთში
თურქმანების ჩამოსახლება;
· მომთაბარე თურქმანები ძირითადად
მეცხოველობას მისდევდნენ და ვრცელი
საძოვრები სჭირდებოდათ;
· კახეთის კულტურულ მეურნეობას
გადაშენების საფრთხე დაემუქრა;
· კახეთის მთიანეთის მოსახლება(თუშები,ფშავები,ხევსურები),რომელიც ბარის პურითა
დაღვინით,ბარის საზამთრო საძოვრებით ირჩენდა თავს საფრთხის წინაშე დადგა.(!)
· საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა
კახელებმა 1659 წელს დიდი აჯანყება მოაწყვეს;
· მთიელებმა და ბარელებმა აიღეს ბახტრიონის ციხე და კახეთიდან განდევნეს თურქმანები
· მიუხედავად საბოლოო
მარცხისა,აჯანყებამ ხელია ააღებინა სეფიანებს კახეთის სრული „გათათრების“
პოლიტიკაზე
· აჯანყების მეთაურები,შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები
და ბიძინა ჩოლოყაშვილი,ყიზილბაშებმა სიკვდილით დასაჯეს;
ხ
„ოსმალობა“ და „ ყიზილბაშობა“ მე-18 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში
· ვახტანგ
მე-6-ის რუსეთში გადასახლების შემდეგ საქართველოს ისტორიაში ძნელბედობის
ხანა იწყება;
· 1724 წ
რუსეთსა(პეტრე 1) და ოსმალეთს შორის დაიდო ე.წ.“განაწილების
ხელშეკრულება’’,რომლითაც მათ კავკასია გაიყვეს(ეს უპირველესად შეეხო ირანის გავლენის ქვეშ მყოფ
ტერიტორიებს )
· ამ
ხელშეკრულებით,დასავლეთ
საქართველოსთან ერთად,აღმოსავლეთ საქართველოც ოსმალეთს ერგო.
· დასუსტებულ
ირანს არ შესწევდა ოსმალეთისათვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა;
· აღმოსავლეთ
საქართველოში(ქართლში და კახეთში) დაიწყო თურქების
დომინირების პერიოდი-„ოსმალობა“,როდესაც დამპყრობლებმა გადაწყვიტეს საბოლოოდ დაემორჩილებინათ
საქართველო და დაეყოთ ის ოსმალურ პროვინციებად-საფაშოებად;
· ამ მიზნით,
მათ ქვეყანა ექვს პროვინციად დაყვეს და მოსახლეობას მძიმე გადასახადები დააკისრეს;
· ოსმალთა
წაქეზებით ჩრდილოეთიდან დაღესტნელები მუდმივად თავს ესხმოდნენ აღმოსავლეთ
საქართველოს;
· სოფლის
მეურნეობა და საქალაქო ცხოვრება ისევ დაქვეითების გზას დაადგა;
· ოსმალეთის
სულთანმა დაღესტნელებს უბოძა კახეთის დაპყრობილი ქართული სოფლების ნაწილი;
· ახალმა
მბრძანებლებმა, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს გლეხობა,რომელთაც „ინგილოს’’
უწოდებდნენ;ამგვარად შეიქმნა ყოფილ ქართულ მიწაზე ახალი პოლიტიკური
ერთეული,რომელსაც ჭარ-ბელქანი,ანუ ჭარი ეწოდა;
· თურქების
დომინირება აღმოსავლეთ საქართველოზე მალე დასრულდა და ისინი 1735 წლიდან ისევ გაძლიერებულმა ირანელებმა შეცვალეს;(!)
ხ
· თავდაპირველად
სწორედ მათი დახმარებით მიეცათ ქართველებს ოსმალებისგან განთავისუფლების იმედი.
· ქართლში გივი ამილახვრის მეთაურობით ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყებამ
იფეთქა;(!)
· მართალია,გივი
ამილახვარი ოსმალთა მოხელე იყო(რომელსაც ოსმალთაგან საგამგებლოდ ზემო ქართლი
ჰქონდა მიცემული) და მათ მოკავშირედ ითვლებოდა,მაგრამ როდესაც ვითარება
შეიცვალა,მან პირი ირანისკენ იბრუნა;
· ირანიც,რომელსაც
სათავეში ახალი ენერგიული მმართველი
ნადირ შაჰი (!)ედგა,შეეცადა
დაკარგული პოზიციების აღდგენას აღმოსავლეთ საქართველოში;
· დაიწყო „ყიზილბაშობის’’
ხანა.(!)
· მოსახლეობას
კიდევ უფრო მძიმე გადასახადები დააწვა;
· 1741 წელს
ყიზილბაშებმა აღმოსავლეთ საქართველოში აღწერა ჩაატარეს;
· თითოეული
მამაკაცი,10 წლის
ასაკიდან დაწყებული,ვალდებული
გახდა ეხადა ინდივიდუალური გადასახადი
ვერცხლით;(!)
· ამგვარივე
წესით დაწესებული იყო გადასახადები შინაურ საქონელზე,ბაღებზე,წისქვილებზე;
· გარდა
ამისა 40-იანი
წლებში ქართლში მდგარ მოუსავლიანობის ჟამს,როდესაც მოსახლეობა მხოლოდ გამხმარი
ბალახის ფესვებით იკვებებოდა,ნადირ შაჰმა ,ვერცხლის გადასახადის გარდა დიდი
რაოდენობით ხორბალი მოითხოვა;
· ქართლში
გამწევი საქონელი აღარ იყო დარჩენილი;
· შაჰის
ბრძანებით,8 ათასი ხარი ჩამოართვეს მოსახლეობას.
· მოსახლეობა
იძულებული იყო დაეტოვებინა ქალაქები და გახიზნულიყო უფრო უსაფრთხო,მტრისათვის ძნელად მისაწვდომ
ადგილებში;
· ქართლის
მოსახლეობას ირანელთა სასარგებლოდ სამხედრო სამსახურიც დაეკისრა.ლაშქრობაში იგი
საკუთარი ხარჯით უნდა გამოსულიყო და ქართლში მყოფი ირანული ჯარი სურსათით უნდა
მოემარაგებინა;
· ამ
ნიადაგზე ქართლში ამბოხება დაიწყო იმავე გივი ამილახვარის ხელმძღვანელობით.(!)
ხ
რუსიფიკაციის გავლენა
ძლიერი ოსმალური და ირანული გავლენა საქართველოზე
მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა
მე-18 საუკუნის
მიწურულისათვის არც ირანს და არც თურქეთს არ შეეძლოთ კონკურენციის
გაწევა რუსეთისათვის საქართველოში.
· მიუხედავად
იმისა,რომ არცერთი ევროპული იმპერია არ მიესალმებოდა რუსეთის წინსვლას
სამხრეთისაკენ,მათ არ შეეძლოთ ღიად დაპირისპირებოდნენ რუსეთის ჰეგემონისტურ
მისწრაფებებს.სამხრეთ კავკასიაში ირანის,თურქეთის და რუსეთის ინტერესების
გადაკვეთის ცენტრი საქართველო იყო.
· იმ დროს
შექმნილ ვითარებაში რუსეთის პოზიციები საკმაოდ მყარი იყო.
· მისი
საზღვარი უკვე სამხრეთ კავკასიასთან გადიოდა.
· ქართლ-კახეთის
სამეფოს პოლიტიკური კავშირი ჰქონდა დამყარებული რუსეთთან და ფორმალურად მისი პროტექტორატის
ქვეშ იყო.(გიორგიევსკის ტრაქტატი)
· ამ ვითარებაში
ინგლისი და საფრანგეთი ფარულად უშლიდნენ რუსეთის წინსვლასს ხელს და მხარს უჭერდნენ
ირანსა და თურქეთს.(?)
ხ
გიორგი მე-12 1800
წლის მიწურულს გარადაიცვალა,მისი მმართველობის უკანასკნელ პერიოდში,რეალური
ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის(ემისრის),კოვალენსკის და
საქართველოში რუსული ჯარების მხედართმთავრის,ლაზარევის ხელში იყო.
· რუსეთის იმპერატორ პავლე 1-ის
მთავრობა,რომელიც კარგად იყო ინფორმირებული ქართლ-კახეთში შექმნილი სიტუაციის
შესახებ,მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდა სამეფოს გასაუქმებლად და მის რუსეთთან
მისაერთებლად.
· გიორგი მე-12-ის გარდაცვალებამ ეს
შესაძლებლობა შექმნა
.
· რუსეთსა და ქართლ-კახეთის
სამეფოს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით,ტახტზე უნდა ასულიყო
გიორგი მე-12-ის ვაჟი დავითი,მაგრამ რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა აღმოსავლეთ
საქართველო რუსეთის იმპერიის პერიფერიულ პროვინციად ექცია(და ამით საბოლოოდ გადაეყვიტა პრობლემა,რათა
აღმოსავლეთ საქართველო თურქეთის ან ირანის მხარეს არ გადასულიყო(!)).
