აშშ-ს შექმნა. საფრანგეთის დიდი რევოლუცია.
კანტი ·
1784 წ. გამოქვეყნდა
გერმანელი ფილოსოფოსის
იმანუელ კანტის წიგნი “რა არის გამნათლებლობა?’’ ·
„განმანმანათლებლობა ადამიანის არასრულწლოვნებიდან
გამოსვლაა.ადამიანი საკუთარ უმწიფრობაში თვიოთონვეა დამნაშავე.არასრულწლოვანება ნიშნავს
უუნარობას,იმოქმედო საკუთარი გონების კარნახით,სხვისი მითითებების გარეშე.საკუთარ
უმწიფრობაში ადამიანის ბრალეულობის მიზეზი გონიერების ნაკლებობა კი არა,სხვისგან
დამოუკიდებლად მოქმედების გამბედაობის არქონაა..
მოიკრიბე საკუთარი გონებით მოქმედების გამბედაობა-ესაა განმანათლებლობის
დევიზი“ |
დეკარტის-რაციონალიზმი ·
რაციონალიზმს აზროვნების
წესში დასაბამი მისცა ფრანგი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის,რენე
დეკარტის(1596-1650) ცნობილმა ფორმულამ „ვაზროვნებ,მაშასადამე
ვარსებობ’’ ·
დეკარტი საგნების და მოვლენების გონებით(რაციონალურად)
შემეცნებას მოითხოვდა ,რითაც გაემიჯნა სამყაროს შუა
საუკუნეობრივ რელიგიურ ახსნას; |
ფრენსის ბეკონის-ემპირიზმი ·
დეკარტის რაციონალიზმი ინგლისელმა მეცნიერმა ფრენსის
ბეკონმა (1561-1626) ემპირიზმით განავრცო ·
ბეკონი დარწმუნებული იყო,რომ ბუნების შემეცნება მხოლოდ
ცდისეულად(ემპირიულად) იყო შესაძლებელი; ·
მეცნიერებების მიზანს ბეკონი სწორედ ამ გზით ბუნების
შემეცნებაში და მოპოვებული ცოდნის ადამიანის საკეთილდღეოდ გამოყენებაში ხედავდა; |
განმანათლებლობა -ინტელექტუალური მოძრაობა ევროპაში ·
რაციონალიზმი
და ემპირიზმი,რასაც მატერიალიზმს
უწოდებენ,გაემიჯნა ძველ რელიგიური აზროვნების წესს და საფუძველი ჩაუყარა უამრავ სამეცნიერო აღმოჩენასა
და ტექნიკურ გამოგონებას; ·
განმანათლებლობა,როგორც
„ინტელექტუალური მოძრაობა“,მიმართული იყო საეკლესიო დოგმატიკის,სახელმწიფოსა
და თუ ეკლესიის ავტორიტარული წნეხის წინააღმდეგ; ·
განმანათლებლობის მთავარი იარაღი კრიტიკა იყო; ·
შუა საუკუნების რელიგიურ-დოგმატურ
წარმოდგენებს განმანათლებლობა უპირისპირებდა: ა) რაციონალიზმს
ბ) ემანსიპაციპაციას(დრომოჭმული დოგმებისა და წარმოდგენებისგან განთავისუფლებას ნიშნავს) გ)ტოლერანტობას (შემწყნარებლობას ნიშნავს) |
ცნება-„ბუნებითი სამართალი’’ ·
განმანათლებლობის უმნიშვნელოვანესი ცნება იყო ადამიანის
და საზოგადოების ე.წ. „ბუნებითი სამართალი ‘’ ·
განმანათლებლები ფეოდალურ წყობას და მონარქიულ მმართველობას „ბუნებრივი წესრიგის“ დამახინჯებად და ამ წესრიგში ადამიანის
უხეშ ჩარევად განიხილავდნენ; ·
განმანათლებლების უმთავრესი საფიქრალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს
„გონიერი’’ მოწყობა იყო, ადამიანის „ბუნებრივი’’
უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად; |
განმანათლებელთა ძირითადი სახელმწიფო თეორიები: ·
განმანათლებლების მიერ ადამიანისა და საზოგადოების ‘’ბუნებრივი მდგომარეობად’’
აღქმული იყო ადამიანის თავდაპირველი უცოდველობა; ხ ·
დენი დიდროსათვის(1713-1784)
კუნძულ ტაიტის მკვიდრთა უბრალო,ბუნებრივი ყოფა და
„პრიმიტიული’’ საზოგადოებრივი ურთიერთობები იდეალიზების ღირსი მოდელი იყო; ·
ამ მოდელს დიდრო უპირისპირებდა
ევროპულ საზოგადოებრივ წყობას,რომელსაც მისი აზრით სრულიად დაკარგული ჰქონდა ბუნებრივობა. ·
ამგვარი აღქმის შედეგად,განმანათლებლობაში შეიქმნა თავისუფალი
ადამიანის - „კეთილშობილი ველურის’’ იდეალი. ხ ·
ადამიანის და საზოგადოების „ბუნებრივი მდგომარეობის’’ იდეიდან გამომდინარე ავითარებდა თავის თეორიას, საზოგადოების მოწყობის შესახებ კიდევ ერთი თვალსაჩინო
განმანათლებელი, შვეიცარიელი ჟან-ჟაკ რუსო(1712-1778) ·
რუსო თავის მოძღვრებას აგებს შემდეგ დებულებაზე“შემოქმედის ხელიდან გამოსული ყველაფერი
კარგია,გადაგვარება კი ადამიანის ხელით ხდება“(ნაშრომი „ემილი 1762 წ) ·
ჟან-ჟაკ რუსოს აზრით ადამიანთა სულის გარყვნა საკუთრების გაჩენით
იწყება,რადგან საკუთრება წარმოშობს უთანასწორობას ადამიანებს შორის და რადგანაც საკუთრების
შესანარჩუნებლად ძალაუფლება ხდება საჭირო; ·
რუსოს აზრით სახელმწიფო,რომელშიც
ადამიანი თავისუფლებას შეინარჩუნებს,უნდა მოეწყოს“საზოგადოებრივი
ხელშეკრულების’’ (სოციალური კონტრაქტის)
საფუძველზე;ასეთ კონტრაქტში შეჯერებული და
შთანხმებული უნდა იყოს ადამიანთა ყველა ჯგუფის ინტერესები ხ ·
ფრანგმა განმანათლებელმა
მონტესკიემ(1689-1755) თავის ნაშრომში „კანონთა გონის შესახებ“(1748
წ.) სრულყო ინგლისელი ჯონ ლოკის(1632-1704) ხელისუფლების განაწილების პრინციპი; ·
მონტესკიე განასხვავებს საკანონმდებლო,აღმასრულებელ
და სასამართლო ხელისუფლებას. ·
ამგვარი დანაწილებით,მონტესკიეს აზრით,შესაძლებელია
მთელი ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირებისა და შესაბამისად დესპოტიის თავიდან აცილება; ·
მონტესკიე გამოყოფს სახელმწიფო მმართველობის სამ ფორმას:
რესპუბლიკას(ქვეკატეგორიები:
დემოკრატიული ან არისტოკრატიული მმართველობა) ;მონარქიას,როდესაც
მმართველი კანონის საფუძველზე მართავს და დესპოტიას,როგორც
მმართველის შეუზღუდავ თვითნებობას; ·
თავად მონტესკიე მონარქიის მომხრეა; ·
მისი არჩევანი განაპირობა ინგლისის რევოლუციების(1640-1660
და 1688-1689) შედეგებმა;ინგლისში მონარქის აბსოლუტური ძალაუფლება
პარლამენტმა კანონით შეზღუდა და ე.წ. კონსტიტუციური მონარქია სახელმწიფო მმართველობის ფორმა
გახდა; |
ენციკლოპედისტები ·
განმანათლებლობის იდეები თავისუფლების,სახელმწიფოს
,ადამიანის შესახებ ყალიბდებოდა სხვადასხვა ინტელექტუალურ სალონებში გამართულ
ი საუბრების დროს ინტელექტუალური ელიტის ვიწრო წრეში; ·
განმანათლებლობის იდეების
პოპულარიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დენი დიდროს წამოწყებას,შეექმნა „მეცნიერებათა,ხელოვნებათა
და ხელობათა ენციკლოპედია ‘’ ·
დიდრომ შემოიკრიბა თითქმის ყველა თვალსაჩინო მოაზროვნე
და მეცნიერი ·
დიდროსთან თანამშრომლობდნენ:მონტესკიე,რუსო,სახელგანთქმული ფილოსოფოსი და მწერალი ვოლტერი(1694-1778),ცნობილი მეცნიერი,დალამბერი და ბევრი სხვა. ·
დიდროს ენციკლოპედიასთან დაკავშირებული ინტელექტუალთა
წრე ისტორიაში „ენციკლოპედისტთა“ სახელითაა ცნობილი; ·
აბსოლუტისტური
სახელმწიფოს(საფრანგეთი) მხრიდან უმკაცრესი ცენზურის და არაერთი აკრძალვის მიუხედავად,გამოვიდა(1751-1772
წლებში) „ენციკლოპედიის“’ 28 ტომი(17 ტომი
შეიცავდა ტექსტს,11 კი ილუსტრაციებსა და გრავიურებს) ·
დიდროს ენციკლოპედია ერთდროულად ცნობარიც იყო და სამეცნიერო გამოცემაც; |
გამანათლებელთა ეკონომიკური
თეორიები. ფიზიოკრატები: ·
განმანათლებლები „ბუნებრივი კანონების’’ ძიებას შეუდგნენ
ეკონომიკაშიც; ·
საფრანგეთში ცამოყალიბდა „ენციკლოპედიასთან“ მჭიდროდ
დაახლოებულ ეკონომისტთა წრე ,რომლებსაც ფიზიოკრატებს
უწოდებდნენ; ·
(ფიზიოკრატია - ბუნების კანონების
მმართველობას ნიშნავს) ·
კერძო საკუთრების,ქონებრივი უთანასწორობისა და თავისუფალი კონკურენციის
არსებობა -ფიზიოკრატებისთვის ეკონომიკის ბუნებრივი კანონებია; ·
სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ნებისმიერი
სახით ჩარევა არღვევს ამ ბუნებრივ მდგომარეობას და ამდენად ფიზიოკრატებისთვის ,სრულიად მიუღებელია; ·
„მიეცი მოქმედების თავისუფლება „-იყო ფიზიოკრატების
მთავარი პრინციპი; შენიშვნა: დღეს ითვლება რომ ეკონომიკის კრიზისების
დროს სახელმწიფოს ინტერვენციები საჭიროა ხ ·
ფიზიოკრატების მსგავსად,შოტლანდიელი პოლიტეკონომისტ
ადამ სმიტისთვისაც(1723-1790)
კონკურენციის თავისუფლება ბუნების მარადიული,უცვლელი
კანონია; ·
თავისუფალი კონკურენცია,შრომის დანაწილებასთან
ერთად ,ბუნებრივად ქმნის ერების სიმდიდრის საფუძველს; ·
ამიტომ ადამ სმიტი სამეურნეო საკითხებში სახელმწიფოს
ჩარევის აზრს ვერ ხედავდა; ხ ·
განმანათლებლების ეკონომიკურმა იდეებმა იდეოლოგიურად(თეორიულად)
გაამაგრა ინდუსტრიალიზაციის პროცესი და მეურნეობის
მოწყობის ახალი წესი-კაპიტალიზმი; ხ ·
განმანათლებლობამ გარდატეხა მოახდინა სახელმწიფროებრივ-პოლიტიკურ
აზროვნებაშიც,რითაც გზა გაუკვლია ახალი დროის დიდ
სოციალურ რევოლუციებს; ·
რუსოს სიტყვები რომანიდან „ემილი“ „ჩვენ კრიზისის მდგომარეობას და რევოლუციების საუკუნეს ვუახლოვდებით“
წინასწარმეტყველური აღმოჩნდა |
ევროპელთა მიერ ამერიკის კოლონიზაცია ·
მე-16 საუკუნის შუა ხანებამდე
ახალ კონტინენტზე ესპანეთის სამეფო დომინირებდა. ·
მაგრამ ევროპაში ინგლისმა
და საფრანგეთმა თანდათანობით დაიწყეს ესპანეთის შევიწროვება; ·
1588 წელს ინგლისელებმა
მოახერხეს ესპანეთის საზღვაო ფლოტი ‘’უძლეველი არმადას’’
დამარცხება; ·
ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლა ცხადია აისახა ამერიკაზეც; ·
მე-17 საუკუნის დასაწყისიდან
ინგლისელებმა აქტიურად დაიწყეს ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია; ხ ·
1607 წელს
129 ადამიანმა სამი
ხომალდით გადალახა ატლანტის ოკეანე და ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური მუდმივი
კოლონია -ჯეიმზთაუნი დაარსა(ინგლისის მეფე ჯეიმზ
1 სტიუარტი იყო ამ დროს) ·
ლონდონის სავაჭრო კომპანიამ,რომელმაც
მეფე ჯეიმზ 1-ის თანხმობით ეს მოგზაურობა უზრუნველყო,მალე კოლონისტების სხვა ხომალდებიც
გაგზავნა ამერიკისკენ; ·
1620 წელს ერთ-ერთი მათგანი“მეიფლაუერი“,რომლის
გემბანზე 41 ინგლისელი პურიტანი იმყოფებოდა კურსს ასცდა და მასაჩუსეტსის ჩრდილოეთით
მიადგა ნაპირს; ·
ამ ადამიანებმა,რომელთაც შემდეგში „პილიგრიმი მამები“
უწოდეს დაარსეს საკუთარი დასახლება და მას -პლიმუტი
უწოდეს; ·
1732 წლამდე ატლანტის ოკეანის
ჩრდილო ამერიკულ სანაპიროზე 13 ასეთი ინგლისური კოლონია
შეიქმნა( ვირჯინია,მასაჩუსეტსი,მერილენდი,როდ
აილენდი,კონეკტიკუტი,დელავერი,ნიუ ჰემფშირი,ჩრდილო და სამხრეთი კაროლინა,ნიუ იორკი,ნიუ
ჯერსი,პენსილვანია, და ჯორჯია) ·
კოლონიებს გუბერნატორები
მართავდნენ,რომლებსაც ინგლისის მეფე,აზნაური ან სავაჭრო
კომპანია ნიშნავდა იმისდა მიხედვით,თუ ვის ჰქონდა საკუთრების უფლება ამა თუ იმ კოლონიაზე; ·
დანიშნული გუბერნატორების გარდა,კოლონიების მმართველობაში
მონაწილეობდა კოლონისტი მიწისმფლობელთაგან არჩეული
სახალხო წარმომადგენლობის ორგანო ·
ეს ორგანო მონაწილეობას იღებდა საკანონმდებლო საქმიანობაში და ამტკიცებდა საგადასახადო კანონებს ·
კოლონისტთა ცალკეულ ქალაქებს თვითმმართველობა ჰქონდათ. ხ ·
1750 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკაში
ინგლისელ და ფრანგ კოლონისტებს შორის ხშირი იყო შეტაკებები ·
ამ დაპირისპირებას ან სავაჭრო უთანხმოებები ან ევროპაში
მიმდინარე ომები ედო საფუძვლად; ·
დაპირისპირება შეწყდა შვიდწლიანი ომის(1756-1763) შემდეგ. პარიზში ხელმოწერილიხელშეკრულების
თანახმად,კანადა დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში გადადიოდა; ხ ·
ამერიკაში ინგლისელ კოლონისტებს აღარ სჭირდებოდათ
დიდი ბრიტანეთის დაცვა,მაგრამ ბრიტანეთს კი ესაჭიროებოდა
გადასახადების მიღება კოლონიებიდან; ·
ამ დროისათვის ამერიკის 13 ბრიტანული კოლონიის მოსახლეობამ
2 მლნ-ს გადააჭარბა ·
ისინი აუცილებელი საარსებო საშუალებებით ძირითადად
თვითონვე უზრუნველყოფდნენ საკუთარ თავს; ·
შემოტანილ საქონელს კი,მაგ. ჩაის,დიდი საბაჟო გადასახადი
ედო; ·
ბრიტანული მთავრობა სულ უფრო ზრდიდა გადასახადებს; ·
ამას დიდწილად განაპირობებდა ამერიკაში განლაგებული
ბრიტანული ჯარებისათვის ხელფასის გადახდისა და მომარაგების აუცილებლობა; |
დამოუკიდებლობისთვის ომის დასაწყისი ·
1770 წლისთვის
უკმაყოფილებამ ბრიტანული მთავრობის მიმართ ზღვარს
მიაღწია ·
მართლაც ბრიტანეთის კოლონიები იძულებული იყვნენ გადასახადები
ეხადათ მთავრობისთვის,რომლის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ და არც არაფერი
ჰქონდათ მასთან საერთო; ·
კოლონისტები არავითარ მონაწილეობას არ იღებდნენ ბრიტანულ
მმართველობაში და არც თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ ინგლისის პარლამენტში ·
1773 წელს
განხორციელდა სიმბოლური საპროტესტო აქცია ,რომელსაც
„ბოსტონის ჩაის სმა ეწოდება ‘’ ·
პორტ ბოსტონში,კოლონისტთა
რაზმი,რომლებიც ინდიელებად იყო გადაცმული,ავიდა სამ ბრიტანულ გემზე და ზღვაში გადაყარა
ჩაით სავსე ყუთები; ·
ბრიტანელებმა გადაწყვიტეს დაესაჯათ ურჩი კოლონისტები
და დაეხურათ ნავსადგური,სანამ სრულად არ მიიღებდნენ გადაყრილი ჩაის საფასურს; ·
სადამჯელო ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია; ·
ამერიკის ბრიტანულ კოლონიებში ფართოდ გაიშალა
ინგლისელთა ბატონობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა; ·
ინგლისის პარლამენტმა მასაჩუსეტსის წინააღმდეგ სადამსჯელო
კანონები მიიღო (სანქციები) ·
საპასუხოდ კი ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქალაქ
ფილადელფიაში პირველ კონტინენტურ კონგრესზე(1774 წ) და ბრიტანული საქონლის
ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ·
მასაჩუსეტსის სამხედრო გუბერნატორმა
კოლონისტების ლიდერების დაპატიმრება დააპირა; ·
მაშინ კოლონისტებმა მეფის ჯარს საკუთარი შეიარაღებული
რაზმები დაუპირისპირეს და ბრძოლა გაუმართეს ლექინგტონსა
და კონკორდთან (1775) ·
ამავე წლის 17 ივნისს ბრიტანელებმა გამარჯვება მოიპოვეს
ბოსტონთან ბანკერ ჰილის ბრძოლაში,მაგრამ ეს გამარჯვება
მათ ძვირად დაუჯდათ ამ ბრძოლაში 1000-მდე ბრიტანელი ჯარისკაცი
დაიღუპა, მაშინ როცა კოლონისტების დანაკარგი 400-ს არ აღემატებოდა; |
დამოუკიდებლობის დეკლარაცია ·
1775 წლის მაისში გაიმართა მეორე კონტინენტური კონგრესი კონგრესის მშაობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები
ამერიკული კოლონიების ერთობლივი,შეთანხმებული და ორგანიზებული მოქმედების პირველი
გამოხატულება გახდა; 1776 წლის
მაისში კონგრესმა ჯონ ადამსის (შემდგომში
აშშ-ს მე-2 პრეზიდენტი 1797-1801 ) წინადადებით ოფიციალურად გამოცხადდა ბრიტანეთისგან თავისუფალი შტატების შექმნა ·
შტატების ახალი კონსტიტუციით
ფართოვდებოდა მოსახლეობის დემოკრატიული უფლებები(სიტყვის,სინდისის,შეკრებების
თავისუფლება,პიროვნების ხელშეუხებლობა და სხვ.) ·
კონგრესის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კი გახდა
1776 წლის 4 ივლისს
მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია; ·
დეკლარაციის შედგენაზე 5
კაციანი კომისია მუშაობდა ·
მისი საბოლოო ტექსტი კი თომას ჯეფერსონმა(აშშ მე-3 პრეზიდენტი
1801-1809 ) მოამზადა; ·
ამრიგად 1776 წლის 4 ივლისს(!)
ინგლისის ამერიკულმა კოლონიებმა არსებობა შეწყვიტეს და მათ ნაცვლად შეიქმნა ახალი სახელმწიფო-ამერიკის შეერთებული შტატები ·
4 ივლისი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეა-სახელმწიფო დღესასწაული; |
ბრიტანეთთან ომის დასასრული
აშშ--ის ჩამოყალიბება: ·
კოლონისტების ჯარის მთავარსარდლად მე-2 კონტინენტურმა
კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799) ,შემდეგში აშშ-ის პირველი
პრეზიდენტი (1789-1799) დანიშნა ·
ინგლისმა უარი განაცხადა ეღიარებინა აშშ-ს დამოუკიდებლობა; ·
ამასობაში კოლონისტების არმია კიდევ უფრო გაიზარდა,უფრო
ორგანიზებული და ბრძოლიუნარიანი გახდა ·
1776 წლის
შობის წინა ღამეს ჯორჯ ვაშინგტონი წინ წაუძღვა კოლონისტების ჯარს
,მათ გადალახეს გაყინული მდინარე დელავერი და ტრენტონის ბრძოლაში დაამარცხეს ინგლისელები; ·
ეს იყო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მთავარი შეტაკება ·
კოლონისტებს მხარში ამოუდგნენ ჰოლანდიელები,ფრანგები,ესპანელები; ·
ინგლისელთა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და სულ
უფრო რთული ხდებოდა ჯარების მომარაგების პრობლემა; ·
კოლონისტების საბოლოო გამარჯვებისთვის გადამწყვეტი
მნიშვნელობა ჰქონდა საფრანგეთის დახმარებას(1778 წ.) ·
ფრანგ არისტოკრატ მარკიზ დე ლაფაიეტთან
ერთად ვაშინგტონმა 1781 წელს იორკთაუნთან შეძლო ბრიტანეთის არმიის მთავარი ნაწილების დამარცხება ·
1783
წელს პარიზის ზავით(!) ბრიტანეთმა
აღიარა 13 კოლონიის დამოუკიდებლობა; ხ ·
ცამეტი კოლონია განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ტერიტორიის
და მოსახლეობის სიდიდით,ეკონომიკური სტრუქტურით ·
მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა
კოლონიების უბრალო კავშირის ერთიანად მართულ სახელმწიფოდ
ქცევა; ·
კონსტიტუციის მიღებით შეიქმნა რესპუბლიკური ფედერალური
სახელმწიფო- ამერიკის შეერთებული შტატები; ·
შტატებს სენატში(საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის
ზედა პალატას ჰქვია სენატი) თანაბარი წარმომადგენლობა ჰყავდათ;(ორი სენატორი თითოეული
შტატიდან). ·
კონგრესის მეორე პალატაში- წარმომადგენელთა პალატაში,დეპუტატთა რაოდენობა განსაზღვრული
იყო მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად; ·
სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია
4 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ·
სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა უზენაესი
სასამართლო; |
რა მოვლენები ითვლება საფრანგეთის დიდ რევოლუციად
? ·
ლუი მე-14-ის შექმნილი სახელმწიფო სისტემა(აბსოლუტიზმი)
მისი გარდაცვალების შემდეგ,თანდათან კნინდებოდა ·
მე-18 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს შეუძლებელი აღმოჩნდა მისი შენარჩუნება ·
1789
წ-ს დაწყებულმა „დიდმა რევოლუციამ’’
ბოლო მოუღო აბსოლუტისტურ სახელმწიფო სისტემას,რომელსაც რევოლუციონერებმა „ძველი რეჟიმი’’
უწოდეს; ·
საფრანგეთის რევოლუცია დააჩქარა პოლიტიკური აზროვნების
წესზე განმანათბლობისა და ამერიკული რევოლუციის ზემოქმედებამ; x ·
ტერმინი „რევოლუცია’’-
ნასესხებია ასტრონომიიდან;ამ ტერმინით ციური სხეულების ციკლური ბრუნვა აღინიშნება(revolutio-ლათ.