ხ
რუსული მმართველობის დამყარებას მოჰყვა
ქართლ-კახეთის სახელმწიფო სტრუქტურის შეცვლა;
· რუსიფიკაციის
შედეგად ქართული ენა განიდევნა საჯარო ადმინისტრაციიდან
· სამართლწარმოება
მოსახლეობისათვის გაუგებარ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა;
· ნებისმიერი
დოკუმენტი რუსულ ენაზე უნდა შედგენილიყო;
· რუსული
მმარტველობა თანდათანობით ეროვნული ჩაგვრის იარაღად იქცა,რაც შეეხო უკლებლივ ყველა
სოციალურ ფენას.
· რუსეთიდან
გამოგზავნილი ჩინოვნიკების განუკითხავი მოქმედება მოსახლეობის უკმაყოფილებას
იწვევდა.(წაიკითხე ალექსანდრე ყაზბეგის რომანი „ელგუჯა’’ მიხეილ
ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელი’’)
· ფეოდალთა
დიდი ნაწილიც ასევე უკმაყოფილო იყო რუსული მმართველობით.
· ქართული
თავად-აზნაურობა ორ დაპირისპირებულ ჯგუფად გაიყო;
· პრორუსული ორიენტაციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ,რომ საქართველოს
არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და ემხრობოდნენ რუსეთთან კავშირს,თუმცა
მოითხოვდნენ,რომ საქართველოსტვის მიენიჭებინატ ფართო ავტონომია იმპერიის შიგნით.
· ამ ჯგუფის
შეხედულებით,ავტონომიურ ადმინისტრაციას შეეძლო გაეძლიერებინა რუსეთის დახმარებით
გაერთიანებული საქართველო და მხოლოდ ამის შემდეგ შიძლებოდა დამოუკიდებლობის
აღდგენაზე ფიქრი(გრ.ორბელიანი)
· მეორე, ნაციონალისტური ჯგუფი სხვა მიზნებს ისახავდა.ისინი იბრძოდნენ ქვეყნის
გასათავისუფლებლად და ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის აღსადგენად.ამისათვის ისინი
თურქეთისა და სპარსეთის დახმარებაზე ამყარებდნენ იმედს.
ხ
· ქართველი
ერისათვის უმძიმესი დარტყმა გამოდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის(დამოუკიდებლობის) გაუქმება
რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ 1811 წელს
· 1917 წლამდე ქართული
ეკლესია საეგზარქოსოს სახით რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა.
ხ
· მძიმე
სოციალური პირობების და ეროვნული ჩაგვრის გამო
1804 წელს აჯანყდნენ არაგვის ხეობების მთიელები
1812 წელს დიდი აჯანყება მოხდა კახეთში
ეს აჯანყებები სასტიკად ჩაახშეს
ხ
რუსეთის პოლიტიკა
საქართველოში მე-19 საუკუნის შუა ხანებში
· ცარისტული
რეჟიმის გეგმით საქართველო უნდა გამხდარიყო საყრდენი პუნქტი რუსეთის ექსპანსიისთვის ახლო
აღმოსავლეთში.
· ამ მიზნის
განხორციელებას რუსეთის მთავრობა იმედოვნებდა რეგიონის რუსიფიკაციით.
· ამ
პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი იყო არადგილობრივი მოსახლეობის ჩასახლება
ქვეყანაში;
· მე-19
საუკუნის პირველი მესამედის ომების შედეგად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი
სასაზღვრო ზოლი დაიცალა მოსახლეობისგან
· 1817-19
წლებში ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე დაასახლეს 500 გერმანული ოჯახი;(იხ.
ფაილი გერმანელები საქართველოში)
· 1828-29
წლების ომს საქართველოს სამცხის მუსლიმური მოსახლეობის ნაწილის ოსმალეთში
გადასახლება,ხოლო იქიდან სომხებისა და ბერძბნების ჩამოსახლება მოჰყვა;
· 1837 წლიდან
საქართველოში მკვეთრად იზრდება რუს კოლონისტთა რიცხვი.პენსიაზე გასული სამხედროების გარდა,აქ
სახლდებოდნენ რუსული ეკლესიის მიერ დევნილი სექტების წარმომადგენლები-დუხობორები,მალაკნები
ხ
· 20-30-იან
წლებში მეფის მთავრობამ სამხრეთ კავკასიის მიმართ საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა
ჩამოაყალიბა.
· საქართველო
და სამხრეთ კავკასია უნდა გამხდარიყო რუსული სამრეწველო საქონლის
გასაღების ბაზარი.
· ამიტომ
მიზანმიმართულად არ ხდებოდა ინდუსტრილიზაციის ხელშეწყობა.ნებადართული იყო მხოლოდ სოფლის
მეურნეობის იმ დარგების განვითარება,რომლებიც ნედლეულით ამარაგებდა რუსეთის
მრეწველობას;
· 1840 წელს
მოხდა ტერიტორიის ახალი ადმინისტრაციული დაყოფა;(შეადარე არაბების დაყოფა)
· რეგიონი ორ
ნაწილად გაიყო.საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შედიოდა სომხეთი და აზერბაიჯანის ნაწილი;
· კასპიის
პროვინცია
აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას მოიცავდა;
· რეფორმის
შემდეგ ჩამოყალიბდა რუსული პროვინციების მსგავსი ადმინისტრაციული მოწყობა;
· შენიშვნა: 40-ანი წლების ადმინისტრაციული რეფორმის მიზანი იყო მმართველობიდან
ადგილობრივი ელემენტის გამოდევნა და მისი ჩანაცვლება რუსული ელემენტით(რუსი
მოხელეებით)
ხ
· 1845 წ-ს
კავკასიაში შემოიღეს რუსეთის მეფის ნაცვლის თანამდებობა;
· მეფის
ნაცვალი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა და საქართველოსა და კავკასიის მმართველობაში შეუზღუდავი უფლებებით
სარგებლობდა;
· რუსეთის
მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი 1844 1854 წ.
საქართველოში მოქნილ
პოლიტიკას ატარებდა.(!)(„რბილი
ძალის პოლიტიკა“ ჰქვია დღეს)
· მისი
მმართველობის დროს აღდგა ქართული თეატრი,გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა,დაარსდა
გაზეთი, და ა.შ.
· ქართველი
თავადაზნაურების შვილები,რუსულის ათვისების მიზნით,იგზავნებოდნენ სასწავლებლად
მოსკოვსა და პეტერბურგში
· 30 000
პირს დაუმტკიცდა თავადაზნაურული
წოდება და მიიღო შესაბამისი პრივილეგიები,რაც დიდად უწყობდა ხელს მათი ლოიალობის
გამტკიცებას რუსული სახელმწიფოსადმი;(გაიხსენე დღევანდელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში
რუსეთის)
ხ
რუსიფიკაციის უაყოფითი შედეგები:
„აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთუსლობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდის. აწინა ქვრივ-ობოლ ვინა განიკითხის, ატირდომილ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ - პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ. ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთ-წყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..“,ილია ავჭავაძე „მგზავრის წერილები“
ხ
დადებითი შედეგები,რომლებიც საქართველოს
რუსეთის იმპერიაში შესვლამ მოუტანა:
ა.ქართული მიწების მნიშვნელოვანი
ნაწილის შემოერთება
(რუსეთის მიერ ოსმალეთთან და ირანთან წარმოებული
ომების შედეგად)
ბ.კავშირების აღდგენა და
გამყარება ყოფილ ქართულ სამეფო-სამთავროებ შორის (ანუ საქართველოს გაერთიანება)
გ.საბოლოოდ
მოისპო სამხრეთიდან მუსულმანური საფრთხე.
დ.ქართულ საზოგადოებას მიეცა
რუსულის ევროპულ კულტურას ნაზიარებ წრეებთან მჭიდრო-კავშირის დამყარების საშუალება
ე.დაინერგა განათლების სისტემა
ვ.შეიქმნა პირობები კულტურის
განვითარებისთვის
ზ.რუსეთის გავლით საქართველოს
მიეცა ევროპასთან მჭიდრო კავშირის
დამყარების,ევროპული კულტურისა
თუ პოლიტიკური ნააზრევის გაცნობის და
ათვისების საშუალება.
თ. საქართველოში გაუქმდა
ბატონ-ყმობა
ხ
მარქსიზმის
გავლენა
მე-19
საუკუნის მე-2 ნახევრიდან მუშათა მოძრაობაზე
ევროპაში გავლენა
მოახდინა კარლ
მარქსისა(1818-83) და ფრიდრიხ ენგელსის (1820-95)
მიერ შექმნილმა
ახალმა პოლიტიკურმა იდეოლოგიამ.(!)
· გერმანიასა და
საფრანგეთში მუშათა პოლიტიკური
გაერთიანებები სოციალისტურ პარტიებად გარდაიქმნა
.
· შეიქმნა სოციალისტური მიმარულების პარტიების
საეთაშორისო გაერთიანება ე.წ. 1
ინტერნაციონალი(1864-76 წ.)
· მარქსიზმმა ინგლისში და საფრანგეთში ფეხი ვერ
მოიკიდა.
· მარქსისტული იდეოლოგიის გავლენა
გერმანიაშიც საკმაოდ
ზედაპირული იყო.
ხ
მესამე დასი’’ - საქართველოში
· მასობრივი მოძრაობის
დაწყებამ საქართველოში ხელსაყრელი ნიადაგი მოამზადა მარქსისტული
იდეების გავრცელებისათვის;
· საქართველოში
მარქსიზმის გავრცელება დაკავშირებულია მწერალ ეგნატე ნინოშვილსა და მის
თანაამოაზრეების მოღვაწეობასთან.მათ მიერ დაფუძნებულმა ჯგუფმა“მესამე დასის ‘’ სახელწოდება მიიღო.
შენიშვნა: წაიკითხე მოთხრობები“ „ჩვენი ქვეყნის რაინდი“ და
„გოგია უიშვილი’’
· პირველი
ხანებიდანვე „მესამე დასში’’ ორი ჯგუფი გამოიყო.
· რევოლუციური
ჯგუფის
წარმომადგენლები(მიხა ცხაკაიაია,ლადო კეცხოველი,იოსებ
ჯუღაშვილი(სტალინი) და სხვ.) იატაკქვეშა მოღვაწეობას და ხელისუფლებასთან ტოტალურ
ბრძოლას ანიჭებდნენ უპირატესობას.
· მეორე
ჯგუფი ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მისაღებად მიიჩნევდა საპარლამენტო ბრძოლის მეთოდებს.
· ეს
დაპირისპირება მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიხატა რუსეთის სოციალურ დემოკრატიული
პარტიის(რსდმპ-ს) ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაშლით.
· მე-20 საუკუნის
დასაწყისშიდან საქართველოში მძაფრი პოლიტიკური პოლემიკა დაიწყო( „დასებს’’
-პარტიებს შორის ) ქვეყნის მომავლის შესახებ.
· ძველი თაობა
მხარს ავტონომიის მოთხოვნას უჭერდა.ილია ჭავჭავაძის ინიციატივით იყო ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის შექმნის მცდელობა.ამ პარტიის
მიზანი საქართველოს ავტონომიის მიღწევა უნდა ყოფილიყო.
ხ
·
პირველი მსოფლიო ომის დროს პოპულარული გახდა ერთა თვითგამორკვევის უფლების საკითხი.
·
ქართველმა სოციალ-დემოკრტებმა(მენშევიკებმა) სწორედ ამ პერიოდში
შეიცვალეს პოზიცია და მხარი დაუჭირეს ავტონომიის მოთხოვნას(!)
ხ
·
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის თბილისი
სამხრეთ კავკასიის,როგორც პოლიტიკურ
,ისე კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა
· თბილისის ,როგორც დასავლეთისა და
აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია განსაკუთრებით გამოიკვეთა მე-19
საუკუნეში.
· აღმოსავლეთთან კავშირების
შენარჩუნების მიუხედავად,თბილისში სწრაფად იკიდებდა ფეხს ევროპული ცხოვრების წესი;
· თბილისში ცხოვრობდნენ და
მოღვაწეობდნენ არა მარტო ქართველი,არამედ სომეხი,აზერბაიჯანელი,სპარსელი,ჩრდილოკავკასიელი,რუსი თუ ევროპელი მწერლები,მხატვრები,კულტურის სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლები.
· თბილისში მე-19 საუკუნესა და მე-20
საუკუნის დასაწყისში არაერთმა ევროპელმა იმოგზაურა და აღწერა ქალაქის
განუმეორებელი ხიბლი-აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა.
· თბილისი მე-20 საუკუნის
დასაწყისისთვის საკმაოდ დიდი ქალაქი იყო;
· ქალაქში ვითარდებოდა მრეწველობა.
ხ
·
მე-20
საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში კიდევ უფრო გამძაფრდა ბრძოლა საგანმანათლებლო
დაწესებულებებში რუსიფიკაციის(გარუსების) წინააღმდეგ.
· ქართველი მოღვაწეები
ახრხებდნენ სახელმძღვანელოების
შექმნას ქართულ ენაზე
·
პირველი მსოფლიო ომის წინ უკვე აშკარად გამოიკვეთა,რომ ცარიზმის
რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ საქართველოს განათლების სისტემაში ვერ მიაღწია მიზანს.
·
1918 წლის 26
იანვარს საქართველოს
ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა-გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი(!
ხ
·
20-იანი
წლების ბოლომდე მთელ საბჭოთა კავშირში,მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა ე.წ.
„ნეპი’’ (ანუ „ახალი
ეკონომიკური პოლიტიკა’’)
· ეკონომიკურ ლიბერალიზმთან
ერთად იმ დროს არსებობდა ერთგვარი ლიბერალიზმი ინტელექტუალური
მოღვაწეობი მიმართაც.
· „უპარტიო ინტელიგენციის’’ წარმომადგენლებს,რომლებსაც
განათლება რევოლუციამდე ჰქონდათ მიღებული,“შეეძლოთ
ეწერათ ‘’სხვადასხვა თემაზე,დაედგათ
სპექტაკლები-ყველაფერი ეს იმ
პირობით,რომ მათი
ნაწარმოებები ან სპექტაკლები“ანტი-საბჭოთა’’ არ იქნებოდა;(გაიხსენე მიხ.
ჯავახიშვილის „თეთრი საყელო“)
· 20-იანი წლების ბოლოდან
,განსაკუთრებით 30-იან წლებიდან ვითარება ქვეყანაში შეიცვალა;
· განმტკიცდა კომპარტიის და მისი
ლიდერის,სტალინის,დიქტატურა.
· კომპარტიამ ეროვნულ კულტურაზე მიიტანა
იერიში საქართველოშიც
·
საბჭოთა
ხელისუფლებას ჰქონდა დიდი მცდელობა
უნივერსტეტიდან გაეძევებინა ძველი პროფესურა,მაგრამ მისი მომხრე და მომზადებული
ახალი კადრები არ იყვნენ საკმარისად კომპეტენტური უმაღლესი განათლების
წაძღოლისათვის,ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა ნაწილობრივ მაინც
დაეტოვები ძველი პროფესურა უნივერსიტეტში.
ხ
· 1922 წელს თბილისში გაიხსნა სამხატვრო აკადემია.
· 1924 წელს კონსერვატორიას მიენიჭა სახელმწიფო
სტატუსი(კონსერვატორია
შეიქმნა 1917 წელს)
· საბჭოთა პერიოდში
უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა:
1. პოლიტექნიკური ინსტიტუტი
2. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
3. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი
· გაიხსნა უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლები თბილისსა და სხვა ქალაქებში.
ტოტალიტარიზმის
გავლენა
·
სტალინიზმის
ეპოქა ,1923-1953 წ,უმძიმესი ხანაა ქართული კულტურის ისტორიაში;
· კულტურისა და
მეცნიერების ზოგიერთი ცნობილი მოღვაწე სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
· საბჭოთა
სისტემის მიზანი იყო ხელოვნებისა თუ მეცნიერების ნებისმიერი დარგი ექცია
საკუთარ იდეოლოგიურ იარაღად.
· მხატვრებს,მწერლებს
და კომპოზიტორებს საკუთარ შემოქმედება უნდა წარემართათ პარტიისგან მიღებული
დირექტივების საფუძველზე,“სოციალისტური რეალიზმის“ პრინციპების მიხედვით.
(მაგ. „ლეო
ქიაჩელის“ „ჰაკი აძბა ‘’ - არის
სოციალისტური რეალიზმი ეგნატე
ნინოშვილის „გოგია უიშვილი“ არის
სოციალისტური რეალიზმი „მთვარის მოტაცება
„ არის სოციალისტური რეალიზმი. ნოდარ დუმბაძის რომანები არის „სოციალისტური
რეალიზმი’’ )
· მეცნიერებს
კი ბუნება უნდა ეკვლიათ მარქსიზმის ლენინურ-სტალინური
ვერსიის დირექტივების მიხედვით.
· თავისუფალი
აზრი იდევნებოდა.
· მაგრამ ამ
პირობებშიც ქართველი მოღვაწეები და მეცნიერები ახერხებდნენ ზოგადსაკაცობრიო
მნიშვნელობის ნაწარმოებების შექმნას
ხ
· ქართველ
მწერალთა გაერთიანებები,რომლებიც არ იდგნენ „სოციალისტური რეალიზმის“ სამსახურში
იდევნებოდნენ.
· ასეთი
გაერთიანებები იყო: „აკადემიური ჯგუფი“ , „ცისფერყანწელები’’,
„ფუტურისტები’’ ,“არიფიონელები’’- გაიგე მათზე მეტი,ნახე რომელი მწერლები
შედიოდნენ ამ ჯგუფებში)
· მათ
ალტერნატივად და საჭინააღმდეგოდ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა“საქართველოს
პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია ‘’,რომლის დანიშნულება იყო „კლასობრივი’’
იდეოლოგიის კუთხით ემხილებინა პატრიოტი ქართველი მწერლები
· შენიშვნა:
დღესაც ხდება ნიადაგზე დაპირისპირებები პარტიულ ტელეარხებზე და
სოციალურ ქსელებში ; დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მუდმივად „ამხელენ’’
იდეოლოგიური კუთხით.
· 1928
წელს საქართველოს
მწერალთა კავშირის დადგენილებით,საერთოდ აიკრძალა ცალეული
ლიტერატურული ჯგუფებისა თუ ასოციაციების შექმნა
ხ
· მე-2
მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-ში დაიწყო რეპრესიების მეორე ეტაპი;
· მწერლებს,ხელოვნების
სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს კომუნისტმა იდეოლოგებმა ბრალად დასდეს „ქედის
მოხრაში დასავლეთის წინაშე’’ , „წვრილბურჟუაზიულ ინდივიდუალიზმში’’
,“ფორმალიზმში’’ და ა.შ.