შემობრუნება,უკუქცევა) ·
პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ეს ტერმინი პირველად
ინგლისში გამოიყენეს ,როდესაც 1688 წლის მოვლენებს
„სახელოვანი რევოლუცია’’ უწოდეს; ·
მაგრამ ტერმინის დამკვიდრებაში განსაკუთრებული წვლილი
მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვის; ·
პირველად გაიმიჯნა ჩვეულებრივი ამბოხი და რევოლუცია(როცა
ლუი მე-16-მ 1789 წლის 14 ივლისს პარიზში განვითარებული
მოვლენები ამბოხად აღიქვა,ჰერცოგმა როშფუკო-ლიანკურმა ასეთი შესწორება შეჰკადრა:“ეს ამბოხება არაა,ეს რევოლუციაა“’ ხ ·
მას შემდეგ ტერმინი „რევოლუცია’’
აღნიშნავს საზოგადოების, პოლიტიკის,ეკონომიკისა და კულტურის თვისობრივ განახლებას,ძალისმიერი ხერხებითა
და საზოგადოების ფართო ფენების მასობრივი მონაწილეობით
განხორციელებულ ძირეულ გარდატეხას; ·
საფრანგეთის რევოლუციის შეფასებები არაერთგვაროვანია. ხ ·
ვიწრო გაგებით
საფრანგეთის რევოლუციაში იგულისხმება 1789-1799 წლების მოვლენები ·
ფართო გაგებით
მას ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის
პერიოდსაც (1799-1815 )
მიაკუთვნებენ ·
არაერთმნიშვნელოვანია რევოლუციური
პროცესის შეფასებები; ·
ხშირად აღნიშნავენ,რომ რევოლუციამ მოიტანა როგორც თავისუფლება,ისე ტერორიც; ·
დასაბამი მისცა არა მხოლოდ დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოს არამედ წარმოშვა სახელმწიფოს ტოტალიტარული ფორმაც (იაკობინელთა მმართველობის
ფაზაში(1793-1794)) ·
დავის საგანია ისიც კი,თუ როგორ უნდა მივუდგეთ საფრანგეთის
დიდ რევოლუციას-როგორც ერთიან რევოლუციურ პროცესს,ერთ რევოლუციას
,თუ საქმე გვაქვს რამდენიმე რევოლუციასთან; |
სოციალური და ეკონომიკური
მდგომარეობა საფრანგეთში რევოლუციის წინ: ·
„ძველი რეჟიმი“
საზოგადოებრივი წყობით წოდებრივი სახელმწიფო იყო; ·
საზოგადოება დაყოფილი იყო სამ არათანასწორუფლებიან წოდებად; ·
პირველი(სასულიერო წოდება-კლერუსი
დაახლოებით 130 000 ადამიანი შეადგენდა მოსახლეობის 0,5%-ს) მეორე(თავადაზნაურობა ,დაახლოებით 350 000 ადამიანი შეადგენდა
მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ მეტს) პრივილეგირებული წოდებები
იყო; ·
მოსახლეობის 98%-კი (27 მლნ-ზე მეტი ადამიანი) ქმნიდა
თითქმის სრულიად უუფლებო მე-3 წოდებას ·
მე-3 წოდება არ იყო ერთგვაროვანი და აერთიანებდა
: ქალაქის მსხვილ,საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე ბურჟუაზიას; („ბურჟუაზია“- წარმოდგება ევროპულ ენებში ქალაქის
აღმნიშვნელი სიტყვისგან-„ბურგ’’ შუა საუკუნეებში ფრანგული „ბურჟუა’’ და გემანული
„ბიურგერი’’ ქალაქის სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავდა) ·
მე-3 წოდებაში ბურჯუაზიის გარდა შედიოდა : გლეხობა,ქალაქის ღარიბი ფენები, ·
მე-3 წოდების 40%-ს შეადგენდა სოციალური სტატუსის არ მქნე პირები:მაწანწალები და მათხოვრები; |
როგორ ცხოვრობდნენ
სხვადასხვა წოდებები საფრანგეთში რევოლუციამდე ? ·
მე-18 საუკუნის მიწურულის საფრანგეთი აგრარული ქვეყანა იყო ·
მოსახლების 85% სოფლად ცხოვრობდა; ·
გლეხები,მე-3 წოდების ძირითადი მასა უპირატესად მოიჯარეები
იყვნენ; ·
მიწის 40%-ი პირველი და
მე-2 წოდების მფლობელობაში იყო;დანარჩენი ქალაქების ბურჟუაზიას ეკუთვნოდა; გლეხობა: ·
გლეხობას ეკისრებოდა უამრავი სახის გადასახადი: შრომითი
ბეგარა,ნატურალური გადასახადი,მიწის რენტა და სხვა.) მიწათმფლობელთა სასარგებლოდ
და სახელმწიფო გადასახადების ძირითადი ნაწილი; ·
გლეხობას მოწეული მოსავლის მხოლოდ 1/3 რჩებოდა,რაც ყოველთვის არ იყო საკმარისი მაგ. მოუსავლიან
წლებში; ხ ბურჟუაზია ·
ბურჟუაზია მე-3 წოდების ყველაზე მცირერიცხოვან,მაგრამ,ამავე
დროს ყველაზე გავლენიან ნაწილს შეადგენდა; ·
ბურჟუაზიას განეკუთვნებოდა მე-3 წოდების უმაღლესი
რანგის წარმომადგენლები-ბანკირები,ე.წ. გამომსყიდველები,მსხვილი ვაჭრები,მანუფაქტურების
მფლობელები,ადვოკატები,ექიმები,ჟურნალისტები და მაღალი რანგის მოხელეები ·
ფინანსურად განსაკუთრებით მძლავრი და შესაბამისად
გავლენიანი იყო ბანკირებისა და გამომსყიდველების ჯგუფი ·
მათ ხელში იყო გავლენის მოპოვების ეფექტური იარაღ-
კრედიტი; ·
ქვეყნის მთავარი კრედიტორების ფინანსურ ტყვეობაში
მოექცნენ არა მხოლოდ კერძო პირები,არამედ თავად სახელმწიფოც,რომელიც მათჰგანიღებდა
სესხებს ბიუჯეტის დეფიციტის ამოსავსებად; ხელოსნები და მოვაჭრეები ·
ქალაქის მოსახლეობის ქონებრივ და სოციალურ იერარქიაში
მსხვილი და საშუალო შემოსავლის მქონე ბურჟუაზიის შემდეგ მოდიოდა მცირეშემოსავლიანი
ხელოსნების და მოვაჭრეების მასა;ისინი ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ; ·
ბოლო ადგილი ამ იერარქიაში ეკავა დაბალ ფენას-მანუფაქტურის
მუშებს,მსახურებს,შეშისა და წყლის დამტარებლებს და ა.შ. ხ კლერუსი ·
არც პირველი ორი წოდება იყო ერთგვაროვანი; ·
მაღალი სასულიერო პირების შემოსავალი მნიშვნელოვნად
აჭარბებდა საეკლესიო იერარქიაში საშულო და დაბალ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირებისას(შედარებისათვის
სტრასბურგის არქიეპისკოპოსის წლიური შემოსავალი შეადგენდა 1 მილიონ ლივრზე მეტს უბრალო
აბატისა-საშუალოდ 1000 ლივრამდე) ·
კლერუსი ძირითად შემოსავალს მიწათმფლობელობიდან იღებდა; ·
ხოლო როგორც გადასახადებისგან თავისუფალ წოდებას,მხოლოდ
ნებაყოფლობითი „შესაწირის“ სახით შეჰქონდა უმნიშვნელო თანხები სახელმწიფო ხაზინაში. ·
სასულიერო წოდების შემოსავლები,ამავე დროს, დამატებითი
სიმდიდრის წყარო იყო მეორე წოდებისათვის იმდენად,რამდენადაც კლერუსის უმრავლესობას
თავადაზნაურები შეადგენდნენ) თავადაზნაურები ·
მე-2 წოდებაშიც არსებობდა ძველი საგვარეულოებისგან
შემდგარი,ტიტულების მატარებელი ზედაფენა,ე.წ. „ტახტის(დაშნის) აზნაურები’’,რომლებიც
საგადასახადო პივილეგიების გარდა,მათი ღირსების შესაბამისი უამრავი ტრადიციული პრივილეგიითაც
სარგებლობდა ·
მე-2 წოდების ქვედა ფენას შეადგენდნენ ე.წ. „მანტიის აზნაურები’’-მდიდარი ბურჟუაზიიდან გამოსული სამოხელეო
თავადაზნაურობა ·
ძველი რეჟიმის უზარმაზარ ბიუროკრატიულ აპარატში ყველა თანამდებობა იყიდებოდა ·
მესამე წოდების მდიდარი წარმომადგენლები ყიდულობდნენ
მაღალ თანამდებობებს და ამასთან ერთად იღებდნენ სათავადაზნაურო პრივილეგიას-გადასახადებისგან
განთავისუფლებას და თავადის ტიტულს ·
მე-18 საუკუნეში ამ გზით 50 ათასამდე ბურჟუა გააზნაურდა; |
ძველი რეჟიმის ფინანსური კრახი ·
1788 წ-ს
მეფე ლუი მე-16-ის(1774-1793) ფინანსების გენერალურმა
კონტროლიორმა ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში,რითაც პირველად აბსოლუტიზმის
ისტორიაში საჯარო გახადა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამასთან ერთად გამოაშკარავდა,რომ
სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზე იყო; ·
ძველი რეჟიმის ფინანსური კატასტროფა სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა; ·
მათ შორის უმნიშვნელოვანესი სამხედრო ხარჯები იყო; ·
უამრავმა ომმა,რომელშიც ლუი მე-14-ის დროიდან მოყოლებული
,ჩაბმული აღმოჩნდა ევროპის ჰეგემონობის სურვილით შეპყრობილი საფრანგეთი (ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის 1701-1714) , ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის(1740-1748) შვიდწლიანი ომი (1756-1763), ასევე ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში
მხარდაჭერამ დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა; ·
გაუმართლებლად დიდი თანხები იხარჯებოდა სამეფო კარის
და სამეფო ოჯახის ზღვარს გადასული ფუფუნებისა და სიამოვნების უზრუნველსაყოფად;განსაკუთრებით ლუი მე-15-ის დროს,რაც აისახა კიდეც მის
ცნობილ გამონათქვამში „ჩვენს შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღია’’ ·
ფინანსური კრახის მთავარი მიზეზი თავად აბსოლუტიზმის
სისტემა იყო,მისი წოდებრივი წყობით და უსამართლო და არა ეფექტური საგადასახადო პოლიტიკით; ·
ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე პირველი და მეორე წოდებები თითქმის მთლიანად იყვნენ განთავისუფლებული
გადასახადებისგან; ·
გადასახადების
მთელი სიმძიმე მე-3 წოდებას აწვა; ·
არსებული მდგომარეობის გამოსწორების და საგადასახადო ტვირთის სამივე წოდებაზე მეტ-ნაკლებად
თანაბრად გადანაწილების ყველა მცდელობა სახელმწიფო ვალის ზრდის პირობებშიც კი,როგორც
წესი უშედეგოდ სრუდებოდა; ·
სახელმწიფო ვალის შემცირების დიდი სურვილის მიუხედავად
ლუი მე-16 არ აპირებდა მისი რეჟიმის დასაყრდენის,ორი წარჩინებული
წოდების პრივილეგიების ხელყოფას ·
თავის მხრივ არც პირველი
და მე-2 წოდებები აპირებდნენ პივილეგიების დათმობას;მხოლოდ რეფორმატორ ფინანსთა მინისტრებს
უხდებოდათ თანამდებობის დატოვება;პრივილიგირებულ წოდებათა მოთხოვნით მეფე
მათ სამსახურიდან ითხოვდა; ·
უკიდურესად მწვავე კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი(სამივე წოდების წარმომადგენლები) 170-წლიანი პაუზის
შემდეგ გენერალური შტატების(წოდებრივ წარმომადგენლობითი
ორგანო) ამოქმედებაში ხედავდა; ·
ყველა წოდებას საკუთარი ინტერესი ჰქონდა: ·
პირველი
ორი წოდება ამ ინსტიტუტის ამოქმედებით მეფის ძალაუფლების შეზღუდვას
და საკუთარი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავდა ·
ბუჟუაზია-პოლიტიკური
უფლებების მოპოვებას,ხოლო გლეხობა ფეოდალური
წნეხისგან განთავისუფლებას ელოდა; ·
ძველი რეჟიმის აგონია ვითარდებოდა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე; ·
1787
წ-ს მოუსავლიანობა და წყალდიდობა 1788 წლის მოუსავლიანობა და ზამთრის უჩვეულო
ყინვები ·
ხორბლის ფასი
100-200%-ით გაიზარდა; ·
პარიზში მანუფაქტურის მუშას 1 პურის საყიდლად დღიური ხელფასის 80%-ის გაღება უხდებოდა; ·
ქვეყანაში გახშირდა მშიერთა
ამბოხებები ·
ლუი მე-16 დათანხმდა გენერალური შტატების მოწვევას
1789-წლის მაისში(!) |
გენერალური შტატები · გენერალური
შტატების შეკრება ვერსალში დავით და კამათით დაიწყო · სადავო
კენჭისყრის და სხდომის ჩატარების
წესი გახდა. · ძველი
ტრადიციით წოდებები ცალ-ცალკე თათბირობდნენ,გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ
წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა. · მე-3 წოდების წარმომადგენლებმა
საერთო სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით
მიღება მოითხოვეს. · აშკარა
გახდა მეფე მე-3 წოდებისათვის დათმობას არ აპირებდა და ძველი წესების დაცვას დაბეჯითებით