ხრუშჩოვის
„დათბობის“ ხანის გავლენა
·
1953-1972
წლებში პირველი მდივანი იყო ვასილ მჟავანაძე (
გურამ დოჩანაშვილის მარშალ ბეტანკურის პროტოტიპი)
· მჟავანაძის დროს ,საბჭოთა
კავშირში მიმდინარე ერთგვარი ლიბერალიზაციის ფონზე(ე.წ. ხრუშჩოვის
„ოტტეპელი“ ანუ „დათბობა’’),საქართველოში
გაჩნდა ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკა ‘’ და ფართოდ
გაიფურჩქნა კორუფცია.
· მაგრამ
იმავდროულად
ეს იყო ქართული
ლიტერატურის და ხელოვნების აყვავების
ხანა.
ბრეჟნევის უძრაობის ხანის გავლენა
·
1961
წლის პარტიის 22-ე ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით
პარტიის ახალი ხედვა წარადგინა
· სბჭოთა ერების განვითარება კვლავაც
უნდა წარმართულიყო ეთნიკური კულტურების“აყვავების’’ გზით;ეპროცესი უნდა უნდა
განხორციელებულიყო „ერების დაახლოებით’’,რაც დასრულდებოდა ერების შერწყმით
და „ახალი
სბჭოთა ერის ‘’ შექმნით.
· 1964 წლის
ოქტომბერში ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ „ერების შერწყმა’’-ზე აღარ საუბრობდნენ,საუბარი იყო მხოლოდ „ერების
დაახლოებაზე’’.
·
ქართული კულტურა ამ პერიოდში ვითარდებოდა და ხელი ეწყობოდა(!);
გლობალიზაციის ხანის
გავლენა
გლობალიზაციის ეპოქაში ზოგიერთი მცირე ქვეყნის
კულტურა
იზღუდება,იჩრდილება ,განგებ იჩქმალება, ცვლილებებს ან
ასიმილაციას განიცდის.(!)
ხ
კულტურული გლობალიზაცია განასაკუთრებულად და ყველაზე მეტად
იგრძნობა განვითარებად ქვეყნებში;
ის აქ ადგილობრივი
კულტურისთვის სრულიად უცხო და ახალ ელემენტებსა და ღირებულებებს ამკვიდრებს;(!)
ხ
·
გლობალიზაციას და
კულტურულ იმპერიალიზმს პირველ რიგში მასობრივი კომუნიკაციების
საშუალებები,მედია და ინტერნეტი უწყობს ხელს;
· სწორედ ისინი ახდენენ ამერიკული,რუსული,ჩინური თუ სხვა
რომელიმე დომინანტი კულტურის პოპულარიზაციას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას;
· მასობრივი კომუნიკაციების
საშუალებების გავრცელების,ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ მატულობს
გლობალიზაციის პროცესიც;
· გლობალიზაციის პროცესის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა და ბიძგის
მიმცემი ინტერნეტია;
· მომხმარებელი ინტერნეტის საშუალებით
მყისიერად ამყარებს კავშირს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან;
· ინტერნეტს იყენებენ გართობის და
დასვენების საშუალებად;იღებენ ინფორმაციას;ატარებენ საბანკო ოპერაციებს თუ სავაჭრო
პროცესებს;იყენებენ როგორც ცოდნის მიღების საშუალებას.ინტერნეტით ეცნობიან დასავლურ თუ ნებისმიერი სხვა ქცეყნის კულტურას;იღებენ
მას და ხშირად მისაბაძადაც იხდიან (!);
ხ
მძლავრი
კულტურული ფენომენები(!) : მუსიკა;კინო;ხელოვნება;სპორტი; ტანსაცმელი
დღეისათვის გლობალური ბაზრის პროდუქტებია;
· მათი კომერციალიზაცია(!) იწვევს მათი კულტურული ღირებულების
გაუფასურებას(!),რაც ნეგატიური პროცესია;
· ჩნდება ბევრი
ქვეყნის ამა თუ იმ კულტურული მახასიათებლის დაკარგვის საშიშროება მხოლოდ
იიტომ,რომ მას არ მიიღებს გლობალური,კომერციული ბაზარი;(ანუ „არ გაიყიდება „ და რატომ ჩავდოთ ამ დარგში
ფული ? მაგ. ქართულ კინოში)
ხ
ამჟამად ინგლისური
ენის გლობალიზაციაც მიმდინარეობს;
ინგლისური როგორც საერთაშორისო
ენა,უკანასკნელ წლებსი ფართო
გავრცელდა და მისი დიდი ზეგავლენა საქართველოშიც
იგრძნობა;(ინგლისურმა რუსულზე უარესად
შეავიწროვა ქართული ენა)
ხ
დღეს კულტურულ შოკს ადამიანები განიცდიან საკუთარ ქვეყანაშიც კი ,როდესაც
ინტენსიური„კულტურული დიფუზიის’’ შედეგად წარმოიშობა კონფრონტაცია ძველ,ტრადიციულ
და ახალ ფასეულობებს,ნორმებს,ყოფაქცევის წესებს შორის.
გაიხსენეთ შარვალ ჩახდილი ადგილობრივი პოლიტიკოსები , ადგილობრივი გეი-პრაიდები,სტუმარ-მასპინძლობის
კომერციალიზაცია, ქართული კულტურეის გმობა
ტელევიზიით და ინტერნეტით ,
სასწავლებლებში ა.შ. ესენი სულ“კულტურული
დიფუზიის“ შედეგებია;
· გარედან გვიმტკიცებენ
„კულტურული შოკი“ ,რომელსაც ამჟამად საქართველოში განვიცდით თქვენს ეროვნულ კულტურაში დადებით როლს
თამაშობსო;
· ეს „კულტურული
შოკი ‘’ ხელს უწყობს ევროპულ და ქართულ კულტურათა ურთიერთქმედებასა
და ურთიერთგამდიდრებასო(!!!!)
· „კულტურული შოკი“ ხელს უწყობს
ევროპულ კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას
თქვენს ტრადიციულ კულტურაშიო და ამ თქვენი ტრადიციული კულტურის ღიაობის ზრდასო;
ხ
სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედება(!) ურთიერთობის და კავშირის
სახეა,რომელიც სულ მცირე,ორ კულტურას შორის ყალიბდება და ამ ურთიერთობათა შედეგად
წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ ცვლილებებს მოიცავს;(!)
კულტურათა ურთიერთქმედება ხანგრძლივი
პროცესია(!);(არანაკლებ რამდენიმე ათეული წელი)
გასულია
32-33 წელი რაც საქართველო რუსულ კულტურას ჩამოაშორეს ,რომელთანაც ბოლო 190 წელი ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა ;
გლობალური(ფაქტიურად კი დასავლური) მასკულტურა ,რომელთანაც
ამჟამად ქართულ კულტურას აქვს
ურთიერთობა, რუსულის არ იყოს , ძალიან
ჰგავს თავზემოხვეულს.
მასთან ურთიერთობაში ქართული კულტურის დაქვეითების ნიშნები აშკარაა;
გაითქვიფება და მერე უკვალოდ გაქრება ქართული
კულტურა დასავლურ მასკულტურაში თუ არა
ინკების კულტურასავით ჯერ-ჯერობით
ძნელი სათქმელია;
„გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს(ბიზანტია და
რუსეთი) და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!.. დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ‘’,
ილია
ჭავჭავაძე
ის რისი დათმობის უფლებაც არ აქვს ერს გლობალიზაციის
ერაში
არის
ერვნული კულტურა.
მხოლოდ ეროვნული კულტურა
იცავს ერს ასიმილაციისგან.
„ გასტეხს ქვასაცა მაგარსა
გრდემლი ტყვიისა ლბილისა’’, რუსთაველი
"კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის" ,-რუსთაველი
რითი
განსხვავდება ადამიანი ადამიანისგან ?
შემოსავლით
ქონებით
ძალაუფლებით
განათლებით
სტატუსით
ასაკით
სქესით
ეროვნებით
გარეგნობით
მრწამსით
მსოფლმხედველობით
შეხედულებებით
ჯანმრთელობით
ღირებულებებით
ბიოგრაფიით
გამოცდილებით
მორალით
კულტურით
თვისებებით
ბედით
ნიჭით
უნარებით
შესაძლებლობებით
ინტერესებით
ხასიათით
და
ა.შ.
„აღიარო ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია, სისულელეა და ამას ალბათ მხოლოდ არჩევნების წინ ამბობენ ხოლმე. სულ სხვა რამ არის აღიარო ის, რომ მათ არ უნდა ეზღუდებოდეთ იმის გამოხატვა, რაც ბუნებისგან ხელეწიფებათ,’’- გია მურღულია
ხ
ადამიანის ღირსება უმაღლესი
ღირებულებაა.
საკუთარი ღირსების გრძნობაც
ადამიანებს განსხვავებული აქვთ,მაგრამ
,მუდამ უნდა გვახსოვდეს ,ღირსება არის
ის ,რაც ყველას აქვს.