მოითხოვდა,ამიტომ დეპუტატმა სიეიესმა
ამ საკითხის გადასაწყვეტად გენერალური შტატების ყველა წევრი,განურჩევლად
წოდებრივი კუთვნილებისა,საერთო სხდომაზე მიიწვია. · ამ
სხდომაზე,რომელიც1789 წლის 17 ივნისს გაიმართა,მესამე
წოდებას პირველი ორი წოდების ზოგიერთი წარმომადგენელიც შეუერთდა. · კრებამ
დაადგინა,რომ ის მოსახლეობის,სულ მცირე,96%-ს მაინც წარმოადგენდა და,შესაბამისად,უფლებამოსილი
იყო,ელაპარაკა ერის
სახელით; · ეს იყო გადამწყვეტი რევოლუციური აქტი,რითაც წოდებათა წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ წყობას „ძველ რეჟიმს“ და პირველი
ნაბიჯი გადადგეს“ხალხის სუვერენიტეტისა’’ და „საერთო ნების’’ პრინციპების დასამკვიდრებლად. · სულ
მალე „ეროვნულ კრებას’’
პირველი წოდების უმრავლესობა და ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა. · „ძველი
რეჟიმი“ სრულიად უსუსური ხრიკებით ცდილობდა რევოლუციური პროცესების შეჩერებას. · 20
ივნისს დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაკეტილი დახვდათ. · მათ
ახლო მდებარე „საბურთაო დარბაზში’’ გადაინაცვლეს და ფიცი დადეს,არ დაშლილიყვნენ მანამ,სანამ
ერს ახალ კონსტიტუციას არ მისცემდნენ. · 9 ივლისს წარმომადგენლებმა ერთხმად გამოაცხადეს თავი „დამფუძნებელ (ანუ საკონსიტუციო) კრებად“. · მეფე
იძულებული გახდა,ეღიარებინა ახლადშექმნილი საკანონმდებლო ორგანო. · ძველი
რეჟიმის უკან დახევა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. · მეფე
„დამფუძნებელი კრების’’ შექმნისთანავე ფიქრობდა გენერალური შტატების დაშლას,მაგრამ
მაშინ თავი შეიკავა. · 11 ივლისს კი დამატებითი,ძირითადად დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცებისგან
შემდგარი შეიარაღებული ძალები აამოქმედა პარიზსა და ვერსალში. · გარდა
ამისა,დაითხოვა(მეორედ) ლიბერალურად განწყობილი მინისტრი ნეკერი. |
ბასტილიის აღება 1789 14 ივლისი ·
ძველი რეჟიმის ამ ნაბიჯებში პარიზელებმა სამეფო კარის
კონტრრევოლუციური
შეთქმულების საფრთხე დაინახეს და იარაღს მოჰკიდეს
ხელი. ·
შეიქმნა ასევე სამოქალაქო
მილიცია,რომელიც მოგვიანებით ნაციონალურ გვარდიად
ჩამოყალიბდა. ·
14 ივლისს
შეიარაღებული ხალხის მასამ იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე
და აიღო აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საპყრობილე.(!) შენიშვნა: 14 ივლისი საფრანგეთში აღინიშნება
,როგორც რესპუბლიკის დღე . ეს დღეა რევოლუციის დასაწყისი ხ ·
ლუი მე-16-ის დროს ბასტილიას ცუდი სახელიღა
ჰქონდა შემორჩენილი. ·
ეს იყო საკმაოდ სუსტად დაცული ციხე,პატიმრობის
შერბილებული პირობებით და არა უწინდებურად პირქუში,შიშის მომგვრელი და აუღებელი ციხესიმაგრე. ·
17 ივლისს მეფე ლუი მე-16 იძულებული გახდა,პარიზში
ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. ·
პარიზის ახალმა ქალაქის თავმა(ივლისის
მოვლენების დროს პარიზში რევოლუციონერებმა შექმნეს თვითმმართველობის ახალი ორგანო,რომელსაც
პარიზის კომუნა
ეწოდა)“ერისა და გვირგვინის ერთობის ნიშნად“ მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა(ლურჯი და წითელი,პარიზისა და თეთრი-სამეფო
გვარის ბურბონების ფერი იყო. ლურჯი,თეთრი და წითელი
შემდგომში საფრანგეთის სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად
აირჩიეს) |
„დიდი შიში“ ·
ივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით
მასობრივი მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. ·
გლეხები არბევდნენ,წვავდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივი
ბატონების მამულებს და სასახლეებს,ინაწილებდნენ მათ მიწებსა და ტყეებს. ·
ყოფილი ყმების მრისხანე შურისძუებამ „დიდი შიში’’ აღძრა თავადაზნაურობაში.დიდგვაროვნები
მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან. ·
საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი
ფენებიც; ·
ხალხს კი ქვეყნის გარედან(აავსტრიის,პრუსიის
თუ ინგლისის) შეიარაღებული ინტერვენციის ეშინოდა.ამიტომ
ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები. ·
პარიზელების რევოლუციური მაგალითი მისაბაძ ნიმუშად
იქცა ასევე საფრანგეთის მოსახლეობისთვისაც(სტრასბურგი,ტრუა,ამიენი,რუანი და სხვ.) ·
აქაც შეიარაღებული მოქალაქეები
არბევდნენ ციხეებსა და ქალაქის გამგეობის შენობებს. ·
ქმნიდნენ
მუნიციპალური მმართველობის ახალ
არჩევით ორგანოებს. ·
ამდენად,ეს უკანაკნელი მოვლენები „მუნიციპალური რევოლუციის’’
სახელითაა ცნობილი ·
შენიშვნა: ლათ. municipium-თემის თვითმმართველობა; |
ეროვნული
კრება 1789-1791 წლები ·
1789 წელს ივლის-აგვისტოში პარიზში განვითარებულ მოვლენებზე მყისიერი რეაგირება
მოახდინა ეროვნულმა(დამფუძნებელმა) კრებამ; ·
„დიდი შიშის’’ დროს საკუთრების
მასობრივმა ხელყოფამ უშუალოდ შელახა ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი სამივე
წოდების მსხვილ მესაკუთრეთა ინტერესები. ·
სოფლად შექმნილი მდგომარეობის ნორმალურ კალაპოტში
დაბრუნების მიზნით ეროვნულმა კრებამ 4-5 აგვისტოს ღამის
სხდომაზე ფეოდალური პრივილეგიები
გაუქმებულად გამოაცხადა(!) ·
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საფრანგეთში ბოლო მოუღეს ფეოდალურ სისტემას(!) ხ ·
საფუძველი ჩაეყარა ყველა ფრანგის თანასწორობას კანონის წინაშე. ·
ყურადღება: ამიერიდან კანონი ყველასთვის აწესებდა
თანაბარ უფლებებს და თავისუფლებებს(იხ.
მათ შორის რა განსხვავებაა სამართლის ფაილი) ·
კანონი ყველას თანაბრად აკისრებდა
გადასახადების გადახდას ·
აძლევდა თანამდებობების დაკავების
თანაბარ შესაძლებლობას ხ ·
მაგრამ ეროვნული კრების ეს გადაწყვეტილებები არ იძლოდა
სოფლად გლეხების დამშვიდების და დაკმაყოფილების საფუძველს,რადგან გლეხს ფეოდალური ვალდებულებისგან მხოლოდ გამოსასყიდის ფასად ათავისუფლებდა. ·
შენიშვნა: ფეოდალური წნეხისგან
გლეხობის სრული და უსასყიდლო განთავისუფლება მხოლოდ 1793 წელს მოხდა,რიგით მე-3 რევოლუციური პარლამენტის,კონვენტის დროს. ·
ხ ·
1789 წლის 26 აგვისტოს
დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების
დეკლარაცია’’ !!!! ·
ეს დოკუმენტი შემდეგ საფუძვლად დაედო საფრანგეთის
პირველ კონსტიტუციას. ·
დეკლარაცია გაჟღენთილი იყო განმანათლებლობის სულისკვეთებით და,შესაბამისად,ამკვიდრებდა
ადამიანის ბუნებრივი უფლებების პატივისცემის,ძალაუფლების დაყოფის,“საერთო ნებისა’’
და „სახალხო სუვერენიტეტის’’,კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს; ·
ყურადღება:
საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავებული ეს დეკლარაცია თანამედროვე დემოკრატიისთვის
ფუძემდებლური დოკუმენტია. ·
„ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის’’
ძირითადი იდეები მოკლედ და ყველასთვის გასაგები ფორმით გამოიხატა საფრანგეთის რევოლუციის
მთავარ ლოზუნგში : „თავისუფლება,თანასწორობა,ძმობა’’.(!) ხ ·
დამფუძნებელი კრების 1789
წლის აგვისტოს დადგენილებებმა ლუი მე-16-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ·
არლის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში მეფე ირწმუნებოდა,რომ
არ დაუშვებდა „მისი სამღვდელოების’’ და „მისი თავადაზნაურობის’’ ამგვარ შევიწროვებას. ·
მიუხედავად ამისა,დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის სექტემბერში მეფეს
სუსპენსიური(ანუ შეჩერების ძალის მქონე) ვეტოს უფლება
მიანიჭა. ·
მართალია, მეფე ვერაფერს ვეღარ აკრძალავდა,მაგრამ
შეძლებდა ნებისმიერი კანონპროექტის შეფერხებას. |
მეფე პარიზში გადმოყავთ.ეკლესიას
მიწები ჩამოართვეს · პარიზის
მოსახლეობა უკმაყოფილო დარჩა მოვლენების ამგვარი განვითარებით · პარიზელთა
უკმყოფილება ქალაქის სურსათით მომარაგების გაუარესებასთან ერთად იზრდებოდა. · უბრალო
ხალხისათვის მათი უკიდურესი გაჭირვების თავიდათავი მიზეზი
საძულველი სამეფო კარი იყო. · 1789
წლის ოქტომბერის დასაწყისში სახელდახელოდ შეიარაღებული (ჯოხებით ,ცულებით და ა.შ)
6 ათასი პარიზელი ქალი,ძირითადად ბაზრის მოვაჭრეები,ვერსალისკენ დაიძრნენ. · პარიზელი
ქალები მეფისაგან პურს მოითხოვდნენ. · სამეფო
გვარდიამ ვერშეძლო მათი შეჩერება. · ხალხმა მეფე იძულებით გადმოიყვანა ვერსალიდან პარიზში(ფაქტიურად მძევლად აიყვანეს)ტიულრის სასახლეში. · ქუჩის
ზეზოლით მეფემ ცნო დამფუძნებელი კრების მიერ იმ დროისათვის
მიღებული ყველა გადაწყვეტილება. · პარიზში
გადავიდა დამფუძნებელი კრებაც და იქ განაგრძო საკანონმდებლო საქმიანობა. ხ · ქვეყანაში
მოსაგვარებელი იყო უმრავი პრობლემა · ფინანსური
კრიზისი არ იყო დაძლეული · სახელმწიფო
ვალის დასაფარავად,კრებამ ჯერ(1789 წლის 2 ნოემბერს)საეკლესიო
მიწები გამოაცხადა ნაციონალიზებულად
ანუ სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. · მოგვიანებით
კი(იმავე წლის დეკემბერში) ყოფილი საეკლესიომიწების სავარაუდო გასაყიდი ღირებულების(400 მლნ. ლივრი)
შესაბამისი სახელმწიფო ობლიგაციების(სახელმწიფო ვალდებულებების ფასიანი ქაღალდები)
გამოშვება დაადგინა. · ასიგნატები(ობლიგაციები)
ერთგვარ ქაღალდის ფულად იქცა და მალე გაუფასურდა. · საეკლესიო
ქონების ნაციონალიზაციას სახელმწიფოსა და
ეკლესიას შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი დეკრეტები მოჰყვა.(1790 წ-ს) · ამ
დეკრეტებით კათოლიციზმი რჩებოდა საფრანგეთის სახელმწიფო რელიგიად,მაგრამ ამიერიდან ეკლესია ექვემდებარებოდა
არა ვატიკანს,არამედ ფრანგულ სახელმწიფოს. · სკოლა
ჩამოაშორეს ეკლესიას და სამოქალაქო გამგებლობაში გადაიყვანეს. · სასულიერო პირებს ამომრჩევლები ირჩევდნენ(ეკლესიის მოძღვარს-მრევლი,ეპისკოპოსს კი შესაბამისი რეგიონის მოსახლეობა)
ხელფასს კი მათ სახელმწიფო უხდიდა; · სამღვდელოებას
კონსტიტუციაზე უნდა დაედო ფიცი(!) · ღვთისმსახრი
ფაქტობრივად უთაბრდებოდა არჩევით თანამდებობებზე მყოფ სახელმწიფო
მოხელეებს. |
როგორ
შეიცვალა საფრანგეთი რამოდენიმე წელიწადში?! ·
საფრანგეთის რევოლუციის პროცესში ყალიბდებოდა სრულიად ახალი პოლიტიკური კულტურა ·
რევოლუციური ფასეულობები ღრმად იჭრებოდა ფრანგების
ყოველდღიურ ცხოვრებაში ·
ყოფითი ნივთებიც კი რევოლუციურ სულისკვეთებას გამოხატავდა მაგ.
ჭურჭლის მოხატულობა,ჩაცმულობა და ა.შ. ·
პოლიტიკური ცხოვრების თუ პოლიტიკით ცხოვრების სტილი
სწრაფად ედებოდა ევროპის დანარჩენ ქვეყნებს. ·
ყურადღება:
სწორედ საფრანგეთის რევოლუციის დროს გამოჩნდა პირველად ახალი
პოლიტიკური ძალა- ეს იყო ხალხის მასა ·
ხალხის მასა გამოჩნდა ე.წ.
პარიზელი
სანკიულოტების სახით. ხ ·
ფრ.სანკიულოტ-სიტყვასიტყვით
ნიშნავს კიულოტის გარეშე.ესენი იყვნენ ღარიბი პარიზელები,რომლებიც საკუთარი სოციალური
სტატუსისა და ქონებრივი მდგომარეობის ხაზგასასმელად არ იცვამდნენ იმდროინდელი მოდის
სტანდარტით დაწესებულ მუხლებამდე შარვალს ,რასაც ერქვა კიულოტი .ისინი მდიდრებისგან
განსხვავებით,განსაკუტრებულ სამოსს- გრძელ ზოლებიან შარვალს ატარებდნენ ხ. ·
პარიზელი სანკიულოტები აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოების
რევოლუციურ გარდატეხის პროცესში და ზემოქმედებას ახდენდნენ
პოლიტიკურ გადაქყვეტილებებზე. ხ ·
მასების გააქტირებას მოჰყვა მასმედიის ეფექტური საშუალებების მომრავლება. ·
1792 წლს პარიზში სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების
500-მდე ჟურნალი და გაზეთი გამოდიოდა. ·
ბევრი ერთდღიანი გამოცემის და ბულვარული პრესის(ჭორიკანა,არასერიოზული
პრესა) გვერდით იყო ბრისოს ზომიერი“ფრანგი პატრიოტი“ და მარატის რადიკალური „ხალხის მეგობრის’’
მსგავსი ავტორიტეტული და პოპულარული გაზეთები. ხ ·
პოლიტიკის
ქუჩაში გადანაცვლების თანმდევი სიახლე იყო
სხვადასხვა სახის პოლიტიკური ლიტერატურის- პროკლამაციების,ანუ
მოწოდებისა და ხალხისადმი მიმართვის ფურცლების მოზღვავება; ხ ·
ქუჩაშივე გამოჩნდნენ ერთ-ერთი თვალსაჩინო რევოლუციონერის
,ახალგაზრდა ჟურნალისტ
კამილ დემულენის მსგავსი სახალხო ორატორები,რომლებიც ათასობით მსმენელის წინაშე მგზნებარე
მოწოდებებით გამოდიოდნენ ·
გენერალური შტატების
მოწვევის დღიდან მოყოლებული ,სიტყვის თავისუფლებას
მოწყურებულმა მე-3 წოდების წარმომადგენლებმა პირველი
თვეები „ძველი რეჟიმის „ მხარდამჭერებთან სიტყვიერ პაექრობაში გაატარეს. ·
ორატორული ორთაბრძოლები ჟესტები და ხმამაღალი ,ისტორიაში
დასამკვიდრებლად გამიზნული ფრაზები ახალი რევოლუციური პოლიტიკური
კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ხ ·
შეიცვალა პოლიტიკური ლექსიკაც. ·
„ერი“ , „მასები“, „პატრიოტი“ და ა.შ. მთავარ რევოლუციურ
სიტყვებად იქცა; ხ ·
ასევე შეიცვალა მიმართვის ფორმა. ·
ძველი რეჟიმის დროინდელი „ბატონო“ განიდევნა და მის ნაცვლად „მოქალაქე’’ დამკვიდრდა. ·
ეს გაკეტდა თანასწორობის
ხაზგასასმელად.(!) ·
სანკიულოტთა შორის საყოველთაოდ მიღებული იყო „შენობით’’ მიმართვა. შეადარე: მუსოლინის ფაშისტურ სტილს ხ ·
საფრანეთის პოლიტიკური ცხოვრების
უმნიშვნელოვანეს ცენტრებად იქცა პოლიტიკური კლუბები,რომლებიც პარტიების როლს თამაშობდნენ. ·
პოლიტიკურ კლუბებს შორის თავისი მნიშვნელობით გამოირჩეოდა
იაკობინელთა კლუბი. ·
ამ კლუბის წევრები წმინდა იაკობის მონასტრის ბიბლიოთეკაში იკრიბებოდნენ,ამიტომ ეწოდათ-იაკობინელთა
კლუბი. ·
კლუბებებში გაერთიანება გენერალური შტატების დეპუტატების
გარდა სხვებსაც შეეძლოთ. ·
ყურადღება:
ძირითადად კლუბებში შედიოდნენ შეძლებული იურისტები,მწერლები,ჯურნალისტები,ვაჭრები
და დამოუკიდებელი ხელოსნები. ·
თავდაპირველად იაკობინელთა კლუბი ძალზე ფართო იყო
და აერთიანებდა განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგომ ჯგუფებს კონსტიტუციური მონარქიის მომხრე გრაფი მირაბოდან მომავალ დიქტატორ მაქსიმილიან რობესპიერამდე. ხ ·
ზომიერი შეხედულებების მირაბომ
სიეიესთან,“ძველი და ახალი სამყაროს გმირ“ მარკიზ
ლაფაიეტთან და სხვებთან ერთად დაარსა -კლუბი „1789 წლის საზოგადოება“. ·
ამ კლუბში ძირითადად მსხვილი
ბურჟუაზიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ხ ·
უფრო რადიკალურად განწყობილმა,სოციალური
საქმიანობისთვის მებრძოლმა ჯგუფმა,რომელშიც შედიოდნენ ადვოკატი და თვალსაჩინო ორატორი
(მის ხმას მეხის გავარდნას ადარებდნენ) დალტონი,კამილ დემულენი,ცნობილი
მეცნიერი და რევოლუციონერი,პუბლიცისტი მარატი,ჩამოაყალიბეს „კორდელიერების კლუბი’’(კლუბის
წევრები კორდელიერების ეკლესიაში იკრიბებოდნენ) ხ ·
იაკობინელთა კლუბში განხეთქილება(!) 1991 წლის მოვლენებთან დაკავშირებით
მოხდა. ·
მაშინ,როცა დამფუძნებელი კრების კონსტიტუციური მონარქიის
მომხრე დეპუტატები „ვარენის კრიზისის“ განმუხტვასა და რევოლუციის შეჩერებას ცდილობდნენ,კორდელიერების კლუბის წევრები საგანგებოდ შედგენილი პეტიციით
ხალხს მონარქიის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ. ·
განხეთქილება იაკობინელთა კლუბში სწორედ ამ პეტიციის
განხილვას მოჰყვა. ·
კლუბი დატოვეს კონსტიტუციური
მონარქიის მომხრეებმა,რომლებმაც მოგვიანებით ფეიანები
ეწოდათ(იმ მონასტრის სახელის მიხედვით,სადაც კლუბი სხდომებს მართავდა). იაკობინელებისგან
წასული ფეიანები „1789 წლის
საზოგადოებას’’ შეუერთდნენ. ხ ·
1791 წლის 17 ივლისს კორდელიერების
ახალი პეტიციის ხელმოსაწერად,რომელიც მეფისაგან ტახტზე უარის თქმას მოითხოვდა,ათასობით
პარიზელი შეიკრიბა მარსის ველზე. ნაციონალურმა გვარდიამ,რომელსაც
კონსტიტუციური მონარქიის მომხრე მარკიზი ლაფაიეტი მეთაურობდა,უიარაღო ხალხს ცეცხლი
გაუხსნა.(!!!!) |
საკანონმდებლო კრება ·
1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველძე არჩეული
ეროვნული კრება,რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება
ეწოდა; ხ ფეიანები ·
ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას კონსტიტუციური მონარქიის
მომხრე ფეიანები შეადგენდნენ; თავდაპირველად ისინი,პოლიტიკურად მერყევ დეპუტატთა
დიდ ნაწილთან ერთად,უპირატესობას ფლობდნენ; ხ ჟირონდისტები ·
მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო დეპუტატთა მცირე ჯგუფი,რომელთა უმრავლესობაც ბრისოს გარშემო ერთიანდებოდა.მოგვიანებით ამ ჯგუფს ჟირონდისტები
უწოდეს(ეს დეპუტატები ძირითადად დეპარტამენტ ჟირონდადან
იყვნენ) ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარების აზრისკენ. ხ იაკობინელები ·
უკიდურეს(რადიკალურ) მემარცხენე პოზიციას იკავებდა
რობესპიერის მომხრე იაკობინელთა მეტად მცირერიცხოვანი ჯგუფი.(თავად რობესპიერი საკანონმდებლო კრებაში ვერ მოხვდა თავის დროზე,მისივე წინადადების
შესაბამისად მიღებული კანონის გამო,რომელიც კრძალავდა დამფუძნებელი კრების ყოფილი
დეპუტატების არჩევას ახალ საკანონმდებლო ორგანოში.) ამ დეპუტატებს მონტანიარებს(„მთიელებს“,ფრ.მონტან-მთა)უძახდნენ
,რადგან ისინი,ჩვეულებრივ,საკანონმდებლო კრების დარბაზში ამფითეატრის ბოლო იარუსების
სკამებზე ისხდნენ; |
რევოლუცია და ინტერვენცია ·
საფრანგეთში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებს შეშფოთებით
ადევნებდნენ თვალს როგორც ფრანგი ემიგრანტი თავადაზნაურობა(მათ
შორის იყვნენ ლუი მე-16-ის ძმები,მათი თავშეყრის ადგილი იყო გერმანული ქალაქი კომბლენცი),ისე
ევროპელი მონარქები. ·
მათ ერთად დაიწყეს ინტერვენციისთვის მზადება. ხ ·
1791 წლის აგვისტოში ავსტრიის
იმპერატორის და პრუსიის მეფის ერთობლივ განცხადებაში(„პილნიცის
დეკლარაცია“) უკვე აშკარად გაისმა ფრანგი მონარქის უფლებების
აღდგენის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა. ხ ·
შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ჟირონდისტებმა და გააჩაღეს პროპაგანდა“მსოფლიოს წამყვან
ერად“ ქცეული ფრანგების მხრიდან სხვა ერებისათვის თავისუფლების
მომტანი რევოლუციური
ომების წარმოების სასარგებლოდ; ·
საყოველთაო საომარ ეიფორიას მხოლოდ ერთეულები გაემიჯნენ.მათ
შორის,რობესპიერიც
:“არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები“ -თქვა მან. ხ ·
1792 წლის 20 აპრილს ლუი მე-16-მ
და საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს,მაგრამ
საფრანგეთის არმია არ იყო მზად ომისათვის.ცნობები საფრანგეთის ჯარების მიერ ზედიზედ
განცდილი მარცხის შესახებ ნათელს ხდიდა საფრთხეს,რომელიც ქვეყანას და პარიზს ემუქრებოდა. ხ ·
1792 წლის 11 ივლისს საკანონმდებლო კრებამ მიმართა მოქალაქეებს მოხალისეთა მასობრივი მობილიზაციის მოწოდებით. „სახელმწიფო
საფრთხეშია“-აცხადებდა შესაბამისი დეკრეტი. ·
საფრანგეთის 83-ვე დეპარტამენტში იქმნებოდა მოხალისეთა
რაზმები. ·
რუჟე დე ლილის“რაინის არმიის სიმღერას“
რომელსაც ფრონტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები
მღეროდნენ,მალე მთელი ქვეყანა მღეოდა.„მარსელიოზად“ წოდებული ეს სიმღერა,დღეს
საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნია.თუმცა მდგომარეობის
გამოსაწორებლად მხოლოდ მოხალისეთა ენთუზიაზმი არ იყო საკმარისი. ხ ·
ამასობაში ქვეყანაში
სურსათის ნაკლებობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწის. ინფლაციამ ასიგნატების
40%-იანი გაუფასურება გამოწვია, გაიზარდა პურზე ფასები. ·
პარიზში სამხედრო მობილიზაციის
პერიოდში გააქტიურდნენ კომუნის სექციები.პარიზი
48 სექციად იყო დაყოფილი. ხ ·
1792 წლის 3 აგვისტოს
პარიზში გავრცელდა ცნობა ინტერვენტთა ჯარების მთავარსარდლის,ბრაუნშვაიგის ჰერცოგის მანიფესტის(1792
წლის 25 ივლისი) შესახებ,რომელშიც ჰერცოგი სამეფო ოჯახის ხელშეუხებლობის დარღვევის
შემთხვევაში პარიზს“სრული განადგურებით“ ემუქრებოდა. ·
ხალხმა ამ
მანიფესტის უკან მეფის“ღალატი“ დაინახა. ·
პარიზის სექციების კრებამ
საყოველთაო შეიარაღება და მეფის ტახტიდან ჩამოგდება მოითხოვა. ·
პარიზელი სანკიულოტების
მოთხოვნები მნიშვნელოვანწილად მათი მძიმე ყოფით იყო განპირობებული,რაშიც ისინი მეფეს
და ეროვნულ კრებას ადანაშაულებდნენ; · 1792 წლის 10 აგვისტოს პარიზელმა სანკიულოტებმა იერიში მიიტანეს ტიულრის სასახლეზე და
დაატყვევეს მეფე და მისი ოჯახი. |
კონვენტი.საფრანგეთი რესპუბლიკად ცხადდება 1792 წ 21 სექტემბერი · ქუჩის ზეწოლით საკანონმდებლო კრებამ ცენზისგან თავისუფალი
რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. · შეიქმნა ახალი მთავრობა-„დროებითი აღმასრულებელი საბჭო“,რომელიც პარიზის კომუნაზე
იყო დამოკიდებული. · ჟირონდისტებისგან შემდგარ ამ ახალ
მთავრობაში შევიდა ერთადერთი „მონტიარი“-დანტონი(დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა). ხ · „დროებითი აღმასრულებელი საბჭოს“ დეკრეტმა
დაადგინა ახალი საკანონმდებლო ორგანოს-ნაციონალური კონვენტის არჩევნების
წესი,რომელიც ხმის უფლებას ანიჭებდა ყველა მამაკაცს
21 წლის ასაკიდან; · პირველად ისტორიაში შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება(ოღონდ
მხოლოდ მამაკაცებისთვის),მაგრამ საარჩევნო სისტემა კვლავ ორსაფეხურიანი იყო. ხ · 1792 წლის 21 სექტემბერს,ფრანგული რევოლუციური არმიის მიერ ვალმისთან მოპოვებული პირველი გამარჯვების მე-2 დღეს,შეიკრიბა
ახალი წესით არჩეული ნაციონალური კონვენტი,რომელმაც
საფრანგეთი რესპუბლიკად
გამოაცხადა; ხ · გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს
შობიდან და 1792 წლის 21 სექტემბერი „ახალი ხანის“ ათვლის
თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა(შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც) ხ · კონვენტში ერთ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე
მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდნენ; · 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე
ძალად,120 იაკობინელი კი მემარცხენე პარტიად ჩამოყალიბდა. · „მთასა“ და „ჟირონდას“ შორის აღმოჩნდა მერყევი ცენტრი,რომელიც კონვენტის
უმრავლესობას შეადგენდა.დეპუტატთა ამ ჯგუფს“ჭაობი“ ეწოდა. ხ · კონვენტში ძირითადი სამუშაო კომიტეტებს დაეკისრათ.