ადამიანის ღირსება სხვების მიერ თუ ობიექტრად განიხილება,პირველ რიგში მხედველობაში აქვთ ამ დამიანის თვისებები ;
ადამიანები აფასებენ ვინმეს
რეპუტაციას,ზნეობრიობას,ინტელექტუალურ მონაცემებს,ცხოვრების წესს და ა.შ.
საკუთარი ღირსების გრძნობა - საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობაა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად,
“ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“
სახელმწიფო იცავს პიროვნების ღირსებას. არაფერი არ შეიძლება იყოს ადამინის ან
სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების დამცირების საფუძველი.
ადამიანს საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა არვინ უნდა დააკარგინოს,ღირსება არავინ უნდა
შეულახოს;
ხელისუფლებებს მოეთხოვებათ ადამიანებს ცხოვრებისა და თვითგამოხატვის თანაბარი პირობები შეუქმნან - ეს აბალანსებს იმას, რომ ღმერთმა ისინი სხვადასხვა შესაძლებლობისანი შექმნა.
ყველა ადამიანს უნდა მიეცეს უფლება გამოხატოს საკუთარი
თავი ისე როგორც ესმის.
ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს პატივს ცემს და სხვებმა
მას ამის უფლება არუნდა წაართვან.
ხ
რას იწვევს
არახელსაყრელ(ტოტალიტარულ) გარემოში
განსხვავებული აზრის გამოხატვა ?
თეთრი ყვავი
(იგავ -არაკი)
ერთ ქალაქთან ახლოს ყვავები ცხოვრობდნენ. საკმაოდ იყვნენ საკვებსაც კარგად შოულობდნენ .თანაც მათი საყვარელი კაკლის ხეებიც მრავლად იდგა გარეუბანში და სექტემბერს მოუთმენლად ელოდნენ , რომ ნიგვზის გულით პირი ჩაეგემრიელებინათ.
ერთმა ამბავმა დაარღვია ყვავების უშფოთველი ცხოვრება. ერთ -- ერთ მათგანს, როცა ბახალები დაჩეკა, მათ შორის თეთრი გამოერია... ყველა იოცებდა ალბინოსი ბახალის დანახვისას და აითვალწუნეს კიდეც .დედ -- მამა კი დიდი სიყვარულით ზრდიდა განსხვავებულ შვილს.
მოიზარდა ბახალა , მაგრამ ყვავები მისგან თავს შორს იჭერდნენ .ეს უფრო იმანაც განაპირობა , რომ ხალხი , როცა თავს დასჩხავლებდნენ , შავებს უფრო ერჩოდნენ , ქვებს მათ უფრო ესროდნენ , ვიდრე თეთრას . კაკალს რომ მოიგდებდნენ პირში და მანქანებს ესროდნენ გასატეხად , თეთრა უწყრებოდა:
----ქვებს დაახეთქეთ , მანქანებს რას ერჩითო ?!
თვითონ მონაწილეობას არ იღებდა , მაგრამ მეგობრებთან ერთად მაინც იყო . ხალხი შავებს ერჩოდა და მათ დაერეოდა ხოლმე. თეთრა კი უვნებელი რჩებოდა.
--- ეი , შენ ! ვერ გაგვიგია , ყვავი ხარ თუ მტრედი ! წადი , მათთან იცხოვრე , ჩვენთან არაფერი გესაქმება , თეთრი ყვავი არ გაგვიგიაო ! კაკალს კი სულ ასე ვამტვრევთ, ხმა მოგვწონს რკინა რომ გამოსცემს , რა შენი საქმეაო !-- ეჩხუბებოდნენ ალბინოსს .
--- მეც ყვავი ვარ , როგორ არ გესმით , თქვენსავით ვჩხავი , ტანადაც თქვენ გგავართ , თქვენსავით ყველანაირ საჭმელს ვჭამ და არ ვწუნობ . მერე რა , რომ კაკალს თქვენსავით არ ვამტვრევ .თეთრი ბუმბულით გამაჩინა განგებამ , რა ჩემი ბრალიაო ?! -- წუხდა თეთრა.
--- ჰოდა , ანგელოზი რომ ჰგონიხარ ყველას და ისე ჩვეულებრივი ხარ ,ისაა საწყენი, წადი , მოგვშორდი, არ გვინდა ჩვენ გვერდით რომ იყოო! -- ჩაკორტნეს და გააგდეს საბრალო...
მორალი : სამწუხაროდ , ყველაფერი განსხვავებული იდევნება, გარეგნობაც და აზრიც !
ხ
ზღაპარი ბალახისფერ კაცზე
(მონაკვეთი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“)
სანამ ბალახისფერი კაცი კარაველებთან მივიდოდა, ორი დღით ადრე ყველაზე კარგი მოქალაქე გააძევეს. ყველაზე პატიოსანი კაცი იყო და გაძევება მიუსაჯეს, წარმოგიდგენია? ასეთი რამეებიც ხდება... აღარ იკითხავ, რატომ აითვალწუნეს? კარაველებმა ერთხელ დიდ თავშეყრაზე - ნადირობის დასაწყისში აღნიშნეს, რომ იმათი ქალაქი ყველასა სჯობს... იმ კაცმა კი თქვა, რომ ალუბლის ქალაქი უფრო კარგია. ჩვენ შორის დარჩეს, დომენიკო, და ეს მართლაც ასე იყო და მით უფრო აეწვათ კუჭი, მის საწინააღმდეგოდ ამხედრდნენ, ცილი დასწამეს, რომ მას არ უყვარდა თავისი ქალაქი და ამიტომაც არ იყო მათთან ყოფნის ღირსი, და გაძევება მიუსაჯეს. დიდმა კარაველმა... კამორელში არ შეგეშალოს, დიდმა კარაველმა თოფი შეათამაშა და თქვა: „თუ შენ ახლავე არ დატოვებ ჩვენს საყვარელ ქალაქს, მაშინ მე გესვრი...“ კაცი შეაცქერდა, რამდენჯერმე ნელა, საყვედურით დაიქნია თავი და წავიდა. ეს, რა თქმა უნდა, საბაბი იყო, მიზეზი კი სუუულ სხვა რამ გახლდათ: კარაველებს არ მოსწონდათ პატიოსანი კაცი. ბევრს კი არაფერს აშავებდა - ვინმე რამე ცუდ საქმეს რომ ჩაიდენდა, პააატარა, მცირე საყვედურით შეაცქერდებოდა ხოლმე.
ხ
როდისაა
საჭირო სხვებისგან განსხვავებულად
გამოიყურებოდე ?
განსხვავებულობის დემონსტრირება გონივრულია მხოლოდ თავისუფალ გარემოში:
‘’ ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.’’-გალაქტიონი
ხ
როდის არ არის საჭირო სხვებიდან განსხვავებულად
გამოიყურებოდე ?
განსხვავებულობის დემონსტრირება არაგონივრულია არა თავისუფალ გარემოში:
„ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს:
ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც
ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.“-
კონსტანტინე გამსახურდია
ხ
არ
არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდე,მაგრამ უნდა იცოდე სად ,როდის და როგორ გააკეთო
ეს.
გამორჩენის
მიზნით ვინმეს სიამოვნებას მაამებლობა ,მლიქვნელობა და პირფერობა ჰქვია .
პირმოთნე
მხოლოდ იმას ამბობს რაც მის ბატონს ესიამოვნება:
„შენ რა გენაღვლება, ძმაო, — წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, — ხომ ჰხედავ — ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?
— შენი რისხვა არა მქონდეს, — მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, — მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდინა. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.“
ილია ჭავჭავაძე „კაცია - ადამიანი?! “
ხ
მლიქვნელის ტალანტი
, ბატონის სჯდომის ნაზად ლოკვაა :
„- ცოტათი უხერხული თხოვნა კია დიდი, - წამოიწყო კაპრალმა ელიოდორომ, - გრანდჰალლე.
- თქვი, ჩემო კაპრალო, - უთხრა უმბერტოს ბრჭყვიალა პოლკოვნიკმა, - შენ ცუდ საქმეზე არ მოხვიდოდი.
- რა სათხოვარია პატარა უხერხული დიდი და, გრანდჰალლე, ცოლი მინდა გაახლოთ, - რიდით უმზერდა ელიოდორო, კაპრალი, - მუცელი ეძრა და ხალხი მაინც ბრძენია, იძახის ხალხი, ხომ იცით ნათქვამია, ვისაც ქალი პირველად შეხედავს, იმას დაემგვანება ბავშვიო და, თქვენზე უკეთეს, თქვენზე მშვენიერს, გრანდჰალლე...
- ძალიან გინდა, მე დამემგვანოს? - იკითხა ნასიამოვნებმა პოლკოვნიკმა.
- ძლიერ ძალიან, კი, კი, გრანდჰალლე...
პოლკოვნიკმა კი ჯერ გაიარ-გამოიარა და მერე თქვა:
- ასე თუ გინდოდა, შე კაი კაცო, მიგეშვი ბარეღამ თავიდანვე მე. ჰა-ჰა...