წამყვან როლს კონვენტში“ეროვნული ხსნის კომიტეტი“ ასრულებდა. 1793
წელს ამ კომიტეტმა აღმასრულებელი
ხელისუფლება აიღო ხელში. განსაკუთრებული
მნიშვნელობა შეიძინა “უსაფრთხოების კომიტეტმა“,რომელიც პოლიციურ
ფუნქციებს ასრულებდა; ხ · კოვენტს უამრავი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი: ა.რესპუბლიკური კონსტიტუციის შემუშავება ბ.რევოლუციუური ომების წარმოება გ.ქვეყნის
შიგნით ამბოხებების დაძლევა(კონტრევოლუციის კერა
იყო ვანდეა;ვანდეაში გლეხები მეფის და ეკლესიის მომხრეები იყვნენ) დ.პარიზის
მოსახლეობის სურსათით მომარაგება ე.მეფისა
და მისი ოჯახის ბედის გადაწყვეტა ხ · ყველა
ეს საკითხი ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის
დაპირისპირების საგანი გახდა,მათ
შორის,ლუი მე-16-ის გასამართლების საკითხიც. · კონვენტის უმრავლესობა მეფეს დამნაშავედ მიიჩნევდა
კონტრრევოლუციურ ძალებთან კონტაქტის გამო,მაგრამ
სადავო იყო სასჯელის ზომა. · ჟირონდისტებს
უცხოეთის მკაცრი რეაქციის ეშინოდათ და არ სურდათ სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენება მეფის მიმართ. · ამ საკითხში ჟირონდისტების წინააღმდეგობის მიუხედავად,იაკობინელებმა შეძლეს კონვენტში საკუთარი
მოთხოვნების გატარება:თავისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებასა და ქვეყნის უსფრთხოების
ხელყოფაში მხილებულ ლუი მე-16-ს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. · 1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი მოჰკვეთეს ახლად გამოგონებული მექანიზმით,გილიოტინით,რომლის შექმნაზეც,თავის დროზე ლუი მე-16-მ გასცა
პატენტი. · ამოქმედდა რევილუციური რეპრესიების მთავარი
მანქანა. გილიოტინა,რომელსაც იაკობინელებმა „თანასწორობის
ნამგალი“ შეარქვეს,კიდევ დიდხანს არ გაჩერებულა. · 1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა საგანგებო
სასამართლო ორგანო-რევოლუციური
ტრიბუნალი,რომელიც უწყვეტად ამარაგებდა ეშაფოტს რეპრესიების
მორიგი მსხვერპლით. |
იაკობინელების მოსვლა ხელისუფლებაში 1793 წელს ·
მას შემდეგ,რაც ჟირონდისტებმა
მეფის სიკვდილით დასჯას მხარი არ დაუჭირეს,მნიშვნელოვნად შეირყა მათ მიმართ სანკიულოტების ნდობა. ·
ჟირონდისტების
პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა
1793 წლის გაზაფხულზე ფრანგული არმიის წარუმატებლობების,პარიზში სურსათით მომარაგების
გაუარესების და ვანდეაში როიალისტების(მეფის მომხრეების) გაძლიერების გამო. ·
პარიზელი სანკიულოტები
კონვენტისგან,პირველ რიგში,პურზე ფიქსირებული ფასის დაწესებას მოითხოვდნენ. ·
ჟირონდისტები კი ეკონომიკურ
ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგნი იყვნენ. ·
1793 წლის 2 ივნისს
8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი(მათ არსენალში
იყო 100 ქვემეხიც) კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი დეპუტატი. ·
ძალაუფლება იაკობინელების ხელში გადავიდა. ·
ბევრმა ჟირონდისტმა
პროვინციებს შეაფარა თავი და იქ ქმნიდა ოპოზიციურ მოძრაობას ·
იაკობინელთა ხელისუფლება
სანკიულოტების ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ·
1793 წლის 24 ივნისს
კონვენტმა მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია; ·
კონსტიტუციით აღმასრულებელი
ხელისუფლება(„აღმასრულებელი საბჭო“) პარლამენტს ექვემდებარებოდა; ·
აგვისტოში კონსტიტუცია
დასამტკიცებლად ხალხს გადაეცა; ·
იაკობინელებმა ადამიანის
უფლებების დეკლარაცია სოციალური უფლებებით,,კერძოდ შრომისა
და განათლების უფლების მინიჭებით,განავრცეს.(!) ·
თუმცა, ამავე დროს ძალაში რჩებოდა დამფუძნებელი
კრების მიერ 1791 წელს მიღებული კანონი გაფიცვებისა და მუშების
პროფესიულ გაერთიანებათა შექმნის აკრძალვის შესახებ. ·
კონსტიტუცია
ძალაში უნდა შესულიყო რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ.ამდენად,საფრანგეთის პირველი რესპუბლიკური
კონსტიტუცია არც კი ამოქმედებულა;(!) ·
იაკობინელთა
საკანონმდებლო საქმიანობა არ აკმაყოფილებდა სანკიულოტებს. ·
ისინი ემხრობოდნენ უკიდურესად რადიკალურ ჯგუფს ე.წ. „ცოფიანებს“ და იზიარებდნენ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის,ყოფილი
მღვდლის,ჟაკ რუს იდეებს;კერძოდ,ყველა სახის საქონელზე ფიქსირებული
ფასების დაწესება,ხალხის გაჭირვების ხარჯზე გამდიდრებული გადამყიდველების(სპეკულიანტების)
და ზოგადად“ხალხისა და რევოლუციის მტრების“-მდიდრების სიკვდილით
დასჯას,მათი ქონების კონფისკაციას და თანაბრად განაწილებას ღარიბთა შორის. ·
სანკიულოტები უკმაყოფილონი
იყვნენ „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის“ საქმიანობითაც,რომელსაც
დანტონი ხელმძღვანელობდა. ·
იაკობინელები დაჰყვნენ
პოლიტიკურად რადიკალიზებული
მასების მოთხოვნებს,დანტონი და დანტონისტები დაითხოვეს“საზოგადოებრივი ხსნის
კომიტეტიდან“ და თავად დაიკავეს მათი ადგილები.(1793 წლის ივლისში კომიტეტს რობესპიერი
ჩაუდგა სათავეში). ·
იმავე წლის სექტემბერში
მიიღეს „კანონი დიდი მაქსიმუმის“ შესახებ.კანონმა განსაზღვრა
ფიქსირებული ფასები ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტზე,ასევე განისაზღვრა ხელფასის
მაქსიმუმიც. ·
დაწსებული ფასების და
ხელფასის მაქსიმუმის დარღვევისათვის პატიმრობა იყო დაწესებული; |
იაკობინელთა „დიდი ტერორი“ ·
სანკიულოტების უშუალო
ზეწოლის შედეგი იყო,ისიც რომ 1793 წლის სექტემბერში
იაკობინელებმა“დღის წესრიგში დააყენეს ტერორი“. ·
რობესპიერის განმარტებით
თავისუფლების დაცვა მხოლოდ ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი; ·
დადგა“დიდი ტერორის
ხანა“ ·
სექტემბერშივე იაკობინელებმა
გამოსცეს დეკრეტი „არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ“ ·
დეკრეტი ადგენდა საეჭვო
პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. ·
„საზოგადოებრივი წესრიგის
მტრების“ გამოვლენა და დაპატიმრება „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის“ ქვემდებარე“უშიშროების კომიტეტს’’ დაევალა. ·
დასმენა რევოლუცირ სიქველედ გამოცხადდა. ·
ოქტომბერში გილიოტინაზე
თავი მოჰკვეთეს დედოფალ მარი-ანტუანეტას. ·
იანვარშ სიკვდილით დასაჯეს
ადრე დაპატიმრებული 29 ჟირონდისტი. ·
1793 წლის სექტემბრიდან
დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ატასი პირი ·
1794 წლის ზაფხულამდე
კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სიკვდილით დაისაჯა ,სავარაუდოდ,
35 ათასი ადამიანი ·
„დიდი ტერორის“ მსხვერპლთა
უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო. ·
1794 წლის თებერვალ-მარტში
მიღებული კანონები(ვანტოზის
დეკრეტები) „რევოლუციის მტრების“ ქონების კონფისკაციასა
და ღარიბთა შორის დანაწილებას მოითხოვდა. ·
1794 წლისთვის რობესპიერისა
და მისი უახლოესი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან-ებერტის გარშემო გაერთიანებულმა „ულტრარევოლუცონერ“ იაკობინელთა
ჯგუფმა ,ისე მარჯვნიდან-დანტონმა და მისმა თანამოაზრე
„ზომიერებმა“. ·
„ებერტისტები“ დიქტატურისა
და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ ·
„დანტონისტები“ კი პირიქით,რობესპიერის
პოლიტიკის შერბილებასა და ზომიერებას მოითხოვდნენ; ·
პასუხად დიქტატურამ
1794 წლის მარტსა და აპრილში ეშაფოტზე აიყვანა ჯერ ებერტი და ებერტისტები,ორი კვირის
შემდეგ კი დანტონი და მისი „ზომიერები“. ·
1794 წლის ივნისში სიკვდილიტ
დასჯის პროცედურის დასაჩქარებლად რობესპიერმა შეიმუშავა და გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაციის შესახებ. კანონით
უქმდებოდა ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის
ინსტიტუტი. ·
იაკობინელთა ტერორს
ბოლო არ უჩანდა. ·
კონვენტის კულუარებში“ჭაობი“
რობესპიერის ტირანიაზე ალაპარაკდა და რობესპიერის მოწინააღმდეგეთა
ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისთვის. ·
1794 წლის
27 ივლისს(9 თერმიდორი) დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე
დაასრულეს სიცოცხლე.შურისძიება სასტიკი იყო,გილიოტინაზე აიტანეს რობესპიერის ჯგუფის
ორი წევრის,რობესპიერის უმცროსი ძმის და ლებას ცხრდრებიც კი(ორივემ დაპატიმრებისას
მოიკლა თავი) იაკობინელები დაისაჯნენ
მათ მიერ ერთი თვით ადრე დაკანონებული წესით გამოძიებისა და გასამართლების გარეშე. |
18 ბრიუმერის გადატრიალება. ·
რობესპიერის დიქტატურის
აღსასრულის შემდეგ ძალაუფლება კონვენტის „ცენტრისტული“ ზომიერი პოლიტიკურ ძალების ხელში გადავიდა. ·
ამჯერად კანონმდებლობას
უმრავლესობა განსაზღვრავდა და არა იაკობინელებისა
და ჟირონდისტების ფრაქციები,რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში
რეალურად უმცირესობას წარმოადგენდნენ; ·
1795 წელს „ცენტრმა“
ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა.კანონი უბრუნდებოდა საარჩევნო
უფლების ცენზით(ასაკობრივი,ქონებრივი) შეზღუდვას,მაგრამ ამავე დროს,ითვალისწინებდა
ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის ფორმას-პლებისციტს. ·
კონსტიტუციის თანახმად
კონვენტი(პარლამენტი) ორპალატიანი ხდებოდა ·
აღმასრულებელი
ხელისუფლება კონცენტრირებული იყო 5 კაციანი „დირექტორიის“ ხელში; ·
დირექტორიის წევრებს
კონვენტის ზედა პალატა-„უხუცესთა
საბჭო“ ირჩევდა; ·
უახლოესი წარსულის გათვალისწინებით კონსტიტუცია პირველად,მოქალაქეთა
უფლებებთან ერთად,მათ მოვალეობასაც
განსაზღვრავდა,ის მათგან კანონისა და საკუთრების ხელშეუხებლობის პატივისცემას მოითხოვდა. ·
თერმიდორიანული კონვენტის და დირექტორიის მმართველობის დროს დამძიმდა ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობა(მათ გააუქმეს რობესპიერისეული „დიდი
მაქსიმუმი“ და სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის რეგულირება) ·
პურის ფასი მკვეთრად
გაიზარდა,ასიგნატები საბოლოოდ გაუფასურდა.1795 წლის ზაფფხულამდე მშიერთა არაერთი ამბოხება მოხდა; ·
სანკიულოტები „პურსა და 1793 წლის კონსტიტუციას“ მოითხოვდნენ; ·
თერმიდორიანელთა ხელისუფლებას
სხვადასხვა მხრიდან უტევდნენ; ·
1795 წლის შემოდგომაზე
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ მონარქისტებს.(პატარა
კახისთვის საფრანგეთს ნამდვილად არ ეცალა) ·
1796 წლის მაიში შეთქმულება
მოაწყვეს ეგალიტარისტ ბაბეფის მომხრეებმა(ფრ.ეგალიტე-
თანასწორობა;ეგალიტარისტებისთვის თანასწორობა საზოგადოებრივი საკუთრების თანაბარი
განაწილებას ნიშნავდა ) ·
1795-1796
წლების შემოტევებისგან რესპუბლიკის ხსნა თერმიდორიანელთა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური
არმიის დახმარებით შეძლო ·
საშინაო პრობლემების
გადაჭრაში მონაწილეობამ,განსაკუთებული მნიშვნელობა შესძინა არმიას; ·
სამოქალაქო ხელისუფლება სულ უფრო მეტად დამოკიდებული
ხდებოდა სამხედრო ძალაზე სხვადასხვა სფეროებში,მათ შორის ფინანსური კრიზისის დაძლევის
საკითხებში; ·
ქაღალდის ფულის სრული
გაუფასურების პირობებში,დირექტორიას ოქროსა და ვერცხლის ფული და სხვა მატერიალური
რესურსები სჭირდებოდა; ხაზინის შევსების მნიშვნელოვანი წყარო
სამხედრო კონტრიბუციები
შეიძლება გამხდარიყო.მათი მოპოვება მხოლოდ არმიას შეეძლო. ·
დირექტორია,მისი მერყევი
პოლიტიკით, ვერ უმკლავდებოდა პრობლემებს.ყოფილი „ჭაობის „ შიგნით მწიფდებოდა აზრი
რევოლუციისთვის წერტილის დამისა და მყარი,ქმედითი ხელისუფლების დამყარების შესახებ; ·
„საჭიროა
ერთი თავი და ერთი მახვილი,რომელიც ამ თავს დაემორჩილება“-ასე გამოხატა „ჭაობის“
ერთ-ერთმა ლიდერმა და დირექტორიის წევრმა სიეიესმა თერმიდორიანელთა ნაწილის მისწრაფება; ·
ლეგალურად
კონსტიტუციის გადასინჯვა მხოლოდ
7 წლის შემდეგ შეიძლებოდა,ამიტომ ძლიერი და სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნის მომხრეებმა
დაიწყეს მზადება სახელმწიფო
გადატრიალებისათვის; ·
შეირჩა“მახვილის“ როლის
შემსრულებელიც.არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა კორსიკელ არტილერიის გენერალზე ნაპოლეონ
ბონაპარტზე(1769-1821) ·
სწორედ მისი წყალობით
შეძლო თავის დროზე დირექტორიამ მონარქისტული სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობის აღკვეთა.მაშინ გაწეული სამსახურისათვის ნაპოლეონმა ჯილდოდ იტალიაში მოქმედი ფრანგული არმიის მთავარსარდლობა
მიიღო. ·
პირველმა დამოუკიდებელმა
კამპანიამ ნაპოლეონს მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება მოუტანა და სახელი გაუთქვა
. ·
2-ჯერ ნაკლები ძალით
მან შეძლო ავსტრიის ჯარების დამარცხება და აიძულა ავსტრიის
იმპერატორი,ზავი დაედო მასთან (კომპფორმიოს ზავი 1799 წ.) ავსტრია კარგავდა
ტერიტორიებს იტალიაში და აღიარებდა იქ შექმნილ ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილ“ რესპუბლიკებს; ·
ეგვვიპტის კსმპანია
დირექტორიამ წამოიწყო კიდევ ერთი მოწნააღმდეგის-ინგლისისათვის
დარტყმის მისაყენებლად; ·
ეგვიპტის დაკავებით
საფრანგეთის მთავრობა ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლოს დაწესებას და ინგლისისათვის კოლონიებიკენ მიმავალი
გზის მოჭრას და საფრანგეთის
კოლონიური სამფლობელოების გაფართოებას ვარაუდობდა; ·
ნაპოლეონის არმიამ გაიმარჯვა
ხმელეთზე;1798 წლის 21 ივლისს
ნაპოლეონის ჯარმა გაანადგურა მამლუქები პირამიდებთან ბრძოლაში
და დაიკავა კაირო.(იხ. ქართული ფიმი „მამლუქი“) ·
მაგრამ დამარცხდა საზღვაო
ბრძოლაში აბუკირთან.1798 წლი 1 აგვისტოს ინგლისის საზღვაო
ესკადრამ ადმირალ ნელსონის
მეთაურობით გაანადგურა ფრანგული სამხედრო ხომალდები. ·
1799 წლის ოქტომბერში
ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და პარიზში დაბრუნდა,სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. ·
1799 წლის 9 ნოემბერს(18
ბრიუმერი) გადატრიალების გეგმა განხორციელდა; ·
ძალაუფლება სამი კონსულის,ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“ ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა. „მე ამოვავსე
ანარქიის უფსკრული,მე შევიტანე წესრიგი ქაოსში, მე გავეკეთილშობილე რევოლუცია“ ნაპოლეონის დღიურიდან (წმინდა ელენეს კუნძული
1816 წ.
დაიმახსოვრე: ნაპოლეონმა დაასრულა
ბრბოს დიქტატურა და არეულობები საფრანგეთში. |
საფრანგეთი რესპუბლიკიდან იმპერიამდე
1800-1804 წლები ·
18 ბრიუმერის გადატრიალების(1799 წლის 9 ნოემბერი)
შემდეგ მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ პირველი კონსული,ნაპოლეონ
ბონაპარტი, თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა ·
ხელისუფლების სათავეში მოსვლისას,ყოფილმა იაკობინელმა,რევოლუციონერმა და რესპუბლიკელმა პირველმა კონსულმა განაცხადა:“მოქალაქენო,რევოლუცია დასრულდა!“ ·
საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია მთავრობის კანონპროექტების
დამტკიცებით შემოიფარგლა. ·
თვით წარმომადგენლობითი ორგანოს
შემადგენლობასაც პრაქტიკულად ნაპოლეონი ადგენდა (ახალი საარჩევნო წესის თანახმად,ხალხის მიერ არჩეულ ამომრჩევლებს მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატების
წარდგენის უფლება ჰქონდათ.წარდგენილი კანდიდატებიდან დეპუტატებს სენატი ირჩევდა.სენატი თავის მხრივ,სამუდამოდ დანი\შნული
პირებისგან შედგებოდა) ·
მოსამართლეებს,მოხელეებსა და ოფიცრებს ასევე პირადად
პირველი კონსული ნიშნავდა. ·
მაგრამ ნაპოლეონისთვის,როგორც ყოფილი იაკობინელისთვის,მაინც
მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა; ამიტომ შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი; ·
სწორედ ამ სახალხო რეფერენდუმმა 1802
წელს თითქმის ერთხმად დაუჭრა მხარი ნაპოლეონის“სამუდამო
პირველ კონსულად“დანიშვნას ,ორი წლის შემდეგ კი-„ფრანგების
იმპერატორად“ კურთხევას; |
·
ნაპოლეონისადმ ხალხის მხარდაჭერა განპირობებული იყო
როგორც მისი „დიდი არმიის წარმატებით“ ,რაც ფრანგებში
მათი „დიდ ერად „ ჩამოყალიბების
განცდას აღძრავდა,ისე მისი მმართველობის პერიოდში მიღწეული შედარებითი შინაპოლიტიკური სტაბილიზაციით; ·
ნაპოლეონის დროს გატარებულმა ფულის რეფორმამ და „საფრანგეთის
ბანკის“ დაარსებამ გაამყარა ფინანსური მდგომარეობა; ·
ქვეყანაში პურის ფასი დაბალი
იყო .ამიტომ ხალხი ეგუებოდა მათი უფლებების შეზღუდვას და პრესის მკაცრ ცენზურას; ·
1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით(შეთანხმებით) მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან
გარიგება;კათოლიციზმი „ფრანგების უმრავლესობის რელიგიად“
გამოცხადდა ·
ემიგრანტ თავადანაურებს სამშობლოში დაბრუნების ნება
დართეს კონსტიტუციაზე ფიცის დადების პირობით;მათ უფლება
მიეცათ გამოესყიდათ ჩამორთმეული სამფლობელოები; ·
ნაპოლეონის მთავარი დასაყრდენი მის მიერ შექმნილი ახალი ელიტა იყო,რომელიც ძირითადად სამხედრო და მაღალი
სამოხელეო წრეებიდან გამოსული დაწინაურებული პირებისგან შედგებოდა; ·
1805 წელს“ნეაპოლის სამეფო დინასტიის მმართველობის
შეწყვეტის შესახებ“ ედიქტის გამოცემით,რომლითაც ნაპოლეონის
ძმა ჟოზეფი „ორივე სიცილიის მეფედ“ გამოცხადდა(სინამდვილეში
ჟოზეფის ძალაუფლება მხოლოდ ნეაპოლზე ვრცელდებოდა,რადგან სიცილიას, სადაც ნეაპოლის
მმართველი ბურბონები გაიქცნენ,ინგლისის ფლოტი იცავდა),იმპერატორმა
დაიწყო მისი უახლოესი ნათესავებისა და გარემოცვის, ე.წ.“ნაპოლეონიდების“ გამეფება
დაპყრობილ რეგიონებში; ·
მაგრამ ა,ამავე დროს 1804 წელს მიღებული ე.წ. ნაპოლეონის
“სამოქალაქო კოდექსი“ განამტკიცებდა რევოლუციის მონაპოვარს,კერძოდ კანონის წინაშე თანასწორობასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას; ნაპოლეონის ომები · ნაპოლეონის“დიდ
არმიას“ არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა(სულ
7 ასეთი კოალიცია შეიკრა); განცდილი მარცხის შემდეგ ცალკეული წევრები ეთიშებოდნენ
კოალიციას,ზოგიერთი დროებით საფრანგეთის მოკავშირეც კი ხდებოდა,შემდეგ კი იქმნებოდა
ახალი კოალიცია; · 1800 წელს მარენგოსთან
ავსტრიისა და 1805 წელს აუსტერლიცთან ავსტრია-რუსეთის
გაერთიანებული ჯარის დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა; · 1806 წელს იენასთან
და აურშტედტთან პრუსიაზე,1807 წელს ფრიდლანდთან მის მოკავშირეზე რუსეთზე
„დიდი არმიის“
მიერ მოპოვებული გამარჯვებების შედეგად,
ანტიფრანგულ კოალიციას კიდევ ორი წევრი გამეთიშა; · 1807 წლის 24 ივნისს ტილზიტში
დადებული ზავით პრუსიამ დაკარგა ტერიტორიები,მას
დაეკისრა კონტრიბუცია და ფრანგული არმიის ცოცხალი ძალით მომარაგების ვალდებულება,რუსეთი კი საფრანგეთის მოკავშირედ იქცა; · ევროპის
კონტინენტურ ნაწილში ყველა ძირითადი მოწინააღმდეგე დამორჩილებული იყო.მაგრამ ნაპოლეონისთვის პრობლემად რჩებოდა
ინგლისი. · თავდაპირველად
ბონაპარტი კუნძულზე ჯარების გადასხმას აპირებდა,მაგრამ გეგმაზე საბოლოოდ უარი თქვა
მას შემდეგ ,რაც 1805 წელს
ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმირალ
ნელსონის მეთაურობით საფრანგეთისა და იმ დროს
მისი მოკაშირე ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა; · ინგლისზე
გამარჯვების მოპოვების ნაპოლეონის ახალი
გეგმა ინგლისის “კონტინენტურ ბლოკადაში“ მოქცევას
ითვალისწინებდა; · ევროპის
ყველა დამორჩილებულ თუ სამოკავშირეო პირობით შეკრულ სახელმწიფოს აეკრძალა ინგლისთან
სავაჭრო ურთიერთობა. · კონტინენტური
ბლოკადის იდეამ ნაპოლეონს პორტუგალიასა და ესპანეთში ჯარების შეყვანა გადააწყვეტინა,მათი
პორტების ინგლისური საქონლისათვის ჩაკეტვის მიზნით; · 1807 წელს ფრანგულმა ჯარმა პორტუგალია,1808 წელს კი ესპანეთი დაიკავა; · ამავე მიზნით 1810 წელს ანექსირებულ იქნა ჰოლანდია
და ჩრდილო-დასავლეთი გერმანია(ჰანზას ქალაქების-ბრემენის,ჰამბურგის
და ლიუბეკის ჩათვლით) · ნაპოლეონის
ჯარს ესპანეთში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.ქვეყანაში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა. · ესპანეთში
შექმნილი ვითარებით ისარგებლა ავსტრიამ და 1808 წელს
სცადა საფრანგეთის გავლენისაგან თავის დაღწევა; · 1809
წელს ნაპოლეონმა ვაგრამთან კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრიელები.ავსტრიაზე მოპოვებული
სამხედრო გამარჯვება მან ე.წ. „ავსტრიული ქორწინებით“ განამტკიცა: ავსტრიის საბოლოოდ დასამორჩილებლად