- ჰა - ჰა-ჰა, ჰაჰა, - შესცინოდა ხუმრობით ნასიამოვნები კაპრალი ელიოდორო.“
გურამ
დოჩანაშვილი „ სამოსელი პირველი’’
მლიქვნელს იშვიათი ნიჭი აქვს ხელმძღვანელში ,მხოლოდ დადებითი თვისებები აღმოაჩინოს:
„ძალიან კარგია, როცა ხელმძღვანელი არის ასეთი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი, ათლეტი, როგორც იტყვიან, და ამასთანავე ზომიერადაა აყოლილი მოდას - ოდნავ, ძალიან ოდნავ ჩამოგრძელებული ბაკენბარდებით, ასევე წელში ოდნავ გამოყვანილი პიჯაკითა და ოთხკუთხაცხვირიანი ფეხსაცმელებით, გულის გარეთა ჯიბეში კი - ჰალსტუხის ფერის იდენტური ცხვირსახოცი.“
„ხელმძღვანელს სვიტერი ეცვა, მშვენივრად ნაქსოვი, ძლიერი სხეული გამოკვეთოდა, გიჟდებიან ქალები - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ნაწილი მაინც. უცხომ რომ შეხედოს, ნამდვილი ათლეტია, მეცნიერი და ასეთი აღნაგობა? საუბარიც რომ დამაჯერებელი აქვს - ტერმინებით აღსავსე, რთული და მახვილი, რანაირი გამოთქმა გინდა იმან რომ არ იცოდეს, ნამდვილი უცხო სიტყვათა ლექსიკონია. ერთი ვერ გამიგია - თუმცა ლამაზი თვალ-წარბი აქვს, მაინც ძალიან უყვარს მზის საწინააღმდეგო სათვალის ტარება, ახლაც უკეთია, სავარძელში ზის, ჩემს მიერ მიწოდებულ ანკეტას კითხულობს და დროდადრო ამბობს: „საინტერესოა, საინტერესოა...“ მე, გაბადრული, ადგილზე ვცმუკავ, ბოლო ანკეტაზეა, საცაა - შემაქებს.“
„ქუჩაში მივაბიჯებთ, ორნი, ხელმძღვანელი და მე. თუმც აღელვებულია, ნაბიჯი მაინც მტკიცე აქვს, გამართულია, პალტო კოხტად აზის ათლეტურ ტანზე, აქოჩრილი თმა აქვს, გამჭოლი მზერა, რაღაცით არწივსა ჰგავს, გაბედული. მე მსიამოვნებს, მიხარია ხელმძღვანელთან ერთად სიარული, ასე, ტოლივით გვერდიგვერდ და მხარდამხარ, იმასაც ვნატრობ, ნეტავ ვინმე ნაცნობმა დამინახოს.“
გურამ დოჩანაშვილი „კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა’’
მლიქვნელებმა
იციან ,რომ მათ პატრონს:
რომელიც კაციც უყვარს, ის არ უნდა შეასმინონ, რადგან იმ კაცის სიყვარულით არ
შეისმენს და თავად დაზიანდებიან;
ვისი სიტყვაც ეამება, თვითონაც უნდა უქონ,
თორემ თუ უძაგეს , არ ეძაგება და თავად გაცრუვდებიან
;
რომელიც დაახლოებული ყავს , იმას დაუახლოვდნენ , თორემ მდგომარეობა
დაეკარგებათ;
ხ
„პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია“- ანდაზა
„გაკრეჭილი მღვდელი წამოდგა:
- ხალხო! სმენა იყოს და გაგონება. ეს ქვეყანა ასე ყოფილა მომართული: ერთი წავა და სხვა
მოვა ტურფასა საბაღნაროსაო. ასე უთქვამს დიდებულ შოთა რუსთაველს შვიდასი წლის წინათ.
ისიც უთქვამთ: წინანი უკანაო, და უკანანი წინაო.
- დღეს მენაო და ხვალ შენაო. - ჩაურთო სუფრის ბოლოში ერთმა ახალგაზრდამ.
- წინათ თავად-აზნაურები გლეხებს უღელში აბავდნენ, ეხლა კი ბედი პირუკუღმა მოტრიალდა.
- მაშ, მაშა! - წამოიძახა ჯაყომ. - ეხლა კნიაზებსა და აზნაურებს ჩვენ დავადგამდეთ უღელსა,
მაშა!
- ცხოვრებამ ახალი აზნაურები დაგვიბადა. - განაგრძო ივანემ. - რით არა სჯობიან წინანდელ
თავადებს დღევანდელი ჩვენი მასპინძელი? განა ჯაყოს აზნაურობა არ შეჰშვენის?
ნინიკამ ახალგაზრდებს გადაჰხედა.
ჯაყო გაიბადრა და აირია. იჭვის თვალი გადაავლო ყველას, პირი ღია დარჩა და ცხენის კბილებით
ძლივს შეიმაგრა ენაზე მომდგარი "მაშ, მაშა"!
- ჯაყო ნამდვილი აზნაურია. - განაგრძო გაკრეჭილმა ივანემ. - ძალაც შესწევს
და შნოც. ზოგს აზნაურს არც უწინ ეტყობოდა აზნაურობა, ეხლა ხომ სულ დაიძირნენ და გადაგვარდნენ.
ზოგი კი გვარიშვილობით აზნაური არ არის, მაგრამ ჯანღონით, ჭკუით, გონებით, გავლენით
და ქონებით აზნაურიც არის და თავადიცა. ასეთმა ძლიერმა გლეხებმა თვითონვე დაიდგეს აზნაურობის
ტახტი და თვითონვე დაიწერეს თავადობის გუჯრები. ასეთ აზნაურებს მე პატივსა ვცემ, წინანდელი
ჩვენი თავადი კი... ჩვენი აზნაურები წყალწასაღებნი იყვნენ და აკი ჩაჰბარდნენ კიდევაც
მიმავალ დროსა! ქვეყანამ იცის, რომ ჯაყო ჯივაშვილი ისე დასტრიალებს ჩვენს ღარიბ-ღატაკ
გლეხობას, როგორც კარგი მეოჯახე თავის კერას.
სუფრის ბოლოს ჩურჩული მოისმა.
- ვინ მოსთვლის, რამდენი მრუდე საქმე გაუსწორა ჯაყომ ჩვენს სოფელს და რამდენ გაჭირვებულ
ქვრივ-ობოლს გაუმართა ხელი! ქლესაობდა ივანე. - ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამდენი სიკეთის
დამთესი ჯაყო არც შემდეგში დაიხევს უკან და ისევ ძველებურად გაგვიწევს დახმარებას.
მაშ გაუმარჯოს ჩვენი სოფლის ახალ პატრონს, ახალ აზნაურს ჯაყო ჯივაშვილს.
- მაშ. მაშა! - წამოხტა ჯაყო. - ჯაყო დიდი მადლობელი ხარ. თუ სოფელს გინდა, ჯაყო კიდევ
გემსახურებდე, კიდევ გაგიწევდე საწყალ ხალხს სამსახურსა, მაშ, მაშა!
სუფრის ბოლოში ახალგაზრდობამ ყაყანი და ალიაქოთი ასტეხა. ჯაყო ისევ წამოვარდა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
და ივანეს გადაეხვია, თანაც მიაძახა:
- ალავერდი შენთანა, ღვდელო!
ერთმა წაიბურტყუნა:
- ნიძლავი, თუ ივანემ ხვალ ჯაყოს ერთი ტომარა ფქვილი არ გამოართვას.
- ძირს აზნაურები! - დაიძახა სუფრის ბოლოში პეტრეს შვილმა ნინიკამ. ‘’
ამ „ნიჭით“
დაჯილდოებულ ტიპებს ხშირად აბარებენ მართვის სადავეებს,რაც საზოგადოების
სირცხვილია,საზოგადოების ღირსების შელახვაა . ძირს ელიოდოროები და გაკრეჭილი მღვდლები! ძირს მლიქვნელები !
ესე - მეტოქის ღირსების შელახვაზე
„კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან.
და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.“
ლაო ძი
მეტოქის
ღირსების შელახვა საკუთარი სისუსტის მაჩვენებელია.
ვინმესთვის
შეურაცხყოფის მიყენება ადამიანს შეუძლია : სიტყვით,ფრაზით,ინტონაციით,ჟესტით,გამოხედვით,იგნორირებით,უარით,
,უპასუხისმგებლობით,საყოველთაოდ მიღებული წესის დარღვევით,არააკურატოლობით და... წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციით.
როცა შეურაცხყოფა ადრესატს „შეეხება“და გააღიზიანებს ის მასზე რეაგირებს
, შეურაცხმყოფელს
პასუხობს. ამ პასუხზე
ისევ პასუხს ღებულობს და ა.შ. იწყება კონფლიქტური ურთიერთობა.
ტიპიური კომუნიკაციური კონფლიქტოგენებია:უხეშობა ,პატივის გარეშე მოპყრობა,ბრალდება,შეპასუხება,აკრძალვა,თავისმართლება,კატეგორიულობა,სიტყვის
გაწყვეტინება.
არ ღირს ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება ,როცა მასთან
თანასწორი ურთიერთობა გვსურს და ისიც ასეა ჩვენს მიმართ ასეა განწყობილი.