ნაპოლეონმა იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა; · კონტინენტური ბლოკადის შენარჩუნების
პირობების დაცვა ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრი ქვეყნისთვის აუტანელი ხდებოდა; · განსაკუთრებით
მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი,რომლის ექსპოტის(ხორბლის,სელის,ტილოს
და სხვა) 80-90% სწორედ ინგლისში გადიოდა,იქიდან კი სამრეწველო საქონელი შემოდიოდა;
ამიტომ რუსეთის მეფე ალექსანდრე 1-მა (1801-1825) უარი თქვა
ტილზიტში მიცემულ სამოკავშირეო პირობის შესრულებაზე; · ნაპოლეონმა
გადაწყვიტა ეიძულებინა რუსეთის იმპერატორი,დაბრუნებოდა კონტინენტური ბლოკადის რეჟიმს; · 1812 წელს 600 000ათასიანი „დიდი არმია“,რომელიც
სანახევროდ უცხოელი ჯარისკაცებისგან შედგებოდა(დამორჩილებული ქვეყნები ვალდებულები
იყვნენ დიდი არმია ცოცხალი ძალით მოემარაგებინათ),რუსეთისაკენ
დაიძრა · სოფ. ბოროდინოსთან გამართული
ბრძოლის შემდეგ ნაპოლეონი მოსახლეობისგან მიტოვებულ მოსკოვში
შევიდა;თუმცა უჩვეულოდ ცივი ზამთრისა და და ფართოდ გაშლილი
პარტიზანული ბრძოლების პირობებში მას მალე მოუხდა რუსეთის დატოვება; · ნაპოლეონის რუსეთის კამპანია მარცხით დასრულდა;იმპერატორმა
მიატოვა თავისი არმია მდ.ბერეზინასთან და პარიზს მიაშურა; · რუსეთმა და პრუსიამ
კიდევ ერთი ალიანსი შეკრეს და 1813 წლის ოქტომბერში
გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ნაპოლეონს ლაფციგთან გამართუ „ხალხთა ბრძოლაში“,რომელშიც
ერთმანეთს დაუპირისპირდა ერთი მხრივ,450 ათასი ფრანგი ჯარისკაცი და საფრანგეთის მოკავშირე
გერმნული სახელმწიფოების ე.წ.“რაინის კავშირის“ ჯარისკაცი(„რაინის კავშირის „ ჯარი
შემდეგ მოწინააღმდეგის მხარეს გადავიდა;) და მეორე მხრივ,500
ათასიანი რუსეთის,პრუსიის,ინგლისის,შვედეთისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარი; · „ხალხთა
ბრძოლაში“ ნაპოლეონი დამარცხდა.მოკავშირეთა ჯარები 1814
წელს(მარტში) პარიზში შევიდნენ; · ნაპოლეონი
აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე; · საფრანგეთში
ბურბონების მმართველობა აღადგინეს;ტახტზე ლუი მე-16-ის უმცროსი ძმა ლუი მე-18 ავიდა; · მაგრამ
პირველი რესტავრაცია ხანმოკლე აღმოჩნდა.ნაპოლეონი გაიქცა ელბადან,შეძლო ხელისუფლების დაბრუნება და მისი 100 დღით შენარჩუნება; · 1815 წლის ივნისში ვატერლოოსთან
ნაპოლეონი დამარცხდა თავის უკანასკნელ ბრძოლაში ინგლისისა და პრუსიის გაერთიანებული
ჯარების წინააღმდეგ; · 22 ივნისს ნაპოლეონმა უარი თქვა ტახტზე და ინგლისელებს ჩაბარდა; · ამჯერად
ის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს · ლუ
მე-18- პარიზს საფრანგეთი კი მმართველობის კონსტიტუციური მონარქიის ფორმას დაუბრუნდა; |
ვენის კონგრესი · ჯერ
კიდევ ნაპოლეონის პირველი გადადგომის შემდეგ,პარიზის 1814 წლის 30 მაისის ხელშეკრულებით,გადაწყდა
კონგრესის მოწვევა ვენაში ნაპოლეონის მიერ შექმნილი იმპერიის
ტერიტორიების გადასანაწილებლად; · კონგრესი
ნოემბერში დაიწყო,გრძელდებოდა „ასი დღის“ განმავლობაშიც · და
დასრულდა ნაპოლეონის მე-2 გადადგომამდე 9 დღით ადრე-
1815 წლის 9 ივნისს ხ ხ · ვენის
კონგრესზე შეიკრიბნენ საფრანგეთთან ომებში გამარჯვებული სახელმწიფოების წარმომადგენლები-ხელმწიფეები,სამეფო
ოჯახების წევრები,დიპლომატები · კონგრესს
თავმჯდომარეობდა ავსტრიის
კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი; · ვენის
კონგრესი გახდა დიპლომატიური
„ბრძოლის ველი“,სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ნაპოლეონთან ომებში ყოფილი
მოკავშირეების ინტერესები; · გამოიკვეთა
დაპირისპირებულ სახელმწიფოთა ორი ჯგუფი: ერთის მხრივ რუსეთი
და დიდი ბრიტანეთი და,მეორე მხრივ, ავსტრია და პრუსია. ხ · ამგვარ
ვითარებაში დამარცხებული საფრანგეთი(მას წარმოადგენდა ლუი მე-18-ის
მინისტრი ტალეირანი.ის გამოცდილი დიპლომატი იყო;თავის დროზე ემსახურებოდა
ნაპოლეონს და იმპერიაში ყველაზე მაღალი თანამდებობები ეკავა) ცდილობდა გამოეყენებინა
გამარჯვებულთა შორის არსებული წინააღმდეგობები და
შეძლებისდაგვარად შეემცირებინა დანაკარგები; ხ სახელმწიფოთა
ინტერესები · რუსეთი
და პრუსია ცდილობდნენ ტერიტორიულ გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპის ნაწილის(მათ შორის
პოლონეთის) შემოერთებით · რუსეთის
მიზანი იყო აგრეთვე ოსმალეთის იმპერიის დაშლა,რათა ბოსფორისა
და დარდანელის სრუტეებით მიეღო გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაზე; ეს კი აქ უძლიერესი ფლოტის საშუალებით
გაბატონებული ბრიტანეთის ინტერესებს შელახავდა; ხ · დიდ
ბრიტანეთს სურდა შეენარჩუნებინა საზღვაო პირველობა
და მისი მიზანი იყო არსებული მდგომარეობის(სტატუს კვოს) შენარჩუნება
ევროპაში,რაც რუსების პრეტენზიების შეკავების საშულებად
ესახებოდა; · დიდი
ბრიტანეთი ასევე მხარს უჭერდა პრუსიის გაძლიერებას
გერმანიაში,რაც შესაბამისად წინაღობა გახდებოდა რუსეთის
ზეგავლენის გაზრდისათვის ევროპაში; · რუსები
და ბრიტანელები ასევე კონკურენტები იყვნენ ოსმალეთის იმპერიაში
და ცენტრალურ აზიაში რუსეთის-კასპიის ზღვისკენ,ხოლო
ბრიტანეთის-ავღანეთისკენ წინსვლის პირობებში; ხ · პრუსია
და ავსტრია ერთმანეთს ექიშპებოდნენ გერმანულ მიწებზე პირველობისათვის; · ავსტრიას
აწყობდა დანაწევრებული გერმანიის არსებობა,რომლის
გაერთიანების მოსურნე იყო პრუსია საკუთარი
წინამძღოლობით; · ავსტრია
ასევე უპირისპირდებოდა რუსეთის ინტერესებს ბალკანეთზე(რუსეთმა
თავი ოსმალეთის იმპერიის სლავური წარმოშობის
უმცირესობების დამცველად გამოაცხადა); · ავსტრია
ხედავდა გაფართოების საფრთხეს მისი ტერიტორიების ხარჯზე,რომლებიც ოსმალეთის იმპერიას
ემიჯნებოდა; ავსტრიის ამ პოზიციას მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი,რადგან ბალკანეთზე პოზიციების გამყარების შემთხვევაში,როგორც აღინიშნა,რუსეთი ხმელთაშუა ზღვის რეგიონს დაემუქრებოდა; ხ · ტალეირანმა რთული პოლიტიკური
თამაში წამოიწყო; 1815 წლის 3 იანვარს მან ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის
წარმომადგენლებთან საიდუმლო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი,რომელიც პრუსიის და რუსეთის
წინააღმდეგ იყო მიმართული; ხ · საბოლოოდ,დიდი
ტერიტორიული დანაკარგის მიუხედავად,დამარცხებულმა საფრანგეთმა მიაღწია საკუთარი საზღვრების დაკანონებას
1792 წლისთვის არსებულ ფარგლებში; ხ · ვენის
კონგრესზე მიღწეული შეთანხმებების შედეგად,შეიქმნა გერმანული
კონფედერაცია (იარსება 1866 წლამდე) კონფედერაცია დაყოფილი იყო 39 „სახელმწიფოდ“(1792
წლისათვის 350 „სახელმწიფო“ არსებობდა) · პრუსიის
სახელმწიფოს ტერიტორიული შენაძენი დიდი არ იყო;ამჯერად მასში
შედიოდა აღმოსავლეთ პრუსია,საქსონიის ჩრდილო ნაწილი;რაინლანდისა და ვესტფალიის დიდი
ნაწილი · კონფედერაცია პრუსიისა და ავსტრიის
იმპერიების ნაწილსაც მოიცავდა(თუმცა,ეს ტერიტორიები რჩებოდა
ამ სახელმწიფოების შემადგენლობაში;) · კონფედერაცია
უკიდურესად სუსტი და რეალურ სახელმწიფოებრივ საფუძველს მოკლებული იყო;გერმანულ სახელმწიფოთა
ამგვარი სუსტი გაერთიანება სხვა ევროპული სახელმწიფოების,უპირველესად დიდი ბრიტანეთის,ინტერესებში
შედიოდა; ხ · ავსტრიამ
თითქმის დაიბრუნა ნაპოლეონთან ომების დროს დაკარგული ტერიტორიები;ბელგიის დაკარგვის სანაცვლოდ კი მიიღო გერმანული მიწებისა
და იტალიის ნაწილი(ლომბარდია და ვენეცია); ხ · შვედეთმა(ახალი შვედური დინასტია დააფუძნა ნაპოლეონის სარდალმა ბერნადოტმა) შეიერთა ნორვეგია,ადრე
დანიის სამფლობელო,იმ პირობით,რომ ნორვეგიას მიენიჭებოდა ფართო ავტონომია; ხ · პოლონეთი
კიდევ ერთხელ,ამჯერად მე-4
გაიყო და ყველაზე მეტად მოგებული რუსეთი დარჩა;
ცენტრალურმა პოლონეთმა,რომლის
დედაქალაქი ვარშავა იყო,რუსეთთან ერთად შექმნა სამეფო,რომელსაც
სათავეში ედგა ვიცე-მეფე-რუსეთის იმპერატორის ძმა კონსტანტინე;ამასთან ერთად,პოლონეთი
თვითმმართველობის ფართო უფლებებით სარგებლობდა; ხ · დიდ
ბრიტანეთს არაფერი მოუთხოვია ევროპაში არც თავსთვის და არც თავის მოკავშირებისთვის-ესპანეთისა
და პორტუგალიისთვის(ამ ქვეყნების მეფეებმა დაიბრუნეს ხელისუფლება;),მაგრამ
მან შეძლო ნიდერლანდის სამეფოს შექმნა(მასში შევიდა თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგიც),რაც
საფრანგეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა; · ამასთან
ერთად,ინგლისმა მიიღო ახალი
კოლონიები და განიმტკიცა ზღვებზე ბატონობა; ხხ · საბოლოოდ
ვენის კონგრესის“გამარჯვებულად“ შეიძლება დიდი ბრიტანეთი და ავსტრია ჩაითვალოს; მათ
მოახერხეს ხუთ დიდ სახელმწიფოს შორის: (დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი,ავსტრია,რუსეთი,პრუსია)
ევროპაში ნაპოლეონის ჰეგემონიამდე არსებული“ძალთა წონასწორობის“
აღდგენა ხ · ვენის
კონგრესს განსკუთრებით მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით,რომ აქ შეიქმნა ე.წ. ევროპის კონცერტის სისტემა ,რაც იმას ნიშნავს,რომ ევროპის დიდი სახელმწიფოების პოლიტიკა პირველად წარიმართა ურთიერთშეთანხმების აფუძველზე; · იმდროინდელი
მსოფლიოს ხუთი წამყვანი სახელმწიფო(პენტარქია) პირველად იწყებს შეთანხმებულ მოქმედებას; · პენტარქიის მოქმედება,უპირველეს
ყოვლისა გამოვლინდა ევროპაში მონარქიების რესტავრაციაში · ამასთანავე
შეთანხმებულად მოქმედი ევროპელი მონარქები უგულვებელყოფდნენ
საკუთარი და სხვა ევროპელი ხალხების მისწრაფებებს;ეს შეეხებოდა როგორც დამოუკიდებლობის
მოპოვების სურვილს(ბელგია,პოლონეთი,ბალკანეთის ქრისტიანები),ისე
სახელმწიფოებრივი გაერთიანების სურვილს(იტალია,ნაწილობრივ გერმანია) · ამდენად,ვენის
კონკონგრესმა მოამზადა ნიადაგი 1848 წლის ლიბერალური რევოლუციებისთვის
ევროპაში · ევროპის
კონცერტით(ურთიერთანხმობით) შიქმნა
საერთაშორისო სამართლის ახალი რეალობა,რომლის თანახმადაც ევროპაში საზღვრების შეცვლა
არ შეიძლებოდა კონგრესის საბოლოო აქტის ხელმომწეი სახელმწიფოების თახმობის გარეშე; |
|
Комментарии
Отправить комментарий