მაგრამ არის შემთხვევები როცა კომუნიკაციური ბრძოლა
გვიწევს, როცა საჭიროა დავუქვეითოთ მოწინააღმდეგეს თვითშეფასება( ჟარგონზე
ამას „დაჩმორება“ ჰქვია),ან როცა მასთან კონფლიქტის
პროვოცირება გვინდა.ასეთ დროს ვაგზავნით სხვადასხვა კონფლიქტოგენს მოწინააღმდეგის
მისამართით.(მაგ. ბაიდენი პუტინის მისამართით აგზავნის და აგზავნის შეურაცხმყოფელ
საჯარო გზავნილებს ,პუტინი კი ბომბავს და ბომბავს საცოდავ უკრაინელებს)
რაზე
მიუთითებს ადამიანის მიერ შერაცხმყოფელი სიგნალების ხშირი გამოყენება ? მის უზრდელობაზე და ურთიერთობის დაბალ კულტურაზე,ან მიზნის სწრაფად ,ნებისმიერი საშუალებით მიღწევის
სურვილზე და ჩვევაზე. ეს ასევე შეიძლება
იყოს მისი სურვილის
გამოვლინება აიმაღლოს საკუთარი სტატუსი(მოწინააღმდეგის
შეურაცხყოფა ხომ ერთერთი საშუალებაა „მაგარი ტიპის“
რეპუტაციის მოსაპოვებლად).ადამიანი, რომელიც რაიმე შეურაცხყოფას აგზავნის მიზანში ამოღებული ადრესატისკენ იმაღლებს სტატუს
გარემოცვის თვალში, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მისი გაგზავნილი შეურაცხყოფები
მათ
მიერ „სამართლიანად“ ჩაითვლება.( ამ ხერხს ხშირად იყენებენ PR-ტექნოლოგებში)
გავიხსენოთ,ჯაყოს სისხლის
დაღვრა შეუძლია ,ეს არის მისი მთავარი
უპირატესობა თეიმურაზთან.უპირატესობას კი დემონტრირება ჭირდება წასართმევი ქალის
თანდასწრებით.
„თეიმურაზი შედრკა:
- არ შ...შშემიძლიან, ჯაყო.
ჯაყომ სიცილი დააყარა:
- მაშ რა ვაჟკაცი იქნებოდე?! ერთი ქათამიც ვერ დაჰკლავდე? ჰაი, შე ქალაჩუნავ, შენა! აბა, უყურებდე ჯაყოსა.
და ჯაყომ ქათმებს კისრები დააწყვიტა და ცხვარს არხეინად ყელში ხანჯალი გაუყარა,''
მ. ჯავახიშვილი „ჯაყოს
ხიზნები“
ჯაყოს ბრუტალური
სექსი და „გამრავლება“ შეუძლია ,ეს არის მისი
კიდევ ერთი უპირატესობა თეიმურაზთან. ჯაყო ხაზს უსვამს ამ თავის უპირატესობასაც .
„- შენა, ნათლია? რატომ ერთი ბიწი მაინც არ გეყოლებოდეს?
თეიმურაზმა ამოიოხრა:
- რა ვიცი, ჯაყო, ალბათ ღმერთს ასე ჰსურს.
- ღმერთმა რა ვიცის შენი საქმე? შენ იქნებოდე ქალაბიწა. ღმერთს ნუ დააბრალებდე.“-
მ.ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები’’.
ჯაყოს მარგოს „გასუქება“ და იმავდროულად თეიმურაზის სამადლოდ რჩენა შეუძლია,ამიტომ
თეიმურაზის დამცირებით საკუთარი თავის განდიდებას ცდილობს:
„ჯაყო მარგოს საუკეთესო ნაჭრებს სთავაზობდა და არშიყობდა:
- სწამა, შენი წირი მე, სწამა! ისე უნდა გაგასუქებდე, როგორც სააღდგომო ინდაური, მაშა!
თეიმურაზს ყურადღებას არ აქცევდა, ზოგჯერ სიბრალულით გადმოჰხედავდა და დაცინვით გადმოჰკრავდა:
- კნიაზო, სწამა, თორემა რაც ღალას აღარ გაძლევდე, იქნება იმ დღიდან შენც არ გაძღებოდე.
მერმე თეიმურაზის შიში გაიხსენა და აჭიხვინდა:
- ნეტა ამისთანა ვაჟკაცს კნიაზობა ვინ მოგცემდე? სისხლისა გეშინიან თეიმურაზსა, შენი წირი მე, სისხლისა! ქათამიც ვერ დაჰკლავდე, ქათამიცა! შენა, თეიმურაზ, კნიაზი კი არა ხარ, ბრინკა ხარ, ბრინკა!
ბრინკა ჯაყოს ნათესავი იყო, - დავრდომილი, გონჯი, საბრალო და ყველაფრით უბადრუკი,“- მ.ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნები’’.
მნიშვნელოვანი
მომენტია ,ჯაყოსგან თეიმურაზის ეს და სხვა
მომდევნო შეურცხყოფები მარგოს მიერ
მოწონებულია(!) და წახალისებულია(!).
ზუსტად ისევე, როგორც ბაიდენის შეურაცხყოფები მისი „სააღდგომო ინდაურების’’
მიერ.
როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი მისამართით ვიღაცამ
კონფლიქტოგენი გამოუშვა ?
ანუ
კომუნიკაციისას ვიღაც გეუხეშა,
დაუმსახურებელი შენიშვნა მოგცა,დაგვაიგნორა და ყურადღება არ მოგაქცია,რაღაც გვითხრა უპირატესობის პოზიციიდან ანუ ზემოდან დაგვხედა -ეს ყველაფერი საწყენია და არ გვინდა გავატაროთ.ვფიქრობ , როგორი
რეაგირება მოვახდინოთ.აქ მთავარია რეაგირების
პროცესში შევინარჩუნოთ შინაგანი
სიმშვიდე,ამას თუ შევძლებთ აუცილებლად ვიპოვით
ადეკვატური პასუხის გარეგნულ ფორმას.შინაგანი
სიმშვიდე ეს ძალიან ძვირფასი რამაა და რთული შესანარჩუნებელია მაგრამ მაინც
რეალურია.შინაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა ავითვისოთ ე.წ.
„შინაგანი თარგმნის ტექნიკა’’ და ნებისმიერი საუბრისას თუ სიტყვიერი
დაპირისპირებისას თავს უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობთ.კომუნიკაციის
პროცესში კონფლიქტოგენებზე ჩვენი პასუხების
გარეგნული ფორმა კი შეიძლება იყოს შემდეგი :
1. სრული იგნორირება ავტორის
2. მივანიშნოთ ,რომ კონფლიქტოგენებს გვიგზავნის
3. ყურადღება მივაქცევინოთ
რას ამბობს ,ან როგორ იქცევა
4. ვთხოვოთ აღარ გაიმეოროს
ერთნაირი გამოსავალი ყველა შემთხვევისთვის არ
არსებობს.რაც ერთ შემთხვევაში გამოდგება იმან შეიძლება არ ივარგოს სხვა
შემთხვევაში.
შინაგანი სიმშვიდე კი რეაგირებისას ყველა ვარიანტში
აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.
ვინმეს ჩვენსკენ გამოშვებული კონფლიქტოგენი ნაკლებად შეგვეხება, თუ საკუთარ საქმეზე ვიქნებით კონცენტრირებული.
ამ ბაიდენს და
პუტინს კი რა ეშველებათ არ ვიცი...შეურცხყოფას
შეურაცხყოფაზე აყენებენ ერთმანეთს..
„კაცო ,ძალსა ნუ იქადი,ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი
არას გარგებს ძლიერება,თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის,მცირე დასწვავს ნაბერწკალი.
ღმერთი გფარავს,სწორად გაჰკვეთს,შეშა ვის კრა ,თუნდა ხმალი“… რუსთაველი
ხ
შური- ეს არის ადამიანის განწყობა,დაკავშირებული სურვილთან გადაანაწილოს
რღაც რესურსი თავის სასარგებლოდ.ანუ შური ესაა აგრესიიის გამოვლინება , ჩვეულებრივ რბილ ფორმებში,უმეტეს შემთხვევებში ასეთი განწყობა არ გადაიზრდება რეალურ აგრესიულ მოქმედებებში;
შურის მორალურ-იდეოლოგიური საფუძველი შეიძლება იყოს
ადამიანის ნარცისიზმი („ინდივიდის მიერ საკუთარი „განსაკუთრებულობის“ და „ მე მეტის ღირსი ვარ ‘’ დაჯერება),ან მისი წარმოდგენა რესურსების „უსამართლო“ განაწილების
შესახებ.
გამოყოფენ შურის განვითარების შემდეგ ეტაპებს:
1.
უადგილო მეტოქეობის დაწყება
2.
ენთუზიაზმი(გაღიზიანებული)
3.
კიცხვა (ცილისწამება) იმ ადამიანისა, ვისიც შურთ.
ხ
შური
ქვეცნობიერის
დონეზე ჩვენ ყოველთვის ვადარებთ საკუთარ თავს სხვებს.
ზოგიერთებისთვის
შედარება მოტივაციის ფაქტორია,ზოგიერთებისთვის
კი შურის და აღშფოთების წყარო.
ვიღაცას ჩუმად
შეშურდება,ვიღაც კი შეთქმულებების მოწყობას დაიწყებს და შეეცდება თქვენს რეპუტაციას
ძირი გამოუთხაროს.
შურის ამოცნობა
ძნელი არ არის .გაუზიარეთ თანამოსაუბრეს კარგი
ახალი ამბავი თქვენზე და დააკვირდით მის რეაქციას,განსაკუთრებით მის მზერას.საპასუხოდ
თუნდაც შექება და მოწონება მოისმინოთ,თვალები შეიძლება გამოხატავდეს მტრულ დამოკიდებულებას.
ეს მუშაობს პირიქითაც,
გაუზიარეთ თანამოსაუბრეს ცუდი ახალი ამბავი თქვენზე და დააკვირდით მის რეაქციას,შესაძლოა ეს იყოს ოდნავ
შესამჩნევი ბოროტი სიხარულის გამოვლინება.
გახოვდეთ,თქვენზე
ხმების გავრცელებაც,შურის ნიშანია.
თავი რაც შეიძლება
შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან,მათგან რაიმე კარგს ნუ მოელით.
მაგრამ თუ არჩევანი
არ გაქვთ და იძულებული ხართ კონტაქტში შეხვიდეთ ასეთ ადამიანთან ,შეეცადეთ მისი ყურადღება
თქვენი პერსონიდან სხვა რამეზე გადაიტანოთ,ნუ იამაყებთ მასთან თქვენი მიღწევებით,რაც
შეიძლება ნაკლები ისაუბრეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე,შეეცადეთ გარს შემოიხვიოთ ისინი,ვინც
გაიზიარებს თქვენი მიღწევების სიხარულს და შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში მეტ პოზიტივს.
როცა სხვა დროს,შურის
ჩხვლეტას იგრძნობთ ვინმეს მიმართ,შეახსენეთ საკუთარ თავს,რომ თქვენ ხედავთ მედლის მხოლოდ
ერთ მხარეს,ამ ადამიანის ცხოვრებაც ისევე რთულია ,როგორც თქვენი,აღმასვლებით და დაცემებით
გაჯერებული.
შეეცადეთ გაიზიაროთ
მისი სიხარული,გადააქციეთ თქვენი შური შთაგონების ან აღტაცების წყაროდ.
ხ
ესე - საზოგადოებისგან განდგომაზე
‘’-როცა ცა დღის თვალს
გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის,იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების
ქარაფში ჩაეშვება.
ასეთი რამ ჯერ არც ერთ
ბელადს არ ეთქვა.
შეშფოთებამ იგის თავით ფეხამდე დაუარა.იგი მიხვდა,რომ ქვეყნად
რაღაც ახალი გაჩნდა.
ბელადმა ახალი სიტყვები
გააჩინა.’’
ჯემალ ქარჩხაძე,“იგი“
ნებისმიერი ჯგუფის წევრს ჯგუფში ჩამოყალიბებული შეხედულებების გაზიარების
და ჯგუფურ საქმეებში მონაწილეობის ვალდებულება ეკისრება. განსხვავებული აზრის გამოთქმისთანავე
, ინდივიდს ჯგუფის ლიდერი მთელ ჯგუფს უპირისპირებს
და აიძულებს დაემორჩილოს ჯგუფში მიღებულ წესებს,
ან სამუდამოდ დატოვოს ჯგუფი.
სამწუხაროდ, ცალკეულ
ინდივიდებს ეშინიათ ჯგუფური აზრის, ეშინიათ
საერთო კრიტიკის თავზე დატეხის . ეს შიში ძირს უთხრის მათ ინიციატივებს, თრგუნავს წინსვლის,
განვითარებისა და ზრდის სურვილს.
საკუთარი იდეებზე , ოცნებებზე და მისწრაფებებზე
უარის თქმის გამო, ადამიანის ცხოვრება ნაცრისფერი და მოსაწყენი ხდება და
ზოგიერთისთვის კი შედეგები შეიძლება
ფატალურიც აღმოჩნდეს.
ჯგუფური გაკიცხვის შიში სუბიექტს უინიციატივოს, სუსტს, მორცხვს ,მორჩილს და გაუწონასწორებლს ხდის.
თუმცა, ხშირია რომელიმე ინდივიდის ჯგუფთან დაპირისპირების
შემთხვევებიც.
ჯგუფთან დაპირისპრება ხანდახან ინდივიდის მორალური გამარჯვებით,მაგრამ მისი
ფიზიკური განადგურებით სრულდება.
„მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.“
ვაჟა-ფშაველა,“სტუმარ-მასპინძელი’’
ელიზბარი, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „თეთრი საყელო’’
მთავარი გმირი ,ხევსურეთიდან თბილისში დაბრუნებას , „თეთრი საყელოს’’ გაკეთებას
და ოკუპანტებთან საერთო ენის
გამონახვას აპირებს.
„-მთაში შეხიზვნა გაქცევაა და მეტი არაფერი,ბრძოლის ველი
ქალაქშია და ომსაც იქ მოვიგებთ ან დავმარცხდებით.მომხდურს დედა-ციხეში უნდა
დაუხვდე ,მე კი იქიდან გამოვიქეცი და დავიმალე.
-იქ ვერ იბრძოლებ ვაჟიკავ.
-შენ კი იბრძვი?დათვის
ბუნაგში შემძვრალხარ და დამალვა მიზნად გადაგიქცევია.
ჯურხა შეყოყმანდა.იყუჩა და სთქვა
-ქალაქჩი გაგაწითლებენ.
ჯურხა გაოცებული შემომცქერის და დუმილის შემდეგ
მეუბნება:
-შენ იცი,შენ იცი.ადვილ ას გაწითლება და თეთრი საყელოს
გაკეთება,მაგრამ რკინის უღელსავით
გაგიმძიმდების ზიდვაი,თუ მაერევი,ატარე და ფერიც შეიცვალე.
-მოვერევი,ჯურხა,მოვერევი.და
თუ ვერ მოვერიე ისევ
დავბრუნდები,ისევ გავწიკლაურდები.
-აჰ,არა მჯერა შენი დაბრუნება ვაჟიკავ, არა.’’
მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ვერ გააწითლეს და საკუთარი
აზრის ქონის გამო ფიზიკურად მოსპეს.
„ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ-კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია’’
ვაჟა-ფშაველა,“სტუმარ-მასპინძელი’’
შენიშვნა:
დავლათი
-ვაჟკაცობას ნიშნავს
გაწიკლაურება(აქ) -წითლებისგან მთაში დამალვას.
ხ
შიში ოხერია...
ხშირად ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი აქვს,უარს
ამბობს მასზე „საზოგადოებრივი
აზრის“ გამო.
ადამიანები, რომელებიც არ იზიარებენ „საზოგადოებრივ
აზრს“ ჩუმდებიან .
ისინი უბრალოდ არ გამოხატავენ თავიანთ თვალსაზრისს,
რადგან ეშინიათ უმცირესობაში დარჩენის.
ეს უნივერსალური რეგულატორი კი (უმრავლესობის აზრი), გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობის ყველა
სფეროზე-ეკონომიკურზე, სულიერზე, პოლიტიკურზე.
სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებების პირობებში თავად საზოგადოებრივი აზრი განიცდის ხელოვნურ ზეგავლენას გავლენიანი ჯგუფების მხრიდან.ზეგავლენა ხდება მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებით,რომლებსაც ბოლო წლებია დაემატა ინტერნეტი.
ამიტომაა რომ სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციებში ე.წ. „საზოგადოებრივი აზრი’’ რეალობასთან ადეკვატურობის სხვადასხვა ხარისხს ავლენს.
იგი შეიძლება შეიცავდეს როგორც მართებულ, რეალისტურ, ისე მცდარ, ილოზორულ წარმოდგენებს სინამდვილეზე.
დღეს კონკრეტულ თემებზე მანიპულაციური ტექნოლოგიებით ხელოვნურად ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი ,რომელიც ,თავის მხრივ „პრესავს’’
საკუთარი აზრის მქონე ინდივიდებს და აიძულებს მათ გაჩუმდნენ.
ხ
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
ვაჟა-ფშაველა ,“სტუმარ მასპინძელი’’
როცა ქვეყანას
ხან წითელი ,ხან ცისარტყელისფერი
საფრთხე ემუქრება ,უმრავლესობა გაჩუმებას ,მთაში ასვლას ანუ
„გაწიკლაურებას’’ ამჯობინებს ,უმცირესობა კი „თეთრ საყელოს’’ იკეთებს და
წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება..
როგორ მოვიქცეთ
როცა მანიპულირებული „საზოგადოებრივი
აზრი’’ან ტოტალიტარი ლიდერის მიერ წაქეზებული ჯგუფი უმართებულოდ გვიპირისპირდება ?
ალუდასავით...
საკუთარ აზრზე დავრჩეთ , სიმშვიდე შევინარჩუნოთ და უბრალოდ გავეცალოთ ბრბოს,გვახსოვდეს წაქეზებულ
და შეცდომაში შეყვანილ საკუთარ „თემზე’’
შურისძიება არაფრით არ შეიძლება:
ჯავრობით ეტყვის ალუდა:
- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა,
მოდით, მამყევით, ვიდინოთ,
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა,
ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!
ვაჟა-ფშაველა ,“ალუდა ქეთელაური“
შენიშვნა:
საკუთარ თემზე შურისძიებაზეა ვაჟა ფშაველას დრამა „მოკვეთილი’’ ნახე ფილმი
ხ
Комментарии
Отправить комментарий